გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
0802100-8002468747
#2/1753-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.12.20-8 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „პ------------- ფ-------------„;
წარმომადგენელი - ლ--------------ე;
მოპასუხე - გ-------------–--ე;
წარმომადგენელი- ბ---------------ე;
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოხდეს ქ. ქუთაისში, ნ-----------------------ში (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.5--) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით და რეალიზაციიდან ამონაგები თანხის შპს პ------------- ფ-------------ა და გ-------------–--ეს შორის განაწილება წილების შესაბამისად.
1.2. გ-------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს პ------------- ფ-------------მა 20-0 წლის 29 ნოემბერს განკარგულების თანახმად საჯარო აუქციონზე შეიძინა მოვალე ნ---------------ის საკუთრებაში არსებული ქონებები, მდებარე ქ. ქუთაისში, ნ----------------------, ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.5-2 და 0-.0-.2-.0--.0-.5-1 უძრავი ქონების 3/26 ნაწილი. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს პ------------- ფ-------------ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონებების 23/26 წილი, ხოლო დანარჩენი 3/26 ნაწილის მესაკუთრეა გ-------------–--ე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-7 წლის 27 ივლისის #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად უძრავი ქონებიდან ს/კ 0-.0-.2-.0--.0-.5-1 თანამესაკუთრეთა იდეალური წილების მიხედვით სათავსოების ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა სველი წერტილებით და მისასვლელი გზით ტექნიკურად შეუძლებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩლი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ვერ სარგებლობს და ვერ განკარგავს, იმის გამო, რომ უძრავი ქონება არის კაპიტალურ რემონტში, არ აქვს ჭერი და იატაკი. იდეალური წილების შესაბამისად შესაძლებელია რეალური წილის გამოყოფაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება მდებარე - ქ. ქუთაისში, ნ-----------------------ში (საკადასტრო კოდი №0-.0-. 2-.0--.0-.5-1) საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს პ------------- ფ------------- და გ-------------–--ის თანასაკუთრებაში. (3/26 ნაწილის მესაკუთრეა გ-------------–--ე, ხოლო 23/26 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს პ------------- ფ-------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ქუთაისში, ნ-----------------------ში (საკადასტრო კოდი №0-.0-. 2-.0--.0-.5-1) ნატურით გაყოფა შეუძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი 24.07.20-7წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ნ-----------------------ში (საკადასტრო კოდი №0-.0-. 2-.0--.0-.5-1) მდებარე უძრავი ქონებიდან ((119,94 კვ) თანამესაკუთრე გ-------------–--ის 3/26 იდეალური წილი შეადგენს 13.84 კვმ-ს, ხოლო შპს პ------------- ფ------------- 23/26 იდეალური წილი შეადგენს 106,10 კვმ-ს) თანამესაკუთრეთა იდეალური წილების მიხედვით, სათავსების ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა სველი წერტილით და მისასვლელი გზით ტექნიკურად შეუძლებელია.
სასამართლომ ზემოთმითითებული ექსპერტის დასკვნის შეფასებისას გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებითაც რეგლამენტირებულია უძრავი ნივთებთან და საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს რა სადავო გარემოების ცალსახად ამსახველი და კვალიფიციური წყაროდან გამომდინარე დასაბუთებული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს.
სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმებით საზიარო ნივთის გაყოფა იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. ამასთან, საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ნივთის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, მისი მდებარეობა, განლაგება და ა.შ. რაც შეეხება ნივთის ღირებულებას, აქ იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთი უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილმა ნივთებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
ექსპერტის დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სადავო საზიარო საგანზე, საზიარო უფლების ნატურით გაყოფით გაუქმება შეუძლებელია, რის გამოც საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს საზიარო საგნის გაყიდვით, ხოლო ამონაგები უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 953-ე, 954-ე, 963-ე, 961-ე, 964-ე, 955-ე, 173-ე მუხლები;
საქართველოს კონსტიტუცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებაში ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს - საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173.1. მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სსკ 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია – საზიარო საგნის რეალიზაციით (სკ-ს 964-ე მუხლი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, 1. თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად და 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდოულად, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებამდა გაყოფამდე. ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისის საგნობრივი (ფუქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება არ უნდა გამოიწვიოს ნივთის გაყოფამ. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებამდა გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ეს ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ-ები: # ას-932-875-20-2, 17 .09. 20-2 წ.; # ას-1089-1020-20-2, 08.10.20-2წ.; #ას-1665-1562-20-2, 04.02.20-3წ.; # ას-1653-155--20-2, 15. 04.20-3წ.; #ას-67-65-20-4, 31.07.20-4წ.; # ას-39-39-20-6, 0-.0-. 20-6 წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964.1.მუხლის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს საზიარო უფლების ყოველი მფლობელისათვის წილის გამოყოფას. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე. იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა გზით არის შესაძლებელი საზიარო უფლების გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მის მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წილები დადგენილია შემდეგი სახით გ-------------–--ის საკუთრებაშია 3/26 ნაწილი, ხოლო შპს „პ------------- ფ-------------„ საკუთრებაშია -23/26 ნაწილი და ამგვარად არის განსაზღვრული მათი წილობრივი მონაწილეობა საზიარო ქონებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. ამიტომ საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად. ვინაიდან უძრავი ქონება მხარეების თანასაკუთრებაშია, საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მათ შორის უნდა განაწილდეს თანაბრად წილების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონებიდან თანამესაკუთრეთა იდეალური წილების მიხედვით, სათავსეობის ორ იზოლირებულ ნაწილებად გამოყოფა სველი წერტილით და მისასვლელი გზით ტექნიკურად შეუძლებელია. გამომდინარე აღნიშნულიდან, მხარეთა შორის საზიარო უფლების სადავო საგანი გაყოფადი არ არის. ამიტომ მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი გაყიდვით.
ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება).
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული (სუსგ საქმე №ას-1148-1094-20-4 19.08.20-5წ.; საქმე №ას-1080-1000-20-7, 27.10.20-7).
როგორც უკვე აღინიშნა, საზიარო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის, რის გამოც უნდა გაუქმდეს შპს პ------------- ფ------------- და გ-------------–--ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩა №5 (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 878.00 კვ.მ.)(საკადასტრო კოდი №0-.0-.2-.0--.0-.5-1), საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა უნდა განაწილდეს თანაბარწილად - წილების გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას შპს პ------------- ფ------------- მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კმაყოფილდება სარჩელი და სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, გ-------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს - 120 ლარი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პ------------- ფ-------------„ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს შპს „პ------------- ფ-------------„ და გ-------------–--ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე მდებარე -ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #5 (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 878 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი №0-.0-.2-.0--.0-.5-1), საზიარო საგნის რეალიზაციით და ამონაგები თანხა შპს „პ------------- ფ-------------„ და გ-------------–--ეს შორის განაწილდეს წილების (შპს „პ------------- ფ-------------„ 23/26 ნაწილი და გ-------------–--ეს 3/26 ნაწილი) შესაბამისად.
3. გურამი ჯანელიძეს შპს „პ------------- ფ-------------„ სასარგებლოდ გადახდეს 120 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე