გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
330210018002394155
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10598-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ქ-------–--------–----------------------–-------------------------------–-----

წარმომადგენლები - 1 - ვი-–----–--–------

2 - ირ------------

მოპასუხეები - 1 - საქართველოს გა-----–--------–---------------–-------------------------------------

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

2 - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ს----------–-------------------------------–-----------------------–-----------–--

პრეზიდენტი - ო-------------

წარმომადგენელი - გი-----------------

3 - ფ-------–--- გენერალური მდივანი --------–--------–---–-

4 - ვიცე პრეზიდენტი - ჯ-----–-----

5 - ვიცე პრეზიდენტი - გი----------------–---

6 - ვიცე პრეზიდენტი - ა---------–---------ე

დავის საგანი - 1. დაევალოს საქართველოს გა-----–--------–---------------–--------------------------------------ს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, შეუჩეროს უფლებამოსილება საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს ხელმძღვანელობას საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს გამგეობის 2----–-–---------------- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად და საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს 2----–-–----------------- გამართულ საანგარიშო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს საქართველოს გა-----–--------–---------------–--------------------------------------ს, სპორტის სფეროში პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, შეუჩეროს უფლებამოსილება საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს ხელმძღვანელობას, კერძოდ: პრეზიდენტ ო-------------ს, გენერალურ მდივანს რუ--–--------–--ლს, ფ-------–--- ვიცე პრეზიდენტებს ა---------–---------ეს, ჯ-----–-----სა და გი----------------–---ს საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა.ა.ი.პ საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს გამგეობის 2----–-–---------------- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად და საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს 2----–-–----------------- გამართულ საანგარიშო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად.

 

მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით 2----–-–------------- დაფუძნდა ქ. თ---–--------–----------------------–-ა, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნუ---------–----ე, არასამეწარმეო-არაკომერციული პირი დარეგისტრირდა 2----–-–-------------- კავშირის სახით.

 

2016 წლის 1 მარტს „სპორტის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანხმად, 2016 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს გამგეობის სხდომა, გადაწყდა, რომ ყრილობა მოწვეული ყოფილიყო 2----–-–-----------------, 12 საათზე, დამტკიცდა ა.ა.ი.პ. საქართველოს ვ--–------------------------–-----------–-ის პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი იყო 5 კანდიდატი, მათგან 2 კანდიდატს საბუთები არ ჰქონდა სრულად მოწესრიგებული და მიეცათ ვადა 2016 წლის 21 ნოემბრამდე. აღნიშნულზე ნუ---------–----ეს არ შეატყობინეს, მას 8 ნოემბერს ჰქონდა წარდგენილი განცხადება. თ---–--------–----------------------–-ის-კავშირის წევრები რუ--–--------–--ლი და შო--------------- ისე აირჩიეს ფ-------–--–- გამგეობის წევრებად, რომ არ უცნობებიათ. ასევე თბილისის ვ--–----------------–---ი საერთოდ გამორიცხეს საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს რიგებიდან, როგორც ყრილობაზე ხმის უფლების მქონე იურიდიული პირი. ამდენად მოსარჩელის მითითებით ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტის გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნების შესახებ არის არალეგიტიმური და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს გა-----–--------–---------------–--------------------------------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

მისი განმარტებით არ დასტურდება ა(ა)იპ საქართველოს „ვე-–-----------------------–-------------–-ის“ პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის დადასტურებული შემთხვევა. სამინისტროს მხრიდან რა პრინციპები დაირღვა, არგუმენტები არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან.

 

2.2. მოპასუხე ა(ა)იპ „საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს“ პრეზიდენტმა და წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

2.3. მოპასუხეები რუ--–--------–--ლი, გი----------------–---, ა---------–---------ე სასამართლოს სხდომაზე არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას.

 

მათი განმარტებით 2012 წლიდან ნუ---------–----ეს შეხება არ ჰქონია ფ-------–-------. ის პრეზიდენტობის კანდიდატად მიიღეს როგორც ფიზიკური პირი, არსებობს თბილისის ვ--–----------------–---ი, რომელიც არის ფ-------–--- წევრი. გამგეობის წევრები არიან ასევე რეგიონების უფროსები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 04 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით საქმე განსახილველად გადმოეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

(მტკიცებულება: განჩინება, ს.ფ. 148)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქ. თ---–--------–----------------------–-ის“ წესდების მიხედვით დაფუძნდა 2----–-–-------------, დამფუძნებელი პირები --------–--------–---–-, შო-------------------------------------------------------------------–------------------------- აღნიშნული პირები არიან გამგეობის წევრები, გამგეობის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) არის ნუ---------–----ე, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას.

 

(მტკიცებულება: წესდება, ს.ფ. 236-246)

 

3.2.2. 2----–-–----------------- შედგა საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს გამგეობის სხდომა (ოქმი N-), სხდომის დღის წესრიგი იყო:

 

1) საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის ჩატარების თარიღი და ადგილი.

2) წესდებაში ცვლილებების შეტანა და ახალი რედაქციით ყრილობისთვის წარდგენა.

3) განცხადებების განხილვა ფ-------–--–- გაწევრიანების შესახებ.

4) ყრილობაზე ხმის უფლების მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების დელეგატებად დამტკიცება და დელეგატთა ქვოტის დამტკიცება.

5) სხვადასხვა.

 

გამგეობის სხდომაზე პრეზიდენტმა ო-------------მ გააცნო დამსწრეებს ყრილობის ჩატარების დრო და ადგილი, რომელიც დამტკიცებული იყო წინა გამგეობის სხდომაზე, რომელიც ჩატარდა 2----–-–------------------; ყრილობა დაინიშნა 2----–-–----------------- და გამოქვეყნდა გაზეთ „-–--–--–--------–-–------------------- მეორე საკითხზე იმსჯელეს წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რადგან ახალი კანონის შესაბამისად ფ-------–--- უმაღლესი ორგანო უნდა იყოს ყრილობა, 3/4-ს უნდა წარმოადგენდეს სპორტული ორგანიზაციები, ხოლო დანარჩენი 1/4 წარმოდგენილი უნდა იყვნენ ფიზიკური პირები.

 

გამგეობის სხდომაზე ფ-------–--- წევრებად გაერთიანდა 15 იურიდიული პირი, გარდა:

მ–------------------------–--------------–----–-------------–------------------------------------------------------------------–----------------------------------–---, რომელსაც

აღნიშნული საკითხი არ გაუსაჩივრებია, გამგეობის სხდომაზე განისაზღვრა ასევე

ყრილობაზე თითო ხმის უფლებით დელეგატების დამტკიცება 12 ნოემბრამდე.

იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, სულ 15 იურიდიული პირი და 5

ფიზიკური პირი.

 

(მტკიცებულება: გამგეობის სხდომის ოქმი, ს.ფ.247-251 )

 

3.2.3. გამგეობის 2----–-–---------------- სხდომაზე მოსმენილი იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ ვე-–----------------------–-ის პრეზიდენტობის კანდიდატად განცხადება შეტანილი ჰქონდა 5 კანდიდატს, მათგან 2 კანდიდატს არ ჰქონდა საბუთები სრულყოფილი და კანდიდატებს მიეცათ ვადა 2016 წლის 21 ნოემბრამდე. მოსარჩელე ნუ---------–----ემ 2016 წლის 08 ნოემბერს მიმართა განცხადებით ფ-------–--- და მოითხოვა რეგისტრაციაში გატარება პრეზიდენტის კანდიდატად.

 

(მტკიცებულება: ოქმი N-, ს.ფ. 251, 253)

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მას არ შეატყობინეს სხდომის ჩატარების შესახებ, რადგან საქმეში არსებული განცხადებით, რომლითაც ნუ---------–----ე ითხოვს პრეზიდენტის კანდიდატად რეგისტრაციას, ცნობილი იყო ყრილობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, რაც აძლევდა საშუალებას მოსარჩელეს დაეყენებინა საკითხი, როგორც იურიდიული პირს და მიემართა ეროვნული ფ-------–---თვის.

 

საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება, გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები და განცხადებები გამოძიების დაწყების შესახებ არ წარმოადგენს მტკიცებულებებს იმ გარემოების დასადასტურებლად, რა მოთხოვნებიც აქვთ სარჩელში მითითებული.

 

3.2.4. საქმეზე წარმოდგენილი 2----–-–----------------ს ვე-–-----------------------–-----------–--ს საანგარიშო ყრილობის (ოქმი N-) მიხედვით ყრილობას ესწრებოდა 20 დელეგატი, დამტკიცებული იქნა დღის წესრიგი: 1) ფ-------–--- წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება ახალი რედაქციით. 2) 2012-2016 წლების მუშაობის ანგარიში. 3) არჩევნები.

 

დელეგატებმა წესდებაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, მოსმენილი იქნა ფ-------–--- პრეზიდენტის არჩევის შესახებ საკითხი, აღინიშნა, რომ ორმა კანდიდატმა არ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო ორმა - რ.ჯ---–---–-------------------- მოხსნა კანდიდატურა, კენჭისყრა ჩატარდა ღიად და 20-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ომ-----------ის კანდიდატურას. არჩეული იქნა გამგეობის გენერალური მდივანი, გამგეობაში არჩეული იქნა 9 წევრი.

 

(მტკიცებულება: ოქმი N-, ს ფ. 256-261 )

 

3.2.5. 2----–-–----------------- მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია, რომლის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყრილობის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ფ-------–--- წევრებს 3 თვით ადრე, ხოლო რიგგარეშე ყრილობის ჩატარების შესახებ 2 თვით ადრე.

 

(მტკიცებულება: წესდება ს ფ. 268)

 

3.2.6. მოსარჩელის განმარტებით, რომ ყრილობა წესდების დარღვევით იქნა მოწვეული, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან წესდება მიღებული იქნა ახალი ცვლილებებით, ახალი რედაქციით, მოსარჩელე ყრილობაზე, როგორც ხმის უფლების მქონე იურიდიული პირი, არ ყოფილა მიწვეული, მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი ეროვნული ფ-------–--- წევრს წარმოადგენს. მხოლოდ იმის მითითება, რომ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და არის მწვრთნელი, ვერ გახდება ფ-------–--- ყრილობის და გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი.

 

(მტკიცებულება: მასალები, ს.ფ. 39-46 )

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სპორტის სფეროში საქართველოს გა-----–--------–---------------–--------------------------------------ს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით, გასაჩივრებული ოქმებით და მოსარჩელის განმარტებებით ვერ იქნა დადასტურებული ა(ა)იპ „საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს“ პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევები. აღნიშნული მოთხოვნა სპორტის კანონის შესაბამისად განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე მოსარჩელის პირველი მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1. მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომლებიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.

 

,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1.მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.

 

ამავე კანონის 10.2. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.

 

ამავე კანონის 10.61 მუხლისთ, საქართველოს ეროვნული სპორტული ფ-------–--- უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

აღნიშნული კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს, სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.

 

წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, სვეფ-ის წევრები არიან საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონებისა და ქალაქების ვე-–----------------------–-ები, კლუბები და ველოსპორტთან დაკავშირებული იურიდიული პირები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მეორე ნაწილით, სვეფ-ის ინდივიდუალური წევრი შეიძლება იყოს ყოველი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც იზიარებს და ასრულებს სვეფ-ის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

აღნიშნული წესდების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, ,,სპორტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, (მუხლი 1, პუნქტი 61), საქართველოს ეროვნული ფ-------–--- უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს გამგეობის სხდომისა და ყრილობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, სხდომაზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან წევრობის შესახებ და მონაწილეობის მისაღებად როგორც იურიდიულმა პირმა მიმართა თუ არა ფ-------–---, მხოლოდ მისი განცხადება პრეზიდენტად არჩევის შესახებ ვერ მიუთითებს ამ გარემოებაზე. საქმეზე მხარეთა განმარტებებით ცნობილი გახდა, რომ თბილისში არსებობს „ვე-–-----------------------–------–----ს სახით, რომელსაც წარმოადგენდა შო-------------ი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელისთვის არ იქნება სამართლებრივი შედეგის მომტანი, რადგან ის ფ-------–--- წევრს არ წარმოადგენს.

 

სასამართლოს აზრით, გამგეობის სხდომის და ყრილობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს აღიარებითი ხასიათის სარჩელს, რომლის განხილვა-გადაწყვეტისათვის აუცილებელია იურიდიული ინტერესის არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, რომ არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელე მხარის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადია, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სს კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნუ---------–----ის სასარჩელო მოთხოვნა დაევალოს საქართველოს გა-----–--------–---------------–--------------------------------------ს, სპორტის სფეროში პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, შეუჩეროს უფლებამოსილება საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს ხელმძღვანელობას, კერძოდ: პრეზიდენტ ო-------------ს, გენერალურ მდივანს რუ--–--------–--ლს, ფ-------–--- ვიცე პრეზიდენტებს ა---------–---------ეს, ჯ-----–-----სა და გი----------------–---ს საგანგებო ყრილობის მოწვევამდე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა(ა)იპ თ---–--------–----------------------–-ის პრეზიდენტის მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ა.ა.ი.პ საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს გამგეობის 2----–-–---------------- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად და საქართველოს ვე-–-----------------------–-----------–--ს 2----–-–----------------- გამართულ საანგარიშო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმი N--თან ერთად - არ დაკმაყოფილდეს

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი