გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210118002297386
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს------------------------------------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.201- წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდიანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - შპს ,,გე-----------ი“

წარმომადგენლები - გი-------–---–---ე, არ---–----------ე, ოთ-----------

მოპასუხეები - ჯუ------------–---–ი, შო----------–---–ი, ბა----------–-–---–ი, შპს ,,ეი------“

წარმომადგენლები - ლა–-------------ი, თა----------–---–ი, შა-–----------–-–---–ი, ალ---------------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ჯუ------------–---–ს, შო----------–---–ს, ბა----------–-–---–ს და შპს ,,ეი------“-ს შპს ,,გე-----------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 2 148 200,69 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2011 წლის 23 მაისს, შპს ,,გე-----------მა'' დააფუძნა შპს ,,პლ-------------ი“ (ს/კ4--------). მის დირექტორად დაინიშნა ჯუ------------–---–ი, რომელმაც კომპანიის კაპიტალში შეიტანა ცხრა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------–-, ი. ჭ-------ის გამზ. N--ში, საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------;

 

გარდა აღნიშნულისა, 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლ-------------მა'' შპს ,,ბა---------–--------ნ“ შეიძინა ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------ და 0------------------, რომლის სანაცვლოდაც გე-----------მა ბ------ი პ-–----ს გადასცა 37,59% წილი პლ-------------ის კაპიტალში. შესაბამისად, პლ-------------ის საკუთრებაში იყო 15 უძრავი ქონება, რომელთა საერთო კომერციული ფართი იყო 9 913,62 კვ.მ. და ჯამური ღირებულება აღემატებოდა 10 მილიონს ლარს.

 

კომპანიის დირექტორმა ჯუ------------–---–მა პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კომპანიის საკუთრებაში არსებული 15 ქონებიდან, ჯერ 3 (სამი), შემდგომში კი 10 ქონება (ჯამში 13 ქონება) მის მიერ კონტროლირებად კომპანიებს გადასცა საკუთრებაში, პლ-------------ი ხელოვნურად გახადა გადახდისუუნარო, რამაც კომპანიის გაკოტრება გამოიწვია.

 

მოსარჩელის განმარტებით, ჯუ------------–---–ის მიერ შპს პლ-------------ის საკუთრებიდან 3 უძრავი ქონების, საკდასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------ გასხვისება/მითვისების შედეგად კომპანიას მიადგა ზიანი. კერძოდ, 2014 წლის 07 ივლისს შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორმა ჯუ------------–---–მა, მიუხედავად იმისა რომ შპს ,,პლ-------------ის“ წესდების 3.7 მუხლის თანახმად მას სჭირდებოდა პარტნიორთა თანხმობა, ისე რომ აღნიშნულის შესახებ არც კი უცნობებია პლ-------------ის პარტნიორის - გე-----------ისთვის, დადო 3 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სს ,,ბი------ი“-სთან, რომლის თანახმადაც პლ-------------მა მყიდველს საკუთრებაში გადასცა 3 უძრავი ქონება, ამ უკანასკნელს კი უნდა გადაეხადა ნასყიდობის საფასური 1 420 000 ლარი, რომელიც არ გადაუხდია და არც ჯუ------------–---–ს მოუთხოვია მისი გადახდა. მითითებული უძრავი ქონებების საერთო კომერციული ფართი შეადგენდა 1 757,32 კვ.მ., შესაბამისად მათი ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 148 200,69 ლარს, რა ოდენობის ზიანიც მიაყენა ჯუ------------–---–მა შპს ,,გე-----------ს“ შპს პლ-------------ის ქონების მითვისებით და მისი გაკოტრებით.

 

ყველა ეს ტრანზაქცია დაიგეგმა თავად ჯუ------------–---–ის მიერ, მის შესრულებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ბა----------–-–---–ი და შო----------–---–ი, სარგებელი კი მიიღო შპს ,,ეი------“-მ. რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჯუ------------–---–ის ოჯახის კომპანიას. შესაბამისად მოსარჩელის განმარტებით, არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს ,,ეი------“-მ, შო----------–---–მა და ჯუ------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოპასუხეები თვლიან, რომ შპს ,,გე-----------ს“ არ გააჩნდა წინამდებარე სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება, რადგან იგი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანი იმ ქონების განკარგვიდან, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. მოსარჩელეს ამგვარი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში უნდა დაეყენებინა დერივაციული სარჩელი შპს ,,პლ-------------ის“ სახელით. დერივაციულ სარჩელს მხარე ვერ აღძრავს მას შემდეგ, რაც პირი რომლის სასარგებლოდაც იგი დაყენებულ უნდა იქნას აღარ არსებობს, ხოლო წინამდებარე სარჩელი არ არის დერივაციული შინაარსის, რადგან შპს ,,გე-----------ი“ აპელირებს საკუთარ და არა საწარმოს ზიანზე. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, მოპასუხე პირების მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ასევე მოპასუხეთა ქმედების მიზეზობრივი კავშირი შპს ,,გე-----------ის“ ზიანთან.

 

მოპასუხეები აგრეთვე უთითებენ ხანდაზმულობაზე და თვლიან რომ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური მოთოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან შპს ,,პლ-------------ის“ 3 უძრავი ქონების გასხვისების გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, შესაბამისად 2017 წლის ივლისში ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 195-204, საპაექრო სიტყვა)

 

2.2. ბა----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო განცხადების ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არ იძლევა მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, გაურკვეველია ზიანი, კერძოსამართლებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი დაუდგენელ ზიანთან.

 

გარდა ამისა, მოპასუხე თვლის, რომ არასათანადო მოპასუხეა, რადგან მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სახეზე გვაქვს იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ქმედება, პირველ შემთხვევაში სს ,,გრ---------ს“, როგორც უძრავი ქონების მყიდველი მხარის, ხოლო მეორე შემთხვევაში სს ,,გრ---------ს“, როგორც გამყიდველი მხარის სახით. ამიტომ აღნიშნულ ფაქტორებზე დაფუძნებულ სასარჩელო მოთხოვნის სათანადო მოპასუხე არ არის ბა----------–-–---–ი, როგორც ფიზიკური პირი. ვინაიდან, ბ. გ----–-–---–ის ეპიზოდში მოპასუხეა სს ,,გრ---------“, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტი. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი ტომი II, ს.ფ. 61-66, პოზიცია არასათანადო მოპასუხეობის შესახებ ტომი II, ს.ფ. 86-87);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,გე-----------ი“ 10.05.2006 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს წარმოადგენს ლინაეუს ქეფითალ ფართნერს ბი.ვი, ნიდერლანდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომიI, ს.ფ. 114);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2011 წლის 20 მაისს შპს ,,გე-----------ი“-ს პარტნიორმა შპს ,,ბ-------------------მა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ კრებაზე დაადგინეს, რომ შპს ,,გე-----------ი“-ს მიერ 100% წილით დაფუძნდეს შპს ,,პლ-------------ი“, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5464858,75 ლარით.

 

შპს ,,ბ-------------------ის“ მიერ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ-------------ი“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება, კერძოდ მდებარე:

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, ტექნიკური სათავსი (Tf/2), სართული 5, ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, კომერციული ფართი (SP5/1), სართული 5, ფართი 1319.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, კომერციული ფართი (R5/1), სართული 5, ფართი 76.82 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ------ი, ილ. ჭ-------ი ქ. N-, კომერციული ფართი (B5/1), სართული 5, ფართი 361.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

 

ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორად დაინიშნა ჯუ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლ-------------მა’’ შპს ,,ბ------ი პ-–----სგან" (ს/კ: 2--------) შეიძინა ქ. ბ------–-, ი. ჭ-------ის გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------;

 

შპს ,,პლ-------------მა“ შპს ,,ბ------ი პ-–----ს“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების კონვერტაცია მოახდინა საზოგადოების კაპიტალში და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბ------ი პ-–----“-ს გადაეცა შპს ,,პლ-------------ის“ კაპიტალში 37,59%-იანი წილი.

 

შპს ,,ბ------ი პ-–----“-სა და სს ,,გრ---------“-ს შორის 2014 წლის 26 ნოემბერს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პლ-------------ი“-ს დამფუძნებელი პარტნიორების წილები გამოისახებოდა შემდეგნირად - შპს ,,გე-----------ი“ 62,41%, სს ,,გრ---------“ 37,59%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 34-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2014 წლის წლის 07 ივლისს შპს ,,პლ-------------ის" დირექტორმა, ჯუ------------–---–მა სს "ბ----------"-ს მიჰყიდა შპს ,,პლ-------------ი"-ს საკუთრებაში არსებული 3 (სამი) უძრავი ქონება შემდეგი საკადასტრო კოდებით: 0------------------ 2------------------; 0------------------.

 

2014 წლის 10 სექტემბერს სს „ბ----------"-მ აღნიშნული ქონებები მიჰყიდა სს „გ----------ს“. 2014 წლის 27 ოქტომბერს სს „გ----------მა“ შპს ,,კე----------------------–--“-ს მიყიდა აღნიშნული უძრავი ქონებები. 2015 წლის 19 ივნისს სს ,,გ----------მა’’ ქონება გამოისყიდა შპს „კე----------------------–--სგან“. 2015 წლის 10 სექტემბერს სს „გ----------მა“ უძრავი ქონებები მიჰყიდა სს ,,ს-------’’-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი 2015 წლის 23 სექტემბერს მიჰყიდა შპს „ეი------ს A--“-ის, რომელმაც თავის მხრივ უძრავი ქონებები შეიტანა შპს „პ-–----“-ს კაპიტალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 07 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 38-39);

- 2014 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 42-44);

- 2014 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 45-46);

- 2015 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 48-49);

- 2015 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 54-56);

- 2015 წლის 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 61-63);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 64-65);

- პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 66-68);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „პლ-------------ი“-ს დირექტორის ჯუ------------–---–ის განცხადება შპს „პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „პლ-------------ი“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,მ------ პ-–----“, შპს ,,მ------ პ-–----“-მ ქონება შეიძინა 13700 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,ი----------–-“, შპს ,,ი----------–მა“ ქონება შეიძინა 249750 ლარად. სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაკმაყოფილდა მეოთხე რიგის კრედიტორი, მეექვსე რიგის კრედიტორები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის ჯუ------------–---–ის, შო----------–---–ის და შპს ,,ეი------“-ის მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა მეშვიდე რიგის კრედიტორები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ-------------ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.10.2016 წლის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 83-85);

- 25.12.2017 წლის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 86-90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,გე-----------ი“ მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჯუ------------–---–მა დაარღვია კანონისმიერი ვალდებულება - კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მართვის მოვალეობა, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა ხელი შეუწყვეს ჯუ------------–---–ს უკანონო მოქმედებების განხორციელებაში.

 

მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლები.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-91 მუხლის

მე-6 პუნქტის ”გ” და”ზ” ქვეპუნქტები და მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორის ჯუ------------–---–ის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე აპელირებს, რასაც შპს ,,გე-----------ი“-სათვის ზიანის მიყენების მოტივად მიიჩნევს. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: ,,ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9.6 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შესაბამისად, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირდად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის წინააღმდეგ პატნიორმა სარჩელი აღძრა საკუთარი სახელით და მიუთითებდა უშუალოდ მის მიმართ მიყენებულ ზიანზე. პარტნიორი ზიანად მიიჩნევდა საწარმოს მიერ გაუცემელ დივიდენდს, რომელსაც, მისი მითითებით, საზოგადოების პარტნიორთა კრება გასცემდა დირექტორის მიერ სწორი ფინანსური დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ასეთი სახით, პარტნიორის მოთხოვნას დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.“ (იხ., სუსგ საქმე №ას-457-436-2015, 06 ივნისი, 2016 წელი)

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს პირველ რიგში, უნდა განმარტოს დერივაციული (არაპირდაპირი) სარჩელის სახე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას მოსარჩელის არასათანადო მხარის სტატუსთან მიმართებით.

 

სასამართლო პირველ რიგში, განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები]. განასხვავებენ სარჩელების კლასიფიკაციას, როგორც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ისე, მატერიალური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე (შდრ: სუსგ №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

 

სარჩელის კლასიფიკაცია შესაძლებელია მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით. დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, მატერიალურ სამართალში სარჩელის ძირითად სახეებად გვევლინება სანივთოსამართლებრივი სარჩელები, როგორებიცაა სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელები. სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა .და განკარგვისთვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას; ვალდებულებითი-სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური, კონდიქციური) სარჩელები. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსული პირისთვის ქონების დაბრუნებისკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისკენ. მაგალითად, დელიქტური სარჩელი მიმართულია არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისკენ. ასეთია ის ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ვინდიკაციისგან განსხვავებით, რომლის საგანია მხოლოდ ნატურით არსებული ნივთი, დელიქტური სარჩელით შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება როგორც ნატურით, ისე ფულადი სახით, როცა ნატურით რესტიტუცია შეუძლებელია. კონდიქციური სარჩელები, რომლითაც ხდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვისი ქონებრივი სიკეთის ხარჯზე, პირის არამართლზომიერი თუ მართლზომიერი მოქმედების ან დაუძლეველი ძალის შედეგად მიღებულის (შეძენილი ან დაზოგილი) უკან დაბრუნება, რითაც მიიღწევა ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენით (იხ., ცვაიგერტი კ., კოტცი ჰ., შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტ.II, გამოცემის მეცნიერული რედაქცია და ბოლოთქმა თ.ნინიძის, თარგმანი ე. სუმბათაშვილის, თბ., 2001, 228).

 

დერივაციული სარჩელი კი, თანამედროვე ცივილისტური დოქტრინის, თუ კანონმდებლობის თანახმად, უფლებას აძლევს აქციონერს (ამ უფლებით უმეტესად სწორედ უმცირესობაში მყოფი აქციონერები სარგებლობენ), აგრეთვე, საზოგადოების პარტნიორებს გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა. შეიძლება ითქვას, რომ დერივაციული სარჩელი კორპორაციული მართვის ამოცანების განხორციელების მიზნებსაც ემსახურება.

 

აღსანიშნავია, რომ კორპორაციულსამართლებრივ კონტექსტში ხელმძღვანელი (დირექტორი) საწარმოს და არა მისი აქციონერების / პარტნიორების მინდობილი პირი - მისი ფიდუციარია. აქციონერების /პარტნიორების ურთიერთობა კი განპირობებულია სწორედ „საწარმოს საუკეთესო ინტერესით“, ვინაიდან სწორედ აქციონერია /პარტნიორია საწარმოს წარმატების მთავარი მოსურნე და მისი მთავარი მოსარგებლე (ბენეფიციარი) (იხ., ჯუღელი გ., დირექტორთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ახალი სასამართლო პრაქტიკის შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა. ჟურ. ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა; აგრეთვე, იხ., Emanuel S., Emanuel L., Corporations, Aspen Publishers Online, New York, 2009, 46-78; Modern Company Law for a Competitive Economy Final Report (London: DTI, 2001), paras. 6.19-6.40, Shareholder Litigation: Common Law, 212-249).

 

სამართლის მეცნიერებაში დერივაციულ (არაპირდაპირ) სარჩელს უწოდებენ აქციონერის/პარტიორის მიერ ინიცირებულ მოთხოვნას, რომელსაც იგი წარადგენს კორპორაციის სასარგებლოდ და კორპორაციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. კორპორაციული მართვის პრინციპებით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის აღიარება წარმოადგენს ინვესტორთა რწმენის გაზრდის საფუძველს და აღიქმება აქციონერთა უფლებების დაცვის რეალურ მექანიზმად, რაც ზოგადად კორპორაციულ მართვაში მცირე აქციონერთა/მინორიტარ პარტნიორთა ჩართულობას უზრუნველყოფს და ეფექტური კორპორაციული მართვის მოდელის ჩამოყალიბებაზეც აისახება (იხ., მაჭავარიანი ს. დისერტაცია: კორპორაციული ჯგუფების მართვა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მართვის პრინციპების ინტეგრაცია ქართულ კერძო სამართალში”. თბილისი, 2015, 143, 144).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია (დამატებით იხ., ჭანტურია ლ, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; მაისურაძე დ, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ.ი.ბურდული, თბ., 2011, 113-117. ბურდული ი, ზუბიაშვილი ნ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. დერივაციული სარჩელი წარმოადგენს დირექტორთთა კორპორაციული ანგარიშვალდებულების მექნიზმს. დერივაციული სარჩელი უზრუნველყოფს, რომ დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული იქნება კომპანიისათვის კომპანიის სახელით მოქმედი აქციონერის ( პარტნიორის) მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთი სარჩელი, ერთის მხრივ, ერთგვარი პრევენციაა დირექტორის მხრიდან გადაცდომის საწინააღმდეგოდ, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ აქციონერი (პარტნიორი) უფლებამოსილია დირექტორატის გვერდის ავლით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი კომპანიის სახელით და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დერივაციული სარჩელის აღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (case-by-case).

 

ამდენად, დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება, პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში, არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

 

განსახილველი სარჩელი აღძრულია შპს ,,პლ-------------ის“ პარტნიორის მიერ დირექტორის მიმართ, დავის საგანზე, რომელიც შეეხება კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არა კომპანიის არამედ პარტნიორის შპს ,,გე-----------ის“ სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „პლ-------------ი“-ს დირექტორის ჯუ------------–---–ის განცხადება შპს „პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „პლ-------------ი“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,მ------ პ-–----“, შპს ,,მ------ პ-–----“-მ ქონება შეიძინა 13700 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,ი----------–-“, შპს ,,ი----------–მა“ ქონება შეიძინა 249750 ლარად. სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაკმაყოფილდა მეოთხე რიგის კრედიტორი, მეექვსე რიგის კრედიტორები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის ჯუ------------–---–ის, შო----------–---–ის და შპს ,,ეი------“-ის მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა მეშვიდე რიგის კრედიტორები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ-------------ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

 

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლის შემთხვევები) გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა), რაც გათვალისწინებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლით. რაც შეეხება იურიდიულ პირის ლიკვიდაციისას, ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტისთანავე.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, იურიდიული პირების საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ვინაიდან ისინი წარმოიშობა და შეწყდება ერთდროულად _ რეგისტრაციის მომენტიდან და ამ რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.

 

,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ერთის მხრივ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჯუ------------–---–ის მიერ განხორციელებულა მოქმედებებმა მიიყვანა შპს ,,პლ-------------ი“, თუმცა მეორეს მხრივ მას არც გადახდისუუნარობის დაწყებამდე და არც მისი დაწყების შემდეგ არ წარუდგენია მოთხოვნა ჯუ------------–---–ის მიმართ, რის უფლებასაც ანიჭებდა მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ მას არ მოუთხოვია სადავო უძრავი ქონებების შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში დაბრუნება და არც დირექტორისაგან ზიანის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ-------------ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული განჩინებით შპს ,,გე-----------მა“ დაკარგა გაკოტრების პროცედურის ფარგლებში წარდგენის უფლება, რაც სასარჩელო მოთხოვნის ჩვეულებრივი წესით შემოწმების შეფასებასაც გამორიცხავს, რადგან დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად, ხოლო განსახილველი სარჩელი აღძრულია შპს ,,პლ-------------ის“ პარტნიორის მიერ დირექტორის მიმართ, დავის საგანზე, რომელიც შეეხება კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არა კომპანიის არამედ პარტნიორის შპს ,,გე-----------ის“ სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრის საპროცესო სამართლებრივ საკითხთან მიმართებით მოპასუხემ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

 

სასამართლო იზიარებს აგრეთვე ბა----------–-–---–ის განმარტებას მოპასუხის არასათანადოობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-3 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები და მე-9 მუხლით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2014 წლის 07 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია იურიდიულ პირებს სს ,,ბი------ი“-სა და შპს ,,პლ-------------ი“-ს შორის. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხი უნდა აგოს საზოგადოებამ, რაც ცალსახად გამომდინარეობს ზემოთ მითითებული ნორმის შინაარსიდან. ნორმის თანახმად, საზოგადოება პასუხს აგებს მის მიერ არასწორად განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებზე. ხოლო შემდგომში რეგრესული წესით დირექტორისაგან მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ თავისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მისი დამსაქმებელი.

 

აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული დანაწესებიდან, რომელთა მიხედვითაც: „პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.” (სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი).

 

ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ზიანის მოთხოვნის ადრესატად მითითებული სუბიექტი ვერ იქნება პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს ჯუ------------–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს, რომელიც მან შპს ,,გე-----------ი“-ს მიაყენა შპს ,,პლ-------------ში“ დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში ანუ სარჩელის ავტორი თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას უკავშირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მოსარჩელის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრის საპროცესო სამართლებრივ საკითხთან მიმართებით მოპასუხემ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში (6.3. პუნქტი) განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, შპს ,,გე-----------ის“ (პარტნიორის) მოთხოვნას დირექტორის ჯუ------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ დგინდება ჯუ------------–---–ის მხრიდან ზრუნვისა და კეთილსიდისიერების მოვალეობის დარღვევა, რაც არ ცვლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ბედს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია საწარმოს დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ 2 148 200,69 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ჯუ------------–---–ისათვის დაკისრების არამართლზომიერება განპირობებულია საკორპორაციო სამართალში დამკვიდრებული პრეზუმფციით, რომელიც კომპანიის დირექტორს იცავს არაპროპორციული პასუხისმგებლობისაგან.

 

აღნიშნული პრეზუმფცია პრაქტიკაში განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; ას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი), რომელშიც ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობა. საკასაციო პალატის განმარტებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელის პრეტენზია, რომელიც შპს ,,პლ-------------ი“-ს მიერ უძრავი ქონების გასხვისებას შეეხება, ვერ აქარწყლებს მატერიალურ სამართალში მოქმედ პრეზუმფციას დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, თითქოსდა დირექტორმა არამართლზომიერად განკარგა შპს ,,პლ-------------ი“-ს კაპიტალში არსებული სადავო უძრავი ქონებები, დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის/საზოგადოების ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს დირექტორი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის წლის 07 ივლისს შპს ,,პლ-------------ის" დირექტორმა, ჯუ------------–---–მა სს "ბ----------"-ს მიყიდა შპს ,,პლ-------------ი"-ს საკუთრებაში არსებული 3 (სამი) უძრავი ქონება შემდეგი საკადასტრო კოდებით: 0------------------ 2------------------; 0------------------.

2014 წლის 10 სექტემბერს სს „ბ----------"-მ აღნიშნული ქონებები მიჰყიდა სს „გ----------ს“. 2014 წლის 27 ოქტომბერს სს „გ----------მა“ შპს ,,კე----------------------–--“-ს მიჰყიდა აღნიშნული უძრავი ქონებები. 2015 წლის 19 ივნისს სს ,,გ----------მა’’ ქონება გამოისყიდა შპს „კე----------------------–--სგან“. 2015 წლის 10 სექტემბერს სს „გ----------მა“ უძრავი ქონებები მიჰყიდა სს ,,ს-------’’-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი 2015 წლის 23 სექტემბერს მიყიდა შპს „ეი------ს A--“-ის, რომელმაც თავის მხრივ უძრავი ქონებები შეიტანა შპს „პ-–----“-ს კაპიტალში.

 

დერივაციული სარჩელის ანალიზისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო დოქტრინაში დამკვიდრებული პრინციპების გაცნობა. აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია უცხოური სასამართლო პრაქტიკის, კერძოდ დელავერის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი. (BREHM V. EISNER, OVITZ, AND OTHERS, 746 A.2d 244 (2000)); დელავერის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციონერთა დერივაციული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან იგი არ შეიცავდა დაწვრილებით ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებდნენ გონივრულ ეჭვზე, რომ მოპასუხე დირექტორები იყვნენ დაინტერესებული და არ იყვნენ დამოუკიდებელი ან რომ მათი ქმედება არ იყო დაცული კეთილსინდისიერი კომერციული გადაწყვეტილების პრივილეგიით (business judgment rule).

 

დელავერის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს დერივაციული სარჩელი, კერძოდ არ არის საკმარისი მხოლოდ პირადი მოსაზრებების და ზოგადი საკითხების მითითება. თუმცა მოსარჩელეს არ ევალება მტკიცებულებების მტკიცება. მოსარჩელის მოვალეობაა, დაწვრილებით მიუთითოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელია მისი მოთხოვნის დასამტკიცებლად. ამ ფაქტებს უწოდებენ „კრიტიკულ ფაქტებს“, „ძირითად ფაქტებს“ ან „ელეემენტარულ ფაქტებს“. გარდა იმისა, რომ ფაქტების აღწერა უნდა იყოს დეტალური, სარჩელის წესებით ასევე სავალდებულოა კანცლერის სასამართლოს რეგლამენტის 8(ე) მუხლის მოთხოვნის დაცვა, რომ ეს აღწერილობა უნდა იყოს „მარტივი, ლაკონური და პირდაპირი“. მრავალსიტყვიანი სარჩელი, რომელიც სავსეა პირადი მოსაზრებებით - არ აკმაყოფილებს სარჩელისთვის წაყენებულ ამ ძირითად მოთხოვნებს. მოსარჩელემ დაწვრილებით უნდა აღწეროს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იძლევა გონივრულ ეჭვს, რომ კომპანიის გასაჩივრებული ქმედება არ წარმოადგენს კეთილსინდისიერი კომერციული გადაწყვეტილების შედეგს. ამ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნის (რეგულაციის) უკან ორი რამ დგას. ერთი მხრივ, იგი მოსარჩელეს აძლევს მტკიცებულებათა მოპოვების და სასამართლოზე მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას, თუ მისი სარჩელი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და უთითებს გონივრულ საფუძველს იმისათვის, რომ მოთხოვნა დააყენოს მან კომპანიის მაგივრად. მეორე მხრივ კი ეს წესი არ აძლევს საშუალებას აქციონერს, დაახარჯვინოს კომპანიას ფული და რესურსები მტკიცებულებათა მოპოვებასა და სასამართლო განხილვაში ისეთ საქმეზე, როდესაც აქციონერი დონკიხოტურად ცდილობს ვითომდა კომპანიის სახელით დააყენოს მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მის დასკვნებს, აზრებს და სპეკულაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონებების გასხვისება, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძველად, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს პირადი დაინტერესებით, კომპანიის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად და საფუძვლად დაედოს დირექტორისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სხვა მტკიცებულებები კი, რომელთა ერთობლობაში შეფასებით სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ჯუ------------–---–ი, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა, წარმოდგენილი არ არის [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები].

 

შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს ,,პლ-------------მა“ მისი დირექტორის მეშვეობით განკარგა ქონება, რითაც დირექტორმა საზოგადოებას მიაყენა ზიანი, დაუსაბუთებელია, რადგან ფიდუციური ვალდებულებები (ერთგულება და გულისხმიერება (ზრუნვა) მოითხოვს ხელმძღვანელისგან (დირექტორისგან), არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ, ასევე არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს (მოგების მაქსიმიზაციას). დამოუკიდებელი (ინტერესთა კონფლიქტის გარეშე) მოქმედი დირექტორის ქმედების (სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისას) შეფასებისას გამოიყენება ე.წ. „მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია“ - Business Judgment Rule (შდრ: Larry E. Ribstein დაKelly A. Alces, “Directors“ Duties in Failing Firms”, 1 J. Bus. & Tech. L. 529, 536, 2006-2007), რომლის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ რელევანტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საკასაციო სასამარლოს მითითების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს დირექტორის მიერ ვალდებულების კანონშეუსაბამოდ შესრულება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას, ადასტუროს მოთხოვნის მართებულობა. (იხ. სუსგ №ას-245-230-2014, 23 ოქტომბერი, 2015 წელი.)

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს, საწარმოს დირექტორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც თუ მივიჩნევთ, რომ შპს ,,გე-----------ის“ (პარტნიორის) მოთხოვნას დირექტორის ჯუ------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ ადგილი ჰქონდა ჯუ------------–---–ის მხრიდან ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე („პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“; ,, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.“) და 408.1-ე (“იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) მუხლების შემადგენლობიდან.

 

დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში ზიანი სახეზეა და ის გამოწვეულია მოსარჩელის საკუთრების ხელყოფით, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობის არსებობის კონტექსტში (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრიობა).

 

მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დადასტურებული ვერ იქნა, ჯუ------------–---–ის მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევა, სახეზე არ არის დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ოთხივე ელემენტი ა) მოსარჩელის წინააღმდეგ მესამე პირების მიერ განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება - უპირობოდ დაცული ფასეულობის, საკუთრების უფლების ხელყოფა; ბ) ბრალეულობა - მოპასუხემ შეგნებულად, სადავო გარიგების გაცნობიერებულად დადებით, ხელი შეუწყო მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფას; გ) ზიანი - მესაკუთრემ ქონებრივი დანაკლისი განიცადა; დ) მიზეზ-შედეგობრიობა - მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

მოპასუხეების მხრიდან ზიანის გამომწვევი მოქმედებების შესახებ სარჩელში მითითებული გარემოებები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებები, რაც წარმოადგენს ზიანის წარმოშობის საფუძველს. ამ ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯუ------------–---–ითან დაკავშირებული კომპანიების გაკოტრების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

გარდა ამისა, საქმეში დადასტურებული ვერ იქნა, რომ სადავო უძრავი ქონებების საშუალო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა 2 148 200,69 ლარს, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,პლ-------------ს“ და სს ,,ბი------ის“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 07 ივლისს. მოცემული გარიგებით სადავო უძრავი ნივთები საკუთრებაში გადაეცა სს ,,ბი------ის“ 1 420 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სს ,,ბი------ი“-ს მხრიდან არ შესრულებულა 2014 წლის 07 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ პოზიციას აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,, ბი------ი“ შეერწყა შპს ,,კე----------------------–--ს“. შერწყმის გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,კე----------------------–--“ გახდა სს ,,ბი------ი“-ს უფლებამონაცვლე, შესაბამისად მასზე გადავიდა ამ კომპანიის ყველა უფლება და სამოქალაქო ვალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „პლ-------------ი“-ს დირექტორის ჯუ------------–---–ის განცხადება შპს „პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ-------------ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში; საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გე-----------ის“ უფლებამოსილი პირის 2017 წლის 06 თებერვლის განაცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლისაგან მოითხოვა ინფორმაცია შპს ,,პლ-------------ის“ კრედიტორების შესახებ. (იხ ტომი II, ს.ფ. 2); საგულისხმოა, რომ წინამდებარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში შპს ,,კე----------------------–--“-ს მიმართ 2014 წლის 07 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა არც მეურვის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გაკოტრების მმართველის მხრიდან და არც მოსარჩელეს ჰქონია პრეტენზია თანხის გადახდასთან დაკავშირებით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აქარწყლებს მოსარჩელის განმარტებას ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმებით დასტურდება, რომ შპს ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------, 0------------------ და 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებები არის ე.წ. ,,შავი კარკასის“ მდგომარეობაში. (იხ. ტომი II, ს.ფ. 30-59);

 

#0------------------, 0------------------ და 0------------------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების ღირებულებას 2 148 200,69 ლარით მოსარჩელე განსაზღვრავს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „პ-–----“-მ შპს „ი----------–ს“ 2016 წლის 20 დეკემბერს ქ.ბ------–-, ჭ-------ის #5-ში მდებარე 2702.8- კვ.მ. ფართი მიყიდა 3304000 ლარად და მიაჩნია, რომ აღნიშნულ მისამართზე 1 კვ.მ. ფართის ღირებულება შეადგენს 1222.43 ლარს (3304000/2702.8-=1222.43). რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან, შპს „პ-–----“-ს და შპს „ი----------–-“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ი----------–ს“ 3304000 ლარად საკუთრებაში გადაეცა #0------------------, #0------------------, #0------------------, #0------------------, #0------------------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონება მათში არსებული საკუთვნებლით და ინვენტარით/ავეჯით. #0------------------, 0------------------ და 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება არის ე.წ. ,,შავი კარკასის“ მდგომარეობაში და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით არ შეიძლება დადასტურდეს #0------------------, 0------------------ და 0------------------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების ღირებულება.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.6. მოპასუხეთა ერთ-ერთ არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობას შეეხება, კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური მოთოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან შპს ,,პლ-------------ის“ 3 უძრავი ქონების გასხვისების გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, შესაბამისად 2017 წლის ივლისში ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში (6.3. და 6.5. პუნქტი) განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სარჩელის ხანდაზმულობაზე მოპასუხის მსჯელობა, წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის პრეტენზიას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე და 408.1-ე მუხლების შემადგენლობიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმდა 2014 წლის 07 ივლისს. აღნიშნული დროიდან - 2014 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 2017 წლის ივლისის თვეში, ხოლო, მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 201- წლის 09 თებერვალს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

7.2. შპს ,,ეი------“, ითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 5000 ლარის გადახდა.

 

შპს ,,ეი------“-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 5000 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, ”რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების თვალსაზრისით საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით რაც სასამართლოს აზრით უნდა შეადგენდეს მხოლოდ 2000 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 12 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,გე-----------ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხეებს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა და საწარმოს წილების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. (იხ. ტომი I, ს.ფ. 120-125)

 

ვინაიდან შპს ,,გე-----------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,გე-----------ი“-ს სარჩელი ჯუ------------–---–ის, შო----------–---–ის, ბა----------–-–---–ის და შპს ,,ეი------“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 12 თებერვლის განჩინებით (საქმე N2/3983-1-) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

 

2.1. ყადაღა დაედო ჯუ------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მარკა, მოდელი - „გაზ 21“, სანომრე ნიშნით A------, გამოშვების წელი 1963. ძრავი 3----. ძარა 3----, შასი 2-----, ფერი თეთრი. სარეგისტრაციო მოწმობა V------- გაცემული 11.05.2007 წ;

 

2.2. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზ. 8-, ბინა #--, (ბლოკი #6), სართული 5, ფართი 70.50 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.3. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზ. 8-, ავტოსადგომი, სართული 1, (ნიშნული -2.90), ფართი 14.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.4. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზ. 8-, ავტოსადგომი, სართული 1, (ნიშნული -2.90), ფართი 14.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 1-------------------------, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.5. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზ. 8-. ბინა #-, (ბლოკი ,,ბ“), სართული 3, ფართი 97.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.6. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზ. 8-. ავტოსადგომი (#64), საკადასტრო კოდი 0------------------------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.7. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შპს ,,ეი------“-ის (ს/ნ 4--------) კაპიტალში 1% წილის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;

 

2.8. შო----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შპს ,,პ--–-----------ს“ (ს/ნ 4--------) კაპიტალში 50% წილის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;

 

2.9. ბა----------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ------ი, ჭ-------ის #5, კომერციული ფართი, სართული 3, საკადასტრო კოდი 0------------------ გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

2.10. შპს ,,ეი------''-ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შპს ,,პ-–----ს“ (ს/ნ 4--------) კაპიტალში 37% წილის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. შპს ,,გე-----------ი“-ს შპს ,,ეი------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 2000 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე