გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310018002468936
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3302-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - სს "თ----- ბ---ი"

წარმომადგენელი - ლ-–- რ-------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ე---------- ა---–--–ი

 

მესამე პირი - ნ-----–---- გ--–---ი

წარმომადგენელი - ა-----– მ–---------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2--- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს N01/0---------- სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება.

 

2. მხარეთა პოზიციები:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირის - ნ-----–---- გ--–---ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2009 წლის 25 ივნისს შპს ,,ს----------–--–-------------------------------------–-------------+“-ს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა სს ,,თ----- ბ---მა“, მოპასუხე ნ-----–---- გ--–---ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის თანხების გადახდევინების შესახებ.

 

შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 03 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება (საქმე N1----). აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 1) სს ,,თ----- ბ---ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა; 2) დაეკისრა ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ 23176,2 აშშ დოლარის გადახდა; 3) დაეკისრა ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ 7547,34 ლარის გადახდა; 4) დაეკისრა ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 86,86 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5) დაეკისრა ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 21,33 ლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით ნ-----–---- გ--–---ისათვის დაკისრებული ფულადი თანხების დაფარვის მიზნით, 15 600 აშშ დოლარის ფარგლებში, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მ--–---- გ--–---ის მიერ დაგირავებული: ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------; პირადი ნივთები - მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; 7) დაკმაყოფილდა სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ; 8) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სს ,,თ----- ბ---ს“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, მფლობელობაში გადაეცა მ--–---- გ--–---ის მიერ დაგირავებული ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------; 9) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყადაღა დაედო მ--–---- გ--–---ის მფლობელობაში არსებულ ნივთებს: ა) ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------; ბ) მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; 10) დაეკისრა ნ-----–---- გ--–---ს 100 ლარის გადახდა სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 08 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ (საქმე N1----), რომლის თანახმად, გასწორდა შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებში მ--–---- გ--–---ის ნაცვლად მიეთითა ნ-----–---- გ--–---ი.

 

შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N1----) საფუძველზე, ამავე არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მიეთითა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსასრულებელი პუნქტები, კერძოდ:

1. სს ,,თ----- ბ---ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდეს;

2. დაეკისროს ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ 23176,2 აშშ დოლარის გადახდა;

3. დაეკისროს ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ 7547,34 ლარის გადახდა;

4. დაეკისროს ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 86,86 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

5. დაეკისროს ნ-----–---- გ--–---ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 21,33 ლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

6. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით ნ-----–---- გ--–---ისათვის დაკისრებული ფულადი თანხების დაფარვის მიზნით, 15 600 აშშ დოლარის ფარგლებში, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-----–---- გვიაშიანის მიერ დაგირავებული: ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------; პირადი ნივთები - მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; 7. დაკმაყოფილდეს სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ;

8. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სს ,,თ----- ბ---ს“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, მფლობელობაში გადაეცეს ნ-----–---- გ--–---ის მიერ დაგირავებული ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------;

9. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყადაღა დაედოს ნ-----–---- გ--–---ის მფლობელობაში არსებულ ნივთებს: ა) ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახელმწიფო NA-----, გამოშვების წელი - 1997, ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NW----------------; ბ) მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4;

10. დაეკისროს ნ-----–---- გ--–---ს 100 ლარის გადახდა სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N1----) (ს.ფ. 74-80);

- შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 08 ივლისის დადგენილება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ (საქმე N1----) (ს.ფ. 81);

-შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე N1----) (ს.ფ. 72-73);

 

3.2. 2009 წლის 15 ივლისს, სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე N1----), 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N1----) და მოითხოვა გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულება. კერძოდ, საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სს ,,თ----- ბ---ის“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, ნ-----–---- გ--–---ის მიერ დაგირავებული ავტომანქანის ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სს ,,თ----- ბ---ისთვის“ გადაცემა და ნ-----–---- გ--–---ის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე ყადაღის დადება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელის 2009 წლის 15 ივლისის განცხადება (ს.ფ. 71);

 

3.3. 2009 წლის 16 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა N0-----------------3 წერილით მიმართა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს. წერილში მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია შპს ,,საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის - ა----------“-ის მიერ 09.07.2009 წელს გაცემული N1---- სააღსრულებო ფურცელი და ითხოვა აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნ-----–---- გ--–---ის სახელზე რიცხულ ავტომანქანაზე: ფოლკსვაგენ პასატი 1.8, სახ. ნომრით: A-----, დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, 2009 წლის 16 ივლისს საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს საინფორმაციო-საძიებო სისტემების ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ N1------------ წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში აღირიცხა ყადაღა ნ-----–---- გ--–---ის საკუთრებაში რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ,,ფოლცვაგენ პასატი“, სახ. ნომ. A-----.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 16 ივლისის N0-----------------3 წერილი (ს.ფ. 85);

-საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს საინფორმაციო-საძიებო სისტემების ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილის 2009 წლის 16 ივლისის N1------------ წერილი (ს.ფ. 84);

 

3.4. 2009 წლის 27 ივლისს, 13:30 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ----- მ----------ამ, კრედიტორის წარმომადგენლის - რ---–---- გ-----–---–-ს, მოვალის - ნ-----–---- გ--–---ის და დამსწრე პირების: ვ------- შ-----სა და მოვალის მამის - დ------ი გ--–---ის თანდასწრებით შეადგინა აქტი მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აღნიშნული აქტის თანახმად, შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 09 ივლისის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2009 წლის 27 ივლისს აღმასრულებელი გამოცხადდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მ/რ, კვ. 3, კორპ. 8, ბ. 27, სადაც მის მიერ აღწერილ და დაყადაღებულ იქნა მოძრავი ქონება: 1) ორი საძინებელი ლოგინი ყავისფერი; 2) ტანსაცმლის კარადა თეთრი ფერის 1ც; კამოდი ყავისფერი 1ც; სამზარეულო თავისი კარადებით. დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა ნ-----–---- გ--–---ს.

 

ამავე დღეს, 2009 წლის 27 ივლისს, 14:10 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ----- მ----------ას მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომლის თანახმად, აღმასრულებელი 2009 წლის 27 ივლისს გამოცხადდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მ/რ, კვ. 3, კორპ. 8, ბინა 27-ში, სადაც მოვალის მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ავტომანქანა სახ. NA-----, მანქანის გასაღები და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა. ამავე ოქმის თანახმად, მანქანა იყო დაზიანებულ მდგომარეობაში.

 

2009 წლის 27 ივლისს, 15:15 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ----- მ----------ამ, კრედიტორის წარმომადგენლის - რ---–---- გ-----–---–-ს თანდასწრებით შეადგინა ოქმი მასზედ, რომ მან 2009 წლის 27 ივლისს ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“, სახ. NA-----, შესანახად გადასცა კრედიტორის წარმომადგენელს - რ---–---- გ-----–---–ს. მასვე გადაეცა ავტომანქანის გასაღები და ტექპასპორტი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2009 წლის 27 ივლისის აქტი მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 87-88);

-2009 წლის 27 ივლისის ოქმები (ს.ფ. 89-90);

 

3.5. 2009 წლის 27 ივლისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის შპს ,,ტ------“ ნდობით აღჭურვილმა პირმა რ. გ-----–---–მა. განცხადებაში მიუთითა, რომ 2009 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია. აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. განცხადება ხელმოწერილია და მითითებული თარიღი: 27.07.2009 წ.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2009 წლის 27 ივლისის განცადება (ს.ფ. 92);

 

3.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 27 ივლისს გაცემული იქნა ცნობა, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება N----------------- დასრულდა 2009 წლის 27 ივლისს. დამთავრების საფუძველი: (აღსრულდა).

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ (ს.ფ. 95);

 

3.7. 2018 წლის 02 თებერვალს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს N5---- განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა. განცხადებაში მიუთითა, რომ 2009 წელს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 09 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1----, სადაც კრედიტორია სს ,,თ----- ბ---ი“, ხოლო მოვალე ნ-----–---- გ--–---ი პ/ნ 0----------. აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა კრედიტორის წარმომადგენლის 2009 წლის 27 ივლისის განცხადების საფუძველზე, რომლის შინაარსი ეხებოდა სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ იმ ნაწილის მოთხოვნის შესრულებას, რა ნაწილშიც მიმდინარეობდა იძულებით სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-8 და მე-9 პუნქტებს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, კრედიტორის მოთხოვნა არ აღსრულებულა და არც მათი აღსრულების მოთხოვნაზე განუცხადებია კრედიტორს უარი. განმცხადებელმა მოითხოვა ხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება, სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით. ამასთან ითხოვა გადასახდელი წინასწარი სააღსრულებო საფასურის ოდენობისა და მისი მიმღების ანგარიშის ნომრის წერილობით შეტყობინება.

 

2018 წლის 22 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტ-აღმასრულებელმა მ----------ა ტ-------ამ წინასწარი საფასურის გადახდის თაობაზე N0--------------------- შეტყობინებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ს“ და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო N01/0---------- საქმე, შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 09.07.2009 წელს გაცემული N1---- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორია სს ,,თ----- ბ---ი“ (---------), ხოლო მოვალე - ნ-----–---- გ--–---ი (0----------). ამასთან, განუმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადასახდელი წინასწარი საფასური შეადგენდა 150.95 ლარს და მიუთითა თანხის გადარიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 02 თებერვლის N5---- განცხადება (ს.ფ. 69);

-2018 წლის 22 თებერვლის N0--------------------- შეტყობინება წინასწარი საფასურის გადახდის თაობაზე (ს.ფ. 97-98);

 

3.8. 2018 წლის 02 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა მ----------ა ტ-------ამ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ N01/0-----------004/001 წინადადებით მიმართა ნ-----–---- გ--–---ს. აღნიშნული წინადადება მოვალეს გაეგზავნა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, შ--–------–-------------------, მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, კორპუსი 8, ბინა 27 და ჩაბარდა ადრესატის დედას - ნ---------------–ს, 2018 წლის 06 მარტს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 02 მარტის N01/0-----------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 100-105);

-შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტური გზავნილის ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 107);

-ამონაწერი აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 106);

 

3.9. 2018 წლის 21 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს N1---- მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილემ და აცნობა, რომ ,,2009 წლის 19 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 09.07.2009 წელს გაცემული N1---- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N01/0----------), სადაც კრედიტორს წარმოადგენდა სს ,,თ----- ბ---ი“ (---------), ხოლო მოვალეს ნ-----–---- გ--–---ი (0----------). კრედიტორის განცხადებით მოთხოვნილი იყო სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულება, კერძოდ: 7. დაკმაყოფილდეს სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ; 8. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სს ,,თ----- ბ---ს“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, მფლობელობაში გადაეცეს ნ-----–---- გ--–---ის მიერ დაგირავებული ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახ. ნომრით NA-----; 9. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყადაღა დაედოს ნ-----–---- გ--–---ის მფლობელობაში არსებულ ნივთებს: ა) ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი 1.8“ სახ. ნომრით NA-----, ბ) მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2 ერთეული, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ ოთხი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის საცხოვრებელ მისამართზე და განახორციელა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ნივთების აღწერა-დაყადაღება, რაც დასტურდება 2009 წლის 27 ივლისის აქტით. ასევე 2009 წლის 27 ივლისს შედგა ოქმი ავტომობილის კრედიტორისთვის გადაცემის შესახებ. ყოველივე ამის შემდგომ კრედიტორის წარმომადგენელმა 2009 წლის 27 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და განაცხადა, რომ 2009 წლის 09 ივლისის N11-09 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელთან და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთან პრეტენზია არ გააჩნია. სააღსრულებო წარმოება დასრულდა და საქმე გადაიგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში. 2018 წლის 02 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მომართა სს ,,თ----- ბ---ის“ მინდობილმა პირმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოვალისათვის თანხის 7547.34 ლარის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოების დაწყება. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2018 წლის 22 თებერვალს განაახლა აღნიშნული საქმე და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განახორციელა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები.“ ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილემ ითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს განეხილა მოხსენებითი ბარათი, ემსჯელა სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზანშეწონილობასა და 01/0---------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში 2018 წლის 22 თებერვლიდან აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმების თაობაზე. ასევე, კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის კრედიტორისათვის დაბრუნების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 21 მარტის N1---- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 109);

 

3.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 30 აპრილს მიღებული იქნა N2--- ბრძანება, რომლის თანახმად, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ----------ა ტ-------ას სააღსრულებო მოქმედება 01/0---------- სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე. ასევე, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული N01/0---------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N01/0---------- სააღსრულებო საქმეში კრედიტორს - სს ,,თ----- ბ---ს“ დაუბრუნდა მის მიერ ამავე წარმოების ფარგლებში წინასწარ გადახდილი საფასური.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 30 აპრილის N2--- ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმების თაობაზე (ს.ფ. 110-111);

 

3.11. 2018 წლის 08 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გაცემული იქნა ცნობა N01/0---------- სააღსრულებო საქმის წარმოების დამთავრების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 08 მაისის ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ (ს.ფ. 51).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2--- ბრძანება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს N01/0---------- სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 03 ივლისს გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავდა აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, აღსრულების ქვემდებარე აქტს წარმოადგენდა კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში –აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

 

მითითებული კანონის (თავდაპირველი აღსრულების მიმდინარეობის დროს მოქმედი რედაქცია) 26-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის) საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 15 ივლისს სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე N1----), 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N1----) და მოითხოვა გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულება.

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო საქმის წარმოება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს აღსრულების მიმდინარეობის დროს მოქმედ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) შედგენის ადგილსა და დროს; ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას; გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება; დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს 2009 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2009 წლის 27 ივლისს გამოცხადდა მოვალე - ნ-----–---- გ--–---ის მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მ/რ, კვ. 3, კორპ. 8, ბ. 27. აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და შესანახად ჩააბარა ნ-----–---- გ--–---ს. ასევე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღწერა მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენი“, სახელმწიფო ნორმით A----- და შესანახად გადასცა კრედიტორის წარმომადგენელს - რ---–---- გ-----–---–ს.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 27 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის შპს ,,ტ------“ ნდობით აღჭურვილმა პირმა რ. გ-----–---–მა. განცხადებაში მიუთითა, რომ 2009 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია. აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 27 ივლისს გაცემული იქნა ცნობა, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება N----------------- დასრულდა 2009 წლის 27 ივლისს. დამთავრების საფუძველი: (აღსრულდა).

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს N5---- განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული N1---- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2009 წელს წარმოებული და დასრულებული სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა კრედიტორის სასარგებლოდ სრულად არ ყოფილა აღსრულებული.

 

დადგენილია, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ 2018 წლის 02 თებერვლის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა განაახლა N----------------- სააღსრულებო საქმის წარმოება და განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“ დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით, რომლის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის აღნიშნული უფლებამოსილება გათვალისწინებულია ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტით, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს N1---- მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილემ და ითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ემსჯელა სს ,,თ----- ბ---ის“ 2018 წლის 02 თებერვლის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზანშეწონილობაზე და N01/0---------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში 2018 წლის 22 თებერვლიდან აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმების თაობაზე. ასევე, კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის კრედიტორისათვის დაბრუნების შესახებ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 30 აპრილს მიღებული იქნა N2--- ბრძანება, რომლის თანახმად, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ----------ა ტ-------ას სააღსრულებო მოქმედება 01/0---------- სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე. ასევე, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული N01/0---------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N01/0---------- სააღსრულებო საქმეში კრედიტორს - სს ,,თ----- ბ---ს“ დაუბრუნდა მის მიერ ამავე წარმოების ფარგლებში წინასწარ გადახდილი საფასური.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სადავო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო იმ გარემოებებს, რომ კრედიტორმა 2007 წლის 15 ივლისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროში 09.07.2007 წლის N1---- სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას მოითხოვა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესრულება, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა. ამასთან, კრედიტორმა - სს ,,თ----- ბ---მა“ ბიუროში 2009 წლის 27 ივლისს წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნია, რის შემდგომაც სააღსრულებო წარმოება დასრულდა და გადაეცა არქივს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ 2018 წლის 30 აპრილის N2--- ბრძანებაში მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას მოითხოვა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის რამდენიმე პუნქტის აღსრულება, არ გამორიცხავს მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნების (მათ შორის იმ მოთხოვნების, რომლებიც კრედიტორს არ მოუთხოვია აღსრულების ეროვნულ ბიუროში ფურცლის წარდგენისას) უშუალოდ კრედიტორთან შესრულების შესაძლებლობას. ამდენად, თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ 2018 წლის 2 თებერვალს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი განეახლებინა სააღსრულებო წარმოება და განეხორციელებინა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2009 წლის 27 ივლისს წარდგენილი განცხადებით ბ---ს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე მთლიანად უარი არ უთქვამს, არამედ მან ბიუროს მხოლოდ მოთხოვნილი პუნქტების აღსრულებაზე მიუთითა. შესაბამისად, სს ,,თ----- ბ---ის“ პოზიციით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო განეახლებინა სააღსრულებო წარმოება და მოეხდინა 2007 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის დანარჩენი პუნქტების (მე-7, მე-8, მე-9 პუნქტების გარდა) იძულებითი აღსრულება. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ბრძანება ისე გამოსცა, რომ არ გამოურკვევია მოვალის მიერ ნამდვილად იყო თუ არა შესრულებული სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულება სრულად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სააღსრულებო წარმოება დაიწყოს მხოლოდ კრედიტორის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამდენად, წარმოების დაწყებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კრედიტორის ნებას იძულებით აღასრულოს თავისი მოთხოვნა. სასამართლო მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის იძულებით აღსრულებისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელებას უზრუნველყოფს და არ არის უფლებამოსილი გაცდეს კრედიტორის მოთხოვნის ფარგლებს და აღასრულოს მოთხოვნა მისი ნების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2009 წლის 15 ივლისს სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა შპს ,,ს----------–--–--------------------------------------–- - ა----------“-ს მიერ 2009 წლის 09 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე N1----), 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N1----) და მოითხოვა მხოლოდ გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულება, რაც ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2009 წლის 27 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის შპს ,,ტ------“ ნდობით აღჭურვილმა პირმა რ. გ-----–---–მა და მიუთითა, რომ 2009 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. სადავოს არ წარმოადგენს ასევე აღნიშნული განცხადების ნამდვილობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის 2009 წლის 27 ივლისის განცხადებაზე, სადაც განმცხადებელი ცალსახად მიუთითებს, რომ 2009 წლის 09 ივლისის N1---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული არ არის, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მხოლოდ მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების ნაწილშია შესრულებელი. განმცხადებელი ნათლად და გარკვევით აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულდა და მიუთითებს ბიუროს, რომ აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნია. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთარი ინიციატივით არ გადაუწყვეტია სააღსრულებო წარმოების დასრულება, მან იხელმძღვანელა სწორედ კრედიტორის ნების გათვალისწინებით და მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 27 ივლისს დაასრულა სააღსრულებო საქმის წარმოება მოთხოვნის აღსრულების საფუძვლით. სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი კრედიტორს სურდა განცხადებით ბიუროსთვის ეცნობებინა, რომ სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნები იქნა შესრულებული, მას განცხადებაში კონკრეტულად უნდა მიეთითებინა აღნიშნული პუნქტები, ისევე როგორც ეს სს ,,თ----- ბ---მა“ 2009 წლის 15 ივლისს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას მიუთითა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების დასრულებიდან თითქმის ცხრა წლის შემდგომ, მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებები სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ აღსრულების შესახებ, ვერ გააქარწყლებს სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის მიერ 2009 წლის 27 ივლისს წერილობით შესრულებულ დოკუმენტს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების მთლიანად შესრულების თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივ (მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების ნაწილში) შესრულების პირობებში, კრედიტორს არ ევალებოდა განცხადებით მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის და დამატებით დაედასტურებინა ბიუროში წარდგენილი მოთხოვნების შესრულება. ადმინისტრაციული ორგანო მოთხოვნების აღსრულების შემდგომ თავად დაასრულებდა სააღსრულებო წარმოებას კრედიტორის მიერ მოთხოვნილ ნაწილში, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე აღსრულებას განახორციელებდა მხოლოდ კრედიტორის მიერ დამატებითი მიმართვის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, ცალსახაა, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2009 წლის 27 ივლისს წარდგენილი განცხადება მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელების მიზნით, ბიუროს ინფორმირებას არამხოლოდ სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულების შესახებ, არამედ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების მთლიანად შესრულების შესახებ, რაც პირდაპირ იყო მითითებული აღნიშნულ განცხადებაში.ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2009 წლის 27 ივლისს გასცა ცნობა აღსრულების დასრულების შესახებ, რაზეც კრედიტორს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია.

 

6.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სადავო ბრძანება ისე გამოსცა, რომ არ გამოიკვლია მოვალის მიერ ნამდვილად იყო თუ არა შესრულებული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები სრულად. სასამართლო განმარტავს, რომ მაშინ, როცა კრედიტორმა ბიუროს წერილობით დაუდასტურა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების სრულად შესრულება, აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო ვალდებული დამატებით ეკვლია კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა, ვინაიდან სააღსრულებო წარმოება სწორედ კრედიტორის ნების საფუძველზე, მისი მოთხოვნის აღსასრულებლად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. სწორედ კრედიტორია უფლებამოსილი განსაზღვროს როდის და რა ფორმით დაიწყებს იძულებითი აღსრულების პროცესს, რა მოცულობით მოითხოვს მოთხოვნის აღსრულებას, მოითხოვს სააღსრულებო წარმოების შეჩერებას, განახლებას თუ შეწყვეტას და მიიჩნევს თუ არა მოვალის მიერ მის წინაშე არსებულ ვალდებულებას სრულად შესრულებულად. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში იძულებითი აღსრულების წესით, სააღსრულებო ბიუროს მიერ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნათა ნაწილი იქნა აღსრულებული, თუმცა ეს არ გამორიცხავდა იმ გარემოებას, რომ მოთხოვნის დარჩენილი ნაწილი მოვალეს კრედიტორის წინაშე ნებაყოფლობით შეესრულებინა, რასაც ადასტურებდა სწორედ სს ,,თ----- ბ---ის“ 2009 წლის 27 ივლისის განცხადება სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების სრულად შესრულების შესახებ. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო ვალდებული კრედიტორის ნების გაუთვალისწინებლად, საკუთარი ინიციატივით, დამატებით ეკვლია და კრედიტორის ნების საწინააღმდეგოდ გადაეწყვიტა სრულად იყო თუ არა შესრულებული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები, იმ პირობებში, როცა კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნათა მთლიანად შესრულებაზე წერილობით მიუთითებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სს ,,თ----- ბ---ის“ 2018 წლის 2 თებერვლის განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 27 ივლისს დასრულებული სააღსრულებო წარმოების განახლების საფუძველი. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ იმოქმედა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და კანონით მისთვის მინიჭებული უფებამოსილების ფარგლებში გამოსცა 2018 წლის 30 აპრილის N2--- ბრძანება, რომლითაც გააუქმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ----------ა ტ-------ას სააღსრულებო მოქმედება 01/0---------- სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე და ამავე სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2--- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის N01/0---------- სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "თ----- ბ---ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რ-------ის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე