განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
050100118002631502
დავის ტიპი
260 6 ა , 260 3 დ , 260 3 დ , 260 3 დ , 260 1
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0501-------------2

საქმე N 1-2----8

განაჩენი

საქართველოს სახელით

2--12.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

დაცვის მხარე

დამცველები: დ-----------–--ე, გ-------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05---------2

ბრალდებული: დ--------------–--ე

მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 2-.06.19-- წელი

პირადი ნომერი: 0-------72-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: თ---–--ი, დ-------------ი მე-3----რ, კორპუს---5, ბინა----

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", ,,დ’’ ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. დ--------------–--ე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომ--------ის უკანონო შეძენა-შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. დ--------------–--ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 20 იანვარს სასჯელის მოხდით. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დ--------------–--ემ ნასამართლობის მოხსნამდე და გაქარწყლაბამდე კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული არაერთგზის, კერძოდ, დ--------------–--ემ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - ტ----------–ი წონით 4-2 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა 20-- წლის 2-----–--ს, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ---––------ში სასტუმრო ,,----------ის’’ მიდებარე ტერიტორიაზე. შსს გ------ს პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს უ-----ს განყოფილების თანამშრომლების მიერ, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ტ----------–ი წონით 4-2 გრამი.

 

1.2. დ--------------–--ე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომ--------ის უკანონო შეძენა-შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. დ--------------–--ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 20 იანვარს სასჯელის მოხდით. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დ--------------–--ემ ნასამართლობის მოხსნამდე და გაქარწყლაბამდე კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული არაერთგზის, კერძოდ, დ--------------–--ემ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მ-----------------–ი) წონით 0,5---4 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა 20-- წლის 2-----–--ს, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ---––------ში სასტუმრო ,,----------ის’’ მიდებარე ტერიტორიაზე. შსს გ------ს პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს უ-----ს განყოფილების თანამშრომლების მიერ, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მ-----------------–ი) წონით 0,5---4 გრამი.

 

1.3. დ--------------–--ე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომ--------ის უკანონო შეძენა-შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. დ--------------–--ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 20 იანვარს სასჯელის მოხდით. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დ--------------–--ემ ნასამართლობის მოხსნამდე და გაქარწყლაბამდე კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული არაერთგზის, კერძოდ, დ--------------–--ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ბ---------------ი წონით 1---4 გრამი და ჰ-------ი წონით 1----38 გრამი, რომელთაც ასევე უკანონოდ ინახავდა 20-- წლის 2-----–--ს, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ---––------ში სასტუმრო ,,----------ის’’ მიდებარე ტერიტორიაზე. შსს გ------ს პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს უ-----ს განყოფილების თანამშრომლების მიერ, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ბ---------------ი წონით 1---4 გრამი და ჰ-------ი წონით 1----38 გრამი.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.1. 20-- წლის 2-------------ს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ--------------–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, დ--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა დ--------------–--ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", ,,დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ--------------–--ის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში სახელდობრ, თ------------------ს, მ--------–------ს, ი-----–--------ის, ა-–-------------------ის, შ-------------–-----ას და გ------------ის გამოკითხვის ოქმები, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, დ--------------–--ის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის Nქ/4-- და N190-/ს--N222----- დასკვნა, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი, პენიტენციური დაწესებულებიდან დ--------------–--ის განთავისუფლების ცნობა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია დ--------------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", ,,დ’’ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/20-5) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 - § 114- ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 340-6/06, §40, ECHR 2-/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 - 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", ,,დ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც დ--------------–--ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

დ--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დ--------------–--ეს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ--------------–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ამდენად, დ--------------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", ,,დ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, დ--------------–--ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - ბ---------------ი, ტ----------–ი, ჰ-------ი, მ--------ი და შპრიცები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა განადგურდეს. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ჩანთა, პასპორტი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის საფულე, პირადობის მოწმობა, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, თი-ბი-სი ბანკის პლასტიკური ბარათი, სუპერმარკეტ ნიკორას პლასტიკური ბარათი, სავიზიტო და მინიკრედიტის ბარათები, 50 თეთრი, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ--------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. დ--------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

1.2. დ--------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

1.3. დ--------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ დ--------------–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ დ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 2-----–--ის, 23:18 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ დ--------------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

4. მსჯავრდებულ დ--------------–--ისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

5.1. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - ბ---------------ი, ტ----------–ი, ჰ-------ი, მ--------ი და შპრიცები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს.

 

5.2. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ჩანთა, პასპორტი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

5.3. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის საფულე, პირადობის მოწმობა, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, თი-ბი-სი ბანკის პლასტიკური ბარათი, სუპერმარკეტ ნიკორას პლასტიკური ბარათი, სავიზიტო და მინიკრედიტის ბარათები, 50 თეთრი, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

5.4. დ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დ--------------–--ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა