გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210017001850372
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/17569-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე შპს ,,კ---------------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი ე---------- ი-----ე, თ------- ფ-----ე

 

მოპასუხე მ------- კ--------ე

 

წარმომადგენელი ხ----- ა---–------ი

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე მ------- კ--------ეს მოსარჩელე შპს ,,კ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2950.26 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 25 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა შპს "კ---------------", შპს "დ----- ფ-------------სა" და მ------- კ--------ეს შორის, ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა ძველი მოვალის, შპს "დ----- ფ-------------ის" დავალიანება შპს "კ---------------ის" მიმართ. შეთანხმების შესაბამისად, მ------- კ--------ე გახდა ახალი მოვალე და არსებული დავალიანება 2950.22 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა 2016 წლის 01 ივლისამდე. ახალმა მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და დათქმულ ვადაში არ დაფარა დავალიანება. არაერთი ზეპირი გაფრთხილების შემდგომ, შპს "კ---------------მა" მოპასუხეს გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება და დაუნიშნა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა დამატებითი ვადაც უშედეგოდ გავიდა, რის გამოც მოსარცელემ მომართა სასამართლოს მოაპსუხეზე თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ მ------- კ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 25 მაისს მოპასუხე მ------- კ--------ეს დაეკისრა შპს ,,დ----- ფ-------------ის" ვალი 2950.26 ლარის ოდენობით შპს "კ---------------ის“ სასარგებლოდ, რომელიც ამ მომენტისათვის წარმოადგენდა მ------- კ--------ის დამსაქმებელს, კერძოდ, მ------- კ--------ე აღნიშნული მომენტისთვის მუშაობდა შპს "კ---------------ში". იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს "დ----- ფ-------------ის" დირექტორი წარმოადგენდა მ------- კ--------ის მეგობარს, დამსაქმებელი კომპანიის შპს "კ---------------ის" ხელმძღვანელობამ ისარგებლა დასაქმებულის ანუ მოპასუხის მიმართ არსებული დომინირებული მდგომარეობით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ვალის გადაკისრებაზე უარის თქმის შემთხვევაში გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან და სამსახურში დატოვების სანაცვლოდ აიძულა მოპასუხე მ------- კ--------ეს გადაეკისრებინა შპს "დ----------------------ის" ვალი და მოთხოვა მისი სრული დაფარვა 2016 წლის 01 ივლისამდე ყოველგვარი განაწილვადების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 25 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 01 ივნისს მ------- კ--------ე მაინც გაათვისუფლა დაკავებული თანამდებობიდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2016 წლის 25 მაისს, შპს ,,კ---------------ს“ და შპს ,,დ----- ფ-------------ს“ შორის დაიდო შეთანხმება ვალის გადაკისრებისა და ურთიერთვალდებულების გაქვითვის თაობაზე, რომლის საფუძველზეც „ახალი დებიტორი“ ანუ მ------- კ--------ე, სრულად იღებდა თავის თავზე „კრედიტორის“ ანუ შპ ს“კ---------------ის“ მიმართ „დებიტორის“ ანუ შპს „დ----- ფ-------------ის“ დავალიანების გადახდის ვალდებულებას.

 

წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტის შესაბამისად, დებიტორს წარმოეშვება დავალიანება ახალი დებიტორის მიმართ 2950.26 ლარის ოდენობით. ამავე დროს, ახალი დებიტორი აცხადებდა თანხმობას, რომ წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტის თანახმად, გადაკისრებული დავალიანების გადახდას მოახდენდა აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე არაუგვიანეს 2016 წლის 01 ივლისისა.

 

ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა კრედიტორის შპს ,,კ---------------ის“, დებიტორის შპს ,,დ----- ფ-------------ის“ და ახალი დებიტორის მ------- კ--------ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 მაისის შეთანხმება (ს.ფ. 15)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ------- კ--------ის მიერ, 2016 წლის 25 მაისის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ფულადი ვალდებულება 2950.26 ლარის ოდენობით, შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - შპს ,,კ---------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 203-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, 2016 წლის 25 მაისს, შპს ,,კ---------------სა“ და შპს ,,დ----- ფ-------------ს“ შორის დაიდო შეთანხმება ვალის გადაკისრებისა და ურთიერთვალდებულების გაქვითვის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ახალი დებიტორი სრულად იღებდა თავის თავზე კრედიტორის მიმართ დებიტორის დავალიანების გადახდის ვალდებულებას. წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტის შესაბამისად, დებიტორს წარმოეშვება დავალიანება ახალი დებიტორის მიმართ 2950.26 ლარის ოდენობით. ამავე დროს, ახალი დებიტორი აცხადებდა თანხმობას, რომ წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტის თანახმად, გადაკისრებული დავალიანების გადახდას მოახდენდა აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე არაუგვიანეს 2016 წლის 01 ივლისისა. ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა კრედიტორის შპს ,,კ---------------ის“, დებიტორის შპს ,,დ----- ფ-------------ის“ და ახალი დებიტორის მ------- კ--------ის მიერ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად, რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 2016 წლის 25 მაისს მოპასუხე მ------- კ--------ეს დაეკისრა შპს ,,დ----- ფ-------------ის" ვალი 2950.26 ლარის ოდენობით შპს "კ---------------ის“ სასარგებლოდ, რომელიც ამ მომენტისათვის წარმოადგენდა მ------- კ--------ის დამსაქმებელს, კერძოდ მ------- კ--------ე აღნიშნული მომენტისთვის მუშაობდა შპს "კ---------------ში". იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს "დ----- ფ-------------ის" დირექტორი წარმოადგენდა მ------- კ--------ის მეგობარს, დამსაქმებელი კომპანიის შპს "კ---------------ის" ხელმძღვანელობამ ისარგებლა დასაქმებულის - მოპასუხის მიმართ არსებული დომინირებული მდგომარეობით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ვალის გადაკისრებაზე უარის თქმის შემთხვევაში გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან)და სამსახურში დატოვების სანაცვლოდ აიძულა მოპასუხე მ------- კ--------ეს გადაეკისრებინა შპს "დ----------------------ის" ვალი და მოთხოვა მისი სრული დაფარვა 2016 წლის 01 ივლისამდე ყოველგვარი განაწილვადების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 25 მაისს გააფორმა ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 01 ივნისს მ------- კ--------ე მაინც გაათვისუფლა დაკავებული თანამდებობიდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის ზემოაღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე მ------- კ--------ის მიერ 2016 წლის 25 მაისის შეთანხმების ფარგლებში ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული პოზიცია, მოპასუხე მ------- კ--------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენის თაობაზე. აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ, მოპასუხემ მიუთითა, რომ შეთანხმება დაიდო იძულებით და მას ამ შეთანხმებაზე ხელმოწერისას ნამდვილი ნება არ გამოუვლენია. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის პოზიცია არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის პრეტენზიას და დასაბუთებულ შესაგებელს სარჩელთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მისი განმარტება უფრო დამოუკიდებელი მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს და არა შესაგებელს სარჩელზე. სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ არსებული დავის ფარგლებში არ არსებობს მოთხოვნა შეთანხმების იძულებით დადების საფუძვლით, მისი ბათილად ცნობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ვერ გასცდება დავის ფარგლებს და ვერ შევა სიღმისეულ განხილვაში შეთანხმების იძულებით დადების ფაქტის კვლევის მიზნით, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ წარმოდგენს დავის საგანს.

 

რაც შეეხება 2016 წლის 25 მაისის შეთანხმების ფარგლებში არსებულ ვალდებულებას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- კ--------ემ ვალდებულება არ შეასრულა, რაც შპს ,,კ---------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მ------- კ--------ის მიერ 2016 წლის 25 მაისის შეთანხმების ფარგლებში ვალდებულება შესრულებული არ არის, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოაპსუხეს მსოარჩელსი ასსარგებლდო უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საადვოკატო ხარჯის ნაწილის 100 ლარის ანაზრაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,კ---------------ის" (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე მ------- კ--------ის (პ/ნ N3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე მ------- კ--------ეს მოსარჩელე შპს ,,კ---------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2950.26 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე შპს ,,კ---------------ის" მიერ სს თიბისი ბანკში 2017 წლის 1--------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N 1---------).

 

3. მოპასუხე მ------- კ--------ეს მოსარჩელე შპს ,,კ---------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე მ------- კ--------ეს მოსარჩელე შპს ,,კ---------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ღირებულების ნაწილის 100 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე