გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
330310018002292528
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/730-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

მოპასუხე - ნ-----------–---–ი

წარმომადგენლები: ნ---------–--------–ი, ც-------–--------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) – ნ-----------–---–ი

წარმომადგენლები: ნ---------–--------–ი, ც-------–--------–ი

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს ნ-----------–---–ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 1------------------------) ლარის ანაზღაურება;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 5 მაისს, ნ-----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული №--- კონტრაქტი, რომლის 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ჯარიმა 1------------------------) ლარის ოდენობით. მისივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის №---- ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი ნ-------------------------–--ლი გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის ს------–---------------------------------–------------- უფროსი ლეიტენანტი ნ-------------------------–--ლი, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ამდენად, ნ-----------–---–ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ გამო და შესაბამისად, მას თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმა - 1------------------------) ლარი.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M----------------- ბრძანების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ნ-----------–---–ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნას;

 

2.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ნ-----------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- თანამდებობაზე. იგი აღნიშნულს არ დაეთანხმა, ვინაიდან პროფესიით არის ბიზნეს ადმინისტრატორი და არ აქვს სამედიცინო განათლება. შესაბამისად, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა უშუალო უფროსს, მეთაურს და ყველა იმ პირს, ვისაც შეეძლო მის განცხადებაზე რეაგირების მოხდება და აცნობა, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. ხელმძღვანელი პირების დაპირების მიუხედავად, იგი იღებდა ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულება ცალსახად სამედიცინო განათლების/ლიცენზიის მქონე პირის შესასრულებელი იყო. საბოლოოდ, ხელმძღვანელობასთან მოხდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ მას დაეტოვებინა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე, ფინანსური ვალდებულებების დაკისრების გარეშე. ფორმალობის დაცვისათვის, ნ-----------–---–მა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, იქ არსებული ფორმით.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან მას კონტრაქტის პირობები არ დაურღვევია. მოსარჩელე მოითხოვს ბრძანების საფუძველი - „კონტრაქტის პირობების დარღვევა“ შეიცვალოს და გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითოს - „მხარეთა შეთანხმებით“.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

3.1. მოპასუხე - ნ-----------–---–ი არ დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან პატაკის დაწერას წინ უსწრებდა შესაბამის პირებთან შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მას ვერ უზრუნველყოფდა შესაბამისი თანამდებობით, ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის დამატებითი ვალდებულების წარმოშობის გარეშე, ნ-----------–---–ი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებდა სამსახურს.

 

3.2. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სარჩელს და დამატებით აღნიშნა, რომ ნ-----------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 5 მაისს, ნ-----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული №--- კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 1------------------------) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის M---------------- ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი ნ-------------------------–--ლი გაწვეული და ჩარიცხული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთან გასაფორმებელი 2014 წლის 5 მაისის კონტრაქტი №--- (ს.ფ. 14-18);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 13).

 

4.2. ნ-----------–---–მა 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 19 ივნისამდე პერიოდში გაიარა სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა და საგამოცდო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის №-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-სამედიცინო სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი სამედიცინო დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საექიმო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. სამედიცინო ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 140-141);

- წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მიერ 2015 წლის 19 ივნისს გაცემული ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის დიპლომი №------ (ს.ფ. 142);

- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის №----------------- ბრძანება (ს.ფ. 182-183).

 

4.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის M---------------- ბრძანებით, ლეიტენანტი ნ-------------------------–--ლი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------) თანამდებობაზე, 2015 წლის 19 ივნისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უ-–-----------–------------–-- მსმენელის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 74).

 

4.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 9 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, ლეიტენანტი ნ-------------------------–--ლი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის ს------–---------------------------------–----------ად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------) თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 9 დეკემბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 19).

 

4.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის ს------–---------------------------------–------------- უფროსი ლეიტენანტი ნ-----------–---–ი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებული იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 7 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 9 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის ს------–---------------------------------–------------- უფროსი ლეიტენანტი ნ-----------–---–ი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებული იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 21 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანება (ს.ფ. 189);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 9 აგვისტოს M---------------- ბრძანება (ს.ფ. 190).

 

4.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–-----------მმა ნ-----------–---–მა 2017 წლის 5 დეკემბრის M---------------- პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. პატაკში ნ-----------–---–მა აღნიშნა, რომ აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. პირად შემადგელობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის №--- ტელეფონოგრამას, რაზეც თანახმაა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნ-----------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ-----------–---–ი გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (---------------------------–------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის S----- უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ-----------–---–თან ჩაატარა გასაუბრება, რასთან დაკავშირებითაც შედგა გასაუბრების ფურცელი. გასაუბრების ფურცელში დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ-----------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით; ამასთან, ნ-----------–---–ი გაეცნო უფლება-მოვალეობას სამხედრო პირისათვის, რომლებიც ჯარიდან დაითხოვებიან აღნიშნული სტატუსით, მას მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნია. გასაუბრების ფურცლის გაცნობის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ნ-----------–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----------–---–ის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- პატაკი (ს.ფ. 21);

- შეტყობინება (დანართი №2) (ს.ფ. 24);

- 2017 წლის 6 დეკემბრის გასაუბრების ფურცელი (ს.ფ. 28).

 

4.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–-----------ი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------), უფროსი ლეიტენანტი ნ-------------------------–--ლი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 20).

 

4.8. სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის ნ-------------------------–--ლის ნამსახურობის პერიოდმა ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე შეადგინა 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 13 (ცამეტი) დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- 2017 წლის 18 დეკემბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 22-23).

 

4.9. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მიერ 2017 წლის 23 თებერვლის №44 ბრძანებით დამტკიცდა უ-–-----------ის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ, მის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს; ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.

 

ნ-----------–---–ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია ექიმის მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, სამედიცინო პუნქტი), ასრულებდა მხოლოდ დანიშნული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს და მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით აკმაყოფილებდა უ-–-----------ის თანამდებობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დანართი №1/31 (ს.ფ. 134);

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- 2018 წლის 9 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 104).

 

4.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ----------–--ემ განმარტა, რომ იგი მსახურობს შეირაღებულ ძალებში პ------–-------------------- ექიმად, მას შემდეგ რაც 2016 წელს მოხდა პირველი და მე-5 ბრიგადების რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. მითითებულ პერიოდში ნ-----------–---–ი უკვე დანიშნული იყო უ-–-----------ის თანამდებობაზე და იგი მ----------–--ეს არ ექვემდებარებოდა. მას ჰყავდა მოწყობის მეთაური, ასმეთაური და ბატალიონის მეთაური. მ----------–--ის განმარტებით, უ-–-----------ის ფუნქციებში შედის პირველადი დახმარების გაწევა და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ევაკუაცია დანიშნულების ადგილზე. მისივე განმარტებით, ნ-----------–---–ი საბრძოლო მორიგეობებზე, ლაზარეთში, სამედიცინო ასეულში არ ყოფილა და ასრულებდა მხოლოდ უ-–-----------ის ფუნქციას, როდესაც მივლინებული იყო სამედიცინო პუნქტში.

 

მოწმის განმარტებით, ნ-----------–---–ი საბრძოლო მორიგეობებს არ ასრულებდა, ვინაიდან უმცროს ექიმს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. მისივე განმარტებით, უ-–-----------ის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ევაკუაცია შესაბამისი ტრანსპორტით და პირველადი სამედიცინო დახმარება, რაშიც იგულისხმება ჭრილობის შეხვევა, სისხლდენის შეჩერება, პაციენტის ვიზუალური დათვალიერება, პირველადი დახმარების გაწევა და დროული ევაკუაცია. ამასთან, პირველადი დახმარების აღმოჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია პაციენტი, რა აქვს დაზიანებული და ა.შ. შეიძლება ჭრილობა იყოს, შეიძლება სამხედრო მოსამსახურეს გული წაუვიდეს. მ----------–--ის განცხადებით, პირველადი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი არ არის პირს ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება. მისი აღმოჩენა შეუძლია ჩვეულებრივ სამხედროსაც. მით უფრო, მათთან არიან სამედიცინო განათლების არმქონე საბრძოლო მედიკოსები, რომლებსაც პირველადი დახმარების გაწევა ევალებათ.

 

მოწმემ აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედის დაადგინოს ნ-----------–---–ის განათლების უ-–-----------ის თანამდებობასთან შესაბამისობა, შესაბამისად, მისთვის არაა ცნობილი რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის განათლების მქონე პირი დაინიშნოს უ-–-----------ის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ-----------–---–ი არ ეთანხმებოდა თავის თანამდებობას. ამის შესახებ მათ შორის საუბარი რამდენჯერმე იყო, მაგრამ ნ-----------–---–ის გადანიშვნა არ შედიოდა მის ფუნქციებში. ასევე აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა სამედიცინო დეპარტამენტიც და მას ურჩიეს, რომ არ წასულიყო სამსახურიდან, დალოდებოდა სხვა თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის გამოჩენას. იყო შემთხვევები, როდესაც ნ-----------–---–ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში, 4-5 თვით. ისინი ნ-----------–---–ს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს გაევლო შესაბამისი კურსი. ამ მიზნით მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ვინაიდან სათანადო თანამდებობის არქონის გამო, ნ-----------–---–ი ვერ გადაინიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებიდან წასვლის თაობაზე. მ----------–--ის ინფორმაციით, ნ-----------–---–ი თავის თანამდებობას აპროტესტებდა დანიშვნისთანავე, რაზეც ინფორმირებული იყო ზემდგომი სამედიცინო დეპარტამენტი.

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ----------–--ემ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული რა არის პირველადი სამედიცინო დახმარება. სიტუაციიდან გამომდინარე, უმცროს ექიმს შეიძლება მოუწიოს ნემსის გაკეთებაც. ნ-----------–---–ის შემთხვევაში, მისი განათლება არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი დანიშნულიყო მორიგე, სადღეღამისო ექიმად. მისი განმარტებით, ვინც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ იღებს შესაბამის განათლებას, მას აუცილებლად შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შესაძლებელია მისი უ-–-----------ის თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა მ----------–--ე არ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულად რა შეისწავლა ნ-----------–---–მა მივლინებებისა თუ კურსების გავლის დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა რ---–---------–--ემ განმარტა, რომ იგი არის პ------–-------------------- ხელმძღვანელი და მის დაქვემდებარებაშია 3500 პირი. ამასთან, იგი წარმოადგენს ბოლო ხელმძღვანელ რგოლს და ნ-----------–---–ს ჰყავდა სხვა უშუალო უფროსები. რ---–---------–--ე ნ-----------–---–ს იცნობდა ისე, როგორც სხვა სამხედრო მოსამსახურეებს. ბოლოს, როდესაც ნ-----------–---–მა წასვლა გადაწყვიტა, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და შეკითხვაზე, რით დახმარებოდა, ნ-----------–---–მა უპასუხა, რომ ის ვერ დაეხმარებოდა. რ---–---------–--ემ ნ-----------–---–ი გააფრთხილა, რომ წასვლის შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევას ექნებოდა ადგილი. ნ-----------–---–მა მეთაურსაც დაუწერა პატაკი, რომ გაცნობიერებული ჰქონდა მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი და თანახმა იყო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის შემდეგ იგი მივლინებულიც იყო სამედიცინო დეპარტამენტში.

 

რ---–---------–--ემ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს კონტრაქტის დადებაზე უფლებამოსილ პირს და აქედან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას ნ-----------–---–ისთვის მიეცა დაპირება, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში პასუხისგებლობის დაკისრება/არდაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მას კონსულტაცია უნდა გაევლო სამედიცინო დეპარტამენტთან ან შეიარაღებულ ძალებთან. მისი ინფორმაციით, წასვლის შემთხვევაში არსებობს პუნქტი „მხარეთა შეთანხმება“, რომლის დროსაც ადგილი უნდა ჰქონდეს ავადმყოფობას, მძიმე ოჯახურ პირობებს ან სხვა შესაბამის დასაბუთებულ გარემოებას.

 

რ---–---------–--ემ აღნიშნა, რომ ფუნქციები არის ცენტრალიზებული და ნ---------–---–ის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მომხდარიყო სამედიცინო დეპარტამენტის ან J-1 შემადგენლობის თანხმობით. ნ-----------–---–ს ჰყავდა ბატალიონის ხელმძღვანელი და როგორც რ---–---------–--ე ფლობს ინფორმაციას, ნ-----------–---–ი არ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს. იგი არსად არ დაფიქსირებულა, როგორც მორიგე ექიმი და რაც შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას, მისი აღმოჩენა ნებისმიერ სამხედროს შეუძლია. ნ-----------–---–ი პირად საუბრებში წასვლის მიზეზად აცხადებდა, რომ არ იყო ექიმი და როგორც ექიმს, იქ მომავალი არ გააჩნდა, ვერ განვითარდებოდა. როდესაც ნ-----------–---–მა მას მიმართა თხოვნით, რომ ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, იგი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ამასთან, მათთან სხვასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებს სამსახურს.

რ---–---------–--ემ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უ-–-----------ის ფუნქცია არის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და პაციენტის ევაკუაცია, რომელიც ყველა ჯარისკაცს შეუძლია. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, უ-–-----------ის თანამდებობაზე დანიშვნისათვის თუ რა მოთხოვნებია დაწესებული. ასევე, უცნობია ნ-----------–---–მა რა კურსი გაირა. მისი ინფორმაციით, ნ-----------–---–ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში და ეს მივლინება შეწყვიტა სამსახურიდან წასვლის გამო. შესაბამისად, რ---–---------–--ესთან მივიდა წასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. იგი გაფრთხილებული იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ნ-----------–---–ი არ ეთანხმებოდა მას, უნდა ეცნობებინა რ---–---------–--ისთვის, რომელიც შესაბამის უწყებებს მიმართავდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი, 05.07.2018წ. (ს.ფ. 160-176).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ-----------–---–ი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----------–---–ი 2017 წლის 15 დეკემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------) თანამდებობიდან.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ნ-----------–---–ისათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: ა) სამხედრო აღრიცხვას; ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას; გ) სამხედრო სამსახურს; დ) რეზერვს.

 

ამავე კანონის ამავე რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს: საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე.

 

დებულების VI თავის პირველი და მე-11 პუნქტების მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამავე დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ: სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–-----------ი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8/1------), უფროსი ლეიტენანტი ნ-------------------------–--ლი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 5 მაისს, ნ-----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული №--- კონტრაქტი, რომლის ვადაც 2.1. პუნქტით განისაზღვრა 6 (ექვსი) წლით. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8., 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 1------------------------) ლარის ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–-----------მა ნ-----------–---–მა 2017 წლის 5 დეკემბრის M---------------- პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ნ-----------–---–ი გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (---------------------------–------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის S----- უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ-----------–---–თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ნ-----------–---–ი, დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ-----------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამავე გასაუბრების ოქმის თანახმად, ნ-----------–---–ი გაეცნო უფლება-მოვალეობას სამხედრო პირებისათვის, რომლებიც ჯარიდან დათხოვნილნი იქნებიან აღნიშნული სტატუსით; ასევე, მას არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნია მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ-----------–---–მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 3 წელი 7 თვე და დღე. ამასთან, მან 2017 წლის 5 დეკემბერს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც მას არანაირი პრეტენზია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს ნ-----------–---–ისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტის მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ნ-----------–---–ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ნ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 1----------------------- ლარის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–---–ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M----------------- ბრძანების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ნ-----------–---–ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ნ-----------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასევე, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M----------------- ბრძანება, ნ-----------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანია მხარის მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უკანონო, ვინაიდან მან სამსახური დატოვა მხარეთა შეთანხმებით და არა კონტრაქტის დარღვევის გამო - პირადი გადაწყვეტილებით, როგორც მასშია მითითებული.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ნ-----------–---–მა ხელმძღვანელობას მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ აღარ სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება. მისი განცხადების/პატაკის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოების მასალებში ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ-----------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, მას პირად შემადგენლობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია, მოთხოვნა არ გააჩნდა. იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს, კერძოდ, მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 1------–---- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიციას იმ გარემოებაზე, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი გამორიცხავდა მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ-----------–---–სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ-----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას და ის ამის შესახებ ინფორმირებული იყო თავიდანვე, საფუძველს არის მოკლებული მითითებულ გარემოებაზე აპელირება.

 

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნ-----------–---–ს დაკისრებული ჰქონდა მისი განათლებისათვის შეუსაბამო ფუნქციები, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----------–---–ს მინიჭებული ჰქონდა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-სამედიცინო სპეციალობით, კერძოდ, მის მიერ გავლილი პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი სამედიცინო დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საექიმო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. სამედიცინო ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას. ასევე, დადგენილი გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ-----------–---–ი დანიშნული იყო უ-–-----------ის თანამდებობაზე, რომლის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრებოდა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს; ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, ნ-----------–---–ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–-------------------- მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამედიცინო ოცეულის სა-----–---------------------------------–------------- თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია ექიმის მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, სამედიცინო პუნქტი), ასრულებდა მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა პირებმა. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–---–ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M----------------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხე ნ-----------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 1------------------------) ლარის ანაზღაურება;

3. ნ-----------–---–ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. ნ-----------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 16 მარტს სს „თ---------კში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღების ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე