გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001465915
# 2-2561/2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: სს ,,კრ---------–--- ჯო------"
წარმომადგენელი: მე--- მე------–---–-, გუ------- ცი-–---
მოპასუხე: გუ-–---- ნი----, მა-–---- ნი----
წარმომადგენელი: ინ------ სა-–---
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის
გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გუ-–---- ნი---ისა და მა-–---- ნი---ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, საკადასტრო კოდი: #05.04.03.005.01.04-, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2014 წლის 05 ივნისს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-მ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების #A14015334-012/0-- საფუძველზე, საჯარო აუქციონზე იძულებითი აღსრულების შედეგად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, საკადასტრო კოდით: #05.04.03.005.01.04-. აღმასრულებლის განკარგულება წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში და სს ,,კრ---------–--- ჯო------" აღირიცხა მესაკუთრედ.
- აუქციონზე შეძენილ სახლში ცხოვრობენ მოპასუხეები - გუ-–---- ნი---- და მა-–---- ნი---- რომლებიც მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, არ ათავისუფლებენ ფართს.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.
მოპასუხეების წარმომადგენელი თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:
- მართალია, სს ,,კრ---------–--- ჯო------"-მ მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე, მაგრამ არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ ისინი უკანონოდ ცხოვრობენ მასში. ამასთან, მათთან ერთად ცხოვრობენ მი----- ნი---- და ელ--- ნი----.
- 2012 წელს მათ რუ------- ფუ---------მ მოტყუებით დაადებინა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სინამდვილეში კი ეს ეს იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც დაიდო რა---- გო------–--ის სასარგებლოდ. თუმცა შემდეგში, რუ------- ფუ---------მ აღარ მიიღო თანხა რა---- გო------–--ისაგან, რადგან გასული იყო გამოსყიდვის ვადა. შემდეგში, რუ------- ფუ---------მ დაირეგისტრირა რა სრულად მათი კუთვნილი ბინა საკუთრებაში, იპოთეკით დატვირთა სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ში, რაც გახდა საფუძველი შემდგომ მისი აუქციონზე გატანისა და რის შედეგადაც მოსარჩელემ შეიძინა მათი კუთვნილი ბინა აუქციონზე და დაირეგისტრირა საკუთრებაში.
- მოპასუხეები მიუთითებენ, რომ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მოსარჩელესთან ბინის გამოსყიდვაზე, თუმცა მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მათი გამოსახლება.
(იხ. შესაგებელი დაზუსტებული სარჩელის მიმართ, მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 აგვისტოს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-მ აღძრა სარჩელი სასამართლოში რუ------- ფუ--------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აკრძალვის მოთხოვნით. ხოლო მოპასუხე რუ------- ფუ---------მ თავისი შესაგებლით არ ცნო სარჩელი იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში ის არასდროს არ ცხოვრობდა და არ ყოფილა მის მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდაპირველი სარჩელი; რუ------- ფუ--------ის შესაგებელი;
3.1.2. 2017 წლის 06 ოქტომბერს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-მ მომართა სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეების - გუ-–---- ნი---ის და მა-–---- ნი---ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აკრძალვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი; შესაგებელი, დაზუსტებული სარჩელის მიმართ;
3.1.3.2014 წლის 05 ივნისს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-მ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების #A14015334-012/0-- საფუძველზე, საჯარო აუქციონზე იძულებითი აღსრულების შედეგად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, საკადასტრო კოდით: #05.04.03.005.01.04-. აღმასრულებლის განკარგულება წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში და სს ,,კრ---------–--- ჯო------" აღირიცხა მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი და მის მიმართ შესაგებელი;
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #A14015334-012/0--;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს მიერ აუქციონზე ქონების შეძენამდე, 2014 წლის 05 ივნისამდე, ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, ბინა, საკადასტრო კოდით: #05.04.03.005.01.04-, - მესაკუთრე იყო რუ------- ფუ---------, ხოლო უფრო ადრე კი მოპასუხეები - გუ-–---- ნი---- და მა-–---- ნი----, რომლებიც სადავო ბინაში დღემდე ცხოვრობენ და აქვთ დაკავებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული სარჩელი და მის მიმართ შესაგებელი;
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #A14015334-012/0--;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2014 წლის 05 ივნისიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია განკარგულება N A14015334-012/0--, დამოწმების თარიღი: 05/06/2014, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული სარჩელი და მის მიმართ შესაგებელი;
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #A14015334-012/0--;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი და მის მიმართ შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
4.1.1. მოპასუხეების გუ-–---- ნი---ისა და მა-–---- ნი---ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ უნდა იქნეს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, რომლის საკადასტრო კოდია: #05.04.03.005.01.04-, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, რომლის საკადასტრო კოდია: #05.04.03.005.01.04-, - მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები და არ აძლევნ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
სასამართლო განმარტავს: ის გარემოება, რომ მოპასუხეები იყვნენ სადავო ქონების მესაკუთრეები, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს. წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეებს, მოითხოვა მათგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხეებო (ფაქტობრივი მფლობელები) მისი არამართლზომიერი მფლობელები ხდებიან.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, საკადასტრო კოდი #05.04.03.005.01.04-, - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეთა უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - გუ-–---- ნი---ისა (პ/ნ 610020117--) და მა-–---- ნი---ის (პ/ნ 610020091--) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეების - გუ-–---- ნი---ისა და მა-–---- ნი---ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნეს სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, კობალაძის ქუჩა N6, ბინა N4-, საკადასტრო კოდი #05.04.03.005.01.04-, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს.
3. მოპასუხეებს - გუ-–---- ნი----სა და მა-–---- ნი----ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კრ---------–--- ჯო------"-ს სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 120 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე