გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002711760
საქმე №2/1234-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.12.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: ან-----------–--ე;
წარმომადგენელი: და----------–--ე;
მოპასუხე: და--თ ბა---–---ე;
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი;
და--ს საგანი: მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის თაობაზე;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის შედეგად, ან-----------–--ეს მიეკუთვნოს და--თ ბა---–---ის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონების, მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ კურორტ ბახმაროში და--თიანის ქუჩაზე ქონების ½ წილი.
1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომობილების: ფორდ ტრანზიტისა და მიცუბიში კოლტის გასხვისებთ მიღებული შემოსავლიდან 3000 ლარი, კომპენსაციის სახით მიიღოს ან-----------–--ემ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მამამ - გივი კობალაძემ აჩუქა ავტომაქანა ნისან-მარჩი, რომელიც მიყიდა ნანა ხუნდაძეს, რომლის ძმამ - ვალერიან ხუნდაძემ სანაცვლოდ დაუთმო და და--თ ბა---–---ის სახელზე გაადაფორმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ კურორტ ბახმაროში და--თაინის ქუჩაზე თანასაკუთრებაში არსებული უძრა-- ქონება.
და--თ ბა---–---ემ თანაცხოვრების პერიოდში ასევე შეიძინა ავტომაქანები: ფორდ ტრანზიტი და მიცუბიში კოლტი. როდესაც მოსარჩელემ განქორწინება გადაწყვიტა, და--თ ბა---–---ემ დაჩქარებული წესით გაასხვისა აღნიშნული ავტომაქანები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანა ნისან-მარჩის საყიდელი ფული მამამ - მერაბ ბა---–---ემ მისცა. რეალურად მანქანა მამამისის საჩუქარს წარმოადგენდა. ავტომაქანები: ფორდ ტრანზიტი და მიცუბიში კოლტი გაყიდა ქორწინების პერიოდში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ან-----------–--ე და და--თ ბა---–---ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 24 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ს/ფ. 15).
3.2.2. 2016 წლის 21 ივნისის ერთობლივი განცხადების თანახმად, ან-----------–--ემ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ნისან მარჩი, ნანა ხუნდაძეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ერთობლივი განცხადება (იხ. ს/ფ. 17).
3.2.3. 2018 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრა-- ქონების ს/კ 28.24.22.536 (მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კურორტ ბახმაროში და--თიანის ქუჩაზე) მთლიანი ქონების ¼ წილის მესაკუთრეა და--თ ბა---–---ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს/ფ 18).
3.2.4. 2016 წლის 12 იანვრის უძრა-- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვალერიან ხუნდაძემ უძრა-- ქონებიდან (მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კურორტ ბახმაროში და--თიანის ქუჩაზე ს/კ 28.24.22.536) თა--სი წილი მიყიდა და--თ ბა---–---ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 12 იანვრის უძრა-- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 20-21).
3.2.5. 2018 წლის 21 სექტემბრის უძრა-- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, და--თ ბა---–---ე უძრა-- ქონებიდან (მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კურორტ ბახმაროში და--თიანის ქუჩაზე ს/კ 28.24.22.536) თა--ს კუთვნილ წილს ასხვისებს ოთარ ვოიზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 21 სექტემბრის უძრა-- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 22-22ა).
3.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, და--თ ბა---–---ის სახელზე 2014 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 04 ივლისამდე რიცხული და რეგისტრაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებებზე. აღნიშნულ ცნობას ახლავს დანართი, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანა ნისან-მარჩი 2014 წლის 09 თებერვალს რეგისტრირებული იყო და--თ ბა---–---ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 ივლისის ცნობა (იხ. ს/ფ 26).
3.2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ და--თ ბა---–---ის მამა - მერაბ ბა---–---ე და ანუკა კობლაძის მამა - გივი კობალაძე, მათ ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხა-- ჩვენებები მისცეს სასამართლოს. მერაბ ბა---–---ემ განმარტა, რომ ,,ქორწილის მერე თა--ს შვილს 8000 ლარი აჩუქა. აღნიშნული ფულით იყიდა და--თ ბა---–---ემ მანქანა, ფული რამდენი გადაიხადა, არ იცის. ავტომანქანით სარგებლობდა როგორც თა--სი შვილი, ასევე რძალი. სხვა ფული არა--ს არ დაუმატებია’’. გივი კობალაძემ განმარტა, რომ ,,თა--ს შვილს 2500 აშშ დოლარი მისცა. ავტომანქანაში რა გადაიხადეს არ იცის. თავად და--თ ბა---–---ეს ჩამოყავდა საზღვარგარეთიან ავტომანქანები’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 4-14).
- შესაგებელი (იხ. ს/ფ 37-47).
- მხარეთა ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.8. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან ასევე მხარეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეები, ვინაიდან თითოეული მხარე და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გარკვეულწილად საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თა--ს არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ამ გარემოებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თა--ს მოთხოვნას, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სათანადო მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არა--თარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხე მხარის განმარტებას და მოწმეების ჩვენებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მოცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
მოცემულ შემთხვევაში, და--თ ბა---–---ემ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრა-- ქონება შეძენილია მამის მიერ ნაჩუქარი ფულით. ამ ფაქტის დადგენას მნიშვნელობა აქვს მეუღლეთა საერთო და ინდივიდუალური საკუთრების გამიჯვნისათვის. თუ ეს ქონება საჩუქარია, მაშინ ის ინდივიდუალური საკუთრებაა. თუ ქონება საჩუქარი არ არის, მაშინ დიდი ალბათობით ქონება მიჩნეული იქნება მეუღლეთა თანასაკუთრებად. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მოპასუხე და--თ ბა---–---ემ ვერ დაამტკიცა, რომ ეს ქონება ნაჩუქარია და მისი ინდივიდუალური საკუთრება იყო.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.
ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების სააქტო ჩანაწერით დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, ან-----------–--ის და და--თ ბა---–---ის თანასაკუთრების რეჟიმში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ავტომანქანა შეძენილი იქნა და--თ ბა---–---ის მიერ მამის ნაჩუქარი თანხით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა შეძენილი იქნა თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვეცია;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თა--სუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის №7 ოქმი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თა--ს ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თა--სი ქონებით. არა--ს არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თა--ს უფლებათა და თა--სუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თა--სი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თა--სუფლად განკარგონ თა--ანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ და--ს საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ამავე კოდექსის 1151-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
ნორმების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ ქორწინების რეგისტრაცია დაწესებულია, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ისე თვით მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით. იგი ამარტივებს მეუღლეთა შორის ურთიერთობას სხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში და შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფთაგან განსხვავებით გამორჩეულად დაიცვას მეუღლეების ინტერესები.
დადგენილია, რომ ან-----------–--ე და და--თ ბა---–---ე 2014 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. მათ რეგისტრირებული ქორწინებით ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლებები და მოვალეობები, მათ შორის ქონებრივი უფლებებიც.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კერძოდ, განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ამ ნორმის მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა, ამიტომ და--ს არსებობის დროს ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისია, რათა ეს ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვაგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. მოცემულ შემთხვევაში, სადაო ავტომანქანა ნისან-მარჩი შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
ამავე კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მასზედ, რომ სადავო ავტომანქანა არის მისი ინდივიდუალური საკუთრება, რომ მისი შესაძენი თანხა ჩუქებით მიიღო მამისგან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ჩუქებაზე საუბრობს მხოლოდ მოწმედ დაკითხული მერაბ ბა---–---ე, რომელიც და--თ ბაბილოოძის მამაა და შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირია. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ის გარემოება, რომ სადავო ავტომანქანა შეძენილი იქნა და--თ ბა---–---ის მიერ მამის ნაჩუქარი თანხით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ და--თ ბა---–---ეს სადავო ავტომანქანის შესაძენი თანხა არ მიუღია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც ვერ ჩაითვლება სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით გათვალისწინებულ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნით არც მხარეს არც მოუმართავს.
6.7. რაც შეეხება მე-2 სასარჩელო მოთხოვნას თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომობილების: ფორდ ტრანზიტისა და მიცუბიში კოლტის გასხვისებით მიღებული შემოსავლიდან 3000 ლარის, კომპენსაციის სახით მიღების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება აღნიშნული ავტომანქანები გაიყიდა თუ არა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, თუ განქორწინების შემდეგ, ასევე, უცნობია თუ რამდენად არის გასხვისებული აღნიშნული ავტომანქანები. საქმეში არსებული მასალების მიხედვით მოსარჩელე ვერ უთითებს მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე და საიდან არის დაანგარიშებული და მიღებული თანხა 3000 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია პროცესის ხარჯი - სახელმწიფო ბაჟი 180 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ან-----------–--ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 90 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ან-----------–--ის სარჩელი და--თ ბა---–---ის მიმართ მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე ან-----------–--ე ცნობილი იქნეს და--თ ბა---–---ის საკუთრებაში (მთლიანი ქონების ¼ წილი) არსებული უძრა-- ქონების, მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ კურორტ ბახმაროში და--თაინის ქუჩაზე ს/კ 28.24.22.536 წილი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ.
3. მოსარჩელეს მოთხოვნა ავტომობილების: ფორდ ტრანზიტისა და მიტსუბიში კოლტის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოპასუხეზე კომპენსაციის სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე და--თ ბა---–---ეს მოსარჩელის ან-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე