განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
010100118002582525
დავის ტიპი
19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0-0-00-18002582525

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ადილარ წირღვავა

 

ბრალდებული - გი-----------–იძე

ადვოკატი - მალ----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი-----------–იძე

მამის სახელი: კახაბერი

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 0----------

მისამართი: ამბროლაური, კ. ჭი------ს ქ. N19

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები; მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

დაკავების თარიღი და დრო: 20-8 წლის 30 ივნისი, 03:45 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. გი-----------–იძემ, წინასწარი შეთანხმებით ზუ-----------–აძესთან, თო--------------ვთან და დაუდგენელ პირთან ერთად, 20-8 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, აკაკი წერ----–ის ქ. N40-ში მდებარე ჯუ------–-–--–-ძის მაღაზიაში და ცდილობდა სხვადასხვა ნივთების დაუფლებას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. 20-8 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 04:11 საათზე, ქ. ბათუმში, გრ----------ის ქ. N4-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის N1 საკანში მოთავსებულმა გი-----------–იძემ დააზიანა საკანში არსებული ლეიბი, მოტეხა ონკანი, რომლის საშუალებითაც თვითდაზიანებით და დაზიანებით ემუქრებოდა, ასევე ხმამაღლა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დასამშვიდებლად მისულ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს ზა---------ძეს, რა---------–---ძეს, ჯუ-------------ძეს და ჯო-------ძეს, რა დროსაც აღნიშნული მუქარის აღკვეთის მიზნით გი-----------–იძის შესაკავებლად მისულ პოლიციელს, ჯო-------ძეს, გი-----------–იძემ სახის არეში ჩაარტყა თავი, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რის შედეგადაც ჯო-------ძემ მიიღო ცხვირის ძვლების მოტეხილობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. გი-----------–იძემ 20-8 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, აკაკი წერ----–ის ქ. N40-ში მდებარე ჯუ------–-–--–-ძის კუთვნილ მაღაზიაში და ცდილობდა სხვადასხვა ნივთის ფარულად დაუფლებას.

 

4. 20-8 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 04:11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის N1 საკანში მოთავსებულმა გი-----------–იძემ დააზიანა საკანში არსებული ლეიბი, მოტეხა ონკანი, რომლის საშუალებითაც თვითდაზიანებით და დაზიანებით ემუქრებოდა, ასევე ხმამაღლა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დასამშვიდებლად მისულ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს ზა---------ძეს, რა---------–---ძეს, ჯუ-------------ძეს და ჯო-------ძეს, რა დროსაც აღნიშნული მუქარის აღკვეთის მიზნით გი-----------–იძის შესაკავებლად მისულ პოლიციელს, ჯო-------ძეს, გი-----------–იძემ სახის არეში ჩაარტყა თავი, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რის შედეგადაც ჯო-------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა

 

5. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გი--------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, 20-8 წლის 30 ივნისს, თანამშრომლებთან - ნა-------–---სთან და გი-------------–--–იძესთან ერთად ღამის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. N23-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ტანსაცმლის მაღაზია, რომელსაც მინა ჰქონდა დაზიანებული, ასევე მოქალაქეები, რომლებიც გამოდიოდნენ მაღაზიიდან. მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მაღაზიაში შესვლისას იქ აღმოაჩინეს სამი პირი, მათ შორის გი-----------–იძე, რომელიც იყო სრულწლოვანი და ადგილზე დააკავა. მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა გამომძიებელი ზუ-----------–აძე და საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური, მოხდა შესაბამისი ოქმის შევსება და ხდებოდა მოპარული ნივთების ამოღება. გი-----------–იძის ჩხრეკას გი--------ე აწარმოებდა, ხოლო დაკავების ოქმი კი ზუ-----------–აძემ შეადგინა.

 

6. მოწმეებმა - გი-------------–--–იძემ და ნა-------–---მ დაადასტურეს გი--------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

7. დაზარალებულ ჯუ------–-–--–-ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მას ქ. ბათუმში, წერ----–ის ქუჩა N40-ში აქვს ტანსაცმელების მაღაზია. 20-8 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში მას დაურეკეს პოლიციის მე-3 განყოფილებიდან და აცნობეს, რომ მაღაზიაში ქურდობის ფაქტი მოხდა, ადგილზე მისვლისას კი აღმოაჩინა როგორც პოლიციის მუშაკები, ისე სავარაუდო ქმედების ჩამდენი პირები.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

9. გი-----------–იძეს ფარულად დაუფლებული ნივთების განკარგვის საშუალება აღარ ჰქონდა, რადგან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთანავე დააკავა პოლიციის მუშაკებმა.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი-----------–იძე ცდილობდა ჯუ------–-–--–-ძის მაღაზიიდან ნივთების მოპარვას.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

11. დაზარალებულ ჯუ------–-–--–-ძის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ მას გი-----------–იძისთვის მისი კუთვნილი ქონების წაღების უფლება არ მიუცია.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯუ------–-–--–-ძის კუთვნილი ნივთები, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე, რომ არა პოლიციის მხრიდან ქურდობის ფაქტის შემჩნევა, ბრალდებულს შეეძლო მოპარული ნივთების როგორც საკუთარის ისე განკარგვა.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი-----------–იძე ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის ქონებას.

 

ქმედების ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით:

 

15. დაზარალებულ ჯუ------–-–--–-ძის ჩვენების ანალიზით, შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სხდომაზე შემთვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების და ექსპერტების ჩვენებებით დადგენილია, რომ მაღაზია, საიდანაც გი-----------–იძე იპარავდა ნივთებს იყო ჩაკეტილი და ქვის მეშვეობით გატეხილი იყო მინა.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ საცავში მოიაზრება მატერიალური ფასეულობის დროებითი ან მუდმივი შესანახი ადგილი, რაც იზოლირებული და მიუღწეველია გარეშე პირებისთვის და ბრალდებული სწორედ დაცული ტერიტორიიდან იპარავდა ნივთებს.

 

პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რა---------–---ძის ჩვენების ანალიზის თანახმად 20-8 წლის 18 ივნისს მორიგეობდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. 19 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, მიიყვანეს დაკავებული გი-----------–იძე, რომელიც იყო აგრესიული პოლიციის მიმართ, მიმართავდა მათ უწმაწური სიტყვებით. გი-----------–იძე მიიღო ცვლის უფროსმა ზა---------ძემ და ჯუ-------------ძემ - მორიგე მუშაკმა, ასევე ჯო-------ძემ. ამ დროს ის მორიგეობდა პოსტზე. ისეთი დრო იყო უკვე იცვლებოდნენ ის შეიცვალა მორიგეობიდან და ავიდა ჯუმბერი ძირკვაძე სამორიგეოდ. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გი-----------–იძე აიყვანეს საკანში, საკანში იყო ლანძღვა-გინება, ყვირილი გამიშვითო, თუ არ გამიშვებთ თავს დავიზიანებო, რა დროსაც ჯუ-------------ძემ დარეკა შიდა ტელეფონზე ცვლის უფროსთან. ცვლის უფროსი და ჯო-------ძე ავიდა საკანში. კარის გაღების შემდეგ ონკანი მოტეხილი იყო საკანში, გაფუჭებული იყო საწოლის ლეიბი და გაიძახოდა თავს დავიზიანებ თუ არ გამიშვებთო. ონკანის ნატეხი ჰქონდა ხელში, რა დროსაც ცვლის უფროსი ზა---------ძე და ჯო-------ძე შევიდნენ საკანში. ის და ჯუ-------------ძე იყვნენ კარებთან. ამ დროს გი-----------–იძე ავიდა საწოლზე და ეუბნებოდა ჯო-------ძეს და ზა---------ძეს, რომ დავიზიანებ თავს და თქვენც დაგაზიანებთო. სთხოვდნენ, რომ დამშვიდებულიყო და მოუწოდებდნენ შინაგანაწესის დარღვევასთან დაკავშირებით. თხოვნის მიუხედავად, რომ არაფერი გამოვიდა ზა---------ძემ მოკიდა ხელი გი-----------–იძეს, რათა ჯო-------ძეს ხელბორკილი გაეკეთებინა. ამ უკანასკნელს საწოლზე მდგარმა გი-----------–იძემ თავი ჩაარტყა ცხვირის არეში და დააზიანა.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მამუკა კომახიძის ჩვენების ანალიზის თანახმად იგი მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 20-8 წლის 19 ივნისს დაიწყო გამოძიება 126 მუხლის 1 ნაწილით. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ სხვა გამომძიებლებიც, ანრი ქათამაძე, ზვიად ქათამაძე და გოჩა დეკანაძე. მან დაიწყო გამოძიება, გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები ჯო-------ძე, რა---------–---ძე, ჯუ-------------ძე და ზა---------ძე, ჩაატარა ამოღებული ონკანის დათვალიერება, შეადგინა სხვადასხვა მიმართვის წერილები (სხვადასხვა უწყებებზე: პოლიციის მე-3 განყოფილება, პრობაცია), დაუნიშნა ექსპერტიზები ბრალდებულს, დაზარალებულს ჯო-------ძეს, ასევე დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, სამედიცინო ექსპერტიზები დაუნიშნა დაზარალებულს და ბრალდებულს, ბრალდებულს გაუცვალა მტკიცებულებები, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და მოიპოვა ინფორმაცია ნასამართლობაზე.

 

19. დაზარალებულ ჯო-------ძის ჩვენების ანალიზით სრულად დადასტურებულია მოწმე რა---------–---ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ჯო-------ძემ დამატებით აღნიშნა, რომ გი-----------–იძემ თავის დარტყმის შედეგად დაუზიანა ცხვირი.

 

20. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004730818 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით ჯო-------ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ცხვირის არეში. სამედიცინო საბუთების მონაცემებით ჯო-------ძეს მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის. დაესვა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

21. მოწმეებმა - ზა---------ძემ და ჯუ-------------ძემ დაადასტურეს ჯო-------ძის და რა---------–---ძის მიერ ჩვენებებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. ჯუ-------------ძემ დამატებით განმარტა, რომ, სარეგისტრაციო პროცედურის გავლის დროს, რეგისტრაციის დროს გიორგის ხელი არ მოუწერია, სამედიცინო დათვალიერებაზე უარი განაცხადა, შესახლების დროს მან დაათვალიერა და კანონსაწინააღმდეგო თან არაფერი ჰქონია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის და მნიშვნელოვანი ზიანის არ არსებობა

 

22. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელწიფო ბრალდება გი-----------–იძეს ასევე ედავება ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენას ზუ----------–აძესთან და თო--------------ვთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

24. გი-----------–იძე უარყოფს დანაშაულის ჩადენას, მით უფრო სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით.

 

25. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მოწმე თო--------------ვის დაკითხვაზე, მიუხედავად დაცვის მხარის პროტესტისა, რომ მოწმე სასამართლოში იყო და სურვილი ჰქონდა ჩვენების მიცემის, ხოლო ზუ----------–აძის გამოკითხვის ოქმი საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე.

 

26. სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.

 

27. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის მუშაკების ჩვენებებით გი-----------–იძე და სხვა პირები ერთობლივად ახორციელებდნენ ქურდობის ობიექტურ შემადგენლობას, რასაც არც სასამართლო მიიჩნევს სადავოდ, თუმცა, მხოლოდ ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; კერძოდ, გამოკვლეულ მტკიცებულებებში არ არის მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა, მით უფრო სასამართლოს ეჭვი გაამყარა იმ ფაქტმა, რომ პროკურორმა სასამართლოში გამოცხადებული ქურდობაში სავარაუდოდ მონაწილე მეორე პირის - თო--------------ვის დაკითხვაზე უარი განაცხადა, ხოლო დაცვის მხარეს აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო აღკვეთის ღონისძება პატიმრობა შეფარდებული და მას მტკიცებულებები სასამართლოში ციხიდან წარმოდგენილი არ ჰქონია.

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას[1]. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდება გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ გი-----------–იძე ქმედების განხორციელების მომენტში არ იყო მარტო, რაც თო--------------ვის არ დაკითხვით სასამართლოს აზრით, არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. (აღნიშნულ განაჩენში მითითებული N20, N21 და N22 განმარტება გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 20 მაისის №618აპ-15. გადაწყვეტილების ანალიზით)

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

30. ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება თუ რა ღირებულების შეიძლება ყოფილიყო გი-----------–იძის მიერ სავარაუდოდ მოპარული ნივთების ფასი.

 

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----------–იძეს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება მნიშვნელოვანი ზიანის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე და ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს.

 

32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კრიმინალიზებულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გაწეულ ისეთ წინააღმდეგობაზე, რომელსაც აქვს მუხლის დისპოზიციით პირდაპირ გაწერილი რამდენიმე შესაძლო მიზანი:

 

1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა;

2. პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა;

3. აშკარა უკანონო ქმედებისათვის პოლიციელის იძულება.

 

33. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება, 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, ხოლო დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების საცავში უკანონოდ შეღწევით ჩადენა.

 

34. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

35. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

36. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

37. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

38. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

39. სასამართლო შეაფასებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ჯუ------–-–--–-ძის, გი--------ის, ნა-------–-ძის და გი-------------–--–იძის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვა ამ ნაწილში მტკიცებულებები ადასტურებს დაზარალებულის კუთვნილი მაღაზიიდან ქურდობის მცდელობის ჩადენას, ხოლო ზა---------ძის, ჯუ-------------ძის, რა---------–---ძის, ჯო-------ძის და მა--------------ელის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს პოლიციელის - ჯო-------ძის ფიზიკური დაზიანების ფაქტს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

40. გი-----------–იძის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

41. გი-----------–იძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა - რეციდივი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

42. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

43. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის სავალდებულო დანაწესს, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

44. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ასევე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

45. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი-----------–იძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის და 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი-----------–იძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გი-----------–იძეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე მითითება.

 

ბრალდებული გი-----------–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, რეციდივისას, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გი-----------–იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გი-----------–იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

გი-----------–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გი-----------–იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 30 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- გი-----------–იძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხურდა ფულის მონეტები, შავი ფერის საფულე, საათი, სათვალე, ოთხი ცალი ბეჭედი, ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანისამოსები, ლეიბი და ონკანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- ნივთმტკიცების დათვალიერების დროს გაკეთებული ანაწმენდი, გი-----------–იძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი