გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2585013-2/656-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახ--––--ე
შესავალი ნაწილი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ს-------------
წარმომადგენელი - ზუ----------–-–---–ი, ზუ----------–-–---–ი
მოპასუხე - ნა----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნი--------------ძე
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ნა----------–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს ბ-------------–-–---–ის (---------------- მემკვიდრედ და შ-------------------------- (ს/კ 4--------) 100% წილის მესაკუთრედ.
1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში ნა----------–-–---–ი (პ/ნ0----------) სამეწარმეო რეესტრში აღირიცხოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნა----------–-–---–ი წარმოადგენს მოსარჩელის მოვალის - შ---------------------------- 100%-იანი წილის მფლობელის, აწ გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის მეუღლეს ანუ - პირველი რიგი მემკვიდრეს, რომელმაც 2----–-–---------------–- ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სამკვიდროს მთავარი აქტივები უძრავი ნივთი, მდებარე: ქ-------------------------------- საკადასტრო კოდი N6----------- და შ---------------------------- 100 % წილი.
შ---------------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს-------------- სასარგებლოდ დაეკისრა:
სარეგრესო დავალიანების თანხის 20--------- ლარის და ასევე დავალიანების 2--------- აშშ დოლარის ოდენობით გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი ქონება: 1) მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ---------------------------------------–--–-----------------------------------4; 2) მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, მდებარე, ქ----------------------------------------------------; 3) არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ქ--------------------------------------------------–---–-) 2/ ქ--------------------------------------------–-----------------------------------------------------------; 4) ე----------------------------------------–----------------------------–------------------------------–------–--–-----------------------–-----------------------------------
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და სასამართლოს მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა- და------------–---–მა 1---------–----აიწყო აღსრულება, რომელიც 1---------–- გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა იმ მოტივით, რომ შ---------------------------- დირექტორი და ერთადერთი პარტნიორი ბ-------------–-–---–ი გარდაცვლილია და აუცილებელია კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. სააღსრულებო წარმოებისას ნა----------–-–---–მა კერძო აღმასრულებელს განუცხადა, რომ მის ფაქტიურ მფლობელობაშია იპოთეკის საგანი, მდებარე ქ----------------------------------- რომელიც როგორც ნა----------–-–---–მა განმარტა პირადად მას აქვს გაქირავებული სხვა პირებზე. ბ-------------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–--–- და სავარაუდო მემკვიდრეებმა, მათ შორის მეუღლემ ნა----------–-–---–მა არ გამოიყენეს კანონით დადგენილი მემკვიდრეობის მიღების 6-თვიანი ვადა, რითაც ხელს უშლიან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და მოვალე ორგანიზაციის იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციას. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების დროს ნა----------–-–---–მა კერძო აღმასრულებელს განუცხადა, რომ გარდაცვლილი მეუღლის ქონებას მემკვიდრეობით ვერ იღებს, ხოლო მიზეზი არ განმარტა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნა----------–-–---–მა სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მისთვის უცნობია აღნიშნული შ-- არსებობის შესახებ, ასევე იმ დავალიანების შესახებ, რომელიც გააჩნია ბ-------------–-–---–სა და აღნიშნულ შ--, გარდა ამისა იგი არ არის სამართალმემკვიდრე აღნიშნული ქონების. რადგან ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და ნა----------–-–---–ი, როგორც დროებით უმუშევარი არ აქვს სახსრები მიიღოს და გაიფორმოს მემკვიდრეობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ----------------------- (შ----------------------------) 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი იყო ბ-------------–-–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2----–--–-.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (--------------
-თ---–-------------–---------------- სამსახურის ამონაწერი (--------------
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ---------------------------- ს-------------- სასარგებლოდ დაეკისრა სარეგრესო დავალიანების თანხის 2--------- ლარის და ასევე დავალიანების 2-------- აშშ დოლარის ოდენობით გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი ქონება: 1) მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ---------------------------------------–--–-----------------------------------4; 2) მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, მდებარე, ქ----------------------------------------------------; 3) არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ქ--------------------------------------------------–---–-) 2/ ქ--------------------------------------------–-----------------------------------------------------------; 4) ე---------------------------------------–---------------------------–-------------------------–------–--–-----------------------–--------------------------------, რაზეც 2----–-–------------–ს ამოიწერა სააღსრულებლო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-2---------– დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 27-31);
-19--------– სააღსრულებლო ფურცელი (იხ. ს.ფ.32-33);
3.1.3. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა და------------–---–მა დაიწყო აღსრულება და 0--------- წელს დააყადაღა ქ. ა----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლი. სააღსრულებო წარმოებისას ნა----------–-–---–მა კერძო აღმასრულებელს განუცხადა, რომ მის ფაქტიურ მფლობელობაშია იპოთეკის საგანი, მდებარე ქ----------------------------------- რომელიც როგორც ნა----------–-–---–მა განმარტა პირადად მას გაქირავებული ქონდა სხვა პირებზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-0---------წ აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. (იხ.ს.ფ. 21-22);
3.1.4. 1----------–--–- შეჩერდა სააღსრულებლო მოქმედებები, შ------------------------ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნამდე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-1---------–------------------ წერილი (იხ. ს.ფ. 17);
3.1.5. შ------------------------ის 100%-იანი წილის მესაკუთრე აწ გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის არის მოპასუხე ნა----------–-–---–ის მეუღლე და ცხოვრობს ქ. ა----------------------------–-.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ნა----------–-–---–ს, გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის სამკვიდრო ქონება, ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე ნა----------–-–---–ს უარი არ განუცხადებია გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ს--------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნა----------–-–---–ი არის გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის მეუღლე, შესაბამისად, მოპასუხე პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს წარმოადგენს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
განსახილველ შემთხვევაში, ბ-------------–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო 2----–--–- 1- ბ-------------–-–---–ის გარდაცვალების დღეს, გაიხსნა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში ცხოვრება ან მისი ნივთების თავისთან გადატანა, ქონების ფაქტობრივად ფლობას და სამკვიდროს მიღებას ნიშნავს, სამკვიდროს ნაწილის მიღება ასევე ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილ ბ-------------–-–---–ის გარდაცვალების მომენტისთვის, საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება. ქ------------------------------ (საკადასტრო კოდით №6-----------), აგრეთვე დადგენილია, რომ გარდაცვლილის მეუღლე ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ა----------------------------–- მდებარე უძრავ ქონებაში.
როგორც უკვე განიმარტა, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე, გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს და სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული. ამდენად, არსებობს გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე მოპასუხის მესაკუთრედ ცნობის საფუძვლები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
აღნიშნული მუხლების შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროს მიღებით იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული აქტივების ფარგლებში, შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ---------------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს-------------- სასარგებლოდ დაეკისრა: სარეგრესო დავალიანების თანხის 20--------- ლარის და ასევე დავალიანების 2--------- აშშ დოლარის ოდენობით გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი ქონება: 1) მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ---------------------------------------–--–-----------------------------------4; 2) მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, მდებარე, ქ----------------------------------------------------; 3) არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ქ--------------------------------------------------–---–-) 2/ ქ--------------------------------------------–-----------------------------------------------------------; 4) ე----------------------------------------–----------------------------–------------------------------–------–--–-----------------------–-----------------------------------
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და სასამართლოს მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა- და------------–---–მა 1---------–----აიწყო აღსრულება, რომელიც 1---------–- გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა იმ მოტივით, რომ შ---------------------------- დირექტორი და ერთადერთი პარტნიორი ბ-------------–-–---–ი გარდაცვლილია და აუცილებელია კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. ასევე დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბ-------------–-–---–ის ქონებას, მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებას ადასტურებს.
როგორც აღინიშნა, სამკვიდრო ქონების მიღებით მემკვიდრეები არამარტო აქტივის მიღებას ახორციელებენ, არამედ პასუხისმგებლები ხდებიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და ამდენად, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1350 ლარის ოდენობით, მოპასუხე ნა----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 1350 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს--------------'' სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნა----------–-–---–ი ცნობილ იქნეს ბ-------------–-–---–ის მემკვიდრედ და შ-- C----------------- 100% წილის მესაკუთრედ.
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- სააღსრულებლო ფურცლის აღსრულების ფარგლებში ნა----------–-–---–ი სამეწარმეო რეესტრში აღირიცხოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
4.მოპასუხე ნა----------–-–---–ს მოსარჩელე ს--------------'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1350 ლარის გადახდა.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თ---–---- გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (ქ. ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე