გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
170210018002674073
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1702100180026740-3

საქმე №2/246-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე (შეგებებილ სარჩელში მოპასუხე)- რ------–-----------

წარმომადგენელი - მ---------–-–---–-

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - მ-----------–---

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო

წარმომადგენელი- ა------–-------

დავის საგანი სარჩელში - ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. რ------–-----------ს და მ-----------–---ს შორის 2--- წლის 1------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

1.2. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკამდე ნახვის უფლება კვირის ყოველ დღეს 2 საათის განმავლობაში, დედასთან შეთანხმებით და დედის თანდასწრებით;

1.3. რ------–-----------ს მიეცეს უფლება შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკიდან სადღესასწაულო დღეებზე მასთან გაატაროს ხუთი საათი დედის თანდასწრებით;

1.4. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან ნახვისა და შვილის მასთან დარჩენის უფლება კვირის პარასკევი დღის ბოლოდან კვირა დღის საღამომდე;

1.5. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან არდადეგების პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების - იანვრის თვის ნახევრისა და ა--------ს თვის ნახევრის გატარების უფლება;

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე 2--- წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მ-----------–---სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში 2--- წლის 1- ა--------ს შეეძინათ შვილი ი------–----------ე. ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად მშვიდი ცხოვრებით, ნორმალურ გარემოში, ბავშვს ყველანაირად ხელს უწყობდნენ. დედასთან ერთად ცხოვრების ბოლო პერიოდში მ----- სულ ჩხუბობდა და უკმაყოფილო იყო. არავინ და არაფერი მოწონდა ოჯახში, ბოლოს წავიდა თავის მშობლების მოსანახულებლად ბავშვთან ერთად თ------–------–- და არ დაბრუნდა სახლში. ამის შემდეგ არ ეძლევა საშუალება ბავშვის ნახვის, თვითონ მოპასუხე ტელეფონზეც არ პასუხობს. მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს მისი კანონიერი მშობლის უფლების განხორციელების დასაცავად. მოსარჩელემ მოითხოვა - მიეცეს შესაძლებლობა ი------–----------ემ ყოველი თვის ბოლო ერთი კვირა გაატაროს მასთან. მიეცეს შესაძლებლობა მისმა შვილმა სამუშაო საათებში დედასთან შეთანხმებით მინიმუმ 2 საათის მანძილზე გაასეირნოს შვილი. ასევე სადღესასწაულო და საიუბილეო დღეებში მისმა შვილმა მინიმუმ 5 საათი გაატაროს მასთან. მიეცეს შესაძლებლობა მისმა შვილმა იანვრის თვის ნახევარი, ივლისის და ა--------ს ½ გაატაროს მასთან. 2018 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე რ----- ც----------ის წარმომადგენელ მ---------–-–---–-ს მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე და მოსარჩელემ მოითხოვა: რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკამდე ნახვის უფლება კვირის ყოველ დღეს 2 საათის განმავლობაში, დედასთან შეთანხმებით და დედის თანდასწრებით. რ------–-----------ს მიეცეს უფლება შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკიდან სადღესასწაულო დღეებზე მასთან გაატაროს ხუთი საათი დედის თანდასწრებით. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან ნახვისა და შვილის მასთან დარჩენის უფლება კვირის პარასკევი დღის ბოლოდან კვირა დღის საღამომდე. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან არდადეგების პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების - იანვრის თვის ნახევრისა და ა--------ს თვის ნახევრის გატარების უფლება.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-----------–---მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ განქორწინების ნაწილში, ხოლო ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის წინააღმდეგი არ არის რომ მამამ შვილი ნახოს მისი თანდასწრებით, მაგრამ არ არის თანახმა, რომ მან წაიყვანოს ბავშვი, რადგან ის არის წლის და სამი თვის და ამავდროულად ბავშვი არ იცნობს მამას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ა------–------მა განმარტა, რომ ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში

 

2.1. რ------–-----------ს არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 16 ა--------ს დაბადებული ი------–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელის საფუძველი

 

2018 წლის 13 ნოემბერს მ-----------–---მ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ 201- წელს ცოლად გაჰყვა რ------–-----------ს, 2--- წლის 1- ა--------ს შეეძინათ შვილი ი------–----------ე. რ------–----------- ითხოვს განქორწინებას ისე რომ მას სურს თავი აარიდოს მშობლისათვის დაკისრებულ მოვალეობას შვილის წინაშე. ის უკვე ექვს თვეზე მეტია აღარ ცხოვრობს რ------–-----------სთან და მას არათუ უნახავს თავისი შვილი, არც მოუკითხავს იგი. მ-----------–--- დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი და ბავშვის რჩენა უწევს მარტოს. მოპასუხე კი თავს არიდებს და არ ეხმარება თავის შვილს, რომ ელემენტარული გამოსაცვლელი საფენის და კვების თანხა გაიღოს, რომ არაფერი ითქვას ბავშვის ყოველდღიურ მკურნალობაზე. მოპასუხე რ------–----------- მუშაობს ყოველ მესამე დღეს დიღმის მასივში არსებულ შპ---------–--“ პურის საცხობ ქარხანაში. მას ანაზღაურება აქვს ყოველ მესამე დღეს 50 ლარის ოდენობით და მის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს 500 ლარი. რ------–-----------სთან ერთად ოჯახში ცხოვრობენ მისი მშობლები, რომლებიც ასევე მუშაობენ კერძოდ, მათ ოჯახში ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მრავალი შინაური ფრინველი. აღნიშნულიდან გამომდინარე მ-----------–--- ითხოვს რ------–-----------ს დაეკისროს თავისი შვილის ი------–----------ის სარჩენად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით.

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხე რ------–-----------მ ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩლი და განმარტა, რომ მართალია მას აქვს ხელფასის სახით შემოსავალი 500 ლარი, მაგრამ ის სამუშაოდ ყოველ მესამე დღეს დადის ხ-–------ რაიონიდან და ზამთარში 300 ლარი, ხოლო ზაფხულში 200 ლარი ესაჭიროება მხოლოდ მგზავრობისათვის, აღნიშნულის გათვალისწინებით ის ვერ შეძლებს 150 ლარის გადახდას, მისი შემოსავლების და ზოგადი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ის თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ------–----------- და მ-----------–--- 2--- წლის 1- მ-------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, ს.ფ.14;

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი ი------–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, ს.ფ. 15.

3.1.3. რ------–----------- შ----------–----------–- მუშაობს მეცომის თანამდებობაზე 2018 წლის 01 ა--------დან და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 625 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შ----------–-----------ს“ ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის 03 დეკემბერს გაცემული ცნობა, ს.ფ.84.

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2----–-–----------------ს დასკვნის თანახმად, სოციალურმა მუშაკმა -თ---------–--ემ, განახორციელა ვიზიტი მ----- ა----–--ის (2--–-–-ს) ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე, თ------–-------------–----–-------ს სოფელ ს----------–-. ვიზიტისას შევხვდა და ვესაუბრე მ-----------–---ს, მის დედას – ლ--–- ა----–--ეს და ძმას გ---- ა----–--ეს. მ----- ა----–--ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2--- წლის 1- მ-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ------–-----------სთან და ჰყავთ საერთო შვილი, ი------–----------ე (დაბ. 1---------წ. პ/ნ 0----------). ოჯახი ბავშვის შეძენამდე ცხოვრობდა თ---–--–- ნაქირავებ ბინაში. ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რ----- ც----------ის მშობლებთან საცხოვრებლად ხ-–------ რაიონის სოფ. ფ-–--ში, საიდანაც დაიწყო მათი პრობლემები. მ-----ს გადმოცემით: მას დედამთილი ავიწროვებდა, რემონტის გაფუჭების შიშით, არ აძლევდა უფლებას, ბავშვის გასათბობად, საკუთარ საძინებელში შეშის ღუმელი დაედგა და ი-----ს დენის გამათბობელ მატრასზე აწვენდა, თავად კი ჩაცმულს ეძინა მთელი ზამთარი. მ----- ა----–--ის ნაამბობის თანახმად, დედამთილი მ-----ს მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად თვეების ბავშვს ლობიოთი ხშირად კვებავდა, რაც ჩვილს კუჭ–ნაწლავის პრობლემებს უქმნიდა. ბავშვის დედა აღნიშნავს, რომ ამ პირობებს უძლებდა და განშორებას არ აპირებდა. 2018 წლის აღდგომის დღეებში მან გადაწყვიტა, საკუთარ მშობლებთან გაეტარებინა დღესასწაულის დღეები და თან შესაძლებლობა მისცემოდა თ---–--–- მიეყვანა ბავშვი ექიმთან. მ----- ასევე დასძენს, რომ მან თითქმის ყველა ნივთი დატოვა მეუღლის სახლში უკან დაბრუნებლად, მაგრამ ვინაიდან მას დედასთან სტუმრობა გაუგრძელდა, მეუღლის ოჯახმა, მ-----ს თქმით, ეს მისი ოჯახიდან წასვლად აღიქვა და გააგებინეს, რომ აღარ დაბრუნებულიყო. მ-----მ სარჩელის მიმართ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ მისი სურვილი არ ყოფილა განქორწინება და ბავშვის უმამოდ გაზრდა, თუმცა ოჯახის შენარჩუნების აზრს ვეღარ ხედავს. იგი დასძენს, რომ არც ბავშვის მამისთვის ჩვენების წინააღმდეგია, თუმცა მისი თქმით დღემდე არ გამოუთქვამს ბავშვის ნახვის სურვილი რ------–-----------ს. იგი მხოლოდ ერთ პირობას აყენებს, რომ მამამ ბავშვი სოფ. ს----------–- აღნიშნულ სახლში მოინახულოს და ბავშვს არსად არ გაატანს, რადგან ვერ ანდობს ოჯახის ვერცერთ წევრს. ასევე აღნიშნავს, რომ მამის მიერ მითითებული ნახვის პერიოდები და საათები მას უაზროდ მიაჩნია (ყოველი თვის ბოლო კვირა ბავშვმა გაატაროს მამასთან, სამუშაო საათებში დედასთან შეთანხმებით მინიმუმ 2 საათით გაასეირნოს, ასევე საიუბილეო და სადღესასწაულო დღეებში მინიმუმ 5 სთ. გაატაროს მამასთან, იანვრის, ივლისისა და ა--------ს თვეების ნახევარიც მამასთან იყოს ბავშვი). მ-----ს დედა გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს მ-----ს შვილის აღზრდაში. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორსართულიან ქვის მყარ ნაგებობას. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, სველი წერტილები 2 საძინებელი, სარდაფი. პირველ სართულზე ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები და კარგ მდგომარეობაშია. მეორე სართული შედგება 4 საძინებლის და 2 დამხმარე ფართისგან, რომლებიც ნაწილობრივ სარემონტოა. მ----- თავის საძინებელს შეშის ღუმელით ათბობს, ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი დედის გვერდით. ყველა ოთახი მოწყობილია ავეჯით. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახს გააჩნია ტექნიკა (გაზქურა, მაცივარი, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი), ავეჯი. გასათბობად იყენებენ შეშის ღუმელს. სახლს აკრავს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოჯახს საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს კარტოფილი, სიმინდი, ლობიო. ასევე აქვთ 30 ძირი ფუტკრის სკა, შესაბამისად თაფლიც, რომელსაც ჰყიდიან. ასევე ჰყავთ შინაური ცხოველები. პერიოდულად აქვთ დამატებითი შემოსავალი რძის პროდუქტის გაყიდვის შედეგად. ვინაიდან არასრულწლოვანი ი------–----------ე წლის და სამი თვისაა, მასთან პირადად გასაუბრება ვერ მოხერხდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ორივე მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შვილის ინტერესები, წავიდნენ გარკვეულ დათმობასა და მორიგებაზე, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საჭიროა მის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს თ-----–------- რაიონული განყოფილების 2018 წლის 2-----------ს დასკვნა, ს.ფ.69-70.

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–------ რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 დ--------ს დასკვნის თანახმად, სმს ხ-–------ რაიონული განყოფილებამ განახორციელა არასრულწლოვან ი------–----------ის (დაბ.1------017წ, პ/ნ 0----------) მამის რ----- ც----------ის (პ/ნ 5----------) ოჯახის შეფასება, რადგან ბავშვი დედასთან მ-----------–---სთან ერთად ცხოვრობს თ------–----------------ს სოფელ ს----------–-. რ------–----------- და მ-----------–--- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს განქორწინების მოთხოვნასაც. რაც შეეხება რ----- ც----------ის ოჯახს, ოჯახი სამსულიანია: ბავშვის ბაბუა ნ--------ი ც----------ე (პ/ნ 5----------), ბებია მ--- ც----------ე (პ/ნ 5----------) და მამა რ------–-----------. ოჯახი ცხოვრობს ხ-–------ რაიონის სოფელ დ----------ში მდებარე ერთსართულიან ბელეტაჟის ტიპის სახლში, რომლის საყოფაცხოვრებო პირობები კარგია. საცხოვრებელში განლაგებულია ოთხი ოთახი და აივანზე სამზარეულო. ნულოვანი სართული დათმობილი აქვს სარდაფს, და ასევე არის მანსარდი, რომელიც ამ ეტაპზე არ არის გარემონტებული. არსებული 4 ოთახიდან ორი საძინებელია, ერთი მისაღები და ერთი ყოველდღიური ოთახი, სადაც განთავსებულია ღუმელი და ოთახს გამოიყენებენ ზამთარში სასადილოდ. საძინებელი და მისაღები ოთახები კეთილმოწყობილია. აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ავეჯით. ამჟამად გეგმავენ კეთილმოაწყონ სამზარეულო, რომელიც აშენებულია აივანზე. აქვთ ეზოში განლაგებული კეთილმოწყობილი სველი წერტილები. სახლში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ბავშვისათვის საცხოვრებელში არის თანამედროვე ტიპის საწოლი და მისი ნივთებისათვის საჭირო სათავსო. ეზოში ასევე განთავსებულია დამატებითი სათავსოები. ოჯახში აქვთ მუდმივი ელექტროენერგია, წყალი, თხევადი გაზი. ოჯახის წევრების გადმოცემით, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს რ----- ც----------ის ხელფასი 500 ლარი, ნ--------ი ც----------ისა და მ--- ც----------ის შემოსავალი კერძო საქმიანობიდან სეზონურად 800 ლარის ოდენობით. აქვთ 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ოჯახი ამუშავებს და მოჰყავს მარცვლეული კულტურები. ძირითადად ხორბალი, სიმინდი და ლობიო, ასევე ოჯახისათვის საჭირო ბოსტნეული. ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველები. ამდენად, ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ბავშვის პირველადი საჭიროებები მაქსიმალურად. ი------–----------ე 7 თვის ასაკამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ხ-–------ რაიონის სოფელ დ----------ში მამის ოჯახში და მისი პირველადი საჭიროებები მოპოვებული ინფორმაციით, სრულად იყო დაკმაყოფილებული. მამა სამსახურიდან თავისუფალ დროს, მისივე გადმოცემით, ატარებდა ბავშთან და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მზრუნველობასა და მეთვალყურეობაში. 2018 წლის 30 მარტის შემდეგ კი ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს დედის მშობლებთან. რ----- ც----------ის გადმოცემით, 30 მარტის შემდეგ მას არ უნახავს შვილი იმ მიზეზით, რომ მ----- არ აძლევს შვილის მონახულების უფლებას. მ-----სთან სატელეფონო საუბრებისას რ-----ის გადმოცემით, მ----- ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ კონკრეტდება სად შეახვედრებს შვილს. თავად რ------–-----------ს, მისივე განმარტებით, კონფლიქტებისა და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, არ სურს შვილი მოინახულოს მეუღლის ოჯახში, ვინაიდან მეუღლის ოჯახის წევრები არ არიან კეთილგანწყობილნი მის მიმართ. ბავშვის მამას და მის ოჯახის წევრებს სურვილი აქვთ სისტემატიური ურთიერთობა ქონდეთ შვილთან და შვილიშვილთან როგორც სატელეფონო, ისე პირადი. თუმცა ამ ეტაპზე ბავშვის ასაკიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვთან მხოლოდ ნახვა. მოპოვებული ინფორმაციით, მამას შესწევს უნარი იზრუნოს შვილზე, უზრუნველყოს იგი ნუტრიციული საკვებით, ჰიგიენის დაცვით, სეზონური ტანსაცმელითა და საჭიროების შემთხვევაში მიიყვანოს ექიმთან. მოპოვებული ინფორმაციით, რ-----ის ოჯახის წვრებს შორის თბილი და უკონფლიქტო დამოკიდებულებაა, შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის არქონა მტკივნეულია ოჯახის ყველა წევრისთვის. მამის გადმოცემით, ის აცნობიერებს, რომ მასსა და მ-----------–---ს შორის წარმოქმნილი უთანხმოების უმტკივნეულოდ მოგვარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებისათვის. იგი თანახმაა შვილს დაეხმაროს ყველა სახით, თუკი მას მიეცემა შვილთან სისიტემატიური ურთიერთობის საშუალება. ბავშვის რამდენიმე თვეა იზრდება მამისგან შორს, მათ შორის არ ყალიბდება მამაშვილური ურთიერობა, მას არ აქვს მიჯაჭვულობა მამასთან ასაკიდან გამომდინარე, იგი მამასთან დაშორებისას იყო 7 თვის, ამჟამად კი არის 1 წლის და 4 თვის, რასაც მამა განიცდის მტკივნეულად. მას სურს შვილთან ზემოთაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად ჰქონდეს შვილთან სისიტემატიური ურთიერთობა ბავშვის ასაკისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ამჟამად და შემდგომ პერიოდში. ვინაიდან ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით ბავშვს უფლება აქვს რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, თუნდაც მათი განქორწინების შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მშობლებს შორის შეთანხმება ბავშვის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ნაკლებ ტრამვას მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ი------–----------ის განვითარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–------ რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 დ--------ს დასკვნა, ს.ფ. 71-72.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელე რ------–-----------ს უკანასკნელი თვეებია არასრულწლოვანი, 2--- წლის 1- ა--------ს დაბადებული ი------–----------ე არ უნახავს და არ მიუღია მონაწილეობა მის რჩენა-აღზრდაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე და ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6, 36-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106, 1122 - ე, 1127, 1152-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე,1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, ” ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-3, მე-7, მე-9, 18-ე 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

რ------–-----------ს და მ-----------–---ს 2--- წლის 1- მ-------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; მოპასუხე მ-----------–---მ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი რ------–-----------ს და მ-----------–---ს შორის ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. ამ ნორმით აღიარებულია დედათა და ბავშთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია, რომლის მიხედვით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას, რადგან საერთაშორისო და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით საოჯახო ურთიერთობებში უპირატესია ბავშვის ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. ბავშვის ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყო ასევე მშობლების დაშორების შემდეგაც იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს ორივე მშობელთან ინტენსიური პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

დადგენილია, რომ რ------–-----------ს და მ-----------–---ს ჰყავთ საერთო შვილი 2--- წლის 1- ა--------ს დაბადებული ი------–----------ე. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მცირეწლოვანი ი----- იზრდება დედასთან მ----- ც----------ესთან, თ------–----------------ს სოფელ ს----------–-.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე რ------–-----------ს მ----- ა----–--ის მშობლებთან წამოსვლის შემდეგ არ უნახავს შვილი ი------–----------ე.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომ მამის მხრიდან მოსალოდნელია მცირეწლოვანის მიმართ უარყოფითი ზემოქმედების საშიშროება. შესაბამისად მცირეწლოვანი ი------–----------ის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები, მან უნდა უზრუნველყოს მეორე მშობლის შვილთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი, უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობლებთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი - ორივე მშობლის მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ ყოფნა. თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ასეთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც უნდა გადაწყდეს ერთერთ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის წესი. მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

 

ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა მცირეწლოვანი ი------–----------ის საუკეთესო ინტერესებში სამი წლის ასაკამდე მამასთან, დედის თანდასწრებით, ყოველდღიურად ორი საათის გატარება, სამი წლის ასაკიდან სადღესასწაულო დღეებში დედის თანდასწრებით, არანაკლებ ხუთი საათის გატარება, ექვსი წლის ასაკიდან მისი ნახვის და მასთან დარჩენის უფლება ყოველი კვირის პარასკევი დღის ბოლოდან კვირა დღის საღამომდე და იანვრის თვის და ა--------ს თვის ნახევარის მასთან გატარების უფლება. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ი------–----------ესთან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

ბავშვის, ი------–----------ის ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვზე მზრუნველობის საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. რადგან ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა ორივეს უფლებაა. ასეთ დავაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობა მისი აღზრდისათვის აუცილებელია, რადგან მისი ჯანსაღი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის აუცილებელია გრძნობდეს ორივე მშობლის მზრუნველობას, ნათლად აღიქვამდეს მშობლის უშუალო მონაწილეობას მის აღზრდაში. ამასთან, ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებელია მცირეწლოვანი ასაკიდანვე და მოცემულ შემთხვევაში ი------–----------ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს მამა შვილს შორის ურთიერთობა, ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისა და განვითარებისათვის რ------–-----------ს უნდა მიეცეს ი------–----------ის ნახვის და ურთიერთობის უფლება.

 

საქმეზე დადგენილი ბავშვის მცირეწლოვანი ასაკი, მისი დედასთან მიჯაჭვულობა და მიჩვევა, ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანს ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და გარემო-პირობები. მოსარჩელეს ამ ეტაპზე არ აქვს ბავშვთან ურთიერთობის და დამოუკიდებლად მოვლის გამოცდილება. გასათვალისწინებელია ასევე მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილი. შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, ი------–----------ის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მცირეწლოვანის ყოველდღიური რეჟიმის მხედველობაში მიღებით, რ------–-----------სა და ი------–----------ეს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, შეგუება-შეჩვევის მიზნით, ურთიერთობის პირველი ეტაპი უნდა იყოს ყოველდღიური, ხოლო არასრულწლოვანის წამოზრდის შემდეგ, გაიზარდოს რ------–-----------სა და მცირეწლოვან ი------–----------ეს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა დარჩენის უფლებით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ----- ც----------ის დაზუსტებული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკამდე ნახვის უფლება კვირის ყოველ დღეს 2 საათის განმავლობაში, დედასთან შეთანხმებით და დედის თანდასწრებით, ბავშვთან ურთიერთობის შეჩვევის მიზნით. რ------–-----------ს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკიდან მიეცეს უფლება სადღესასწაულო დღეებზე მასთან გაატაროს ხუთი საათი დედის თანდასწრებით. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან ნახვისა და შვილის მასთან დარჩენის უფლება კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან არდადეგების პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების - იანვრის თვის ნახევრისა და ა--------ს თვის ნახევრის გატარების უფლება

 

6.3. რაც შეეხება მ----- ა----–--ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ი------–----------ე ცხოვრობს დედასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამდენად, არასრულწლოვან ი------–----------ის მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილების, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიური 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის თანხა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის და მისთვის მინიმალურად ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე, და თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა საკმარისია ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ეს თანხა სრულად (ან უმეტესი ნაწილი) არ უნდა გადახდეს მოპასუხეს. იგი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მხარეთა შორის. ბავშვის რჩენის მშობელთა თანაბრობის პრინციპს კი სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მხარეთა მატერიალური/ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა რომელიც დაადასტურებდა ბავშვისათვის ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. მას არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ რ------–----------- და მ-----------–--- არიან შრომისუნარიანნი, რ------–----------- დასაქმებულია, მ-----------–--- არ მუშაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ორივე მათგანს აქვს უნარი შეუქმნას არასრულწლოვან შვილს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ----- ც----------ეს გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით 500 ლარის ოდენობით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი ი------–----------ე ცხოვრობს დედასთან და არასრულწლოვანის აღზრდისათვის, ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს, რომელსაც დამოუკიდებლად მეორე მშობლის დახმარების გარეშე ვერ უზრუნველყოფს მ-----------–---.

 

`ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 1- დ--------ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 ა--------დან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა. ფინანსური შესაძლებლობები.

 

ალიმენტის საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების რჩენისათვის აუცილებელი ფინანსების გაღება არის მშობლის ვალდებულება, რაც მშობელს უნდა დაეკისროს მისი შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მ----- ა----–--ის მიერ ალიმენტის სახით მოთხოვნილი 150 ლარი მოპასუხის რ----- ც----------ის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მაღალია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, შესაბამისად მისი ოდენობა უნდა იყოს მოპასუხის მატერიალური პირობებისა და შემოსავლის ადექვატური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად შვილისათვის ფინანსურის სახსრებით დახმარების ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელე მ-----------–---საც. თუმცა, იგი დასაქმებული არ არის, მასთან აღსაზრდელად არის და შემდეგში იქნება მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მუდმივი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, ეს ფაქტი მისი დაუსაქმებლობის ობიექტური გარემოებაა. ამდენად, მ-----------–---ს საპატიო მიზეზის გამო არა აქვს დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად შვილების მატერიალურად უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივიმოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას.(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2018 წლის სექტემბრის თვისათვის 285,4 ლარს, ოქტომბრის თვისთვის 291,5 ლარს, ნოემბრის თვისთვის 292,5 ლარს, ხოლო სამსულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს: 2018 წლის სექტემბრის თვისათვის 271,3 ლარს, ოქტომბრის თვისთვის 277,1 ლარს, ნოემბრის თვისთვის 278 ლარს, (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo, გამოხმობის თარიღი 05.01.2019წ). სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისა და სამსულიანი ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის ი------–----------ის სასარგებლოდ მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად, მ-----------–--- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე რ------–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში.

 

საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელიც გადახდილია მოსარჩელე რ----- ც----------ის მიერ განქორწინების და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნისათვის.

 

მ-----------–---მ სასარჩელო მოთხოვა განქორწინების მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად მხარეების თავისუფლდებიან განქორწინების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და რ------–-----------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ განქორწინების მოთხოვნისათვის წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ------–-----------ს დაეკისრა ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, მის მიერ განქორწინების მოთხოვნისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში გადასახდელად დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის სანაცვლოდ გადახდილად.

 

მოსარჩელე რ----- ც----------ის მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში (რომლისთვისაც გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მ-----------–--- უნდა დაეკისროს რ----- ც----------ის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, ხოლო 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 42-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რ----- ც----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შეწყდეს ქორწინება მ-----------–---სა (პ/ნ 2----------, დაბ. 1---------წ) და რ------–-----------ს (პ/ნ 5----------, დაბ. 0--------- წ) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 1-------, სსგს თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი #0-----------

3. რ------–-----------ს (პ/ნ 5----------) არასრუწლოვან შვილთან, ი------–----------ესთან ურთიერთობისათვის (დაბადებული 1---------წ) განესაზღვროს ნახვისა და მასთან ურთიერთობის შემდეგი წესი:

4. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკამდე ნახვის უფლება კვირის ყოველ დღეს 2 საათის განმავლობაში, დედასთან შეთანხმებით და დედის თანდასწრებით.

5. რ------–-----------ს შვილის ი------–----------ის სამი წლის ასაკიდან მიეცეს უფლება სადღესასწაულო დღეებზე მასთან გაატაროს ხუთი საათი დედის თანდასწრებით.

6. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან ნახვისა და შვილის მასთან დარჩენის უფლება კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 18: საათამდე.

7. რ------–-----------ს მიეცეს შვილის ი------–----------ის ექვსი წლის ასაკიდან არდადეგების პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების - იანვრის თვის ნახევრისა და ა--------ს თვის ნახევრის გატარების უფლება.

8. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----- ა----–--ის შეგებებული სარჩელი.

9. რ------–-----------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1- ა--------ს დაბადებული ი------–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 13 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

10. მოსარჩელე რ----- ც----------ის მიერ გადახდილი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

11. მ-----------–---ს რ----- ც----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე