გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002366857
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს "მ-----------------------------–------------" (ბ-----------------–------------);

წარმომადგენელი - ზუ-----------–--ე

მოპასუხეები - მ-----–---–--–---–ი, მ-------–----–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----–---–--–---–ს და მ-------–----–---–ს შპს "მ-----------------------------–------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 473 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 4 697.3 ლარი, პროცენტი - 688.8 ლარი, პირგასამ-ტეხლო 1087.13 ლარი;

1.2. მ-----–---–--–---–ს და მ-------–----–---–ს შპს "მ-----------------------------–------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20---–-–------------------------–-სა და მ-----–---–--–---–ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხად მიიღო 5 000 ლარი, 24 თვის ვადით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დავალიანების ძირითადი თანხის 1% და ვადაგადაცილებულ პროცენტზე 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

20---–-–------------------------–-სა და მ-------–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან იკისრა ვალდებულება სოლიდარულად დაფაროს მოვალის ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხი-ლებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, ამასთან, ამავე თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რაც შეადგენს 5 500 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ-----–---–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრუ-ლება, რომელიც მას უნაკლოდ დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა შეესრულებინა, აგრეთვე, დარღვეული იქნა სოლიდარული მოვალეების მიერ თავდებობის ხელშეკ-რულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

20---–-–----------------ს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 4 697.3 ლარი, პროცენტი - 688.8 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მ-----–---–--–---–მა სარჩელი ცნო სრულად.

 

2.2. მოპასუხე მ-------–----–---–ს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. ამდენად, მისი პოზიცია სარჩელთან მიმართებით სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–------------------------–-სა და მ-----–---–--–---–ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხად მიიღო 5 000 ლარი, 24 თვის ვადით, ხელშეკრულებით განსაზღ-ვრული სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დავალიანების ძირითადი თანხის 1% და ვადაგა-დაცილებულ პროცენტზე 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31/0-/2--- ფინანსური მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. 20---–-–------------------------–-სა და მ-------–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან იკისრა ვალდებულება სოლიდარულად დაფაროს მოვალის ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, ამასთან, ამავე თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რაც შეადგენს 5 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20---–-–-------------ს თავდების განცხადება (ს.ფ. 23);

- 20---–-–-------------ს თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24 - 25);

 

3.1.3. მოპასუხეებმა 20---–-–-------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. მ-----–---–--–---–ს და მ-------–----–---–ს არაერთხელ გაეგზავნათ შეტყობი-ნებები სესხის დროულად დაფარვის მოთხოვნით თუმცა, მათ მიერ უგულებელყოფილი იქნა მოსარჩელის მცდელობა, რომ დამატებითი გაფრთხილებით მოპასუხეების მიერ შესრულებული ყოფილიყო მათ მიერ აღებული ვალდებულება, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 26-35);

 

3.1.5. სარჩელის შეტანის დროისათვის მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ეკისრებათ დავალიანება - 6 473 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 4 697.3 ლარი, პროცენტი - 688.8 ლარი, პირგასამტეხლო 1087.13 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. შპს "მ-----------------------------–------------"-ს წარმომადგენლმა 201--–-–----------------ს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა პირგასამტეხლო და ითხოვს - 200 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0--------- სასამართლო სხდომის ოქმი

 

3.2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "მ-----------------------------–------------"-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლო-ბით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შემცირებული იქნა პირგასამტეხლო 200 ლარამდე. მოპასუხე მ-----–---–--–---–მა სარჩელი ცნო სრულად, ხოლო მ-------–----–---–ს არ წარმოუდგენია შესაგებელი ამასთანავე არც სხდომაზე გამოცხადებუ-ლა და მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთ-ხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

20---–-–-------------ს ფინანსური მომსახურების შესახებ და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულები-სათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებუ-ლების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხი-ლების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც ირკვევა, რომ მოპასუხეები გაფრთხილებულები იყვნენ დავალიანების არსებობის შესახებ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედი-ტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრუ-ლებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრუ-ლობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხი-ლებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდე-ბულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფ-ლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებუ-ლების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად შესრულდა აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.

 

აღნიშნუი ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხეების მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სესხის პროცენტის და ჯარიმის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრუ-ლებებით აკისრია სესხის პროცენტის და ჯარიმის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული თანხები სრულად გადახდილია, ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ 20---–-–-------------ს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე მ-------–----–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მ-----–---–--–---–ის მიერ კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

თავდების - მ-------–----–---–ის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 5 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულები-სათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შემცირებული პირგასამტეხლო (200 ლარი) მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და სარჩელის ფასი განსაზღვრა 5686.1 ლარით. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 197.20 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 26.7 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე მ-----–---–--–---–მა სარჩელი ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება, მოპასუხე მ-------–----–---–ს მას უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 170.5 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "მ-----------------------------–------------" (ბ-----------------–------------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მ-----–---–--–---–ს და მ-------–----–---–ს შპს "მ-----------------------------–------------"-ს (ბ-----------------–------------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 586.1 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 4 697.3 ლარი, პროცენტი - 688.8 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი;

1.2. მ-----–---–--–---–ს და მ-------–----–---–ს შპს "მ-----------------------------–------------"-ს (ბ-----------------–------------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა;

2. მ-------–----–---–ს შპს "მ-----------------------------–------------"-ს (ბ-----------------–------------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 170.5 ლარის გადახდა;

3. შპს "მ-----------------------------–------------"-ს (ბ-----------------–------------) (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2--------- წელს სს „თ-----------“-ს N1--------- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 197.20 ლარიდან 26.7 ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე