გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002719757
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32971-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე: საქართველოს შ-----------------------------

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–ი

მოპასუხე: ზ---------------–---–ი

წარმომადგენელი: კ--------------–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. 1. დაეკისროს მოპასუხე ზ---------------–---–ს შ-----------------------------ს სასარგებლოდ 10 656 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ზ---------------–---–ი შ-----------------------------ს ბალანსზე მყოფი ავტომანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ამოტრიალდა.

 

შ-----------------------------ს ბალანსზე მყოფ ავტომანქანის დაზიანებაზე შსს გ-------–------------–--ს დასკვნის საფუძველზე ბრალეულ პირად ცნობილ იქნა ზ---------------–---–ი.

 

ზ---------------–---–ი საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით.

 

შსს ე-------------------------------ს წერილის შესაბამისად ირკვევა, რომ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით W------, საბალანსო ღირებულება დაზიანებისას იყო 10 656 ლარი.

 

წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად ცნობილ იქნა ზ---------------–---–ი.

 

ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W------ - სრულად არის განადგურებული, წარმოადგენს ჯართს და შესაბამისად, ვერ ხერხდება მისი შეფასება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზურამ ქიმბარიშვილმა წარმოადგინა მოთხვნის გამომრიცხავი და განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N0-------- საქმეზე - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ---------------–---–ის სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. ამასთან, შსს გ-------–------------–--ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ზ---------------–---–ის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. სინამდვილეს არ შეესაბამება გარემოება იმის შესახებ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება დაზიანებისას იყო 10656 ლარი. გაურკვეველია, თუ რას შეადგენს ავტომანქანის საბალანსო ღირებულება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო ზიანის მიყენების დროისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოპასუხე შესაგებელში ასევე აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2008 წლის 31 მაისს, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ 2008 წლის 31 მაისსვე შეიტყო ზიანის დადგომის თაობაზე, რამეთუ აღნიშნულ ფაქტზე სწორედ 2008 წლის 31 მაისს დაიწყო წინასწარი გამოძიება ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის სამმართველომ, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 12 ნოემბერს, რაც არღვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1008-ე მუხლში მითითებულ დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, რადგან „მოთხოვნის წარმოშობისა“ და მოსარჩელის მიერ აღნიშნულის თაობაზე შეტყობის დღიდან გასულია მინიმუმ 10 წელი და 5 თვე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 31 მაისს თბილისი-მ--------–--გ-------ს გზის 46-ე კილომენტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. საქართველოს შ-----------------------------ს კუთვნილი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა პოლიციის ლეიტენანტი ზ---------------–---–ი, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბ------;

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

 

3.1.2. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ზ---------------–---–ი და იგი დაჯარიმდა 200 ლარით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბ------ შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბ------.

 

3.1.3. საქართველოს შ-----------------------------ს გ-------–------------–--ს 2008 წლის 12 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შ-----------------------------ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, პოლიციის ლეიტენანტ ზ---------------–---–ის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დაევალა შ-----------------------------ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს ავტომანქანის - სახელმწიფო ნომრით W------, ზ---------------–---–ის ხარჯზე აღდგენა ან ჩამოწერა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საქართველოს შ-----------------------------ს გ-------–------------–--ს დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 10656 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დელიქტიდან გამომდინარე სარჩელები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთ შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი და ეს ზიანი შეადგენს 10 656 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შ-----------------------------ს ე-------------------------------ს მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით W-------ის საბალანსო ღირებულება დაზიანების პერიოდში შეადგენდა - 10 656 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ამგვარად, მოცემული დანაწესი საკუთარ თავში აერთიანებს სრულად გამოსწორების პრინციპს, რომლის მიზანს წარმოადგენს დაზარალებულის ე. წ. შენარჩუნების (ინტეგრიტეტის) ინტერესის დაცვა.

 

თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ზიანის კომპენსაციისათვის არასაკმარისია, დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ანუ კანონმდებელი დამზიანებელს უტოვებს არჩევანის თავისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და ვისი მეშვეობით აღადგენს თავდაპირველ მდგომარეობას.

 

მოსარჩელე ითხოვს სრულად ანაზღაურდეს ავტომანქანის ღირებულება, თუმცა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რას შეადგენს დღეისათვის სადავო ავტომანქანის საბაზრო ღირებულება.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მტკიცება, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულებაა 10 656 ლარი, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია და რის გამოც მოპასუხეს აქვს ვალდებულება სრულად აანაზღაუროს ავტომობილის ღირებულება. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ფოტოსურათი. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ ირკვევა, რომელი ავტომანქანაა ფოტოზე ასახული, გარდა ამისა, თუნდაც ირკვეოდეს, რომ ფოტოზე ჩანს ის ავტომანქანა, რომლის დაზიანებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვს, მხოლოდ ფოტოსურათით შეუძლებელია დადგენა, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა

 

3.2.2. საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი არის ხანდაზმული.

 

მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარე და მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა შემოწმდეს, რომლის თანახმადაც, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა მოხდა 2008 წლის 31 მაისს, რაზეც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ამასთან, საქართველოს შ-----------------------------ს გ-------–------------–--ს 2008 წლის 12 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შ-----------------------------ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, პოლიციის ლეიტენანტ ზ---------------–---–ის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დაევალა შ-----------------------------ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს ავტომანქანის - სახელმწიფო ნომრით W------, ზ---------------–---–ის ხარჯზე აღდგენა ან ჩამოწერა, შესაბამისად, სულ მცირე 2008 წლის 12 ნოემბრიდან მოსარჩელისათვის ცნობილია, ვინ არის ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. სარჩელი აღძრულია 2018 წლის 12 ნოემბერს, შესაბამისად, გასულია სარჩელის სასამართლოში შეტანის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 1008-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ქონება (იხ. 3.1.1, 3.1.2 პუნქტები).

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სიტყვა-სიტყვით არ უნდა იქნეს გაგებული და არ ნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია პირადად გამოასწოროს დაზიანება, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ნიშნავს არა ავტომანქანის შეკეთებას მოპასუხის მიერ, არამედ მოსარჩელისათვის შესაბამისი დანახარჯის ანაზღაურებას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და არ დასტურდება, რომ მოპასუხე ზ---------------–---–ის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 10 656 ლარს. ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია და მოპასუხე ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს ავტომანქანის ღირებულება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარე და მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება სწორედ ზემოაღნიშნული (1008) მუხლით დადგენილი წესით უნდა შემოწმდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

აღნიშნული შესაძლებლობის დროში შეზღუდვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:

 

1. სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;

2. სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისაკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სამართლის დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ;

3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში;

4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.

 

სიტყვა „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მხოლოდ მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მატერიალური სარჩელის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვოს.

 

სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ სარჩელი არის ხანდაზმული.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2008 წლის 31 მაისს, რაზეც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს შ-----------------------------ს გ-------–------------–--ს 2008 წლის 12 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შ-----------------------------ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, პოლიციის ლეიტენანტ ზ---------------–---–ის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დაევალა შ-----------------------------ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს ავტომანქანის - სახელმწიფო ნომრით W------, ზ---------------–---–ის ხარჯზე აღდგენა ან ჩამოწერა, შესაბამისად, სულ მცირე 2008 წლის 12 ნოემბრიდან მოსარჩელისათვის ცნობილია, ვინ არის ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. სასარჩელო ხანდაზმულობის დენაც დაიწყო 2008 წლის 12 ნოემბრიდან, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2011 წლის 12 ნოემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 12 ნოემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია და მოპასუხე არ არის თანახმა, შეასრულოს ვალდებულება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შ----------------------------- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე ითხოვს, მოსარჩელეს დაეკისროს მის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რა ფარგლებშიც შეიძლება წაგებულ მხარეს დაეკისროს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება: არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა. ადვოკატი და კლიენტი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან დავალების ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეუძლიათ შეთანხმდნენ ნებისმიერ ჰონორარზე, რაც მათთვის მისაღებია, მაგრამ იმისათვის, რომ წაგებულ მხარეს შეუსაბამო ტვირთად არ დააწვეს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება, კანონმდებელმა დაადგინა მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც დავის მოწინააღმდეგე მხარე არის ვალდებული, აანაზღაუროს მოგებული მხარის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი. მოპასუხის მიერ მითითებული თანხა აღემატება ამ ზღვარს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში, არის 400 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

2. საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი მოპასუხე ზ---------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

3. საქართველოს შ-----------------------------ს ზ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

 

მოსამართლე: ხათუნა ჯინორია