გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/11929-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე - ცი-----–-------ე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
წარმომადგენელი: თა------------ე
მოპასუხე - სო------------–ი (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
წარმომადგენელი: მა---------–---–---–ი
დავის საგანი ძირითად სარჩელში: ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა;
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: განქორწინება
1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელში
1.1.მოსარჩელე ცი-----–-------ე ცნობილ იქნას უძრავი ქონების , მდებარე თბილისში, ს----------------------- ს/კ 0----------------------, ½ ნაწილის თანამესაკუთრედ;
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
1.2. მოსარჩელე სო------------–სა და მოპასუხე ცი-----–-------ეს შორის ქორწინების შეწყვეტა.
ძირითადი სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ცი------–--------ს მითითებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე სო------------–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ნა-------------–ი(დაბ.1--- წელს) და ხა---------------–ი
( დაბ. 1--- წელს).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მეუღლეებმა, 2012 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე, თბილისი ფ-------–--------------------------- აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მოპასუხე სო------------–ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე არის კონფლიქტური და ნერვიული პიროვნება, მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა, მოსარჩელის მიმართ არის აგრესიული და მოსარჩელეს აყენებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მოსარჩელე , ასევე, უთითებს, რომ მოპასუხე არ აძლევს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებით სარგებლობის საშუალებას, მიიჩნევს , რომ აღნიშნული უძრავი ქონება მხოლოდ მისია, მაშინ როცა, სადაო ქონება შეძენილია მხოლოდ მოსარჩელის სახსრებით, რადგან უძრავი ქონების შეძენის დროსაც და ახლაც, მხოლოდ მოსარჩელეა დასაქმებული, ხოლო მოპასუხე არის პენსიონერი და მას არ ჰქონდა
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1151-ე 1159-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-12 );
მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (იხ.სხდომის ოქმი)
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ცი-----–-------ესთნ იქორწინა 1--- წლის 04 აგვისტოს. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი ქალიშვილი- ნა-------------–ი, დაბადებული 1--- წლის 08 დეკემბერს და ხა----------------–ი- დაბადებული 1--- წლის 20 აპრილს.
მოსარჩელე ასევე, მიუთითებს, რომ მოპასუხემ 1999 წელს შეიტანა სასამართლოში სარჩელი, რითაც მოიხოვა ქორწინების შეწყვეტა, ბინაში შესახლება და ნივთების გაყოფა. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და მათ შორის ქორწინება შეწყვიტა, მოპასუხე ბინაში შეუსახლა და ცხოვრობდნენ ამგვარად. მისივე მითითებით, მოპასუხეს ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაცია მმაჩის განყოფილებაში არ მოუხდენია.
მოპასუხის მითითებით, მისთვის ახლა გახდა ცნობილი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მმაჩის განყოფილებაში რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ, რითაც ისარგებლა მოსარჩელის ყოფილმა მეუღლემ, მოპასუხე ცი-----–-------ემ და მოითხოვა მოსარჩელის სახსრებით შეძენილი ქონების გაყოფა, ამიტომ სურს მასთან ქორწინების შეწყვეტა.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 -ე მუხლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შეგებებული სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 74-85 );
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (იხ.სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე
2.1. მოპასუხე სო------------–ი ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან იქორწინა 1--- წლის 04 აგვისტოს. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი ქალიშვილი- ნა-------------–ი, დაბადებული 1--- წლის 08 დეკემბერს და ხა----------------–ი- დაბადებული 1--- წლის 20 აპრილს. 1999 წელს მოხდა მათი განქორწინება, მოსარჩელეს და მათ შვილებს, მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან გამოეყოთ 21 კვმ ფართი და მოპასუხეს დაუტოვეს მხოლოდ 9 კვმ ფართი და ისინი შესახლებულ იქნენ მის საცხოვრებელ ბინაში თანაცხოვრების უფლებით.
მოპასუხე, ასევე, მიუთითებს, რომ მისთვის ახლა გახდა ცნობილი განქორწინების თაობაზე მმაჩის ბიუროში დარეგისტრირების აუცილებლობის შესახებ , მაგრამ ამ ხნის მანძილზე მას მოსარჩელესთან თანაცხოვრება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოპასუხის მითითებით, სადავო ბინა შეძენილია მხოლოდ მისი სახსრებით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი ძირითად სარჩელზე (იხ.ს.ფ.43-51);
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).
მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე ცი-----–-------ეს შეგებებულ სარჩელზე წერილობითი სახით შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან სცნო შეგებებული სარჩელი განქორწინების თაობაზე მოთხოვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ცი-----–-------ე და მოპასუხე სო------------–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 06.08.1--- წლიდან წლიდან( აქტის ჩანაწერი #3- მოწმობის ნომერი 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი # 3-(ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2.საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების მიხედვით , მოსარჩელის და მოპასუხის შვილები არიან: ნა-------------–ი დაბდებული 0-----1--- წელს და ხა---------------–ი, დაბადებული 2----/1--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, მოხდენა ჩაწერილია 0-----1--- წელს , # 2--(ს.ფ. 16);
-დაბადების მოწმობა, მოხდენა ჩაწერილია 2----/1--- წელს. # 2--(ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით( 26/03/2018 წლის მონაცემებით) უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თ---–----------------------------- არასაცხოვრებელი ფართი 57.01 კვმ, საკუთრების უფლებით 03/07/2012 წლიდან ირიცხება სო------------–ის სახელზე, საფუძველი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 28/06/2012 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შეგებებულ სარჩელზე თანდართული ქალაქი თბილისის კ--–-----------------–-------------–--- 1999 წლს 08 აპრილის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე #2----) ცი-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ცი-----–-------ესა და სო------------–ს შორის; ცი-----–-------ე ორ შვილთან : ნა-------------–თან და ხა---------------–თან, საკუთრების უფლებით შესახლებულ იქნენ თბილისში, რ------------------–--–--------- კორპუსი. ბ------ის 25 კვმ ფართის ოთახში, რომელიც ირიცხება სო------------–ის სახელზე. ხოლო სო------------–ი საცხოვრებლად დარჩა ამავე ბინის 9 კვმ. ფართის ოთახში; ცი-----–-------ეს, სასამართლო გადაწყვეტილებით, გადაეცა მისი კუთვნილი და ერთად შეძენილი მოძრავი ნივთებიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქი თბილისის კ--–-----------------–-------------–--- 1999 წლს 08 აპრილის გადაწყვეტილება.(ს.ფ 52-54)
3.2.2. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 07.09.2016 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ნივთზე მდებარე: უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თ---–----------------------------- არასაცხოვრებელი ფართი 57.01 კვმ, იჯარა გაფორმდა სო------------–სა და შპს „--–-----ს შორის, 2017 წლის ხუთი იანვრიდან 2022 წლის ხუთ იანვრამდე, იჯარის ქირა თვეში 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
07.09.2016 წლის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ . 55-57)
3.2.3. ძირითად სარჩელში მოსარჩელის, ცი-----–-------ის ახსნა- განმარტებით, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხე სო------------–ს არ წარმოუდგენია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა , რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, მხარეებს საცხოვრებელი ოთახები ცალ-ცალკე აქვთ გამოყოფილი , მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ცი-----–-------ე ზრუნავს მასზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება(იხ. სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხე სო------------–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მოსარჩელესთან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის, ქორწინების დროს - ერთად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უძრავ ნივთზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება და არსებობს მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, განქორწინების თაობაზე მოპასუხე ცი-----–-------ის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 173-ე, 477-ე, 183-ე,1163-ე მუხლები.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“-საქართველოს კანონის 52-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე ცი-----–-------ე ცნობილ იქნას მოპასუხე სო------------–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, მდებარე თბილისში, ს----------------------- ს/კ 0----------------------, ½ ნაწილის თანამესაკუთრედ;
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საკუთრება წარმოშობილია კანონის საფუძველზე, რადგან:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. ამდენად, ცი-----–-------ეს, როგორც სო------------–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის მომხდარია განქორწინება 1999 წელს, მაგრამ მან არ იცოდა განქოწინების მმაჩის ორგანოში რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
-„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“-საქართველოს კანონის 52-ე მუხლის დანაწესის მიხედვით , სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის წარმოდგენისთანავე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, განქორწინების რეგისტრაციისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის აუცილებლობის არ ცოდნას, სასამართლო ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფლების გამომრიცხავ გარემოებად, რათა მოსარჩელე არ იქნეს მიჩნეული სადავო უძრავ ქონების თანამესაკუთრედ.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ ძირითად სარჩელთან ერთად განსახილველად წარმოდგენილია შეგებებული სარჩელი განქორწინების მოთხოვნით, რაც მიუთითებს იმაზე (მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს), რომ მოდავე მხარეები დღემდე (და სადავო ქონების შეძენის დროსაც) იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
რაც შეეხება, მოსარჩელისა და მისი შვილებისთვის მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან გარკვეული ფართის გამოყოფას, 1999 წლის 08 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებაში (რომელიც გამოტანილია ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში) არ არის მითითებული რა იყო ბინიდან წილის გამოყოფის საფუძველი(ხომ არ იყო მეუღლეთა თანასაკუთრება ან აღნიშნულ ბინაზე მოსარჩელეს ხომ არ ჰქონდა საერთო საკუთება წარმოშობილი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიიჩნია, რომ ცი-----–-------ე უნდა აღირიცხოს მოპასუხე სო------------–ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, მდებარე: ქალაქი თბილისი, მდებარე თბილისში, ს-------------------- ა, ს/კ 0----------------------, ½ ნაწილის თანამესაკუთრედ, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარეს, საოჯახო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აქვს უფლება აღირიცხოს აღნიშნული უძრავი ქონების ერთ მეორედი ნაწილის მესაკუთრედ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში სო------------–უ და მოპასუხე ცი-----–-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 06.08.1--- წლიდან( აქტის ჩანაწერი#3-);
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სო------------–ს და მოპასუხე ცი-----–-------ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. ამასთან, არ იკვეთება მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, შეებებულ სარჩელში მოპასუხე ცი-----–-------ემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი მოსარჩელე სო------------–ს და მოპასუხე ცი-----–-------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ცი-----–-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასთან მიმართებით 960 (ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცი-----–-------ის სარჩელზე დართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრის მიხედვით, ბაჟი გადახდილი აქვს სადავო უძრავი ქონების მთლიანი საფასურიდან, ხოლო მისი მოთხოვნა შეადგენს აღნიშნული უძრავ ქონების 1/2 ნაწილს, ამასთან სარჩელი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე სო------------–ისათვის ცი-----–-------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 1010 ლარის დაკისრების საფუძველი.
7.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49- ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სცნო სარჩელი, რაც ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, მხარეების სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველია. ამასთან, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს, სო------------–ს, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--------- წლის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სო------------–ს (პ--------------- აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ----------------------, საკადასტრო კოდი № 0----------------------), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ხი-----–-------ის სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ცი-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ცი-----–-------ე ცნობილ იქნეს სო------------–ის (პ--------------- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ----------------------, საკადასტრო კოდი № 0----------------------), 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--------- წლის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სო------------–ს (პ--------------- აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ----------------------, საკადასტრო კოდი № 0----------------------), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
4. მოპასუხე სო------------–ს(პ--------------- და ცი-----–-------ის (პ.ნ.0-----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის, 1010 (960+50) ლარის გადახდა ;
5. სო------------–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:
5.1. შეწყდეს ქორწინება ცი-----–--------ს (დაბადებული 195--–-–----------ს, პ/ნ 0----------- და სო------------–ს( დაბადებული 195--–-–-------------ს, პ--------------- რეგისტრირებული 1--- წლის 04 აგვისტოს (სააქტო ჩანაწერი N3-, მოწმობის ნომერი 0----------);
5.2 გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
5.3. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
6. სო------------–ს( პ--------------- დაუბრუნდეს მის მიერ 25/09/ 2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი რომელიც ჩარიცხულია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,ლი-------------“ სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია