გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210016001518643
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

№2/29579-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.11.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე ნ----- ჭ--–-–---–ი

წარმომადგენელი ლ-–- ც--–------ე

მოპასუხეები: ს----------–--ს ი------–--ს ს------------ს სახელმწიფო სერვისების გ-----------ის ს-------ო; ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- შ--------------------------ი

წარმომადგენელი გ------- ჯ-----–---–ი

დავის საგანი აუდიტის დასკვნის და ბრძანების ბათილად ცნობა;

სამუშაოზე აღდგენა; განაცდურის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დაბადების მოწმობის გაცემის შესახებ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების თაობაზე ,,ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- შ--------------------------ის 2016 წლის 14 მარტის N----- დასკვნა;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- 2016 წლის 24 მარტის N------ ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–--- ი------–--- ს------------ს სახელმწიფოს სს-------------ს გ-----------ის სა--------- 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის ნ----- ჭ--–-–---–ის ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა;

 

1.5. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 01 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით;

 

1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის 1100 ლარის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2017 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, სგსს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოქალაქემ განცხადებით მიმართა 2016 წლის 08 თებერვალს და მოითხოვა დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემა 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურმა გამოითხოვა ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივიდან და ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივიდან, აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი, ურთიერთშედარების მიზნით საქმის წარმოებისას გაირკვა, რომ აქტს ჩანაწერში პირველ ეგზემპლარში ბავშვის სქესის გრაფა იყო ხარვეზიანი, კერძოდ მითითებული იყო ეროვნება, შემდეგ გადახაზული და მიწერილი სქესი შესაბამისი დამოწმების გარეშე. ხოლო მეორე ეგზემპლარში გადასწორებული იყო ბავშვის გვარი და არ იყო მითითებული სქესი, შესაბამისად მოქალაქის მიმართ გაიცა ცნობა და პასუხშივე განემარტა საკითხის მოგვარების თაობაზე. ამ საქმეზე 2016 წლის 15 თებერვალს ს----––----------------ს გ-----------ის სა--------- შ--------------------------ში დაწყებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დასკვნით უსაფუძვლოდ დადგინდა აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ქმედების უსწორობა და ამ დასკვნის საფუძველზე გამოიცა სა--------- მიერ N------ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული დასკვნისა და ბრძანების ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხის 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 14 თებერვლიდან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრძანება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ უკანონოა, ვინაიდან მასსა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა იყო უვადო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ვადიან შრომით ხელშეკრულებას, რის გამოც, მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ ისურვა მოსარჩელესთან ახალი შრომითი ხელშეკრულების დადება. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან არსებობდა შესაბამისი დარღვევა და საფუძველი მოსარჩელისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადებისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სგსს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მოქალაქემ განცხადებით მიმართა 20016 წლის 08 თებერვალს და მოითხოვა დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემა 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურმა გამოითხოვა ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივიდან და ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივიდან, აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი, ურთიერთშედარების მიზნით საქმის წარმოებისას გაირკვა, რომ აქტს ჩანაწერში პირველ ეგზემპლარში ბავშვის სქესის გრაფა იყო ხარვეზიანი, კერძოდ მითითებული იყო ეროვნება, შემდეგ გადახაზული და მიწერილი სქესი შესაბამისი დამოწმების გარეშე. ხოლო მეორე ეგზემპლარში გადასწორებული იყო ბავშვის გვარი და არ იყო მითითებული სქესი. მოსარჩელის მიერ მოქალაქის მიმართ გაიცა ცნობა მისის მოტხოვნის დაკამყოფოლებაზე უარის თქმის შესახებ და პასუხშივე განემარტა საკითხის მოგვარების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. იმავე მოქალაქემ 2016 წლის 12 თებერვალს განცხადებით მიმართა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, რომ სათანადო წესის მიხედვით დაემოწმებინა სამსახურს დაბადების აქტის ჩანაწერის ერთ ეგზემპლარში გადასწორებული სქესი და განესაზღვრათ ,,მდედრობითი“, ხოლო დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში დაემატებინა სამსახურს სქესის გრაფაში ბავშვის სქესი ,,მდედრობითი“. სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შესწორდა მოქალაქე ნ------------------ დაბადების აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში ბავშვის სქესი ,,მდედრობითზე“, ხოლო დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში გვარი შესწორდა ,,კურტანიძეზე“ და დაემატა სქესის გრაფაში ბავშვის სქესი ,,მდედრობითი“. აღნიშნული შედეგის მისაღწევად მოქალაქემ დამატებით გადაიხადა მომსახურების საფასური 50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. 2016 წლის 15 თებერვალს ს----––----------------ს გ-----------ის სა--------- შ--------------------------ში დაწყებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო 2016 წლის 14 მარტს მიღებულ იქნა შესაბამისი დასკვნა, რომლითაც დადგინდა აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ქმედების უსწორობა და ამ დასკვნის საფუძველზე გამოიცა სა--------- მიერ N------ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 14 მარტის N----- დასკვნა;

- 2016 წლის 24 მარტის N------ ბრძანება;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4. მოსარჩელე 2012 წლის 29 ოქტომბრის N7----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სს-------------ს გ-----------ის სა--------- მთავარ სპეციალისტად და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულება კი დამსაქმებლის სხვადასხვა ბრძანებებით გაუგრძელდა 2017 წლის 01 თებერვლამდე და ხელფასი ატესტაციის წარმატებით გავლის შემდეგ გაეზარდა 1100 ლარამდე. 2017 წლის 01 თებერვალს, მოპასუხემ შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2012 წლის 29 ოქტომბრის N7----- ბრძანება;

- სს-------------ს გ-----------ის სა--------- N1-----, N6-----, N6-----, N10----, N5-----, N0-------, N5-----, N2-----, N3----- ბრძანებები;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მოქალაქე ნ------------------ მოთხოვნა დაბადების მოწმობის გაცემაზე, რადგან აქტის ჩანაწერები იძლეოდა საკმარის საფუძველს მოქალაქისთვის დაბადების მოწმობის გასაცემად.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება უკანონოდ მოხდა, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა მოქალაქის მოთხოვნა დაბადების მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

მითითებული დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად მოსარჩელე შ--------------------------ისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს იმ ფაქტს, რომ პრობლემა არა სქესის დადგენა არამედ, გვარის საკითხი იყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ------------------ დაბადების აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი გვარის ნაწილში უპრობლემოა და არ შეინიშნება არანაირი გადასწორებისა და გადახაზვის ნიშნები. ამავე აქტში მამის გვარი გარკვევით წერია და თანხვედრაშია ბავშვის გვართან. დაბადების აქტის მეორე ეგზემპლარში მამის გვარი ასევე გარკვევით წერია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საფუძველი უარი ეთქვა მოქალაქისათვის ბავშვის დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანება ნ----- ჭ--–-–---–ის გათავისუფლების შესახებ, აღდგენილ უნდა იქნეს მოსარჩელე ნ----- ჭ--–-–---–ი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით 2017 წლის 01 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 32-ე 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის ნ------------------ მოთხოვნა დაბადების მოწმობის გაცემაზე, რადგან აქტის ჩაწერები იძლეოდა საკმარის საფუძველს მოქალაქისთვის დაბადების მოწმობის გასაცემად (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

უდავოდ დგინდება, რომ 2016 წლის 15 თებერვალს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქე ნ------------------ დაბადების აქტის ჩანაწერებში ბავშვის გრაფაში სქესის შესწორების თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქე ნინო კურტანიძეს მოუწია ახალი განცხადებით მიმართვა ს----–-–----------------ს გ-----------ის სა---------ათვის, რისთვისაც მან დამატებით გადაიხადა 50 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი დარღვევა და ამასთან აღნიშნულ დარღვევას შედეგად მოჰყვა მოქალაქისათვის ზიანის მიყენება, ვინაიდან მას მოუწია ზედმეტად გადაეხადა თანხა სასურველი შედეგის, კერძოდ განმეორებითი დაბადების მოწმობის მისაღებად. სასამართლო მიუთითებს, რომ, ამ პირობებში, მოსარჩელისათვის განსაზღვრული დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური სრულად ადეკვატურია, მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- შ--------------------------ის 2016 წლის 14 მარტის N----- დასკვნისა და ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- 2016 წლის 24 მარტის N------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენდა უვადო შრომით ხელშეკრულებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე 2012 წლის 29 ოქტომბრის N7----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სს-------------ს გ-----------ის სა--------- მთავარ სპეციალისტად და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულება კი დამსაქმებლის სხვადასხვა ბრძანებებით გაუგრძელდა 2017 წლის 01 თებერვლამდე და ხელფასი ატესტაციის წარმატებით გავლის შემდეგ გაეზარდა 1100 ლარამდე. 2017 წლის 01 თებერვალს, მოპასუხემ შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო (იხ. 3.1.4. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 5 წლის განმავლობაში მიმდევრობით იდებოდა ხელშეკრულებები და საერთო ჯამში აღნიშნული ხელშეკრულებების ხანგრძლივობა აღემატებოდა 30 თვეს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო საფუძველს მოკლებულია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–--- სამოქალაქო კოდექის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანება ნ----- ჭ--–-–---–ის გათავისუფლების შესახებ;

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში შეადგენდა ყოველთვიურად 1100 ლარს (იხ. 3.1.4 უდავო ფაქტ. გარემოება).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა უკანონოდ 2017 წლის 1 თებერვლიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი მოცდენის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხე ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით 2017 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის 1100 ლარის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2017 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ინვისის №ას-699-653-2017 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად: ,, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნებისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნათა ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ დადგენილია მყარი სასამართლო პრაქტიკა იხ., სუსგ №ას-285-271-2016 , 27 აპრილი, 2015 წელი, რომელშიც საკასაციო პალატამ იმსჯელა იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე და განმარტა: „პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავა არ ეხება მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში არსებულ ფულად ვალდებულებას. რის გამოც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში, გამომდინარეობს ქონებრივ სამართლებრივ დავიდან, კერძოდ, დაკისრებული განაცდურის ოდენობიდან, რაც შეადგენს - 13200 ლარს. შესაბამისად, ამ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს - 396 ლარს.

 

აღნიშნულის და, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში იგი გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 296 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ----- ჭ--–-–---–ის სარჩელი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- მიმართ, შ--------------------------ის 2016 წლის 14 მარტის N----- დასკვნის ბათილად ცნობის, 2016 წლის 24 მარტის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ N------ ბრძანების ბათილად ცნობის, განთავისფულების შესახებ 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, იძულებით განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- 2017 წლის 01 თებერვლის N----- ბრძანება ნ----- ჭ--–-–---–ის გათავისუფლების შესახებ;

 

3. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ნ----- ჭ--–-–---–ი ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

4. დაეკისროს მოპასუხე ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- ნ----- ჭ--–-–---–ი სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით 2017 წლის 01 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე და მოსარჩელე ნ----- ჭ--–-–---–ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

5. ს----------–--- ი------–--- ს------------ს ს----–-–----------------ს გ-----------ის სა--------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 296 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე

თეა ბერაია