გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/8832-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 იანვარი, 201- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - მა--------------–--ე
მოპასუხეები - ელ--------–---ი, ელ–------–---ი, სუ--------–---ი, რა---–---–---ი
წარმომადგენელი - ცი------------ი, ეკ-------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ელ--------–---ს, ელ–------–---ს, სუ--------–---ს და რა---–---–---ს მოსარჩელე მა--------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2500 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 20 თებერვალს მა--------------–--ესა და რ----------–---ს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მა--------------–--ემ იკისრა ვალდებულება თბილისის საქალაქო სასამართლოში ეწარმოებინა დავა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ რ----------–---სა და ტ-----------–-----ას შორის დავის ფარგლებში. თავის მხრივ, რ----------–---მა იკისრა ვალდებულება აღნიშნული საადვოკატო მომსახურეობისათვის მა--------------–--ისათვის გადაეხადა ჰონორარი 2500 ლარი. 2014 წლის 07 მარტს მა--------------–--ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით სულ ჯამში 50 ფურცელი. სარჩელზე თანდართული დოკუმენტაცია მოსარჩელემ სათითაოდ გამოითხოვა შესაბამისი უწყებებიდან სარჩელის წარდგენამდე, კერძოდ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობა-დახასიათება უძრავ ნივთზე (ქ. თ---–---, ს--------- რაიონი მე-2 ნ-----–------ დ-----–---, მ---------, სახლი 8-); 1-85 წლის 11 ივლისს ნ-----–---- ა--–------- და ა---–-- ხ--–--–----- შორის დადებული ნასყიდობის შინაურული ხელწერილი უძრავი ნივთზე; 1-86 წლის 13 ნოემბერს ა---–-- ხ--–--–----- და რ----------–---ს შორის დადებული ნასყიდობის შინაურული ხელწერილი უძრავ ნივთზე; ა----– ხ--–--–----- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ა----– ხ--–--–----- მიერ უფლების დათმობა რ----------–---ისათვის სანოტარო წესით დამოწმებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ნ-----–----ი ა--–-----ის გარდაცვალების მოწმობა; საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 04 თებერვალს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 1-87 წლის 05 თებერვალს გარდაცვლილი ნ-----–----ი ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდროს შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 04 თებერვალს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 1-87 წლის 05 თებერვალს გარდაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული ანდერძით სამკვიდროს შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 1- თებერვალს გაცემული საპასუხო წერილი#1----- 1-87 წლის 05 თებერვალს გარადაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის N---- გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 21 თებერვალს გაცემული საპასუხო წერილი N1----- 1-87 წლის 05 თებერვალს გარადაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის N---- გამცემი ნოტარიუსის უ–---- შ-–---–---–-- უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ისანი-ს--------- სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 04 ივნისის N0--------- გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ ცნობილი ტ-----------–-----ისათვის მეურვის დანიშვნის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 02 თებერვალს გაცემული ინფორმაცია უძრავი ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ორთოფოტო; მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფოტოები; აბონენტის ქვითრები; კერძო აუდიტის მიერ ქონების შეფასების დასკვნა; მოწმე ა-–--- ა--------- და ო----- კ------------- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო რ----------–---ის შვილი ე-–----- ა-–----, რომელმაც დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი წარადგინა სასამართლოში და რ----------–---ი მიუთითა მესამე პირად. მოსარჩელის მიერ მომზადებული იქნა აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა სასამართლოს. დავის გადაწყვეტის მიზნით სულ ჩატარდა 3 მოსამზადებელი სხდომა და 13 მთავარი სხდომა, დაიკითხა 5 მოწმე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესასრულებლად მა--------------–--ის მიერ ძალიან დიდი შრომა და მატერიალური ხარჯი იქნა გაწეული, რომელიც არცერთხელ გზის ფულითაც კი არ ანაზღაურებია მოსარჩელეს. სასამართლო პროცესები გაგრძელდა 2017 წლის 06 მარტამდე. ამდენი წვალების, შრომის, დახარჯული დროისა და ხარჯის შემდეგ რ----------–---მა და მისი ოჯახის წევრებმა მოსარჩელეს განუცხადეს, რომ მოპასუხე ტ-----------–-----ას კანონის თანახმად დადგენილ თანხას არ გადაუხდიდნენ და აღარ სურდათ დავის გაგრძელება, აღარ ედავებოდნენ არც მამა-შვილი (რამაზან და ელ--------–---ები) ერთმანეთს და მეორე მხარესთან აღარ ჰქონდათ დავა. მოსარჩელეს ასევე განუცხადეს, რომ შემდეგში როდესაც ,,თავიდან მოისურვებდნენ სახლის გაფორმებას“, შემდეგ გადაუხდიდნენ შეთანხმებულ ჰონორარს. მთელი 3 წლის განმავლობაში ზემოთ მითითებულ მომსახურებაში რ----------–---ისაგან არ შესრულებულა 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და მას არ გადაუხდია მა--------------–--ისათვის შეთანხმებული ჰონორარი. ხელშეკრულების თანახმად რ----------–---ს საადვოკატო ჰორარი უნდა გადაეხადა სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ, თუმცა რ----------–---მა არ შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებენ აგრეთვე, გარდაცვლილი რ----------–---ის უფლებამონაცვლეები. მოსარჩელე ითხოვს რ----------–---ის უფლებამონაცვლეებს დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის გადახდა, რომელიც ადვოკატს ეკუთვნის გაწეული შრომისათვის და არა საქმის შედეგისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქმის შედეგიც მარწმუნებლისა და მისი ოჯახის სურვილით დადგა, სარჩელი გამოთხოვილი იქნა სასამართლოდან.
(იხ. სარჩელი, ს.ფ. 3-9, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:35:55).
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა რა---–---–---მა, ელ–------–---მა, ე-–----- ა-–----- და სუ--------–---მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, მოისმინეთ 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:37:54).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 26 ივნისს, ხოლო შემდგომ 2014 წლის 2- ივლისს სანოტარო წესით რ----------–---ის მხრიდან გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც რ----------–---ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მა--------------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რწმუნებულება/მინდობილობა (ს.ფ. 30 - ელექტრონული CD).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2014 წლის 20 მაისს მა--------------–--ემ რ----------–---ის სასარჩლო განცხადება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლში, საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობილ იქნას მესაკუთრედ მოსარჩელე რ----------–---ი ტექ. აღრიცხვის მონაცემებით 1-87 წლის 5 თებერვალს გარდაცვლილ ნ-----–---- ა--–-----ზე აღრიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---, ს--------- რაიონი მე-2 ნ-----–------ დ-----–---, მ---------, სახლი 8- (ა), მიწის ფართი 3-- კვ.მ. მასზე აღმართული შენობა ნაგებობით ფართი (პირველი ს--------–- 1--.4- კვ.მ. მეორე ს--------–- 9-.9- კვ.მ.), ნ-----–----ი ა--–-----ის კანონიერი მემკვიდრის ტ-----------–-----ასათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10 % გადახდის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი და თანდართული მასალები (ს.ფ. 30 - ელექტრონული CD).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. რ----------–---ის სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით, მა--------------–--ის მიერ სარჩელზე დასართავად შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობა-დახასიათება უძრავ ნივთზე (ქ. თ---–---, ს--------- რაიონი მე-2 ნ-----–------ დ-----–---, მ---------, სახლი 8-); 1-85 წლის 11 ივლისს ნ-----–---- ა--–------- და ა---–-- ხ--–--–----- შორის დადებული ნასყიდობის შინაურული ხელწერილი უძრავი ნივთზე; 1-86 წლის 13 ნოემბერს ა---–-- ხ--–--–----- და რ----------–---ს შორის დადებული ნასყიდობის შინაურული ხელწერილი უძრავ ნივთზე; ა----– ხ--–--–----- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ა----– ხ--–--–----- მიერ უფლების დათმობა რ----------–---ისათვის სანოტარო წესით დამოწმებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ნ-----–----ი ა--–-----ის გარდაცვალების მოწმობა; საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 04 თებერვალს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 1-87 წლის 05 თებერვალს გარდაცვლილი ნ-----–----ი ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდროს შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 04 თებერვალს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 1-87 წლის 05 თებერვალს გარდაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული ანდერძით სამკვიდროს შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 1- თებერვალს გაცემული საპასუხო წერილი#1----- 1-87 წლის 05 თებერვალს გარადაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის N---- გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2014 წლის 21 თებერვალს გაცემული საპასუხო წერილი N1----- 1-87 წლის 05 თებერვალს გარადაცვლილი ნ-----–---- ა--–-----ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის N---- გამცემი ნოტარიუსის უ–---- შ-–---–---–-- უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ისანი-ს--------- სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 04 ივნისის N0--------- გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ ცნობილი ტ-----------–-----ისათვის მეურვის დანიშვნის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 02 თებერვალს გაცემული ინფორმაცია უძრავი ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ორთოფოტო; მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფოტოები; აბონენტის ქვითრები; კერძო აუდიტის მიერ ქონების შეფასების დასკვნა; მოწმე ა-–--- ა--------- და ო----- კ------------- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი და თანდართული მასალები (ს.ფ. 30 - ელექტრონული CD).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. რ----------–---ის მიერ აღძრულ დავაში, რომელიც გამომდინარეობდა ,,საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო რ----------–---ის შვილი ე-–----- ა-–----, რომელმაც დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი წარადგინა სასამართლოში და რ----------–---ი მიუთითა მესამე პირად.
რ----------–---ის წარმომადგენლის სახელით მა--------------–--ის მიერ მომზადებული იქნა აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა სასამართლოს.
მითითებული დავის გადაწყვეტის მიზნით სულ ჩატარდა 3 მოსამზადებელი სხდომა და 13 მთავარი სხდომა. ამავე დავის გადაწყვეტის მიზნით დაიკითხა 5 მოწმე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი და თანდართული მასალები (ს.ფ. 30 - ელექტრონული CD).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 06 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ----------–---ის წარმომადგენელმა მა--------------–--ემ იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე. სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა ასევე მესამე პირმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ე-–----- ა-–-----.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის რ----------–---ის წარმომადგენლის მა--------------–--ის შუამდგომლობა და მესამე პირის დ/მ ე-–----- ა-–----ს შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმე №2-------- დარჩა განუხილველი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო სხდომის ოქმი, საოქმო განჩინება (ს.ფ. 30 - ელექტრონული CD);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. მოპასუხე რ----------–---ი გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს. ნოტარიუს ლ--–- კ-------–---–-- 2018 წლის 14 მარტის წერილითა და მასზე თანდართული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილ რ----------–---ის მემკვიდრეები არიან ე-–----- ა-–---- (პ/ნ 0----------), ელ–------–---ი (პ/ნ 0----------), რა---–---–---ი (პ/ნ 0----------) და სუ--------–---ი (პ/ნ 0----------).
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მა--------------–--ის განცხადება საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლეების ჩართვის თაობაზე და თავდაპირველი მოპასუხის რ----------–---ის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ - ე-–----- ა-–---- (პ/ნ 0----------), ელ–------–---ი (პ/ნ 0----------), რა---–---–---ი (პ/ნ 0----------) და სუ--------–---ი (პ/ნ 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 49);
- სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 68-73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წელს რ----------–---სა და მა--------------–--ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რ----------–---ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა პირველი ინსტანციის სასამართლოში ტ-----------–-----ასთან წარმოებულ დავაში.
სასამართლო სავსებით იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმებები ადასტურებს ადვოკატ-კლიენტს შორის ურთიერთობას სასამართლო საქმეზე, საქმის მასალებშია მტკიცებულებები (არაერთი სასამართლო თუ სხვა საპროცესო აქტის /სარჩელი, შესაგებელი/ სახით), რომელთა საფუძველზე უდავოა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე (ადვოკატი) საადვოკატო მომსახურებას უწევდა აწ გარდაცვლილ რ----------–---ს, ამიტომ მოპასუხეთა მტკიცება ხელშეკრულების არანამდვილობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც იმის მტკიცება, რომ კლიენტს, მხოლოდ დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უნდა გადაეხადა გასამრჯელო (ჰონორარი) ადვოკატისათვის;
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ:
- 2012 წლის 26 ივნისს, ხოლო შემდგომ 2014 წლის 2- ივლისს სანოტარო წესით რ----------–---ის მხრიდან გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც რ----------–---ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მა--------------–--ეს.
- 2014 წლის 20 მაისს მა--------------–--ემ რ----------–---ის სასარჩელო განცხადება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლში, საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობილ იქნას მესაკუთრედ მოსარჩელე რ----------–---ი ტექ. აღრიცხვის მონაცემებით 1-87 წლის 5 თებერვალს გარდაცვლილ ნ-----–---- ა--–-----ზე აღრიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---, ს--------- რაიონი მე-2 ნ-----–------ დ-----–---, მ---------, სახლი 8- (ა), მიწის ფართი 3-- კვ.მ. მასზე აღმართული შენობა ნაგებობით ფართი (პირველი ს--------–- 1--.4- კვ.მ. მეორე ს--------–- 9-.9- კვ.მ.), ნ-----–----ი ა--–-----ის კანონიერი მემკვიდრის ტ-----------–-----ასათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10 % გადახდის სანაცვლოდ.
- რ----------–---ის სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით, მა--------------–--ის მიერ სარჩელზე დასართავად შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (იხ. 3.1.3.).
- რ----------–---ის მიერ აღძრულ დავაში, რომელიც გამომდინარეობდა ,,საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო რ----------–---ის შვილი ე-–----- ა-–----, რომელმაც დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი წარადგინა სასამართლოში და რ----------–---ი მიუთითა მესამე პირად.
რ----------–---ის წარმომადგენლის სახელით მა--------------–--ის მიერ მომზადებული იქნა აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა სასამართლოს.
მითითებული დავის გადაწყვეტის მიზნით სულ ჩატარდა 3 მოსამზადებელი სხდომა და 13 მთავარი სხდომა. ამავე დავის გადაწყვეტის მიზნით დაიკითხა 5 მოწმე.
- 2017 წლის 06 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ----------–---ის წარმომადგენელმა მა--------------–--ემ იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე. სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა ასევე მესამე პირმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ე-–----- ა-–-----.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის რ----------–---ის წარმომადგენლის მა--------------–--ის შუამდგომლობა და მესამე პირის დ/მ ე-–----- ა-–----ს შუამდგომლობა სარჩელის გახმოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმე №2-------- დარჩა განუხილველი;
სსკ-ის 69.1-ე მუხლის საფუძველზე გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით. რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებაზეა საუბარი, სასამართლოს აზრით, მხარეთა შორის სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საადვოკატო ხელშეკრულებიდან და ამიტომ, დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გარდა, “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-1-.1 მუხლსაც მოიხმობს, რომელიც არ ადგენს საადვოკატო მომსახურებისათვის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულობას.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----------–---ის მხრიდან მოხდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ აღნიშნული არ წარმოშობს გასამრჯელოს (ჰონორარი) მოთხოვნის უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 709-ე, 720-ე, 1421-ე,148--ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სწორედ, ამ მხარეებს - რწმუნებულსა და მარწმუნებელს გააჩნიათ.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2014 წელს მა--------------–--ესა და რ----------–---ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც რ----------–---ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მა--------------–--ეს. მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რ----------–---ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა პირველი ინსტანციის სასამართლოში ტ-----------–-----ასთან წარმოებულ დავაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
მითითებული ნორმის შინარსიდან გამომდინარე, სამკვიდრო შეიძლება მიღებული იქნეს ორი საშუალებით: სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობითა და მართვით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილ რ----------–---ის მემკვიდრეები არიან ე-–----- ა-–----, ელ–------–---ი, რა---–---–---ი და სუ--------–---ი, რაც დასტურდება ნოტარიუს ლ--–- კ-------–---–-- 2018 წლის 14 მარტის წერილითა და მასზე თანდართული სამკვიდრო მოწმობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სუ--------–---მა, ელ–------–---მა, ე-–----- ა-–----- და რა---–---–---მა თანაბარწილად მიიღეს რ----------–---ის დანაშთი უძრავი ქონება და ქ. თბილისში, ნ-----–------ დას. I---- I-------ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოპასუხეთა თანასაკუთრებაში. აღნიშნული კი მოწმობს, რომ მოპასუხეებს რ----------–---ის სამკვიდრო მიღებული აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 720-ე მხულის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
ამდენად, ცალსახაა, რომ მითითებული მუხლი ხელშეკრულების ორივე მხარეს ანიჭებს უფლებას შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის პატივსადები მიზეზის არსებობა არ მოითხოვება. რამდენადაც დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა დაიშვება, იგი არ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად, შესაბამისად არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მეორე მხარისათვის. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შესაძლებელია მოითხოვოს მარწმუნებელმა ზემოთ მოყვანილი მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც, თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
ამრიგად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მარწმუნებელი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ გაწეული სამუშაოსათვის. მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს და იგი ბათილია 720-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
უდავოა, რომ 2017 წლის 06 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ----------–---ის წარმომადგენელმა მა--------------–--ემ იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე. სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა ასევე მესამე პირმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ე-–----- ა-–-----.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის რ----------–---ის წარმომადგენლის მა--------------–--ის შუამდგომლობა და მესამე პირის დ/მ ე-–----- ა-–----ს შუამდგომლობა სარჩელის გახმოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმე №2-------- დარჩა განუხილველი;
ე.ი. ხელშეკრულება შეწყდა მარწმუნებლის ინიციატივით, შესაბამისად, რწმუნებულს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიიღოს გასამრჯელო გაწეული სამუშაოს კვალობაზე.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ 2012 წლის 26 ივნისს, ხოლო შემდგომ 2014 წლის 2- ივლისს სანოტარო წესით რ----------–---ის მხრიდან გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც რ----------–---ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მა--------------–--ეს.
- 2014 წლის 20 მაისს მა--------------–--ემ რ----------–---ის სასარჩელო განცხადება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლში, საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. რ----------–---ის სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით, მა--------------–--ის მიერ სარჩელზე დასართავად შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. რ----------–---ის მიერ აღძრულ დავაში, რომელიც გამომდინარეობდა ,,საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო რ----------–---ის შვილი ე-–----- ა-–----, რომელმაც დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი წარადგინა სასამართლოში და რ----------–---ი მიუთითა მესამე პირად.
რ----------–---ის წარმომადგენლის სახელით მა--------------–--ის მიერ მომზადებული იქნა აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა სასამართლოს.
მითითებული დავის გადაწყვეტის მიზნით სულ ჩატარდა 3 მოსამზადებელი სხდომა და 13 მთავარი სხდომა. ამავე დავის გადაწყვეტის მიზნით დაიკითხა 5 მოწმე.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_13829-3057.pdf.).
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის, მათ შორის წარმატების ჰონორარის (რაც ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული იყო და მოგვიანებით იქნა დაშვებული, ზოგან კი დღესაც ზუსტად რეგლამენტირებული წესით გამონაკლისის სახით დაიშვება) გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და მოთხოვნილი გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურების შესაბამისი ჰონორარის მოპასუხეთათვის დაკისრების მართებულობასა და გონივრულობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეული დროისა და დახარჯული რესურსების შესატყვისად გამომუშავებული ჰონორარის გაანგარიშების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოცემული დავის ფაქტობრივი გარემებები, რამაც ასახვა ჰპოვა მითითებული გადაწყვეტილების 3.1.1. – 3.1.5. პუნქტებში.
შესაბამისად, რამდენადაც საქმე შეეხება იმგვარი სამუშაოს შესრულებას, როგორიცაა სარჩელის მომზადება და სასამართლოში საქმის წარმოების დაწყება, სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, ზემოაღნიშნული გაწეული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი გასამრჯელო უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც სასამართლოს აზრით შეადგენს 1500 ლარს. საქმის მასალების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ განახორციელა მოპასუხის კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა--------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებს მა--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1500 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 2500 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 60%). შესაბამისად, მოპასუხეებს მა--------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის (100 ლარის 60%), 60 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მათვე უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4- ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1--1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მა--------------–--ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე რ----------–---ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქალაქი თ---–---, ნ-----–------ დას. I---- IV, №---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.2-.0--.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
დღეის მდგომარეობით მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ რ----------–---ის უფლებამონაცვლეები, რომლებიც მოცემულ დავაში წარმოადგენენ მოპასუხე მხარეებს.
ვინაიდან, მა--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა--------------–--ის სარჩელი მოპასუხეების ე-–----- ა-–----ს, ელ–------–---ის, სუ--------–---ისა და რა---–---–---ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ე-–----- ა-–----ს, ელ–------–---ის, სუ--------–---ისა და რა---–---–---ის მოსარჩელე მა--------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1500 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ე-–----- ა-–----ს, ელ–------–---ის, სუ--------–---ისა და რა---–---–---ის მოსარჩელე მა--------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 110 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი