განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
190100118002454535
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/363-18

(№0121-0418002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,ბრალდებულები:

 

ლ----------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------ს, პირადი ნომერი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------;.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

ლ-–---------ე, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------–----–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და „დ“ ქვეპუნქტები - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

ადვოკატები: ქეთევან მიროტაძე, ივანე ნორაკიძე და ვახტანგ კვიჟინაძე,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენით ლ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ”, მესამე ნაწილის ”ა” და მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტებით (შპს ,,კონაპუსის“ და შპს,,თიელთის” ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით (შპს ,,კონაპუსის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით (შპს,,თიელთის” ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ლ-–---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 0- (ექვსი) წელი.

 

2018 წლის 1- აპრილს, დაახლოებით 0-:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ლ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–---------ემ, შელაპარაკებისას, ს----ი ჩ------------ეს მუშტი ორჯერ დაარტყა თავში და გაშლილი ხელი გაარტყა სახეში, რითაც ს----ი ჩ------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 1- აპრილს, დაახლოებით 0-:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ლ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ----------–---–მა, შელაპარაკებისას, ს----ი ჩ------------ეს გაშლილი ხელი ორჯერ გაარტყა სახეში, რითაც ს----ი ჩ------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 1- აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-–---------ე და ლ----------–---–ი, რომლებიც წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ს----ი ჩ------------ის კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც მათ ს----ი ჩ------------ე ააცილეს ქალაქ რუსთავში, მ-------------------ის N------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მაგიდაზე დადებული ფიცრის ქვეშ მოთავსებული თანხის აშკარა დაუფლებისას, ლ-–---------ემ მუშტები და ლითონის ჯოხი, ხოლო ლ----------–---–მა მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავსა და სხეულზე ს----ი ჩ------------ეს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს----ი ჩ------------ის ცემისას ლ-–---------ემ მაგიდიდან აშკარად აიღო ფულადი თანხა 360 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ----------–---–თან ერთად, რითაც ს----ი ჩ------------ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ლ----------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ----------–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

ლ-–---------ე უდანაშაულოდ იქნეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–---------ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

 

ლ----------–---–ისა და ლ-–---------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1- აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, ს----ი ჩ------------ესთან ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ, ლ-–---------ე და ლ----------–---–ი, სახლში გაცილების საბაბით გაჰყვნენ მას საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე რუსთავი, მ-------------------ი, კორპუსი 34, ბინა 1-, რა დროსაც ლ-–---------ემ, ს----ი ჩ------------ის თანდასწრებით, აიღო მაგიდის ფიცრის ქვეშ მოთავსებული თანხა 360 ლარის ოდენობით და ამ უკანასკნელის მოთხოვნაზე, რომ ფული უკან დაებრუნებინა, ლ-–---------ემ და ლ----------–---–მა რამდენჯერმე დაარტყეს მუშტები თავისა და გულმკერდის არეში და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ლ-–---------ისა და ლ----------–---–ის ქმედებით ს----ი ჩ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2018 წლის 1- აპრილს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0121-0418002 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მოქალაქე მ--–-----------–---–ისა და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ე-–----------–--აგან მიღებული შეტყობინება. აღსანიშნავია, რომ შეტყობინების რეგისტრაციის ბარათში ინიციატორების მიერ მითითებულია, რომ ს----ი ჩ------------ე ნაცემია და ითხოვდა შველას.

 

დაზარალებულმა ს----ი ჩ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ძმასთან, ლ---- ჩ------------ესთან ერთად მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე და დროებით ცხოვრობენ ქ.რუსთავში. 2018 წლის 9 აპრილს ბარში დალია ალკოჰოლური სასმელი და ბარიდან რომ გამოვიდა, გაიცნო ლ---- და ლ-–-. მათთან ერთად იყვნენ სხვა ბიჭებიც. ბანკიდან 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი და ბიჭები დაპატიჟა. მაღაზიაში შეიძინა სხვადასხვა პროდუქტი და სასმელი, როდესაც თანხა შემოაკლდათ, ლ-–-ს სთხოვა სახლში გაყოლოდა ფულის ასაღებად. დაახლოებით ღამის 1-2 საათი იყო და მის ძმას ეძინა. ოთახში ლ-–-სთან ერთად შევიდა, ფული აიღო და ბიჭებთან დაბრუნდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, ლ----მ და ლ-–-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლ-–-მ ვიღაცაზე ჰკითხა იცნობდა თუ არა და როდესაც უთხრა, რომ არ იცოდა ვიზე ეკითხებოდა, ამის შემდეგ ცემეს. ზუსტად არ იცის შვიდივე ბიჭი ურტყავდა თუ არა, ვიღაცეები ამბობდნენ, რომ თავი დაანებეთო. მას არავისთვის დაურეკავს და არც შველა უთხოვია ვინმესთვის. ჩხუბის შემდეგ აღარ სვავდნენ, თუმცა მაინც ისევ ერთად ისხდნენ. როდესაც წასვლა დააპირა, ლ----მ და ლ-–-მ უთხრეს გაგაცილებთო. სახლში რომ შევიდნენ, ორივემ დაარტყა, შემდეგ ლ-–- იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც ფულს ინახავდა და დაინახა, რომ მაგიდის ქვეშიდან (როგორც დაზარალებული აღწერს შესანახი ადგილიდან) ფული აიღო. ამის გამო მან ჩაქუჩს ხელი მოკიდა და ლ-–-ს უთხრა ფული დაედო, ამ დროს ლ---- გამოქანდა და დაარტყა სახეში. შემდეგ ცემა ორივემ, ურტყავდნენ მუშტებს და ლ-–-მ ზურგში რკინაც ჩაარტყა. სამი კვირის მანძილზე ტკიოდა სხეული. მათ ფულის წაიღეს და გაიქცნენ. წასვლის შემდეგ, მეზობელს სთხოვა დახმარება და მან დარეკა პოლიციაში. გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, დაკითხვისას თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, ამიტომ რაღაცეები შეიძლება არეულად ილაპარაკა. ჩვენების მიცემის დროს რასაც ეუბნებოდა გამომძიებელი იმას წერდა, არავინ კარნახობდა რა უნდა ეთქვა. განყოფილებაში ყოფნის დროს მისი ძმა მივიდა და ტანისამოსი მან მიუტანა, რადგან ის რაც ეცვა, პოლიციის თანამშრომლებს გადასცა. ასევე თავად ამოიცნო ბრალდებულები სამ ადამიანს შორის, ადასტურებს, რომ აუღეს სისხლი ვენიდან, თუმცა რომელ საავადმყოფოში არ ახსოვს. საავადმყოფოში დარჩენა არ უნდოდა და სახლში ამიტომ წამოვიდა.

 

დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულებმა მისი სახლიდან 360 ლარი წაიღეს. სხვადასხვა ოდენობა იმიტომ აქვს მითითებული, რომ მას უფრო მეტიც ჰქონდა. თუმცა ძარცვამდე მისმა ძმამ გადაამოწმა და იმ დროისთვის მაგიდის შესანახ ადგილას 360 ლარი იყო დარჩენილი.

 

მოწმე ბ-------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ს----ი ჩ------------ე 2018 წლის 1- აპრილს მკურნალობდა სტაციონალურად, დიაგნოზით - ექსკორაცია და სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ექსკორაცია ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო ხანდაზმულობა ვერ დადგინდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ რადგან პირადად ვერ იქნა წარმოდგენილი ს----ი ჩ------------ე, ექსპერტიზა ჩაატარა სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე. სახეზე არსებული დაზიანებები რამდენიმე საათის მიღებული ჰქონდა. ზოგადად გამომძიებელი წყვეტს გამოსაკვლევი პირი წარადგინოს თუ არა ექსპერტიზაზე, თუმცა შესაძლებელია თავადაც მოსთხოვოს.

 

2018 წლის 1- აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 1-0-ის მიხედვით, ს----ი ჩ------------ე კლინიკაში შევიდა თავისა და გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმით, იყო აგრესიული, ჯღაბნიდა დოკუმენტებს, თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა და დატოვა დაწესებულება.

 

დაზარალებულის ჩვენების უტყუარობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის არგუმენტების საპასუხოდ სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ს----ი ჩ------------ის არამყარი შესაძლებლობისა, ლოგიკურად და სრულყოფილად გადმოსცეს მომხდარი ფაქტი, რაც გამოწვეულია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, განათლების დონით და გარკვეულწილად არაადეკვატური ქცევით, სასამართლოს არ აქვს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ს----ი ჩ------------ეს არცერთ ეტაპზე სიცრუე არ უთქვამს არც გამოძიებაში მიცემული ჩვენების და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს. პირიქით, ს----ი ჩ------------ის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მან თავდაპირველად არ მოინდომა გამოძიებასთან სრულყოფილი თანამშრომლობა, თავადვე არ შეატყობინა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს, არ ჩაიტარა სათანადო მკურნალობა და უარი თქვა სრულყოფილ სამედიცინო დახმარებაზე (ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით ს----ი ჩარღრაღანიძემ თვითნებურად შეწყვიტა და უარი განაცხადა სამედიცინო მომსახურებაზე, ჯღაბნის დოკუმენტებს, თვითნებურად ტოვებს კლინიკას), რამაც მისი ავადმყოფობის ისტორიაში არასრული მონაცემების დაფიქსირება გამოიწვია. თავის მხრივ გამოძიების ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ს----ი ჩ------------ის ექსპერტიზის ჩასატარებლად პირადად წარუდგენლობა, რასაც ასევე აღნიშნავს დაცვის მხარე, თუმცა ხარვეზის დაშვებამ ბრალდებულების ქმედების კვალიფიკაციის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტა გამოიწვია, ვინაიდან სამართლებრივად სრულყოფილად შეუფასებელი დარჩა ს----ი ჩ------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ბრალდებულებს პასუხისმგებლობა დაესკირათ მხოლოდ ისეთი ხასიათის ძალადობისთვის, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ს----ი ჩ------------ის განმარტება, რომ სამი კვირის მანძილზე უჩიოდა ტკივილებს ზურგის არეში, რაც მეტწილად გამოწვეული უნდა იყოს ლითონის ჯოხის ჩარტყმით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია იმ ვითარების აღწერის მიზნით, რაშიც დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ ტიპის ძალადობით გამოწვეული შედეგი, საჭირო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ბრალდებაში არ არის ასახული. შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ს----ი ჩ------------ის წარუდგენლობა ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულის ჩვენების სინამდვილეს და არგუმენტად არ გამოდგება ამ მტკიცებულების გასაქარწყლებლად. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია სხვა ისეთი მტკიცებულებებით (იხ. ქვემოთ), რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ნადვილად ჰქონდა ს----ი ჩ------------ის მიმართ ძარცვას ადგილი.

 

ს----ი ჩ------------ის დაკითხვის შემდეგ, 2018 წლის 1- აპრილს 19:45 – 20:1- საათზე დროის შუალედში, ა----------–--ის მიერ ამოღებულ იქნა ს----ი ჩ------------ის ტანსაცმელი და მისივე თანხმობით, ქ.რუსთავი, მე-7 მ/რ-ის მ/ტერიტორიაზე მდებარე შ------–---------------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში 23:00 – 23:15 საათზე, ა----------–--ის თანდასწრებით, ექთან მ-------------ის მიერ აღებულ იქნა ს----ი ჩ------------ის სისხლის ნიმუში. მოწმე მ-------------ემ დაადასტურა საპროცესო მოქმედებაში მისი მონაწილეობა, მანვე განმარტა, რომ ოქმი შეადგინა გამომძიებელმა და ფორმა N1-0-ში წაიკითხა, რომ ს----ი ჩ------------ეს ჰქონდა დაზიანებები, დაზარალებულისგან სისხლი 5 მლ შპრიცით აიღო, რომელიც შემდეგ დალუქა გამომძიებელმა და ხელი მოაწერა როგორც ოქმს, ისე ლუქს. შპრიცში სისხლი არ ორთქლდება, არც გახსნის შემთხვევაში.

 

2018 წლის 1- აპრილის პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, ს----ი ჩ------------ემ, ამოსაცნობ პირთა შორის ამოიცნო მისგან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მესამე პიროვნება და მიუთითა ლ-–---------ეზე. ამოიცნო ვიზუალურად, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, მუქი ფერის თმით, წარბების მოყვანილობით, ცხვირის მოყვანილობით, თვალის ფერით.

 

2018 წლის 1- აპრილის პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, ს----ი ჩ------------ემ, ამოსაცნობ პირთა შორის ამოიცნო მისგან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე პიროვნება და მიუთითა ლ----------–---–ზე. ამოიცნო ვიზუალურად, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, მუქი ფერის თმით, წარბების მოყვანილობით, ცხვირის მოყვანილობით, თვალის ფერით.

 

მოწმე მ--–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.რუსთავში, მე-14 მ/რ 34/1--ში დაზარალებულ ს----ი ჩ------------ის მეზობლად. შემთხვევის დღეს მან კარზე დაუკაკუნა და დახმარება სთხოვა, ს----ის ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო და სახეც სისხლიანი ჰქონდა. მას არ უთქვამს რა მოხდა და არც თვითონ უკითხავს, მხოლოდ სასწრაფოს გამოძახება და ძმასთან დარეკვა სთხოვა, თვითონ კი დაბლა ჩავიდა. 112-ში დარეკვის შემდეგ ეზოში ჩავიდა და დაინახა, რომ მეზობლები წყალს ასხამდნენ. ლ----ი მალე მოვიდა. მანამდე მისი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგია. მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას გაეცნო და ხელი ისე მოაწერა, ვერ აზუსტებს ს----იმ უთხრა თუ არა, რომ სცემეს, თუმცა ნაცემი რომ იყო ეტყობოდა.

 

მოწმე ლ---- ჩ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მისი ძმაა და მასთან ერთად დროებით ცხოვრობს ქ.რუსთავში, დაკავებულია სარემონტო სამუშაოების შესრულებით. 2018 წლის 9 აპრილს დილით გავიდნენ ე.წ. სამუშაო ბირჟაზე და შემთხვევამდე ძმა აღარ უნახავს. საღამოს სახლში იყო, როდესაც ს----ი მივიდა, ფული აიღო და წავიდა. დასაძინებლად იწვა, რომ უთხრა კიდეც გეყოფა დალევაო. როდის დაბრუნდა არ გაუგია. დილით რომ გაიღვიძა, პირველ რიგში ფული შეამოწმა რამდენი ჰქონდა ს----ის წაღებული და 360 ლარი დაითვალა, მაგიდის ქვეშ დადო და სახლიდან ისე გავიდა. შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა ნაცემი იყო. ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარება დახვდა, ს----ი მიწაზე იწვა ნაცემი და სისხლიანი, იმ მომენტში აღარ გამოელაპარაკა. როგორც მისმა ძმამ შემდეგში უთხრა, ბარში იყო, პურს ჭამდა ბიჭებთან ერთად, ფული დააკლდა და მივიდა ასაღებად, ორმა ბიჭმა მიაცილა, ეუბნებოდა, რომ არ უნდოდა მიცილება, მაგრამ მაინც შემოვიდნენ და ფული რომ დაინახეს, აიღეს და მცემესო. რომელმა დაარტყა და როგორ არ უთქვამს. სახლში რომ ავიდა, ხალიჩა მოსვრილი და აწეწილი იყო, მაგიდა შემობრუნებული, თანხა შეამოწმა და აღარ იდო. ადგილზე შავი კეპი ეგდო, რომელიც არც მისი და არც მისი ძმის იყო. არცერთი ნივთი არ აუღია და არ გადაუადგილებია. სახლი იმავე დღეს დაათვალიერეს, გარკვეული ნივთები ამოღეს. ყველა იმ მოქმედებაში რაშიც მან მონაწილეობა მიიღო დაადასტურა ხელის მოწერით.

 

2018 წლის 1- აპრილს დათვალიერდა ქ.რუსთავში, მ-------------1--ში მდებარე ს----ი ჩ------------ის დროებითი საცხოვრებელი ბინა და დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ლითონის წაწვეტებული ბოლოიანი ნაჭერი, ჩაქუჩი, მაგიდიდან აღებულ იქნა 4 ცალი დაქტილოფირი, წიგნების კარადის გარეთა ზედაპირიდან 2 ცალი დაქტილოფირი, ნოხიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები და კარადიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები, მუქი ფერის კეპი.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია გამომძიებელ დ-------------ის მიერ და მასში მონაწილეობდა ექსპერტი დ-----------------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ლ---- ჩ------------ესთან ერთად და დაასურათა მისი საცხოვრებელი ბინა. დათვალიერების შემდეგ სახლიდან ამოღებული იქნა ჩაქუჩი, ლითონის წვეტიანი საგანი, მუქი ფერის ლაქები, რომელიც იყო ხალიჩაზე და შესასვლელთან, აგრეთვე შავი კეპი. ასევე ამოღებული იქნა ხელის კვლები, რომელიც მანამდე დამუშავდა. მისი განმარტებით, ხელის კვალი რჩება მაშინ, როდესაც ხდება ფიზიკური კონტაქტი.

 

ბრალდებულმა ლ-–---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, ლ----------–---–თან ერთად იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც გვიან ღამით დაბრუნდა და მივიდნენ ბარში ნაცნობი გოგონების სანახავად. იქ გაიცნო ს----ი ჩ------------ე და კიდევ ორი მამაკაცი. ს----იმ სახლში გაყოლა სთხოვა, თუმცა ბინაში არ შევიდა, რადგან გვიანი იყო და ეუხერხულა. ამის შემდეგ ს----იმ ალკოჰოლური სასმელი იყიდა და ცოტა დალიეს, იგი ძალიან ნასვამი იყო, უმისამართოდ იგინებოდა და ამის გამო შეეკამათა მას, რამდენჯერმე დაეცა კიდეც და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა გააშველეს და დამშვიდნენ. დილისკენ მან და ლ----მ ს----ი სახლში გააცილეს, რადგან იგი ცუდად გრძნობდა თავს, მან სახლის კარი გააღო და როდესაც ოთახში შევიდნენ მალევე ფეხზე ტკივილი იგრძნო. დაინახა, რომ ს----ი იდგა ჩაქუჩით ხელში და დაარტყა. მის დანახვაზე სახლიდან გამოიქცნენ და რადგან ფეხი ტკიოდა, დაეყრდნო მაგიდას, რის გამოც იქნა აღმოჩენილი მისი ხელის ანაბეჭდი. როდესაც მას და ლ----ს პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაუტარეს, შემდეგ მინდორში წაიყვანეს და უთხრეს, რომ უნდა შეემოწმებინათ. მისი ძმის დაკავებით დაემუქრნენ, უთხრეს, რომ „ბუქსირში ჩაუბამდნენ“ და ამიტომ მოაწერა ხელი ჩვენებას, რომელიც მისი დაწერილი არ არის. ის და ლ---- გამოძიებაში აღიარებაზე შეთანხმდნენ და სასამართლოში უნდა ეთქვათ სიმართლე.

 

ს----ი ჩ------------ის გაცნობის შესახებ ანალოგიურად განმარტა ლ----------–---–მა და დამატებით აღნიშნა, რომ დაზარალებული ძლიერ ნასვამი იყო და არაადეკვატურად იქცეოდა, საცემად იწევდა მისი ნაცნობის მიმართ და თავად ეცემოდა ხოლმე, იღებდა დაზიანებებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი ამ მდგომარეობაში სახლში გაშვება არ უნდოდა და მან და ლ-–-მ გააცილეს. სახლში როგორც კი შევიდნენ, ოთახში არსებული სამუშაო იარაღებიდან ს----იმ ჩაქუჩი აიღო და ლ-–-ს ფეხში ჩაარტყა. ისინი გამოიქცნენ სახლიდან და ამ დროს ქუდი დაუვარდა. მას და ლ-–-ს ხელი არაფრისთვის უხლიათ და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამ შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე საათში, პოლიციის თანამშრომლები სახლთან ელოდებოდნენ და მანქანით ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, ლ-–-ც მანქანაში იჯდა, უთხრეს, რომ უნდა ეღიარებინა დანაშაული, მაშინ გაიგო, რომ მას და ლ-–-ს ს----ის 1-00 ლარის წართმევაში ედებოდათ ბრალი. სხვა გზა არ ჰქონდა და ჩვენებას ხელი მოაწერა, იფიქრა, რომ თავის უდანაშაულობას სასამართლოში დაამტკიცებდა. ქურთუკი რომელიც სხდომაზე დათვალიერდა მას არ ეკუთვნის, არც ნივთების დალუქვაზე მოაწერა ხელი.

 

ლ-–---------ისა და ლ----------–---–ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველი გახდა მოწმე ბ--------------–---–ის მიერ მიღებული ინფორმაცია და მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ს----ი ჩ------------ის საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა ყოფილიყვნენ ლ----------–---–ი და ლ-–---------ე, ანალოგიური ჩვენება მისცა მან სასამართლოს.

 

შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ გ------–--–--–---–ის მიერ ქალაქ რუსთავში, თ-------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 1- აპრილს, 21:05 და 21:30 საათებს შორის ლ----------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა 2 ლარი და 30 თეთრი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სამი ცალი სიმბარათით და ლ-–---------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

2018 წლის 11 აპრილს, 01:1--01:35 საათებს შორის შუალედში, ქ.რუსთავში, 2-------------ში მდებარე შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ ა----------–--ის მიერ ამოღებულ იქნა ლ----------–---–ის ქურთუკი.

 

შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ დ-------------ის მიერ ქ.რუსთავში, თ-------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 1- აპრილს, 21:00 და 21:20 საათებს შორის ლ-–---------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ-–---------ისაგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 41 ლარი და 60 თეთრი.

 

შემთხვევის ადგილიდან აღებული დაქტილოფირებისა და ბრალდებულების ხელის კვლების ნიმუშის შესადარებლად, ასევე შემდგომში ნიმუშებზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ბრალდებულებისაგან აღებულ იქნა ხელის კვლების ნიმუშები. ნიმუშის სასამართლოს განჩინების გარეშე აღების საფუძველი გახდა ბრალდებულების წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათგან ყველა სახის ნიმუშების აღების თაობაზე. 2018 წლის 11 აპრილის ხელწერილს ხელს აწერენ ლ-–---------ე და ლ----------–---–ი, ამავე თარიღის თმის და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმების მიხედვით, ბრალდებულებისგან აღებულ იქნა თმის ნიმუშები, რომელიც მოთავსდა თეთრ ფურცლებში და დაილუქა, ხოლო ნერწყვის ნიმუშები აღებული იქნა ექსპერტების მიერ ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით. ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები, მიეთითა საქმის ნომერი და გაკეთდა ხელმოწერები. ნიმუშების აღების პროცესში მონაწილეობდნენ ბრალდებულები, გამომძიებელი ა----------–--ე, ექსპერტები ნ------------ა, ლ-–- მ------ე და კ---------------ა.

 

მოწმე კ-------------------ამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს ნიმუშის ასაღებად გამომძიებლის მიერ მითითებული პირებისაგან აიღო თმისა და ნერწყვის ნიმუშები. შემდგომ ნიმუშები დაილუქა და დადასტურდა ხელმოწერებით. ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე ნიმუშები მან წარმოდგენილი ბრალდებულებისაგან აიღო და ისინი დაკავებულები არ ყოფილან. მოწმე ნ------------ას განმარტებით, 2018 წლის 11 აპრილს, გამომძიებელ ა----------–--ის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილი იქნა ორი პიროვნება ლ-–---------ე და ლ----------–---–ი, მათგან პირადად აიღო ხელის კვლის ნიმუშები, შეადგინა ოქმი და დადასტურდა ხელმოწერით მონაწილეების მიერ.

 

მოწმე ლ-–- მ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დაწესებულებაში გამომძიებელ ა----------–--ის მიერ მოყვანილი იქნა ბრალდებულები ლ--------ე და ლ------–---–ი, რომლებისგანაც უნდა აეღო ნერწყვისა და თმის ნიმუშები ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. აღებული იქნა ნიმუშები, რომლებიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს, მთლიანობაში 4 პაკეტად. ორივე ბრალდებულმა მოაწერა ხელი და არცერთს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ახსოვს, რომ ხელზე ბორკილები არ ედოთ.

 

მოწმე ა----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 1- აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ ს----ი ჩ------------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორმა პირმა და გასტაცეს ფულადი თანხა. მან ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი და „კლინიკა რუსთავში“ აუღო სისხლის ნიმუში, რასაც ასევე ესწრებოდა კლინიკის ექთანი. აღებული სისხლის ნიმუში დალუქა და ლუქზე ხელი მოაწერა როგორც დაზარალებულმა, ისე მან და ექთანმა. სისხლის ნიმუშის აღებისა და ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებზე დროის ცდომილება ტექნიკური ხასიათისაა და ადასტურებს, რომ ორივე საპროცესო მოქმედება მან ჩაატარა. გამოკითხვის ოქმი ელექტრონულ პროგრამაში იტვირთება, თუმცა ოქმთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის საათებს, თავად აფიქსირებს.

 

მოწმე დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს----ი ჩ------------ის შეტყობინების საფუძველზე მოცემულ დაიწყო გამოძიება და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ლ-–---------ე, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას სხეულზე გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ბრალდებულმა უთხრა, რომ ისინი დაკავებამდე ჰქონდა მიღებული, ამიტომ სამედიცინო ექსპერტიზა მის მიმართ არ ჩატარებულა. დაკავებამდე ბრალდებულებთან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ძირითადად ნიმუშები იქნა აღებული, მათ მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია და არც მათ გაუწევიათ წინააღმდეგობა.

 

მოწმე ქ-----------------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2018 წლის 23 ივლისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ს----ი ჩ------------ის სისხლის ნიმუში მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს. პაკეტში წარწერით ...... მუქი ფერის ლაქის ნიმუშები 2 ც ბიოლოგიურ ჩხირზე ...“ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ 12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----ი ჩ------------ეს.

 

პაკეტში წარწერით:.... 1 ც მუქი ფერის ქუდი.... მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N3-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ----------–---–ს (ობ.N 17). პაკეტი წარწერით: ... ლ----------–---–ის ნერწყვის ნიმუში.... ობ N3-ის მინორულ წილში ს----ი ჩ------------ისა (ობ N16) და ლ-–---------ის (ობ 18) პაკეტი წარწერით:;.......ლ-–---------ის ნერწყვის ნიმუში...) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ქუდზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) სისხლი არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით „.... 1 ც ჩაქუჩი ...“ მოთავსებული ჩაქუჩის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N5-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ს----ი ჩ------------ეს (ობN16) ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

პაკეტში წარწერით : „....ლითონის დეტალი...“ მოთავსებული ჯოხის ერთ ნახევარზე არსებული ბიომასალის (ობN6) გენეტიკური პროფილი შერეულია და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ჯოხის მეორე ნახევარზე (ობN7) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით: „.... ლ----------–---–ის ტანსაცმელი....“მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN8,9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----ი ჩ------------ეს (ობN16).

 

პაკეტში წარწერით: „....... ს----ი ჩ------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ სვიტერზე, სპორტულ შარვალსა და დათბილულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N1--15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----ი ჩ------------ეს (ობ N16.)

 

ქ-----------------–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ნივთები დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა. სისხლის ნიმუშის აღების ლუქზე რამდენი ხელმოწერაც იყო იმდენი დააფიქსირა. ერთი იკითხებოდა, მეორე - არა. სისხლის ოდენობა შპრიცში დახლოებით 4,5 მლ იყო, ხოლო შპრიცი - 5 მლ-იანი. ასევე წარედგინა ტანსაცმელი, რომელსაც ორი ლუქი ჰქონდა, რადგან მანამდე სხვა ექსპერტიზა იყო ჩატარებული.

 

სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ლ----------–---–ის ქურთუკი, რომელზეც ჩატარდა მითითებული ექსპერტიზა.

 

მოწმე რ------–--–-------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2018 წლის 17 აპრილის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად: პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N6 (ამოღებულია მისაღებ ოთახში მდგარი მაგიდის ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 27.0-.1--- წელს დაბადებული ლ-–---------ის მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, N2, N3, N4, N5, N7, N8 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 01.05.1--- წელს დაბადებული ლ---- მამუკას ძე ჯ---–---–ის და 27.0-.1--- წელს დაბადებული ლ-–- ნიკოლოზის ძე კ------ის ხელის ანაბეჭდების. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვლების N1, N2, N3, N4, N5, N7 და N8 იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

მოწმე რ------–--–-------–---–მა დამატებით განმარტა, რომ კვალი N6 ამოღებული იყო მისაღებში მდგარ მაგიდის ზედაპირიდან და დაემთხვა ლ-–---------ის ხელის კვალს. თუკი მაგიდას შეეხებოდა ვინმე ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კვალი აღმოჩენილიყო, თუმცა შესაძლებელია - არა.

 

საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოწმის სახით დაიკითხნენ შ-------–-----------------------–-–---–--------------------–-----------–--–--–---–----------------------–---–-------------------–---–------------------------------------–------------------------------------------–----ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, ქმედების აშკარად განხორცილება, მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც აღნიშნული ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, შემსწრე პირებისათვის ხილულად. თავის მხრივ, დამნაშავესაც გააზრებული და გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი ქმედების სხვა პირთა მხრიდან ხილულობისა და ცოდნის ფაქტი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი გულისხმობს, რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო თუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებლად ისახავს მიზნად დაუფლებული მოძრავი ნივთის მისაკუთრებას. ამასთან, პირს, რომელიც ამას სჩადის, გაცნობიერებული აქვს, რომ მას აღნიშნულის უფლება არ აქვს და მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----ი ჩ------------ის მიმართ ძარცვის ჩადენის ფაქტი კონკრეტულად დასტურდება თავად მისი ჩვენებით, მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე მ--–-----------–---–ისა და ლ---- ჩ------------ის ჩვენებებით, აგრეთვე ბრალდებულების ჩვენებებით და შემთხვევის დათვალიერების ოქმით. დაზარალებულის ჩვენებას, რომ ლ-–---------ემ და ლ----------–---–მა ცემეს ადასტურებს მ--–-----------–---–ის ჩვენება, რომელსაც მან დასახმარებლად მიმართა და ნაცემ, დასისხლიანებულ მდგომარეობაში ნახა, ცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მ--–-----------–---–ის მსგავსად, ს----ი ჩ------------ე დასისხლიანებული ნახა მისმა ძმამ ლ---- ჩ------------ემ, რომლის ჩვენების ის ნაწილი, სადაც სახლიდან ფულის წაღებაზე საუბრობს, ასევე თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. ორივეს ჩვენებით დგინდება, რომ თანხა, რომელიც წინა დღეს მაგიდის ქვეშ იდო, ლ---- ჩ------------ეს აღარ დახვდა ძმის გაძარცვის შედეგად, ხოლო ს----ი ჩ------------ე პირდაპირ უთითებს ბრალდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე. სხვაობა მათ ჩვენებებს შორის არის თანხის ნაწილში, თუმცა 360 ლარი არის ის თანხა, რომელიც ლ---- ჩ------------ემ გადაამოწმა ს----ის სახლიდან გასვლის შემდეგ, შემთხვევამდე კი სახლში არავინ ყოფილა, ვინაიდან ლ---- ჩ------------ის განმარტებით, დილით სახლიდან ისე გავიდა, რომ ს----ი არ უნახავს. ბრალდებულების განმარტებით, სახლში მისვლისას, კარი დაკეტილი იყო და ის ს----იმ გააღო, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არ აქვს ს----ი ჩ------------ისა და ლ---- ჩ------------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი და მიაჩნია, რომ ორივე მათგანი გულწრფელია და მათ მიერ მითითებული გარემოებები ემთხვევა ერთმანეთს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----ი ჩ------------ეს ფული წაართვეს და მისგან მომდინარე წინააღმდეგობა მისივე ცემით დაძლიეს ლ-–---------ემ და ლ----------–---–მა. დაზიანებისა და ცემის ფაქტს გარდა მითითებული მოწმეებისა, ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, რომლის თანახმად, ს----ი ჩ------------ის სახეზე არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება შემთხვევის ცნობებში მითითებულ თარიღს, უფრო მეტიც, ექსპერტის განმარტებით, ის რამდენიმე საათის მიყენებული იყო.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ღიად რჩება საკითხი, თუ ბრალდებულმა ლ-–---------ემ დაზარალებული რკინის ჯოხით ცემა, ხერხემალზე არსებული დაზიანებები დადგენილი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზად განხილულ უნდა იქნეს ბრალდებულის მიერ სამედიცინო დაწესებულების თვითნებური დატოვება, რაც ბრალდების მხარეს აბსოლუტურად არ უტოვებდა შესაძლებლობას თავისი დისკრეციის ფარგლებში გადაეწყვიტა დაზარალებულის პირადი შემოწმების საკითხი. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 1-0-ში მითითებული მონაცემების მიხედვით და დადგინდა მსუბუქი ხარისხი, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები ძალადობის ნაწილში უნდა მიეთითოს ს----ი ჩ------------ის მიმართ მიყენებული და საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულისა და მოწმე ლ---- ჩ------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ფულადი თანხის 360 ლარის ოდენობის დაუფლების გზით, მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობა, როგორიცაა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძარცვის დროს ს----ი ჩ------------ის ცემა, მისთვის თავისა და გულმკერდის არეში მუშტების ჩარტყმა ორივე ბრალდებულის მიერ, ქმნის ქმედების სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქპ-ით მსჯავრდების საფუძველს.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, ლ----------–---–ისა და ლ-–---------ის ერთობლივი მოქმედება ს----ი ჩ------------ის სახლში მისვლისას, ლ-–---------ის მიერ თანხის აღება, ხოლო ლ----------–---–ის მიერ დაზარალებულის წინააღმდგობის გაწევისას მუშტების დარტყმა, სრულად იძლევა მათი ჯგუფურად მოქმედების შეფასების საფუძველს, თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ლ-–---------ე მეტი აქტიურობით და ინიციატივით გამოირჩეოდა ლ----------–---–თან შედარებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენისას, საერთო გეგმაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით, თანაამსრულებლობისთვის არაა აუცილებელი ამ საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება, ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიგვანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის ერთობლივ შეთანხმებაზე და საერთო გეგმაზე.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის ნივთების დაუფლების მომენტში იმყოფებოდნენ ბრალდებულები ლ----------–---–ი და ლ-–---------ე. შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსკ-ს 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად: ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-? ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენით ლ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ”, მესამე ნაწილის ”ა” და მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 0- (ექვსი) წელი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ლ-–---------ემ ძარცვა ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში და იგი ნასამართლევია სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზის ჩადენილად.

 

სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ს----ი ჩ------------ის ქ.რუსთავში ლეონიძის ქუჩის N12 კორპუსის მ/ტერიტორიაზე ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ლ----------–---–ი და ლ-–---------ე უნდა გამართლდნენ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედების ჩადენაში პირის მსჯავრდებისთვის უნდა არსებობდეს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებს.

 

დაზარალებულის განმარტებით, მან ალკოჰოლის დალევა ჯერ ბარში დაიწყო, შემდეგ გაიცნო ლ----------–---–ი, ლ-–---------ე და სხვა პირები, მათთან ერთად განაგრძო დალევა და გარკვეული უთანხმოების შემდეგ იგი ცემეს. მან ვერ დააზუსტა მხოლოდ ბრალდებულები ურტყამდნენ თუ სხვებიც, თუმცა ახსოვს, რომ ვიღაც ამბობდა თავი დაანებეთო. დაზარალებულმა დაახლოებით 7 ადამიანზე მიუთითა, ვინც მისი განმარტებით ცემის ფაქტს შეესწრო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებიდან არცერთი არ არის დადგენილი და არ დაკითხულა სასამართლოში, ასევე გაურკვეველია რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება გაიმიჯნოს ძარცვამდე განხორციელებული ძალადობა, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულზე ნამსჯელი არ არის და არც კითხვა არავის დაუსვამს. ბრალდების აღნიშნული ეპიზოდი აშკარად ხასიათდება არასრულყოფილი გამოძიებით და სასამართლო ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ ბრალდების მხარეს გააჩნდა ვალდებულებაც და შესაძლებლობაც გადაემოწმებინა დაზარალებულის ჩვენება და დაედგინა დანაშაულის გარემოებები, დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ბრალდების ამ ეპიზოდში ლ----------–---–ი და ლ-–---------ე უნდა გამართლდნენ.

 

დაცვის მხარის არგუმენტების შესახებ, თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე „ჰუსეინლი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ (პუნქტი1-) სასამართლომ მიუთითა: კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, საქმის წარმოება მთლიანობაში, მათ შორის ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოპოვებულ და განხილულ იქნა მტკიცებულებები, სამართლიანი იყო თუ არა. კერძოდ, მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულებები და მათ გამოყენებას შეწინააღმდეგებოდა; იყო თუ არა დაცული შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 4378/02 , §§ 88 და 90, 1- მარტი, 2009 წ. და როუი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 28901/95 , § 60, ECHR, 2000-II). საქმეში „იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ 6.1 მუხლის ფარგლებში არსებული სამართლიანი განხილვის უფლება არის უპირობო უფლება. თუმცა სამართლიანი განხილვის არსი ვერ იქნება ერთი უცვლელი წესი, არამედ ის დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე (იხ. ო’ჰალორანი და ფრანცისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N15809/02 და N25624/02 , §53, ECHR, 2007-III). სასამართლოს მთავარი ამოცანა 6.1 მუხლის ფარგლებში არის სისხლის სამართლის მთლიანი პროცესის სამართლიანობის შეფასება (იხ. ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 926/05 , § 84, ECHR, 201- და ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 9154/1 -, § 1-1, ECHR, 2015).

 

დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების უფლება იმ ზოგადი პრინციპის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ადამიანს თვითნებური გადაწყვეტილებებისგან იცავს. ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარის დასაბუთებას უნდა შეიცავდნენ, რათა მხარეების ფაქტობრივ და სამართლებლივ არგუმენტებს (პროცედურულს თუ არსებითს) პასუხი გაეცეს. (Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “დასაბუთებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი დანიშნულება იმის დემონსტრირებაა, რომ მხარეების არგუმენტები მოსმენილ იქნა. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს საშუალებას აძლევს გაასაჩივროს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილება განიხილოს სააპელაციო ორგანომ. მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანის გზით არის შესაძლებელი მართლმსაჯულების განხორციელებაზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესება” (Suominen v. Finland, §37). “სასამართლოში საქმის წარმოებისას, სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი დასაბუთება აძლევს საშუალებას ბრალდებულს, გაიგოს მისი მსჯავრდების განმაპირობებელი მიზეზები.… დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიზანია იმის დემონსტრირება, რომ მხარეების არგუმენტები მოსმენილი და გათვალისწინებულ იქნა და შესაბამისად, მხარეებისთვის სასამართლო გადაწყვეტილება უფრო მისაღები ხდება. გარდა ამისა, მოცემული პრინციპი ავალდებულებს მოსამართლეებს თავიანთი მსჯელობა ობიექტურ არგუმენტებზე დაამყარონ და დაცვის უფლებები გაითვალისწინონ. გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრირება უნდა იყოს იმისა, რომ საქმის არსებითი გარემოებები განხილულ და გათვალისწინებულ იქნა (Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15; 2007 წლის თებერვალი).” (Taxquet v. Belgium, [GC]*,§ 89).

 

იმის გათვალისწინებით, რომ ძირითად საკითხზე სასამართლოს მიერ ნამსჯელია ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო დაცვის მხარის იმ რამდენიმე არგუმენტზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ბრალდებულების კანონიერი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით:

 

დაცვის მხარის არგუმენტზე, რომ ს----ი ჩ------------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით 5 მლ შპრიცში აღებულ იქნა სისხლი, ხოლო რეალურად აღებული იყო 4,5 მლ სისხლი და სხვაობა სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სავარაუდოდ ლ----------–---–ის ქურთუკზე იქნა აღმოჩენილი, ამასთან გამომძიებლის განმარტებით მან ხელი მოაწერა ნიმუშის აღების შესახებ ლუქს, ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ სამი ხელმოწერის ნაცვლად, ლუქზე აღინიშნებოდა მხოლოდ ორი ხელმოწერა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად აღნიშნული ცდომილებისა, არსებითი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ლუქზე აღინიშნება იმ პირის ხელმოწერა, ვინც უშუალოდ აიღო დაზარალებულისაგან სისხლის ნიმუში (მ.ბერიძე), ამით დასტურდება, რომ საპროცესო მოქმედებას იმ დროს და იმ პირობებში ნამდვილად ჰქონდა ადგილი და აღებული სისხლის ნიმუში დაილუქა, სხვა მხრივ გამომძიებლის მხრიდან ხელმოწერის გამორჩენა არ ქმნის ამ მოქმედების სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველს და აღნიშნული მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომას წარმოადგენს. 0,5 მლ სისხლის ქურთუკზე გადატანით გახარჯვა მხოლოდ დაცვის მხარის ვერსიას და ხელოვნურად დანახულ ხარვეზზე მიუთითებს, ვინაიდან ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში დაულუქავი უნდა ყოფილიყო ლ----------–---–ის ქურთუკიც, რაზეც დაცვის მხარეს მოსაზრება არ გამოუთქვამს და თავიანთი ვერსიის გასამყარებლად, ქურთუკისა და ლ----------–---–ის ხელმოწერის კუთვნილება მიიჩნიეს სადავოდ, და ისიც ყოველგვარი სხვა არგუმენტების გარეშე. ანალოგიურად აფასებს სასამართლო ნიმუშს აღების ოქმსა და ლ----------–---–ის გამოკითხვას შორის დროის თანხვედრას. ნიმუში აღებულია 2018 წლის 1- აპრილს 23:00 – 23:15, ხოლო ლ----------–---–ი გამოკითხულია იმავე დღის 23:00 – 23:55 საათზე, ორივე მოქმედება ჩატარებულია ა----------–--ის მიერ, რაც მან დაადასტურა სასამართლო სხდომაზე და მიუთითა, რომ დროში სხვაობა არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

 

ასევე მნიშვნელოვანია ასევე დაცვის მხარის საპასუხოდ ბრალდებულების დაკავების კანონიერებაზე ხაზგასმა, ვინაიდან მოცემულ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულები ბრალდების მხარის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმის სახით და შემდგომში მათთან ჩატარდა საპროცესო მოქმედებები. მას შემდეგ რაც მტკიცებულებების საფუძველზე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლებალია ს----ი ჩ------------ის ძარცვა ჩაიდინეს ლ----------–---–მა და ლ-–---------ემ, ვინაიდან ისინი ამოიცნო დაზარალებულმა, გაცემულ იქნა განჩინება მათი დაკავების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაკავების ოქმს ხელს აწერენ ბრალდებულები და რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე გაკეთებული არ არის, დაკავების კანონიერების პროცესთან და დაკავების ოქმის დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობით დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, აღნიშნული საკითხი სადავო არ ყოფილა ასევე ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომაზე, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია დაკავების კანონიერების შესაფასებლად, ვინაიდან თუ პირის დაკავება საპროცესო ნორმების საფუძველზე განხორციელდა ან დაკავების ოქმი არსებითი დარღვევითაა შედგენილი, პირი ასეთ შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს, შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებულები არიან არა დაკავებულები, არამედ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, დამატებითი ფაქტების ან არგუმენტების გარეშე, მხოლოდ ბრალდებულების განმარტების საფუძველზე, არ დგინდება დაკავების ოქმის ან დაკავების პროცესში დაშვებული საპროცესო ნორმების დარღვევების ფაქტი.

 

ხელის ანაბეჭდზე დაცვის მხარის შეფასება თითქოსდა მაგიდის ზედაპირზე უნდა დარჩენილიყო არა ხელის გულის, არამედ თითის ანაბეჭდები, ასევე უსაფუძვლოა და სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხელი გულის კვალი სწორედ იმიტომ იქნა აღმოჩენილი, რომ მაგიდას, რომელიც იშლება, ხელი მყარად უნდა მოეკიდოს, რომ გაიხნას და ამაში მხოლოდ თითები ვერ იქნება საკმარისი. ის ფაქტი, რომ მაგიდაზე ხელის გულის ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი, დაცვის მხარის ვერსიის ნაცვლად, უფრო მეტად ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას, რომ ლ----------–---–ს ფულის ძებნაც კი არ დაუწყია, რადგან უკვე იცოდა სად ინახავდა იგი ფულს და გამოწია მაგიდა.

 

ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ლ----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ლ-–---------ემ - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

ლ-–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მიხედვით, მან დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ლ----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ხოლო ლ-–---------ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ამ მუხლებით დადგენილი სასჯელი. რაც შეეხება ლ-–---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი უნდა დაინიშნოს 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ლ----------–---–ის და ლ-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ლ----------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან .

 

ლ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ლ-–---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - (თ/ ა 6 წლის ვადით) და საბოლოოდ, ლ-–---------ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ლ-–---------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

ლ-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის წაწვეტებული ბოლოიანი ნაჭერი, ჩაქუჩი, მაგიდიდან ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, წიგნების კარადის გარეთა ზედაპირიდან აღებული 2 ცალი დაქტილოფირი, ნოხიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები და ხის კარადიდან მოწითალო ფერის ანაწმენდები, ს----ი ჩ------------ის სისხლის ნიმუში, ლ-–---------ის ხელის კვლის ნიმუშები, ლ----------–---–ის ხელის კვლის ნიმუშები, ლ-–---------ის თმის ნიმუშები, ლ-–---------ის ნერწყვის ნიმუში, ლ----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ----------–---–ის თმის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

მუქი ფერის კეპი, ს----ი ჩ------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი - ნაცრისფერი ზედატანი, ლურჯი ფერი ჟილეტი, შავი ფერის შარვალი, ლ-–---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 2 ცალი 1- ლარიანი კუპირა, 1 ცალი 1 ლარიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი 50 თეთრიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი 1- თეთრიანი ლითონის მონეტა, ლ---- ჯებშვილის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ცალი ლითონის 1 ლარიანი კუპიურა, 2 ცალი ლითონის 20 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი ლითონის 1- თეთრიანი მონეტა, თეთრი ფერის „სამსუნგის“ ორკარტიანი მოდელის მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და მოქალაქი პირადობის მოწმობა, ლ----------–---–ის ქურთუკი, დაუბრუნდეს მის მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე