გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002428442
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/12972-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „დ--ი“

წარმომადგენელი - თა-------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „სა-------------–-ა“

წარმომადგენლები - გი-------------–---–ი, ხა----------–------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შემცირდეს მოსარჩელე შპს „დ--ისათვის“ დაკისრებული პირგასამტეხლო და მოპასუხე შპს „სა-------------–-ას“ დაეკისროს მოსარჩელისთვის სხვაობის 122 420,8 ლარის დაბრუნება/გადახდა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 5 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე (№მო-----------), რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ამ------–-----ში, ადგილობრივი აე-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „სა-------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 536 955,00 ლარით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა - 2018 წლის 25 იანვრამდე (2017 წლის 19 დეკემბრის დამატებითი შეთანხმება №-).

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვად--ადაცილებული დღისთვის. 2018 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ №0---------- წერილით აცნობა მოპასუხეს, რომ მას დასრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და შესრულებული სამუშაოების აქტი გაგზავნილი იყო ექსპერტიზისთვის. 2018 წლის 5 თებერვალს მოსარჩელემ წარადგინა შესრულებული სამუშაოების აქტზე ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 8 თებერვლის №8---- წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და სამუშაოების მიღებაზე, რადგან ობიექტს ჰქონდა „რიგი დაზიანებები, ხარვეზები და ნაკლოვანებები“.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ, დასრულებულად ჩაითვლებოდა მათი ფაქტობრივი დასრულების თარიღიდან, რის შესახებაც აცნობებდა მიმწოდებელი შემსყიდველს, შემსყიდველმა უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე და სამუშაოების დასრულებულად ჩათვლაზე. მეტიც, 2018 წლის 25 იანვრიდან, მოპასუხე ყოველ ვად--ადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს არიცხავდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს - დღეში 2 537,00 ლარის ოდენობით, რამაც 49 დღისათვის შეადგინა 124 310,8 ლარი, ჯამურად, რაც საბოლოოდ ანგარიშსწორებისას გამოქვითა მოპასუხემ.

 

მოპასუხემ ორჯერ უარყო მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ანგარიშფაქტურები, სადაც სამუშაოს შესრულების პერიოდად იანვარი იყო მითითებული. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2018 წლის 15 მარტს, შემსყიდველის მხრიდან 49 დღის დ--ვიანებით. ჩაუბარებელი შენობა-ნაგებობა ვერ შევიდოდა ექსპლუატაციაში და შესაბამისად, ვერ იქნებოდა გამოყენებული დანიშნულებისამებრ. მოსარჩელემ გაითვალისწინა რა, სახელმწიფოსა და შპს „სა-------------–-ის“ ინტერესები, განახორციელა საბოლოო №6 მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, თუმცა მოპასუხეს აცნობა, რომ არ ეთანხმებოდა აქტის შინაარსს იმ ნაწილში, სადაც მითითებული იყო, რომ სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა დ--ვიანებით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 25.01.18-ისა 15.03.18-ში). ასევე, მოსარჩელემ მოპასუხეს განუმარტა, რომ არ ეთანხმებოდა მიღება-ჩაბარების აქტს იმ ნაწილში, სადაც მითითებული იყო, რომ მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიის არქონას.

 

შპს „სა-------------–-ამ“ მოითხოვა შეჩერებულიყო სამშენებლო სამუშაოები 1 თვით - 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე, ხოლო მოსარჩელეს დამატებითი ვადა სამუშაოების შესრულებისათვის არ მისცემია.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს გამოთვლა უნდა მოხდეს არა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან, არამედ ვად--ადაცილებული ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან (386 164,14) ლარიდან (როგორც ეს მითითებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში). ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვად--ადაცილებული პერიოდისთვის ჯამურად შეადგენს 1 892,2 ლარს (386 164,14*0,01%*49).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№მო-----------) თანახმად, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 იანვარი. მოსარჩელემ ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა პირსგასამტეხლოს გადახდა (124 380.8 ლარი). მოსარჩელემ თავადვე აღიარა მის მიერ ხელშეკრულების ვადების გადაცილების ფაქტი და დაეთანხმა პირგასამტეხლოს გადახდას მხარეთა შორის 2017 წლის 15 მარტს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები თავიანთი ხელმოწერით ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების არქონას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საბოლოო ანგარიშსწორებიდან დაკავებული იქნა პირგასამტეხლოს თანხა, რომელიც დაანგარიშდა 2017 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 15 მარტამდე, ვად--ადაცილებისათვის. მოსარჩელეს არაერთხელ განემარტა მიზეზი, რის გამოც მოპასუხე არ იბარებდა მიღებულ სამუშაოს, აღსანიშნავია რომ ხარვეზები ზემოაღნიშნულ ობიექტს ამ დრომდე აქვს და საუბარია არსებითი სახის ხარვეზებზე, რომელთა შესახებაც დეფექტური აქტითა და გაფრთხილების წერილებით ეცნობა მოსარჩელეს, უფრო მეტიც მოსარჩელემ თავადვე აღნიშნა 2017 წლის 15 მარტის წერილში, რომ ხარვეზები, რომლებზედაც მოპასუხე უთითებდა, გამოსწორებული იყო.

 

მოსარჩლის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არ ფუნქციონირებს ამ------–-----ის ოფისი, იქიდან გამომდინარე, რომ გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, რომელიც შესრულების ეტაპზე არ ჩანდა. მოსარჩელე ამ ეტაპზეც (საგარანტიო პერიოდი) არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მიუხედავად იმისა რომ მიეცა ხარვეზების გამოსწორების ვადა, იგი კვლავ არღვევს განსაზღვრულ ვადებს, რის გამოც როგორც ზემოთ აღინიშნა, შენობა ამ დრომდე უფუნქციოა, რითიც ხელი ეშლება მოპასუხის ნორმალურ საქმიანობას. რაც შეეხება სამუშაოების დროებით შეჩერებას მოპასუხის მიზეზით, ეს დრო დაკომპენსირდა დამატებითი შეთანხმებით, რომლითაც ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 იანვარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს და შესაბამისად მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 5 ივნისს შპს „დ--სა“ (მიმწოდებელი) და შპს „სა-------------–-ას“ (შემსყიდველს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (№მო-----------), რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ამ------–-----ში, ადგილობრივი აე-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „სა-------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 536 955,00 ლარით.

 

მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაესრულებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე (ხელშეკრულების 4.1 პუნქტი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (№მო-----------) (ს.ფ. 179-186).

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა და ადგილი:

 

გაწეული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესრულების ვადების შესახებ გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №--ისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე;

 

სამუშაოები, როგორც სრულად, ისე შესაბამისი ნაწილი, დასრულებულად ჩაითვლებოდა მათი ფაქტობრივად დასრულების თარიღიდან, რის შესახებაც მიმწოდებელი შემსყიდველს აცნობებდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (№მო-----------) (ს.ფ. 179-186).

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვად--ადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (№მო-----------) (ს.ფ. 179-186).

 

3.1.4. 2017 წლის 11 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა №- დამატებითი შეთანხმება „2017 წლის 5 ივნისის (№მო-----------) ხელშეკრულებაში 2017 წლის 11 დეკემბრის №1 ცვლილების გათვალისწინებით“, რომლის მიხედვით, 2017 წლის 5 ივნისის (№მო-----------) ხელშეკრულებით (2017 წლის 11 დეკემბრის №1 ცვლილების გათვალისწინებით) განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 25 იანვრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

2017 წლის 11 დეკემბრის №- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 187-188).

 

3.1.5. 2018 წლის 15 მარტს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№მო-----------) გამომდინარე გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №6, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდებდა წარდგენილი ფორმა №--ით და საექსპერტო დასკვნით. სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა დ--ვიანებით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 25.01.2018-ისა 15.03.2018-ში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №6 (ს.ფ. 220).

 

3.1.6. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლო 124 310,8 ლარი, დარიცხული 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე პერიოდზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 164-167).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 247).

 

3.1.7. 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით შპს „სა-------------–-ამ“ შპს „დ--ს“ განუმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№მო-----------) გამომდინარე ქალაქ ამ------–-----ში ადგილობრივი აე-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (შპს „სა-------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე) საოფისე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შეეჩერებინათ 2018 წლის 19 იანვრამდე.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სამუშაოების შეჩერება 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 19 დეკემბრის №8----- წერილი (ს.ფ. 67).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო მიაჩნია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვად--ადაცილების პერიოდი უნდა განისაზღვროს 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, სამუშოათა შეჩერების პერიოდის 31 დღის (2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე პერიოდის) გამოკლებით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 18 დღით ვადის გადაცილებისათვის.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა დასრულების ვადა (2017 წლის 10 დეკემბერი) მხარეთა 2017 წლის 19 დეკემბრის №- დამატებითი შეთანხმებით გაგრძელდა 2018 წლის 25 იანვრამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 25 იანვრის წერილით შპს „დ--იმ“ მიმართა შპს „სა-------------–-ას“ და აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№მო-----------) გამომდინარე მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა და შესრულებული სამუშაოების აქტი ინსპექტირებისათვის გაგზავნილი ჰქონდათ ექსპერტიზის ჩასატარებლად, რომლის დასრულებისთანავე შემსყიდველს წარედგინებოდა ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 32).

 

2018 წლის 08 თებერვლის წერილით დგინდება, რომ შპს „სა-------------–-ამ“ მიმართა შპს „დ--ის“ და განუმარტა, რომ 2018 წლის 7-8 თებერვალს შპს „სა-------------–-ის“ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ------–-----ის ობიექტის ინსპექტირების შემდეგ გამოვლინდა მთელი რიგი დაზიანებები, ხარვეზები და ნაკლოვანებები. სამუშაოები შესრულებულიყო უხარისხოდ და არაჯეროვნად. შემსყიდვალმა ამავე წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ იმ ეტაპზე შპს „სა-------------–-ის“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ განხორციელდებოდა. ნაკლოვანებების აღმოფხვრის მეთოდებისა და ვადების განსაზღვრის მიზნით შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეთავაზებული იქნა სათანადო შეთანხმების გაფორმება (ს.ფ. 34).

 

2018 წლის 15 მარტის წერილით (№0---------- ) დგინდება, რომ თავად მიმწოდებელმა შპს „დ--იმ“ შპს „სა-------------–-ას“ აცნობა, რომ ობიექტზე, რომელზედაც შემსყიდველის მითითებისამებრ იყო ხარვეზები, იმ დროის მდგომარეობით უკვე აღმოფხვრილი იყო (ს.ფ. 65).

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ხარვეზების არსებობა. მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია 2015 წლის 25 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხრა 2018 წლის 15 მარტამდე.

 

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 25 იანვრის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოებს ჰქონდა ხარვეზი. შემსყიდველის მიერ დამატებითი შეთანხმების გაფორმების შეთავაზების მიუხედავად, არ არის სადავო, რომ მხარეებს შორის ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ დამატებითი შეთანხმება არ მომხდარა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა შეასრულა არა 2018 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, არამედ 2018 წლის 15 მარტს, რაც ასევე დასტურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით (3.1.7. ფაქტობრივი გარემოება).

 

როგორც აღინიშნა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№მო-----------) გამომდინარე ქალაქ ამ------–-----ში ადგილობრივი აე-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (შპს „სა-------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე) საოფისე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შეჩერდა 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე (3.1.6. ფაქტობრივი გარემოება). პირგასამტეხლო კი, დარიცხულია 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე პერიოდზე.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა თავად მოითხოვა სამუშაოების შეჩერება აღნიშნულ პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ შეჩერებულ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობა ვერ იქნება მიჩნეული ვადის გადაცილებად. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების ვადა გაგრძელებულიყო 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე, 2017 წლის 19 დეკემბერს, რა დროიდანაც შეჩერდა სამუშაოები; საწინააღდეგო განმარტებისას მხარეთა შეთანხმება ვადის გაგრძელების შესახებ აზრს დაკარგავდა და რეალურად ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რასაც მხარეები ამ შეთანხმებით განიზრახავდნენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №მო----------- ხელშეკრულებიდან და №- დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვად--ადაცილების პერიოდი უნდა განისაზღვროს 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, სამუშოათა შეჩერების პერიოდის 31 დღის (2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე პერიოდის) გამოკლებით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 18 დღით ვადის გადაცილებისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. როგორც წესი ის არ არის მრავალრიცხოვანი. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს „დ--სა“ და შპს „სა-------------–-ას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო მომსახურების ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - ქ. ამ------–-----ში, ადგილობრივი აე-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „სა-------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოები, სამუშაოს ღირებულებაზე - 2 536 955,00 ლარი; მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომსახურების განხორციელების ვადაზე - არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს „დ--მა“ ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების დასრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვად--ადაცილებული დღისთვის.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან, არამედ ვად--ადაცილებული ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან (386 164,14) ლარიდან. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის (სამუშაოების დასრულების ვადა) გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვად--ადაცილებული დღისთვის. მიმწოდებელი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანმხა პირგასამტეხლოს დაანგარიშების პრინციპს, რაც გულისხმობდა პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეიბოჭნენ ნაკისრი ვალდებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ მიმწოდებლის მოთხოვნა - პირგასამტეხლო დაანგარიშდეს ვად--ადაცილებული ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, უსაფუძვლოა.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არამხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვად--ადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვად--ადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლო 49 დღით ვადის გადაცილებისათვის 124 380,8 ლარი. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა სამუშოები დაასრულა 18 დღის დ--ვიანებით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (2 536 955,00 ლარი) 0.1% ყოველი ვად--ადაცილებული დღისთვის შეადგენს 2 536,95 ლარს. 49 დღიდან (რის მიხედვითაც დაქვითულია პირგასამტეხლო) 31 დღეზე (შეჩერებული პერიოდი, რომელზედაც პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხულიყო) დარიცხული, შემსყიდველის მიერ დაქვითული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ექვემდებარება დაბრუნებას, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად (0,1%), განისაზღვრება 78 645,45 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო უნდა დაუბრუნდეს 56,7 ლარი, ხოლო მოპასუხე მოსრჩელეს აუნაზღაურებს 2 359,36 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „დ--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. შემცირდეს მოსარჩელე შპს „დ--ისთვის“ მოპასუხე შპს „სა-------------–-ის“ მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 78 645,45 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „სა-------------–-ას“ მოსარჩელე შპს „დ--ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 2 359,36 ლარის გადახდა.

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „დ--ის“ მის მიერ 2018 წლის 13 აპრილს №1--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3 730,00 ლარიდან 56,7 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე