გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017002129542 (3-163/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელე: ო----- ლო-----------ძე
მოსარჩელის წარმომადგენლები: გი----------------ძე, ივ------------–--ლი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: მა-----------ე,მესამე პირი: ვა--------–------------იძე
მესამე პირი: თე------------------ძე
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის N882016559621-21 და 2017 წლის 17 ივლისის N882016559621-22 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დავალდებულდეს მოპასუხე მხარე განაახლოს სარეგისტრაციო წარმოება და განახორციელოს ო----- ლო-----------ძის მიერ 2017 წლის 23 მარტს N 882016174296 განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ო----- ლო-----------ძის სახელზე.
1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯები.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2016 წლის 23 მარტს მიმრთა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით N882016174296, რომლითაც ითხოვდა ო----- ლო-----------ძისათვის მოეხდინათ საკუთრების უფლების რეგისტრაცია 700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ს. ე----
2017 წლის 13 ივნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 882016559621-21 გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 06 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00021-ით არ დასტურდება აზმვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა. განემარტა 30 დღის ვადაში წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ხოლო 2017 წლის 17 ივლისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადაწყვეტილება N882016559621-22-ით შეწყდა ჩემს 2017 წლის 23 მარტის N882016174296 განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 14 აგვიტოს გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N380063 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 18 სექტემბერს.
მოსარჩელის წარმომადგენლი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა და მიუთითებს, რომ 2017 წლის 24 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00017, რომლის მიხედვითაც არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა არის დაუსაბუთებელი, კერძოდ ოქმში არ ფიქირდება გამგებლის წარმომადგენლის სოფ. ე----სა და ზედა ე----ში ბატონ თე------------------ძის მიერ რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარება, რითაც მტკიცდება, რომ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი და აზმოვითი ნახზი არ არის იდენტური, შესაბამისად 2017 წლის 04 აგვისტოს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა ინფორმაცია თუ რა სახის გამოკვლევა ჩაატარა და რა სახის მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეადგინა ოქმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ე----სა და ზედა ე----ში თე------------------ძემ, რაზეც 2017 წლის 08 აგვისტოს მიიღო წერილობითი პასუხი, სადაც წარმოდგენელი იყო თე------------------ძის მოხსენებითი ბარათი, რითაც ირკვევა, რომ ოქმი შედგენილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესკუთრის ნო-------–---აძის სუბიექტურ შეხედულებებზე, რომელსაც გარკვეული ინტერესი გააჩნია აღნიშნული მიწის ნაკვეთთა და ასევე მასთან მოსარჩელე იმყოფებოდა და იმყოფება კონფლიქტიურ დამოკიდებულებაში, რაზეც მეტყველებს მათ შორის დაწყებული სასამართლო დავა, შესაბამისად ნო-------–---აძის ჩვენება ვერ იქნებოდა ობიექტური.
პირველ გარემოებად რითაც, არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა თე------------------ძე მიუთითებს, რომ ო----- ლო-----------ძის მიზომილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არ გახლავთ დღემდე დადგენილი და ფაქტობრივად მიტოვებულიაო, ამასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ ეხლა უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და შესაბამისი საზღვრების დადგენა და ბუნებრივია სანამ საკუთრების უფლება არ იქნება რეესტრში რეგისტრირებული ჩემი მარწმუნებელი ვერ განახორციელებს ვერანაირ სარემონტო სამუშაოებს იმ ელემენტარული მიზეზიდან გამომდინარე, რომ რაიმე სახის სამშენებლო ნებართვასაც ვერ აიღებდა.
მეორე გარემოებად რითაც, არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა თე------------------ძე მიუთითებს, რომ მიწის აზომვითი ნახაზის კონტურები შეჭრილია ნო-------–---აძის საკუთრებაში. პირველ რიგში გაუგებარია, რას ნიშნავს ნო-------–---აძის მიწის საკუთრება, ან გაუგებარია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვინ და რა საშუალებით დაადგინა, ხოლო აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მხოლოდ თე-------------------ძის, ან ნო-------–---აძის მოსაზრებიდან გამომდინარე.
მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება არის უკანონო, რაზეც მეტყველებს ზემოთ აღნიშნული გარემოებები, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იყო ვალდებული საქმის გარემოება გამოეკვლია და ისე მიეღო გადაწყვეტილება. კანონის წინაშე იგივე ვალდებულება ჰქონდა სარეგისტრაციო სამსახურსაც, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება ააგო ადგილზე დათვალიერების ოქმზე, სადაც ერთი მტკიცებულებაც კი არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად სარეგისტრაციო სამახურს დამატებით, რომ მიემართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის მიიღებდა იმ პასუხს, რაც გადეცა მოსარჩელეს და რომლითაც დასტურდება ოქმის დაუსაბუთებლობა.
ყოველი ზემო აღნიშნული გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო მოახდენდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნაკვეთის იდენტურობის დადგენას. ამდენად სადაო გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად ეფუძნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ე----სა და ზედა ე----ში თე------------------ძის მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომელმაც ვერ დაადგინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა, უსაფუძვლოა. მარეგისტრირებელი ორგანო მართალია დაეყრდნო მუნიციპალიტეტის ოქმს, რომელიც ბუნებრივია მისი შედგენილი არ გახლდათ და მის ხარვეზზე ის პასუხს არ აგებს, მაგრამ აღნიშნული ოქმის უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა ნათელია ერთი შეხედვითაც, შესაბამისად აღნინული მტკიცებულების უპირობოდ მიღება წარმოადგენს სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევას, რადგანაც მას უნდა გამოეკვლია მტკიცებულება რაზეც დააფუძნა გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია და გადაწყვეტილება საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევის გარეშე მიიღო. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ არ ემოქმედა საქმის ,,მოშორების“ პრინციპით და მოეთხოვა განმარტება თუ რაზე იყო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ოქმი დაფუძნებული, რითაც არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა დაინახავდა, რომ ოქმი რეალურად არაფერს ეფუძნებოდა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითხოვს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევას მათ შორის იგულისხმება კიდეც სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოსული გარკვეული სახის დოკუმენტაციის გამოკვლევაც და არა პირდაპირ მისი გამოყენება.
მოსარჩელის წარმომადგენლები მიუთითებენ სახვა გარემოებებზეც, მიიჩნევენ რომ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა, ითხოვენ მათ ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელების მოთხოვნას, მიიჩნევს რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016559621-03 (31.08.2016) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო წარდგენილი, შესაბამისად, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს ო----- ლო-----------ძის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით ინფორმაცია და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2016 წლის 31 აგვისტოს №214846 (KA011774453512316) წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა 2016 წლის 24 თებერვალს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016559621-13 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ იგი უთითებდა №882015542826 განცხადების ნომერს, ამ განცხადებას დართული ორი აზომვითი ნახაზიდან ერთზე ფიქსირდებოდა ე----, ხოლო მეორეზე - ჯოჭო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის მიხედვით, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული იყო სოფელი ე----, შესაბამისად, დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, რომელი აზომვითი ნახაზით უნდა ეხელმძღვანელა სარეგისტრაციო სამსახურს;
2017 წლის 13 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016559621-21 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 (2017 წელი, 06 ივნისი) ოქმით არ დასტურდებოდა აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016559621-22 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ინახებოდა №882015542826 სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად;
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმად, ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძეს სარგებლობაში დარჩა შენობა-ნაგებობების ქვეშ დაკავებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფართობიდან სარგებლობაში რეგისტრირებულია მიმდინარე მდგომარეობით გასხვისებულია 307 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობასთან ერთად;
2017 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან გადმოგზავნილ იქნა №05/3186 წერილი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ: „ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიიდენტურია შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზისა.“.
უდაოდ დგინდება აგრეთვე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის დოკუმენტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაადასტურებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას;
სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი, სააგენტოში დაცული და რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ ო----- ლო-----------ძის მიერ №882016559621 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია ნამდვილად არ იყო საკმარისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ შესრულებული იქნა მისთვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაცული იქნა მოქმედი კანონმდებლობა რის საფუძველზეც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
შესაბამისად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო ო----- ლო-----------ძის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარიც, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063 გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. საქმეზე მესამე პირად ჩართული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ე----ს და ზედა ჭოჯოში თე------------------ძე არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას, განმარტავს, რომ მის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი და დადგენილი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ო----- ლორთქოფანიძეს გამოეყო სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი N 2-ით არ შეესაბამება ო----- ლო-----------ძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზს, არის სხვა კონფიგურაციის და შეტანილია სხვა პირის ნო-------–---აძის ნაკვეთთან მისასვლელელი გზა, რომელიც ასევე გამოიყენება გვერდით გამავალი არხის გასაწმენდად. შესაბამისად მის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი და გადაეგზავნა შესაბამის სამსახურს.
3.2. წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება მესამე პირად ჩართული ვა--------–------------იძე და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მისი ოჯახი 1968 წლიდან ცხოვრობს სადავო ტერიტორიის მიმდებარედ და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელზეც შეიზღუდება მისასვლელი გზა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით მიწის რეგისტრაციით. შემდგომში მესაკუთრის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მის მისვლა და სარგებლობა. საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი ნამდვილად არა იდენტურია და შეუსაბამოა ობიექტურ სინამდვილესთან, რაზეც გამგებლის წარმომადგენელმა გასცა ობიექტური პასუხი, რომ წარმოდგენილი ნახაზი ფარავდა მისასვლელ გზას და არ იყო იდენტური.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2016 წლის 26 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში ო----- ლო-----------ძის წარმომადგენელმა ივ------------–--ლმა წარადგინა N882016559621 სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ში მდებარე 700 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდური და ელ. ვერსია შესრულებული შპს ,,ბ-------- XXI" -ს მიერ, განცხადება თანხმობის შესახებ რათა დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას, ამასთან, მითითება გაკეთდა N882015542826 სარეგისტრაციო განცხადებას დართულ დოკუმენტაციაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო----- ლო-----------ძის წარმომადგენლის განცხადება თანდართული მასალებით.
4.1.2. 2016 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №214846 წერილით მიმართა ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხელვაჩაურის ადგილობრივ არქივსა და შემოსავლების სამსახურს და მოთხოვნილი იქნა ამ უწყებებში დაცული ინფორმაციის /დოკუმენტაციის ასლების მოწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ე----ში მცხოვრები მოქ. ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. აღნიშნულის თაობაზე ამავე დროს ეცნობა განმცხადებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 აგვისტოს №214846 წერილი.
4.1.3. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 09.09.2016წ. №01-20/621 წერილით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის, შარაბიძეების თემის საკრებულოს სოფ. ე----ს 2001-2006წ.წ. საკომლო წიგნის დამოწმებული ასლი ო----- ლო-----------ძის შესახებ, სადაც ო----- ლო-----------ძე - ირიცხება კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ამასთანავე, ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შემოტანილა.
ასევე გადაეგზავნა სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი N 2-ის ასლი, რითაც დგინდება, რომ ო----- ლო-----------ძეს მას სარგებლობაში დაურჩა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
შემოსავლების სამსახურის 27.09.2016წ. №21-02-1/94116 წერილით გვეცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ს 2006-2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძე გადასახადის გადამხდელად არ ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო ცნობა, საარქივო ამონაწერი კომლის შესახებ, კოლმეურნეობის საერთო კრების ოქმი N 2. შემოსავლების სამსახურის წერილი.
4.1.4. 2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №82877 წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, და მოითხოვა ინფორმაცია დადგენილიყო დაინტერესებული პირის ო----- ლო-----------ძის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთს იდენტურობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №82877 წერილი.
4.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.05.2017 წ. №05/2867 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაციითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა. დათვალიერების ოქმი N00017-ით არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.05.2017 წ. №05/2867 წერილი. დათვალიერების ოქმი N00017.
4.1.6. 2017 წლის 13 ივნისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 882016559621-21 გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 06 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00021-ით არ დასტურდება აზმვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა, ო----- ლო-----------ძეს ეცნობა, რომ კანონით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის 882016559621-21 გადაწყვეტილება.
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის №882016559621-22 (17.07.2017) გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 07 ივლისის 882016559621-22 გადაწყვეტილება.
4.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი იქნა ო----- ლო-----------სძის წარმომადგენელის ივ------------–--ლის N432923/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 ივლისს №882016559621-22 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო----- ლო-----------ძის ადმინისტრაციული საჩივარი.
4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063 გადაწყვეტილებით ო----- ლო-----------ძის წარმომადგენლის ივ------------–--ლის 14.08.2017 წლის №432923/17; ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063 გადაწყვეტილება.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მხარეთა შორის სადავოა სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების N 2 ოქმით გამოყოფილი 700 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2017 წლის 24 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00017, რომლის მიხედვითაც არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა არის დაუსაბუთებელი, კერძოდ ოქმში არ ფიქირდება გამგებლის წარმომადგენლის სოფ. ე----სა და ზედა ე----ში თე------------------ძის მიერ რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარება, რითაც მტკიცდება, რომ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი და აზმოვითი ნახზი არ არის იდენტური. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იყო ვალდებული საქმის გარემოება გამოეკვლია და ისე მიეღო გადაწყვეტილება. იგივე ვალდებულება ჰქონდა სარეგისტრაციო სამსახურსაც, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება ააგო ადგილზე დათვალიერების ოქმზე, სადაც ოქმის შემდგენი მიუთითებს, რომ მიწის აზომვითი ნახაზის კონტურები შეჭრილია ნო-------–---აძის საკუთრებაში, რაც დაუსაბუთებელია, რადგან არ არის დადგენილი ნო-------–---აძის საკუთრება, არ არის დადაგენილი დაზუსტებული საზღვრები და აღნიშნული გარემოება ვერ იქნება დადაგენილი მხოლოდ თე-------------------ძის, ან ნო-------–---აძის მოსაზრებიდან გამომდინარე.
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საპირისპიროს აცხადებს და ამტკიცებს, რომ ადმიმისტრაციული ორგანოების მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლია და გამოკვლეული საქმისათვის მშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმად, ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძეს სარგებლობაში დარჩა შენობა-ნაგებობების ქვეშ დაკავებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფართობიდან სარგებლობაში რეგისტრირებულია და დღეის მდგომარეობით გასხვისებულია 307 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობასთან ერთად, შესაბამისად ამჟამად არსებული ფართი ვერ იქნება დასხელებული ოდენობის, ასევე ვერ იქნება იმ კონფიგურაციით, რაც შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზით არის განსაზღვრული.
ასევე საპირისპიროს აცხადებენ საქმეზე ჩართული მესამე პირები, მათი მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი არ შეესაბამება რეალურად არსებულ ო----- ლო-----------ძეზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ნახაზში შეგნებულად არის გამოტოვებული შენობის წინა შესავლელი ტერიტორია და მის ხარჯზე დაკავებულია არხის კალაპოტის გვერდით გასავლელი გზა.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მიუთითთებს მის მიერ წარმოდგენილ ნახაზსა და უფლების დამდეგენ დოკუმენტზე- ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმზე, რომლის თანახმად, ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძეს სარგებლობაში დარჩა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სხვა მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მიუთითებს რომ 2017 წლის 24 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00017 და მიღებული სხვა გადაწყვეტილებები უკანონოა.
მოპასუხე მხარე თავისის არგუმენტების დასამტკიცებლად მიუთითებს 2017 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან გადმოგზავნილ №05/3186 წერილზე, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ: „ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელვაჩაურის საარქივო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა №01-20/390 20/02/2017 წ.) იდენტურია შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზისა.“ მიუთითებს 2017 წლის 06 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00021-ზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა. წარმოდგენილია ო----- ლო-----------ძის მიერ 2011 წლის 11 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება, საკუთრებაში რიცხული 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან 2007 წელს გაასხვისა 307 კვ. მეტრი ნაზიბროლა ღოღობერიძეზე, და ითხოვს დარჩენილი 393 კვ. მეტრის რეგისტრაციას. განცხადებას თან ერთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
დასახელებული სადავო გარემოების სრულყოფილად დადგენისათვის სასამართლოს მიერ განხორცილდა ადგილის დათვალიერება, რითაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთს მარჯვნივ ესაზღვრება პატარა მდინარე, მარცხნივ მყარი ღობით არის გამიჯნული მეზობელი მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთ სართულიანი შენობა, რომლის მარჯვენა მხარეს მდინარის გასწვრივ შეინიშნება ძველი გზა, რომლიც მთავრდება შენობის უკანა ნაწილთან. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს გზა გამოიყენებოდა ამავე შენობისათვის, როცა ის წარმოადგენდა სავაჭრო ობიექტს.
მესამე პირის ვა--------–------------იძის განმარტებით, ამ გზით ადრიდანვე სარგებლობდა მის ოჯახი თავის ნაკვეთზე გასავლელად.
მესამე პირის თე------------------ძის განმარტებით, ეს გზა ასევე გამოიყენება ტექნიკის შემოსაყვანად მდინარის კალაპოტის გასაწმენდად.
დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გამოუცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები 2017 წლის 13 ივნისის N882016559621-21 და 2017 წლის 17 ივლისის N882016559621-22 გადაწყვეტილებები. უფლების დამდგენი დოკუმენტით- სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების N 2 ოქმით ოტარ ლო-----------ძეზე გამოყოფილი 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური. კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული აქტები გამოცემულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. იგი უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები და მას საამისოდ გააჩნდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მათი გამოცემით არ არის ხელყოფილი ო----- ლო-----------ძის საკუთრების უფლება ან სხვა კანონიერი ინტერესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტებები,- ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი,- 2017 წლის 08 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის №05/3186 წერილი.
- ო----- ლო-----------ძის მიერ 2011 წლის 11 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება,- საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
- ადგილზე დათვალიერების ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ო----- ლო-----------ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“;
-,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაა, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება, შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასებები, გულისხმობს, როგორც ზოგად-სამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
7.4. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
7.5 „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი", რომლის 4.1 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).
ამ წესის 4.2 მუხლის მიხედვით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი), ხოლო 4.4. მუხლის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
7.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში ო----- ლო-----------ძის წარმომადგენელმა ივ------------–--ლმა წარადგინა N882016559621 სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ში მდებარე 700 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდური და ელ. ვერსია შესრულებული შპს ,,ბ-------- XXI" -ს მიერ, განცხადება თანხმობის შესახებ რათა დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას, ამასთან, მითითება გაკეთდა N882015542826 სარეგისტრაციო განცხადებას დართულ დოკუმენტაციაზე;
2016 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №214846 წერილით მიმართა ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხელვაჩაურის ადგილობრივ არქივსა და შემოსავლების სამსახურს და მოთხოვნილი იქნა ამ უწყებებში დაცული ინფორმაციის /დოკუმენტაციის ასლების მოწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ე----ში მცხოვრები მოქ. ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. აღნიშნულის თაობაზე ამავე დროს ეცნობა განმცხადებელს.
საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 09.09.2016წ. №01-20/621 წერილით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის, შარაბიძეების თემის საკრებულოს სოფ. ე----ს 2001-2006წ.წ. საკომლო წიგნის დამოწმებული ასლი ო----- ლო-----------ძის შესახებ, სადაც ო----- ლო-----------ძე - ირიცხება კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ამასთანავე, ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შემოტანილა.
ასევე გადაეგზავნა სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების ოქმი N 2-ის ასლი, რითაც დგინდება, რომ ო----- ლო-----------ძეს მას სარგებლობაში დაურჩა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
შემოსავლების სამსახურის 27.09.2016წ. №21-02-1/94116 წერილით გვეცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ს 2006-2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ო----- ხე-----ს ძე ლო-----------ძე გადასახადის გადამხდელად არ ირიცხება.
2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №82877 წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, და მოითხოვა ინფორმაცია დადგენილიყო დაინტერესებული პირის ო----- ლო-----------ძის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთს იდენტურობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.05.2017 წ. №05/2867 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაციითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა. დათვალიერების ოქმი N00017-ით არ დასტურდება აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა.
2017 წლის 13 ივნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 882016559621-21 გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 06 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი 00021-ით არ დასტურდება აზმვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა, ო----- ლო-----------ძეს ეცნობა, რომ კანონით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის №882016559621-22 (17.07.2017) გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.7. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოების სამართლებრივ ანალიზსა და შეფასებას, რაც გახდა მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ აჭარის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 13 ივნისს N 882016559621-21 გადაწყვეტილებით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება, შემდგომ კი მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-2 პუქნტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
ამავე კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი:
1. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში.
2. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;
გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
3. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
მიწის მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტს განმარტავს აგრეთვე 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის გ) პუნქტი:
მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ; მიწის მართლზომიერ მფლობელს (მოსარგებლეს) კი, ამავე წესის მე-2 მუხლის დ) პუნქტის თანახმად წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისს 882016559621-21 გადაწყვეტილებით ო----- ლო-----------ძეს განემარტა, რომ კანონით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ,,თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად“.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ,,თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს“.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016559621-22 (17.07.2017) გადაწყვეტილება.
7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისას აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია სარეგისტრაციო წარმოების დროს სრულყოფილად შესწავლილ და გამოკვლეულ გარემოებებზე. დადგენილია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით- სოფელ ე----ს კოლმეურნეობის 1998 წლის 11 ნოემბრის საერთო კრების N 2 ოქმით ოტარ ლო-----------ძეზე გამოყოფილი 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ო----- ლო-----------ძის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს ,,ბ-------- XXI“-ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის N882016559621-21 და 2017 წლის 17 ივლისის N882016559621-22 გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №380063გადაწყვეტილების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ის კანონის შესაბამისობით არის მიღებული, მისი გამოცემის დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები და ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო----- ლო-----------ძის სარჩელი დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ო----- ლო-----------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე