გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/282 -16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’
წარმომადგენელი - ჯ---- ტა-–-----
მოპასუხეები - დ----- მა-----–---–ი, ვლ-------- მა-----–---–ი, თ----- მა-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებზე - დ----- მა-----–---–ზე და ვლ-------- მა-----–---–ზე სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ ჯამში 5195.99 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--; ს/კ 0------------------. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეულ იქნას დ----- მა-----–---–ისა და ვლ-------- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
1.3. მოპასუხეებზე - დ----- მა-----–---–ზე და ვლ-------- მა-----–---–ზე სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 386.74 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 16 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება 7900 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის გადაანგარიშებით.
ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თ----- მა-----–---–ს შორის 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1006595-1, რომლის თანამხად იპოთეკით დაიტვირთა თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--.
2011 წლის 17 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მსესხებელმა დაარღვია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვნად გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ კრედიტის დაფარვის ვადებს და მიუხედავად ბ---ის მიერ მსესხებლის წერილობითი თუ სიტყვიერი გაფრთხილებისა, სესხის დაუფარაობის შემთხვევაში ბ---ის მხრიდან მოსალოდნელი კანონიერი ღონისძიებების გატარების შესახებ არ განახორციელა ბ---ის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ აღნიშნული დავალიანებიდან ცნობენ თანხის ძირს და სარგებელს, ხოლო პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალს, არ ცნობენ.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის 3406.77 აშშ დოლარის და სარებელის 482.91 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, ძირი თანხის 3406.77 აშშ დოლარის და 482.91 აშშ დოლარის ნაწილში - ცნეს სარჩელი.
მტკიცებულება.მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 16 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება 7900 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის დარიცვით და პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის გადაანგარიშებით.
მტკიცებულება:
- საბ---ო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1006595.
3.1.3.დადგენილია, რომ ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ და თ----- მა-----–---–ს შორის 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1006595-1, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--.
მტკიცებულება:
- 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1006595-1.
3.1.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.
მტკიცებულება:
- 2011 წლის 17 ნოემბრის შეთანხმება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 3406.77 აშშ დოლარის, სარგებელის 482.91 აშშ დოლარის და დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების- 53.86 აშშ დოლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხეების მიერ, რის გამოც საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 5142.13 აშშ დოლარს. (ძირი-3406.77 აშშ დოლარი; პროცენტი - 482.91 აშშ დოლარი; ჯარიმა-1252.45 აშშ დოლარი. სულ - 5142.13 აშშ დოლარი).
დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა ძირი -25.50 აშშ დოლარი, პროცენტი-3.58 აშშ დოლარი, ჯარიმა-24.78 აშშ დოლარი, სულ-53.86 აშშ დოლარი).
ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის 3406.77 აშშ დოლარის და პროცენტის - 482.91 აშშ დოლარის ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებით, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
-ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
- ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, დადგენილია, რომ 2011 წლის 16 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---ს“ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება 7900 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის დარიცვით და პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის გადაანგარიშებით.
დადგენილია, რომ ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ და თ----- მა-----–---–ს შორის 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1006595-1, რომლის თანამხად იპოთეკით დაიტვირთა თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--.
დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.
დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა ძირი -25.50 აშშ დოლარი, პროცენტი-3.58 აშშ დოლარი, ჯარიმა-24.78 აშშ დოლარი, სულ-53.86 აშშ დოლარი).
6.3.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბ---სა და მსესხებელ პირებს (მოპასუხეებს) შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’მიერ სრულად იქნა შესრულებული ყველა საბ---ო ხელშეკრულებაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეებზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
-ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
-სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 3406.77 აშშ დოლარის და სარგებლის 482.91 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული (ჯარიმა) პირგასამტეხლო.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
6.5.პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომლებიც პირგასამტეხლოს გადახდაზე უარს აცხადებენ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით და სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება არაა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და არ წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.
შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
6...როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. კერძოდ; დადგენილია, რომ 2011 წლის 16 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თანამსესხებლებს დ----- და ვლ-------- მა-----–---–ებს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება 7900 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის გადაანგარიშებით.
სარჩელის შემოტანისას მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს- 5142.13 აშშ დოლარს. (ძირი-3406.77 აშშ დოლარი; პროცენტი - 482.91 აშშ დოლარი; ჯარიმა-1252.45 აშშ დოლარი).
დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა ძირი -25.50 აშშ დოლარი, პროცენტი-3.58 აშშ დოლარი, ჯარიმა-24.78 აშშ დოლარი, სულ-53.86 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.15% და განისაზღვროს - 511.01აშშ დოლარით. (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).
-ს----------–--ს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (ს----------–--ს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და ს----------–--ს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე ს----------–--ს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14
6.10. სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად - აღნიშნულ საბ---ო პროდუქტზე (№1717276 საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.01% და განისაზღვროს - 699.85 ლარით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.
რაც შეეხება დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანებას, რომელმაც შეადგინა ძირი -25.50 აშშ დოლარი, პროცენტი-3.58 აშშ დოლარი, ჯარიმა-24.78 აშშ დოლარი, სულ-53.86 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ნაწილში მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, იგი დადგენილი ნორმის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რადგან სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ სხვა საკრედიტო პროდუქტების მიმართ, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბ---ი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ და თ----- მა-----–---–ს შორის 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1006595-1, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--.
6.12. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის დაკისრება სოლიდარული თავდებისთვის თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. თანხის სოლიდარულად დაკისრების პირობებში, სოლიდარული მოვალის პრეტენზია ჯერ მოპასუხის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, სოლიდარული ვალდებულების პრინციპიდან არ გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოლიდარული თავდები კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობით ძირითად მოვალეს უთანაბრდება, შესაბამისად, კანონი უშვებს სოლიდარული თავდებისათვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან შესაბამისი აღსრულების მცდელობის გარეშეც.
ამდენად, მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ შეძლო წარმოედგინა აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები და დაემტკიცებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის დაკისრების ნაწილში.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.14. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 386.74 ლარი.
დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 3406.77 აშშ დოლარის და სარებელის 482.91 აშშ დოლარის და დამატებითი შეთანხმების (53.86 აშშ დოლარი) ნაწილში ცნეს სარჩელი.
შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 118.31 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით).
მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო პირგასამტეხლოს ნაწილში ლარის ნაწილში. დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 511.01 აშშ დოლარი ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი-15.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს სახით 687.59 აშშ დოლარის ნაწილში და ამ ნაწილსი მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 20.63 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით) უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების - დ-----ი მა-----–---–ის და ვლ-------- მა-----–---–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებს - დ-----ი მა-----–---–ს და ვლ-------- მა-----–---–ის სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ძირითადი თანხის 3406.77 აშშ დოლარის და სარებელის 482.91 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 511.01 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს - დ-----ი მა-----–---–ს და ვლ-------- მა-----–---–ის სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანება, ძირი -25.50 აშშ დოლარი, პროცენტი-3.58 აშშ დოლარი, ჯარიმა-24.78 აშშ დოლარი, სულ-53.86 აშშ დოლარი.
4. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნას იპოთეკით დატვირთული თ----- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ხ-------- (ყოფ. სამხრეთ დასახლება), №-- ბინა №--; ს/კ 0------------------.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეულ იქნას დ----- მა-----–---–ისა და ვლ-------- მა-----–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 118.31 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით), რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან -300183150. საგადასახადო დავალება N091. 19.02. 2016 წელი.
6.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი-15.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს დ-----ი მა-----–---–ს და ვლ-------- მა-----–---–ის სოლიდარულად გაადხდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 20.63 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სახ. ბაჟის გადახდის დროისათვის არსებული კურსით) უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე