გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
080210018002586050
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002586050

#2/2696-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „მ------------–ი„წარმომადგენელი - ხ--------------------ე, ლ-------------–---–ი;

მოპასუხე - ფ--------------–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ფ--------------–---–ს შპს „მ------------–ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6630 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4214 ლარს, სარგებელი 1686 ლარს და პირგასამტეხლო 730 ლარს.

 

1.2. ფ--------------–---–ს შპს „მ------------–ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 199 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 28 ივნისს ფ--------------–---–ს და შპს „მ------------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #3-, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაცემული იქნა სალომბარდე სესხი 8000 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის მხარეების მიერ განსაზღვრული იქნა სარგებელი, რამაც შეადგინა 3200 ლარი. სესხი გაცემული იქნა 5 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 74.67 ლარის ოდენობით. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელმა იკისრა ვალდებულება ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო 5 ლარის ოდენობით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ნივთები, მათ შორის ავტომანქანა ნ------------, სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა. ხელშეკრულების პირობები მსესხებლის მიერ პირველად დარღვეული იქნა 2017 წლის 19 სექტემბერს. აღნიშნული დროის შემდეგ მის მიერ თანხა ნებაყოფლობით გადახდილი არ ყოფილა. არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით 2018 წლის 05 აპრილს ფ--------------–---–ის თანხმობით გაიყიდა დალომბარდებული ნ------------ს მარკის ავტომანქანა და მისი ღირებულების თანხა 5000 ლარით დაიფარა სესხის ნაწილი. დალომბარდებული სხვა ნივთების გატანა და რეალიზაცია ვერ მოხერხდა, რადგან საცხოვრებელი ბინა იყო დაკეტილი. 2018 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხე ფ--------------–---–ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6630 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 4214 ლარს, სარგებელი 1686 ლარს, პირგასამტეხლო 730 ლარს. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ფ--------------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივნისს ნამდვილად გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება 8000 ლარზე. აღნიშნული თანხით შეიძინა ავტომანქანა, სესხის უზრუნველყოფის მინზით მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დალომბარდება. ხელშეკრულება იყო კაბალური და ემსახურებოდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას, მხოლოდ 5 თვის სარგებელი შეადგენდა 3200 ლარს, რაც წლიური 96%-ს შეადგენს, გარდა ამისა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული იქნა ჯარიმა 5 ლარი. მოპასუხემ განმარტა, რომ როგორც მის მიერ გადახდილი 1946 ლარი, ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 5000 ლარი მოსარჩელემ ჩათვალა ჯარიმის და სარგებლის თანხაში. სულ მის მიერ გადახდილი იქნა 6800 ლარი. ავტომანქანის გარდა სხვა ნივთები დალომბარდებული არ ყოფილა. ამასთან ავტომანქანა გაიყიდა მისი თანხმობის გარეშე, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 28 ივნისს მოპასუხე ფ--------------–---–ს და შპს „მ------------–ს„ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #3-. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფ--------------–---–ზე გაცემული იქნა სალომბარდე სესხი 8000 ლარი, ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სალომბარდე სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 3200 ლარი. სესხი გაიცა 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სალომბარდე სესხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდღიური დაფარვით 74,67 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.06.2017წ #3- ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- სალაროს გასავლის ორდერი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხის მიერ სესხის თანხის ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 19 სექტემბერს. მოპასუხე ფ--------------–---–ის მიერ შპს „მ------------–ზე„ გადახდილი იქნა 1946 ლარი, ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად 5000 ლარი. მოპასუხე მხარის მტკიცებით ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, მასთან შეთანხმების გარეშე. სხვა რაიმე საოჯახო ტექნიკა ან ნივთი დალომბარდებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით დალომბარდებული იქნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნისანი- ვერცხლისფერი (შეფასებული 8000 ლ). ასევე 2017 წლის 28 ივნისს გირავნობით დაიტვირთა ფ--------------–---–ის ქ. ქუთაისში, თ----------------------/12-ში მდებარე საყოფაცხოვრებო ნივთები. (მოძრავი ქონება, ავეჯი და ტექნიკა). აღნიშნული ნივთების მსესხებლისადმი კუთვნილების ფაქტი დადასტურებული იქნა ფ--------------–---–ის მეუღლის დავით გოგლიჩიძის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.06.2017წ #3- ხელშეკრულება;

-ანკეტა განაცხადი, ნივთების ჩამონათვალი;

 

3.2.3. 2018 წლის 05 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ ფ--------------–---–ის თანხმობით ავტომანქანა ნ------------ სახ ნომ. B------ გაიყიდა 5000 ლარად. ფ--------------–---–ის თანხმობით ავტომანქანა მომსახურების სააგენტოში თ------------------აზე გადაფორმებული იქნა 2018 წლის 10 აპრილს. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ფ--------------–---–მაც. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი დაიფარა ფ--------------–---–ის სესხის ნაწილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-05.04.2018 წ ხელწერილი.

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების (#3-) საფუძველზე ქ. ქუთაისში, თ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების აღრიცხვა, ამოღება-დასაწყობება და რეალიზაცია დავალიანების თანხის გადახდევინების მიზნით ვერ განხორციელდა მოპასუხე ფ--------------–---–ის ბინაში არ ყოფნის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.05.2018წ აქტი.

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 28 ივნისს #3- ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ფ--------------–---–მა მოსარჩელე შპს „მ-------------–ისგან“ სესხის სახით მიიღო 8000 ლარი, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით და პირობებით. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე ფ--------------–---–მა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება იყო კაბალური და ემსახურებოდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოპასუხემ განმარტა, რომ როგორც მის მიერ გადახდილი თანხა, ასევე ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მოსარჩელემ ჩათვალა ჯარიმის და სარგებლის თანხაში. ამ გზით მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და მოსარჩელეს რეალურად დაკმაყოფილებული აქვს თავისი მოთხოვნა. ამასთან ავტომანქანა გაიყიდა მისი თანხმობის გარეშე, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომლებიც არგუმენტირებულად დაადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მ------------–ი„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე, 3-7-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 254-ე, 260-ე, 276-ე, 278-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2017 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დადგენილა, რომ სესხის ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მისი ბათილად ცნობის თაობაზე დავა არ დაუწყია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ფ--------------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისს შპს „მ------------–ს„ და ფ--------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №3-. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფ--------------–---–ზე გაიცა 8000 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის საპროცენტო სარგებელი 3200 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო 5 ლარი ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 74,67 ლარის გადახდის გზით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის სარგებელი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ნ------------. ასევე გირავნობით იქნა დატვირთული მსესხებლის ფ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ხელშეკრულების 3.3. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამსესხებლის მიმართ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მოახდინოს „მსესხებლის„ საკუთრებაში არსებული დალომბარდებული ნივთების ამოღება და რეალიზაცია ვალდებულების უზუნველყოფის მიზნით. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს შპს „მ------------–მა„ მოახდინა დალომბარდებული ავტომანქანის რეალიზაცია, კერძოდ თ------------------ას ავტომანქანის მესაკუთრის ფ--------------–---–ის თანხმობით გადასცა (გაყიდა) ავტომანქანა ნ------------ 5000 ლარად. ავტომანქანა მყიდველის საკუთრებად დარეგისტრირდა 2018 წლის 10 აპრილს მესაკუთრის მიერ.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და მოსარჩელის მიმართ გადახდილი იქნა 1946 ლარი, ასევე ვალდებულება შესრულებული აქვს ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით, რითაც მოსარჩელეს რეალურად დაკმაყოფილებული აქვს თავისი მოთხოვნა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254.1. მუხლის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ასევე ვრცელდება ლომბარდებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ--------------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის სარგებელი არ გადაიხადა. ფ--------------–---–ის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6630 ლარს. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს მოგირავნის მიერ განხორციელდა ფ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (ნ------------) რეალიზაცია 5000 ლარად.

 

2017 წლის 28 ივნისის ანკეტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანკეტაში მითითებული ნივთები წარმოადგენს გირავნობის საგანს. იმ შემთხვევაში თუკი გირავნობის საგნები არ აღმოჩნდება საკმარისი კომპანიის ძირი თანხის, პროცენტის და ჯარიმის დასაფარავად მოპასუხე პასუხს აგებს მის საკუთრებაში არსებული მთელი უძრა-მოძრავი ქონებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების (#3-) საფუძველზე ქ. ქუთაისში, თ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაცია დავალიანების თანხის გადახდევინების მიზნით ვერ განხორციელდა მოპასუხე ფ--------------–---–ის ბინაში არ ყოფნის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ავტომანქანის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ვერ ჩაითვლება. გირავნობის სამართლებრივი დანიშნულება და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს მოვალის შეუსრულებელი ვალდებულება კრედიტორის წინაშე. ერთ-ერთი გირავნობის საგნის რეალიზაციით მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება ამოწურულად ვერ ჩაითვლება და მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან დადგენილია, რომ ვერ განხორციელდა სხვა გირავნობით (საყოფაცხოვრებო ნივთებით) უზრუნველყოფილი ნივთების რეალიზაცია. მოპასუხე ფ--------------–---–მა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. შესაბამისად სარჩელი საფუძვლის მქონეა და მოპასუხე ფ--------------–---–ს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 5 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ფ--------------–---–ს შპს „მ------------–ის„ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6000 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4214 ლარს, სარგებელი 1686 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 630 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 19 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ------------–ი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ფ--------------–---–ს- შპს „მ------------–ი„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 6000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4214 ლარი, სარგებელი 1686 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

3. ფ--------------–---–ს- შპს „მ------------–ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 180 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე