გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN2/4270-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20დეკემბერი,2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - მ---------–----ა
წარმომადგენელი - ნ------------–ი
მოპასუხე - შ---------------------–------ი“,წარმოამდგენელი - ა---------–-------–---–ი
მოპასუხე - შ-----------------------ი“
წარმოამდგენელი -დ-------------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------–----ასა და შ---------------------–------ს“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი 1--------, დამოწმებული ნოტარიუს ქ---------------ის მიერ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------–----ასა და შ---------------------–------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება რეგისტრაციის N---------, დამოწმებული ნოტარიუს ქ---------------ის მიერ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ქ---------------ის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი რეგისტრაციის N---------;
1.4. დადებულად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეებს შ---------------------–------სა“ და შ-----------------------ის“ შორის 44 595,96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალებზე, რომელიც დაიკავებს გასაჩივრებული გარიგების ადგილს და თანხის გადახდა დაეკისროს შ-----------------------ის“, შ---------------------–------ის“ სასარგებლოდ (სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა წრე დაზუსტებულ იქნა 2----–-–------------–ს);
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 15 დეკემბერს მ---------–----ას დაუკავშირდა მისი ძმა ზ--------------–---–ი და სთხოვა ნოტარიუს ქ---------------ესთან მისვლა და ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე; მან ხელი მოაწერა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ყოველგვარი განმარტებების გარეშე; მისმა ძმამ რომელიც მუშაობდა შ----------------------–ი", მოგვიანებით აუხსნა, რომ მათი ფირმა მოაგვარებდა ყველა საკითხს და მისი ხელმოწერა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ამ მომენტიდან სამი წლისა და ერთი თვის გასვლის შემდეგ ძმის თხოვნით იმავე ნოტარიუსთან მან კვლავ მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე.ორივე შემთხვევაშიც ნოტარიუსმა ქ---------------ემ არ აუხსნა რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს, არ განუმარტა ხელშეკრულების პირობები და შედეგები. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა ნოტარიუსმა ქ---------------ემ ისე დაამოწმა ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომ არ განუმარტა ხელშეკრულების ვადის გასვლის თაობაზე და ასევე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გასცა სააღსრულებო ფურცელი ისეთ თანხაზე რომელიც არც მოსარჩელეს და არც შ----------------------ის" არ ჰქონია დავალიანებად.
შ---------------------ი" აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და მოპასუხესგან ყიდულობდა სამშენებლო მასალებს; თავად მ---------–----ა არანაირ კავშირში არ ყოფილა მოპასუხესთან და არც არანაირი სესხი არ აუღია შ---------------------–------ისგან" . ეს გახლდათ ნასყიდობის საფასური, სამშენებლო მასალების შესყიდვის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადა შ---------------------ის" მოპასუხესთვის და მ---------–----ას ქონება დაიტვირთა როგორც უზრუნველყოფის საშუალება; ამდენად სადავო გარიგებები არის სხვა გარიგების დაფარვის მიზნით დადებული, კერძოდ კი შ--------------------–------სა" და შ----------------------ის" შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით.
მოსარჩელის განმარტებით, შ----------------------ის” არ დასჭირდა იმ თანხის სამშენებლო მასალები, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. რეალურად მათ მიიღეს შ---------------------–------ისგან“ არა 60 000 სამშენებლო მასალა, არამედ მხოლოდ 44 59 5,96 ლარის ღირებულების მასალა, თუმცა მიუხედავად ამისა, მ---------–----ასგან შ--------------------–------ი" ითხოვს 60 000 ლარს და აღსრულების ხარჯებს ანგარიშობს დამატებით 7000 ლარს. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა შეადგენს სულ 63 102 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ-----------------------იმ“ წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი.
მოპასუხე შ---------------------–------მა“ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხემ მიუთითა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობზე, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ: მოსარჩელეს პირადად თანხა არ მიუღია, მაგრამ შ--------------------–------იდან" შემდგომში გადახდის პირობით 44285,79 ლარის საქონელი გაიტანა, ჯერ შ----------------------იმ", ხოლო შემდეგ შ-------------–მა” 14997,04 ლარის საქონელი; ღირებულების შემდგომი გადახდის ვალდებულება იკისრა მ---------–----ას ძმამ ზ-------------–---–მა, რომელიც იმ დროს შ-----------------------იის" დირექტორის მოადგილეს წარმოადგენდა და საქონლის შესაძენად შ--------------------–------ის" ხელმძღვანელებთან წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მანვე მიიყვანა მოსარჩელე შ--------------------–------ში". მ---------–----ამ იკისრა ვალდებულება ერთი თვის ვადაში გადაეხადა საქონლის ღირებულება 60 000 ლარის ოდენობით, გარანტიის სახით კი შესთავაზა საწარმოს იპოთეკით დაეტვირთა საკუთარი ბინა, იმ პირობით, რომ ნოტარიუსთან გააფორმებდა სესხის ხელშეკრულებას. საწარმო ენდო მათ დაპირებას და დაეთანხმა გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება იმ პირობით, რომ საქონლის ღირებულებას შემოიტანდნენ საწარმოში ნაღდი ფულის სახით ან ჩარიცხავდნენ საწარმოს ანგარიშზე.
ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელემ აშკარად იცოდა თუ რა იურიდიული შედეგი მოყვებოდა საქონლის ღირებულების ვადაში გადაუხდელობას, ვინაიდან სანოტარო ბიუროში სრულიად მკაფიოდ გამოხატა ნება საკუთარი ქონებით ყოფილიყო პასუხისმგებელი შ--------------------–------ის" წინაშე და იპოთეკით დატვირთა საკუთარი ბინა. 2017 წლის 15 დეკემბერს გამოხატული ნება მან ასევე დაადასტურა 2015 წლის 20 იანვარსაც, როდესაც ნოტარიუსთან ხელი მოაწერა მისთვის ხელსაყრელ შეთანხების ფულადი თანხის გადახდის გადავადების და საურავის შემცირების თაობაზე, აგრეთვე 2015 წლის 05 ნოემბერსაც, როდესაც კერძო აღმასრულებელს მიმართა წერილობითი თხოვნით მიეცათ მისთვის დამატებითი ვადა ფულადი ვალდებულების შესასრულებლად.
შ--------------------–------ს" მიზნად არ ჰქონია ნასყიდობის ხელშეკრულების დაფარვა და არც შეიძლება ასეთი რამ განეზრახა, ვინაიდან გადახდის განვადებით საქონლის რეალიზაცია საწარმოსთვის წარმოადგენს ჩვეულებრივ (ყოველდღიურ) საქმიანობას და, როგორც წესი, მყიდველებს გარანტორებად (თავდებში) უდგებიან მესამე პირები, რის თაობაზეც ნოტარიუსთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. ამასთან, ნოტარიუსის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები შინაარსობრივად, ფაქტობრივად, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების იდენტურია, რის გამოც შ---------------------–------ი" უპრობლემოდ დათანხმდა მ--------–----ასა და მის ძმის წინადადებას გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება; ამდენად სესხის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ მოსარჩელეს თხოვნით მოხდა, რასაც საწარმოც დათანხმდა, რადგან არსებითად არ იცვლებოდა გარიგების არსი. ყველა შემთხვევაში, მოსარჩელე. ფაქტობრივად, გარანტად (თავდებად) დაუდგა ორ საწარმოს (ფაქტობრივად, საკუთარ ძმას) და საკუთარი ქონება საქონლის ღირებულების ურთიერთშეთანხმებულ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით.
მოპასუხის განმარტებით სააღსრულებო ფურცელი ასევე გაცემულია კანონის სრული დაცვით, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ შ--------------------–------ს" _ საქონელი უზრუნველყოფის გარეშე არ გაუყიდია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და შ---------------------–------ს“ შორის დაიდო და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შ---------------------–------მა“ მ---------–----ას სესხის სახით გადასცა 60 000 ლარი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე; სესხს სარგებელი (პროცენტი) არ დაერიცხებოდა; მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხი დაებრუნებინა 2012 წლის 20 იანვრამდე.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 23-28);
3.1.2. 2015 წლის 20 იანვარს, მოსარჩელესა და შ---------------------–------ს“ შორის სანოტარო წესით დამოწმდა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის თაობაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 15 დეკემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და შეიცვალა ხელშეკრულების ვადა და საურავის ოდენობა: სესხის ვადა გაგრძელდა 2015 წლის პირველ მარტამდე, ხოლო საურავის ოდენობა, ნაცვლად 0.3%-ისა განისაზღვრა 0.025%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 19-21);
3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ შ-----------------------იმ“, შ---------------------–------ისაგან“ შეიძინა 44 595.96 ლარის ღირებულების სარემონტო მასალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.4. 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და შ---------------------–------ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2015 წლის 20 იანვარს, ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 60 000 ლარი, პირგასამტეხლო 0.025% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 3000 ლარი, ჯამში 63 000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102.00 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო აქტი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 83-86);
3.1.5. შ---------------------–------ის“ დირექტორისა და მ---------–----ას 2015 წლის 05 ნოემბრის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მოვალის მიერ 2015 წლის 25 დეკემბრამდე ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების პირობით აღსრულებლის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ერთობლივი განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 126);
-ცნობა, სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ (ტომი 1, ს.ფ 97);
3.1.6. შ---------------------–------სა“ და შ-------------–ს“ შორის 2013 წლის 1 ივნისს დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 1 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 134-135);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. სადავო 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დაფარულ იქნა სამშენებლო მასალის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს გამყიდველის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.
მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები, რომ შ---------------------–------ს“ მ---------–----ასთვის სესხად არ გადაუცია 60 000 ლარი და რომ რეალურად, ეს თანხა სარემონტო მასალის შესაძენად ესაჭიროებოდა შ-----------------------ის“, რომელშიც დასაქმებული იყო მოსარჩელის ძმა, ხოლო მისი ქონება გამოყენებულ იქნა როგორც უზრუნველყოფის საშუალება მოპასუხეებს არ უარყვიათ; მეტიც შ----------------------ი“ არა თუ დაეთანხმა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ ცნო სარჩელის სრულად; ხოლო შ---------------------–------ის“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო პროცესის მსვლელობისას არაერთხელ დაადასტურა: „ მოსარჩელეს პირადად თანხა არ აუღია“ და „რომ არა მ---------–----ასა და მისი ძმის თხოვნა, შ-----------------------ისთანაც" და შ-------------–თანაც" გაფორმდებოდა ისეთივე გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები, როგორც საქონლის სხვა მყიდველებთან. ამასთან შ---------------------–------ის" რომელიმე ხელმძღვანელს რაიმეს დაფარვა რომ ჰქონოდათ მიზნად, მოსარჩელესთან პირადად (როგორც ფიზიკური პირი) გააფორმებდა სესხის ხელშეკრულებას და არა საწარმოს სახელით. ამდენად სესხის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ მოსარჩელეს თხოვნით მოხდა, რასაც საწარმოც დათანხმდა, რადგან არსებითად არ იცვლებოდა გარიგების არსი. ყველა შემთხვევაში, მოსარჩელე. ფაქტობრივად, გარანტად (თავდებად) დაუდგა ორ საწარმოს (ფაქტობრივად, საკუთარ ძმას) და საკუთარი ქონება საქონლის ღირებულების ურთიერთშეთანხმებულ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით“(იხ.დაზუსტებული შესაგებელი).
შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებების საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო გარემოებას, რომ 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა _ 60 000 ლარი, გამსესხებელს _ შ---------------------–------ს“ მსესხებელისათვის არ გადაუცია და მხარეთა განზრახვას წარმოადგენდა არა სესხის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და მისი უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.2.2. 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის სადავო ხელშეკრულებით დაფარულ იქნა 44 595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეები არიან შ---------------------–------ი“ და შ-----------------------ი“.
მხარეები თანხმდებიან, რომ 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და 2015 წლის 20 იანვარის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე მხარეთა შეთანხმების დადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამშენებლო მასალების შესაძენად საჭირო ფულადი სახსრები შ-----------------------ის“ არ გააჩნდა და კომპანიების წარმომადგენელთა ურთიერთნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა შემსყიდველ კომპანიაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დასაქმებული ზ--------------–---–ის დის, მ---------–----ას უძრავი ქონებით 60 000 ლარის ფარგლებში; მხარეთა შორის არც ის გარემოებაა სადავო, რომ შ-----------------------ის“ არ დასჭირდა 60 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები და მის მიერ შ---------------------–------ი“-საგან ჯამში შეძენილი საქონლის ღირებულებამ შეადგინა 44 595,96 ლარი.
მოსარჩელესა და შ---------------------–------“-ს შორის სადავო გარემოებაა უზრუნველყოფილ იქნა თუ არა იპოთეკის საგნით შ---------------------–------ის“ მოთხოვნა, ამ უკანასკნელსა და შ--------------–ს“ შორის 2013 წლის 1 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც შ-------------–მა“ შ---------------------–------ი“-საგან შეიძინა 14997,04 ლარის სამშენებლო მასალები;
სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, გარდა შ---------------------–------ის“ წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რითაც უტყურად დადასტურდებოდა დაფარული გარიგების ფარგლებში, შ-------------–ის“ მიმართ შ---------------------–------ი“-ს მოთხოვნის იპოთეკით უზრუნველყოფის ფაქტი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სადავო გარემოების დასტურად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა შ------------–თან“ 2013 წლის 1 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, თუმცა შ---------------------–------ი“-ს აპელირება იმ გარემოებაზე რომ შ------------–თან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ზ--------------–---–ი (მოსარჩელის ძმა), შემსყიდველი კომპანიის დირექტორთან ერთად მოხსენიებულია და ხელს აწერს ხელშეკრულებას როგორც თავდები პირი, სასამართლოს შეფასებით არასაკმარისი მტკიცებულებაა სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით და ვერ აქარწყლებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ მისი ნება მოიცავდა მხოლოდ შ-----------------------ის“ მიერ მოპასუხისაგან შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფას საკუთარი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 2013 წლის 1 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 134-135);
- 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.2.3. მ---------–----ას სარჩელი, 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ 2015 წლის 20 იანვრის შეთნხმების ბათილად ცნობის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და ფულადი ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო არ იზიარებს შ---------------------–------ის“ პოზიციას, მ---------–---იას სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის 15 დეკემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც 2015 წლის 20 იანვრის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 1 მარტამდე. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 25 თებერვალს;
როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მხარის იურიდიული ინტერსი სადავო ხელშეკრულების, შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მიმართ, მდგომარეობს შ---------------------–------სა“ და შ-----------------------ის“ შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის გზით, გამყიდველის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების, მყიდველის მიერ რეალურად შესყიდული საქონლის ღირებულებით განსაზღვრაში.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო სრულად იზიარებს შ---------------------–------ის“ მსჯელობას, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების შინაარსისა და მასში გახორციელებული ცვლილებების თაობაზე მოსარჩელე მხარის სრულად ინფორმირების თაობაზე, მიიჩნევს რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს არა სადავო გარიგებათა დადების მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან როდესაც მ---------–----ამ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ _ კრედიტორის სასარგებლოდ 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თაობაზე, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 60 000 ლარი, პირგასამტეხლო 0.025% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 3000 ლარი, ჯამში 63 000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო აქტი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ;
- ცნობა, სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ;
დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 316-317-ე, 286-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 505-506-ე, 623-624-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
უდავო გარემოებაა, რომ 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და შ---------------------–------ს“ შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ---------–----ამ შ---------------------–------ისაგან“ სარგებლის გარეშე სესხად მიიღო 60 000 ლარი; მსეხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 20 იანვრამდე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. 2015 წლის 20 იანვარს ასევე სანოტარო წესით იქნა დადასტურებული მხარეთა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე, რომლითაც შეიცვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა და საურავის ოდენობა;
6.2. ,,სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ სუსგ№ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.); სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხის შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68 მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცვას დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.
წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და შ---------------------–------ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე მასში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის თაობაზე მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება/შეთანხმება იყო თვალთმაქცური, შ---------------------–------ს“ მისთვის არანაირი სესხის თანხა არ გადაუცია და რეალურად მოპასუხეთა შორის დადებულ იქნა სამშენებლო მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მისი კუთვნილი უძრავი ქონება გამყიდველის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამასთან, ყოველგვარი ნების გამოვლენა არ წარმოადგენს გარიგებას. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა; ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
დასახელებულ ნორმათა დანაწესის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. ე.ი. მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, რომ დაფარული გარიგებით იფარება ის ძირითადი გარიგება, რომელიც მხარეებისათვის წარმოადგენს რეალურად ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს _ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით.
სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი ამოირიცხება დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, მოსარჩელის პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით, მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2 პუნქტებში ასახული მსჯელობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ---------------------–------სა“ და მ---------–----ას შორის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის სადავო ხელშეკრულება და შესაბამისად, მხარეთა 2015 წლის 20 იანვრის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების თაობაზე, წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებებს, დადებულს იმ განზრახვის გარეშე, რომ მას სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა და სადავო გარიგებებით დაიფარა მოპასუხეებს შორის დადებული სამშენებლო მასალის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება; აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმების თვალთმაქცური ხასიათი სახეზეა, ორივე მათგანი, როგორც მოჩვენებითი გარიგებები, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ამ ნაწილში უნდა დარეგულირდეს დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესებით;
6.4. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
ამავე კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით (506-ე მუხლი);
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ ბათილად ცნობილ გარიგებათა ნაწილში უნდა დადგინდეს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხეებს შორის, შემდეგი პირობებით: გამყიდველი - შ---------------------–------ი“, მყიდველი - შ-----------------------ი“, ნასყიდობის საგანი _ სამშენებლო მასალები, ნასყიდობის საგნის ღირებულება- 44 595.96 ლარი.
6.5. რაც შეეხება იპოთეკის ნაწილს, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად მოსარჩელის მიერ 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებისას გამოვლენილი ნების შესაბამისად, მოსარჩელის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო მის მიერვე ხელმოწერილი ხელშეკრულების/შეთანხმების შინაარსი, წინააღმდეგობაშია როგორც სარჩელში, ასევე სასამართლო პროცესზე დაფიქსირებულ განმარტებასთან, იმის თაობაზე რომ მოსარჩელის „ქონება ჩაიდო როგორც უზრუნველყოფის საშუალება“ და ვერანაირად ვერ აქარწყლებს სანოტარო წესით დამოწმებული აქტების შინაარსს ამ ნაწილში; ამასთანავე, ვინაიდან სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 286 და 289-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები: კრედიტორის ფულადი მოთხოვნა, მხარეთა შეთანხმება და უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, არ არსებობს ამ ნაწილში გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი და უძრავ ქონებაზე უცვლელად უნდა დარჩეს იპოთეკის უფლება კრედიტორის _ შ---------------------–------ის“ სასარგებლოდ, 60 000 ლარის ფარგლებში გამყიდველის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
6.5. მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობს შ-------------------–------ის“ სასარგებლოს ნასყიდობის საგნის საფასურის _ 44 595.96 ლარის შ-----------------------ი“-სათვის დაკისრებაში, სასამართლოს შეფასებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ გამყიდველი კომპანიაა უფლებამოსილი მოითხოვოს მყიდველისაგან ნასყიდობის საფასურის გადახდა თუ დადგა მოთხოვნის ვადა და მოვალე მხარე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით;
6.6 გადაწყვეტილების 6.3 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ მხარეთა შეთანხმება სესხის ნაწილში, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, მათ საფუძველზე კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე ასევე უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კრედიტორის სასარგებლოდ ნოტარიუს ქ--------ის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ---------–----ას მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1800 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი;
გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, შ---------------------–------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 462.12 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1337.88 ლარის ოდენობით.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------–----ასა და შ---------------------–------ს“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N---------, დამოწმებული ნოტარიუს ქ---------------ის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------–----ასა და შ---------------------–------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება რეგისტრაციის N---------, დამოწმებული ნოტარიუს ქ---------------ის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში;
1.3. შ---------------------–------ს“ და შ-----------------------ის“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ცნობილ იქნეს ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებად, შემდეგი პირობებით: გამყიდველი _ შ---------------------–------ი“, მყიდველი _ შ-----------------------ი“, ნასყიდობის საგანი _ 44595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანია: მ---------–----ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------).
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ქ---------------ის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი რეგისტრაციის N---------;
1.5. სასარჩელო მოთხოვნა 44 595.96 ლარის შ---------------------–------ის“ სასარგებლოდ შ-----------------------ისთვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შ---------------------–------ს“ მოსარჩელე მ---------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება 462.12 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შ---------------------–------ს“ მოსარჩელე მ---------–----ას სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 10.02.16წ ნ------------–ის მიერ გადახდილი თანხიდან (საგადასახადო დავალება N-, გადამხდელის ბანკი ს------------------–--ა“) _ ზედმეტად გადახდილი 1337.88 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი