გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002743237
# 2/439-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08.01.2019 წ ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
მოსარჩელე: რ--------- გ--–------ი
მოპასუხე: ა.(ა).ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“
წარმომადგენელი: თ----- ყ-------, შ------- კ------ე.
დავის საგანი: შრომითი ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება, დისციპლინური სახდელების - საყვედურისა და წერილობითი გაფრთხილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე რ--------- გ--–------მა ( პ/ნ 3---------- მცხოვრები საჩხერე სოფელი ს------) მოპასუხე ა(ა)იპ ,,ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ც-------ს“ (ს/კ 2--------) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების, სახდელების - საყვედურისა და წერილობითი გაფრთხილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31.03 გადაწყვეტილების თანახმად ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ც-------”-ს 2016 წლის 26 დეკემბრის რიცხვის 109/1 და 2017 წლის 02 თებერვლის 47/1 ბრძანებები, რომელიც შედგენილი და გამოცემული იყო არ არსებულ ფაქტებზე, დაწესებულების დირექტორის მიერ, რომლის რეკვიზიტები და უფლებამოსილება დარეგისტრირებული არ იყო კანონით დადგენილი წესით. რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2016 წლის 1 იანვრისა და 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხე მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31.03. გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა 9 აგვისტოს და აღდგენილი იქნა ა(ა)იპ „ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ცენტრში”. მისი აღდგენა დაწესებულების დირექტორმა უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე მოახდინა არაკანონიერად 2017 წლის 1 დეკემბრის ბრძანება 126/1 საფუძველზე არასრულყოფილი ფორმით. შრომითი ხელშეკრულება შედგენილია 2018 წლის 1 იანვრის ბრძანებით 20/1 საფუძველზე და ჩაბარდა მოსარჩელეს 2 იანვარს, რაზეც ხელი არ მოაწერა. გამომდინარე იქედან, რომ ამ ხელშეკრულებით კანონიერად არ არის განსაზღვრული მოსარჩელის კუთვნილი ფუნქციები, ის, რაც ქონდა გათავისუფლებამდე 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით ფოლკლორის დარგში უ-------- ს--–---–----ის პოზიციაზე, რაც შეადგენდა ფოლკლორული ღონისძიების ორგანიზებას, ფესტივალების, ღონისძიების სხვადასხვა ფუნქციების შესრულებას, ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრი და მისი კონცერტებში მონაწილეობა, რაც შეცვლილია და განსაზღვრული არ არის კანონიერად 2018 წლის 1 იანვრის ბრძ. #20/1 ხელშეკრულებით. გამომდინარე იქედან, რომ დაწესებულების დირექტორმა მოსარჩელე რ--------- გ--–------ის აღდგენა მოახდინა დაგვიანებით და არასრულყოფილი ფორმით .
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ბრძ. 20/1 საფუძველზე შედგენილ 2018 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებაში, კანონიერად არ არის განსაზღვრული მოსარჩელის კუთვნილი ფუნქციები, ის რაც მას ქონდა გათავისუფლებამდე 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე ფოლკლორის დარგში, ეს ფუნქციები შეცვლილია და განსაზღვრული არ არის კანონიერად 2018 წლის 1 იანვრის რიცხვის ბრძ. #20/1 საფუძველზე.
მოსარჩელე ითხოვს დაევალოს ა(ა)იპ „ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ცენტრ“-ს მოსარჩელე რ--------- გ--–------თან შრომითი ხელშეკრულების დადება უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე შემდეგი უფლება-მოვალეობებით: უ-------- ს--–---–----ის ფოლკლორის დარგში, ფოლკლორული ღონისძიებების ორგანიზება, ფესტივალების, კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, ფოლკლორული ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრი და მისი კონცერტებში მონაწილეობა დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელე ითხოვს ცვლილება შევიდეს ა.(ა)ი.პ. ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს მიერ 2018 წლის 1 იანვრის N45/1-ის ბრძანების საფუძველზე შედგენილ ხელშეკრულებაში, სადაც განისაზღვრება მისი კუთვნილი ფუნქციები კანონიერად, ის რაც მას ჰქონდა 2016 წლის 1 იანვრის N52/1 ბრძანების საფუძველზე გამოცემული ხელშეკრულების მიხედვით და შეადგენდა ანსამბლ ,,ს--------–-ს“ წევრის პოზიციაზე კ---–-------- ც-------ს ანსამბლ ,,ს--------–-ს“ მომღერლის მოვალეობას, სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას, კონცერტების გამართვას დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 1 იანვრის ბრძანება #52/1 ხელშეკრულების მიხედვით შეცვლილია, სადაც კანონიერად არ არის განსაზღვრული მოსარჩელის კუთვნილი ფუნქციები, ის რაც მას ქონდა 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ ფუნქციების შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მოსარჩელე ითხოვს შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ „ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ც-------”-ს მიერ 2018 წლის 1 იანვრის რიცხვის ბრძანება #45/1-ის საფუძველზე შედგენილ ხელშეკრულებაში, სადაც განისაზღვრება მოსარჩელის კუთვნილი ფუნქციები კანონიერად, ის რაც მას ქონდა 2016 წლის 1 იანვრის რიცხვის ბრძანება #52/1-ის საფუძველზე გამოცემული ხელშეკრულების მიხედვით და შეადგენდა ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრის პოზიციაზე კულტურის ცენტრის ანსამბლ „ს--------–-“-ს მომღერლის მოვალეობას, სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალსა და კონკურსებში მონაწილეობას, კონცერტების გამართვას დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ ო----–- ც------------ სახ. ს-------- კ---–-------- ც------- “-ს 2018 წლის 18 თებერვალს გამოცემული წერილობითი გაფრთხილება #41 და 2018 წლის 27 აპრილს გამოცემული წერილობითი საყვედური #59/1, რადგან გამოცემული იქნა არაკანონიერად.
მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 18 თებერვლის რიცხვით გამოცემული წერილობითი გაფრთხილება #41, დაწესებულების დირექტორის მიერ შედგენილია არაკანონიერად. გაფრთხილება შედგენილია იმის გამო, რომ მოსარჩელე არ აწერდა ხელს 2018 წლის 15 იანვრიდან სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალს. გამომდინარე იქედან, რომ ამ დროისთვის მოსარჩელეს არ ჰქონდა სამუშაო ოთახი, რის საფუძველზე ოთახი თვის განმავლობაში ხან რაიონის მერის კაბინეტში, ხანაც სამსახურის ფოიეში იმყოფებოდა, მისთვის არც სხვა პირობები შეუთავაზებიათ, რაზეც არსებობს უამრავი წერილობითი განცხადება, მოხსენებითი ბარათები შედგენილი მერის სახელზე, რაც თან ერთვის სარჩელს. დაწესებულების დირექტორმა ეს პირობები საკმარისად ჩათვალა და გაფრთხილება გამოუცხადა მოსარჩელეს არაკანონიერად, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამდენად მოსარჩელე ითხოვს დაევალოს ა (ა) იპ ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრს რ--------- გ--–------თან შრომითი ხელშეკრულების დადება უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე შემდეგი უფლება მოვალეობებით: უ-------- ს--–---–----ი ფოლკლორის დარგში, ფოლკლორული ღონისძიებების ორგანიზება, ფესტივალების, კ.ც.ს. კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, ფოლკლორულ ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრი და მის კონცერტებში მონაწილეობა დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელე მოითხოვს შევიდეს ცვლილება ა (ა) იპ ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს მიერ 2018 წლის 1 იანვრის #45/1-ის საფუძველზე შედგენილ ხელშეკრულებაში, სადაც განისაზღვრება ფუნქციები კანონიერად, ის რაც მოსარჩელეს ჰქონდა 2016 წლის 1 იანვრის რიცხვის ბრძანება #52/1-ის საფუძველზე გამოცემული ხელშეკრულების მიხედვით და შეადგენდა ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრის პოზიციაზე კ---–-------- ც-------ს ანსამბლ „ს--------–-“-ს მომღერლის მოვალეობას, სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას, კონცერტების გამართვას დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელე ასევე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ა (ა) ი.პ. ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრს მიერ 2018 წლის 18 თებერვალს გამოცემული წერილობითი გაფრთხილება #41 და 2018 წლის 27 აპრილს გამოცემული წერილობითი საყვედური #59/1 რომელიც გამოცემული იქნა არაკანონიერად.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია :
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე მხარემ სადაც მიუთითებს, სარჩელის არ ცნობის შესახებ და განმარტავს რომ რ--------- გ--–------ი აღდგენილი იქნა თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით და მასთან დადებული შემდგომი ხელშეკრულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. რ--------- გ--–------ს გაფრთხილება და საყვედური მიეცა კანონიერად, რადგან მის მიერ მრავალგზის იქნა დარღვეული შრომის დისციპლინა. მას დისციპლინური სახდელები სადაოდ არ გაუხდია. ამასთან მოპასუხემ სასამართლოში განმარტა, რომ არდგენის დღიდან რ--------- გ--–------ი არ დადიოდა სამსახურში . მის მიერ არ ხდებოდა იმ სამუშაოს შესრულება, რის გამოც იგი იღებდა შესაბამის გასამჯელოს. არ ეთანხმებოდა შრომის ხელშეკრულებას. ითხოვდა ცალკე ოთახს სამუშაოდ. სამუშაო დროს ახმარდა თანამშრომლებთან ბრძოლას. საყვედურის საფუძველი კი გახდა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეფასებული იქნა 2018 წლის 15 მარტის ინცინდენტი. აღნიშნული ინციდენტის ფარგლებში მოსარჩელე მხარემ უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის დირექტორს. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს თვით მოსარჩელეც. მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებების დადების ან ცვლილების დავალება მოპასუხისათვის შეუსაბამო იქნება კანონთან , რადგან ხელშეკრულებები ყოველ წელს გადაიხედება წესდებისა და წინა წლის ხელშეკრულებების შესაბამისად. მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სასამართლომ მხარებისათვის განსაზღვრა დრო მორიგების თაობაზე, თუმცა მორიგება ვერ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31მარტის გადაწყვეტილებით (ძალაში შევიდა 2017 წლის 9 აგვისტოს) მოსარჩელე რ--------- გ--–------ი, აღდგენილი იქნა სამსახურში ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრში“-ს. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გამოცემული იქნა 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება N26/1 სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რ--------- გ--–------ი აღდგენილი იქნა უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე 2017 წლის 01 დეკემბრიდან. უდავო ფაქტია, რომ რ--------- გ--–------ი ათეული წელია მუშაობს მოცემულ სამსახურში.
ა(ა)ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“ (შემდგომში დაწესებულება)რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 17 მაისს იმ პერიოდისათვის როცა მოხდა სადაო აქტების გამოცემა დაწესებულების დირექტორი იყო ონისე ჭ----–--ე . დავის განხილვისათვის ო---- ჭ----–--ეს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული ავადმყოფობის გამო დამფუძნებლის შესაბამისი აქტით.
წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად დაწესებულებას უფლება აქვს შეიმუშაოს შინაგანაწესი. წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, ამავე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე, ამავე პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, სამუშაო გეგმას და სამუშაოთა აღწერილობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 1 დეკემბრის # 126/1 ბრძანება აღდგენის შესახებ (ს.ფ. 18)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.114)
- ბრძანება (ს.ფ. 105)
3.2.2. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრ“-სა და რ--------- გ--–------ს შორის 2016 წლის 01 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად რ--------- გ--–------ი ასრულებს უ-------- ს--–---–----ის მოვალეობას ფოლკლორის დარგში, ფოლკლორული ღონისძიებების ორგანიზება, ფესტივალების, კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, ფოლკლორული ანსამბლ „ს--------–-“-ს წევრი და მისი კონცერტებში მონაწილეობა დირექტორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 01 იანვრამდე. შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 235 ლარის ოდენობით. ასევე ცალკეა გამოცემული ბრძანება ხსენებული დაწესებულების დირექტორის მიერ 2016 წლის 1 მარტს, სადაც დამტკიცებულია ფოლკლორული ანსამბლის ,,ს--------–-ს“ შემადგენლობა. შემადგენლობაში მითითებულია რ--------- გ--–------ი, რომლის შრომის ანაზღაურება 130 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22)
- ბრძანება (ს.ფ.24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრ“-სა და რ--------- გ--–------ს შორის 2017 წლის 01 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად რ--------- გ--–------ი ასრულებს უ-------- ს--–---–----ის მოვალეობას ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 01 იანვრამდე. შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 235 ლარის ოდენობით. ასევე ცალკეა გამოცემული ბრძანება ხსენებული დაწესებულების დირექტორის მიერ 2017 წლის 03 იანვარს, სადაც დამტკიცებულია ფოლკლორული ანსამბლის ,,ს--------–-ს“ შემადგენლობა. შემადგენლობაში მითითებულია რ--------- გ--–------ი, რომლის შრომის ანაზღაურება 100 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017წლის 1 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-32)
- ბრძანება და ხელშეკრულება (ს.ფ.33-34)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრ“-სა და რ--------- გ--–------ს შორის 2018 წლის 01 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად რ--------- გ--–------ი ასრულებს უ-------- ს--–---–----ის მოვალეობას, ხალხური შემოქმედების ნიმუშების (ზეპირი სიტყვიერება, ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერა ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის 01 იანვრამდე. შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 235 ლარის ოდენობით მოცემულ ხელშეკრულებას რ--------- გ--–------ი ხელს არ აწერს. ასევე ცალკეა გამოცემული ბრძანება ხსენებული დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს, სადაც დამტკიცებულია ფოლკლორული ანსამბლის ,,ს--------–-ს“ შემადგენლობა. შემადგენლობაში მითითებულია რ--------- გ--–------ი, რომლის შრომის ანაზღაურება 100 ლარია. მოცემულ საკითხზე ასევე შედგენილია შრომის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს რ--------- გ--–------ი და რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით დასაქმებული ასრულებს კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური ანსამბლ ,,ს--------–-ს“ წევრის მოვალეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018წლის 1 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-39)
- ბრძანება და ხელშეკრულება (ს.ფ.40-41)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.5. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების 31.1. მუხლის შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს მოთხოვოს დაქირავებულს კონტრაქტის, დამქირავებლის შინაგანაწესის .. შესრულება და დაცვა .. ამავე ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს დაქირავებულის მიერ ამ კონტრაქტის, დამქირავებლის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციის დარღვევის და თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს კონტრაქტი, დამრღვევი დაქირავებულის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინარული ღონისძიებები: გაფრთხილება - რეკომენდაცია, საყვედური, ფულადი ჯარიმა ხელფასიდან დაკავებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.
ამავე ხელშეკრულების 3.4.3. მუხლის შესაბამისად დასაქმებული ვალდებულია კოლეგიალური დამოკიდებულება იქონიოს თანამშრომლებთან, არ დაუშვას მათთან კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა და თავისი მოვალეობის შესრულების პარალერულად ხელი შეუწყოს კოლეგებს დაკისრებული მოვალეობის შესრულების საქმეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016წ შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22; 25);
- 2017წ შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 27-32; 34-35).
- 2018წ შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 37-39; 41).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.6. 2018 წლის 26 თებერვალს ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გამოცემული აქტით N41 -ით დასტურდება, რომ რ--------- გ--–------ს დისციპლინური სახდელის სახით განესაზღვრა გაფრთხილება. დაწესებულების დირექტორის პოზიციით დარღვეული იქნა შინაგანაწესის მე-5 მუხლი, რომელიც ადგენს მოსამსახურის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესს. შინაგანაწესიდან გამომდინარე დაწესებულებაში წარმოებს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიდაც დაფიქსირებული არ იქნა რ--------- გ--–------ის ხელმოწერა სამსახურში გამოცხადების თაობაზე. იმის გამო , რომ 2018 წლის 15 იანვრიდან რ--------- გ--–------ი არ გამოცხადებულა სამსახურში, იმის გამო რომ ჟურნალში არ არის მოსარჩელის ხელმოწერები დაფიქსირებული დაწესებულების დირექტორი იყენებს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილებას. ამასთან ამავე წერილში დაწესებულების დირექტორი მიუთითებს, რომ სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში რ--------- გ--–------ი განთავისუფლებული იქნება თანამდებობიდან. დაწესებულების დირექტორის აქტში(წერილში) განმარტებულია წერილის გასაჩივრების წესი).
რ--------- გ--–------ი ადასტურებს , რომ დაწესებულებაში არის ჟურნალი და იგი ხელს არ აწერდა ამ ჟურნალში. ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორის ნებართვის გარეშე ახორციელებდა სხვადასხვა შეხვედრებს დამფუძნებელთან სამსახურის პერიოდში. დადგენილია, რომ რ--------- გ--–------ი იცნობს შინაგანაწესს. (მან წარმოადგინა შინაგანაწესის ასლი სხდომაზე.)
შინაგანაწესის მე-5 მუხლით (სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი) მოსამსახურე ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადების და სამუშაო ადგილიდან გასვლის ფაქტები ამისათვის სპეციალურად არსებულ ჟურნალში ხელის მოწერით. ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ წესს არ იცავდა რ--------- გ--–------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი გაფრთხილება #41 (ს.ფ. 42)
- შინაგანაწესი(ს.ფ.128-132)
- რ--------- გ--–------ის ახსნა-განმარტება (ოქმი 15:36:33-დან ,15:36:36-მდე, 15:42: 50-დან 15:43:12-მდე)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორმა ო---- ჭ----–--ემ მიმართა ს-------- მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა თანხმობა რ--------- გ--–------ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე 2018 წლის 15 მარტის ინციდენტის გამო, როდესაც რ--------- გ--–------მა უხეშად დარღვია შინაგანაწესი, კერძოდ აღნიშნული გამოიხატა ო---- ჭ----–--ის სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორმა ო---- ჭ----–--ემ 2018 წლის 27 მარტს მიმართა ს-------- მუნიციპალიტეტის მერს წერილით, რომელშიდაც მითითებულია, რომ 2018 წლის 15 მარტს დღის 4 საათზე კ---–-------- ც-------ს ტერიტორიაზე, თანამშრომელთა თანდასწრებით , რ--------- გ--–------მა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენა უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. საპასუხო შეურაცხყოფას მისგან ადგილი არ ჰქონია, ამ ფაქტის შემსწრე თანამშრომლებმა შეძლეს ინციდენტის აღკვეთა და რ--------- გ--–------ი შემთხვევის ადგილიდან გაარიდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 50);
- წერილი (ს.ფ. 119).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის დასკვნით 2018 წლის 22 მარტს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს ელექტრონული საქმის წარმოებით დაეწერა ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ დირექტორის ო---- ჭ----–--ის მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ რ--------- გ--–------მა 2018 წლის 15 მარტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ო---- ჭ----–--ეს.
წარმოდგენილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია: ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ თნამშრომლის მურმანი კ------ის, თ------- პ-------–---–ის, თ--------------–---–ის, დ----- ე------ის ერთობლივი ახსნა-განმარტება მომხდარ ინციდენტზე და დირექტორ ო---- ჭ----–--ის წერილობითი განმარტება. აგრეთვე უ-------- ს--–---–----ის რ--------- გ--–------ის „ღია წერილი“.
დასკვნის თანახმად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასალების და გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა: 2018 წლის 15 მარტს ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე უფროსმა ს--–---–----მა რ--------- გ--–------მა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ო---- ჭ----–--ეს და მომხდარი ინციდენტი განმუხტულ იქნა ფაქტის შემსწრე თანამშრომლების მიერ, რომელიც დასტურდება ო---- ჭ----–--ის და „თანამშრომლების ახსნა-განმარტებებით.
რ--------- გ--–------ი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ო---- ჭ----–--ეს, მაგრამ მას მოჰყვა სხვადასხვა გარემოება აღნიშნული ინციდენტის გამომწვევ მიზეზად. დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ რ--------- გ--–------სა და ო---- ჭ----–--ეს შორის კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ შედგენილია 2018 წლის 23 თებერვლის ინსპექტირების დასკვნა რ--------- გ--–------ის განცხადებიდან გამომდინარე და გაიცა რეკომენდაცია კონფლიქტური სიტუაციის დასადასტურებლად.
დასკვნის შესაბამისად: შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური მიიჩნევს, რომ სამსახურში და არა მარტო სამსახურში თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ქცევის და ეთიკის წესები. 2018 წლის 15 მარტს მომხდარი ინციდენტი წარმოადგენს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
რეკომენდაციის თანახმად შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ უ-------- ს--–---–----ი რ--------- გ--–------ი და დირექტორი ო---- ჭ----–--ეს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, რ--------- გ--–------ს მიცემული აქვს წერილობითი გაფრთხილება, ამ ეტაპზე არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რ--------- გ--–------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან განთავისუფლება. ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრში“ სიტუაციის დასასტაბილურებლად გატარდეს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები დამფუძნებლის მხრიდან.
დადგენილია, რომ რ--------- გ--–------ი ადასტურებს ო---- ჭ----–--ის გალანძღვის ფაქტს. იგი მიუთითებს, რომ პროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის გამო მივიდა დირექტორთან, რომელიც დაწესებულების შენობის წინ მემორიალთან იდგა და გალანძღა. მისი განმარტებით სხდომაზე ვერ იტყვის იმ სიტყვებს რა სიტყვებითაც გალანძღა ო---- ჭ----–--ე. რ--------- გ--–------ი ასევე ადასტურებს, რომ აპრილში ჩაბარდა გაფრთხილების შესახებ წერილი, ხოლო საყვედურის თაობაზე დოკუმენტი მაისში ჩაბარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 121-123);
- ოქმი რ--------- გ--–------ის ახსნა -განმარტება და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი (8.01. 2019წ .15:38:19 დან 16:05:32 მდე , 16:09:54 დან 16:10:21)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.9. 2018 წლის 27 აპრილს ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N59/1 , რომლითაც შინაგანაწესის მე-19 და მე-20 მუხლების საფუძველზე ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს უფროსს ს--–---–----ს რ--------- გ--–------ს ქცევის და ეთიკის წესების დარღვევის გამო გამოეცხადა საყვედური. რ--------- გ--–------ის მიერ ქცევის და ეთიკის წესების დარღვევა გამოიხატა 2018 წლის 15 მარტს დაწესებულების დირექტორის ო---- ჭ----–--ის სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ამავე ბრძანებაშია მითითებული, რომ 2018 წლის 26 თებერვალს ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო დისციპლინის დარღვევის გამო.
შინაგანაწესის მე-19 მუხლში მითითებულია შრომის დაცვის ინსტრუქციები, ხოლო შინაგანაწესის მე-20 მუხლში მითითებულია, რომ მოსამსახურე ვალდებულია სამუშაოზე და მის გარეთ ზრუნავდეს ,,ც-------ს“ სახელსა და რეპუტაციაზე. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, თავის უფლებებს და ღირსებებს , იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი. მოსამსახურისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სად არის იგი ჩადენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი გაფრთხილება #41 (ს.ფ. 42)
-შინაგანაწესი(ს.ფ.128-132)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ--------- გ--–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ხელშეკრულებაში ცვლილებების დადება ან ცვლილებების შეტანა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და ამ საკითხში სასარჩელო მოთხოვნა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. გარდა ამისა არსებობს ხელშეკრულება , რომელზედაც რ--------- გ--–------ის ხელმოწერა არსებობს და ითვლება მოცემული მომენტისათვის მოქმედად. სასამართლო თვლის, რომ , ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა დისციპლინური სახდელების ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია რ--------- გ--–------ის მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
6.3. უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე №ას-82-82-2018 ) კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის არსი მოიცავს, როგორც თავისუფალიკონტრაჰირების ისე, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას [სსკ-ის 319-ე და327-ე მუხლები]. თუმცა, ნორმის დანაწესი იმპერატიული მნიშვნელობის არ არის და ხელშეკრულების მონაწილეთა ეს უფლება ექვემდებარება შეზღუდვას ლეგიტიმურიმიზნისთვის [„ლეგიტიმატე პურპოსე“]. სწორედ აღნიშნულს გულისხმობს სშკ-ის ახლადამოქმედებული ნორმა, რომელიც ნორმით განსაზღვრული წინაპირობების დაცულობისშემთხვევაში, როგორიცაა ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობის ხანგრძლივობა [სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტი] ვადიან შრომით ურთიერთობას გარდაქმნის უვადო შრომითიურთიერთობის ფორმატში. საქართველოს შრომის კოდექსის 13პუნქტის შესაბამისად თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
ამ მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ.
ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრ“-სა და რ--------- გ--–------ს შორის 2017 წლის 01 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად რ--------- გ--–------ი ასრულებს უ-------- ს--–---–----ის მოვალეობას ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 01 იანვრამდე. შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 235 ლარის ოდენობით. ასევე ცალკეა გამოცემული ბრძანება ხსენებული დაწესებულების დირექტორის მიერ 2017 წლის 03 იანვარს, სადაც დამტკიცებულია ფოლკლორული ანსაბლის ,,ს--------–-ს“ შემადგენლობა. შემადგენლობაში მითითებულია რ--------- გ--–------ი, რომლის შრომის ანაზღაურება 100 ლარია.
ა(ა). ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ცენტრ“-სა და რ--------- გ--–------ს შორის 2018 წლის 01 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად რ--------- გ--–------ი ასრულებს უ-------- ს--–---–----ის მოვალეობას, ხალხური შემოქმედების ნიმუშების(ზეპირი სიტყვიერება, ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერა ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის 01 იანვრამდე. შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 235 ლარის ოდენობით მოცემულ ხელშეკრულებას რ--------- გ--–------ი ხელს არ აწერს. ასევე ცალკეა გამოცემული ბრძანება ხსენებული დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს, სადაც დამტკიცებულია ფოლკლორული ანსამბლის ,,ს--------–-ს“ შემადგენლობა. შემადგენლობაში მითითებულია რ--------- გ--–------ი, რომლის შრომის ანაზღაურება 100 ლარია. მოცემულ საკითხზე ასევე შედგენილია შრომის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს რ--------- გ--–------ი. უდავოა , რომ რ--------- გ--–------ი ათეული წლებია მუშაობს მოცემულ დაწესებულებაში.
6.4. ამდენად 2018 წლისათვის რ--------- გ--–------ის შრომის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლები განისაზღვრებოდა 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებითა (მთავარი ს--–---–----ი) და 2018 წლის 03 იანვრის (ფოლკლორული ანსამბლი) ხელშეკრულებით. რ--------- გ--–------ის შრომის ანაზღაურება არ შეცვლილა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულთან გაფორმებულიხელშეკრულება ტრანსფორმირდა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად. რაც შეეხება სამუშაოს შინაარსის განსაზღვრის დავალებას მხარისათვის, სასამართლო განმარტავს, რომ ეს წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად კი შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
6.5. საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს.
შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;ბ) დასვენების ხანგრძლივობა;გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი. ........დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ან ამ კანონს.
6.6. შინაგანაწესიდან გამომდინარე დაწესებულებაში წარმოებს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიდაც დაფიქსირებული არ იქნა რ--------- გ--–------ის ხელმოწერა სამსახურში გამოცხადების თაობაზე. იმის გამო , რომ 2018 წლის 15 იანვრიდან რ--------- გ--–------ი არ გამოცხადებულა სამსახურში, იმის გამო რომ ჟურნალში არ არის მოსარჩელის ხელმოწერები დაფიქსირებული დაწესებულების დირექტორმა გამოიყენა დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება.
რ--------- გ--–------ი ადასტურებს , რომ დაწესებულებაში არის ჟურნალი და იგი ხელს არ აწერდა ამ ჟურნალს. დადგენილია, რომ რ--------- გ--–------ი იცნობს შინაგანაწესს. (მან თვითონ წარმოადგინა შინაგანაწესის ასლი სხდომაზე.)
შინაგანაწესის მე-5 მუხლით (სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი) მოსამსახურე ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადების და სამუშაო ადგილიდან გასვლის ფაქტები ამისათვის სპეციალურად არსებულ ჟურნალში ხელის მოწერით. ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ წესს არ იცავდა რ--------- გ--–------ი.
6.7.დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების 31.1. მუხლის შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს მოთხოვოს დაქირავებულს კონტრაქტის, დამქირავებლის შინაგანაწესის .. შესრულება და დაცვა .. ამავე ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს დაქირავებულის მიერ ამ კონტრაქტის, დამქირავებლის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციის დარღვევის და თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს კონტრაქტი, დამრღვევი დაქირავებულის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინარული ღონისძიებები: გაფრთხილება -რეკომენდაცია, საყვედური, ფულადი ჯარიმა ხელფასიდან დაკავებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.
6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილია რ--------- გ--–------ის მიერ შინაგანაწესით დადგენილი წესის შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ გამოცხადების ჟურნალში მისი ხელმოწერის არ არსებობა და ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურის საათებში სამსახურში არ ყოფნა (იხ. რ--------- გ--–------ის განმარტება. ოქმი 15:36:33-დან ,15:36:36-მდე, 15:42: 50-დან 15:43:12-მდე) . აღნიშნულ ფაქტს თვით რ--------- გ--–------იც ადასტურებს. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნიშანდობლივია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი,რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, დაცულია ზომიერი ბალანსი. დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ რ--------- გ--–------ის მიერ დისციპლინური გადაცდომა სახეზე იყო რის გამოც 2018 წლის 26 თებერვალს დაწესებულების დირექტორის მიერ რ--------- გ--–------ისათვის სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.
6.9. სასამართლო განსახილველ შემთხვევაში ასევე მიუთითებს მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 27 აპრილის ბრძანების მართლზომიერებაზე და პროპორციულობაზე, კერძოდ 2018 წლის 27 აპრილის ბრაძანებით ა.ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება N59/1-ით , შინაგანაწესის მე-19 და მე-20 მუხლების საფუძველზე რ--------- გ--–------ს ქცევის და ეთიკის წესების დარღვევის გამო გამოეცხადა საყვედური. რ--------- გ--–------ის მიერ ქცევის და ეთიკის წესების დარღვევა გამოიხატა 2018 წლის 15 მარტს დაწესებულების დირექტორის ო---- ჭ----–--ის სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ამავე ბრძანებაშია მითითებული, რომ 2018 წლის 26 თებერვალს ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო დისციპლინის დარღვევის გამო.
საჩხერის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის თანახმად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასალების და გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა: 2018 წლის 15 მარტს ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე უფროსმა ს--–---–----მა რ--------- გ--–------მა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ო---- ჭ----–--ეს და მომხდარი ინციდენტი განმუხტულ იქნა ფაქტის შემსწრე თანამშრომლების მიერ, რომელიც დასტურდება ო---- ჭ----–--ის და „თანამშრომლების ახსნა-განმარტებებით.
რ--------- გ--–------ი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ო---- ჭ----–--ეს. რეკომენდაციის თანახმად შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა.(ა)ი.პ. „ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------ს“ უ-------- ს--–---–----ი რ--------- გ--–------ი და დირექტორი ო---- ჭ----–--ეს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, რ--------- გ--–------ს მიცემული აქვს წერილობითი გაფრთხილება, ამ ეტაპზე არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რ--------- გ--–------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან განთავისუფლება.
დადგენილია, რომ რ--------- გ--–------ი ადასტურებს ო---- ჭ----–--ის გალანძღვის ფაქტს. იგი მიუთითებს, რომ პროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის გამო მივიდა დირექტორთან, რომელიც დაწესებულების შენობის წინ მემორიალთან იდგა და გალანძღა. მისი განმარტებით სხდომაზე ვერ იტყვის იმ სიტყვებს რა სიტყვებითაც გალანძღა ო---- ჭ----–--ე.
6.10.შინაგანაწესის მე-19 მუხლში მითითებულია შრომის დაცვის ინსტრუქციები, ხოლო შინაგანაწესის მე-20 მუხლში მითითებულია, რომ მოსამსახურე ვალდებულია სამუშაოზე და მის გარეთ ზრუნავდეს ,,ც-------ს“ სახელსა და რეპუტაციაზე. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, თავის უფლებებს და ღირსებებს , იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი. მოსამსახურისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სად არის იგი ჩადენილი.
შრომითი ხელშეკრულების 3.4.3. მუხლის შესაბამისად დასაქმებული ვალდებულია კოლეგიალური დამოკიდებულება იქონიოს თანამშრომლებთან, არ დაუშვას მათთან კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა და თავისი მოვალეობის შესრულების პარალერულად ხელი შეუწყოს კოლეგებს დაკისრებული მოვალეობის შესრულების საქმეში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ უხეშად არის დარღვეული შინაგანაწესის მე-19 და მე-20 მუხლები და შრომითი ხელშეკრულების
3.4.3. მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 27 აპრილს დაწესებულების დირექტორის მიერ რ--------- გ--–------ისათვის სახდელის სახით საყვედურის შეფარდება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.
6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სრულად იქნა დასაბუთებული ის მიზეზი და საფუძველი, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს რ--------- გ--–------ის სარჩელი.
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ--------- გ--–------ის (პ.№3----------) სარჩელი მოპასუხე - ა.(ა).ი.პ. ,,ს-------- ო----–- ც------------ ს----–----- კ---–-------- ც-------“-ს (ს.ნ. 2--------) მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი