გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002585438 (N2/904-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ოზურგეთიი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე - პან----–---------------–--ე
წარმომადგენელი - ირ---–------------ე
მოპასუხე - მა----------ძე
თანამოპასუხეები - მი---------------–-ძე, ნი-------------–--ე, სიიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილება
არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ნე-----------–--------ა
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ქორწინება პან----–---------------–--ეს (დაბადებული 19---–-–------------–------------------) და მა----------ძეს (დაბადებული 19---–-–------------–-----------------) შორის, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 2005 წლის 03 თებერვალი, სააქტო ჩანაწერი N0030539.
1.2. არასრუწლოვანი ბავშვების - 2----–-–------------------- დაბადებული მი---------------–-ძისა და 2----–-–------------------- დაბადებული ნი-------------–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - პან----–---------------–--ის (პ/ნ 4----------- საცხოვრებელი ადგილი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამება.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 03 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მა----------ძესთან, თანაცხოვრების დროს შეძინათ ორი შვილი - მირიან და ნი-------------–--ეები. 2018 წლის მარტის თვიდან მეუღლე წავიდა ოჯახიდან და შექმნა ახალი ოჯახი, ბავშვები ცხოვრობენ მამის ოჯახში,მოსარჩელი მითითებით მოპასუხე წავიდა სახლიდან და არ ზრუნავს ბავშვებზე, ბავშვებს არ სურთ დედასთან ცხოვრება და ამჟამად ბავშვები - ნი-------------–--ე (დაბადებული 2----–-–--------------------) და მი---------------–-ძე, (დაბადებული 2----–-–-------------------) ცხოვრობენ მამასთან მოსარჩელე პან----–---------------–--ესთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. მათი ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ოჯახის აღდგენას პერსპექტივა არ აქვს;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო შესაგებლითა და მოსამზადებელ სხდომაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი მამის საცხოვრებელ სახლში, არის საკმარისი ფართი, ბავშვების მოვლა-პატრონობა მამის ოჯახში უკეთ არის შესაძლებელი, არის მეტი სითბო და ყურადღება ოჯახის წევრებისგან თანადგომის ქსელიდან. ბავშვების მოვლა პატრონობას ახორციელებს მამა, ბებია ბაბუასთან ერთად, ბავშვები ყოველდღიურად დადიან სკოლაში მოწესრიგებული, კარგად მოვლილები, რასაც ადასტურებს სკოლის პედაგოგები და დირექტორი. მამა სისტემატურად ინტერესდება ბავშვების აკადემიური მოსწრებით, ყოველთვის აკონტროლებს ბავშვებს და აქვს შვილების მიმართ განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება, რასაც ბავშვები გრძნობენ და თავის მხრივ ბავშვებიც მიჯაჭვულია მამაზე, ეს ნათლად ჩანს ბავშვებთან გასაუბრებისას. ბავშვებს ყავთ მეგობრები, რომლებთანაც მოწყვეტამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათზე. ბავშვება აღნიშნეს, რომ როცა დროებით წავიდნენ დედასთან ქ.ქუთაისში მირიანმა მხოლოდ სამი დღე დაჰყო და მესამე დღეს მოითხოვა სოფელში დაბრუნება, სადაც კარგად არსი ადაპტირებული. რაც შეეხება ნინოს მისი თქმით მხოლოდ ათი დღე დაჰყო დედასთან და ისიც დაბრუნდა სოფელში. ნინომ აღნიშნა, რომ ის დედასთან ყოფნის პერიოდში იყო სახლში და დედა მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა მასთან. ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია და ასევე მთავარია ბავშვის ასაკი და მონაწილეობა მამისადმი მიჯაჭვულობის გათვალისწინება. მშობლები ვალდებულია თანაბრად მიიღონ მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში და მორალურად არ არის გამართლებული იმის ხსენება, რომ რომელიმე მშობელმა მეტი მონაწილეობა მიიღო ბავშვის აზღდაში, რაც შეეხება მონახულებას ბავშვებს დედა არ უნახიათ ივნისის შემდგომ. საქმის შესწავლით დადგინდა, რომ ბურჭულაძეების ოჯახი სოფელში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, ბავშვების მამას ახასათებენ დადებითად, მოიხსენიებენ, როგორც მზრუნველ მამას, ბავშვები არ განიცდიან მათთვის არასასიამოვნო გარემოში ყოფნას, მამის ოჯახში ბავშვები არიან ლაღად. ვერ იქნა მოძიებიული ფაქტი, რომ ბავშვი მამას დაეტოვებინა ხანგრძლივი დროით, ან უარყოფით გავლენას ახდენდეს მამის საქციელი ბავშვებზე. ასევე მეზობლების განმარტებით არ ყოფილა ფაქტი, რომ დედას ბავშვები მოენახულებინა სოფელში მეუღლესთან დაშორების შემდეგ. სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას მირიანი და ნინო კეთილად და სიყვარულით მოიხსენიებს მამას, ბებიას და ბაბუას, უხარია მათთან ყოფნა, რადგან იქ არის კარგი გარემო, ექცევიან კარგად. აღნიშნული გარემოება შეიძლება ჩაითვალოს ფაქტად იმისა, რომ ბავშვებზე არ ხორციელდება ემოციური დატირთვა და დედის მიმართ ცუდი შეხედულებების შექმნა, ოჯახში არ ხორციელდება დედისა და მისი ოჯახის წევრების ცუდად მოხსენიება.
2.2. მოპასუხე მა----------ძემ შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სოციალური მომსახურების დასკვნის თანახმად, იგი არ ითხოვს შვილების საცხოვრებელ ადილად განისაზღვროს მისი ოჯახი. თანახმაა მირიანი და ნი-------------–--ეები საცხოვრებლად დარჩნენ ბიოლოგიური მამის ოჯახში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. პან----–---------------–--ე და მა----------ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2005 წლის 03 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19).
3.1.2. პან----–---------------–--ეს და მა----------ძეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------------- დაბადებული მი---------------–-ძე და 2----–-–------------------- დაბადებული ნი-------------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 22-23).
3.1.3. მოსარჩელე პან----–---------------–--ე და მოპასუხე მა----------ძე ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი ბავშვები - მირიან და ნი-------------–--ეები ცხოვრობენ მამასთან, პან----–---------------–--ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.3.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების 2018 წლის 29 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ჩოხატაურის რაიონული განყოფილების სოციალურმა მუშაკმა გახორციელა ვიზიტი პან----–---------------–--ის ოჯახში ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში, დასკვნის მოსამზადებლად საცხოვრებელი, როგორც მატერიალური, საბინაო, საყოფაცხოვრებო პირობების, არამედ ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აღზრდის ნორმალური პირობების გათვალისწინების მიზნით. მოსარჩელე პან----–---------------–--ე მშობლებთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. ვიზიტისას შეხვედრა და გასაუბრება შედგა ოჯახის ყველა წევრთან. რაც შეეხება ოჯახის საცხოვრებელ პირობებს აქვთ საკუთარი ორსართულიანი სახლი, საცხოვრებლად გამოყენებულია სახლის ორივე სართული, საცხოვრებელი არის კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მოწესრიგებული. ოჯახი უზრუნველყოფილია აუცილებელი ავეჯითა და პირადი მოხმარების ნივთებით, რაც ნებისმიერი ოჯახისათვის მნიშვნელოვანია. ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახები, სამეცადინო კუთხე, სხვა პირადი მოხმარების ნივთები. ოჯახში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. არასრულწლოვანი ბავშვები მი---------------–-ძე და ნი-------------–--ე არიან ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამების მეშვიდე და მეექვსე კლასის მოსწავლეები. ამავე სკოლის დირექტორის ინფორმაციით მირიან და ნი-------------–--ეები სისტემატურად დადიან სკოლაში, მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმულები, გამოირჩევიან სანიმუშო ყოფაქცევით, არიან კომუნიკაბელურები, ზრდილობიანი ბავშვები. მისივე ინფორმაციით ბავშვების ბიოლოგიური მამა - პან----–---------------–--ე არის მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი მამა, სისტემატურად დადის სკოლაში და ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით. არასრულწლოვნები კარგად ურთიერთობენ როგორც თანატოლებთან, ასევე პედაგოგებთან. მეზობლებთან და ნათესავებთან. არასრულწლოვნებმა გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ ბიოლოგიური მამის ოჯახში უზრუნველყოფილი არიან ყველა აუცილებელი საჭიროებებით. ოჯახის ყველა წევრის მხრიდან მუდმივად სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას გრძნობენ. ოჯახის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ოჯახის უფროსები ბავშვების ინტერესებს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ მათ გადაწყვეტილებებს, რაც დაადასტურეს არასრულწლოვანმა ბავშვებმა. როგორც მირიან და ნი-------------–--ეებმა განაცხადეს მათი სურვილია ბიოლოგიური მამის ოჯახში განაგრძონ ცხოვრება, სადაც თავს გრძნობენ მშვიდად, აქვთ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები და დაცულია მათი ინტერესები. ვიზიტისას შეხვედრა და გასაუბრება განხორციელდა ოჯახის მეზობელთან ვანო ბაზიართან, რომელმაც დადებითად დაახასიათა ბურჭულაძეების ოჯახი და დაადასტურა, რომ ოჯახში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. პან----–---------------–--ის ოჯახის შესწავლის დროს არ გამოკვეთილა ხელისშემშლელი გარემოებები, რაც არასრულწლოვანი ბავშვების - მირიან და ნი-------------–--ეების ზრდა-განვითარებას შეუშლის ხელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოც.მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 35)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.3.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბრის დასკვნის თანახმად, მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია ქ.ქუთაისი, ხარებავას ქ.N9/119. სასამართლოს მიმართვის საფუძველზე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოპასუხის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, შეხვდა და ესაუბრა მა----------ძეს და მის ოჯახის წევრებს. გაირკვა, რომ მა----------ძე და პან----–---------------–--ე 2005 წლის 3 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ ორი შვილი - ნი-------------–--ე და მი---------------–-ძე. ბიოლოგიური დედის ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგანა: მა----------ძე, მშობლები - ვალენტინა და ამირან ჩაფიძეები და ძმა გიორგი ჩაფიძე. ოჯახის საცხოვრებელი წარმოადგენს ოროთახიან ბინას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ოჯახის სტაბიულურ შემოსავალს წარმოადგენს მა----------ძის ხელფასი, იგი მუშაობს სამკერვალო საწარმოო ,,ტექსტილში''. ასევე ძმის გიროგი ჩაფიძის ანაზღაურება, რომელიც დასაქმებულია სატელეკომუნიკაციო კომპანიაში ,,ახალი ქსელები'' და დედის ვალენტინა ჩაფიძის ასაკის კატეგორიით განსაზღვრული პენსია. მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 1 მარტიდან მას და მის მეუღლეს შორის ოფიციალურად შეწყდა ქორწინება, განქორწინების მოწმობის N68182000965. რაც შეეხება ბიოლოგიური დედის ურთოერთობას ბავშვებთან, როგორც მოპასუხე აღნიშნავს, მას შვილებთან აქვს ხშირი სატელეფონო კონტაქტი. 2018 წლის მარტის თვის შემდეგ, ბავშვები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ქუთაისში დედასთან. ოჯახში თავს კარგად გრძნობდნენ. მა----------ძე აღნიშნავს, რომ შვილებს სურთ პერიოდულად ესტუმრონ დედას და გარკვეული პერიოდი დარჩნენ მასთან. იგი არ ითხოვს შვილების საცხოვრებელ ადილად განისაზღვროს მისი ოჯახი. მოპასუხე თანახმაა მირიანი და ნი-------------–--ეები საცხოვრებლად დარჩნენ ბიოლოგიური მამის ოჯახში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. მა----------ძის განმარტებით, იგი დღის მანძილზე, გარდა შაბათ-კვირისა, მუშაობს. რაც შეეხება ბავშვების ბებიას, ვალენტინა ჩაფიძეს, მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (ონკოლოგიური დაავადება), რის გამოც ვერ შესძლებს მზრუნველობა გაუწიოს არასრულწლოვან შვილიშვილებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბილოგიური დედა ამ ეტაპზე არ ითხოვს შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი. არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მათი სრულფასოვანი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ასევე, სოციალური თანადგომის ქსელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ბიოლოგიური დედის ოჯახში ყოფნისას, მირიან და ნი-------------–--ეები იქნებიან მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, დაკმაყოფილებული იქნება ბავშვების საბაზისო საჭიროებები, უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო მომსახურებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოც.მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 57)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.3.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის გამოკვლევის შედეგების თანახმად, მირიან და ნი-------------–--ეები მოწესრიგებული, კარგად მოვლილი გამოცხადდნენ სოციალური მომსაუხრების სამხარეო ცენტრში, ქცევის ნორმების სრული დაცვით მირიანი ცდილობდა ამომწურავი პასუხი გაეცა დასმულ შეკითვებზე, ნინო საკმაოდ ჩაკეტილი იყო პირველ ვიზიტზე, შეკითხვებზე პასუხის გაცემისაგან ხშირად თავს იკავებდა და მატრავმირებელ მოვლენაზე, როგორიცაა დედის სახლიდან წასვლა, ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ მესამე შეხვედრაზე შეძლო. ნინოს ღრმა კვალი ეტყობოდა მშობლების მხრიდან შექმნილ ოჯახურ დისჰარმონიას. ნინოს დამოკიდებულება დედის მიმართ საკმაოდ დისტანციურია, დედის სახლიდან წამოსვლის მიზეზად საკუთარ სურვილს ასახელებს, მამაზე საუბრის დროს იღიმის და ამბობს, რომ კარგი დადმოკიდებულება აქვს. მირიანი საუბრის დასაწყისშივე გამოირჩეოდა კონტაქტურობით, მშობლებთან ურთიერთობის განსაზღვრისას მკაფიოდ გამოხატავს და აფიქსირებს საკუთარ აზრს, დედის ნახვასთან დაკავშირებით არ გამოხატავს დაინტერესებას, ითხოვს დედის მხრიდან უფრო მეტ დაინტერესებას, სატელეფონო მოკითხვებს და ამის შემდეგ მოიფიქრებს პასუხს დედის ნახვასთან დაკავშირებთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგის დასკვნა (ს.ფ. 87-88)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მამასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხე მა----------ძემ შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1151-ე, 1152-ე, 1122-ე, 1106-ე, 1198-ე, 1197-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3; მე-9; მე-5 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მა----------ძემ შესაგებელი არ წარმოადგინა, ასევე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
6.2 სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი არ იცნობს რომელიმე მშობლის უპირატესობას შვილების მიმართ. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის უპირატესი ინტერესის შესაბამისად.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მამასთან მიჯაჭვულობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულმა განყოფილებამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოპასუხე მა----------ძეს (პ/ნ 6---------) უნდა დაეკისროს სახეოლმწიფო ბაჟის - 150 (ასომორცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 70-78-ე, 230-ე, 234-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პან----–---------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს ქორწინება პან----–---------------–--ეს (დაბადებული 19---–-–------------–------------------) და მა----------ძეს (დაბადებული 1----–-–------------–---------------2) შორის, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 2005 წლის 03 თებერვალი, სააქტო ჩანაწერი N0030539.
1.2. არასრუწლოვანი ბავშვების - 2----–-–------------------- დაბადებული მი---------------–-ძისა და დაბადებული ნი-------------–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - პან----–---------------–--ის (პ/ნ 4----------- საცხოვრებელი ადგილი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამება.
3. მოპასუხე მა----------ძეს (პ/ნ 6---------) დაეკისროს სახეოლმწიფო ბაჟის - 150 (ასომორცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე