გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210017002187626
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32711-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თ----- ჯაგაშვილი

მოსარჩელე - თ------------------ი

წარმომადგენელი - თ----------–--–---–ი

მოპასუხე - ლ---------–---–---–ი, ა-------------------ი, ე-–----------------ი

წარმომადგენელი - დ------------–-------ე

მოპასუხე - თ------–---–-–---–ი, ც------–---–-–---–ი, გ--------–---–-–---–ი, ა-----–-–---–-–---–ი

წარმომადგენელი - ფ---------------ე

დავის საგანი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დადასტურებელი (აღიარებული) იქნას, 2--- წლის 0- ა--------ს გარდაცვლილი მ----------–---–-–---–ის (გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N0----------) მიერ არასრულწლოვანი ბავშვის, 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებული თ------------------ის (პირადი N1----------) 2--- წლის 3- მარტს შვილად აყვანის ფაქტი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე თ------------------ი დაიბადა 1--- წლის 0- ს--------რს. მისი ბიოლოგიური მშობლები არიან ა-------------------ი და ე-–----------------ი. ამ უკანასკნელთ ჰყავდათ ოთხი შვილი. ოჯახი მისდევდა სოფლის მეურნეობას, ცხოვრობდა გაჭირვებაში და მუდმივად აღრიცხული იყვნენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ა-------------------ი შრომისუუნარო იყო, მას ცალ თვალში მხედველობა არ ჰქონდა. ა-------------------ი და ე-–----------------ი 2002-2007 წლებში ეკონომიური გაჭირვების გამო მუშაობდნენ გ------- ს------–---–თან, სხვადასხვა ფიზიკური შრომით ეხმარებოდნენ ოჯახს, რომელიც ცხოვრობდა თ---–--–-, ე.წ. მ------------------ზე და ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა.

მეზობელ მიწის ნაკვეთზე, საკუთარ მეურნეობას აწარმოებდნენ ასევე, ლ---------–---–---–ი და მ----------–---–-–---–ი. ისინი 1--- წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ბიოლოგიური შვილი არ ჰყოლ--თ.

ეკონომიური გაჭირვების გამო, თ------------------ი მშობლებს მიბარებული ჰყავდათ სკოლა-ინტერნატში, რომელიც თ-------------–--აში მდებარეობდა. თ------------------ი ბიოლოგიურ მშობლებთან მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა. მ----------–---–-–---–მა განსაკუთრებული სიმპატია გამოხატა თ------ მი----------ის მიმართ და მის მეგობარ გ------- ს------–---–ს სთხოვა ეშუამდგომლა თ------ს ბიოლოგიური მშობლების წინაშე, რათა ბავშვი შვილად აეყვანა. მ----------–---–-–---–ი იყო საკმაოდ განათლებული პიროვნება, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თვალსაჩინო მეცნიერი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექციებს. მ----------–---–-–---–სა და ლ---------–---–---–ს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. თ------------------ის ბიოლოგიური მშობლები დაეთანხმნენ მის გაშვილებას.

თ------------------ი არასრულწლოვანი იყო, როდესაც იშვილა და აღსაზრდელად წაიყვანა მ----------–---–-–---–მა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, თ------------------ი მუდმივად ცხოვრობდა მ----------–---–-–---–ისა და ლ---------–---–---–ის ოჯახში და მიღებული იყო მათი მხრიდან, როგორც ღვიძლი შვილი. თ------------------ი მ----------–---–-–---–მა და ლ---------–---–---–მა შეიყვანეს თბილისის 175-ე სკოლაში. თ------------------ი არასდროს მოშორებია აღმზრდელებს, ისინიც თავდაუზოგავად ზრუნავდნენ, რათა თ------ს აღზრდისა და განათლებისათვის საუკეთესო პირობები შეექმნათ. თ-----მა სკოლა წარჩინებით დაასრულა 2--- წელს. იგი აღმზრდელების მისამართზე იყო რეგისტრირებული.

თ------------------მა წარმატებით ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სწავლის საფასურს მისი აღმზრდელები იხდიდნენ. მ----------–---–-–---–ი ამაყობდა თ------თ, ხშირად დაყავდა სტუმრად სამეგობროში და სანათესაოში, სადაც მას ყოველთვის შვილად წარადგენდა. განათლების მიღებასთან ერთად, მ----------–---–-–---–მა თ-----ს შეასწავლა მანქანის ტარებაც, ასწავლიდა ასევე ინგლისურ ენასაც. სწორედ მ----------–---–-–---–ის დამსახურებაა, რომ დღეისათვის თ------ რამდენიმე უცხო ენის მცოდნე წარმატებული სტუდენტია.

მ----------–---–-–---–ი 7- წლის ასაკში, 2--- წლის 0- ა--------ს გარდაიცვალა უეცარი სიკვდილით. მ----------–---–-–---–ს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. მოპასუხეები თ------–---–-–---–ი და ც------–---–-–---–ი არიან მისი და-ძმანი, ხოლო გ--------–---–-–---–ი და ა-----–-–---–-–---–ი კი მისი გარდაცვლილი ძმის ი---- ც---–-–---–ის შვილები - შესაბამისად მეორე რიგის მემკვიდრეები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მ----------–---–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე. სამკვიდრო ქონების ამ უკანასკნელთა ხელში აღმოჩენის შემთხვევაში კი დაირღვევა თ------------------ის კანონიერი უფლებები, რადგან მ----------–---–-–---–ს იგი შვილად ჰყავდა მიღებული, აღზარდა და მასზე მზრუნველობდა 12 წლის განმავლობაში. თ------------------ი ოჯახის სრულფასოვან წევრად და მემკვიდრედ იყო მიღებული.

2--- წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ--–---ის განყოფილებამ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ა-------------------ისა და ე-–----------------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების ლ--–--------------ის, მ---- მი----------ისა და ბათო მი----------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნით, რომლებიც 2--- წლიდან ს--------ოს ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ. აღნიშნულ სარჩელში თ------------------ზე მითითებული არაფერია, რადგან ამ დროისათვის თ------------------ი მ----------–---–-–---–ის ოჯახში იზრდებოდა. ამავე სარჩელზე თანდართულ დასკვნაში მითითებულ--, რომ თ------------------ი უკვე 4 წელ-- სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით ბავშვი გაშვილებულ--.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით მ----------–---–-–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია. 2--- წლის 2---------ერს ნოტარიუს თ----- ო----ს მამკვიდრებელ მ----------–---–-–---–ის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართეს მისმა მეორე რიგის მემკვიდრეებმა თ------–---–-–---–მა და ც------–---–-–---–მა (წარმომადგენელი ა-----–-–---–-–---–ი).

მ----------–---–-–---–ს თ------------------ი ოჯახში შვილად ჰყავდა მიღებული, თუმცა თავად შესაბამისი ორგანოსათვის შვილად აყვანის მოთხოვნით არ მიუმართავს, რადგან მას მოცემული საკითხის მიმართ პედაგოგიური მიდგომა ჰქონდა, კერძოდ სურდა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დარწმუნებულიყო, რომ თ------სათვის შვილება მისაღები იქნებოდა და ამ უკანასკნელსაც საკმაოდ სენსიტიური საკითხის მიმართ იგივე აღქმა ჩამოუყალიბდებოდა. მას შემდეგ, რაც თ------------------მა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მ----------–---–-–---–ის სანუკვარი სურვილი იყო თ-----ს თავის კაბინეტი ჰქონოდა, სადაც მის სახელად ეწერებოდა “თ----- ც---–-–---–ი“. ბოლო პერიოდში მ----------–---–-–---–ი ინტერესდებოდა შვილად აყვანის პროცედურების გარკვევით, რისთვისაც იუსტიციის სახლშიც იყო მისული კონსულტაციისათვის და შემოდგომისთვის აპირებდა კიდეც ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა მოულოდნელი გარდაცვალების გამო აღარ დასცალდა.

(იხ. 2--- წლის 16 ა--------ს დაზუსტებული სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები ლ---------–---–---–ი, ა-------------------ი და ე-–----------------ი ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოპასუხეთა განმარტებით, ლ---------–---–---–ი და მ----------–---–-–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთბაში იმყოფებოდნენ 1--- წლის 3--------–იდან; მეუღლეები ერთად მუშაობდნენ გეოლოგიის დეპარტამენტში. შემდგომ მ----------–---–-–---–მა შექმნა თავისი კომპანია, რომლის მთავარი ბუღალტერიც ლ---------–---–---–ი იყო. ვინაიდან ორივე მეუღლე ერთ სისტემაში მუშაობდა ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს. თ------------------ის არსებობის, მისი მშობლებისა და დედმამიშვილების შესახებ ლ---------–---–---–ს მეუღლემ უთხრა. თავდაპირველად თ------, მ----------–---–-–---–ს შეეჩვია, დაუახლოვდა და მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

თ------------------ი, ლ---------–---–---–ისა და მ----------–---–-–---–ის ოჯახში 200- წლის 2-----–--იდან იზრდება. აღმზრდელებთან მისვლისას ბავშვმა წერა-კითხვა არ იცოდა, რის გამოც ერთი წელი სახლში პედაგოგებთან ემზადებოდა. სკოლაში მისვლისას მისი საბაზისო ცოდნის გათვალისწინებითა და დირექტორის რჩევით იგი მეოთხე კლასში ჩარიცხეს, ნაცვლად მეხუთისა. სკოლაში თ------ წარჩინებული მოსწავლე იყო, შემდეგ აღმზრდელები სხვადასხვა პედაგოგებთან ამზადებდნენ უნივერსიტეტში ჩასარიცხად. აღნიშნული ხარჯები და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ხარჯები თ------სათვის აღმზრდელებმა გაიღეს, სწორედ მათ შეასწავლეს მანქანის ტარებაც. თ------------------ი მ----------–---–-–---–ს ოჯახში შვილად ჰყავდა მიღებული, მას თავის შვილად მიიჩნევს ასევე ლ---------–---–---–იც.

 

თ------------------ს ჰყავდა ბიოლოგიური მშობლები და აღმზრდელი მშობლები. ლ---------–---–---–ი და მ--------- მი----------ი მისი აღმზრდელი მშობლები იყვნენ. ბიოლოგიურ მშობლებს ა-------------------სა და ე-–----------------ს დღემდე გათვიცნობიერებული აქვთ ფაქტი იმის თაობაზე, რომ თ------------------ი იშვილა მ----------–---–-–---–მა და იგი ოჯახში შვილად ჰყავდა მიღებული. თავდაპირველად თ------------------ს ჰქონდა გარკვეული სახის კონტაქტი და ურთიერთობა ბიოლოგიურ მშობლებთან და დედმამიშვილებთან, თუმცა შემდგომ მათთან გაუცხოვდა. თ------ს ურთიერთობა ბიოლოგიურ მშობლებთან შემოიფარგლება წელიწადში რამდენიმე სატელეფონო ზარით, ხოლო და-ძმებთან მას ურთიერთობა აღარ აქვს.

(იხ. ლ---------–---–---–ის, ა-------------------ისა და ე-–----------------ის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხეები თ------–---–-–---–ი, ც------–---–-–---–ი, გ--------–---–-–---–ი და ა-----–-–---–-–---–ი სარჩელს არ ცნობენ.

 

მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელეს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თ------------------ის ბიოლოგიური მშობლების სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციისა ან შრომისუუნარობის ფაქტი, არ დასტურდება. არ ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელე, რვა წლის ასაკიდან იზრდება და ცხოვრობს მ----------–---–-–---–ისა და ლ---------–---–---–ის ოჯახში. ისინი ზრუნავდნენ თ------------------ზე, თუმცა ეს არ ადასტურებს გარემოებას თ------ს შვილად აყვანის თაობაზე. მ----------–---–-–---–ს თავის სიცოცხლეში თ------------------ის შვილად აყვანისათვის რაიმე სამართლებრივი ღონისძიება არ განუხორციელებია. იგი 2----2--- წლებში ზრუნავდა თ------------------ზე, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე მისი შვილად აყვანის მოთხოვნით შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. მ----------–---–-–---–ი საკმაოდ დადებითი პიროვნება და ქველმოქმედი ადამიანი იყო, მას ებრალებოდა თ------, რადგან მის მშობლებს უჭირდათ, სწორედ ამიტომ იჩენდა თ------ს მიმართ მზრუნველობასა და ყურადღებას. მ----------–---–-–---–ის მიზანი იყო არა ბავშვის შვილება, არამედ მისი სახლში დამხმარედ მიყვანა, რათა ლ---------–---–---–ს სახლის საქმეები შემსუბუქებოდა. თ------------------ი აღმზრდელ ოჯახში მიღებული იყო ახლობელ ადამიანად, მასზე ზრუნავდნენ და უყვარდათ კიდეც, თუმცა იგი მ--------- ცხელაშვილის მემკვიდრედ არასდროს არ განიხილებოდა. მ----------–---–-–---–მა თავისი ქონების ნახევარი აჩუქა ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ---------–---–---–ს, თუმცა თ------------------ისათვის არაფერი უჩუქებია. მ----------–---–-–---–ი ასევე გულუხვად ასაჩუქრებდა მის ნათესავებს უძრავი ქონებით. ლ---------–---–---–ის სახელზე რეგისტრირებული მიწებია: საკადასტრო კოდი 8-.0--------, დაზუსტებული ფართობი 3------- კვ.მ, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 5------- კვ.მ., საკადასტრო კოდი 8----------- დაზუსტებული ფართობი 8------- კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-.0-------- დაზუსტებული ფართობი 1-------- კვ.მ და საკადასტრო კოდი 8---------91 დაზუსტებული ფართობი 8------- კვ.მ. მოცემული ქონების ღირებულება თითქმის ნახევარ მილიონს აღწევს, შესაბამისად მ----------–---–-–---–მა სიცოცხლეშივე იზრუნა იმის თაობაზე რომ ლ---------–---–---–ი და თ------------------ი უსახლკაროდ არ დარჩენილიყვნენ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის დასკვნაში თ------------------ის ასახვა არ მოხდა, რადგან იგი ს--------ოს ბავშვთა სახლში იმ დროსათვის არ ცხოვრობდა, მოცემული დოკუმენტით მ----------–---–-–---–ის მიერ თ------ს შვილება არ შეიძლება დადასტურდეს. მ----------–---–-–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია.

თ------------------ი მ----------–---–-–---–ის ოჯახში მისვლიდან ორი წლის მანძილზე სკოლაში არ დადიოდა, რამაც მეზობლების აღშფოთება გამოიწვია. მხოლოდ საჩივრის დაწერის შემდეგ მიიყვანეს თ------ აღმზრდელებმა საჯარო სკოლაში. იგი მ----------–---–-–---–ისა და ლ---------–---–---–ის შინამოსამსახურე იყო და აღმზრდელებს ეხმარებოდა არა მხოლოდ საოჯახო საქმეებში არამედ მიწის ნაკვეთზე მუშაობის დროსაც.

გასათვალისწინებელ-- ის, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს ორი კუმულატიური პირობა 1. არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე 2. მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი შვილად აყვანის შესახებ. კანონში მითითებული ტერმინი „აგრეთვე“ გრამატიკულად უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“. მ----------–---–-–---–ს სიცოცხლეში სასამართლოსა თუ სხვა ორგანოსათვის შვილად აყვანის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც თ------------------ი ჰყავდა ოჯახში შვილად მიღებული, იგი თ-----ს შვილად არასდროს მოიხსენიებდა.

(იხ. ც------–---–-–---–ის, გ--------–---–-–---–ის, ა-----–-–---–-–---–ისა და თ------–---–-–---–ის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-–----------------ი და ა-------------------ი ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ლ--–--------------ი დაბადებული 1--- წლის 0- აგვისტიოს, მ---- მი----------ი დაბადებული 1--- წლის 02 ა--------ს, თ------------------ი დაბადებული 1--- წლის 0- ს--------რს და ბათო მი----------ი დაბადებული 2--- წლის 2------------–ს.

ა-------------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი მ------ მი----------ი დაბადებული 1----–-–----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მუშაკის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ.372-375);

- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 332);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებული თ------------------ის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულ-- ე-–----------------ი, ხოლო მამის გრაფაში ა-------------------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ტომი1, ს.ფ.332).

 

3.1.3. ე-–----------------ისა და ა-------------------ის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მძიმე იყო. ეკონომიური სიდუხჭირის გამო ისინი 2002-2007 სხვადასხვაგვარი ფიზიკური შრომით ირჩენდნენ თავს და მუშაობდნენ ე.წ. მ------------------ზე. გარკვეული პერიოდი მათი ნათესავების გ------- და დავით ს------–---–ების ოჯახში.

2007 წლიდან ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);

- სსიპ სოციალური მუშაკის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ.372-375).

 

3.1.4. თ------------------ი იზრდებოდა სკოლა-ინტერნატში, რომლის ლიკვიდაციაც 200- წლის 29 ს--------რს მოხდა. მშობლების სამუშაო ადგილზე ე.წ. მ------------------ზე თ------------------ი მიდიოდა ყოველ შაბათ-კვირას, ასევე დასვენების პერიოდში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- შრომის წიგნაკი (ტომი 1, ს.ფ. 213);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მ----------–---–-–---–ი და ლ---------–---–---–ი 1--- წლის 30 აპრილიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ისინი ცხოვრობდნენ მ------ის ე.წ. აგარაკებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.6. მ----------–---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ----------–---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.7. მ----------–---–-–---–მა თ------------------ი გაიცნო მისი ბიოლოგიური მშობლების სამუშაო ადგილზე ე.წ. მ------------------ზე მაშინ, როცა თ------------------ი ხუთი წლის იყო. მ----------–---–-–---–ს თ------------------თან თავიდანვე თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. გაცნობიდან რამოდენიმე ხანში თ------------------ი თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა მ----------–---–-–---–მა. აღმზრდელთა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი თავად არასრულწლოვან თ------------------საც ჰქონდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.8. 200- წლის ივლისის თვიდან თ------------------ი ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---------–---–---–ისა და მ----------–---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ----------–---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.9. თ------------------მა 2--- წელს წარმატებით დაასრულა სსიპ ქალაქ თ---–----------ე საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა შპს „ს----------–---------------------“ სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2--- წლის 0-----------ს თ------------------ი იმყოფებოდა სწავლების მესამე სემესტრზე. თ------ს განათლებისა და აღზრდა-განვითარების ხარჯებს სწევდა მ----------–---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

-მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

-სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ტომი 1, ს.ფ.20);

- შპს ს----------–--------------------- ხელშეკრულება სტუდენტთან N9458 (ტომი 1. ს.ფ.23);

- შპს ს----------–--------------------- 2--- წლის 09 ნოემბრის ცნობა (ტომი1, ს.ფ.42).

 

3.1.10. მ----------–---–-–---–მა, თ------------------ს მისცა არა მხოლოდ სასკოლო და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, არამედ შეასწავლა უცხო ენა და მანქანის მართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

-მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.11. მ----------–---–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 0- ა--------ს; ჭირისუფალთა შორის ლ---------–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მ--------- ც----–-–---–ის გარდაცვალების მოწმობა აქტის ჩანაწერი 0---------- (ტომი 1. ს.ფ.24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

3.1.12. მოპასუხეები - თ------–---–-–---–ი და ც------–---–-–---–ი არიან 2--- წლის 0- ა--------ს გარდაცვლილი მ----------–---–-–---–ის დედმამიშვილები. ა-----–-–---–-–---–ი და გ--------–---–-–---–ი კი მ----------–---–-–---–ის ძმის, 2----–-–---------------ს გარდაცვლილი ი---- ც---–-–---–ის შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მ----------–---–-–---–ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 257);

-ა-----–-–---–-–---–ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 258);

- გ--------–---–-–---–ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 261);

-ი---- ც---–-–---–ის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 259-260);

 

3.1.13. მ----------–---–-–---–ს სიცოცხლის მანძილზე თ------------------ის შვილად აყვანის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

-მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია მ----------–---–-–---–ის რეგისტრირებული ქორწინებისა და შვილების შესახებ არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 2-----–--ის მიმართვა 01/237587 (ტომი 1, ს.ფ. 301);

 

3.2.15. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2--- წლის 0- ა--------ს გარდაცვლილი მ----------–---–-–---–ის მიერ დამოწმებული ანდერძის თაობაზე;

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2--- წლის 0- ა--------ს გარდაცვლილი მ----------–---–-–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინფორმაციები ერთიანი ელეტრონული სამემკვიდრეო და ანდერძისმიერი რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.34-35).

 

3.2.16. 2--- წლის 2---------ერს თ------–---–-–---–მა და ც------–---–-–---–მა, წარმომადგენლის ა-----–-–---–-–---–ის მეშვეობით მიმართეს ნოტარიუს თ----- ო----ს მ----------–---–-–---–ის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის გაცემა N---------(ტომი 1, ს.ფ.104-105).

 

3.2.17. ლ---------–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონება: ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-.0--------, დაზუსტებული ფართობი 3------- კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 5------- კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8----------, დაზუსტებული ფართობი 8------- კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-.0--------, დაზუსტებული ფართობი 1-------- კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8---------91, დაზუსტებული ფართობი 8------- კვ.მ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმები (ტომი 1. ს.ფ.283-298).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.9. მ----------–---–-–---–ის მიერ და მის ოჯახში, არასრულწლოვანი 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებული თ------------------ი შვილად იყო მიღებული.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 200- წლის ივლისის თვიდან, თ------------------ი მუდმივად ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---------–---–---–ისა და მ----------–---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და თ------------------ისათვის საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ----------–---–-–---–ი. მ----------–---–-–---–სა და თ------------------ს შორის, ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთდამოკიდებულება იყო. ასეთივე დამოკიდებულება აქვს თ-----ს ლ---------–---–---–თან. 200- წლიდან მ----------–---–-–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც, იგი აღმზრდელთა ოჯახში ცხოვრობს დღემდე. მ----------–---–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 0- ა--------ს; ჭირისუფალთა შორის ლ---------–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).

 

2. 2013 წლის 09 ს--------რს, სსიპ ქალაქ თ---–----------ე საჯარო სკოლასა და ლ---------–---–---–ს, როგორც 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებულ თ------------------ის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის, დაიდო ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2----–-–--------------რის ხელშეკრულება (ტომი 1. ს.ფ.21);

-მიღება ჩაბარების აქტი (ტომი 1. ს.ფ.22).

 

მოპასუხე სადავოდ ხდის გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი 8 წლის თ------------------ი, მ-----------–---–-–---–ის ოჯახში მიღებული იყო არა შვილად, არამედ მ----------–---–-–---–მა მიიყვანა ის როგორც მეუღლის - ლ---------–---–---–ის დამხმარედ, შინამოსამსახურედ, რათა დახმარებოდა მათ საოჯახო და სამეურნეო საქმიანობაში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

 

3. მხარეებს შორის უდავოა, რომ მ----------–---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ----------–---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი. რეგისტრირებული იყო და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისამართზე თბილისი მ------------------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მ----------–---–-–---–ის საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 304-30-);

-მ----------–---–-–---–ის პირადობის ფორმა N1 (ტომი 1, 302-30-).

 

4. დადგენილ--, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ--–---ის რაიონულმა განყოფილებამ 2--- წლის ა--------ს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, ა-------------------ისა და ელენა მი----------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ლ--–--------------ის, მ---- მი----------ისა და ბათო მი----------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი იქნა დასკვა სადაც მითითებულ--, რომ ბავშვები 2--- წლიდან ს--------ოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი თ------------------ი კი უკვე 4 წელ-- სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით ბავშვი გაშვილებულ--. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა-------------------ისა და ე-–----------------ისათვის არასრულწლოვანი თ------------------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ მოუთხოვია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მუშაკის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ.372-37-);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).

 

5. დადგენილ--, რომ თ------------------ი, მ----------–---–-–---–ის თანხმობით, 2----–-–---------–---დან რეგისტრირებულ-- მ----------–---–-–---–ისა და ლ---------–---–---–ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე მისამართზე - თბილისი, მ------------------ი.

 

6. საქმის მასალებით მტკიცდება ასევე, რომ 2----–-–------------------ს, ქალაქ თ---–------------ კეთილმოწყობის სამსახურმა მ----------–---–-–---–ის, ლ---------–---–---–ისა და თ------------------ის განცხადების N---------- საფუძველზე, მიმართა შპს „ჯ----------------------------------“ სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თ---–------------ კეთილმოწყობის სამსახურის 2--- წლის 2----------ლის

განცხადება (ტომი1. ს.ფ.40);

-თ------------------ის საინფორმაციო ბარათი (ტომი1, ს.ფ.41).

 

-- საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გასამყარებლად, მოსარჩელე უთითებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე. მოპასუხე მხარემ, რომელიც შეედავა მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 10--ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლ---ი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკისროთ იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი (ვალდებულება) რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელ--.

 

ე-–----------------ის, თ------------------ისა და მოწმის გ------- ს------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ----------–---–-–---–მა, თ------------------ი თავის სახლში, მის ბიოლოგიურ მშობლებთან შეთანხმებისა და თანხმობის შემდეგ წაიყვანა. ა-------------------ი და ე-–----------------ი დათანხმდნენ თ------------------ის გაშვილებას და მათ აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე გათვიცნობიერებული აქვთ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ც---–-–---–მა, გ------- ს------–---–მა, ბ-–-- თ----------ემ, მ---–---- მ--------–---–მა და რ-------- დ---–--ემ განმარტეს, რომ მ----------–---–-–---–მა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმყოფებოდა იუსტიციის სახლში თ----- მი----------ის შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგებისათვის დეტალების გასარკვევად და სექტემბრიდან აპირებდა დაეწყო შვილად აყვანის პროცედურები, თუმცა უეცარი გარდაცვალების გამო არ დასცალდა.

მოწმის განმარტებით, მ----------–---–-–---–ი, ლ---------–---–---–თან და თ------------------თან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა ზ----------ში თავის ნათესავებთან. თ----- მი----------მა თავად ჩაიყვანა ავტომობილით მისი აღმზრდელები ზ----------ში. ზ----------ში ყოფნისას აღდგომის დღესასწაულზე მ----------–---–-–---–ის ბიძაშვილის შვილმა ზ-----ბ ც---–-–---–მა იგი ეკლესიაშიც წაიყვანა წირვაზე დასასწრებად; თ------------------ი მ----------–---–-–---–მა მის ნათესავს ბიძაშვილის შვილის გ------ ც---–-–---–ს ოჯახს გააყოლა ზ----------ში დასასვენებლად.

 

მოსარჩელე მხარის მოწმეები განმარტავენ, რომ მ----------–---–-–---–მა მათ არასრულწლოვანი თ------------------ი, როგორც თავისი შვილი შვილად აყვანიდან მალევე, 200- წელსვე გააცნო. მოწმის სახით დაკითხული მ----------–---–-–---–ის ბიძაშვილის შვილის გ------ ც---–-–---–ის განმარტებით, მ---------მა თ------ შემდეგი სიტყვებით გააცნო „ეს არის თქვენი ბიძაშვილი“. მოწმე, თ------------------ს იცნობდა, როგორც მ----------–---–-–---–ის შვილს, რადგან ამ უკანასკნელმა თ------ მას შვილად გააცნო და ასევე მის ოჯახს გააყოლა დასასვენებლად ზ----------ში. მოწმე გ------ ც---–-–---–ი განმარტავს, რომ მასთან საუბარში მ----------–---–-–---–ი თ-----ს შვილად მოიხსენიებდა, თუმცა თ------ მ---------ს როგორ მიმართავდა მისთვის უცნობია. მ----------–---–-–---–მა გ------ ცხელაშვილის მეუღლეს დაავალა თ------ს საყიდლებზე გაყოლოდა. მოწმის მითითებით, ერთხელ როდესაც თ------------------ს სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, მ----------–---–-–---–მა ამაზე ინერვიულა. თ------------------ი აღმზრდელთა ოჯახში შვილად იყო მიღებული და იგი ოჯახის დამხმარეს არ წარმოადგენდა.

მოწმის სახით დაკითხული გ------- ს------–---–ი, რომელიც მ----------–---–-–---–ს 1983 წლიდან იცნობდა, მისი მეზობელი და მეგობარი იყო განმარტავს, რომ თ------------------ს დაბადებიდან იცნობს და სწორედ მისი დახმარებით მოხდა თ------ს ბიოლოგიურ მშობლებთან მ----------–---–-–---–ის დაკავშირება, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–ს არასრულწლოვანთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ ბავშვი მას შეეჩვია. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი თავისთან სახლში შვილად წაიყვანა. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე მ----------–---–-–---–მა მას განუცხადა, რომ სურდა ს--------რში დაეწყო შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგება. მათ შორის თბილი მამა-შვილური ურთიერთობა იყო, თ------ მ---------ს „მამას“ ეძახდა, ხოლო თავად კი „შვილოთი“ მიმართავდა. ბიოლოგიურ მშობლებს თ------ს გაშვილების საკითხზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, რადგან ეკონომიურად გაჭირვებულები იყვნენ და მისთვის რამის მიცემა არ შეელოთ. მოწმის მითითებით, მ----------–---–-–---–ი თ------------------ის შვილად აყვანის საკითხის იურიდიულ მოწესრიგებას არ ჩქარობდა, რადგან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი ცნობიერების სრულად ჩამოყალიბებას ელოდებოდა.

მოწმის სახით დაკითხულ ბ-–-- თ----------ეს, რომელიც მ----------–---–-–---–ის კურსელი და შვილის ნათლ--ა, თავად მ---------მა უთხრა, რომ თ------ შვილად მიიყვანა, რაც სათანადოდ აღნიშნეს კიდეც. მოწმის მითითებით მ---------ი თ----- მი----------ს უკეთებდა ყველაფერს, რაც მამას შვილისათვის უნდა გაეკეთებია. მოწმის გადმოცემით მ----------–---–-–---–მა მას უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საბუთების შესაგროვებლად.

მოწმედ დაკითხული მ---–---- მ--------–---–ის, რომელიც მ----------–---–-–---–სა და მის ოჯახს 1992-1993 წლებიდან იცნობს, მითითებით მას მ---------მა 200- წელს უთხრა რომ თ------------------ი მისი შვილი იყო. მათ მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–ი თ------------------ს „შვილად“ მოიხსენიებდა და მასთან სტუმრობისას ხშირად მიჰყავდა თან. მ---–---- მ--------–---–ის განმარტებით, გასული წლის ივლისის თვეში მ----------–---–-–---–მა უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საკითხის გასარკვევად.

სოსო ფიცხელაურმა, რომელიც მ----------–---–-–---–ის მეზობელ-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 15 წლის წინ შეიძინა სახლი მ------ში. მ----------–---–-–---–მა თ------------------ი მას შვილად გააცნო და თავიდან თ------------------ი მ----------–---–-–---–ის ბიოლოგიურ შვილად მიაჩნდა. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–მა მას განუცხადა, რომ თ------ მისი გვარის გამგრძელებლი იყო. თ-----ს მ----------–---–-–---–მა დაბადების დღეც გადაუხადა და თ------ მას „მამას“ ეძახდა.

მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- დ---–--ემ აღნიშნა, რომ მ----------–---–-–---–მა მას თავად უთხრა შვილის აყვანის შესახებ, მაშინ როდესაც მასთან ერთად მ---------მა დიდი რაოდენობით ბავშვის ნივთები შეიძინა. მოწმის მითითებით, მ----------–---–-–---–ი შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებას არ ჩქარობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბავშვს ჯერ ადაპტაცია უნდა გაევლო და როცა თავად თ------ ჩათვლიდა, რომ მ---------ი იყო მისი აღმზრდელი და მამა, შვილად აყვანას მხოლოდ მაშინ გააფორმებდა. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–სა და თ------------------ს შორის მამა-შვილური ურთიერთობა არსებობდა. მ---------ის განსაკუთრებული დამოკიდებულება თ------ს მიმართ იმითაც აიხსნებოდა, რომ მ---------ის დედასაც თ------ ერქვა. მოწმის მითითებით, მ----------–---–-–---–მა შვილად აყვანის საბუთების მოგროვებაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა თ------ სტუდენტი გახდა, რადგან თ-----ს სურდა, რომ დიპლომი „ც---–-–---–ის“ გვარზე აეღო. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ მ----------–---–-–---–ის გარდაცვალებისას ჭირისუფლებში სწორედ ლ---------–---–---–ი და თ------------------ი ისხდნენ. მოწმე ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღმზრდელთა სახლში ცხოვრებიდან ერთი წლის მანძილზე თ------------------ი სკოლაში არ დადიოდა, რაზეც კამათიც კი მოუვიდა მ----------–---–-–---–თან.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად მოპასუხეებმა - თ------–---–-–---–მა, ც------–---–-–---–მა, გ--------–---–-–---–მა და ა-----–-–---–-–---–მა, ასევე წარმოადგინეს მოწმეები, რომლთაც განმარტეს, რომ მ--------- მი----------ს თ------------------ი სახლში ლ---------–---–---–ის დამხმარედ ჰყავდა მიყვანილი, რათა იგი ოჯახის დიასახლის სახლის საქმეებში დახმარებოდა.

მოწმის სახით დაკითხულმა ც------ მ---------ემ, რომელიც მოპასუხე ა-----–-–---–-–---–ის დეიდა და მ----------–---–-–---–ის მეზობელ--, განმარტა, რომ მ----------–---–-–---–ს 30-32 წელ-- იცნობს. რ------------------–იიდან დაბრუნების შემდეგ, მ---------ის ოჯახში მისვლისას დახვდა 10-11 წლის გოგონა, თ------------------ი, რომელმაც განუცხადა, რომ ლ-- დეიდა და მ---------ი ბიძია სახლში არ იყვნენ, თავად ლ-- დეიდის დასახმარებლად იმყოფებოდა იქ და იყო მ---------ის ძმაკაცის შვილი. ც------ მ---------ის მითითებით მ----------–---–-–---–მა ა-------------------ისა და ე-–----------------ის შვილები მ-–-- წ---–-----ის ოჯახში ნახა, მოეწონა რადგან ყოჩაღი ბავშვები იყვნენ და მშობლებთან შეთანხმებით თ------ თავისთან დამხმარედ წამოიყვანა. თავდაპირველად თ------ სკოლაში არ დადიოდა, მხოლოდ მეზობლების ჩარევისა და საჩივრების შემდეგ შეიყვანეს იგი აღმზრდელებმა სკოლაში. მათ შორის მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოყალიბებული არ იყო მ---------ი მას „თ-----ს“ ეძახდა, ხოლო თ------ „ მ---------ი ბიძიას“, ოჯახში თ------------------ი სხვადასხვა საქმიანობას ასრულებდა: წველიდა ძროხას, რძე შემოჰქონდა, თივას ყრიდა და სხვა, იგი ოჯახში დამხმარედ იყო მიღებული. მ----------–---–-–---–ი თავის ძმიშვილებს გ--------–---–-–---–სა და ა-----–-–---–-–---–ს მიიჩნევდა მემკვიდრედ და შვილებად.

მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ც-–--–---–მა, რომელიც სკოლა ინტერნატში მუშაობდა და არის ა-----–-–---–-–---–ის სიდედრი, განმარტა, რომ მის დედამთილ მამამთილთან მ-–-- წ--–-----თან და მ-–- წ---–-----თან მუშაობდნენ თ------------------ის ბიოლოგიური მშობლები. სწორედ მისი დედამთილის თხოვნით შეიყვანეს თ------ სკოლა-ინტერნატში. მოწმემ ასევე დედამთილისგან იცის, რომ თ------ ლ---------–---–---–თან უნდა წაეყვანათ დამხმარედ. თ------------------ის მშობლები შემდეგ გადავიდნენ სამუშაოდ გ------- ს------–---–თან. 200- წელს, როდესაც თ------------------ი წაიყვანეს მ----------–---–-–---–ის ოჯახში სკოლა -ინტერნატი აღარ ფუნქციონირებდა. მ----------–---–-–---–ის მეზობლების აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ თ------------------ი სკოლაში არ დადიოდა. თ------ სკოლაში მხოლოდ მეზობლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეიყვანეს. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–თან თავის ძმიშვილები გ--------–---–-–---–ი და ა-----–-–---–-–---–ი შვიდი წლის ასაკიდან ცხოვრობდნენ და იგი ძმიშვილებს მიიჩნევდა შვილებად. თ------ კი მას „ბატონო მ---------ით“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ---------–---–---–ს მ----------–---–-–---–ი მეუღლედ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–---–-–---–ის ბიძაშვილის შვილმა ზ-----ბ ც---–-–---–მა მიუთითა, რომ მ---------მა უთხრა მას, რომ თ------ დამხმარედ წამოიყვანა სახლში. მოწმის მითითებით თ------ ამ დროს 7-8 წლის იყო და ამის შემდეგ მ----------–---–-–---–ს ამ თემაზე მასთან აღარ უსაუბრია. შემოდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ თ------------------სა და მ----------–---–-–---–ს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–სა და თ------------------ს დიდი მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, თ------ მას „ბატონო მ---------ით“ მოიხსენიებდა, თუმცა მათ შორის მამა შვილური ურთიერთობა არ არსებობდა. თ------ მი----------ი, ლ---------–---–---–თან და მ----------–---–-–---–თან ერთად რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა მათთან ზ----------ში. მოწმის მითითებით იგი მ----------–---–-–---–თან ღამისთევითაც დარჩენია და უნახავს როგორ ეძინა თ------------------ს ლ---------–---–---–ის ლოგინში მასთან ერთად, როგორ ამზადებდნენ ის და ლ---ა ერთად საჭმელს.

მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ც---–-–---–მა, რომელიც მ----------–---–-–---–ის ბიძაშვილ-- განმარტა, რომ მ---------ს მასთან ბავშვის შვილებაზე არ უსაუბრია. იცის, რომ თ------ სახლში ჰყავდა მიყვანილი, ზრდიდა და პატრონობდა. თ------------------ი კი მ---------ს „მ---------იკო“, „მ---------ით“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ თ------------------ი 2--- წელს მ----------–---–-–---–თან და ლ---------–---–---–თან ერთად იმყოფებოდა მათთან ზ----------ში, როდესაც მ--–---- ც---–-–---–ს მამა გარდაეცვალა. მოწმის მითითებით მ----------–---–-–---–ი თ------------------ს ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.

მოწმის სახით დაკითხულმა დ------–---–-----მა, რომელიც მოპასუხე ა-----–-–---–-–---–ის სიმამრია განმარტა, რომ თ------------------ის ბიოლოგიური მშობლები მის მშობლებთან მუშაობდნენ. მ----------–---–-–---–მაც თ------ სწორედ აქ გაიცნო და გადაწყვიტა, რომ სახლში წაეყვანა ლ---------–---–---–ის დამხმარედ რადგან ეს უკანასკნელი ძალ--- იღლებოდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მანქანის ტარება მ----------–---–-–---–მა თ------------------ს მხოლოდ იმიტომ ასწავლა, რომ თავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეეძლო საჭესთან ჯდომა. თ------ მ---------ს „ბატონო მ---------ით“ და „მ---------ი ბიძიათი“ მოიხსენიებდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელ-- გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულ-- სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.შესაბამისად სასამართლომ მოწმეთა ჩვენება უნდა შეაფასოს ერთობლიობაში, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად კავშირში თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 200- წლიდან თ------------------ი იზრდებოდა და ცხოვრობდა მ----------–---–-–---–თან, რომელიც ზრუნავდა და პატრონობდა მას, წევდა მისი საჭიროებისათვის აუცილებელ ყველა ხარჯს. მათ ჰქონდათ ერთმანეთთან ახლო, თბილი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. თ------ მას დაყავდა ზ----------ში ნათესავებთან, დღემდე მის სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ლ---------–---–---–თან ერთად.

 

საქმეზე უდავოდ მიჩნეული, დადგენილი ზემოაღნიშნული და 3.2.9. (1-4) პუნქტით დადგენილი გარემოებებისა და იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ მ----------–---–-–---–მა მისი თანხმობით თ-----ს უფლება მისცა რეგისტრაციში გატარებულიყო და მის მუდმივ საცხოვრებლად სამართლებრივად დაეფიქსირებია აღმზრდელის საცხოვრებელი ადგილი; ასევე წერილობითი ფორმით, როგორც მათ ოჯახში მცხოვრები და ოჯახის პრობლემების გადაწყვეტით დაინტერესებულ პირს მიემართა კომპეტენტური ორგანოსათვის საკითხის გადასაწყვეტად, ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ თ------------------ს მ----------–---–-–---–ი მიიჩნევდა ოჯახის წევრად და მასზე მზრუნველ პირად. წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებისა და უდავოდ გარემოებების თანხვედრაშია მოსარჩელე მხარის მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ მ----------–---–-–---–ის მიზანი, თ------ს შვილება იყო და იგი მას შვილად ყავდა მიღებული, რის გამოც წამოიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, ზრუნავდა, ზრდიდა და პატრონობდა როგორც შვილს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე 7 წლით ადრე 2--- წელს შედგენილ დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თ------, მი----------ების ოჯახის შეფასებამდე 4 წლის წინ გაშვილებული იყო და იზრდებოდა სხვა ოჯახში, ასევე 2013 წლის 09 ს--------რს სსიპ ქალაქ თ---–----------ე საჯარო სკოლასა და ლ---------–---–---–ს, როგორც 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებულ თ------------------ის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ლ---------–---–---–ს შორის დადებული ხელშეკრულებაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და მხარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. დადგენილ--, რომ ლ---ა მი----------ი და მ----------–---–-–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ.

შესაბამისად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მხედველობაში მიღებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ----------–---–-–---–ის ოჯახში არასრულწლოვანი თ------------------ი შვილად იყო მიღებული. თ------სადმი მ----------–---–-–---–ის ამგვარი დამოკიდებულება მისი პიროვნული თვისებებითაც იყო განპირობებული და ითვალისწინებს მხარეების მიერ უდავო გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----------–---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი პიროვნება, მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ----------–---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი შეგნებულად უდგებოდა თ------ს შვილებას და ითვალისწინებდა მის აზრს შვილად აყვანის სამართლებრივი სახის მიცემასთან დაკავშირებით. სასამართლო, სხვა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, სწორედ მ----------–---–-–---–ის პიროვნული თვისებების, მისი პიროვნული მახასიათებლებისა და განათლების გათვალისწინებით სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ თ------ მან შვილად მიიღო და ვერ გაიზიარებს მოპასუხე თ------–---–-–---–ის, ც------–---–-–---–ის, გ--------–---–-–---–ისა და ა-----–-–---–-–---–ის, ასევე მათი მოწმეების მიერ მითითებული გარემოებას, იმის შესახებ, რომ მ----------–---–-–---–ის ოჯახში თ------------------ი რვა წლის ასაკში დამხმარის სტატუსით მივიდა და შემდგომ ასევე გააგრძელა ცხოვრება, მათ შორის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. მოპასუხე მხარეს, გარდა მოწმეთა ჩვენებების სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ამასთან სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მოწმის ზ-----ბ ც---–-–---–ის მიერ მითითებულ გარემოებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დანახული ჰყავს როგორ ეძინა ლ---------–---–---–ის საწოლში თ------------------ს მასთან ერთად. ამავე მოწმის მითითებით თ------, მ----------–---–-–---–თან ოჯახში დამხმარედ მისვლისას 7-8 წლის იყო და ამის შემდეგ მ----------–---–-–---–ს ამ თემაზე მასთან აღარ უსაუბრია. შემოდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ თ------------------სა და მ----------–---–-–---–ს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. ზ-----ბ ც---–-–---–ი ასევე ადასტურებს, რომ თ------------------ს მ----------–---–-–---–ი ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-10--ე მუხლებით დადგენილი წესით მ----------–---–-–---–ის ოჯახში თ------------------ის დამხმარის სტატუსით ყოფნის ფაქტს დაადსტურებდა და სარწმუნოდ გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებსა და საქმეზე დადგენილ გარემოებებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მოწმეები არიან ასევე, მ----------–---–-–---–ის მეგობრები, მეზობლები, რომელთა დაინტერესება საქმის შედეგისადმი არ იკვეთება, ხოლო მოპასუხის მოწმეები ა-----–-–---–-–---–ის მეუღლის მშობლები, ნათესავები, რომელთაც გამოხატეს დაინტერესება ქონების შედეგებისადმი არჩილის სასარგებლოდ.

 

შესაბამისად, სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების, მხედველობაში მიღებისა და ერთობლიობაში შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----------–---–-–---–ის მიერ თ------------------ი, არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების ასაკის შემდეგაც, ოჯახში შვილად იყო მიღებული, ზრუნავდა და პატრონობდა მას როგორც ოჯახის წევრი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------–---–-–---–ის მიერ, მის ოჯახში არასრულწლოვანი თ------------------ი შვილად იყო მიღებული, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1240-ე, 1244-ე, 1187-ე, 1198-ე. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-4, მე-8 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ------------------მა, 2--- წლის 0- ა--------ს გარდაცვლილი მ----------–---–-–---–ის მიერ მისი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე, მ----------–---–-–---–ის ოჯახში არასრულწლოვნების ასაკიდან, შვილად იყო მიღებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მიხედვით, შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელ--, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელ--, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა,იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულ--.

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლ-- შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში.

 

შვილად აყვანისათვის მხოლოდ შესაბამისი ნების გამოვლენა და გასაშვილებელი პირის მიმართ ფაქტობრივი მზრუნველობის განხორციელება საკმარისი არ არის, აუცილებელ-- იგი იურიდიულად იქნეს გაფორმებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დადგენილ--, რომ ე-–----------------ი და ა-------------------ი ქორწინებაში იმყოფეიან 1--- წელიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ლ--–--------------ი დაბადებული 1--- წლის 0- აგვისტიოს, მ---- ი----------ი დაბადებული 1--- წლის 02 ა--------ს, თ------------------ი დაბადებული 1--- წლის 0- ს--------რს და ბათო მი----------ი დაბადებული 2--- წლის 2------------–ს. 1--- წლის 0- ს--------რს დაბადებული თ------------------ის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულ-- ე-–----------------ი, ხოლო მამის გრაფაში ა-------------------ი.

 

შვილად აყვანა, პირადი ხასიათის უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს იმ სახის ურთიერთობას, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს. შესაბამისად შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისას უნდა დადგინდეს მშვილებელსა და გასაშვილებელ პირს შორის არსებობდა თუ არა ისეთი ურთიერთობა, როგორც მშობელსა და შვილს შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულ-- კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

შვილად აყვანის ძირითადი მიზანი არასრუწლოვანთა რჩენისა და აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნაა. შვილად აყვანა არა მხოლოდ ბავშვის ინეტრესებს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ იგი შვილად ამყვანის მშობელთა გრძნობის გამოვლენასა და განხორციელების შესაბამისიც უნდა იყოს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ--, როგორც არასრულწლოვანის ასევე სრულწლოვანი პირის შვილება. სრულწლოვანი პირის შვილება გამონაკლისის სახით არის გათვალისწინებული და სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე ჩამოყალიბებული იყო მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებელისა და მშობლის ინტერესებსა და შვილება ზნეობრივად გამართლებულ--.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მ----------–---–-–---–ი და ლ---------–---–---–ი 1--- წლის 30 აპრილიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. მ----------–---–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 0- ა--------ს, 7- წლის ასაკში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის მიხედვით, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

 

ვინაიდან, მ----------–---–-–---–ი გარდაცვლილ--, მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი. შესაბამისად სასამართლომ უნდა შეამოწმობს არსებობს თუ არა მოცემული მუხლით გათვალისწინებული სუბსუმირებადი გარემოებანი.

 

შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს მაშინ, როდესაც შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული იყო საოჯახო ურთიერთობა და იგი ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა. კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რაც საფუძვლად უდევს აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანი შვილად უნდა იყოს მიღებული, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება დადასტურდეს ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების მიერ. აგრეთვე შვილად ამყვანის მიერ შვილად აყვანის შესახებ განცხადების სასამართლოში სიცოცხლეშივე შეტანის გზით.

 

შვილად აყვანისათვის მშვილებელმა განცხადება უნდა შეიტანოს სასამართლოში თავისი ან შვილად ასაყვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ცნობები მშვილებლის ოჯახური მდგომარეობის, სამუშაოსა და მატერიალური შემოსავლის შესახებ. ასევე განცხადებაში უნდა მიეთითოს ცნობები შვილად ასაყვანი პირის ასაკის, მშობლების შესახებ და სხვა.

 

საქმის მასალებით დადგენილ--, რომ მ----------–---–-–---–ს თ------------------ის შვილად აყვანის შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს მიღებული იყო თუ არა არასრულწლოვანი, მ----------–---–-–---–ის ოჯახში შვილად.

 

დადგენილ--, რომ 200- წლის ივლისის თვიდან, თ------------------ი ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---------–---–---–ისა და მ----------–---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და თ------------------ისათვის საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ----------–---–-–---–ი. მ----------–---–-–---–სა და თ------------------ს შორის, ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთდამოკიდენულება იყო. ასეთივე დამოკიდებულება აქვს თ-----ს ლ---------–---–---–თან. 200- წლიდან მ----------–---–-–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც იგი აღმზრდელთა ოჯახში ცხოვრობს დღემდე. მ----------–---–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 0- ა--------ს; ჭირისუფალთა შორის ლ---------–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და უდავო გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ მ----------–---–-–---–ის მიერ თ------------------ი, არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, ოჯახში შვილად იყო მიღებული, ზრუნავდა და პატრონობდა მას როგორც ოჯახის წევრი.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად: ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელ-- ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელ-- დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს რა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა განსაზღვრავს, რომ კანონიერი და ბიოლოგიური მშობლის სტატუსის სამართლებრივი დეკლარირების და ამ გზით დაცული ზემოხსენებული სიკეთეების გამიჯვნის თაობაზე არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსენსუსი, რის გამოც, კონვენციის წევრი სახელმწიფოებისათვის დადგენილ-- მიხედულების შედარებით ფართო ზღვარი. „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულ--, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ა-----–-–---–-–---–ის, გ--------–---–-–---–ის, ც------–---–-–---–ისა და თ------–---–-–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის გამოყენებისას ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი კუმულაც------ პირობა. კერძოდ შვილად ასაყვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს განცხადებით სასამართლოსათვის მიმართული. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნორმაში მითითებული სიტყვა „აგრეთვე“ უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს. განსახილველ ნორმაში ჩამოყალიბებული ორი მოთხოვნა არასრულწლოვანის ოჯახში შვილად მიღება და მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნებია და ორივე პირობის ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის. აღნიშნული მუხლის ნორმატიული სტრუქტურის გათვალისწინებით სიტყვა „აგრეთვე“ გულისხმობს დამატებითი და არა კუმულაციურად სავალდებულო შესაძლებლობის არსებობას შვილად აყვანის ფაქტის დასადასტურებლად, კერძოდ მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------------------ი არასრულწლოვნების ასაკიდან მ----------–---–-–---–ის ოჯახში შვილად იყო მიღებული, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ---ად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე ლ---------–---–---–მა, ა-------------------მა და ე-–----------------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს თ------------------ის სარჩელი, შესაბამისად, სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათი გათავისუფლებისა და მოცემულ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისათვის დაბრუნების საფუძველი.

ვინაიდან, თ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ა-----–-–---–-–---–ს, გ--------–---–-–---–ს, ც------–---–-–---–სა და თ------–---–-–---–ს მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 57.15 (ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1244-ე, სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243- 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ------------------ის სარჩელი ლ---------–---–---–ის, ა-------------------ის, ე-–----------------ის, ა-----–-–---–-–---–ის, გ--------–---–-–---–ის, ც------–---–-–---–ისა და თ------–---–-–---–ის მიმართ, შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. აღიარებულ იქნას მ----------–---–-–---–ის (გარდაცვლილი 2--- წლის 0- ა--------, აქტის ჩანაწერი N0----------) მიერ არასრულწლოვანი (1--- წლის 0- ს--------რს დაბადებული) თ------------------ის (პირადი N1----------) შვილად აყვანა.

2. თ------------------ს (პირადი N1----------) დაუბრუნდეს სარჩელზე თამაზი ჯალ--შვილის მიერ 2--- წლის 0-----------ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან, 42.85 (ორმოცდაორი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი, რომელიც ჩარიცხულ-- სს „თიბისი ბანკში“, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი N300773-50.

 

3. მოპასუხეებს ლ---------–---–---–ს, ა-------------------სა და ე-–----------------ს არ დაეკისროთ თ------------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს ა-----–-–---–-–---–ს, გ--------–---–-–---–ს, ც------–---–-–---–ს და თ------–---–-–---–ს, მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ, დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5-------------–---------------–------------------------------- ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე