გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
010210016001362313
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001362313

2-1440/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ნ---- ა----–----ე

წარმომადგენელი - ა-–---------- ბ------

მოპასუხეები - გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე ქ------- ა----–----ე, შ------- ა----–----ე

დავის საგანი - ქონების მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის პოზიცია

ნ---- ა----–----ემ სარჩელი აღძრა გ------–- ყ---–----–---–ის, ლ--------–----ის, მ------ ა----–----ის, ნ----- ა----–----ის, ომარ ა----–----ის, ქ------- ა----–----ისა და შ------- ა----–----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე, ქ------- ა----–----ე და შ------- ა----–----ე ფ------ ა----–----ე ცნობილი იქნან კომლის ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 05.32.10.5--.) უფლებადაკარგულებად.

- ნ---- ა----–----ე ცნობილი იქნას ფ------ ა----–----ის კომლის ქონების (საკადასტრო კოდი: 05.32.10.5--.) ½ ნაწილის თანამესაკუთრედ

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კ-------ში ნ---- ა----–----ის ბაბუას, რ----- ა----–----ის კომლს ეწერა 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 120 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლით. კომლი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიას. რ----- ა----–----ის გარდაცვალების შემდგომ, 1989 წლის ივნისის თვეში მისი კომლის ქონება ტექ-ბიუროს სამსახურში აღირიცხა მეუღლის, ფ------ ა----–----ის საკუთრებად. 2010 წლის 12 ოქტომბერს ფ------ ა----–----ემ მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, თანაბარწილად უანდერძა შვილს, ომარ ა----–----ეს და შვილიშვილს, ნ---- ა----–----ეს. სამკვიდროს მიღების შესახებ 2012 წლის 8 ოქტომბრის განცხადებით, ნ---- ა----–----ემ საკუთრებაში მიიღო ფ------ ა----–----ის დანაშთი ქონების ½ ნაწილი. მიუხედავად ამისა ის ვერ გახდა ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე. ნ---- ა----–----ემ საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა იმის გამო, რომ ფ------ ა----–----ის ქონება, 2013 წლის 05 დეკემბრის №0117/78-ა საარქივო ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაურეგისტრირდა ფ------ ა----–----ის კომლში ჩაწერილ გ------–- ყ---–----–---–ს, ლ--------–----ეს, მ------ ა----–----ეს, ნ----- ა----–----ეს, ომარ ა----–----ეს, ქ------- ა----–----ეს და შ------- ა----–----ეს. მოსარჩელე მიუთითებს მუშა მოსამსახურის კომლის საკუთრების თავისებურებებზე და განმარტავს, რომ მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლის უფროსი წარმოადგენს კომლის ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს. შესაბამისად ფ------ ა----–----ის კომლში ჩაწერილ გ------–- ყ---–----–---–ს, ლ--------–----ეს, მ------ ა----–----ეს, ნ----- ა----–----ეს, ომარ ა----–----ეს, ქ------- ა----–----ეს და შ------- ა----–----ეს კომლის წევრობის გამო საკუთრების უფლება არ ეკუთვნით. ქონება წარმოადგენდა ფ------ ა----–----ის საკუთრებას და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება უნდა განაწილდეს მემკვიდრეებს შორის. ამტკიცებს, რომ ფ------ ა----–----ეს ჰაყვს ანდერძისმიერი ორი მემკვიდრე - ომარ ა----–----ე და ნ---- ა----–----ე. შესაბამისად ქონებაც წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სადაო ქონება წარმოადგენს საკოლმეურნო კომლს. შესაბამისად მის საკუთრებაზე ვრცელდება ის პრინციპი, რაც დადგენილია საკოლმეურნეო კომლის ქონების მიმართ. ფ------ ა----–----ე იყო კომლის უფროსი, მაგრამ ის არ იყო კომლის მთლიანი ქონების მესაკუთრე. მისი გარდაცვალებით მემკვიდრეებზე შეიძლება გადასულიყო მხოლოდ მისი წილი ქონება და არა მთლიანი კომლის ქონება. კომლის წევრები იყვენ გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე, ქ------- ა----–----ე და შ------- ა----–----ე. შესაბამისად ისინი ისევე იყვენ მესაკუთრეები, როგორც ფ------ ა----–----ე. მიიჩნევს, რომ მათი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში სწორადაა რეგისტრირებული, რის განოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა აღნიშნულისა მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელემ მემკვიდრეობა გაიფორმა გაყალებებული ცნობით, რის გამოც მას არ აქვს ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნის უფლება.

 

2.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კ-------ში ცხოვრობდა რ----- ა----–----ე. მის კომლს ეწერა 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 120 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლით და ბოსელით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის არქივის 2014 წლის 9 ივლისის ცნობა №01-17/25-ჯ. ტ.1.ს.ფ.21

- საკომლო წიგნის ქსეროასლი. ტ.1. ს.ფ.17-19

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. რ----- ა----–----ის კომლში ირიცხებოდა თვით რ----- აბსელამიძე, მეუღლე - ფ------ ა----–----ე, ასევე შვილები, შვილიშვილები და რძალი: - გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე, ქ------- ა----–----ე, მაყვალა ა----–----ე და შ------- ა----–----ე, სულ 10 წევრი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის არქივის 2014 წლის 9 ივლისის ცნობა №01-17/25-ჯ. ტ.1.ს.ფ.21

- საკომლო წიგნის ქსეროასლი. ტ.1. ს.ფ.17-19

 

3.1.3. საქმეში არაა წამოდგენილი რ----- ა----–----ის გარდაცვალების მოწმობა, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ იგი გარდაიცვალა 1989 წელში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. რ----- ა----–----ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული იქნა მისი მეუღლე ფ------ ა----–----ე. გარდა ამისა ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში ქონება აღირიცხა ფ------ ა----–----ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის არქივის 2014 წლის 9 ივლისის ცნობა №01-17/25-ჯ. ტ.1.ს.ფ.21

- საკომლო წიგნის ქსეროასლი. ტ.1. ს.ფ.17-19

- ცნობა დახასიათება. ტ. 2 ს.ფ. 115.

 

3.1.5. ნ---- ა----–----ე დაიბადა 1994 წელში. ის რ----- ა----–----ის კომლში, ასევე ფ------ ა----–----ის კომლში, კომლის წევრად რეგისტრირებული არაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- დაბადების მოწმობა. ტ.1. ს.ფ. 24.

 

3.1.6. სადაო მიწის ნაკვეთი თავდაპირველად წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელს. შემდგომში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა და მეჯინისწყალი მოექცა ქ. ბათუმის ფარგლებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. 2010 წლის 12 ოქტომბერს ფ------ ა----–----ემ მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, თანაბარწილად უანდერძა შვილს, ომარ ა----–----ეს და შვილიშვილს, ნ---- ა----–----ეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანდერძი. ტ.1. ს.ფ.26-27

 

3.1.8. 2012 წლის 9 აპრილს ფ------ ა----–----ე გარდაიცვალა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა. ტ.1.ს.ფ. 23.

 

3.1.9. 2014 წლის 09 იანვარს მოპასუხეებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს №882014006729 სარეგისტრაციო განაცხადი და მის საფუძველზე მოითხოვეს ქ. ბათუმში, მ-------–--–----------–--აში მდებარე უძრავ ნივთზე რომლის საკადასტრო კოდია 05.32.10.5--, გ------–- ყ---–----–---–ის, ლ--------–----ის, მ------ ა----–----ის, ნ----- ა----–----ის, ომარ ა----–----ის, ქ------- ა----–----ისა და შ------- ა----–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

განაცხადს თან ერთვოდა ფ------ ა----–----ის გარდაცვალების მოწმობა, გ------–- ყ---–----–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აჭ---------------------------------–---------–-------–---------------------------–ოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2013 წლის 05 დეკემბრის №01 17/№78 ა მიმართვა, ამონაწერი საკომლო წიგნიდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი, ნ----- ა----–----ის, მ------ ა----–----ის, ომარ ა----–----ის, ლ--------–----ის, შ------- ა----–----ისა და ქ------- ა----–----ის პირადობის მოწმობების ასლები, იმავე წლის 10 იანვარს ასევე დამატებით წარდგენილი იქნა ქორწინების მოწმობის ასლი.

 

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 28 იანვარს მიღებული იქნა №882014006729-07 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება მეჯინისწყალი, 1301 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 295.20კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე აღირიცხა გ------–- ყ---–----–---–ის, ლ--------–----ის, მ------ ა----–----ის, ნ----- ა----–----ის, ომარ ა----–----ის, ქ------- ა----–----ისა და შ------- ა----–----ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ 05.32.10.5--).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 იანვრის №882014006729-07 გადაწყვეტილება. ტ.1.ს.ფ. 29

- საჯარო რეესტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ამონაწერი. ტ. 1.ს.ფ. 13-14

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო გარემოებაა:

- მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი;

- ფ------ ა----–----ის კომლის სტატუსი.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც კომლის სტატუსის მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ კომლს აქვს მუშა-მოსამსახურის კომლის სტატუსი. აღნიშნულის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოპასუხეები. ისინი ამტკიცებენ რომ კომლი წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს. ფ------ ა----–----ის კომლი მუშა-მოსამსახურის სტატუსისაა თუ საკოლმეურნეო კომლისა, ამ გარემოების მტკცებუელები ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად.

3.2.5. მემკვიდრეობის მიღების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ.

 

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ანდერძის საფუძველზე მიიღო ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონება. მოპასუხეთა წარმომადგენელი მიუთითებს დოკუმენტის სიყალბეზე. ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ მემკვიდრეობა მიიღო დოკუმენტების გაყალბების გზით.

3.2.7. დოკუმენტის სიყალბეზე მითითებისას სასამართლო ხელმძღვანეობს საქ. სსკ-ის 137-ე მუხლით, რომლის პირველი და მეორე ნაწილით ,,1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

2. მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები“.

 

დოკუმენტების ნამდვილობის დასადგენად სასამართლომ ნოტარიუსისაგან გამოითხოვა იმ სანოტარო საქმის ასალები, რომლითაც ნ---- ა----–----ემ მიიღო ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონება. საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ნ---- ა----–----ემ (გვარის შეცვლამდე ნ---- ჯ---–--ე) 2012 წლის 8 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა.

იხ. სანოტარო აქტი. ტ.2. ს.ფ.106

 

3.2.8. მოსარჩელემ განცხადებას დაურთო თავისი დაბადების მოწმობა, ფ------ ა----–----ის გარდაცვალების მოწმობა, ანდერძი, გვარის შეცვლის მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართვა და ცნობა დახასიათება.

იხ. სანოტარო საქმის მასალები. ტ. 2. ს.ფ. 105-115

3.2.9. ნოტარიუსისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამოკვლევით დგინდება, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსისათვის ყალბი დოკუმენტები არ აქვს წარდგენილი. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ყველა კანონის დაცვით შედგენილი დოკუმენტებია და პრეტენზია მათ სიყალბეზე არ შეესაბემება სინამდვილეს. ნ---- ა----–----ემ ნამდვილად მიმართა ნოტარიუსს, ნამდვილად წარუდგინა ანდერძი და ნამდვილად მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ასევე ნამდვილია ცნობა დახასიათება. იგი არაა გაყალბებული და ის არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სიყალბესთან იყოს დაკავშირებული. ცნობა დახასიათება შეიცავს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას. შესაბამისად მემკვიდრეობა მოსარჩელეს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე არ მიუღია. მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მან ნოტარიუსს წარმუდგინა ნამდვილი მტკიცებულებები.

 

3.2.10. მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ ფ------ ა----–----ის კომლი საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენს. ამ ნაწილში მოპასუხემ მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ მოპასუხეების ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ ფ------ ა----–----ის კომლი წარმოადგენდა მუშა მოსამსახურის კომლს. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. გარდა ამისა საქ. სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი მოითხოვს საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კომლის სტატუსი უნდა დადგინდეს საკომლო წიგნით. შესაბამისად მისი ზეპირი განმარტებით დადგენა დაუშვებელია.

 

3.2.11. კომლის სტატუსი ფაქტობრივი გარემოებაა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს კომლი, საკოლმეურნეო კომლს განეკუთნება, თუ მუშა მოსამახურის კომლს.

საქმეში წარმოადგენილია საკომლო წიგნის ჩანაწერები. მასში მითითებულია, რომ როგორც რ----- ა----–----ის კომლი, ისე ფ------ ა----–----ის კომლი წარმოადგენს მუშა მოსამსახურის კომლს. მართალია მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ ფ------ ა----–----ის კომლი საკოლმეურნეო კომლია, მაგრამ მათ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერში კი მითითებულია, რომ სადაო კომლი წარმოადგენს მუშა-მოსამსახურის კომლს. საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ფ------ ა----–----ის კომლი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურის კომლს. თუ კომლი არ წარმოადგენს მუშა მოსამსახურის კომლს და იგი საკოლმეურნეო კომლია, მაშინ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა მოეთხოვოს მას ვინც ამტკიცებს, რომ კომლი საკოლმეურნეო ტიპისაა. ანუ ასეთი მტკიცებულება უნდა წარმოადგინონ მოპასუხეებმა. მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებენ, რომ ისინი რეგისტრირებული იყვნენ ისეთ სასოფლო-სამეურნეო კომლად, რომელთა არსებობაც კოლმეურნეობებთან იყო დაკავშირებული. მათ უნდა წარმოედგინათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მათი კოლმეურნეობის წევრებობა. შესაბამისად მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ისინი საკოლმეურენეო კომლის წევრები იყვენ. თავის მხრივ მოსარჩელემ წარმოადგინა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ კომლი წარმოადგენს მუშა-მოსამსახურის კომლს. შესაბამისად საპროცესო მოვალეობა მოსარჩელემ უკეთესად განახორციელა. მოპასუხეებმა კი ვერ გააბათილეს მოსარჩელის არგუმენტები მასზედ, რომ ფ------ ა----–----ის კომლი წარმოადგენს მუშა-მოსამსახურის ტიპის კომლს.

იხ. საკომლო წიგნის ჩანაწერი. ტ.1. ს.ფ. 17-19

საარქივო ცნობა. ტ.1 ს.ფ. 21.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნ---- ა----–----ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების ნაწილბრივ აღიარებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

-სამოქალაქო კოდექსი

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მემკვიდრეობით მიღებული აქვს ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონება. მიუხედავად ამის მან ვერ მიიღო სამკვიდრო ქონება, რადგანაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ აღრიცხულია მოპასუხეთა საკუთრებად. ამტკიცებს, რომ მოპასუხეთა სასარგებლო ჩანაწერი არღვევს მის მემკვიდრეობის უფლებებს, რის გამოც წარმოადგინა სარჩელი და წინამდებარე სარჩელით მიზნად დაისახა დარღვეული უფლების აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი, დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს მთლიანი ქონების ½ ნაწილის მემკვიდრეობით მიღების საფუძვლების არსებობა და ამ გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა.

 

6.2. წინამდებარე დავაში მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს ფ------ ა----–----ის კომლის სამართლებრივ მდგომარეობას და მის საფუძველზე სასამართლომ გადაწყვიტოს რა ქონება იყო ფიქირე ა----–----ის საკუთრებაში და რა ქონება უნდა მიეღო მოსარჩელეს მემკვიდრეობით.

6.3. უდაო გარემოებაა ის, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კ-------ში ცხოვრობდა რ----- ა----–----ე. მის კომლს ეწერა 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 120 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლით და ბოსელით. რ----- ა----–----ის კომლში ირიცხებოდა თვით რ----- აბსელამიძე, მეუღლე - ფ------ ა----–----ე, ასევე შვილები, შვილიშვილები და რძალი: - გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე, ქ------- ა----–----ე, მაყვალა ა----–----ე და შ------- ა----–----ე, სულ 10 წევრი. რ----- ა----–----ე გარდაიცვალა 1989 წელში. მისი გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული იქნა მისი მეუღლე ფ------ ა----–----ე.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტი გვთავაზობს საკომლო მეურნეობის ცნებას. მასში მითითებულია, რომ საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ხოლო იმავე მუხლის მეხუთე პუნქტით საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მოპასუხეები გახდენ იმ ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც ჯერ რ----- ა----–----ის, ხოლო შემდეგ ფ------ ა----–----ის კომლს ეკუთვნებოოდა. ამდენად გასარკვევია ისინი იყვენ თუ არა იმ კომლის ქონების თანამესაკუთრეები, რომლის უფროსადაც მითითებული იყო ფ------ ა----–----ე.

 

6.4. მოპასუხეებმა საკუთრების უფლების დამდგენ საბუთად გამოიყენეს საკომლო წიგნის ჩანაწერი. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს ანუ უფლების დამდგენ საბუთს. დასახელებული არგუმენტი გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 1513-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ: ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები,რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.საკომლო წიგნის ამონაწერი შეიცავს ცნობას, რომ კომლს გააჩნია მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. მიუხედავად ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ კომლის ყველა წევრი ავტომატურად ვერ გახდება კომლის ქონების თანამესაკუთრე. ამ მიმართულებით კანონი შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევბს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდა.

 

«საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო- სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» მთავრობის 22.09.92წ. #949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წ. #29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

6.6. დადგენილია, რომ ფ------ ა----–----ის კომლი, მუშა-მოსამსახურის კომლია. ამ კომლში სხვადსხვა დროს ჩააწერილები არიან გ------–- ყ---–----–---–ი, ლ--------–----ე, მ------ ა----–----ე, ნ----- ა----–----ე, ომარ ა----–----ე, ქ------- ა----–----ე, მაყვალა ა----–----ე და შ------- ა----–----ე. მოსარჩელე, ფ------ ა----–----ის ანდერძისმიერი მემკვიდრეა. ის სადაოდ ხდის მოპასუხეების იმ საკუთრების უფლებას, რომელიც მათ მიიღეს ფ------ ა----–----ის კომლის წევრობის საფუძველზე. მისი მოთხოვნა დასაბუთებულია, რადგანაც საჯარო რეესტრმა საკომლო წიგნის ჩანაწერი და საარქივო ცნობა (რომელშიც მოპასუხეები კომლის წევრებად არიან მითითებული), გამოიყენა საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტად და დაარეგისტრირა კომლის ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლება. სინამდვილეში კომლის წევრობა ყოვეთვის არ წარმოშობს საკუთრების უფლებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დადგინდეს კომლის წევრობა მოპასუხეებს წარმოუშობს თუ არა საკუთრების უფლებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ კომლად რეგისტრაცია და ამ კომლის წევრობა არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც გათვალისწინებულია საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ფ------ ა----–----ის კომლის მეურნეობა არ წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლის მეურნეობას. მათი კომლი მუშა-მოსამსახურის კომლი იყო. ასეთ კომლში რეგისტრაცია და ამ კომლის წევრობა არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც გათვალისწინებულია საკოლმეურნეო კომლის წევრთათვის. ა----–----ეების კომლი იყო მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლი, რომელსაც საკოლმეურნეო კომლისაგან გააჩნია განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, კერძოდ, ასეთი კომლის უფროსი წარმოადგენს კომლის ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს, ხოლო მამკვიდრებელი ფ------ ა----–----ე გარდაცვალების წინ სწორედ კომლის ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე იყო. მუშა-მოსამსახურის კომლში საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით საკომლო მეურნეობის წევრები ახორციელებენ არა დამხმარე მეურნეობის წარმოებას, არამედ, მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვას (იხ, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა # სა-988- 1242). მიუხედავად აღნიშნული განსხვავებისა, ამ ორ ინსტიტუტს საერთო გააჩნია ის, რომ, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში კომლის წევრებს შორის არსებული ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოება. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა საკოლმეურნეო მეურნეობის წარმოების საფუძველს და მიეკუთვნებოდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას, სადაც ქონება ეკუთვნის იმ პირს, ვინც კომლის უფროსადაა მითითებული. აღნიშნულ დებულებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ------ ა----–----ის კომლის ქონება წარმოადგენდა ფ------ ა----–----ის საკუთრებას და მისი გარდაცვალების შემდეგ ქონების საკუთრება მემკვიდრეებზე გადადის საერთო წესების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საარქივო ცნობისა და საკომლო წიგნის ამონაწერის საფუძველზე მოპასუხეები ქონების მესაკუთრედ არასწორად დარეგისტრირდენ. მათი საკუთრების უფლება არაა ნამდვილი. ქონება წარმოადგენს ფ------ ა----–----ის საკუთრებას და იგი უნდა აღირიცხოს იმ პირთა საკუთრებად, ვისაც მიღებული აქვს მისი სამკვიდრო უფლება.

 

6.7. საქართველოს სკ 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის 9 აპრილამდე ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში მდებარე, №05.32.10.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ფ------ ა----–----ის საკუთრებას. ფ------ ა----–----ე გარდაიცვალა 2012 წლის 9 აპრილს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მთელი მისი ქონება გახდა სამკვიდრო ქონება.

 

6.8. საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“.

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით: ,, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ომარ ა----–----ე ფ------ ა----–----ის შვილია. ანუ ის პირველი რიგის მემკვიდრეა. სხვა პირველი რიგის მემკვიდრის შესახებ მხარეებს არ მიუთითებიათ. შეიძლება ასეთი პირველი რიგის მემკვიდრეები სხვებიც არიან, მაგრამ მათ ფ------ ა----–----ის სამკვიდროსთან დაკავშირებით არც ამ საქმეში და არც სხვა დროს პრეტენზია არ განუცხადებიათ. ყოველშემთხვევაში სასამართლოსათვის ასეთი ფაქტი ცნობილი არაა.

ასევე უდაო გარემოებაა, რომ ფ------ ა----–----ემ თავისი ქონება, უანდერძა თავის შვილს ომარ ა----–----ეს და შვილიშვილს ნ---- ა----–----ეს. ამდენად ფ------ ა----–----ის მემკვიდრეობის მიღება უპირველსად შეეძლო ორ პირს, კანონიერ მემკვიდრეს (იმავდროულად ანდერძისმიერ მემკვიდრეს) ომარ ა----–----ეს და ანდერძისმიერ მემკვიდრეს ნ---- ა----–----ეს.

 

6.9. საქართველოს სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

საქ. სკ-ის 1424-ე მუხლმა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ვადად დაადგინა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვე.

 

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ფ------ ა----–----ის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში მის მემკვიდრეს - ომარ ა----–----ეს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდრო ქონების მიღება არ მოუთხოვია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს და სარგებლობს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს მემკვიდრეობა. ფ------ ა----–----ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მასში შემავალი ქონების მიღება შეეძლოთ ყველა მემკვიდრეს თანაბრად. წილის თანაბარობის პრინციპიდან გამომდინარე პირველი რიგის მემკვიდრეებს უნდა მიეღო თანაბარი წილი. პირველი რიგის მემკვიდრე იყო ომარ ა----–----ე. მან დედის გარდაცვალების შედეგ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად მან დედის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო ფაქტობრივი მფლობელობის გზით. გარდა ომარ ა----–----ისა, მეორე მემკვირდრეა ნ---- ა----–----ე, რომელმაც მემკვიდრეობა მიიღო ანდერძის საფუძველზე. ფაქტობრივად, ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონება მიიღო, როგორც ომარ ა----–----ემ, ასევე ნ---- ა----–----ემ. ომარ ა----–----ეს მემკვიდრეობა ერგება, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეობის, ისე ანდერძის საფუძველზე. თუ არ იქნებოდა ანდერძი და არც სხვა მემკვიდრე არ მიიღებდა სამკვიდრო ქონებას, ასეთ შემთხვევაში ომარ ა----–----ე მემკვიდრეობით მიიღებდა ფ------ ა----–----ის მთლიან სამკვიდრო ქონებას. მამკვიდრებელმა თავის სიცოცხლეში გადაწყვიტა სამკვიდრო ქონების საკითხი და კუთვნილი ქონება თანაბარ წილად უანდერძა, როგორც ომარ ა----–----ეს, ისე ნ---- ა----–----ეს. ანდერძის საფუძველზე ნ---- ა----–----ეს პრეტენზია ვერ ექნება ½ ნაწილზე, რადგანაც ანდერძის მიხედვით მას ეანდერძა სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი. დანარჩენ ½ ნაწილზე ვრცელდება ომარ ა----–----ის სამკვიდრო უფლება. მნიშვნელოვანია სამკვიდრო ქონების ის ნაწილი, რომელიც ეანდერძა ნ---- ა----–----ეს. რომ არა ანდერძი, დასახელებულ ნაწილს მიიღებდა ომარ ა----–----ე. ის ამ ნაწილს მემკვიდრეობით ვერ ღებულობს, რადგანაც სამკვიდროს ამ ნაწილზე ნ---- ა----–----ის სასარგებლო ანდერძია შედგენილი. მიუხედავად ამისა, ნ---- ა----–----ის სახელზე შედგენილი ანდერძი, არ წარმოშობს ანდერძში მითითებული სამკვიდრო ქონების სრულად მიღების საშუალებას. პირველი რიგის მემკვიდრეებთან მიმართებაში ეს უფლება შეზღუდულია. მიუხეადავად ½ ნაწილის ანდერძით განკარგვისა, ამ ნაწილზე პირველი რიგის მემკვიდრეს - ომარ ა----–----ეს ეკუთვნის სავალდებულო წილი. მას სამკვიდრო ქონებიდან წილი ერგება საქ. სსკ-ის 1371-ე მუხლის საფუძვლებდან. დასახელებული ნორმით ,,მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი)“ამავე კოდექსის 1372-ე მუხლით ,,სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით“.

 

როგორც განვმარტეთ ომარ ა----–----ე, ფ------ ა----–----ის პირველი რიგის მემკვიდრეა. მას სამკვიდრო მასიდან წილი შეუზღუდა ანდერძმა, მაგრამ ეს წილი მთლად არ გაუქმებულა. მას საქ. სკ-ის 1371-ე მუხლის საფუძველზე მას ერგება სავალდებულო წილი, რაც იმ წილის ნახევარს შეადგენს, რაც მას ერგებოდა კანონით მემკვიდრეობის დროს. როგორც განვმარტეთ მას სამკვიდროდან ერგებოდა სრული ნაწილი. ანდერძის გამო მისი სავალდებულო წილი შეადგენს ანდერძით განკარგული ½ ნაწილის ნახევარს. შესაბამისად ნ---- ა----–----ემ უნდა მიიღოს ფ------ ა----–----ის სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი, ხოლო ომარ ა----–----ემ უნდა მიიღოს ¾ ნაწილი. დავის ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეთა საკუთრების უფლება მთლიანი ქონების ¼ ნაწილში არაა ნამდვილი. მოპასუხეთა საკუთრების უფლება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და იგი უნდა აღირიცხოს ნ---- ა----–----ის საკუთრებად. დანარჩენ ნაწილშზე უნდა გავრცელდეს მოპასუხეთა საკუთრების უფლება მანამ, სანამ ომარ ა----–----ე დანარჩენ მოპასუხეთა საკუთრების უფლებას არ გახდის სადაოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი, საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის მიხედვით, შეადგენს 1315.15 ლარს. მოსარჩელეს ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 1415.15 ლარი. ანუ 100 ლარი ზედმეტად აქვს გადახდილი. მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო დანარჩენი თანხა სარჩელის ნაწილობრივად დაკმაყოფილების გამო უნდა განაწილდეს მხარეებს შორის თანაბრად.

7.2. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, ბჟის თანხა მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეებს (ასევე საჯარო რეესტრს) აეკრძალათ ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში მდებარე, №05.32.10.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება. იმის გამო, რომ დავის საგანი შეეხება ქონების 1/2 ნაწილს, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ¼ ნაწილში, მთლიან ქონებაზე აკრძალვის არსებობა არსებობა არ ემსახურება სარჩელის მიზნებს. შესაბამისად 1/4 ნაწილი უნდა დარჩეს დაყადაღებული, ხოლო დანარჩენი 3/4 ნაწილი გათავისუფლდეს აკრძალვისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ---- ა----–----ის სარჩელი ნაწილობრივად დაკმაყოფილდეს.

2. გ------–- ყ---–----–---–ის, ლ--------–----ის, მ------ ა----–----ის, ნ----- ა----–----ის, ომარ ა----–----ის, ქ------- ა----–----ისა და შ------- ა----–----ის საკუთრებად რეგისტრირებული (მისამართი: - ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.10.5--) უძრავი ქონების ¼ ნაწილის საკუთრება, საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნ---- ა----–----ის საკუთრებად.

3. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრირებული ქონების ½ ნაწილის მის საკუთრებად დარეგისტრირებაზე.

4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 657.57 ლარის გადახდა. მოსარჩელეს კუთვნილი ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.

5. გ------–- ყ---–----–---–ს, ლ--------–----ეს, მ------ ა----–----ეს, ნ----- ა----–----ეს, ომარ ა----–----ეს, ქ------- ა----–----ესა და შ------- ა----–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 657.57 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

6. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ა-–---------- ბ------ს მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟის ნაწილი 100 ლარი. (საგადასახადო) დავალება 2, გადახდის თარიღი - 07/10/2014 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, სახაზინო კოდი -- 300693150)

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა მესამე პირების, გ------–- ყ---–----–---–ის (პ/№6----------), ლ--------–----ის (პ/№6----------), მ------ ა----–----ის (პ/№6----------), ნ----- ა----–----ის (პ/№6----------), ომარ ა----–----ის (პ/№6-----------, ქ------- ა----–----ისა (პ/№6----------) და შ------- ა----–----ის (პ/№6----------) საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, მეჯინსწყლის დასახლებაში მდებარე 1301 კვ/მ ფართის უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია 05.32.10.5--, გასხვისების შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, ძალაში დარჩეს მხოლოდ ამ ქონების ¼ ნაწილში. სხვა ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე