გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
340210118002692194
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210118002692194

საქმე #2/866-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - თე---------- უ----–---–ი

წარმომადგენელი - გი--------------–---–ი

მოპასუხე - ეკ--------- უ----–---–ი

მოპასუხე - სს ,,ფი---------------------–--“

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - სა---------------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან თე---------- უ----–---–ის კუთვნილი ქონება - ,,J. BECKER“-ის მოდელის როიალი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,NORD“-ის ფირმის მაცივარი ,,DAEWOO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ეკ--------- უ----–---–ი მოსარჩელე თე---------- უ----–---–ის შვილია. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 22.03.2017 წლის გადაწყვეტილებით ეკ--------- უ----–---–ს სს ,,ფი---------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 3917.92 ლარის გადახდა. ეკ--------- უ----–---–ის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ეკ--------- უ----–---–ი შესაძლებლობის ფარგლებში ასრულებს გადაწყვეტილებით დაკისრებულ მოვალეობას. მისი ხელფასი ხელზე ასაღები 208 ლარს შეადგენს, საიდანაც მისივე განცხადებით აღსრულებაში 50 ლარი ირიცხება. იმის გამო, რომ კრედიტორი სავარაუდოდ ასეთი გადახდით უკმაყოფილოა, მოსარჩელის სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები - ,,J. BECKER“-ის მოდელის როიალი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,NORD“-ის ფირმის მაცივარი და ,,DAEWOO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა დააყადაღა. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა დააყადაღა მოპასუხეს არ ეკუთვნის. მოპასუხე ეკ--------- უ----–---–ი 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება გი-------------–-–---–ზე და გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ცხოვრობს. დაყადაღებული ნივთები მოპასხუეს არ შეუძენია და ამიტომ მისი ვალდებულების გამო მათი რეალიზაცია არ უნდა მოხდეს. მოსარჩელემ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--მ“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ეკ--------- უ----–---–ი მუდმივად თავს არიდებს სესხის ხელშეკრულებიტ დაკისრებულ მოვალეობას. მისი კუთვნილი ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღსრულებო ბიუროს მიერ ანგარიშებზე ყადაღის დადებით ხელფასის აღებას საფრთხე შეექმნა. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სადავო ნივთები ეკ--------- უ----–---–ს კი არა მას ეკუთვნის. ეკ--------- უ----–---–ი ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც ნივთების დაყადაღება მოხდა. იგი თავის განცხადებებში სწორედ ამ მისამართს უთითებს. ამავდროულად აღმასრულებლის ვიზიტის დროსაც იგი ამ მისამართზე იმყოფებოდა და ნივთები შესანახად პირადად მას ჩაჰბარდა. 2.2. მოპასუხე ეკ--------- უ----–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ დაყადარებული ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის და მათი შეძენა დიდი ხნის წინ მოხდა. 2.3. მესამე პირს სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნივთების დაყადაღება და ჩატარებული ღონისძიებები არის კანონიერი. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A18011982 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს სს ,,ფი---------------------–--“, ხოლო მოვალეს ეკ--------- უ----–---–ი წარმოადგენს. 3.1.2. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 13 მარტს ქალაქ გურჯაანში, თ----–---–-------ის 10 ნოემერში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები - ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,NORD“-ის ფირმის მაცივარი ,,DAEWOO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა. ყადაღის აქტს ხელს ნი---------–---–ი აწერს. დაყადაღებული ნივთები შესანახად ამ პირმა ჩაიბარა. 3.1.3. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 07 ივნისსაც გამოცხადდა გურჯაანში, თ----–---–-------ის 10 ნოემერში და დამატებით ,,J. BECKER“-ის მოდელის როიალი დააყადაღა. ყადაღის აქტს ხელს ეკ--------- უ----–---–ი აწერს და დაყადაღებულიო ნივთი შესანახად მან ჩაიბარა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტები (ს.ფ. 29-30; 32-33); - წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე (ს.ფ. 20-21). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 13 მარტს და 07 ივნისს შედგენილ ყადაღის აქტებში მითითებული მოძრავი ნივთები - ,,J. BECKER“-ის მოდელის როიალი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,NORD“-ის ფირმის მაცივარი და ,,DAEWOO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, მოსარჩელე თე---------- უ----–---–ის საკუტრებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელემ წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც მისი შვილი - მოპასუხე ეკ--------- უ----–---–ი სადავო როიალთან არის გადაღებული. მოსარჩელე მხარის წარმოამდგენელმა განმარტა, რომ ეს ფოტოები გადაღებულია მაშინ, როდესაც ეკ--------- უ----–---–ი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და ამიტომ საფუძველს მოკლებულია ვარაუდი, რომ როიალი შესაძლოა ეკ--------- უ----–---–ის მიერ ყოფილიყო შეძენილი. მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაძლოა როიალის შეძენა ეკ--------- უ----–---–ისთვის მოხდა ან შემდგომ მოხდა მისთვის როიალის საჩუქრად გადაცემა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენემა უარყო სს ,,ფი---------------------–--ს“ წარმომადგენლის ეს განმარტება. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. როგორც წესი მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამავდროულად, სასამართლო მიუთითებს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ადასტურებს და არა მას ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--ს“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შესაძლოა როიალი ეკ--------- უ----–---–ის საჩუქარი იყო, რაც მოსარჩელე მხარემ და მოპასუხე ეკ--------- უ----–---–მა უარყვეს. შესაბამისად, თუ კი ასეთ ფაქტს ადგილი ექნებოდა, ეს გარემოება მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--ს“ მტკიცების საგანს წარმოადგენს, ვინაიდან ფაქტის არსებობაზე სწორედ ამ მხარემ მიუთითა, სხვა დანარჩენებმა (მოსარჩელე მხარემ და მოპასუხე ე. უ----–---–მა) ასეთი ფაქტის არსებობა უარყო. სს ,,ფი---------------------–--ს“ კი გარდა განმარტებისა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ეკ--------- უ----–---–ისათვის სადავო როიალის შეძენის ან ჩუქების ფაქტს დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარემ ნივთების კუთვნილების დადასტურების მიზნით მოწმედ გი-------------–-–---–ის, ლე--–--------–---–ის და ნი-------------–---–ის დაკითხვაც მოითხოვა. მოწმე ნი-------------–---–მა განმარტა, რომ თე--------- უ----–---–ის მეზობელია და მის ოჯახს დაახლოებით 18-19 წელია იცნობს. როდესაც თ. უ----–---–მა მაცივარი იყიდა და სახლში მიიტანა, მაშინ მათთან სტუმრად იყო და ამიტომ იცის, რომ ეს ნივთი თ. უ----–---–მა შეიძინა. ტელევიორის და სარეცხი მანქანის ყიდვაზე კი მოწმემ განმარტა, რომ ეს ნივთები თ. უ----–---–მა ქალაქ თელავში შეიძინა. როდესაც სახლში მიიტანა, ახალი შენაძენის აღსანიშნავად სუფრაც გაშალა, რომელსაც ნი-------------–---–იც ესწრებოდა. მოწმე ლე--–--------–---–მა განმარტა, რომ თ. უ----–---–ის ოჯახს დიდი ხანია იცნობს. მისი პაპა და თ. უ----–---–ის პაპა ახლობლები იყვნენ. ამიტომ მოსარჩელის ოჯახს ხშირად სტუმრობს. მოწმემ განმარტა, რომ სადავო როიალი თე----------ს პაპამ და მისმა პაპამ რუსეთში იყიდეს. ეს ფაქტი კარგად ახსოვს, რადგან მაშინ როიალი იშვიათი ნივთი იყო და როცა ჩამოიტანეს სანახავად იყვნენ მისულები. მოწმემ განმარტა, რომ მაცივარი თე---------- უ----–---–მა ქალაქ გურჯაანში ტექნიკის მაღაზიაში შეიძინა, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა კი თელავში იყიდა. მოწმე გი-------------–-–---–მა განმარტა, რომ ეკ--------- უ----–---–თან საქორწინო ურთიერთობაში 2014 წლიდან იმყოფება და მასთან ერთად სოფელ კარდენახში ცხოვრობს. ყადაღის აქტში მითითებული ნივთები ე. უ----–---–ს არ ეკუთვნის და ისინი თ. უ----–---–ის საკუთრებაა. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების შეფასება შინაგანი რწმენით ხდენა, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნივთის კუთვნილების დადასტურების ნაწილში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით, ფოტო სურათებითა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ყადაღის აქტებში მითითებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - სასარჩელო განცხადება, შესაგებლები (1-14; 37-45); - მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს 31.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი; 5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არის მოვალე და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი ეკ--------- უ----–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ეკ--------- უ----–---–მა სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--მ“ სარჩელი არ სცნო. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 2 350 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე თე---------- უ----–---–ის სარჩელი მოპასუხეების ეკ--------- უ----–---–ის და სს ,,ფი---------------------–--ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 13 მარტის №149156 აქტით და 2018 წლის 07 ივნისის აქტით დაყადაღებული ქონება - ,,J. BECKER“-ის მოდელის როიალი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,NORD“-ის ფირმის მაცივარი ,,DAEWOO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; 3. მოპასუხე სს ,,ფი---------------------–--ს“ მოსარჩელე თე---------- უ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 4. მოსარჩელე თე---------- უ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება 18077702; 24.09.2018; გადამხდელი ეკ--------- უ----–---–ი; ბანკი - სს ლიბერთი ბანკი; გადახდილი თანხა 100 ლარი); 5. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A18011982 საქმეზე, სადაც მოვალეს წარმოადგენს ეკ--------- უ----–---–ი, ხოლო კრედიტორს - სს „ფი---------------------–--“ შეჩერდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების, კერძოდ, „J. BECKER"-ის მოდელის როიალის, „VESTEL"-ის ფირმის ტელევიზორის, „NORD"-ის ფირმის მაცივრის და „DAEWOO"-ს მარკის სარეცხი მანქანის რეალიზაცია გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე