გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/37629-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - გ------- რ-------–---–ი
წარმომაგენელი - მ----ა ნ-------ე, ლ-----ა კ-----–--ე;
მოპასუხეები - რ----- ფ---–--ე, შ---ი ა-----ე, გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ--------–---–ი, თ---------- გ--------–---–ი, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ე, დ----- ე-–------ე, ა-–------ ე-–------ე; ვ--–------ა კ-------–------ი, მ------- ბ-------–---–ი; გ------- გ--------–--ე; ნ-------- ღ------–---–ი, გ--–ა ნ------ე, ნ------- რ-–----ე
წარმომადგენლები - ქ------- გო--------–ი, ლ--–- ჩ-------–---–ი, ი---- გ-------ე, მ----ა ა----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით - გ--–ა ნ------ე, ნ-------- ღ------–---–ი, გ------- გ--------–--ე, მ------- ბ-------–---–ე, ვ--–------ა კ-------–------ი, ნ-------ი რ-–----ე
მოპასუხეები შეგებებული სარჩელით - გ------- რ-------–---–ი, რ----- ფ---–--ე
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. მოსარჩელე გ------- რ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 50 000,00 აშშ დოლარის გადახდა;
1.1.2. მოპასუხეებს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ასანაზღაურებლად დაგვიანებით გადახდილი თანხის წლიური 15,75%, 2012 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სარჩელის შეტანის დღისათვის შეადგენს 15 159,00 ლარს).
1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.2.1. ბათილად იქნას ცნობილი გ------- რ-------–---–ის მიმართ რ----- ფ---–--ის მიერ ა---------ა „ბ-------–ა 2----„-ის სახელით 2--- წლის 10 თებერვალს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება.
მოსარჩელე გ------- რ-------–---–ის მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2--- წლის 10 სექტემბერს ა---------ა ,,ბ-------–ა 2---”-ის მონაწილე რ----- ფ---–--ესა და მოსარჩელე გ------- რ-------–---–ს შორის გაფორმდა ა---------აში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----- ფ---–--ემ გაასხვისა მისი წილის ნაწილი (220 კვ.მ). ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ რ----- ფ---–--ის ნაცვლად განახორციელებდა ამ წილის ღირებულების შესაბამის ფულად შენატანს (70 400,00 აშშ დოლარი) ა---------აში. მოპასუხეები არიან ა---------ა ,,ბ-------–ა 2---”-ის წევრები.
2012 წლის 10 თებერვალს ა---------ა „ბ-------–ა 2---“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიმართ 50 000,00 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის ფაქტი, რაც წარმოიშვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულებით, ა---------ის თავმჯდომარემ აღიარა ის გარემოება, რომ მითითებული თანხა გამოიყენეს ა---------ის მიზნებისათვის. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ა---------ას თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 12 მარტამდე, რაც არ შესრულებულა.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. 2012 წელს ბანკში შეტანილ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო განაკვეთი 15,75%, სარჩელის შეტანის დღისათვის შეადგენს 15 159,00 ლარს (50 000*1,65*15,75%/12*14 თვეზე).
გ--–ა ნ------ის, ნ-------- ღ------–---–ის, გ------- გ--------–--ის, მ------- ბ-------–---–ის, ვ--–------ა კ-------–------ისა და ნ-------ი რ-–----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
2--- წლის 10 სექტემბერს ა---------ა ,,ბ-------–ა 2---”-ის მონაწილეს რ----- ფ---–--ესა და მოსარჩელეს გ------- რ-------–---–ს შორის გაფორმდა ა---------აში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----- ფ---–--ემ გაასხვისა მისი წილის ნაწილი (220 კვ.მ). ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ რ----- ფ---–--ის ნაცვლად განახორციელებდა ამ წილის ღირებულების შესაბამის ფულად შენატანს (70 400,00 აშშ დოლარი) ა---------აში. 2012 წლის 10 თებერვალს რ----- ფ---–--ემ, როგორც ა---------ის თავმჯდომარემ აღიარა ვალი ა---------ის, როგორც ა---------აში შეტანილი. თავმჯდომარემ ა---------ის სახელით აღიარა 50 000,00 აშშ დოლარის ვალის არსებობა, როგორც ა---------ის მიზნებისათვის გამოყენებული. მნიშნველოვანია, რომ ა---------აში ფულის შეტანა არ დასტურდება.
რ----- ფ---–--ემ გაყიდა თავისი წილი, თუმცა ვალი აღიარა ა---------ის სახელით. ვალის აღიარების ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, ვალდებულების უზრუნველყოფა რ----- ფ---–--ემ განახორციელა საკუთარი მოძრავი ქონებით.
ა---------ის წესდების მიხედვით, დამატებითი შეთანხმების განხორციელება დასაშვები იყო ა---------ის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
სანოტარო აქტის მეორე მუხლის მესამე პუნქტში მითითებულია, რომ მოვალემ დაადასტურა, რომ კრედიტორისაგან მიღებული თანხა გამოყენებული იქნებოდა ა---------ის მიზნების მისაღწევად.
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, გამყიდველმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა განხორციელებული შენატანი ა---------აში და შესაბამისად, ნასყიდობის საგანს მიჰყვებოდა ფულადი შენატანის შეტანის ვალდებულება, შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო ა---------აში შენატანის სახით შეეტანა 70 400,00 აშშ დოლარი. ვალდებულება არ არის შესრულებული. ამავე ხელშეკრულების მესამე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, მყიდველისათვის ცნობილი იყო ა---------ის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებისათვის ა---------ის წევრისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები.
ამის გათვალისწინებით ვალის აღიარება ეწინააღმდეგება წესდებას და რ----- ფ---–--ეს ა---------ის სახელით ასეთი გარიგების დადების უფლება არ ჰქონდა.
ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში 2--- წლის 10 ოქტომბრამდე უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულება. ამ დროისათვის ფული გადახდილი მყიდველს არ ჰქონდა.
2--- წლიდან, წილის გადაყიდვის დროისათვის, მშენებლობა შეჩერებული იყო, შესაბამისად, თანხა მშენებლობაზე ვერ გაიხარჯებოდა.
შეგებებული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში გამოირიცხება პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილება.
1. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. ძირითად სარჩელზე მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა ტ-------- ელისოძემ, დ----- ე-–------ემ და ა-–------ ე-–------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მათ არ გააჩნდათ ინფორმაცია ვალის აღიარების ხელშეკრულების შესახებ. შესაბამისად, არ გააჩნდათ ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 35, ტომი მეხუთე).
მოპასუხეებმა გ------- გ--------–--ემ, მ------- ბ-------–---–მა, ვ--–------ა კ-------–------მა და ნ-------ი რ-–----ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ სადავოა ვალის არსებობა და ამ ვალის გამოყენება ა---------ის მიზნებისათვის. ვალი, ფაქტობრივად, იყო რ----- ფ---–--ის პირადი ვალი, რასაც ადასტურებს ვალის აღიარების ხელშეკრულების მესამე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე პირადი ქონებით უზრუნველყოფდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებას. ნ-------ი რ-–----ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ცალმხრივად განისაზღვრება, რომ მან ხელშეკრულება დადო უკვე შექმნილ ა---------ის წევრთან და მას ა---------ის დამფუძნებლისაგან განსხვავებული სტატუსი აქვს. ნ-------ი რ-–----ემ გადაიხადა ბინის ღირებულება. შესრულების თვალსაზრისით მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ყველაზე ახლოს დგას ნარდობის ხელშეკრულებასთან. ა---------ის წევრთა პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დადგეს, თუ ა---------ის ქონება ვერ უზრუნველყოფს ა---------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფარვას (გვ.41, ტომი მეხუთე).
მოპასუხე გ--–ა ნ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ გ--–ა ნ------ე ა---------ის წევრი გახდა იმ პირობით, რომ უნდა შეეტანა ა---------აში მასალა 40 000,00 აშშ დოლარის ღირებულების, კორპუსზე სართულის დასაშენებლად, თუმცა ა---------ის წევრებმა ეს აღარ მოისურვეს და გ--–ა ნ------ემ დატოვა ა---------ა. მოპასუხეს მონაწილეობა არც ერთ სხდომაში არ მიუღია და არც შესაბამის დოკუმენტებზე მოუწერია ხელი (გვ. 60, ტომი მეხუთე).
მოპასუხე ნ-------- ღ------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ ნ-------- ღ------–---–ი ა---------ის წევრი გახდა იმ პირობით, რომ უნდა შეეტანა ა---------აში მასალა 40 000,00 აშშ დოლარის ღირებულების, კორპუსზე სართულის დასაშენებლად, თუმცა ა---------ის წევრებმა ეს აღარ მოისურვეს და გ--–ა ნ------ემ დატოვა ა---------ა. მოპასუხეს მონაწილეობა არც ერთ სხდომაში არ მიუღია და არც შესაბამის დოკუმენტებზე მოუწერია ხელი (ს.ფ. 76, ტომი მეხუთე).
მოპასუხეებმა გ------- ბ--------ემ და ზ------ ქ-–--–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით არ ცნო სარჩელი. მოპასუხემ მიუთითა, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ შეიძლება გამომდინარეობდეს ა---------ის პასუხისმგებლობა. ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმებულია ორ ფიზიკურ პირს შორის და ვალდებულებებს ა---------ასთან კავშირი არ აქვს. ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებისას (2--- წლის 10 თებერვალი), მოპასუხე უკვე აღარ იყო ა---------ის წევრი, რამდენადაც იგი 2011 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმით გავიდა ა---------იდან (ს.ფ. 421,ს.ფ. 221; ტომი მეხუთე).
მოპასუხეებმა თ---------- გ--------–---–მა და ლ---–ა გ--------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ისინი 2011 წლის 21 სექტემბრიდან არ წარმოდგენდნენ ა---------ის წევრებს.
2.2. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე გ------- რ-------–---–ის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ იხელმძღვანელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში გაკეთებული მითითებებით და დასკვნებით და დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.1.1. 2--- წლის 27 ივნისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---“-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება.
ა---------ის მიზნად მითითებულ იქნა თბილისში, ბ-------–ას ქუჩა №34-36-ში ერთობლივი მოქმედებით მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა.
ხელშეკრულების 1.2 მუხლის შესაბამისად, ა---------ის დამფუძნებლები არიან - ც---–ა ე-–------ე და ვ--–------ა კ-------–------ი, ხოლო, 3.2 მუხლის მიხედვით, ა---------ის წევრები არიან - რ----- ფ---–--ე, შ---ი ა-----ე, გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ--------–---–ი, თ---------- გ--------–---–ი, ტ-------- ე-–------ე, დ----- ე-–------ე.
ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ა---------ის ხელმძღვანელად განისაზღვრა ა---------ის თავმჯდომარე რ----- ფ---–--ე, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა ა---------ას მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებდა გარიგებებს ა---------ის სახელით.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა დამფუძნებელთა პასუხისმგებლობა. კერძოდ, 6.1 მუხლის თანახმად, დამფუძნებლები სოლიდარულად აგებენ პასუხს ა---------ის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის მესამე პირების წინაშე, გარდა მობინადრეებისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 27 ივნისის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---”-ის დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 30–38).
3.1.2. 2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---”-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ა---------ის წევრები დაიყო 2 ჯგუფად: 1. ა---------ის მობინადრე წევრებად და 2. ა---------ის ჩვეულებრივ წევრებად.
2--- წლის 27 ივლისის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ც---–ა ე-–------ის და ვ--–------ა კ-------–------ის შენატანს შეადგენდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. რაც შეეხება გ------- გ--------–--ეს და მ------- ბ-------–---–ს, მათი ა---------ის მობინადრე წევრობა დასტურდება: 2--- წლის 13 ოქტომბრის სანოტარო აქტით, რეგისტრაციის N1-3122, შეთანხმება N1 ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის ა---------ა ბ-------–ა-2---”-ის დამფუძნებელ სანოტარო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, პუნქტი N- (ტომი 1, ს.ფ. 351 - შესაგებელი; ტომი 1, ს.ფ. 363 - შესაგებელი; ტომი 2, ს.ფ. 30-33 — 13.10.2--- წლის სანოტარო აქტი). მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხეებად მითითებული პირებიდან ა---------ის მობინადრე წევრებს წარმოადგენდნენ: 1. გ------- გ--------–--ე, 2. მ------- ბ-------–---–ი, 3. ვ--–------ა კ-------–------ი, 4. ა-–------ ე-–------ე (ც---–ა ე-–------ის უფლებამონაცვლე).
3.1.3. 2--- წლის 10 სექტემბერს რ----- ფ---–--ესა და გ------- რ-------–---–ს შორის დაიდო ა---------ა ,,ბ-------–ა 2---”-ის წევრის წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი შეადგენდა ა---------ა „ბ-------–ა 2---”-ის წევრის - რ----- ფ---–--ის წილის ნაწილს, რომელსაც გამყიდველი, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით საკუთრებაში გადასცემდა მყიდველს. რ----- ფ---–--ის კუთვნილი წილი იძლეოდა შემდეგი ფართების მიღების უფლებას: საცხოვრებელი ფართის ფართობი 220.00 კვ.მ., მდებარე VII (VI საცხოვრებელი) სართული; ავტოსადგომი საერთო ავტოსადგომში. ნასყიდობის საგანი უნდა ყოფილიყო შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც შენდებოდა შემდეგი მახასიათებლების მქონე მიწის ნაკვეთზე: ზონა - თბილისი, სექტორი - ს----------–ო, ქუჩა - ბ-------–ა №-- (ყოფილი შმიდტი), ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1221.00 კვ.მ.
ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ გამყიდველს არ ჰქონდა განხორციელებული შენატანი ა---------აში; შესაბამისად ნასყიდობის საგანს მიჰყვებოდა ვალდებულება ა---------აში ფულადი/არაფულადი შენატანის შესახებ.
ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო შეთანხმებული გრაფიკით, რომელიც აისახებოდა ძირითად ხელშეკრულებაში, ა---------აში შენატანის სახით შეეტანა 70 400,00 აშშ დოლარი, ხოლო გამყიდველისათვის გადაეცა 6 600,00 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება მხარეებს შორის უნდა დადებულიყო 2--- წლის 10 ოქტომბრამდე. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ რ----- ფ---–--ესა და გ------- რ-------–---–ს შორის 2--- წლის 10 სექტემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 10 სექტემბერს დადებული ა---------ა ,,ბ-------–ა 2---”-ის წევრის წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 15-19).
3.1.4. 2012 წლის 10 თებერვალს რ----- ფ---–--ესა და ა-–---------- რ-------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითა, რომ ა-–---------- რ-------–---–ი მოქმედებდა გ------- რ-------–---–ის სახელით, ხოლო, რ----- ფ---–--ე, როგორც „ბ-------–ა 2---”-ის თავმჯდომარე.
ხელშეკრულების 2.1 მუხლით აღიარებულია გ------- რ-------–---–ის მიმართ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის ფაქტი. ხელშეკრულების 2.3 მუხლის მიხედვით, ა---------ის თავმჯდომარემ ასევე აღიარა ის გარემოება, რომ მითითებული თანხა გამოყენებული იყო ა---------ის მიზნებისათვის.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, მოვალეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის თერთმეტ მარტამდე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით გ------- რ-------–---–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება (50 000 აშშ დოლარის დაბრუნება) შესრულებული არ არის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 10 თებერვალს დადებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 25-29).
3.1.5. ტ-------- ე-–------ის გარდაცვალების შემდეგ ა-–------ ე-–------ე წარმოადგენს გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 10 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ტ-------- ე-–------ის გარდაცვალების მოწმობა (ტომი 5, ს.ფ. 400-403).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში გაკეთებული დასკვნით - მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული 10 პირიდან 6 არასათანადოა, რაც მათ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების უპირობო საფუძველია (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება, ტომი 4, ს.ფ. 236-255).
მოსარჩელის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, 2017 წლის 15 თებერვალს, წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი და მოპასუხეებად მითითებულია: რ----- ფ---–--ე, შ---ი ა-----ე, გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ--------–---–ი, თ---------- გ--------–---–ი, ტ-------- ე-–------ე, დ----- ე-–------ე, ა-–------ ე-–------ე; ვ--–------ა კ-------–------ი, მ------- ბ-------–---–ი; გ------- გ--------–--ე; ნ-------- ღ------–---–ი, გ--–ა ნ------ე, ნ------- რ-–----ე.
3.2.1. გ------- რ-------–---–ის სარჩელზე პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს ვინ იყვნენ ა---------ა „ბ-------–ა 2---”-ის წევრები იმ დროისათვის, როდესაც გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება და წარმოიშვა ა---------ის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე (2012 წლის 10 თებერვალის დროისათვის).
- უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ნ------- რ-–----ე სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ, თუმცა მიუხედავად ამისა მოსარჩელემ დაზუსტებულ სარჩელში კვლავ მიუთითა იგი მოპასუხედ. სასამართლო განმარტავს, რომ ნ------- რ-–----ის მიერ წარმოდგენილია 2012 წლის 17 იანვრის ხელშეკრულება უფლების დათმობის (ცესიის) შესახებ გამოსყიდვის უფლებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 385-389), რომლითაც დგინდება, რომ რ----- დუდუჩავამ ნ------- რ-–----ეს მიჰყიდა მისთვის მიკუთვნებულ წილზე საკუთრების უფლება ინდ. მენაშენეთა ა---------ა ,,ბ-------–ა 2---’’-ის კუთვნილ მშენებარე კორპუსში, ფართით 160 კვ.მ. გამოსყიდვის უფლებით. შესაბამისად, ნ------- რ-–----ემ შეიძინა კონკრეტული ფართი ინდ. მენაშენეთა ა---------ა ,,ბ-------–ა 2---’’-ის კუთვნილ მშენებარე კორპუსში, თუმცა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, ფაქტს იმის შესახებ, რომ ნ------- რ-–----ე გაწევრიანდა ა---------აში, ან რ----- დუდუჩავა წარმოადგენდა ა---------ის წევრს და მისი უფლება-მოვალეობები გადავიდა ნ------- რ-–----ეზე მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ნ------- რ-–----ე არ წარმოადგენს მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელ პირს.
- მოპასუხე ზ------ ქ-–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა ა---------ა „ბ-------–ა 2---“-ის დამფუძნებელთა 2011 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმი (იხ. ტომი 5; ს.ფ.490-493), რომლითაც დგინდება, რომ ა---------ის წევრები გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ-----------–---–ი და თ---------- გ--------–---–ი გავიდნენ ა---------იდან შესატანის შეუტანლობის გამო და უარი განაცხადეს წესდებით გათვალისწინებულ მისაღებ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული კრების ოქმი წარდგენილია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეები გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ-----------–---–ი და თ---------- გ--------–---–ი 2012 წლის 10 თებერვლისათვის აღარ წარმოადგენდნენ ა---------ის წევრებს და არ არიან პასუხისმგებელნი მოსარჩელის წინაშე. ის გარემოება, რომ ეს პირები ისევ ფიქსირდებიან 2012 წლის 22 ოქტომბრის კრების ოქმში ვერ გახდება მათი პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან 2011 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმი წარდგენილია საჯარო რეესტრში და ეს პირები ამ პერიოდიდან აღარ არიან სამართლებრივ კავშირში ა---------ასთან, ხოლო მათი მეორედ გარიცხვა ა---------იდან მხოლოდ ა---------ის საქმეთა მართვის მოუწესრიგებლობაზე მეტყველებს და ვერ მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, ა---------ის წევრები გ------- ბ--------ე, ზ------ ქ-–--–-–---–ი, ხ------ა ფ---–--ე, ლ---–ა გ--------–---–ი, თ---------- გ--------–---–ი ა---------იდან გავიდნენ ვალის აღიარებამდე და ა---------ის მოსარჩელის წინაშე ვალდებულების წარმოშობამდე.
- რაც შეეხება მოპასუხეების - ვ--–------ა კ-------–------ის, ც---–ა ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ის, გ------- გ--------–--ისა და მ------- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობას მოსარჩელის წინაშე, სასამართლო განმარტავს, რომ 2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---”-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით ა---------ის წევრები დაიყო 2 ჯგუფად: 1. ა---------ის მობინადრე წევრებად და 2. ა---------ის ჩვეულებრივ წევრებად. მოცემულ საქმეში მოპასუხეებად მითითებული პირებიდან ა---------ის მობინადრე წევრებს წარმოადგენდნენ: 1. გ------- გ--------–--ე, 2. მ------- ბ-------–---–ი, 3. ვ--–------ა კ-------–------ი, 4. ა-–------ ე-–------ე (ც---–ა ე-–------ის უფლებამონაცვლე). როგორც ზემოთ აღინიშნა, 2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---”-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, დამფუძნებლები სოლიდარულად აგებენ პასუხს ა---------ის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის მესამე პირების წინაშე, გარდა მობინადრეებისა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში სააპელაციო პალატის ცალსახა დასკვნაზე, რომ აღნიშნული პუნქტით გამოირიცხა მობინადრე ა---------ის წევრების პასუხისმგებლობა ა---------ის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. სააპელაციო პალატამ პროცესუალურ დარღვევად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო პალატის მითითებით - ,,მოსარჩელეს იმ გარემოების შესახებ, რომ 2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) ,,ბ-------–ა 2---”-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების 6.1. მუხლის დათქმა – პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან მიმართებით – ეწინააღმდეგებოდა კანონს, სასარჩელო განცხადებაში არ მიუთითებია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინამდებარე დავაზე ჩატარდა ორი მოსამზადებელი სხდომა (16.06.2014 წ., 27.10.2014 წ.) და არცერთ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ამ საკითხზე არ მიუთითებია. ამასთან, არც წარმოდგენილ საქმის მასალებშია მოსარჩელის წერილობითი განცხადება სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების შესახებ. რაც შეეხება მთავარ სხდომას, რომელიც ჩატარდა 04.03.2015 წელს, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში მოთავსებულ დისკზე არსებულ ჩანაწერში მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა–განმარტება არ ისმინება, ამასთან, თუ ამ საკითხის დაზუსტება მთავარ სხდომაზე მოხდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა ამ ახალი გარემოების მიღების ფაქტი; ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს არც საქალაქო სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება.’’
ასევე, ამავე განჩინებაში სააპელაციო პალატა განმარტავს -,,სააპელაციო სასამართლოს, რა თქმა უნდა, თავადაც შეეძლო ამ მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევის გასწორება და მითითებულ მოპასუხეთა ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მოთხოვნა სოლიდარულია და მოსარჩელის მიერ მითითებული 10 მოპასუხიდან 6 არასათანადოა, რაც მათ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების უპირობო საფუძველია, ზემოაღნიშნული გამოიწვევდა საქმეთა ხელოვნურ დაყოფას, რაც, პირველ რიგში, მოსარჩელის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება’’ (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება, ტომი 4, ს.ფ. 236-255).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმის ხელახლა დაბრუნების შემდგომ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში, როდესაც დაზუსტდა მოპასუხეთა წრე, მოსარჩელის მიერ ასევე მითითებული იქნა ხელშეკრულების 6.1. პუნქტის სკ-ის 54-ე მუხლის საფუძვლით ბათილობაზე.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ამ ეტაპზე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ხელშეკრულების 6.1. პუნქტის სკ-ის 54-ე მუხლის საფუძვლით ბათილობაზე, რამდენადაც საქმე პირველი ინსტანციის სასამრთლოში დაბრუნდა მოცემულ საქმეზე არასათანადო მოპასუხეთა ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად. სწორედ ამ ფარგლებში უნდა მოხდეს საქმის ხელახლა განხილვა, რაც არ აძლევს მოსარჩელეს უფლებას ზემდგომი ინსტანციის განჩინებაში ასახული დასკვნების გათვალისწინებით მიუთითოს მისთვის ხელსაყრელ ახალ გარემოებებზე. ასეთის დაშვების შემთხვევაში დარღვეული იქნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი და გაუმართლებლად შეილახება მეორე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები (იხ. საქმე # ას-998-942-2015 17 ნოემბერი 2015 წელი).
თანასწორობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოების თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი უფლების დაცვის გონივრული შესაძლებლობა. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იმსჯელებს მოსარჩელე მხარის მითითებაზე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის ბათილობის შესახებ, ეს დაარღვევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებულ შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპს და მიმთითებელი მხარისათვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებას განაპირობებს. რამდენადაც, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თავისი ინიციატივით ბათილად მიჩნევა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ამის პროცესუალური წინაპირობა (რამდენადაც შესაბამისი მოთხოვნა ცალკე არ დაყენებულა და ასევე არც სარჩელის ფაქტობრივ საფუძველში ყოფილა მითითებული პირობის ბათილად ცნობის განმაპირობებელი გარემოებები) და ეს საკითხი მოპასუხეთა სასარგებლოდ გადაწყვეტილად მიიჩნია, მაგრამ არასათანადო მოპასუხეთა გამო საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილევლად, მოპასუხეთა სათანადოობის ფარგლებში საქმის დაბრუნების პირობებში, მოსარჩელის მხრიდან მსჯელობა ხელშეკრულების 6.1 პუნქტის ბათილობაზე, ხელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს და ასევე გამოიწვევს „ადამიანის უფებლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გამოირიცხება მობინადრე ა---------ის წევრების 1. გ------- გ--------–--ის, 2. მ------- ბ-------–---–ის, 3. ვ--–------ა კ-------–------ის, 4. ა-–------ ე-–------ის (ც---–ა ე-–------ის უფლებამონაცვლე) პასუხისმგებლობა ა---------ის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.
- რაც შეეხება მოპასუხე გ--–ა ნ------ისა და ნ-------- ღ------–---–ის პასუხისმგებლობის საკითხს, სასამართლო მიუთითებს, რომ 2--- წლის 13 ოქტომბრის შეთანხმება #1-ის თანახმად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 30-33) დამატებები და ცვლილებები შევიდა ა---------ა „ბ-------–ა 2---“-ის დამფუძნებელ სანოტარო აქტში და ა---------ა ,,ბ-------–ა 2---’’-ის დამფუძნებელ წევრებად შევიდნენ გ--–ა ნ------ე და ნ-------- ღ------–---–ი. მათი შენატანი ა---------აში განისაზღვრა სამშენებლო მასალით. სამშენებლო მასალის ღირებულებად განისაზღვრა 100000 ლარი. სადავო არ არის, რომ ამ პირებს თავიანთი შენატანი ა---------აში არ შეუტანიათ, რის საფუძველზეც ა---------ის 2012 წლის 22 ოქტომბრის კრების ოქმის თანახმად გავიდნენ ა---------იდან. სადავო არ არის, რომ ამ პირებს ა---------ის ქონებიდან არაფერი არ მიუღიათ.
სასამართლო განმარტავს, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ა---------ის წევრები კისრულობენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი მოქმედებების, უპირველ ყოვლისა შესატანის შეტანის ვალდებულების განხორციელებას.
სკ-ის 932-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.
შესატანის შეტანის ვალდებულება ა---------ის წევრის ერთ-ერთი ცენტრალური ვალდებულებათაგანია, რომელთა შეტანაც ა---------ის საერთო მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია. ა---------ის თითოეული წევრის მიერ განხორციელებულ შესრულებას უპირისპირდება არა რაიმე საპასუხო შესრულების ვალდებულება, არამედ თითოეული ა---------ის წევრი მოქმედებს საერთო სასარგებლო მიზნის მისაღწევად.
შესაბამისად, შესატანის შეტანის განუხორციელებლობა ა---------ის წევრს უფლებას ართმევს მოითხოვოს საერთო მიზნიდან გამომდინარე, რაიმე შესრულება ა---------ისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან უდავოა, რომ მოპასუხეებს გ--–ა ნ------ეს და ნ-------- ღ------–---–ს არ განუხორციელებიათ 2--- წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება 100000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის შეტანის თაობაზე, რაც განაპირობებდა მათი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას ა---------ასთან, მათ ვერ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ა---------ის ვალებისათვის. მართალია, ეს პირები ა---------იდან გავიდნენ ვალის აღიარების ხელშეკრულების შემდგომ, 2012 წლის 22 ოქტომბრის კრების ოქმის საფუძველზე შესატანის შეუტანლობის გამო, თუმცა იმის გამო, რომ მათ არ შეუტანიათ შესატანი ა---------აში, სამართლებრივად ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არც წარმოშობილა ა---------ასთან და მათი წევრობა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ამასთან, გ--–ა ნ------ემ და ნ-------- ღ------–---–მა ა---------ა დატოვეს ისე რომ მათ რაიმე შემოსავალი ა---------ისგან არ მიუღიათ. შესაბამისად, 930-ე, 932-ე და 935-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–ა ნ------ე და ნ-------- ღ------–---–ი თავისუფლდებიან ა---------ის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობისაგან.
- ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირებად გვევლინებიან რ----- ფ---–--ე, შ---ი ა-----ე, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ე (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ე.
აღნიშნული პირები წარმოადგენენ 2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---“-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ა---------ის წევრებს. რ----- ფ---–--ეს, ტ-------- ე-–------ეს და დ----- ე-–------ეს ა---------ა არ დაუტოვებიათ და 2012 წლის 10 თებერვლის მდგომარეობითაც წარმოადგენდნენ ა---------ის წევრებს. რაც შეეხება შ---ი ა-----ეს იგი ა---------იდან გავიდა 2012 წლის 22 ოქტომბრის კრების ოქმის საფუძველზე, შესაბამისად, 2012 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით შ---ი ა-----ე წარმოადგენდა ა---------ის წევრს.
3.2.2. არ დგინდება 2012 წლის 10 თებერვლის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი;
2--- წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) „ბ-------–ა 2---“-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მეოთხე მუხლით განისაზღვრა, რომ ა---------ას გაუძღვებოდა ა---------ის თავმჯდომარე, რ----- ფ---–--ე, ხოლო თანათავმჯდომარეს წარმოადგენდა შ---ი ა-----ე.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ა---------ის თავმჯდომარე წარმოადგენდა ა---------ას მესამე პირებთან ურთიერთობაში, უფლებამოსილი იყო დაედო გარიგება ა---------ის სახელით, ამასთან თავმჯდომარე ერთპიროვნულად იყო უფლებამოსილი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიუღებელ საცხოვრებელ სახლში გაესხვისებინა უფლებები იმ ბინებზე, რომელიც იქნებოდა ა---------ის საერთო საკუთრება. ეს წესი არ ეხებოდა უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც ბინების განაწილების შემდეგ იქნებოდა დამფუძნებელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში და რომლებიც წინასწარი ჩანაწერით რეგისტრირებული იქნებოდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად, ა---------ის ყველა დამფუძნებლის თანხმობით მიიღებოდა გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა---------აში დამატებითი შენატანების ოდენობის დადგენაზე; ასაშენებლად საცხოვრებელ სახლში ბინების განაწილების შესახებ ა---------ის დამფუძნებელთა შორის. ხელშეკრულების 4.6. პუნქტის თანახმად, ა---------ის სახელით წერილობითი გარიგების დადებისას ა---------ის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს, რომ იგი მოქმედებს ა---------ის სახელით.
როგორც აღინიშნა, 2012 წლის 10 თებერვალს რ----- ფ---–--ესა და ა-–---------- რ-------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითა, რომ რ----- ფ---–--ე მოქმედებდა როგორც „ბ-------–ა 2---”-ის თავმჯდომარე.
ხელშეკრულების 2.1 მუხლით აღიარებულია გ------- რ-------–---–ის მიმართ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის ფაქტი. ხელშეკრულების 2.3 მუხლის მიხედვით, ა---------ის თავმჯდომარემ ასევე აღიარა ის გარემოება, რომ მითითებული თანხა გამოყენებული იყო ა---------ის მიზნებისათვის.
შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით რ----- ფ---–--ე მოქმედებდა ა---------ის სახელით წესდებით მისთვის, როგორც თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება წესდებით რ----- ფ----–--ისათვის მინიჭებულ თავმჯდომარის უფლებამოსილებებს და ამგვარი ვალდებულების აღება მას ა---------ის სახელით შეეძლო.
ვალის აღიარების ხელშეკრულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ვალი წარმოიშვა რ----- ფ---–--ესა და ა---------ას შორის გაფორმებული 2--- წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის წარმოშობის საფუძველი, ამ შემთხვევაში გავლენას ვერ ახდენს რ----- ფ---–--ისათვის მინიჭებული თავმჯდომარის უფლებამოსილების ნამდვილობაზე და არც რაიმე სხვა საფუძვლით ნების ნაკლზე.
იმ პირობებში, როცა ვალის აღიარების ხელშეკრულებით, გ------- რ-------–---–ისა და ა---------ის თავმჯდომარის მიერ დადასტურებულია, რომ აღიარებული ვალი მოხმარდა ა---------ის მიზნებს, მტკიცების ტვირთი იმ ფაქტისა, რომ აღიარებული ვალი (50 000,00 აშშ დოლარი) არ მოხმარდა ა---------ას, ეკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ზიდვა აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 10 თებერვლის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 411-ე, 930-ე, 932-ე, 937-ე, 938-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გ------- რ-------–---–ის სარჩელი ეფუძნება 2012 წლის 10 თებერვლის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც ა---------ა „ბ-------–ა 2---”-ის თავმჯდომარემ აღიარა ა---------ის ფულადი ვალდებულების (50 000,00 აშშ დოლარი) არსებობა მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება ნების თავისუფალი გამოვლენის ერთ-ერთი გამოხატულებაა და თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი ელემენტია. ვალის არსებობის აღიარება გულისხმობს მოვალის ნებასა და მზაობას ვალდებულების შესრულების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ახალ მოთხოვნას ქმნის ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად. ვალის არსებობის აღიარება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაშიც, შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (იხ.სუსგ №ას-938-900-2014, 30.10.2015წ.; სუსგ №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ #ას-413-391-2012, 25.09.2012წ.).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად წარმოდგენილი 2012 წლის 10 თებერვლის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს და წარმოადგენს ახალ ხელშეკრულებას და მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლი განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობიდან ა---------ის წევრის გასვლის შესაძლებლობას, მისი გასვლის წესს და ასევე ა---------იდან ა---------ის წევრის გასვლის თანმდევ შედეგებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით.
მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება მისი მონაწილეებისთვის დაკავშირებულია მაღალ რისკთან. ეს რისკი გამოიხატება იმაში, რომ ა---------ის წევრი საერთო ვალდებულებებზე პასუხისმგებელია მაშინაც, როდესაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ა---------ის წევრის გასვლით ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება არ წყდება, გასული ა---------ის წევრი ისევეა პასუხისმგებელი საერთო ვალდებულებებზე, როგორც ერთობლივი საქმიანობის ა---------აში წევრად დარჩენის შემთხვევაში. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გასული ა---------ის წევრი მესამე პირების წინაშე ვალდებულია იმ წესით, რაც მისი ა---------იდან გასვლის დროს არსებობდა და ამასთან, მხოლოდ იმ ვალდებულებებზე, რაც მისი ერთობლივი საქმიანობის ა---------აში მონაწილეობის პერიოდში წარმოიშვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------ის წევრები – შ---ი ა-----ე ა---------იდან გავიდა მაშინ, როდესაც უკვე სახეზე იყო ვალდებულება გ------- რ-------–---–ის მიმართ და ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ა---------ის კრედიტორს. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა---------ის ყოფილი წევრი შ---ი ა-----ე ა---------იდან გასვლის შემდეგაც ვერ გათავისუფლდება მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებისგან და იგი პასუხისმგებელია ა---------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
სადავო არ არის გარემოება, რომ რ----- ფ---–--ე ა---------იდან არ გასულა. შესაბამისად, ის როგორც ა---------ის წევრი პასუხს აგებს გ------- რ-------–---–ის წინაშე ა---------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. ასევე არ გასულა ა---------იდან დ----- ე-–------ე და ტ-------- ე-–------ე, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ა-–------ ე-–------ე.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეული წილის პროპორციულად.
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ა-–------ ე-–------ის პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიმართ შემოიფარგლება ტ-------- ე-–------ის სამკვიდრო აქტივის ფარგლებით.
შესაბამისად, რ----- ფ---–--ე, შ---ი ა-----ე, დ----- ელისოსიძე და ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ე პასუხს აგებენ სოლიდარულად სკ-ის 937-ე, 463-464-ე მუხლების შესაბამისად, გ------- რ-------–---–ის წინაშე 50 000,00 აშშ დოლარის მოთხოვნაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სხვა მოპასუხეთა მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი პასუხისმგებლობის საფუძველი ამხანგობის მიმართ მოთხოვნაზე დაუსაბუთებელია (იხ. 3.2.1. პუნქტი).
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი განმარტავს - სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. (იხ.სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ ზიანის ასანაზღაურებლად დაგვიანებით გადახდილი თანხის წლიური 15,75%, 2012 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, რადგანაც მოპასუხეები შესაგებლით არ დაეთანხმნენ სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა. მოსარჩელის მიერ რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის შემოსავლის (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებს: რ----- ფ---–--ეს, შ---ი ა-----ეს, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ეს (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 2445 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებს: რ----- ფ---–--ეს, შ---ი ა-----ეს, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ეს (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2475 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან ამ მოპასუხეთა მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ------- რ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გ--–ა ნ------ის, ნ-------- ღ------–---–ის, გ------- გ--------–--ის, მ------- ბ-------–---–ის, ვ--–------ა კ-------–------ის და ნ------- რ-–----ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს: რ----- ფ---–--ეს, შ---ი ა-----ეს, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ეს (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
4. გ------- რ-------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. გ------- რ-------–---–ის სარჩელი მოპასუხეების: ნ------- რ-–----ის, ვ--–------ა კ-------–------ის, ც---–ა ე-–------ის უფლებემონაცვლე ა-–------ ე-–------ის, გ------- გ--------–--ის, მ------- ბ-------–---–ის, გ------- ბ--------ის, ზ------ ქ-–--–-–---–ის, ხ------ა ფ---–--ის, ლ---–ა გ--------–---–ის, თ---------- გ--------–---–ის, გ--–ა ნ------ისა და ნ-------- ღ------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. მოპასუხეებს: რ----- ფ---–--ეს, შ---ი ა-----ეს, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ეს (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 2445 ლარის ანაზღაურება.
8. მოპასუხეებს: რ----- ფ---–--ეს, შ---ი ა-----ეს, ტ-------- ე-–------ის უფლებამონაცვლე ა-–------ ე-–------ეს (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) და დ----- ე-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2475 ლარის ანაზღაურება.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე