გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24148-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე: ლ--–- ც-------ე
წარმომადგენელი: რე---- ც-------ე
მოპასუხე: შპს ,,მ---ჯ-------ა“
წარმომადგენელი: გი-------–---–--ე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ---ჯ-------ა“-ს მოსარჩელე ლ--–- ც-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვის სახელფასო დავალიანება 14 000 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე შპს ,,მ---ჯ-------ა“-ს მოსარჩელე ლ--–- ც-------ის სასარგებლოდ დაეკისროს:
2017 წლის თებერვლის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0,07%, 2017 წლის 01 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე (195 დღე) 477,75 ლარი.
2017 წლის მარტის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0,07%, 2017 წლის 01 აპრილიდან სარჩელის შეტანის დღემდე (164 დღე) 401,8 ლარი.
2017 წლის აპრილის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0,07%, 2017 წლის 01 მაისიდან სარჩელის შეტანის დღემდე (134 დღე) 328,3 ლარი.
2017 წლის მაისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0,07%, 2017 წლის 01 ივნისიდან სარჩელის შეტანის დღემდე (103 დღე) 252.35 ლარი, სულ 1460 ლარი.
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს არსებული დავალიანების 14000 ლარის 0,07% გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღეში 9,8 ლარს შეადგენს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის ივნისიდან ლ--–- ც-------ე დასაქმებულია შპს ,,მ---ჯ-------აში“ რეანიმაციის განყოფილების გამგედ. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით მისი ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი შეადგენდა 3500 ლარს. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 01 ივნისს.
მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის ივნისი - 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით ხელფასი ანაზღაურებულია, ხოლო 4 თვის ხელფასი 2017 წლის თებერვლიდან- 2017 წლის მაისის თვის ხელფასის ჩათვლით, არ აუნაზღაურებია და ერიცხება სახელფასო დავალიანება ჯამში 14 000 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ყოველთვიურად ფიქსირებული ხელფასი შეადგენს 3500 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით ხელფასი გადაიხდებოდა ყოველი თვის ბოლოს. მოპასუხეს არ აქვს გადახდილი ბოლო 4 თვის, 2017 წლის თებერვალ-მაისის ხელფასი. შესაბამისად, 2017 წლის თებერვლის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს 0,07% 2017 წლის 01 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე (195 დღე), რაც 477,75 ლარია. 2017 წლის მარტის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს 0,07% 2017 წლის 01 აპრილიდან სარჩელის შეტანის დღემდე (164 დღე), რაც 401,8 ლარია. 2017 წლის აპრილის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს 0,07% 2017 წლის 01 მაისიდან სარჩელის შეტანის დღემდე (134 დღე), რაც 328,3 ლარია. 2017 წლის მაისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს 0,07% 2017 წლის 01 ივნისიდან სარჩელის შეტანის დღემდე (103 დღე), რაც 252.35 ლარია, სულ 1460 ლარი.
სარჩელის შეტანის დღეს სახელფასო დავალიანება შეადგენს 14 000 ლარს, შესაბამისად, გადაწვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ეკისრება ჯამური თანხის 0,07%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9,8 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობებში დამსაქმებლის ხელფასი ფიქსირებული შეადგენს 3 500 ლარს 100%-იანი დატვირთვის პირობებში, 450 ს/დ (საწოლ დღის პირობებში), თანახმად 2016 წლის 27 თებერვლის 16 ბრძანებისა. შესაბამისად, 2016 წლის 17 თებერვლის N-- ბრძანება ადგენს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოსარჩელე როგორც დასაქმებული მიიღებდა ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასის სახით 3 500 ლარს სრულად. აღნიშნული ბრძანება მოპასუხემ, დამსაქმებელმა პირადად გააცნო მოპასუხეს, რაც დადასტურებულია ბრძანებაზე მოპასუხის ხელმოწერით.
აღნიშნული ბრძანების გათვალისწინებით მოპასუხე მიუთითებს მის მიერ შედგენილ ლ--–- ც-------ის მიერ ფაქტობრივად მისაღები და მიღებული (დარიცხული და მიღებული ხელფასის) დაანაგრიშების უფრო ზუსტი ცხრილზე, რომლის მიხედვითაც 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში მოცემულია ყოველთვიურად ე.წ. საწოლ დღეების რაოდენობა და ამის შესაბამისად დატვირთვის პროცენტი და ამის შესაბამისად მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად მისაღები და მიღებული თანხების ოდენობა. ცხრილში დაჯამებული თანხების შესაბამისად, ლ--–- ც-------ის 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში ე.წ. საწოლ დღეების რაოდენობის დატვირთვის პროცენტის პროპორციულად უნდა მიეღო საერთო ჯამში 36 219 ლარი, ფაქტობრივად კი მიღებული აქვს 49 000 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს არათუ დავალიანება აქვს მოსარჩელის მიმართ არამ--- 12 781 ლარით მეტი აქვს მიღებული მოპასუხისაგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 25 ივნისს ლ--–- ც-------ე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული იქნა შპს ,,მ---ჯ-------ას“ რეანიმაციული განყოფილების გამგის პოზიციაზე.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება ფიქსირებულად შეადგენდა 3500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2014 წლის 25 ივნისის შრომის ხელშეკრულება (ს.ფ.15-19);
3.1.2. 2016 წლის 1 მარტს, ლ--–- ც-------ეს და შპს ,,მ---ჯ-------ას“ შორის კვლავ დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო რეანიმაციული განყოფილების გამგის პოზიციაზე.
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით.
ამ ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ თუ დამსაქმებელი წერილობით (ბრძანებით ან ახალი ხელშეკრულებით) ამ ვადის ბოლო დღეს არ გააგრძელებს ამ ხელშეკრულების მოქმ---ების ვადას, წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება გაუქმებულად და შესაბამისად, დასაქმებული გათავისუფლებულად. ამასთან, თუ ამ ვადის გასვლა დაემთხვა არასამუშაო დღეს, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 01 მარტის შრომის ხელშეკრულება (ს.ფ.20-22);
3.1.3. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 01 ივნისს, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ გამოცემული N-- ბრძანებით, რომლის თანახმად, ლ--–- ც-------ე გათავისუფლდა შპს ,,მ---ჯ-------ას“ რეანიმაციული განყოფილების უფროსის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული მიუთითებს მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების ვადის 2017 წლის 1 მარტის შემდგომ გაგრძელების ფაქტზე (ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შპს ,,მ--- ჯ-------ას“ 2017 წლის 01 ივნისის N-- ბრძანება (ს.ფ.49).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ რას შეადგენდა მოსარჩელის შრომის ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად ფიქსირებულ 3500 ლარს, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და აღნიშნა, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება დამოკიდებული იყო შესაბამის გამომუშავებაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 1 მარტის შრომითი ხელშეკრულებით, 2014 წლის 25 ივნისის შრომის ხელშეკრულებისაგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა დასაქმებულის შრომის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (ეროვნულ ვალუტაში) დამსაქმებლის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოდან დამსაქმებელთან ფაქტიურად შემოსული თანხის შესაბამისად, თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში ანაზღაურება გაიცემა შემოსული თანხის პროპორციულად ყოველი საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე ( მუხლი 1).
ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებლის ხელფასი შეადგენს: ფიქსირებულ 3500 ლარს, გამომუშავება 100% დატვირთვის პირობებში 450 ს/დ, თანახმად 2016 წლის 27 თებერვლის N-- ბრძანების (ს.ფ. 20).
შპს ,,მ---ჯ-------ას“ 2016 წლის 27 თებერვლის N-- ბრძანების თანახმად, რომელიც ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან, განყოფილებებში ფიქსირებული ხელფასები განისაზღვრა გამომუშავებული თანხის ზედა ზღვარის შესაბამისად, კერძოდ, ემერჯენსის 18000 ლარი, ქირურგიული განყოფილება 40000-55000 ლარი, რეანიმაციული განყოფილება 450 ს/დ (საწოლ/დღე). აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს შესრულების ზედა ზღვარს იმისათვის, რომ ფიქსირებული ხელფასები გაიცეს 100%-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების გაანგარიშება მოხდება შესაბამისი გამომუშავების პროცენტით (ს.ფ.75).
ბრძანება ინდივიდუალურად გაეცნო თანამშრომლებს. მოსარჩელე ლ--–- ც-------ის მიერ 2016 წლის 27 თებერვლის #-- ბრძანების გაცნობა დადასტურებულია მისი ხელმოწერით (ს.ფ.76).
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და #-- ბრძანების (რომელზე მითითებასაც შეიცავს თავად 01.03.2016წ. შრომის ხელშეკრულება) საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრძანებით დადგენილი იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული ფიქსირებული ხელფასის ზედა ზღვარი (მაქსიმალური ოდენობა) – 3500 ლარი, ამასთან, აღნიშნული ოდენობით ფიქსირებული ხელფასის 100%-ით გაცემა დამოკიდებული გახდა რეანიმაციული განყოფილების 450 ს/დ დატვირთვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის ხელფასების გაანგარიშება მოხდებოდა შესაბამისი გამომუშავების პროცენტით.
3.2.2. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „მ--- ჯ-------ას“ გენერალური დირექტორისა და ეკონომისტის მიერ გაცემული მონაცემები (ცხრილის სახით) ლ--–- ც-------ისათვის 01.01.2016 - 01.06.2017 წელს დარიცხული, მიღებული და მიუღებელი ხელფასების ოდენობების თაობაზე, საიდანაც ირკვევა სარჩელით სადავო პერიოდში - 2017 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით დროის მონაკვეთში, დატვირთულობისა (რეანიმაციული განყოფილების საწოლ დღეეების რაოდენობა) და მის შესაბამისად ლ--–- ც-------ის მიერ მისაღები თანხების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: 2017 წლის თებერვლის თვეში 364 ს/დ, 80,90% დატვირთულობის პირობებში ლ--–- ც-------ისათვის მისაღები თანხის ოდენობამ შეადგინა - 2022,5 ლარი, 2017 წლის მარტის თვეში 47,80% დატვირთულობის გათვალისწინებით - 1673 ლარი, 2017 წლის აპრილის თვეში 41,10% დატვირთულობის გათვალისწინებით -1439 ლარი, 2017 წლის მაისის თვეში 29,33% დატვირთულობის გათვალისწინებით - 1027 ლარი (ს.ფ.77).
21.05.2018 წლის სს ,,თიბისი ბანკის“ N---------- ცნობით დასტურდება, რომ ლ--–- ც-------ის ლარის საბარათე ანგარიშზე (ანგ.N: GE--------------------) 2017 წლის 01 თებერვლიდან 2018 წლის 21 მაისამდე (დრო 16:55) არ ფიქსირდება შპს ,,მ---ჯ-------ას“ (ს.კ. 20------7) მიერ თანხის ჩარიცხვა (ს.ფ.62).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება ფიქსირებული ხელფასის თაობაზე და დადგინდა მხარეთა შეთანხმება გამომუშავების შესაბამისად შრომის ანაზღაურებაზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--–- ც-------ის მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანება სარჩელით სადავო პერიოდში შეადგენს 2017 წლის თებერვლის - 2022,5, მარტის - 1673, აპრილის - 1439 და მაისის თვის -1027ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ევროპის სოციალური ქარტია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად ''1. შრომა თავისუფალია... 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.''
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
როგორც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 1 მარტის შრომითი ხელშეკრულებით, 2014 წლის 25 ივნისის შრომის ხელშეკრულებისაგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა დასაქმებულის შრომის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (ეროვნულ ვალუტაში) დამსაქმებლის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოდან დამსაქმებელთან ფაქტიურად შემოსული თანხის შესაბამისად, თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში ანაზღაურება გაიცემა შემოსული თანხის პროპორციულად ყოველი საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებლის ხელფასი შეადგენს: ფიქსირებული 3500 ლარს, გამომუშავება 100% დატვირთვის პირობებში 450 ს/დ, თანახმად 2016 წლის 27 თებერვლის N-- ბრძანებისა.
შპს ,,მ---ჯ-------ას“ 2016 წლის 27 თებერვლის N-- ბრძანებით, რომელიც ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან, განყოფილებებში ფიქსირებული ხელფასები განისაზღვრა გამომუშავებული თანხის ზედა ზღვარის შესაბამისად, მათ შორის, რეანიმაციული განყოფილებაში 450 ს/დ (საწოლ/დღე) წარმოადგენს შესრულების ზედა ზღვარს იმისათვის, რომ ფიქსირებული ხელფასები გაიცეს 100%-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების გაანგარიშება მოხდება შესაბამისი გამომუშავების პროცენტით. ბრძანების ინდივიდუალურად გაეცნობა მოსარჩელე ლ--–- ც-------ის მიერ დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და #-- ბრძანების (რომელზე მითითებასაც შეიცავს თავად 01.03.2016წ. შრომის ხელშეკრულება) საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრძანებით დადგენილი იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული ფიქსირებული ხელფასის ზედა ზღვარი (მაქსიმალური ოდენობა) – 3500 ლარი, ამასთან, აღნიშნული ოდენობით ფიქსირებული ხელფასის 100%-ით გაცემა დამოკიდებული გახდა რეანიმაციული განყოფილების 450 ს/დ დატვირთვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის ხელფასების გაანგარიშება მოხდებოდა შესაბამისი გამომუშავების პროცენტით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმ---ების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად: 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის თებერვლიდან მაისის თვის (4 თვე) განმავლობაში მიუღებელი ხელფასისა და მისი დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, ფიქსირებული თანხის 3500 ლარის გათვალისწინებით.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1-3.2.2 პუნქტებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელის შრომის ანაზღაურება სარჩელით სადავო პერიოდში იყო გამომუშავებით და შესაბამისი დატვირთვის გათვალისწინებით, მოპასუხის სახელფასო დავალიანება დასაქმებულის მიმართ შეადგენს 2017 წლის თებერვლის 2022,5, მარტის 1673, აპრილის 1439 და მაისის თვის 1027ლარს.
შესაბამისად, მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება მოპასუხეს მოსთხოვოს ზემოაღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულება. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული ზემოთ მითითებული თანხების ნაწილში მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილების საფუძველია. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის სხვადასხვა პერიოდში გადახდილი თანხების ოდენობის გათვალისწინებით მიღებული აქვს ზედმეტი თანხა, ვერ გახდება იმ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რა პერიოდის დავალიანებაც დადგინდა მოცემულ საქმეზე. როგორც აღინიშნა, წინამდებარე სარჩელი აღძრულია ლ--–- ც-------ის მიერ, რომლითაც ითხოვს კონკრეტულ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 248-ე მუხლებით დადგენილი დანაწესით ლ--–- ც-------ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლო ვერ იმსჯელებს სხვა პერიოდში მისთვის გადახდილი თანხების საფუძვლიანობაზე.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.“
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
სშკ-ის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმ---ების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც:
ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი;
ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს;
გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულებით დასაქმებულის მიერ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (ეროვნულ ვალუტაში) დამსაქმებლის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოდან დამსაქმებელთან ფაქტიურად შემოსული თანხის შესაბამისად, თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში ანაზღაურება გაიცემა შემოსული თანხის პროპორციულად ყოველი საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე.
ამდენად, დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულისათვის ხელფასი აენაზღაურებინა ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამსაქმებელმა დადგენილ დროში არ შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელეს დღემდე არ მიუღია 2017 წლის თებერვლის 2022,5 ლარი, 2017 წლის მარტის 1673 ლარი, 2017 წლის აპრილის 1439 ლარი, 2017 წლის მაისის 1027 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 2022,5 ლარის 0,07%-ის გადახდა 2017 წლის 1 მარტიდან, მარტის თვის დავალიანების 1673 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება 2017 წლის 1 აპრილიდან, აპრილის თვის სახელფასო დავალიანების 1439 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება 2017 წლის 1 მაისიდან, მაისის თვის სახელფასო დავალიანების 1027 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება 2017 წლის 1 ივნისიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სსსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად, 1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 6161,5 (2022,5+1673+1439+1027) ლარისა და ამ თანხის 0,07%-ის -4,31 ლარის სამ წელზე ნამრავლის, 4719,45 ლარის ჯამს, რაც 10880,95 ლარია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსსკ-ის 39.1 „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულების 10880,95 ლარის 3%-ის, 326,42 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ--–- ც-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „მ---ჯ-------ას“ ლ--–- ც-------ის სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. 2017 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების 2022,5 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის, 2022,5 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2.2. 2017 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების 1673 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის, 1673 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2.3. 2017 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების 1439 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის, 1439 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2.4. 2017 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების 1027 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის, 1027 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3. შპს ,,მ---ჯ-------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 326,42 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა