გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210016001337692
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/10246-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ს----------–-------–------–--“

წარმომადგენელი - ზ---- ი-------, ს-------- პ-------–---–-

 

მოპასუხე - შპს ,,ს--------–ი“

წარმომადგენელი - ვ-–-------- ს-----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს ,,ს--------–ს“ მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N--------ს პირობების შეუსრულებლობის გამო საავანსო თანხის _ 233327.42 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2015 წლის 31 მარტს შპს „ს----------–-------------------–------–------–-------------------------სა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N-------

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2----–-–------------–-- N----- ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა შპს „ს----------–-------–------–--“.

 

2015 წლის 31 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს 81 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 849 900 ლარის ღირებულების სამუშაო, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. ვინაიდან, მიმწოდებლის მიერ ვერ მოხერხდა შეთანხმებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულება, მხარეებს შორის 2015 წლის 15 ივნისს გაფორმდა შეთანხმება N-, რომლის თანახმადაც სამუშაოს შესრულების ვადა 81 კალენდარული დღის ნაცვლად განისაზღვრა 204 კალენდარული დღით (2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით). მხარეებს შორის 2015 წლის 9 ნოემბერს კვლავ გაფორმდა შეთანხმება N-, რომლის საფუძველზეც სამუშაოს შესრულების ვადა კვლავ გაგრძელდა და განისაზღვრა 254 კალენდარული დღით, 2015 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

2015 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმების ოქმი N-, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა მხარეთა რეკვიზიტებში.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გაიცა ავანსის თანხა (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327,42 ლარის ოდენობით.

 

შპს „ს--------–ი“-ს მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც შპს „ს----------–-------–------–--“-მ მოპასუხის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლის თავმჯდომარის 2016 წლის 5 აპრილის განკარგულებით შპს „ს--------–ი“ დარეგისტრირდა „შავ სიაში“.

 

2016 წლის 23 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა ს----------------“, საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნით, რაზედაც უარი მიიღო. 2016 წლის 6 აპრილს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მის მიერ ავანსის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. შპს „ს--------–ი“ აღიარებს ავანსის სახით თანხის მიღებას, თუმცა ანგარიშსწორება დღემდე არ განუხორციელებია, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე თანხის დაკისრებას, კერძოდ, გადახდილი ავანსის დაბრუნებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ს--------–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მითითებული პირობების გათვალისწინებით. მოპასუხე ადასტურებს, წესდებაში ცვლილების განხორციელების საფუძველზე, მოსარჩელის სახელწოდების შეცვლის ფაქტს, ისევე როგორც მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, თუმცა ის უარყოფს, შპს „ს--------–ის“ მხრიდან ხელშეკრულების ხელოვნურად დარღვევის ფაქტს.

მოპასუხე ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ნამდვილად გაიცა ავანსი 233 327,42 ლარის ოდენობით, თუმცა ის თვლის, რომ მის მიერ შესრულდა სამუშაოები.

მოპასუხე მიიჩნევს, რომ „ს----------–-------–------–--“-ს არ გააჩნდა მოპასუხის „შავ სიაში“ რეგისტრაციის ინტერესი, ამასთანავე ის უთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებად, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საქმის განხილვაზე ან მის შედეგზე.

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 31 მარტს შპს „ს----------–-------------------–------–------–-------------------------სა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N-------

 

ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა ,,კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ-------დან პ---------დე რეაბილიტაციის“ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (S-----------) და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა (შპს ,,ს--------–ი“), როგორც გამარჯვებულმა კომპანიამ, აიღო ვალდებულება, 81 კალენდარული დღის განმავლობაში (2015 წლის 20 ივნისი) მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაო 849900 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 31 მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 21-26).

4.2 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2----–-–------------–-- N----- ბრძანების საფუძველზე, შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------------------ის“ წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ს----------–-------–------–--“.

 

ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, დასახელების შეცვლა არ გამოიწვევს კომპანიასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ცვლილებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–------------–-- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N----- (ს.ფ 16-17);

- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ 18-20).

 

4.3. მხარეებს შორის 2015 წლის 15 ივნისს გაფორმდა შეთანხმება N-, რომლის თანახმადაც სამუშაოს შესრულების ვადა 81 კალენდარული დღის ნაცვლად განისაზღვრა 204 კალენდარული დღით (2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 15 ივნისის შეთანხმება N- (ს.ფ 27);

4.4. 2015 წლის 9 ნოემბერს შპს „ს----------–-------–------–--“-ს და შპს „ს--------–ს“ შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება N-, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა N------- ხელშეკრულების პირველ მუხლში (ხელშეკრულების საგანი და ღირებულება) და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 254 კალენდარული დღე (2015 წლის 20 დეკემბრამდე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება N- (ს.ფ 28).

4.5. 2015 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმების ოქმი N-, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა მხარეთა რეკვიზიტებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 28 დეკემბრის შეთანხმება N- (ს.ფ 29).

4.6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ს--------–მა“ მოსარჩელეს წარუდგინა საავანსო საბანკო გარანტია, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ გაიცა ავანსის თანხა (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327,42 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- P--------------ის მიერ გაცემული და სს ბაზის ბანკის მიერ ავიზირებული საბანკო გარანტია (ს.ფ 31-34);

- საგადასახადო დავალება N8---- (ს.ფ 35).

4.7. შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ს----------–-------–------–--“-მ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,ს--------–ის“ დარეგისტრირება „შავ სიაში“.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის განკარგულებით, შპს ,,ს--------–ი“ 2016 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა „შავ სიაში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ს----------–-------–------–იის“ 2016 წლის 5 თებერვლის N----- შეტყობინება (ს.ფ 36-37);

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 5 აპრილის N-135 განკარგულება (ს.ფ 38-41).

4.8. 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელემ წერილით მიმართა ს----------------“ და პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გამო ითხოვა გარანტიის ფარგლებში გადაგზავნილიყო თანდართული დოკუმენტები გარანტიაში მითითებულ მისამართზე

 

სვივტით მიღებული პასუხით მოსარჩელემ უარი მიიღო საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ს----------–-------–------–იის“ 2016 წლის 23 მარტის N----- წერილი (ს.ფ 42);

- სს ბაზის ბანკის 2016 წლის 31 მარტის მიმართვა (ს.ფ 45-47);

--------დან მიღებული წერილები (ს.ფ 99-110).

 

4.9. შპს ,,ს----------–-------–------–--მ“ 2016 წლის 6 აპრილი წერილით მიმართა შპს ,,ს--------–ს“ და აცნობა მათ შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ამასთან მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხის 233327.42 ლარის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ს----------–-------–------–იის“ 2016 წლის 6 აპრილს N------ წერილი.

 

4.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველომ საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.

 

ექსპერტიზის წინაშე დაისვა კითხვები, 1) შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, რეალურად შესრულებული კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე რეაბილიტაციის სამუშაოები (ხელშეკრულება N------- თარიღი 31.03.2015წ) შეესაბამება თუ არა 2015 წლის 08 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისის და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებულ მონაცემებს; 2) ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ადგილი ხომ არ აქვს ფასების ხელოვნურად ზრდას და რა იყო ამ სამუშაოების და მასალების ღირებულება საბაზრო ფასებით იმ პერიოდისათვის; 3) ხარისხიანადაა თუ არა დადგენილებაში მითითებული შესრულებული სამუშაოები და შეესაბამება თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობებით გათვალისწინებულ და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებს; 4) კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისას შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებული სამუშაოების გარდა დამატებით შესრულებულია თუ არა სამუშაოები. დადებითი პასუხის შემთხვევაში დამატებით რა ღირებულების და მოცულობის სამუშაოები იქნა შესრულებული.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ივნისის დასკვნის თანახმად, პირველ კითხვაზე ,,გამოსაკვლევი ობიექტი, შემსრულებელი კომპანიისა და ექსპერტიზის დამნიშნავი ორგანოს წარმომადგენელთა თანდასწრებით ჩემს მიერ იქნა ადგილზე შესწავლილი, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------------------ა“-სთან 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს--------–ი“-ს, კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე წარმოებული აქვს რიგი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები. ვიზუალურად აღნიშნულ ობიექტზე აღენიშნებოდა რიგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალი, ხოლო ვინაიდან ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოებიც) განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ტექნიკურად შეუძლებელია. ასევე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის მაგისტრალურ არხში წყალი იყო გაშვებული, შესაბამისად შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, რეალურად შესრულებული კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამური თანხით 110987.68 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით, შეესაბამება თუ არა 2015 წლის 08 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისის და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებულ მონაცემებს, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“.

 

ექსპერტი მეორე კითხვაზე უთითებს ,,წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დადგინა, რომ შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა და შემდგომში გახდა როგორც მიმწოდებელი კომპანია შპს ,,ს--------–ი“, შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ ფორმა N--ებში დაფიქსირებული სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შეესაბამება სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულ ღირებულებებს, ასევე ფორმა 2-ებში დაფიქსირებული სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შედარებულ იქნა საქართველოში მოქმედი ,,სამშენებლო რესურსული ფასები 2015/2016 წლებში“ მოცემულ მონაცემებს, სადაც მოცემულია სამშენებლო ბაზარზე არსებული საშენი მასალები, თავისი სპეციფიკებით და ერთეული ღირებულებებით, ასევე მანქანა-მექანიზმების მომსახურებისა და შრომითი ანაზღაურების ერთეული ღირებულებები არ აღემატება იმ პერიოდისათვის (როდესაც ჩატარდა სამუშაოები) სამშენებლო ბაზარზე არსებულ მონაცემებს“.

 

მესამე კითხვაზე - ,,წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით, ასევე საკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლით დადგინა, რომ ვინაიდან შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, ხარისხიანადაა თუ არა დადგენილებაში მითითებული შესრულებული სამუშაოები და შეესაბამება თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობებით გათვალისწინებულ და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტების მოთხოვნებს, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“.

 

მეოთხე კითხვაზე: ,,წარდგენილი სატენდერო ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N--ების ურთიერთშედარებით დადგინდა რომ შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ, კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ--------დან პ---------მდე წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დამატებით შესრულებული აქვს კლდოვანი ქანის დამუშავებითი სამუშაოების ექსკავატორით (ე.წ კოდალით), ფორმა N--ების მიხედვით ჯამური ღირებულებით 4467.80 ლარზე, ხოლო ვინაიდან აღნიშნული სამუშაოც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, აღნიშნული სამუშაოს ზუსტ მოცულობაზე და რეალურად გახარჯულ თანხაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს“.

 

4.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა 2015 წლის 08 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისის და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებულ სამუშაოთა აქტების ანგარიშსწორებას.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შ--------------–-------–------–---“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 879-ე, 417-ემუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. 2015 წლის 31 მარტს შპს „ს----------–-------------------–------–------–-------------------------სა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------- ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა ,,კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პ-------დან პ---------დე რეაბილიტაციის“ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (S-----------) და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა (შპს ,,ს--------–ი“), როგორც გამარჯვებულმა კომპანიამ, აიღო ვალდებულება, 81 კალენდარული დღის განმავლობაში (2015 წლის 20 ივნისი) მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაო 849900 ლარად. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არაერთი შეთანხმების შედეგად, შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების სრული მოცულობით დასრულების საბოლოოდ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 20 დეკემბერი.

 

2015 წლის 31 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მიმდინარეობის პირობებში მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში დასაშვები იყო წინასწარი ანგარიშსწორება სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შესაბამის თანხაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორების (სავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გაიცა ავანსის თანხა (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327,42 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გვევლინება, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის (მოცემულ შემთხვევაში - შპს ,,ს--------–ი“-ს) ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ავანსის თანხის ფარგლებში მას შესრულებული აქვს სამუშაოები, რაც განაპირობებს შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

7.2 შპს ,,ს--------–მა“ ნაწილობრივ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების _ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, აუნაზღაურებელი სამუშაოების ფაქტის დადასტურება.

 

ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულებითა და დანართებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მაქსიმალური ღირებულება 849900 ლარით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად (ხელშეკრულების 5.1.პუნქტი). შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (5.2 პუნქტი).

 

წინამდებარე სარჩელით სადავოა სწორედ გაუქვითავი ავანსის ნაშთის არსებობა და მისი დაბრუნების საფუძვლიანობა. შპს ,,ს----------–-------–------–--“ საკუთარ პოზიციას ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული სამუშაოების აქტები შედგენილია საავანსო თანხის გაცემამდე. აღნიშნულის პასუხად მოპასუხე მხარე უთითებს, რომ აღნიშნული სამუშაოების აქტებში მითითებული შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება არ მომხდარა, შესაბამისად, იგი უნდა გამოიქვითოს საავანსო თანხიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს და შესაბამისად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სასამართლო გამოიყენებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ კერძოსამართლებრივ რეგულაციებს.

 

ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზეც, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სადავო სამუშაოები შესრულებულია მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ვადის ფარგლებში, ამასთან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორებას დაადასტურებდა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტები, მათ შორის - 2015 წლის 08 მაისს შესრულებული სამუშაოს აქტი N-, 2015 წლის 28 მაისის შესრულებული სამუშაოს აქტი N-, 2015 წლის 10 ივნისის შესრულებული სამუშაოს აქტი N- და 2016 წლის 05 თებერვლის შესრულებული სამუშაოს აქტი N-- აღნიშნული აქტების თანახმად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური თანხა შეადგენს 110987.68 ლარს. ამასთან როგორც ექსპერტიზა მიუთითებს, ვერ იმსჯელებს აღნიშნული ჯამური თანხა შეესაბამება თუ არა ზემოაღნიშნულ სამუშაო აქტებში მითითებულ მონაცემებს, ვინაიდან ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოებიც) განეკუთნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ტექნიკურად შეუძლებელია.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ ( ს---------------------- 11.10.2017).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ მოსარჩელის დაკვეთით განახორციელა კ--------ის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფი არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოდავე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხს, მნიშვნელოვანია არა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების _ მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ შეთანხმებული სამუშაოების რეალურად შესრულება და დამკვეთის მიერ შესრულების მიღება. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთსეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს--------–ი“-ს მიერ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დამატებით განხორციელდა 110987.68 ლარის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების თანახმად, არ გაქვითულა ავანსის სახით შემსრულებლისათვის გადახდილი თანხიდან.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კონდიქციური ვალდებულების ფარგლებში შპს ,,ს----------–-------–------–--“-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საფუძველი და შპს ,,ს--------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოებისა მოსარჩელის მიერ მითითებულ 233327.42 ლარის გაუქვითავი საავანსო თანხებს შორის სხვაობის (233327.42-110987.68 ლარი) 122339.74 ლარის დაბრუნება.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სსსკ-ის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იურიდიული პირებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს--------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2621.63 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „ს----------–-------–------–იის“ (ს/კ N---------) სარჩელი შპს ,,ს--------–ი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს ,,ს--------–ს“ (ს/კ N---------) მოსარჩელე შ---------------–-------–------–---“ სასარგებლოდ დაეკისროს 122 339.74 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,ს--------–ს“ (ს/კ N---------) შ---------------–-------–------–---“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2621.63 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

4. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე