გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.11.2018
საქმის ნომერი
330210018002395492
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/10792-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - შპს „ე-–---“

წარმომადგენელი - გ---- შ-----–--–---–ი, პ----- ლ---–----ე, კ------–-------ი

 

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - ააიპ „ქ. თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „ქ. თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „ქ. თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „ქ. თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „ქ. თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი“

წარმომადგენელი - ა-–---------ე ქ--–----ე, გ-----------------–-–---–ი

 

მესამე პირი - ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო"

წარმომადგენელი - ე-----ი ფ------–---–ი, პ----- კ-----ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #---ე საბავშვო ბაგა-ბაღს“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 21 330.6 ლარისა და პირგასამტეხლოს 1785 ლარის გადახდა;

 

1.1.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #---ე საბავშვო ბაგა-ბაღს“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 3234 ლარი;

 

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14231.35 ლარისა და პირგასამტეხლოს 1260 ლარის გადახდა;

 

1.2.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 2804 ლარი;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9263.7 ლარისა და პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა;

 

1.3.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 1337 ლარი;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 20786.75 ლარისა და პირგასამტეხლოს 1600 ლარის გადახდა;

 

1.4.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 3226 ლარი;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16169.5 ლარის და პირგასამტეხლოს 1232 ლარის გადახდა;

 

1.5.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის 3564 ლარი;

 

2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნები:

 

2.1. ააიპ ,,თბილისის #-- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 29 795.30 ლარის ოდენობით.

 

2.2. ააიპ ,,თბილისის N-- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 13 600.50 ლარის ოდენობით.

 

2.3. ააიპ ,,თბილისის N-- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 30 021.10 ლარის ოდენობით.

 

2.4. ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 24 055.00 ლარის ოდენობით.

 

2.5. ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 24 275.30 ლარის ოდენობით.

 

1.1. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება მოპასუხისათვის 421 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 421 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა პროცედურა G----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 3234 ლარის ოდენობით. მტკიცებულება:

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 21330.6 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით. შპს "ე-–---ს" 25.12.2017 წლის N----- წერილის პასუხად მოპასუხემ 2--- წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებელის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც შპს "ე-–---ს" მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0,1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 106.3 ლარი.

მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს". სააგენტოს 27.12.2017 წლის N------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის წერილს საფუძვლად დაედო სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის და 19 დეკემბრის წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 22.12.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს "ა--------------–------–--------ისა" და შპს "ნ---------–--“სგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.2. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება მოპასუხისათვის 174 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 174 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 1337 ლარის ოდენობით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 9263.7 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს". სააგენტოს 27.12.2017 წლის 1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სასამხურის 21.12.2017 წლის წერილს საფუძვლად დაედო სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 15 დეკემბრის და 19 დეკემბრის წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 22.12.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს "ა--------------–------–--------ისა" და შპს "ნ---------–--“-სგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.3. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ნელშეკრულება მოპასუხისათვის 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვანი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 3564 ლარის ოდენობით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 16 169.5 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს". სააგენტოს 27.12.2017 წლის 1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სასამხურის 21.12.2017 წლის წერილს საფუძვლად დაედო სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 15 დეკემბრის და 19 დეკემბრის წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 22.12.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს "ა--------------–------–--------ისა" და შპს "ნ---------–--“-სგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 114 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.4. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება მოპასუხისათვის 365 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 365 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 2804 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 14231.35 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს". სააგენტოს 27.12.2017 წლის 1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.

 

1.5. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება მოპასუხისათვის 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 3226 ლარის ოდენობით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 20786.75 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესაბამისი განცხადებით.

შპს "ე-–---ს” 25.12.2017 წლის N----- წერილის პასუხად მოპასუხემ 23.01.2018 წლის N-- წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებელის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც შპს "ე-–---ს" მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 105.78 ლარი.

მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ "თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს". სააგენტოს 27.12.2017 წლის N------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სასამნურის 21.12.2017 წლის წერილს საფუძვლად დაედო სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის და 19 დეკემბრის წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 22.12.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს "ა--------------–------–--------ისა" და შპს "ნ---------–--" -სისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა (იხ. სარჩელები, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1-2.5. ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის #-- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშო ბაგა-ბაღი’’-ს, შეგებებული სასარჩელო განცხადებები მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ომ გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა G----------------- სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტთა მიმართ სხვა მოთხოვნებთან ერთად, დადგინდა პირობები, რომლის თანახმადაც მომსახურებისას გამოყენებული ყველი უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან. ხოლო კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%-ისა. ამასთან ორივე ზემოაღნიშნული პროდუქტი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N---- ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. შესყიდვის პროცედურაში გაიმარჯვა შპს „ე-–--მა“.

მოპასუხე სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურებას უწევდა მოსარჩელეებს 2016 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2016 წლის 29 ივლისს გამოცხადებულ G------------------------ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შპს „ე-–---ს“ გამარჯვების შედეგად. კარაქისა და ყველას შემადგენლობის მიმართ როგორც 2017 წლის ისე 2016 წლის ხელშეკრულებებში წაყენებული იყო იდენტური მოთხოვნები.

 

2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების 1798 აღსაზრდელთა 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჯამში 1 595.52 ლარის ღირებულების კვების მომსახურების გაწევის თაობაზე. 2017 წლის 14 სექტემბერს კი დაიდო ხელშეკრულება სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების 1844 აღსაზრდელთა 2016 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში 464 411.40 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულებებით შეთანხმებული ღირებულება, ბავშვთა სწრებადობის გათვალისწინებით, სრულად იქნა ანაზღაურებული შპს „ე-–---სათვის“ ორივე ხელშეკრულების ფარგლებში. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ დარღვევების გამოვლენის გამო, სხვა ქმედებებთან ერთად, განხორციელდა მხოლოდ ბოლო თვის, დეკემბრის ანაზღაურების დაყოვნება და მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე უარის თქმა, წარმოშობილი მოთხოვნების ურთიერთ გაქვითვის მიზნით.

 

ორივე სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვება მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის დეტალები. მათ შორის დადგინდა ყველისა და კარაქის მახასიათებლები და მიმწოდებლის ვალდებულება განუხრელად დაეცვა შეთანხმებული მენიუ და პროდუქტის შემადგენლობა. ამის შესახებ მოთხოვნა დადგენილი იყო სატენდერო დოკუმენტაციების 1.3 და 1.4 პუნქტებში. აღნიშნული პირობები ჩაიწერა ხელშეკრულებებშიც.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა ა(ა)იპ ქალაქ თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი კომპანია შპს „ე-–---ს“ გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. მიღებული შედეგების თაობაზე კი შედგენილ იქნა 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა, რომლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებთან (ჯამში 171 საბავშვო ბაგა-ბაღი) დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობების დარღვევით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა ჯამში 3 615 378.00 ლარი, მათ შორის მოსარჩელეების ჯამური წილი შეადგენს 121 747.340 ლარს. თავის მხრივ, ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებელი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მოსარჩელეთა მიერ კი ანაზღაურდა. ხელშეკრულებების დანართი N---ის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველის თითოეული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული „პასტერიზებული რძისგან...“, " შპს „ე-–---ს“ მიერ მომსახურების პროცესში ფაქტიურად გამოყენებული „იმერულის“ ეტიკეტზე აღწერილ შემადგენლობაში მითითებულია: „აღდგენილი რძე.“ შესაბამისად, ხელშეკრულებით მოთხოვნილი ყველი და შპს ,,ე-–---ს“ მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული ,,იმერული“ არ წარმოადგენს ერთი და იმავე პროდუქტს.

 

აღწერილი დარღვევა ვლინდება მომსახურებისას გამოყენებულ კარაქთან მიმართებაშიც. ამ შემთხვევაში დარღვეულია კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობის პარამეტრი.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ყველისა და კარაქის მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N---- დადგენილებასთან. აღნიშნული აქტის მე-4 მუხლის „ჰ37“ პუნქტი (რომელიც მოქმედი რედაქციით ამოქმედდა 2017 წლის 01 ივლისიდან) ადგენს, რომ ყველი არის „რძისგან დამზადებული პროდუქტი.“ მოპასუხის მიერ დამზადებულია აღდგენილი რძისგან. ანუ გამოყენებული პროდუქტი არ არის ყველი, არა მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ 2017 წლის 01 ივლისიდან მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისადაც. ანალოგიურად, კარაქთან მიმართებაშიც, მომსახურების გაწევისას გამოყენებული პროდუქტის შემცველობა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით კარაქის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამართლებრივი განმარტებით, გამოყენებული პროდუქტი არ წარმოადგენს კარაქს.

მოპასუხის მიერ მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ეტიკეტზე მწარმოებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, საკითხის კვლევის ეტაპზე მიმართა სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის წერილით და ითხოვა გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობის (რომელიც ინფორმაციის სახით ასახული იყო პროდუქტის ეტიკეტზე) შესაბამისობის დადგენა, ხელშეკრულებით მოთხოვნილ პარამეტრებთან. წერილის დანართებად სააგენტოს მიეწოდა ხელშეკრულების ამონარიდი დანართი N---ის მე-4 პუნქტის სახით და ,,იმერულის“ ეტიკეტი.

 

სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის წერილით შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს განემარტა, რომ „წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს“. ანუ მოსარჩელესთვის მომსახურების გაწევისას მოპასუხეს მოთხოვნელი მახასიათებლები, ყველი არ გამოუყენებია.

 

ყველთან მიმართებაში გამოვლენილი დარღვევიდან გამომდინარე, რისკის არსებობის გათვალისწინებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა კვლავ მიმართა სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 2017 წლის 19 დეკემბრის N------------ წერილით და სხვა პროდუქტებთან ერთად მოითხოვა კარაქის დადგენილი მახასიათებლების გამოყენებულ პოდუქტთან შესაბამისობის დადგენა. პასუხად მიღებული 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული „ნაღების კარაქის“ შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტითა და ხელშეკრულებით მოთხოვნილ კარაქის პარამეტრებს. შესაბამისად, ერთის მხრივ, მიეთითა გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობაზე და ამასთან განმარტა, რომ შემადგენლობის შეუსაბამობიდან გამომდინარე, მწარმოებლის მიერ დარღვეულ იქნა ეტიკეტირების წესი. შედეგად, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ განიმარტა, რომ „სურსათი „კარაქი“-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს“. ანუ, მომსახურების ამ ნაწილში, ისევე როგორც ყველის შემთხვევაში, დადგინდა, რომ კარაქის გამოყენება არ განხორციელებულა.

 

სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ცალსახად დადგინდა რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „ე-–---ს“ მიერ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მომსახურების გაწევის პროცესში არ გამოყენებულა” ყველი და კარაქი. აღნიშნული პროდუქტი ჩანაცვლებულ იქნა სხვა პროდუქტით (რომელსაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, არ შეიძლება ეწოდოს კარაქი და ყველი). შესაბამისად, გამოიკვეთა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ვალდებულების გარეშე, პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების გარემოებები. მისი მოცულობის დასადგენად და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა 171 საბავშვო ბაღიდან, მათ შორის 21-ე, 22-ე, 28-ე, 123-ე და 176-ე საბავშვო ბაგა–ბაღებიდან გამოითხოვა მონაცემები ბავშვთა ფაქტიური სწრებადობის მაჩვენებლების შესახებ, მენიუ ფაქტურები და სხვა დოკუმენტაცია, რაც იძლეოდა ვალდებულების გარეშე გადახდილი/გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობის დაანგარიშების შესაძლებლობას. მიღებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადახდილი გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 61 378.21 ლარი, ხოლო ყველის ნაწილში - 60369 ლარი, ანუ, ჯამში 121747.30 ლარი.

 

შპს „ე-–---სთვის“ წინასწარ ცნობილი იყო (ან უნდა ყოფილიყო, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის) მოსარჩელისათვის მომსახურების გაწევის პროცესში გამოყენებული პროდუქტის ნაკლი ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან მიმართებაში. ყველისა და კარაქის მწარმოებელი კომპანიები (შპს „ნ---------–--“ ) და შპს „ა---------------–------–--------ი“ადასტურებენ, რომ მათ მიერ შპს „ე-–---სთვის“ მიწოდებული პროდუქცია მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიეწოდება ერთი და იგივე შემადგენლობით და აღნიშნული იდენტურია იმ მოცემულობასთან, რომელიც დატანილია პროდუქტის შეფუთვის ეტიკეტზე. მტკიცებულება:

 

შპს „ე-–--ს“ ხელშეკრულების დადებამდეც, ელექტრონული შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის ეტაპზე, გაცნობიერებული ჰქონდა მისაწოდებელი პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები და გამარჯვების შემთხვევაში, თანხმობას აცხადებდა დასახელებული მახასიათებლების პროდუქტის გამოყენებაზე. ხელშეკრულებაში კი ასახული იქნა ზუსტად ის იდენტური ტექნიკური მახასიათებლები, რომლის გამოყენებასაც მოპასუხე მოსარჩელეს სთავაზობდა პრეტენდენტად რეგისტრაციის მომენტში.

 

შპს „ე-–---ს“ მიერ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და 2016 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კვებითი მომსახურების ინპექტირების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა შემდგომ ძიებისთვის 2018 წლის 24 მა---ს ბოლოს დაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2018 წლის 09 ივლისის წერილით კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ „საქართველოს მთავარ პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.“

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.-2.8. მოპასუხეთა პოზიცია შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელთან მიმართებით:

 

მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი “-მა, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღმა’’, ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღმა’’, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღმა’’, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღმა’’, წარმოდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს.

 

შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებლებში მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ იდენტურ გარემოებებზე:

 

მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ე-–---’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ე-–--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.

 

შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N-------- წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 0------- წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ ე-–--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ე-–--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „ე-–---’’-ს ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ე-–---ს’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.

 

სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N--------------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

(იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. შპს ,,ე-–---’’-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით

 

მოპასუხე შპს ,,ე-–--მა’’ ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს და ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

 

შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებლებში შპს ,,ე-–--მა’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ იდენტურ გარემოებებზე:

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ე-–---’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნით აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის 0------- წერილს, რომლის თანახმად თითქოს შპს „ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს დასკვნა ეფუძნება 2017 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის მახასიათებლების სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში შპს „ე-–---’’-ს მიერ მომწოდებლებისგან შეძენილ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა არანაკლებ 82%-ს.

ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N--- დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „ე-–---’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით. შპს „ე-–---’’-ს, როგორც სანდო საქმიანი პარტნიორის, რეპუტაციას ადასტურებს თავად მოსარჩელეები მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების ფაქტით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი ა---’’-ს და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 421 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 106 028.85 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 421 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3234 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N----------, ს.ფ. 19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------- ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მ-------------------’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 174 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 43 821.90 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 174 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 337 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N---------, ს.ფ.18-23);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 858.4 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3564 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N---------, ს.ფ.18-23);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 365 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 91925.25 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 135 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის ვარკეთილის საბავშვო ბაგა-ბაღი’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2804 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N----------, ს.ფ.18-23);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N----------, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 105 777 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბ-------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3226 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N---------, ს.ფ.18234);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღს “-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღის’, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N--- 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------, ს.ფ. 24-33; საქმე N---------- ს.ფ. 25-34; საქმე N---------, ს.ფ. 24-33; საქმე N----------, ს.ფ. 24-33; საქმე N---------, ს.ფ. 24-33 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღს “-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღის’, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N--- 2015 წლის 3 აპრილი);

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N---------, ს.ფ. 24-33; საქმე N---------- ს.ფ. 25-34; საქმე N---------, ს.ფ. 24-33; საქმე N----------, ს.ფ. 24-33; საქმე N---------, ს.ფ. 24-33 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღი ’’-ს და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #------------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2804 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N----------, ს. ფ.38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3226 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N---------8, ს. ფ.38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3564 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N----------, ს. ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.11. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’ ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1337 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N---------, ს. ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.12. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #------------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3234 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N----------, ს. ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.13. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,, #-- საბავშვო ბაგა ბაღი’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 21 330.6 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N----------, ს. ფ.40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.14. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 9263.7 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N---------, ს. ფ.39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.15. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16 169.5 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N---------, ს. ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.16. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 20786.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N---------, ს. ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.17. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 14 231.35 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N----------, ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.18. შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხედ დასახელებულმა ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შპს ,,ე-–--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (საქმე N----------, ს. ფ. 40-41; საქმე N---------, ს. ფ.40-42; საქმე N---------, ს.ფ. 40-41; საქმე N---------, ს.ფ. 41-42; საქმე N----------, ს.ფ. 41-42;);

- მიმართვები ( საქმე N-------- ს.ფ. 42-51; საქმე N---------, ს.ფ.43; 48-56; საქმე N---------, ს.ფ.42-54; საქმე N---------, ს.ფ.42-51; საქმე N----------, ს.ფ.43-56

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.19. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N-------- (საქმე N----------, ს. ფ. 47-48; საქმე N---------, ს. ფ.52-53; საქმე N---------, ს.ფ. 52-53; საქმე N---------, ს.ფ. 47-48; საქმე N----------, ს.ფ. 52-53;);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტებზე მსჯელობისას უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც სარჩელის და არც შეგებებული სარჩელის ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული დავა არ წარმოადგენს უხარისხო პროდუქტის მოხმარებიდან გამომდინარე დავას.

 

არსებული დავა ემყარება სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელების ფარგლებში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანია იმის დადგენა, განხორციელდა თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც ადასტურებს და არც უარყოფს სადავოდ გამხდარი მიწოდებული საკვები პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხიანობას ან მათი, როგორც საკვები პროდუქტის უხარისხობას იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავოდ გამხდარი პროდუქტების ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. ამასთან, უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი.

 

3.2.1. შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად დგინდება, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მიწოდებული სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.

 

შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N-------- (საქმე N----------, ს. ფ. 47-48; საქმე N---------, ს. ფ.52-53; საქმე N---------, ს.ფ. 52-53; საქმე N---------, ს.ფ. 47-48; საქმე N----------, ს.ფ. 52-53;);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #--- დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.’’

 

სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლის ანალიზის შედეგად გამომდინარეობს, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N-------- (საქმე N----------, ს. ფ. 47-48; საქმე N---------, ს. ფ.52-53; საქმე N---------, ს.ფ. 52-53; საქმე N---------, ს.ფ. 47-48; საქმე N----------, ს.ფ. 52-53;);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–---ს’’ სარჩელი მოპასუხეთა მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 494-ე, 408-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.

 

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–---ს’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თბილისის ბაგა-ბაღების მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ბაგა-ბაღები სადავოდ ხდიან მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღი ა---“-ს, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღის’, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’, შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N--- 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N--- დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ,,ე-–---სათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნ---------–--’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

მოპასუხეთა მხრიდან სადავოა ასევე გამხდარი მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამოობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ე-–---’’-სთვის მოპასუხედ დასახელებული ბაგა-ბაღების მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღების მიერ არ მომხდარა შპს ,,ე-–---სათვის’’ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ბაგა-ბაღებს ასევე უნდა დაეკისროთ შმცირებული პირგასამტეხლო, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდეს 10-ჯერ.

 

6.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგნეილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ბ----------ის’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხეთათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

 

ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის ბაგა-ბაღების მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელები ემყარება იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მათ მოთხოვნას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი უზოგადესი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება რაში გამოიხატა შეგებებული სარჩელებით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია დადგენილია შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება მისგან გამომდინარე მოპასუხეთათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 549 ლარი, ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 769 ლარი, ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 629 ლარი, ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 340 ლარი, ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა ბაღის“ სარჩელზე გადახდილია 794 ლარი.

 

ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელები მოპასუხეთა მიმართ ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. შპს ,,ე-–---’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილები კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელები შპს ,,ე-–---ს’’ მიმართ, შეგებებულ სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟები ასევე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ე-–---“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #-- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 21 330.60 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 178.5 ლარის გადახდა;

 

1.1.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი ააიპ ,,თბილისის #-- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3234 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 20 786.75 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 160 ლარის გადახდა;

 

1.2.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3226 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.3. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშო ბაგა-ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14 231.35 ლარის და სემცირებული პირგასამტეხლოს 126 ლარის გადახდა;

 

1.3.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2804 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.4. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16169.5 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 1232 ლარის გადახდა;

 

1.4.1. შპს ,,ე-–---“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3564 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.5. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9263.7 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა;

 

1.5.1. შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 720 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. არ დაკმაყოფილდეს ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაღის’’-ს, ააიპ ,,თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, ააიპ ,,თბილისის №--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს და ააიპ ,,თბილისის №--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’-ს, შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

 

3. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე-–---’’-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 645.27 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 628.40 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 430.72 ლარის ანაზღაურება.სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

6. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 522.05 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

7. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N-- საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 299.51 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების ააიპ ,,თბილისის #-- საბავშვო ბაგა-ბაღის’, ააიპ ,,თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის’’, ააიპ ,,თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის’’, ააიპ ,,თბილისის №--- საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ააიპ ,,თბილისის №--- საბავშვო ბაგა-ბაღის’’, მიერ შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟები ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე