განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002516833
საქმე #1-578/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა-–---------–-–---–ის
ბრალდებულის - ს------ ჩ-------ის
ადვოკატების _ ა-–----------------------------–------------ს,თარჯიმნის - თ--------ზ ც--–------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171190318013 საქმე:
ბრალდებულ ს------ ჩ-------ის მიმართ
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 04.07.1--- წელს
მოქალაქეობა: რუსეთის ფედერაციის
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: რ------------------–-----------------------------------------–---------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი - თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 9 ეპიზოდი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ჩ-------ს ბრალად ედება 2018 წლის 12 და 13 მარტს შპს „ე-–------------“ და 2018 წლის 13 და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:56 საათზე, 21:28 საათსა და 22:56 საათზე, ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს „ე-–------------“ კუთვნილ, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის განმგებლობაში არსებულ ე.წ. ელექტრონული საფულის. „Money moves qiwi”-ის N-----------. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „--–-------------- მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 00:47, 01:19 საათსა და 02:13 საათზე, ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს „ე-–------------“ კუთვნილ, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებულ ე.წ. ელექტრონული საფულის „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ე-–------------“ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 19:51 საათზე, ქ. ბათუმში აღმაშენებლის ქუჩა N20ა-ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის გამგებლობაში არსებულ ე.წ ელექტრონული საფულის „Money moves qiwi”-ის N----------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--- კ-----–---ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
5. 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში აღმაშენებლის ქუჩა N20ა-ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა მის განმგებლობაში არსებულ ე.წ ელექტრონული საფულის „ Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--- კ-----–---ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
6. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ს------ ჩ-------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით 2018 წლის 12 და 13 მარტს შპს „ე-–------------“ და 2018 წლის 13 და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლებისთვის წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ს------ ჩ-------მა ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაულები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 12 და 13 მარტს შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლების ეპიზოდი:
7. მოწმე დ----- ვ--–---ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "ე-–-----------ში" თრეიდერად, მის მოვალეობაში შედის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემოსული თანხების მეთვალყურეობა. ბათუმში კომპანიას აქვს სწრაფი ჩარიცხვის ათი აპარატი, რომლებიც ჩართულია "ნოვას" ქსელში. 2018 წლის 11 მარტს, 26 მაისის ქ. N29-ში მდებარე აპარატში დაფიქსირდა თანხის დანაკლისი, გადარიცხვების მიხედვით უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო მასში. აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო, მიმართეს "ნოვას" ხომ არ ჰქონდა ადგილი პროგრამულ ხარვეზს, აღმოჩნდა, რომ ასეთი ხარვეზი არ ფიქსირდებოდა, გადაამოწმეს თანხის ჩარიცხვის დროის მიხედვით ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა მამაკაცი, რომელიც აპარატზე გარკვეული მანიპულაციებით, თითქოსდა, თანხას აპარატში რიცხავდა, მაგრამ ფულის კუპიურას საბოლოოდ მასში არ ათავსებდა. მამაკაცის სახე ჩანაწერში კარგად არ ჩანდა. ასეთი მანიპულაციით ამ პირმა 11 მარტს 200 ლარი ჩარიცხა მობილური ტელეფონის ნომერზე, 300 ლარი კი რომელიღაც რუსულ საიტზე. მისი ეს მოქმედებები გაგრძელდა 12 და 13 მარტსაც. 12 მარტს 1500, 13 მარტს - 1500 ლარი გადაირიცხა რუსული საიტზე. აპარატი, რომელზეც თანხის დანაკლისი ფიქსირდებოდა, მათი კომპანიის ოფისის წინ მდებარეობს. აღნიშნული ფაქტებიდან რამდენიმე დღეში, 15-16 მარტს თანამშრომელთან ერთად ოფისის გარეთ ქუჩაში იდგა და აპარატთან დაინახა მამაკაცი, ეს იყო ბრალდებულის სკამზე მჯდარი ჩ-------ი, რომელიც აპარატთან "რაღაცეებს აკეთებდა". დააკვირდნენ, რადგან ეჭვი შეეპარათ ხომ არ იყო ის პირი, რომელიც მათ თანხების ითვისებდა აპარატიდან. მაგრამ ამ უკანასკნელმა თითქოს იგრძნო დაკვირვება, მოუბრუნდა, "ყურადღებას მიფანტავთო" უთხრა და მოსთხოვა მოშორებით გასულიყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს რა მისი მოთხოვნა, თვითონ წავიდა ისე, რომ ჩარიცხვა იმ დღეს არ განუხორციელებია.
8. მოწმე ა-------- მ----------მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "ე-–------------" უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. კომპანია ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს "ნოვას" ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 11 მარტს 26 მაისის N29-ში მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინეს 500 ლარის დანაკლისი. ტრანზაქციების ამონაწერებით ირკვეოდა, რომ ამ თანხიდან 300 ლარი ჩარიცხული იყო რომელიღაც რუსულ საიტზე, 200 ლარი კი "ბილაინის" ქსელში ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერზე. აპარატი დაზიანებული არ იყო, "ნოვადან" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ფიქსირდებოდა არც პროგრამული ხარვეზი. 12 და 13 მარტს იმავე რუსულ საიტზე ისევ იყო გადარიცხული 1500-1500 ლარი, თუმცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ეს თანხა არ აღმოჩნდა. გადაამოწმეს აპარატთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ტრანზაქციების ამონაწერებში დაფიქსირებულ დროს ჩანაწერში ჩნდება ვიღაც პირი, რომელიც დგას აპარატთან, მერე მიდის, ისევ უკან ბრუნდება. ჩანაწერებში არ ჩანს მისი სახე, ამიტომ ჩანაწერი პირის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა საეჭვო ტრანზაქციების დროს სულ ერთი და იგივე ადამიანი მოქმედებს.
9. 2018 წლის 21 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ს------ ჩ-------მა ადვოკატ ნ--------------–--ის და თარჯიმნის თ-----------ის თანდასწრებით, დაადასტურა გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე წაკითხული ჩვენება, შემდეგ კი გამომძიებელ შ----ესთან, ექსპერტ-კრიმინალისტ ემზარ ჭაღალიძესთან, ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად ავტომანქანით გადაადგილებისას მიუთითა ყველა ადგილი და აჩვენა ყველა ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მათ შორის შპს „ე-–------------“ კუთვნილიც, რომლებიდანაც მოტყუებით ეუფლებოდა სხვა და სხვა ოდენობის ფულად თანხებს. ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ექსპერიმენტის მიმდინარეობა.
10. ქ. ბათუმში, 26 მაისის N29-ში განთავსებული შპს "ელთ-კომპანის" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:56 საათზე, 21:28 საათსა და 22:56 საათზე, ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს „ე-–------------“ კუთვნილი, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 1500 ლარი გადაირიცხა „Money moves qiwi”- ის N------------ზე . 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 00:47, 01:19 საათსა და 02:13 საათზე,იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 1500 ლარი ჩაირიცხა „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე.
11. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს "ე-–------------" ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები, რომლებშიც, ბრალდების მხარის ვერსიით, დაფიქსირებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ს------ ჩ-------ის მიერ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, თუმცა ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია, შეუძლებელია ობიექტურად განწყობილმა დამკვირვებელმა მასში დაფიქსირებულ მამაკაცში ს------ ჩ-------ი ამოიცნოს.
2018 წლის 13 და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლების ეპიზოდი:
12. დაზარალებულმა ლ--- კ-----–---მ სასამართლოს განუმარტა, რომ ფლობს „ნოვას“ ქსელში ჩართულ ერთ ცალ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, რომელიც განთავსებულია ქ. ბათუმში, აღმაშენებლის N21ა-ში. მობილურ ტელეფონში ჩატვირთული აპლ---ციის მეშვეობით ჰქონდა ყოველწუთიერი წვდომა ინფორმაციაზე, თუ სად და რა რაოდენობის თანხა ირიცხებოდა მისი აპარატიდან. 2018 წლის 13 მარტს ინკასაციისას აღმოაჩინა, რომ გადარიცხული იყო უფრო მეტი თანხა, აპარატში კი აღმოჩნდა 500 ლარით ნაკლები. აღნიშნული თანხა გადარიცხული იყო რუსულ საიტზე, რომლის სახელწოდება, როგორც ახსოვს იყო "მანი მუვერსი". დარეკა "ნოვაში", სადაც განუცხადეს რომ პროგრამულ ხარვეზს ადგილი არ ჰქონდა. მეორე დღეს 14 მარტს ისევ 500 ლარი ჩამოეჭრა მის ანგარიშს და გადაირიცხა იმავე "მანი მუვერსზე", თუმცა არც ეს თანხა აღმოჩნდა აპარატში. შესაბამისად განიცადა 1000 ლარის ზიანი, რომელიც ამ ეტაპზეც არაა ანაზღაურებული. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ინკასაციას ყოველთვის თვითონ აკეთებდა, გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა, არასდროს სხვისთვის არ გადაუცია. ადრე არასდროს დაფიქსირებულა აპარატში თანხის დანაკლისი.
13. ქ.ბათუმში აღმაშენებლის ქუჩა N20ა-ში მდებარე ლ--- კ-----–---ს კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის მიხედვით 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 19:51 საათზე, 500 ლარი გადაირიცხა „Money moves qiwi”-ის N----------- ანგარიშზე. 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმავე აპარატიდან 500 ლარი გადაირიცხა „ Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე.
14. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმის თანახმად, აპარატს არ აღენიშნებოდა გარე დაზიანებები.
15. 2018 წლის 21 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ს------ ჩ-------მა დაადასტურა გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე წაკითხული ჩვენება, შემდეგ კი ავტომანქანით გადაადგილებისას მიუთითა ყველა ადგილი და აჩვენა ყველა ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მათ შორის ლ--- კ-----–---ს კუთვნილი, რომლებიდანაც მოტყუებით ეუფლებოდა სხვა და სხვა ოდენობის ფულად თანხებს. ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ექსპერიმენტის მიმდინარეობა.
16. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომლებზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-–------------“ და ლ--- კ-----–---ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობას.
17. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულება, ბრალდებულ ს------ ჩ-------ის ჩვენება, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და არ დაეთანხმა გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას.
18. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდებულად ცნობილი პირის დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
19. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს არ წარდგენია ინფორმაცია „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშთან დაკავშირებით. გაურკვეველია ვისი სახელზეა რეგისტრირებული ანგარიში და შესაბამისად, ვის ერიცხებოდა, ვინ სარგებლობდა ამ ანგარიშზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან დარიცხული თანხებით.
20. ასევე არაინფორმატიულია მოწმე ჯ----------------ის ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. ერთის მხრივ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოთმითითებული მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მეორეს მხრივ კი მიიჩნევს, რომ თავად ჩვენებაც არ შეიცავს ჩ-------ის ბრალდების დამადასტურებელ ინფორმაციას. ჩვენებაში ქ-------ე არაფერს ამბობს შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩ-------ის მიერ თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებზე. უთითებს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოს მოპირდაპირედ მდებარე აპარატთან ჩ-------ის მისვლის თაობაზე, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას არც ამ აპარატის კონკრეტული მისამართის და არც იმ მოქმედებების შესახებ, რასაც ჩ-------ი ახორციელებდა. იგივე უნდა ითქვას მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზეც, რომლის ოქმის თანახმად, ქ-------ემ მიუთითა 26 მაისის N29ა-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, ასევე აღმაშენებლის ქ. N 21ა-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, რომლებთანაც მივიდა ჩ-------ი, თუმცა ქ-------ის რაიმე განმარტება შემდეგ რა ვითარებაში, როგორი ხერხით ახდენდა ის თანხის დაუფლებას ან საერთოდ ხდებოდა თუ არა მსგავსი რამ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული არ არის. შპს „ე-–------------“ კუთვნილ აპარატთან დაკავშირებით, ქ-------ე არ უთითებს კონკრეტულ თარიღებს, როდესაც ჩ-------ი აპარატთან მიდიოდა. ამ უკანასკნელს ბრალად ედება შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2018 წლის 11 მარტს თანხის მოტყუებით დაუფლებაც. აღნიშნული ბრალდება გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით და ბრალდების ამ ეპიზოდში არსებობს ჩ-------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ოქმის მცირე ინფორმატიულობიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ჩ-------ის მისვლა, რომელზეც მიუთითებს საგამოძიებო ექსპერიმენტისას ქ-------ე, შესაძლოა უკავშირდებოდა 2018 წლის 11 მარტს ჩადენილ თაღლითობას.
21. რაც შეეხება ბრალდების მხარის კიდევ ერთ მტკიცებულებას, შპს "ე-–------------" ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილ ვიდეო-ჩანაწერებს, სასამართლომ უკვე მიუთითა, რომ ჩანაწერები იმდენად ბუნდოვანია, შეუძლებელია მასში დაფიქსირებულ მამაკაცში ჩერგეი ჩ-------ის ამოიცნობა, ხოლო ლ--- კ-----–---ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლების ეპიზოდთან დაკავშირებით, ვიდეო-ჩანაწერები საერთოდ არ არსებობს.
22. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდებულმა ს------ ჩ-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და არ დაეთანხმა გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან ოქმის თანახმად, ჩ-------მა დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ამის შემდეგ ოქმში ძალიან მშრალად და ტრაფარეტულად არის მითითება იმის შესახებ, რომ ჩ-------მა მიუთითა შპს „ე-–------------“და ლ--- კ-----–---ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე, საიდანაც გარკვეული მანიპულაციის შედეგად დაეუფლა და მიისაკუთრა ფულადი თანხები. საგამოძიებო ექსპერიმენტისას არ მომხდარა ვითარების აღდგენა, იმ ხერხების დემონსტრირება, რაც მან გამოიყენა ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №424აპ-16, ასევე საქმეზე N561აპ-15 მიღებულ გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ --როდესაც საგამოძიებო ექპერიმენტის დროს ბრალდებულმა ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც გამოიყენა ბრალდების მხარის მიერ დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად, ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.
23. სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვა და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ აღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
27. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
28. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
29. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლ----დ გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება :
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა 2018 წლის 12 და 13 მარტს შპს „ე-–------------“ და 2018 წლის 13 და 14 მარტს ლ--- კ-----–---ს მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის დაუფლებისთვის წარდგენილ ბრალდებებში ს------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც ს------ ჩ-------ი ბრალდების ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ს------ ჩ-------ის მიერ ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის და მოტყუებით თანხის დაუფლების ეპიზოდები - 2018 წლის 18 და 19 მარტი:
სასამართლომ დაადგინა:
32. 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N21ა-ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფულადი თანხის დაუფლებას. მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა ი----- ბ----–--ისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ. ს------ ჩ-------ი 100 ლარიანი კუპიურით, მასზე დაწებებული ლენტით, ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციას და ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული წებოვანი ლენტით.
33. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა 21ა-ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეფლა 1600 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე, რის შემდეგაც მოხდა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი----- ბ----–--ეს მიადგა 1600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
34. დაზარალებულმა ი----- ბ----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ფლობს სავალუტო ჯიხურებს, ასევე სწრაფი ჩარიცხვის ორ აპარატს, რომლებიც ჩართულია "ნოვას" ქსელში. აპარატები განთავსებულია ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე. 2018 წლის 18 მარტს ჩაატარა ინკასაცია, აქვს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი სპეციალური პროგრამა, რომელსაც აერთებს აპარატზე, შეყავს კოდი, გამოდის ჩეკი, რომელზეც ნაჩვენებია წინა ინკასაციიდან ბოლო ინკასაციამდე აპარატში ჩარიცხული თანხები, დაწვრილებითი ინფორმაცია ჩარიცხვის დროის, ჩარიცხული კუპიურების, მონეტების ზუსტი რაოდენობის მითითებით. ქვითარში, რომელიც 18 მარტს განხორციელებული ინკასაციის შედეგად ამოიბეჭდა, ჩარიცხულად ნაჩვენები იყო ბევრად მეტი თანხა, ვიდრე აღმოჩნდა აპარატში. გარეგანი დაზიანება აპარატს არ აღენიშნებოდა. ქვითრის მიხედვით 800-800 ლარი იყო ჩარიცხული "აჭარა-ბეთის" ანგარიშზე, სახელწოდებით "პლანი -1975". ქვითარში მითითებული საათების მიხედვით გადაამოწმა აპარატთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები და ნახა, რომ 18 მარტს, საღამოს დაახლოებით 10 საათზე აპარატთან მიდის ვიღაც მამაკაცი, იღებს პატარა ფურცელს, ქურთუკის ჯიბიდან ორ ცალ კუპიურას და მათი მეშვეობით ახორციელებს კონკრეტულ მანიპულაციას, კუპიურებს ხან ერთად, ხან ცალკ-ცალკე აცურებს აპარატში, შემდეგ უკან გამოაქვს და ასე რამდენჯერმე. ოპერაციის დასრულების შემდეგ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით ითხოვს ქვითარს, რომელსაც იდებს ჯიბეში, ისევე, როგორც იმ ორ ცალ კუპიურას, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა მანიპულაციებს. ორივე გადარიცხვის დროს ერთი და იგივე მამაკაცი ერთი და იგივე ხერხით ახორციელებს თანხის აპარატში, ვითომდა, ჩარიცხვას. ბ----–--ემ ვიდეო-ჩანაწერების ნახვის შემდეგ მიმართა პოლიციას და მოითხოვა რეაგირება, საქმეზე დაიწყო გამოძიება. მომხდარის გამო ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა ამ მამაკაცს იგივე განეხორციელებინა მეორე დღესაც, ამიტომ მეგობართან - ა-–------ ც-–--–--ესთან ერთად გადაწყვიტა ღამის საათებში ედარაჯა აპარატთან. მართლაც, მომდევნო ღამით, 19 მარტს აპარატიდან დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილზე გაჩერდნენ ავტომანქანით და აკვირდებოდნენ აპარატთან მიმსვლელებს. 9 საათიდან 11 საათამდე დროის მონაკვეთში დაინახეს აპარატისკენ მიმავალი მამაკაცი, რომელიც ვიზუალურად და ჩაცმულობით ძალიან ჰგავდა ვიდეო-ჩანაწერებში ნანახს, ამიტომ გაყვნენ მას უკან. მამაკაცი მივიდა აპარატთან, საკმაოდ ახლოს მიყვებოდნენ უკან და კარგად ხედავდნენ მის ხელში კუპიურას, რომელზეც დაწებებული იყო ლენტი, კუპიურას ეს პირი ათავსებდა აპარატში, შემდეგ კი ლენტის საშუალებით ქაჩავდა და უკან იღებდა. მიუახლოვდნენ მაქსიმალურად ახლოს და დაინახეს ეკრანზე გამოტანილი „აჭარაბეთის“ ფანჯარა, რომელზეც მითითებული იყო ე.წ. ნიკ-ნეიმი "პლანი -1975". გადაწყვიტეს ხელი შეეშალათ მისთვის და აღარ მიეცათ საშუალება დაესრულებინა ოპერაცია და კიდევ მეტი თანხა გადაერიცხა სასურველ ანგარიშზე, ამიტომ მოკიდეს ხელი და მოაშორეს აპარატს, ის კი მაშინვე აგრესიული გახდა, ცდილობდა გასხლტომოდა ხელიდან, დაახლოებით 1-2 წუთს გაგრძელდა ეს კამათი და ხმაური, რომელიც გაიგონეს მახლობლად ჩავლილმა პოლიციელებმა და მივიდნენ მათთან, აუხსნეს რაშიც იყო საქმე და ამის შემდეგ უკვე პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ყველა შესაბამისი მოქმედება. ბ----–--ის და მისი მეგობრის მიერ შეჩერებული პირი არის ბრალდებული ს------ ჩ-------ი. მალე მოვიდა გამომძიებელი ექსპერტებთან და თარჯიმანთან ერთად, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა ჩ-------ს. ჩაუტარეს მას პირადი ჩხრეკა, ამოიღეს ის კუპიურაც, რომელსაც მწებავი ლენტი ჰქონდა დამაგრებული. დაზარალებულმა ბ----–--ემ ასევე განმარტა, რომ მხოლოდ თვითონ ახდენდა ყოველდღიურად სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაციას, გასაღები არასდროს გადაუცია სხვისთვის, არასდროს ყოფილა შემთხვევა დაზიანებულიყო პროგრამა და ამას გამოეწვია თანხის დაკარგვა, ყველა სხვა შემთხვევაში ყველა ჩარიცხვა სახეზე იყო და აპარატი გამართულად ფუნქციონირებდა. მისთვის მიყენებული ზიანი სულ შეადგენს 1600 ლარს, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებია.
35. ზუსტად ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითა მოწმედ დაკითხულმა ა-–------ ც-–--–--ემ, რომელიც ბ----–--ესთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან.
36. მოწმე მ------ ს-------–-–---–მა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს შუადღის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება აღმაშენებლის ქუჩა N21ა-ში მდებარე, ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. დაიწყო გამოძიება. საღამოს საათებში თავის მეწყვილე მ------ შ----ესთან ერთად ახდენდა შემოვლას სამოქმედო ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ იმ ობიექტებს, სადაც განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მათ შორის ი----- ბ----–--ის კუთვნილი აპარატი. სწორედ ამ აპარატთან, დაახლოებით ღამის 23 საათზე, დაინახეს სამი პირი, რომლებიც რაღაცას საუბრობდნენ. მივიდნენ მათთან, ერთ-ერთი აღმოჩნდა ი----- ბ----–--ე, მეორე - ა-–------ ც-–--–--ე, მესამე კი - ბრალდებული ჩ-------ი. ბ----–--ემ განუმარტა პოლიციელებს, რომ მან და ც-–--–--ემ დაინახეს როგორ ახორციელებდა ჩ-------ი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, რომელსაც დაწებებული ჰქონდა მწებავი ლენტი, თანხის ვითომ ჩარიცხვას, რამდენჯერმე შეაცურა და გამოაცურა კუპიურა ლენტის საშუალებით. ეკრანზე გამოტანილი იყო ფანჯარა, სახელწოდებით "პლანი - 1975". მ------ შ----ემ დარეკა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა მომხდარის თაობაზე. დაახლოებით 15-20 წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი აბუსელიძე რუსული ენის თარჯიმანთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. ჩ-------ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა წერილობით და ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ჩ-------ის შარვლის და ქურთუკის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა 10 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურები, ასევე 100 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დაწებებული იყო მწებავი ლენტი, საფულე და მობილური ტელეფონი. ჩხრეკას უშუალოდ აწარმოებდნენ მ------ შ----ე და მ------ ს-------–-–---–ი, გამომძიებელი აბუსელიძე ადგენდა ოქმს. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით ჩ-------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელს მიეცა წინადადება გაყოლოდა პოლიციელებს განყოფილებაში გამოკითხვის ჩატარების მიზნით, უარი არ უთქვამს და გაყვა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩ-------ი ადგილზე არ დაუკავებიათ. მისი თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და ნებაყოფლობით მიიღო მასში მონაწილეობა, გადაადგილება არ აუკრძლავთ და არც ჩ-------ს გამოუთქვამს წასვლის სურვილი.
37. მოწმე მ------ შ----ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს შუადღის საათებში საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ი----- ბ----–--ის კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ხდებოდა თანხის თაღლითურად დაუფლება. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ხელმძღვანელობისგან მიიღეს დავალება ყურადღება მიექციათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისთვის, განსაკუთრებით ი----- ბ----–--ის კუთვნილი აპარატისთვის, სადაც უკვე დაფიქსირებული იყო თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტი. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, როდესაც ახორციელებდა ტერიტორიის შემოვლას მ------ ს-------–-–---–თან ერთად, ი----- ბ----–--ის აპარატის მახლობლად დაინახეს სამი ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მივიდნენ მათთან, ერთ-ერთი იმ სამი პირიდან აღმოჩნდა თავად ი----- ბ----–--ე, მეორე - ა-–------ ც-–--–--ე, მესამე კი, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდა - ს------ ჩ-------ი. ბ----–--ემ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ სწორედ ეს პირი ეუფლებოდა თაღლითურად ფულს მისი აპარატიდან, საკუთარი თვალით დაინახეს მან და ც-–--–--ემ როგორ ახდენდა ჩ-------ი აპარატში ვითომ თანხის ჩარიცხვას. 100 ლარიან კუპიურას, რომელსაც დაწებებული ჰქონდა მწებავი ლენტი, რამდენჯერმე აცურებდა აპარატში და შემდეგ უკან გამოჰქონდა ლენტის საშუალებით. ეკრანზე გამოტანილი იყო ფანჯარა, სახელწოდებით "პლანი - 1975". იგივე გარემოება დაადასტურა ც-–--–--ემაც. ამიტომ შ----ემ მაშინვე დარეკა პოლიციის განყოფილებაში და აცნობა მომხდარის შესახებ, ჩ-------ს კი რუსულად მიმართა და განუმარტა, რომ საჭირო იყო დალოდებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისვლას. ამ უკანასკნელს უარი არ უთქვამს და პირად საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად უკანონოდ ეუფლებოდა აპარატიდან ფულად თანხას. დაახლოებით 20 წუთში ადგილზე მივიდა გამოძიებელი, თარჯიმანთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. თარჯიმნის მეშვეობით გამომძიებელმა გააცნო ჩ-------ს დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ჩ-------ი დაეთანხმა და თავისი ხელით დაწერა თანხმობის ხელწერილი პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. გამომძიებელი ადგენდა ოქმს, შ----ე და ს-------–-–---–ი კი ჩხრეკდნენ ჩ-------ს. ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან შ----ემ ჩ-------ს ამოუღო 10 ლარიანი კუპიურა, 50 ლარიანი კუპიურა, 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწევავი ლენტით, პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა ინტერნეტ მისამართი - "პლანი -1975" და რაღაც ციფრები, სავარაუდოდ კოდი. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო საფულე, მობილური ტელეფონი და ცხვირსახოცი. ექსპერტები ასურათებდნენ ჩხრეკის მიმდინარეობას, შემდეგ კი დალუქეს ამოღებული ნივთები. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, გამომძიებლმა განუმარტა ჩ-------ს, რომ საჭირო იყო მისი წასვლა პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით, რაზეც ჩ-------ს უარი არ უთქვამს და გაყვა პოლიციელებს. რაც შეეხება მის დაკავებას, მხოლოდ ერთი საფუძვლის არსებობის პირობებში, როდესაც გადასამოწმებელი იყო მთელი რიგი გარემოებები, პოლიციის თანამშრომლებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად მისი დაკავება. როგორც იცის, ჩ-------ი მოგვიანებით იქნა დაკავებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
38. მოწმე მ------ მ-------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19-20 მარტის ღამეს პოლიციის პირველი განყოფილებიდან საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შესული გამოძახების საფუძველზე კ----------------სთან ერთად გავიდა აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ გამომძიებელი ე-----------------–--ე და პოლიციის სხვა თანამშრომლები, ასევე ბრალდებული ჩ-------ი. გამომძიებელმა ექსპერტებს აცნობა, რომ უნდა ჩაეტარებინა ჩ-------ის პირადი ჩხრეკა. ღამის თორმეტი საათის შემდეგ დაიწყეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც პოლიციის ორი თანამშრომელი აწარმოებდა, გამომძიებელი ადგენდა ოქმს. ჩხრეკაში მონაწილეობდა რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა ჩ-------ს. პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელისგან ამოღებულ იქნა 10 ლარიანი, 50 ლარიანი კუპიურები, ასევე 100 ლარიანი კუპიურა ზედ დამაგრებული მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით. ასევე საფულე და მობილური ტელეფონი. ჩხრეკის პროცესს ექსპერტები ასურათებდნენ ფოტო-აპარატით. დალუქეს ამოღებული ნივთები სამ პაკეტად, ჩხრეკის ოქმსაც და ლუქებსაც საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის ჩ-------მა, რომელსაც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, წინააღმდეგობა არ გაუწევია.
39. მოწმე ე-----------------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, ღამის საათებში განყოფილებაში ისევ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პირი, რომელიც ისევ ცდილობდა მისი აპარატიდან თანხის დაუფლებას. შეტყობინების თანახმად, აღნიშნული პირი საუბრობდა რუსულად, ამიტომ გამოიძახა თარჯიმანი და მასთან, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე. აპარატთან შეჩერებული პირი აღმოჩნდა ს------ ჩ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწებავი ლენტით და ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით - „პ-–--------“ და კოდით. ოქმის შეადგინა ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს ჩხრეკის მიმდინარეობა, ჩ-------ს პრეტენზია და საჩივარი არაფერზე გამოუთქვამს. იმ დროს მისი დაკავება არ მომხდარა, რადგან ზედამხედველმა პროკურორმა, რომელთანაც ყოველწუთიერი კავშირი ჰქონდა, არ ჩათვალა მიზანშეწონილად მხოლოდ იმ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე მისი დაკავება. ამის შემდეგ ჩ-------ი მხოლოდ ნებაყოფლობით ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად და მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში. გამოკითხვისას აღიარა დანაშაული, მიუთითა მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც.
40. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების თაობაზე 2018 წლის 20 მარტის დადგენილების თანახმად, გამომძიებელ ე-----------------–--ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის თაობაზე, რადგან ჩხრეკის დაყოვნებას შესაძლოა გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. დადგენილება გამოეცხადა ს------ ჩ-------ს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ეთარგმნა თარჯიმნის - ლ--–----------–--ის მიერ.
41. დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ ჩ-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები მ------ შ----ე და მ------ ს-------–-–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები - მ------ მ-------ე და კ----------------, რუსული ენის თარჯიმანი ლ--–----------–--ე. პირადი ჩხრეკისას ჩ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი 10 ლარიანი, ერთი 50 ლარიანი, ერთი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით. ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------. ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საფულე, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი, ცხვირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა.
42. პირადი ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ჩხრეკის მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.
43. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ს------ ჩ-------ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი.
44. 2018 წლის 20 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს დაზიანების კვალი არ აღენიშნება.შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ფოტო-ცხრილი ერთვის ოქმს.
45. მოწმე ჯ----------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად), მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსისტად. ს------ ჩ-------ი გაიცნო სწორედ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. ჩ-------ი, როგორც კლიენტი გადაადგილდებოდა მისი მანქანით ქალაქის სხვა და სხვა უბნებში. დაყავდა ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ელოდებოდა და შემდეგ უკან მიყავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ს------მ უთხრა, რომ ჰქონდა ლიმიტირებული ბარათი, ყოველდღე თანხას ვერ ხსნიდა ბანკომატიდან, ამიტომ თუ ქ-------ე დარეგისტრირებული იყო „აჭარაბეთზე“, თანხას მას ჩაურიცხავდა. იმ დროისთვის თავად ქ-------ე არა, მაგრამ მისი შვილი, ლ----ი იყო დარეგისტრირებული „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, ამიტომ ჩ-------ს ლ----ის ანგარიშის სახელწოდება - „ბაბილონი 12“ და კოდი უთხრა - 1------ და ჩ-------მაც ამ ანგარიშზე დარიცხა თანხა. შემდეგ კი ერთად წავიდნენ ლანჩხუთის რაიონში, სადაც ლ---- ქ-------ე ცხოვრობს და გამოართვეს მის ანგარიშზე დარიცხული 800 ლარი. ამის შემდეგ ჯ----------------ე თავად დარეგისტრირდა აჭარაბეთზე, სახელით "პლანი-1975“, კოდი - 1------. კოდი და სახელწოდება ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე და შეინახა. ამის შემდეგ აპარატებიდან ჩ-------ი უკვე ამ ანგარიშზე ახდენდა თანხის ჩარიცხვას, თუ როგორ აკეთებდა ამას, ქ-------ის განმარტებით, მისთვის უცნობია. 2018 წლის 13 და 14 მარტს ჩ-------ი მიიყვანა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბანკომატთან, 18 მარტს ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ 2009-ის მიმდებარედ მდებარე ბანკომატთან, რა დროსაც ქ-------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 800 ლარი, „ლიბერთი-ბანკის“ ბანომატიდან მოხსნეს თანხა და ისევ დაბრუნდნენ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, ისევ ჩარიცხა 800 ლარი ჩ-------მა ქ-------ის სახელზე გახსნილ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, მოხსნეს ბანკომატიდან თანხა და წავიდნენ სახლებში. მეორე დღეს, 19 მარტს ჩ-------მა ისევ იმავე აპარატთან მიყვანა სთხოვა, გადავიდა მანქანიდან, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა და დაახლოებით 40 წუთიანი ლოდინის შემდეგ ქ-------ემაც დატოვა აღნიშნული ტერიტორია.
46. მოწმე ი-----–- წ--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. 2018 წლის მარტის თვეში მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში, თავდადებულის ქუჩა N69-ში მდებარე სასტუმრო „აკდენიზის“ ერთი-ერთი ნომრის ჩხრეკაში, რომელშიც დროებით ცხოვრობდა ს------ ჩ-------ი. ჩხრეკა ჩაატარა გამომძიებელმა აბუსელიძემ, მონაწილეობდნენ თავად ჩ-------ი, რუსული ენის თარჯიმანი, ექსპერტ-კრიმინალისტები, სასტუმროს მენეჯერი ქალბატონი. ჩხრეკის შედეგად კარადაში მოთავსებული პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულ იქნა ბლოკნოტი, სხვა და სხვა ჩანაწერებით, 44 ცალი სიმბარათი, 6 ცალი პლასტიკური ბარათი, მწებავი ლენტი - ე.წ. "ლეიკოპლასტი", ასევე ე.წ. "სკოჩი", სახაზავი, 200 ლარიანი კუპიურა მასზე დამაგრებული შავი ფერის თხელი ლენტით. ჩ-------ი, რომელსაც თარჯიმანი სრულად უთარგმნიდა ჩხრეკის მიმდინარეობას, თავისი თვალით ხედავდა ჩხრეკის პროცესს, პრეტენზია არ გამოუთქვამს, მოაწერა ხელი გამომძიებლის მიერ ადგილზე შედგენილ ჩხრეკის ოქმს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ დატოვა სასტუმროს ნომერი, არ დაუნახავს სად წავიდა ჩ-------ი. იმ დღეს და შემდეგაც ის არ უნახავს, მათ შორის არც პოლიციის განყოფილებაში.
47. მოწმე ე-----------------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 20 მარტს პოლიციის პირველი განყოფილებიდან გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ა-----–-----–---თან ერთად მივიდა გამოძახების ადგილას, სასტუმროში, სადაც დახვდათ გამომძიებელი ე-----------------–--ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რომლის გვარი არ ახსოვს, თარჯიმანი ქალბატონი, სასტუმროს მენეჯერი ქალბატონი და ს------ ჩ-------ი. ჩხრეკა ჩატარდა სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, სადაც დროებით ცხოვრობდა ბრალდებული. ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებლმა თარჯიმნის მეშვეობით გააცნო ჩ-------ს დადგენილება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დაწებებული იყო შავი ლენტი, ტელეფონის ბარათები, ბანკის პლასტიკური ბარათები, ე.წ. სტიკერები, სკოჩი. ჩხრეკის მიმდინარეობას ასურათებდნენ ექსპერტები, ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე ორ პაკეტად. ს------ ჩ-------ს თარჯიმნის მიერ ეთარგმნებოდა ყველაფერი, მას რაიმე პრეტენზია ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. ერთი ჭიქა დამალევინეთ, ნაბახუსევზე ვარო, მხოლოდ ეს თქვა.
48. ანალოგიური განმარტებები გააკეთა სასტუმროს ნომერში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ექსპერტმა ა-----–-----–---მა, რომელიც ასევე მონაწილეობდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში.
49. მოწმე ნ-------–ი წ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის მარტის თვეში მუშაობდა სასტუმრო "აკდენიზის" მენეჯერად. მათ სასტუმროში იქირავა ოთახი ს------ ჩ-------მა, რომელიც ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა მიიყვანა სასტუმროში და წ-----ეს თხოვა მისთვის შეღავათიან ფასად დაეთმო ნომერი. ჩ-------ს თან ჰქონდა მხოლოდ ერთი ჩანთა. დაარეგისტრირა სასტუმროს ჟურნალში და გადასცა ნომრის გასაღები. მეორე დღეს ნომრის შეცვალა ითხოვა სტუმარმა, უფრო ნათელი ოთახი მოინდომა, ამიტომ სხვა ნომერში გადაიყვანა. მესამე დღეს არ უნახავს ჩ-------ი, მეოთხე დღეს კი პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან ერთად მივიდა სასტუმროში. გამომძიებელმა წ-----ეს აუხსნა,რომ ჩ-------ის ნომერში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რაზეც თანხმობა განუცხადა და თავადაც ესწრებოდა ჩხრეკის პროცესს. ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელმა წაიკითხა დადგენილება. ოთახში იპოვეს არყის და ლომონათის ბოთლები, ასევე სხვა და სხვა პირადი ნივთი. პოლიეთილენის შავი პარკიდან პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო სიმბარათები, შავ ლენტზე დაწებებული 200 ლარიანი კუპიურა, ასევე დანისმაგვარი პატარა მჭრელი ნივთი. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ქალბატონი, რომელიც ყველაფერს რუსულად უთარგმნიდა ჩ-------ს, ექსპერტ-კრიმინალისტები ასურათებდნენ ჩხრეკის პროცესს. ამოღებული ნივთები იქვე დალუქეს პოლიეთილენის პარკებში, ლუქებზე მოაწერა ხელი ყველა მონაწილემ. ჩ-------ს ბორკილები არ ედო, თავისუფლად მოძრაობდა, რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამდა.
50. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების თაობაზე 2018 წლის 20 მარტის დადგენილების თანახმად, გამომძიებელ ე-----------------–--ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასტუმრო "აკდენიზში" N8 ოთახის ჩხრეკისა, სადაც დროებით ცხოვრობდა ს------ ჩ-------ი, რადგან ჩხრეკის დაყოვნებას შესაძლოა გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. დადგენილება გამოეცხადა სასტუმროს მენეჯერს - ნარიგული წ-----ეს, ასევე ს------ ჩ-------ს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ეთარგმნა თარჯიმნის - თ-----------ის მიერ. დადგენილებას ერთვის ჩ-------ის მიერ რუსულ ენაზე შესრულებული ხელწერილი, რომლითაც ის თანხმობას გამოთქვამს მისი დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკაზე. თარჯიმნის მიერ ხელწერილი ნათარგმნია ქართულად. ასეთივე ხელწერილით სასტუმროს მენეჯერმა წ-----ემ თანხმობა გამოთქვა სასტუმროს N8 ოთახში ჩხრეკის ჩატარებაზე.
51. 2018 წლის 20 მარტს, ქ. ბათუმში, თავდადებულის ქუჩა N69-ში მდებარე სასტუმრო „აკდენიზში“, ს------ ჩ-------ის დროებით საცხოვრებელ N8-ე ოთახში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშით მოთავსებული იყო ბლოკნოტი, რომელშიც მოთავსებულია 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებულია შავი ფერის ნაჭრის ლენტი, ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 44 ცალი ტელეფონის სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ორი ცალი პატარა ზომის მწებავი ლენტი, ე.წ. „სკოჩი“, ე.წ, "სანტავიკები"სახაზავი, ქაღალდის ეტიკეტები. ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი.
52. ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულის ჩხრეკის მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.
53. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ს------ ჩ-------ის დროებით საცხოვრებელში, სასტუმრო "აკდენიზის" N8 ოთახში გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი.
54. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინკაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ----------------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის ნიკი - "plani - 1975", ხოლო ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის სახელი - babiloni 12".
55. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N21ა-ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე, 1600 ლარი გადარიცხული იქნა ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე.
56. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ში მდებარე შპს "თა-იმის" სავალუტო ჯიხურის ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, ინფორმაციით - ვიდეო-ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 მარტს ამავე მისამართზე განთავსებულ, ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე მიდის რუხი ფერის ქურთუკსა და შავი ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელშიც თავად ჩანაწერის ახლო რაკურსის და კარგი ხარისხის გამო მარტივად შეიძლება ბრალდებული ს------ ჩ-------ის ამოცნობა. აპარატში შეაცურებს კუპიურას, თუმცა არ უშვებს მას ხელს, იღებს უკან. მეორე ხელში ასევე უჭირავს კუპიურა და ამ ორი ცალ კუპიურას მონაცველობით დებს აპარატში, თუმცა არც ერთს არ უშვებს ხელს და არ აძლევს აპარატში ბოლომდე შესვლის საშუალებას, იღებს უკან და ამ მანიპულაციას ახორციელებს რამდენჯერმე. საბოლოოდ ორივე კუპიურას ისევ ჯიბეში იდებს, აპარატიდან იღებს ქვითარს და მიდის.
57. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------ი 2018 წლის 18 მარტს, ი----- ბ----–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მოტყუებით დაეფლა 1600 ლარს, რომელიც გადარიცხა ჯ----------------ის სახელზე ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“ გახსნილ ანგარიშზე N-------. მეორე დღეს - 2018 წლის 19 მარტს ისევ შეეცადა იმავე აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლებას, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა თავად ბ----–--ის და მისი მეგობრის ჩარევის გამო. როგორც დაზარალებული ი----- ბ----–--ე, ასევე მოწმეები: ა-–------ ც-–--–--ე, მ------ შ----ე, მ------ ს-------–-–---–ი, მ------ მ-------ე, ე-----------------–--ე დამაჯერებლად, თანმიმდევრულად და ერთმანეთის მსგავსად აღწერენ ფაქტებს, რომლის შემსწრე და უშუალო თვითმხილველებიც გახდნენ, რაც სასამართლოს მათი ჩვენებების გაზიარების საფუძველს უქმნის. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს------ ჩ-------ს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ტაქსის მძღოლთან, ჯ----------------ესთან, რომლის ავტომანქანითაც გადაადგილდებოდა იმ აპარატებთან, საიდანაც 2018 წლის მარტის თვეში ხდებოდა თანხების გაურკვეველ ანგარიშებზე დარიცხვა. ჩ-------ის თხოვნით, ქ-------ე მომხმარებლად დარეგისტრირდა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“. ანგარიშის კოდი და სახელწოდება ფურცელზე დაიწერა და შეინახა. „აჭარაბეთიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის ნიკი - "plani - 1975". ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N21ა-ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე, 1600 ლარი გადარიცხული იქნა ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე. ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ქაღალდის ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით -"plani - 1975", 1------, რომელიც დათვალიერდა საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დამაგრებული მწებავი ლენტით. დაზარალებული ბ----–--ე და მოწმე ც-–--–--ე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 მარტს ბ----–--ის კუთვნილი აპარატიდან მოხდა თანხის დაუფლება ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული უცნობი მამაკაცის მიერ, ჩაუსაფრდნენ მეორე დღეს მას და საკუთარი თვალით დაინახეს მწებავლენტიანი კუპიურის გამოყენებით როგორ ახორციელებდა ბრალდებული ჩ-------ი თანხის დაუფლების მიზნით აპარატზე კონკრეტულ მანიპულაციებს. აპარატის ეკრანზე ამ დროს გამოხსნილი იყო „აჭარაბეთის“ ფანჯარა, ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის კოდის და სახელწოდების გამოსახულებით. ბათუმში, აღმაშენებლის ქ.N21-ში მდებარე შპს "თა-იმის" სავალუტო ჯიხურის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 მარტს ამავე მისამართზე განთავსებულ, ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე მიდის რუხი ფერის ქურთუკსა და შავი ფერის შარვალში ჩაცმული ს------ ჩ-------ი, აპარატში შეაცურებს კუპიურას, მეორე ხელში ასევე უჭირავს კუპიურა და მათ მონაცველობით დებს აპარატში, თუმცა არც ერთს უშვებს ხელს, არ აძლევს აპარატში ბოლომდე შესვლის საშუალებას და ამ მანიპულაციას ახორციელებს რამდენჯერმე. საბოლოოდ ორივე კუპიურას ისევ ჯიბეში იდებს, აპარატიდან იღებს ქვითარს და მიდის.
სამართლებრივი შეფასება:
58. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ს------ ჩ-------ი 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:07 საათსა და 23:32 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N21ა-ში მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეფლა 1600 ლარს, რომელიც გადარიცხა ჯ----------------ის სახელზე ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“ არსებულ ანგარიშზე N-------.
59. 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ი----- ბ----–--ის კუთვნილ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფულადი თანხის დაუფლებას - 100 ლარიანი კუპიურით, მასზე დაწებებული ლენტით, ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციას და ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას.
2018 წლის 11 მარტს შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი:
სასამართლომ დაადგინა:
60. 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 23:24 საათსა და 23:29 საათზე, ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს „ე-–-----------ის“ კუთვნილ, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართულ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 200 ლარს, რომელიც ჩარიცხა მის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5-------- ნომერზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ე-–-----------ას“ მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
61. მოწმე დ----- ვ--–---ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "ე-–-----------ში" თრეიდერად, მის მოვალეობაში შედის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემოსული თანხების მეთვალყურეობა. ბათუმში კომპანიას აქვს სწრაფი ჩარიცხვის 10 აპარატი, რომლებიც ჩართულია "ნოვას" ქსელში. 2018 წლის 11 მარტს, 26 მაისის ქ. N29-ში მდებარე აპარატში დაფიქსირდა თანხის დანაკლისი, გადარიცხვების მიხედვით უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო მასში. აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო, მიმართეს შპს "ნოვას" ხომ არ ჰქონდა ადგილი პროგრამულ ხარვეზს, აღმოჩნდა, რომ ასეთი ხარვეზი არ ფიქსირდებოდა, გადაამოწმეს თანხის ჩარიცხვის დროის მიხედვით ვიდეო-კამერების ჩანაწერები და ნახეს მამაკაცი, რომელიც აპარატზე გარკვეული მანიპულაციებით ახდენდა, თითქოსდა, თანხის აპარატში ჩარიცხვას, მაგრამ ფულის კუპიურას საბოლოოდ აპარატში არ ათავსებდა. მამაკაცის სახე ჩანაწერში კარგად არ ფიქსირდებოდა. ასეთი მანიპულაციით 11 მარტს 200 ლარი ჩარიცხა მობილური ტელეფონის ნომერზე, 300 ლარი კი რომელიღაც რუსულ საიტზე. მისი ეს მოქმედებები გაგრძელდა 12 და 13 მარტსაც. 12 მარტს - 1500, 13 მარტს - 1500 ლარი გადაირიცხა რუსული საიტზე. აპარატი, რომელზეც თანხის დანაკლისი ფიქსირდებოდა მათი კომპანიის ოფისის წინ მდებარეობს. აღნიშნული ფაქტებიდან რამდენიმე დღეში, 15-16 მარტს თანამშრომელთან ოფისის გარეთ ქუჩაში იდგა და აპარატთან დაინახა მამაკაცი, ბრალდებულის სკამზე მჯდარი ჩ-------ი, რომელიც აპარატთან "რაღაცეებს აკეთებდა". დააკვირდნენ, რადგან ეჭვი შეეპარათ ხომ არ იყო ის პირი, რომელიც მათ თანხების ითვისებდა აპარატიდან. მაგრამ ამ უკანასკნელმა თითქოს იგრძნო დაკვირვება, მოუბრუნდა, "ყურადღებას მიფანტავთო" უთხრა და მოსთხოვა მოშორებით გასულიყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს რა მისი მოთხოვნა, თვითონ წავიდა ისე, რომ ჩარიცხვა იმ დღეს არ განუხორციელებია.
62. მოწმე ა-------- მ----------მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "ე-–------------" უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. კომპანია ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს "ნოვას" ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 11 მარტს 26 მაისის N29-ში მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინეს 500 ლარის დანაკლისი. ტრანზაქციების ამონაწერებით ირკვეოდა, რომ ამ თანხიდან 300 ლარი ჩარიცხული იყო რომელიღაც რუსულ საიტზე, 200 ლარი კი "ბილაინის" ქსელში ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერზე. აპარატი დაზიანებული არ იყო, "ნოვადან" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად არ ფიქსირდებოდა არც პროგრამული ხარვეზი. 12 და 13 მარტს იმავე რუსულ საიტზე ისევ იყო გადარიცხული 1500-1500 ლარი, თუმცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ეს თანხა არ აღმოჩნდა. გადაამოწმეს აპარატთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ტრანზაქციების ამონაწერებში დაფიქსირებული დროს ჩანაწერში ჩნდება ვიღაც პირი, რომელიც დგას აპარატთან, მერე მიდის, ისევ უკან ბრუნდება. ჩანაწერებში არ ჩანს მისი სახე, ამიტომ ჩანაწერი პირის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა,თუმცა საეჭვო ტრანზაქციების დროს სულ ერთი და იგივე ადამიანი მოქმედებს. მოგვიანებით, ამ ფაქტებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, "ე-–------------" ოფისიდან დაინახა მომენტი, როდესაც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რომელიც "ე-–------------" ოფისის წინაა დამონტაჟებული, პოლიელებთან ერთად მივიდა ბრალდებული ჩ-------ი, რომელსაც ახლდა ადვოკატი. ის საუბრობდა პოლიციელებთან და მიუთითებდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე.
63. 2018 წლის 21 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ს------ ჩ-------მა ადვოკატის ნ--------------–--ის და თარჯიმნის თ-----------ის თანდასწრებით, დაადასტურა გამომძიებლის მიერ წაკითხული მისივე ჩვენება, შემდეგ კი გამომძიებელ შ----ესთან, ექსპერტ-კრიმინალისტ ემზარ ჭაღალიძესთან, ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად ავტომანქანით გადაადგილებისას მიუთითა ყველა ადგილი და აჩვენა ყველა ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლებიდანაც მოტყუებით ეუფლებოდა სხვა და სხვა ოდენობის ფულად თანხებს. ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ექსპერიმენტის მიმდინარეობა.
64. მოწმე ე-----------------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, რომელმაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ჩ-------ს, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პირი, რომელიც ცდილობდა მისი აპარატიდან თანხის დაუფლებას. შეტყობინების თანახმად, ის საუბრობდა რუსულად, ამიტომ გამოიძახა თარჯიმანი და მასთან, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ ადგილას. აპარატთან შეჩერებული პირი აღმოჩნდა სეგეი ჩ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწებავი ლენტით და ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით - პ-–-------- და კოდით, მობილური ტელეფონი. ოქმი შეადგინა ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათებს ჩხრეკის მიმდინარეობა, ჩ-------ს პრეტენზია და საჩივარი არაფერზე გამოუთქვამს.
65. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების თაობაზე 2018 წლის 20 მარტის დადგენილების თანახმად, გამომძიებელ ე-----------------–--ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის თაობაზე, რადგან ჩხრეკის დაყოვნებას შესაძლოა გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. დადგენილება გამოეცხადა ს------ ჩ-------ს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ეთარგმნა თარჯიმნის - ლ--–----------–--ის მიერ.
66. დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ ჩ-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები მ------ შ----ე და მ------ ს-------–-–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები - მ------ მ-------ე და კ----------------, რუსული ენის თარჯიმანი ლ--–----------–--ე. პირადი ჩხრეკისას ჩ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი 10 ლარიანი, ერთი 50 ლარიანი, ერთი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით. ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------. ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საფულე, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი, ცხვირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი.
67. პირადი ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ჩხრეკის მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.
68. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ს------ ჩ-------ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი.
69. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი,რომლის სიმბარათს არ აწერია ტელეფონის ნომერი, ამიტომ ტელეფონი ჩართულ იქნა გამომძიებლის მიერ და ტელეფონიდან განხორციელდა საკონტროლო ზარი ნომერზე - 5--------. აღნიშნულ ტელეფონზე შემავალი ზარი დაფიქსირდა ნომრით - 5---------.
70. ქ. ბათუმში, 26 მაისის N29-ში განთავსებული შპს "ელთ-კომპანის" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, დაახლოებით 23:24 საათსა და 23:29 საათზე, ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N29ა-ში მდებარე შპს „ე-–------------“ კუთვნილი, „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 300 ლარი გადაირიცხა „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე, ხოლო 200 ლარი "ბილაინის" ქსელში ჩართულ ტელეფონის 5--------- ნომერზე;
71. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
72. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება მოიცავს შპს „ე-–------------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩ-------ის მიერ 300 ლარის გადარიცხვას „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს არ წარდგენია ინფორმაცია „Money moves qiwi”- ის N----------- ანგარიშთან დაკავშირებით. გაურკვეველია ვისი სახელზეა რეგისტრირებული ანგარიში და შესაბამისად, ვის ჩაერიცხა და ვინ ისარგებლა მასზე დარიცხული თანხებით. რაც შეეხება ვიდეო-კამერების ჩანაწერებს, რომლებიც გამოთხოვილი იქნა კომპანიიდან საამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია, შეუძლებელია მასში ასახული პირის იდენტიფიკაცია. ამიტომ ის ვერ გამოდგება ჩ-------ის მიერ თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლების ეპიზოდში, დადასტურებულია ჩ-------ის მიერ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე ჩარიცხული 200 ლარის დაუფლების ფაქტი.
73. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------ის მიერ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, 26 მაისის ქ. N29ა-ში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 200 ლარი ჩაირიცხა „ბილაინის“ ქსელში ჩართულ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც ჩ-------ისგან იქნა ამოღებული 2018 წლის 19 მარტს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად. შპს „ე-–------------“ თანამშრომლები, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ საქმის განხილვისას, ერთხმად მიუთითებენ, რომ აპარატის ინკასაციას მხოლოდ ორგანიზაციის მენეჯერი ახდენდა, სხვას არავის ჰქონდა წვდომა ამ პროცესთან. პროგრამული ხარვეზი არ ფიქსირდებოდა, არასდროს, 11 მარტამდე არ ჰქონია ადგილი აპარატიდან თანხის გაუჩინარებას. რაც შეეხება კონკრეტულ ხერხს, რომლის მეშვეობითაც ახდენდა ჩ-------ი თანხის გადარიცხვას სასურველ ანგარიშზე, ისე, რომ ფულს არ ათავსებდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, აღნიშნულზე ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელი წარმოდგენა იქმნება შპს „თა-იმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერით, რომელზეც ნათლად ჩანს როგორ ახდენს ჩ-------ი ი----- ბ----–--ის კუთვნილი აპარატიდან თანხის დაუფლებას. მართალია, საუბარია ბრალდების სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, მაგრამ იმავე ბრალდებულის მიერ, ისეთივე და იმავე ქსელში ჩართული აპარატებიდან თანხის დაუფლების ფაქტზე. ვიდე-ფირზე ნათლად ჩანს თუ რა მანიპულაციებით ახდენს ჩ-------ი თანხის დაუფლებას. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისგან ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით, რომელიც დათვალიერდა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. მოწმეების - ი----- ბ----–--ის და ა-–------ ც-–--–--ის განმარტებით, სწორედ ამ მწებავი ლენტის დახმარებით უკან აგდებდა აპარატში შეცურებულ 100 ლარიანს და იმეორებდა ამ მოქმედებას რამდენჯერმე. შედეგად კი ხდებოდა თანხის გადარიცხვა სასურველ ანგარიშზე, ისე, რომ აპარატში არ ირიცხებოდა შესაბამისი თანხა.
74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებული ჩ-------ის მიერ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, შპს „ე-–------------“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 200 ლარის ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.
გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი:
სასამართლომ დაადგინა:
75. 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 18:50 საათზე, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N24-ში მდებარე გ------- ტ----ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 300 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------მა გადარიცხა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ------- ტ----ეს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
76. დაზარალებულმა გ------- ტ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ფლობს "ნოვას" ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. 2018 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N24-ში მდებარე აპარატზე ჩაირიცხა 300 ლარი "აჭარაბეთის" ანგარიშის ნომერზე, შესაბამისად, პირად ანგარიშზე დააკლდა ეს თანხა, თუმცა ინკასაციისას აღმოაჩინა, რომ თანხა აპარატში არ იყო. აპარატს არ აღენიშნებოდა დაზიანება, არ დაფიქსირებულა პროგრამული ხარვეზი. ამობეჭდა თანხის ჩარიცხვის ქვითრები, სადაც ასახულია ტრანზაქციები და მიმართა პოლიციას. ზიანი დღემდე არ ანაზღაურებია.
77. მოწმე ჯ----------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად), მუშაობს ტაქსისტად. ს------ ჩ-------ი გაიცნო სწორედ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ემსახურებოდა მას, როგორც კლიენტს. ჩ-------ის განმარტებით, მას ჰქონდა ლიმიტირებული ბარათი, ყოველდღე თანხას ვერ ხსნიდა ბანკომატიდან, ამიტომ თუ ქ-------ე დარეგისტრირებული იყო „აჭარაბეთზე“, თანხას მას ჩაურიცხავდა. იმ დროისთვის ქ-------ის შვილი, ლ----ი იყო დარეგისტრირებული „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, ამიტომ შვილის ანგარიშის სახელწოდება - „ბაბილონი 12“ და კოდი უთხრა - „1------“ და ჩ-------მაც ამ ანგარიშზე დარიცხა თანხა. შემდეგ ორივე ერთად წავიდა ლანჩხუთის რაიონში, სადაც ლ---- ქ-------ე ცხოვრობს და გამოართვეს მის ანგარიზე დარიცხული თანხა.
78. მოწმე ლ---- ქ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის მარტის თვეში, 16 ან 18 მარტს, ტელეფონზე დაუკავშირდა მამა, ჯ----------------ე და სთხოვა ეთქვა მისთვის „აჭარაბეთის“ ანგარიშის კოდი, რადგან სურდა მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა . უკარნახა ანგარიშის ნომერი - 1------ და ე.წ. ნიკი - „ბაბილონი -12“. რამდენიმე საათში ისევ დაუკავშირდა მამა და განუცხადა, რომ მის ანგარიშზე ჩარიცხული იყო 800 ლარი და გამოეტანა. ლანჩხუთში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან მოხსნა 780 ლარი. იმავე დღეს მასთან ლანჩხუთში ჩავიდა ჯ----------------ე, რუსი ეროვნების მამაკაცთან ერთად, რომელიც გაეცნო ს------ ჩ-------ის სახელით. ბანკომატიდან გამოტანილი თანხა გადასცეს ჩ-------ს, საიდანაც 150 ლარი ჩ-------მა ლ----ს აჩუქა.
79. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N24-ში მდებარე გ------- ტ----ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 18:50 საათზე, 300 ლარი გადაირიცხა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე.
80. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის სახელი - babiloni 12". ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილ აჭარაბეთის ანგარიშზე 2018 წლის 16 მარტს „ნოვადან“ 18 საათსა და 18 წუთზე ჩაირიცხა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და 18 საათსა და 51 წუთზე - 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
81. ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N24-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, მანიპულაციის საფუძველზე, რომელზეც ზემოთ უკვე ჰქონდა სასამართლოს ყურადღება გამახვილებული, 300 ლარი გადაირიცხა ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთში" ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომერზე - 1------, მომხმარებლის სახელი - babiloni 12". რაც შეეხება იმავე დღეს, ლ---- ქ-------ის სახელზე იმავე აპარატიდან ჩარიცხულ 500 ლარს, ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს არ ედავება მას ს------ ჩ-------ს, შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ 300 ლარის ოდენობით თანხაზე, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან იქნა გადარიცხული ლ---- ქ-------ის ანგარიშზე. ჯ----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ სწორედ მან უთხრა ჩ-------ს ლ---- ქ-------ის ანგარიშის ნომერი და კოდი, დაუკავშირდა ლ----ს და როდესაც შეიტყო ამ უკანასკნელის მიერ თანხის განაღდების შესახებ, ჩ-------თან ერთად ჩააკითხა ლანჩხუთში და ლ---- ქ-------ემ ბანკომატიდან გამოტანილი თანხა გადასცა ბრალდებულს. ლ---- ქ-------ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ჯ----------------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ლ---- ქ-------ის სახელზე გახსნილ აჭარაბეთის ანგარიშზე 2018 წლის 16 მარტს „ნოვადან“ 18 საათსა და 51 წუთზე ჩაირიცხა 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებული ჩ-------ის მიერ 2018 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, გ------- ტ----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.
ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მორტუებით დაუფლების ეპიზოდი:
სასამართლომ დაადგინა:
83. 2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 22:10 საათსა და 23:52 საათზე, ქალაქ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N 17 -ში მდებარე ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1900 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე, რის შემდეგაც მოხდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ჟ--–---- ჟ--–--ის მიადგა 1900 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
84. დაზარალებულმა ჟ--–---- ჟ--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბათუმის ტერიტორიაზე ფლობს „ნოვას“ ქსელში ჩართულ სწრაფი ჩარიცხვის შვიდ აპარატს. აპარატებით განხორციელებული ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას იღებს სმს-ის სახით მობილურ ტელეფონზე. პირად საბანკო ანგარიშზე წინასწარ ათავსებს თანხას, შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელებისას მის პირად ანგარიშზე არსებული თანხიდან ხდება გადარიცხვა, მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხა კი გროვდება აპარატში. 2018 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, მობილურ ტელეფონზე მიიღო ინფორმაცია 900 ლარის ჩარიცხვის შესახებ "აჭარაბეთის" ანგარიშზე. დაახლოებით ერთ საათში კი კიდევ 1000 ლარი გადაირიცხა იმავე ანგარიშზე. ამ დროს უკვე გავრცელებული იყო ხმები ქალაქში განთავსებული სხვა და სხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებზე, ამიტომ დაეჭვდა ერთბაშად ასეთი დიდი მოცულობის თანხის გადარიცხვის გამო და მეუღლესთან, რ----–-- ა--–--ესთან ერთად წავიდა აპარატის შესამოწმებლად. აპარატში თანხა არ აღმოჩნდა. დაზიანება აპარატს არ ეტყობოდა, პროგრამული ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ინკასაციას ყოველდღიურად ახორციელებდა თვითონ, ან მისი მეუღლე. გასაღები არასდროს არავისთვის უთხოვებია, არც დაუკარგავს. განიცადა ზიანი 1900 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებულა.
85. მოწმე რ----–-- ა--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს სს "ნოვაში" ტექნიკოსად. ამოწმებს ქსელში ჩართული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკურ გამართულობას. ყოველ დილით ტექნიკოსების ჯგუფი გადის და ამოწმებს ქალაქში დამონტაჟებულ ყველა აპარატს. "ნოვას" ქსელში ჩართულია მისი მეუღლის ჟ--–---- ჟ--–--ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც. ჩარიცხული აქვს პირად საბანკო ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხა და როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მომხმარებელი რიცხავს თანხას, ეს თანხა მისი პირადი ანგარიშიდან ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, სანაცვლოდ კი მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხა გროვდება აპარატში, იღებენ ამ თანხას და ასწორებენ ანგარიშს. 2018 წლის მარტის თვეში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მფლობელებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვიღაც პირი აპარატებიდან თაღლითურად ეუფლებოდა ფულს. 2018 წლის 17 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე N17 განთავსებულ აპარატიდან მოხდა 900 ლარის გადარიცხვა „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, ცოტა ხანში კიდევ 1000 ლარი ჩაირიცხა იმავე ანგარიშზე. გადაწყვიტეს შეემოწმებინათ იყო თუ არა აპარატში ჩარიცხული თანხა ადგილზე, მივიდნენ და გახსნეს აპარატი, თუმცა თანხა იქ არ აღმოჩნდა. არასდროს მომხდარა მსგავსი ფაქტი არც მანამდე და არც შემდეგ. გამორიცხულია პროგრამული ხარვეზის არსებობა, აპარატები ყოველდღიურად მოწმდება, ნებისმიერ ხარვეზს პროგრამა თავად აჩვენებს. აპარატის გასაღებთან წვდომა მათ გარდა არავის ქონია. ზიანი დღემდე ასანაზღაურებელია.
86. მოწმე ჯ----------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად), მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსისტად. ს------ ჩ-------ი, როგორც კლიენტი, გაიცნო სწორედ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. ჩ-------ი 2018 წლის მარტის თვეში ხშირად სარგებლობდა მისი მომსახურებით და ქ-------ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქალაქის სხვა და სხვა უბნებში. დაყავდა ის სხვა და სხვა ადგილას განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ელოდებოდა და უკან მიყავდა. ს------ს თხოვნით ჯ----------------ე დარეგისტრირდა „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, სახელით "პლანი-1975“, კოდი - 1------. კოდი და სახელწოდება ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე და შეინახა. ამის შემდეგ აპარატებიდან ჩ-------ი უკვე ამ ანგარიშზე ახდენდა თანხის ჩარიცხვას, თუ როგორ აკეთებდა ამას, ქ-------ის განმარტებით, მისთვის უცნობია.
87. მოწმე ე-----------------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, რომელმაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ჩ-------ს, სასამართლოს განუმარტა, რომ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწებავი ლენტით და ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით - პ-–-------- და კოდით.
88. ანალოგიური განმარტებები მისცეს სასამართლოს ჩ-------ის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა - მ------ შ----ემ და მ------ ს-------–-–---–მა, ექსპერტმა მ------ მ-------ემ, ასევე მოწმეებმა ა-–------ ც-–--–--ემ და ი----- ბ----–--ემ, რომლებიც უყურებდნენ პირადი ჩხრეკის პროცესს, ამასთან თავისი თვალით იხილეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონიტორზე გამოტანილი „აჭარაბეთის“ ფანჯარა და ანგარიშის ნომერი სწორედ იმ დროს, როდესაც ჩ-------ი აპარატზე ახორციელებდა მანიპულაციებს.
89. ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკისას ჩ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი 10 ლარიანი, ერთი 50 ლარიანი, ერთი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით. ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------.
90. პირადი ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ჩხრეკის მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.
91. საქმის განხილვისას დათვალიერდა ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, მათ შორის ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------.
92. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ----------------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის ნიკი - "plani - 1975". ჯ----------------ის სახელზე გახსნილ „აჭარაბეთის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 17 მარტს, „ნოვადან“ გადარიცხულია 900 ლარი და 1000 ლარი.
93. ქალაქ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N17 -ში მდებარე ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 22:10 საათსა და 23:52 საათზე, 1900 ლარი გადარიცხული იქნა ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე.
94. ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 17 მარტს, ღამის საათებში, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N17-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, მანიპულაციის საფუძველზე, რომელზეც ზემოთ უკვე ჰქონდა სასამართლოს ყურადღება გამახვილებული, 1900 ლარი ჩ-------მა გადარიცხა ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთში" ჯ----------------ის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომერზე - N-------. ქ-------ის ჩვენების თანახმად, ის ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა ონლაინ-კაზინო „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, ანგარიშის კოდი და სახელწოდება ფურცელზე ჩაიწერა ჩ-------მა. ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფურცლის ნაგლეჯი წარწერებით - 1------, "plani – 1975. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ----------------ის სახელზე გახსნილ „აჭარაბეთის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 17 მარტს, „ნოვადან“ გადარიცხულია 900 ლარი და 1000 ლარი. დაზარალებული ჟ--–--ის და მოწმე ა--–--ის ჩვენებების თანახმად, არასდროს მომხდარა აპარატიდან თანხის დაკარგვა, ინკასაციას ახდენდნენ მხოლოდ თვითონ, პროგრამული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, სისტემა მუშაობდა გამართულად, აპარატს არ აღენიშნეოდა რაიმე გარეგანი დაზიანება.
95. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებული ჩ-------ის მიერ 2018 წლის 17 მარტს, ღამის საათებში, ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.
ლ---- ბ-----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი:
სასამართლომ დაადგინა:
96. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 20:29 საათზე, 20:54 საათსა და 23:55 საათზე, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N32-ში მდებარე ლ---- ბ-----ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მანიპულაციის შედეგად, ს------ ჩ-------ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2500 ლარს. აღნიშნული თანხა ს------ ჩ-------ის მიერ გადარიცხული იქნა ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე, რის შედეგად მოხდინა თანხის განაღდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ---- ბ-----ეს მიადგა 2500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
97. დაზარალებულმა ლ---- ბ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ფლობს სწრაფი ჩარიცხვის ექვს აპარატს. 2018 წლის 18 მარტს ერთ-ერთი აპარატიდან 2500 ლარი გადაირიცხა რომელიღაც ანგარიშზე, არ ახსოვს რომელზე, თუმცა ეს თანხა აპარატში შეტანილი არ აღმოჩნდა. აპარატი გარედან დაზიანებული არ იყო, არ ფიქსირდებოდა არც პროგრამული ხარვეზი. არც მანამდე და არც შემდეგ მსგავსი დანაკლისი არ აღმოუჩენია. მისი აპარატების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ნათესავი ა-----– კ----ე, რომელსაც ჰქონდა გასაღები და მხოლოდ ის აწარმოებდა თანხის ინკასაციას. ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული.
98. მოწმე ა-----– კ----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ლ---- ბ-----ეს ეხმარებოდა აპარატების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასა და ინკასაციაში. 2018 წლის 18 მარტს, გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე აპარატის ინკასაციისას აღმოაჩინა თანხის დანაკლისი. ჩარიცხვების მიხედვით უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო აპარატში, მაგრამ 2500 ლარი არსად ჩანდა. ჩარიცხვის ქვითრების თანახმად, აჭარაბეთის ანგარიშზე,სახელწოდებით - "პლანი-1975" სამ ეტაპად - 900, შემდეგ 800 და შემდეგ კიდევ 800 ლარი იყო გადარიცხული. მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა, აპარატი დაზიანებული არ იყო, პროგრამული ხარვეზი არ ფიქსირდებოდა. გასაღები მხოლოდ თვითონ ჰქონდა, არ დაუკარგავს, არ გადაუცია სხვისთვის. პროგრამის ისტორიიდან ამობეჭდა ქვითრები და მიმართა პოლიციის მესამე განყოფილებას.
99. მოწმე ჯ----------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა არსებითი განხილვისას სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად), მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსისტად. ს------ ჩ-------ი, როგორც კლიენტი, გაიცნო სწორედ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. ჩ-------ი 2018 წლის მარტის თვეში ხშირად სარგებლობდა მისი მომსახურებით და ქ-------ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქალაქის სხვა და სხვა უბნებში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, გადადიოდა მანქანიდან, ქ-------ე კი ელოდებოდა და შემდეგ ისევ მიყავდა მანქანით. ს------ს თხოვნით ჯ----------------ე დარეგისტრირდა „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, სახელით "პლანი-1975“, კოდი - 1------. კოდი და სახელწოდება ჩ-------მა დაიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე და შეინახა. ამის შემდეგ აპარატებიდან ჩ-------ი უკვე ამ ანგარიშზე ახდენდა თანხის ჩარიცხვას, ხოლო როგორ აკეთებდა ამას, ქ-------ის განმარტებით, მისთვის უცნობია.
100. მოწმე ე-----------------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, რომელმაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ჩ-------ს, სასამართლოს განუმარტა, რომ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა 100 ლარიანი კუპიურა მასზე დაწებებული მწებავი ლენტით და ფურცლის ნაგლეჯი, წარწერით - პ-–-------- და კოდით.
101. ანალოგიური განმარებები მისცეს სასამართლოს ჩ-------ის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა - მ------ შ----ემ და მ------ ს-------–-–---–მა, ექსპერტმა მ------ მ-------ემ, ასევე მოწმეებმა ა-–------ ც-–--–--ემ და ი----- ბ----–--ემ, რომლებიც უყურებდნენ პირადი ჩხრეკის პროცესს, ამასთან თავისი თვალით იხილეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონიტორზე გამოტანილი „აჭარაბეთის“ ფანჯარა და ანგარიშის ნომერი სწორედ იმ დროს, როდესაც ჩ-------ი იდგა აპარატთან და ეკრანზე ახორციელებდა მანიპულაციებს.
102. ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი 10 ლარიანი, ერთი 50 ლარიანი, ერთი 100 ლარიანი კუპიურა, მასზე დაწებებული გამჭვირვალე მწებავი ლენტით, ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------.
103. პირადი ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი, ფოტოებზე ასახულია ჩხრეკის მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.
104. საქმის განხილვისას დათვალიერდა ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, მათ შორის ქაღალდის ნაგლეჯი, წარწერით - 1-----------–---------.
105. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,ჯ----------------ის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერია - 1------, მომხმარებლის ნიკი - "plani - 1975". ჯ----------------ის სახელზე გახსნილ „აჭარაბეთის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 18 მარტს, „ნოვადან“ გადარიცხულია 800, 800 და 900 ლარი.
106. ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N32-ში მდებარე ლ---- ბ-----ის კუთვნილი „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 20:29 საათზე, 20:54 საათსა და 23:55 საათზე, 2500 ლარი გადარიცხული იქნა ინტერნეტტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ N------- ანგარიშზე.
107. ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, მანიპულაციის საფუძველზე, რომელზეც ზემოთ უკვე ჰქონდა სასამართლოს ყურადღება გამახვილებული, 2500 ლარი ჩ-------მა გადარიცხა ონლაინკაზინო "აჭარაბეთში" ჯ----------------ის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომერზე - N-------. ქ-------ის ჩვენების თანახმად, ის ჩ-------ის თხოვნით დარეგისტრირდა ონლაინ-კაზინო „აჭარაბეთის“ მომხმარებლად, ანგარიშის კოდი და სახელწოდება ფურცელზე ჩაიწერა ჩ-------მა. ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფურცლის ნაგლეჯი წარწერებით - 1------, "plani – 1975. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ონლაინ კაზინო "აჭარაბეთიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯ----------------ის სახელზე გახსნილ „აჭარაბეთის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 18 მარტს, „ნოვადან“ გადარიცხულია 800, 800 და 900 ლარი, სულ 2500 ლარი. დაზარალებული ბ-----ის და მოწმე კ----ის ჩვენებების თანახმად, არასდროს მომხდარა აპარატიდან თანხის დაკარგვა, ინკასაციას ახდენდა მხოლოდ კ----ე, პროგრამული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, სისტემა მუშაობდა გამართულად, აპარატს არ აღენიშნეოდა რაიმე გარეგანი დაზიანება.
108. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებული ჩ-------ის მიერ 2018 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ლ---- ბ-----ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის - 2500 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.
109. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნულ ეპიზოდში, რომლებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები ვრცლად მიმოიხილა სასამართლომ, სახეზეა ჩ-------ის მხრიდან სხვისი ნივთის, ამ შემთხვევებში ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების დამადასტურებელი ყველა ნიშანი.
110. თაღლითობა არის სხვისი საკუთრების უფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მიმართული იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. დანაშაული ჩადენილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება.
111. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.
112. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც ხდება პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით. პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად.
113. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვით ვინაიდან ჩ-------ს უშუალო ურთიერთობა არ ჰქონია დაზარალებულებთან, ჰქონდა შეხება (ესეც არა დაცვის, არამედ ბრალდების მხარის ვერსიით) მხოლოდ მათ მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ანუ უსულო საგნებთან, შეუძლებელია ქმედება დაკვალიფიცირდეს თაღლითობად, რადგან გამორიცხულია თაღლითობის ობიექტი და შესაბამისად, დაზარალებული იყოს რაიმე ნივთი. სასამართლო აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ უსულო საგნები, როგორც მათ დაცვის მხარე მოიხსენიებს, არის კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, შესაბამისად, მათზე უკანონო მანიპულაციების საფუძველზე თანხის დაუფლებით ზიანი ადგებათ მათ მფლობელ პირებს და არა თვით ამ საგნებს. ყველა დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა თუ რა პრინციპით ხდება თანხის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვა ასეთი აპარატებიდან. მათ მფლობელებს წინასწარ გარკვეული ოდენობის თანხა განთავსებული აქვთ საკუთარ საბანკო ანგარიშზე, ნებისმიერი ტრანზაქციისას სწორედ ამ ანგარიშებზე არსებული, კონკრეტული პირების კუთვნილი ფულადი თანხებიდან ხდება თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა. სანაცვლოდ კი მომხმარებელი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ათავსებს იმავე ოდენობის თანხას, რაც ფაქტიურად კონკრეტული ტრანზაქციის სანაცვლოდ გაღებული საკომპენსაციო თანხებია. აპარატების მფლობელები იღებენ ამ თანხებს და ისევ ათავსებენ საბანკო ანგარიშებზე, ცხადია ამ საქმიანობას ახლავს მოგება, რომლითაც სარგებლობენ ეს პირები. იმის გამო, რომ ჩ-------ი კონკრეტული მანიპულაციით, რომელიც თავისი თვალით იხილა სასამართლომ ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისას და მოისმინა თითმხილველი მოწმეების განმარტებებით, სარგებლობდა „ნოვა ტექნოლოჯის“ ქსელში ჩართული აპარატების თავისებურებით, მწებავ ლენტზე დამაგრებული კუპიურის საშუალებით ახდენდა თანხის თითქოს ჩარიცხვას - მოთავსებას აპარატში კონკრეტულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციის სანაცლოდ, თუმცა სხვა კუპიურის და მწებავი ლენტის გამოყენებით, არ აძლევდა აპარატში ჩავარდნის შესაძლებლობას და აცურებდა უკან. ცხადია, ის ამ გზით ატყუებდა ამ აპარატების მფლობელებს, რომელთა კუთვნილი თანხების გადარიცხვა ხდებოდა ამგვარი მანიპულაციის გზით და ეუფლებოდა არა აპარატების, არამედ მათი მფლობელების ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, რიცხავდა მათ სასურველ ანგარიშზე, გამოჰქონდა და ისაკუთრებდა.
114. თავად ბრალდებულმა ჩ-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ მას არ ჰქონია შეხება იმ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, რომლებზეც ბრალდების მხარე მიუთითებს და მით უმეტეს აპარატებიდან თანხის მართლსაწინაღმდეგოდ დაუფლებასთან. საქართველოში ჩამოვიდა ტურისტული მიზნით, თუმცა მოულოდნელად და სრულიად უმიზეზოდ 2018 წლის 20 მარტის ღამით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ოთხი დღის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი და არ აძლევდნენ განყოფილების დატოვების შესაძლებლობას. არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით, მართალია ჰყავდა ადვოკატი, თუმცა არ ენდობოდა. შემდეგ გაუშვეს, საცხოვრებლად გადავიდა ქ. ფოთში ახლობლის საცხოვრებელ სახლში, სადაც 2018 წლის 10 მაისს დააკავეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა და მას შემდეგ იმყოფება პატიმრობაში.
115. ბრალდებულის ჩვენებაში მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოს წინაშე ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულის ჩვენების პარალელურად დაარწმუნებდა მას ჩ-------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორეში. სასამართლომ განიხილა და გააანალიზა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დადასტურდა ბრალდებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტები , კერძოდ:
116. მოწმე ე-----------------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელ ი----- ბ----–--ეს შეჩერებული ჰყავდა პირი, რომელიც ცდილობდა მისი აპარატიდან თანხის დაუფლებას. შეტყობინების თანახმად, აღნიშნული პირი საუბრობდა რუსულად, ამიტომ გამოიძახა თარჯიმანი და მასთან, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ ადგილას. აპარატთან შეჩერებული პირი აღმოჩნდა ს------ ჩ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთები. ოქმი შეადგინა ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს ჩხრეკის მიმდინარეობა, ჩ-------ს პრეტენზია და საჩივარი არაფერზე გამოუთქვამს. იმ დროს მისი დაკავება არ მომხდარა, რადგან ზედამხედველმა პროკურორმა, რომელთანაც ყოველწუთიერი კავშირი ჰქონდა, არ ჩათვალა მიზანშეწონილად მხოლოდ იმ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე მისი დაკავება. ამიტომ ამის შემდეგ ჩ-------ი ნებაყოფლობით ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად და მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში. გამოკითხვისას აღიარა დანაშაული, მიუთითა მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეობა მიიღო ადვოკატთან ერთად და მიუთითა სწრაფი ჩარიცხვის ყველა აპარატზე, საიდანაც თაღლითურად ეუფლებოდა თანხებს. ამის შემდეგ გამოიკითხა მოწმეები, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია „აჭარაბეთიდან“, ასევე სათვალთვალო კამერების ვიდეო-ჩანაწერები, მოხდა მათი დათვლიერება, გაერთიანდა სხვა განყოფილების წარმოებაში არსებული საქმეები და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინებით ქ. ფოთში დააკავეს ს------ ჩ-------ი. დაკავების პროცესში მონაწილეობდა ადგილზე მოწვეული თარჯიმანი, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა დაკავებულს. დაკავებული გადმოყვანილ იქნა ბათუმში და მოთავსდა დროებითი დაკავების იზოლატორში. არც ერთ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკაშირებით ჩ-------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
117. მოწმე თ------ კ--------–--მ სასამართლოს განუმარტა, რომ არის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 10 მაისს გამომძიებელ ე-----------------–--ესთან და უბნის ისნპექტორ-გამომძიებელ ჯ-------–-----ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ს------ ჩ-------ის დაკავებაში. დაკავება მოხდა ქ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩა N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. როგორც კი ჩ-------მა პოლიციელების მისვლის მიზეზი შეიტყო, განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ჩ-------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა იმის გამო, რომ სერიოზული არაფერი ჭირდა, ძალიან მალე გაწერეს საავადმყოფოდან. დაკავებული ჩ-------ი გადაიყვანეს ჯერ ფოთის საქალაქო სამმართველოში, სადაც უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელი მოაწერა დაკავების ოქმს, შემდეგ კი ჩამოიყვანეს ქ. ბათუმში და მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკავებას ესწრებოდა გამომძიებლის მიერ მოწვეული თარჯიმანი, გამომძიებელმა განუმარტა ჩ-------ს უფლებები, მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს მიზეზის დასახელების გარეშე.
118. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს ჩ-------ის დაკავებაში მონაწილე კიდევ ერთმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ-------–-----ემ.
119. საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებული ჩ-------ის დაკავება მოხდა 2018 წლის 10 მაისს, ქ. ფოთში, ჯავახიშვილის ქ. N26-ში მდებარე სახლში. დაკავების ოქმს და რუსულ ენაზე განხორციელებული თარგმანის სისწორეს აღნიშნულ საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირებთან ერთად, ადასტურებს თარჯიმანი ეკატერინე გერსამია.
120. მოწმეებმა მ------ ს-------–-–---–მა, მ------ შ----ემ, ექსპერტმა მ------ მ-------ემ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 2018 წლის 20 მარტის ღამით ს------ ჩ-------ის მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკაში, განმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა ჩ-------ის თანხმობით, თარჯიმნის მონაწილეობით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ, გამომძიებლმა განუმარტა ჩ-------ს რომ საჭირო იყო მისი წასვლა პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით, რაზეც ჩ-------ს უარი არ უთქვამს და გაყვა პოლიციელებს. რაც შეეხება მის დაკავებას, მხოლოდ ერთი საფუძვლის არსებობის პირობებში, როდესაც გადასამოწმებელი იყო მთელი რიგი გარემოებები, პოლიციის თანამშრომლებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად მისი დაკავება.
121. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების თაობაზე 2018 წლის 20 მარტის დადგენილების თანახმად, ჩხრეკის დაწყებამდე ს------ ჩ-------ს გამოეცხადა დადგენილება, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ეთარგმნა თარჯიმნის - ლ--–----------–--ის მიერ. ასევე საქმეში წარმოდგენილია ჩ-------ის ხელწერილი, შედგენილი რუსულ ენაზე, თარჯიმან ლ--–----------–--ის მიერ შესრულებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად, რომლითაც ჩ-------ი თანხმობას აცხადებს პირად ჩხრეკაზე.
122. დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ ჩ-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები მ------ შ----ე და მ------ ს-------–-–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები - მ------ მ-------ე და კ----------------, რუსული ენის თარჯიმანი ლ--–----------–--ე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, მათ შორის ჩ-------ის მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს და მასში ასახული გარემოებების სისწორეს, მათ შორის თარჯიმნის მონაწილეობას ამ პროცესში, ადასტურებს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი.
123. დაზარალებულმა ი----- ბ----–--ემ და მოწმე ა-–------ ც-–--–--ემ დაადასტურეს, რომ ს------ ჩ-------ის მიმართ ჩატარებულ ჩხრეკას ესწრებოდა და რუსულ ენაზე თარგმანს ახორციელებდა თარჯიმანი ქალბატონი. ჩ-------ს პრეტენზიები და შენიშვნები არ გამოუთქვამს.
124. სასტუმრო „კარადენიზში“ ჩ-------ის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის, ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლის ი-----–- წ--–----ის, ექსპერტ-კრიმინალისტების - ა-----–-----–---ის და ე-----------------ის, სასტუმროს მენეჯერის - ნარიგული წ-----ის ჩვენებების მიხედვით, ოთახის ჩხრეკა ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობით, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა ჩ-------ს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რუსული ენის საკმაოდ გავრცელებულობის და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ გარკვეული დოზით ცოდნის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებისთვის არ იქნებოდა რთული დაეფიქსირებინათ ფაქტი თარგმანის განუხორციელებლობის, ან არასათანადოდ განხორციელებისა, რაც ასევე იოლად დასამახსოვრებელი იქნებოდა მათთვის და სასამართლოსთვის ამ ფაქტის თაობაზე სწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი გახდებოდა. თუმცა არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე არც ერთ პირს, არა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებს, არამედ სასტუმროს მენეჯერს, დაზარალებულ ბ----–--ეს, მოწმე ც-–--–--ეს, რომლებიც აკვირდებოდნენ ჩხრეკის პროცესს, არ განუმარტავთ თარჯიმნის არყოფნის ან მისი მხრიდან თარგმანის განუხორციელებლის შესახებ. ყველა მათგანი ერთხმად მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა თარჯიმანი და ყველა შემტხვევაში ის იყო ქალბატონი.
125. დაცვის მხარე თარჯიმნების თემასთან დაკავშირებით აპელირებდა იმაზე, რომ მართალია საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში დაფიქსირებულია თარჯიმნების მონაწილეობა, მაგრამ ეს დოკუმენტები არ არის ნათარგმნი რუსულ ენაზე და შესაბამისად, ეს გარემოებაა დასტური იმისა, რომ ჩ-------ს არ მიეწოდებოდა ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე. დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 11-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, დაენიშნება თარჯიმანი. ამდენად, აპელირება იმაზე, რომ თარგმანი განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმების უცხოურენოვანი თარგმანები ჩაიდება საქმეში და გადაეცემა სამართალწარმოების ენის არმცოდნე მონაწილეს, საფუძველშივე მცდარია. ყველა საპროცესო დოკუმენტი დგება სამართალწარმოების ენაზე და ამავე სახით ერთვის საქმეს, აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები კი სინქორუნულად ახორციელებენ თარგმანს და მის სისწორედ ადასტურებენ სამართალწარმოების ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ხელმოწერით.
126. ს------ ჩ-------ის მონაწილეობით ჩატარებული კიდევ ერთი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები ასახულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში. ამ საგამოძიებო მოქმედებაში, ოქმის თანახმად, დაფიქსირებულია თარჯიმნის და ჩ-------ის ადვოკატის ნ--------------–--ის მონაწილეობაც. უნდა აღინიშნოს, რომ მიქელაძე არ არის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, მასსა და ჩ-------ს შორის ხორციელდებოდა დაცვა შეთანხმებით. დაცვის ორდერის თანახმად ის უკვე 20 მარტიდან იცავდა მოწმე ჩ-------ის ინტერესებს. პოლიციის დაწესებულებაში გამოკეტილი პირისთვის რთული იქნებოდა ადვოკატის დაქირავება, შესაბამისად, რთულია გაზიარებულ იქნეს ბრალდებულის განმარტება საგამოძიებო მოქმედებებში უკვე ბრალდებულის სახით დაკავებულის რანგში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისი განმარტების გასაზიარებლად საჭირო მტკიცებულებები სასამართლოს არ წარდგენია, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით კი დადასტურდა საპირისპირო.
127. ამდენად, პირადი და საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ასევე დაკავების ოქმების, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების განმარტებებით არ დასტურდება ბრალდებულის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების სისწორე, რაც მისი გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
128. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯრების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ბრალდებული ს------ ჩ-------ი, 2018 წლის მარტის თვეში, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების: შპს „ე-–------------“, ი----- ბ----–--ის, გ------- ტ----ის, ჟ--–---- ჟ--–--ისა და ლ---- ბ-----ის კუთვნილ თანხებს, ასევე, 2018 წლის 19 მარტს შეეცადა ი----- ბ----–--ის კუთვნილი თანხის დაუფლებას.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
129. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მოძრავი ნივთის მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის დროს დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
130. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებდა ს------ ჩ-------ს, რომელიც მოტყუებით დაეუფლა შპს „ე-–------------“, ი----- ბ----–--ის, გ------- ტ----ის, ჟ--–---- ჟ--–--ისა და ლ---- ბ-----ის კუთვნილ თანხებს, რაც დაზარალებულებისთვის არ დაუბრუნებია და განკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ. სწორედ იმ მიზნით, რომ მოტყუებით დაუფლებულ თანხებს დაპატრონებოდა და განეკარგა ისინი სურვილისამებრ, ტაქსის მძღოლს ჯ----------------ეს ჯერ თავისი შვილის ანგარიშის ნომრის დასახელება და კოდი სთხოვა, შემდეგ კი მისივე თხოვნით თავად დარეგისტრირდა ქ-------ე აჭარაბეთის მომხმარებლად, მიენიჭა ინდივიდუალური კოდი და სახელწოდება, რომელიც ფურცლის ნაგლეჯზე დაიწერა ჩ-------მა და ყველა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა გადაირიცხა ქ-------ეების ანგარიშზე, რომლებიც ამ პირების მიერ გადაეცა ჩ-------ს და მიისაკუთრა მართლსაწინააღმდეგოდ.
131. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებული ს------ ჩ-------ი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მოტყუებით ეუფლებოდა ფულად თანხებს სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების და მათი პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია :
132. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
133. როგორც სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით, მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ამონაწერებით, „აჭარაბეთიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, ბრალდებული ს------ ჩ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ ი----- ბ----–--ის კუთვნილ 1600 ლარს, გ------- ტ----ის კუთვნილ 300 ლარს, ჟ--–---- ჟ--–--ის კუთვნილ 1900 ლარს, ლ---- ბ-----ის კუთვნილ 2500 ლარს და შპს „ე-–------------“ კუთვნილ 200 ლარს.
134. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს------ ჩ-------ის ქმედებებმა დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებივი ზიანი.
135. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
136. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
137. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
138. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
139. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
140. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სამართლებრივი შეფასება:
141. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------მა ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ - 5 ეპიზოდი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
142. ს------ ჩ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
143. ს------ ჩ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
144. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
145. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
146. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
147. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
148. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
149. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 170-დან 200 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ანდა ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
150. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
151. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
152. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------ს, დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის (დაზარალებულ გ------- ტ----ის ეპიზოდში, ზიანის ოდენობის გათვალისწინებით) და თავისუფლების აღკვეთის სახით, ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
153. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
154. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურები, ასევე ს------ ჩ-------ის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებულია შავი ფერის ნაჭრის ლენტი, საფულე, ცხვირსახოცი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბლოკნოტი, 44 ცალი სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკების პლასტიკური ბარათები, მწებავი ლენტი, სახაზავი და ეტიკეტები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს ს------ ჩ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა მოხდეს - ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურას (მასზედ მიმაგრებული მწებავი ლენტით), როგორც დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ნივთის - საპროცესო კონფისკაცია; ჩ-------ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხებიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თანხის კავშირია უტყუარად დადგენილი ჩ-------ის დანაშაულებრივ საქმიანობასთან.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ქ. ბათუმში, დ. აღმაშენებლის ქუჩა N20ა-ში ამოღებული ხელის კვლები, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით 1------ plani 1975, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N24-დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „თაიმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „ელით კომპანიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ს------ ვ--------ის ძე ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 მარტის, შპს „ე-–------------“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 მარტის, შპს „ე-–------------“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 მარტის, დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 მარტის, დაზარალებულ ლ--- კ-----–---ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ს------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 19, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხი ეპიზოდის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 მარტის, დაზარალებულ გ------- ტ----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 მარტის, დაზარალებულ ი----- ბ----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 მარტის, შპს „ე-–------------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 მარტის, დაზარალებულ ჟ--–---- ჟ--–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 მარტის, დაზარალებულ ლ---- ბ-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ს------ ჩ-------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
ს------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურები, ასევე ს------ ჩ-------ის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 200 ლარიანი კუპიურა, რომელზეც დამაგრებულია შავი ფერის ნაჭრის ლენტი, საფულე, ცხვირსახოცი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბლოკნოტი, 44 ცალი სიმ ბარათი, ექვსი ცალი სხვადასხვა ბანკების პლასტიკური ბარათები, მწებავი ლენტი, სახაზავი და ეტიკეტები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს ს------ ჩ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მოხდეს - ს------ ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურას, მასზედ მიმაგრებული მწებავი ლენტით, როგორც დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ნივთის - საპროცესო კონფისკაცია;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ქ. ბათუმში, დ. აღმაშენებლის ქუჩა N20ა-ში ამოღებული ხელის კვლები, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით 1------ plani 1975, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N24-დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „თაიმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, შპს „ელით კომპანიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი