გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
080210016001571965
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2621 -16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს-----თველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ს-----თველოს ბანკი“

წარმომადგენელი - ჯონი ტ--–--აძე.

მოპასუხეები - რ-–--ენ ტ------ე, დ----- ტ------ე, ლ-- ხარებავა.

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

1.1. მოპასუხე რ-–--ენ ტ------ეზე და ლ-- ხარებავაზე სოლიდარულად სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ სასარგებლოდ 25 952.44 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 10804.8 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 29.08.35.008 რეალიზაცია.

იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალ--ნების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას რ-–--ენ ტ------ისა და ლ-- ხარებავას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ს-----თველოს ბანკს’’ და რ-–--ენ ტ------ეს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება Nგცლცა 0---------3----------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ-–--ენ ტ------ეზე გაიცა სესხი 22.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 11%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%. კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები.

დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოტეკით დაიტვირთა დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე რ-–--ენ ტ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ძირი თანხის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლ--ნია, ხოლო პროცენტი და პირგასამტეხლო არ უნდა დეკისროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე რ-–--ენ ტ------ემ ნაწილობრივ, ძირი თანხის 21. 294.71 აშშ დოლარის ნაწილში - ცნო სარჩელი.

მტკიცებულება.

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს ,,ს-----თველოს ბანკს’’ და რ-–--ენ ტ------ეს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება Nგცლცა 0---------3----------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ-–--ენ ტ------ეზე გაიცა სესხი 22.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 11%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება Nგცლცა 0---------3----------------

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 13 იანვარს სს ,,ს-----თველოს ბანკსა’’ და დ----- ტ------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №ჩAH000085480, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------

მტკიცებულება:

- 2015 წლის 13 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება №ჩ------------

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 08 დეკემბერს სს ,,ს-----თველოს ბანკსა’’ და ლ-- ხარებავას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა თანახმად თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა რ-–--ენ ტ------ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

მტკიცებულება:

- განცხადება სოლიდარული თავდების შესახებ.

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2013 წლის 23 მარტის საკრედიტო ბარათის საკრედიტო ბარათის განცხადების საფუძველზე აკაკი მეფარიძეს გადაეცა და სარგებლობდა სს ,,ს-----თველოს ბანკის’ საკრედიტო ბარათით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 23 მარტის საკრედიტო ბარათის განაცხადი (იხ.ს.ფ. 41)

- ცნობა(იხ.ს.ფ.42)

- ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (იხ.ს.ფ.43)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სასამარლო სხდომის ოქმი)

 

3.2.5. 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ მიმართ რ-–--ენ ტ------ის დავალ--ნება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 21,294.71 აშშ დოლარს, სესხის პროცენტს 1790.03 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს 2,867.70 აშშ დოლარს, სულ 25,952.44 აშშ დოლარს;

მტკიცებულება:

- ინფორმაცია სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ.

 

3.2.6. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალ--ნება შეადგენს - ძირ თანხაზე 21,294.71 აშშ დოლარს, სესხის პროცენტს 1790.03 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს 2,867.70 აშშ დოლარს, სულ 25,952.44 აშშ დოლარს; ასევე დადგენილ--, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხმ რ-–--ენ ტ------ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის 21.294.71 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებით, ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლ--თ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილ-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

- ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლ--ნი კრედიტი სესხის ფორმით.

 

- ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

- მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ სს ,,ს-----თველოს ბანკსა’’ და სს ,,ს-----თველოს ბანკს’’ და რ-–--ენ ტ------ეს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება Nგცლცა 0---------3----------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ-–--ენ ტ------ეზე გაიცა სესხი 22.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 11%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%. კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები.

დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოტეკით დაიტვირთა დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------

- დადგენილ--, რომ ყველა საბანკო პროდუქტზე დარღვეულ-- კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ წინაშე გააჩნია დავალ--ნება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალ--ნება სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.

 

6.3.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ რ-–--ენ ტ------ეს შორის წარმოიშვა ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილ--, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს-----თველოს ბანკის’’მიერ სრულად იქნა შესრულებული ყველა საბანკო ხელშეკრულებაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

-ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილ-- ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

- სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველ-- წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე (ძირითადი მოვალე) რ-–--ენ ტ------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 21,294.71 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

მითითებული სამართლის ნორმების საფუძველზე, იმავე მოტივაციით სარჩელი საფუძვლ--ნია სოლიდარული მოვალის, ლ-- ხარებავას მიმართ, რადგან ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 08 დეკემბერს სს ,,ს-----თველოს ბანკსა’’ და ლ-- ხარებავას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელის თანახმად, თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა რ-–--ენ ტ------ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი.

ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლ--ნია, რადგან დადგენილ--, რომ სს ,,ს-----თველოს ბანკსა’’ და და რ-–--ენ ტ------ეს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება Nგცლცა 0---------3----------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ-–--ენ ტ------ეზე გაიცა სესხი 22.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 11%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%. კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები.

 

-დადგენილ--, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ მიმართ რ-–--ენ ტ------ის დავალ--ნება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის პროცენტს - 1790.03 აშშ დოლარს.

- დადგენილ--, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულ-- კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ წინაშე გააჩნია დავალ--ნება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალ--ნება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.

6.5.მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

 

6... განსახილველ შემთხვევაში სადავოა ასევე სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.

 

6.7.პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომლებიც პირგასამტეხლოს გადახდაზე უარს აცხადებენ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით და სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება არაა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და არ წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

6.8.შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

6.9.როგორც აღინისნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს-----თველოს ბანკის’’ მიმართ რ-–--ენ ტ------ის დავალ--ნება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს 2,867.70 აშშ დოლარს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარით. (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).

- ს-----თველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

- „სამართლ--ნი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელ-- კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლ-- ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (ს-----თველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და ს-----თველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე ს-----თველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14

 

6.10. სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად - აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე (№1717276 საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.

 

6.11. მოთხოვნა საფუძვლ--ნია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ--, რომ დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------

 

6.12.მოხმობილი სამართლის ნორმების თანახმად, საფუძვლ--ნია მოსარჩელის მოთხოვნა, დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------ რეალიზაცის, ხოლო თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალ--ნების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას მოპასუხეების- რ-–--ენ ტ------ის და ლ-- ხარებავას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 463-ე მუხლით - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლ--ნი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

6.16. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.17. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

6.18. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლ--ნობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები. ამასთან დადგენილ--, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ძირითადმა მოპასუხემ რ-–--ენ ტ------ემ, სარჩელი ცნო.

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლ-- უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

6.19. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილ--, რომ დარღვეულ-- კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველ--.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულ-- ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილ-- 1819.81 ლარი, ასევე დადგენილ--, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე რ-–--ენ ტ------ემ ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 21.294.71 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში (638.84 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) იგი უნდა გათავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხე რ-–--ენ ტ------ემ სარჩელი არ ცნო პროცენტის - 1790.03 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 83.70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მოპასუხე რ-–--ენ ტ------ეს სოლიდარულად უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დ----- ტ------ესთან და ლ-- ხარებავასთან ერთად.

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1819.81 ლარი (სახ. ბაჟის ნაწილში რ-–--ენ ტ------ის სოლიდარული ვალდებულება განისაზღვრა 83.70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით) სოლიდარულად გადახდეთ მოპასუხეებს - ლ-- ხარებავას და დ----- ტ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 56.031 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ს-----თველოს ბანკი’’-ს სარჩელი მოპასუხეების - რ-–--ენ ტ------ის, დ----- ტ------ის და ლ-- ხარებავას მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხეებს- რ-–--ენ ტ------ეს და ლ-- ხარებავას სს ,,ს-----თველოს ბანკი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 21,294.71 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის 1790.03 აშშ დოლარის, და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარს, სულ 24.084.74 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. დავალ--ნების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებული იქნას დ----- ტ------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. წ---–------------------------- ს/კ 2------------

იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალ--ნების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას რ-–--ენ ტ------ის და ლ-- ხარებავას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

4. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 83.70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მოპასუხე რ-–--ენ ტ------ეს სოლიდარულად გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დ----- ტ------ესთან და ლ-- ხარებავასთან ერთად.

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1819.81 ლარი (სახ. ბაჟის ნაწილში რ-–--ენ ტ------ის სოლიდარული ვალდებულება განისაზღვრა 83.70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით) სოლიდარულად გადახდეთ მოპასუხეებს - ლ-- ხარებავას და დ----- ტ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 56.031 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე