გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002410137
საქმე #2/309-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“
წარმომადგენელი - თა-------------–---–ი
მოპასუხეები - სე---------------ი, რა--------------ი, ფი-----–-----------ი, ის----–---------ი
მოპასუხე სე---------------ის წარმომადგენელი - ნო–----------–----–---–ი
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. მოპასუხეებს სე---------------ს, რა--------------ს, ფი-----–-----------ს და ის----–---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად (თავდებებს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობით) დაეკისროთ 16 866.29 ლარის გადახდა, საიდანაც 15 000 ლარი არის ძირი თანხა, 1 566.29 ლარი არის სარგებელი, ხოლო 300 ლარი პირგასამტეხლო.
1.2. მოპასუხე სე---------------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 043.63 ლარის გადახდა, საიდანაც 1 500 ლარი არის ძირი თანხა, 543.63 ლარი არის სარგებელი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ს.ს. „ლი------------სა“ და სე---------------ს შორის, 2017 წლის 25 აგვისტოს საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა მიიღო სესხი 15 000 ლარი, 20.08.2019 წლამდე. სესხით სარგებლობისთვის საპროცენტო განაკვეთი წლიური 28% განისაზღვრა, სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.05%-ს შეადგენს.
სესხის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 25 აგვისტოს მოპასუხეებთან რა--------------თან, ფი-----–-----------თან და ის----–---------თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარული თავდებობა იკისრეს ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 15 450 ლარი განისაზღვრა.
სესხად გადაცემული თანხის და სარგებლის გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. მოპასუხეებმა 2017 წლის 22 დეკემბრიდან დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მათ დაერიცხათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეების დავალიანებამ 2018 წლის 05 აპრილის მდგომარეობით 17 112.15 ლარი შეადგინა.
ს.ს. „ლი------------სა“ და სე---------------ს შორის, 2017 წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის №2-------------- ხელშეკრულება გაფორმდა. საკრედიტო ლიმიტი 1 500 ლარით განისაზღვრა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ს შეადგენს. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილების ჯარიმა 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე სე---------------მა 2018 წლის 27 მარტიდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგად მისი დავალიანება, 2018 წლის 05 აპრილის მდგომარეობით, 2 043.63 ლარს შეადგენს, საიდანაც 1 500 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 543.63 ლარი არის სარგებელი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სე---------------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხები გადაიხადოს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში და ახალი გრაფიკით. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად და დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას (იხ. შესაგებელი (ს.ფ. 118-126) და სასამართლოს 06.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
2.2. მოპასუხე რა--------------ს სარჩელი და თანდართული მასალები ორჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე მაგრამ ორივეჯერ ოჯახის წევრმა (შვილმა) გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ამ შემთხვევაში, სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 74-75-ე მუხლების შესაბამისად სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარებულად ეთვლება. სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდა ვადა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. მოპასუხე სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადდა.
2.3. მოპასუხე ფი-----–-----------ს სარჩელი და თანდართული მასალები სამჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე მაგრამ სამივეჯერ ოჯახის წევრმა (მეუღლემ) გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ამ შემთხვევაში, სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 74-75-ე მუხლების შესაბამისად სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარებულად ეთვლება. სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდა ვადა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. მოპასუხე სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადდა.
2.4. მოპასუხე ის----–---------ს სარჩელი და თანდართული მასალები რამოდენიმეჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ოჯახის წევრებმა (ერთ შემთხვევაში მეუღლემ, მეორე შემთხვევაში დედამ) გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. ამ შემთხვევაში, სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 74-75-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარებულად ეთვლება. სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდა ვადა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. მოპასუხე სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ს.ს. „ლი------------სა“ და სე---------------ს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა მიიღო 15 000 ლარი. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 28%-ით განისაზღვრა. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ სესხის ძირი თანხა 5 000 ლარზე მეტი იქნებოდა, გადაუხდელი თანხა დაიბეგრებოდა საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.05%-ს. სესხის და სარგებლის გადახდა თანდართული გრაფიკის მიხედვით 2019 წლის 20 აგვისტომდე უნდა მომხდარიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 19-40).
3.1.2. საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 25 აგვისტოს, მოპასუხეებთან რა--------------თან, ფი-----–-----------თან და ის----–---------თან თავდებობის №1------, №1------ და №1------ ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარული თავდებობა იკისრეს ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეულზე 15 450 ლარი განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის განცხადებები (ს.ფ. 41; 45; 49);
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 42-44; 46-48; 50-52).
3.1.3. ს.ს. „ლი------------სა“ და სე---------------ს შორის, 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა I----------ის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის ოდენობა 1 500 ლარით ხოლო სარგებელი წლიური 60-%-ით განისაზღვრა. მსესხებელმა თანხის -1 500 ლარის განაღდება 2017 წლის პირველ სექტემბერს განახორციელა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი, ხელშეკრულება, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 55-59).
3.1.4. მოპასუხეებმა მოსარჩელესთან 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 22 დეკემბერს დაარღვიეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაიხადეს. 2018 წლის 05 აპრილის მდგომარეობით დავალიანების ოდენობამ 17 112.15 ლარი შეადგინა, საიდანაც 15 000 ლარი არის ძირითადი თანხა, 1 566.29 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, ხოლო 545.86 ლარი არის პირგასამტეხლო. მოსარჩელემ სასამართლოს 06.02.2019 წლის სხდომაზე შეამცირა დარიცხული პირგასამტელო 300 ლარამდე და ამდენად, სესხზე დავალიანება 16 866.29 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-17);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54);
- სასამართლოს 06.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი.
3.1.5. სე---------------მა ს.ს. „ლი------------თან“ 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული I----------ის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 27 მარტიდან დაარღვია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაიხადა. 2018 წლის 05 აპრილის მდგომარეობით დავალიანების ოდენობამ 2 053.63 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 500 ლარი არის ძირითადი თანხა, 543.63 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-17);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 60);
- სასამართლოს 06.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლი------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ ს.ს. „ლი------------სა“ და სე---------------ს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 15 000 ლარი წლიური 28% სარგებლის გადახდის პირობით მიიღო. ამავე მოპასუხესთან 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა I----------ის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 1 500 ლარი წლიური 60-% სარგებლის გადახდის პირობით მიიღო. ორივე ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად კი სს ,,ლი------------მა" მოპასუხეებთან რა--------------თან, ფი-----–-----------თან და ის----–---------თან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ბანკი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელიც სესხის ხელშეკრულების დადებას უკავშირებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის გადაცემას. შესაბამისად, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა. მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას, ხოლო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სე---------------თან 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად 15 000 ლარი წლიური 28% სარგებლის გადახდის პირობით მიიღო. თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ სესხის ძირი თანხა 5 000 ლარზე მეტი იქნებოდა, გადაუხდელი თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით. მოპასუხემ 2017 წლის 22 დეკემბერს დაარღვია ვალდებულება და არ გადაიხადა თანხა. აგრეთვე დადგენილია, რომ ამ მოპასუხესთან მოსარჩელემ 2017 წლის 31 აგვისტოს დადო I----------ის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 1 500 ლარი წლიური 60-% სარგებლის გადახდის პირობით მიიღო. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ 2018 წლის 27 მარტიდან დაარღვია.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობებით, სასარჩელო მოთხოვნითა და და უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით სე---------------ის დავალიანებამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით 16 866.29 ლარი შეადგინა, საიდანაც 15 000 ლარი არის ძირითადი თანხა, 1 566.29 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, ხოლო 300 ლარი არის პირგასამტეხლო. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს დადებული I----------ის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ 2 053.63 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 500 ლარი არის ძირითადი თანხა, 543.63 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი.
შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხე სე---------------ს წარმოეშვა, როგორც სესხად მიღებული თანხის, აგრეთვე დარიცხული სარგებლის, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სე---------------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სარჩელი ცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სე---------------ის მიმართ სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნა დასაბუთებულია და ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულება მოითხოვოს როგორც ძირითადი მოვალისგან, აგრეთვე იმ პირებისგან, რომლებმაც ძირითად მოვალესთან ერთად იკისრეს ვალდებულების სრულო მოცულობით შესრულება. სოლიდარული ვალდებულების განმსაზღვრელი ხელშეკრულება კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის უფლება ანიჭებს. ამასთან კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს როგორც ერთს, ასევე ერთდროულად ყველა სოლიდარულ მოვალეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის №1------- ხელშეკრულებით სე---------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად რა--------------თან, ფი-----–-----------თან და ის----–---------თან თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარული თავდებობა იკისრეს ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ იმ პირობაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხეები რა--------------ი, ფი-----–-----------ი და ის----–---------ი სოლიდარულად არიან სე---------------თან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. ვინაიდან სე---------------მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სს ,,ლი------------ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება, ამიტომ მოპასუხეებს რა--------------ს, ფი-----–-----------ს და ის----–---------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დავალიანების გადახდა. ამავდროულად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულზე 15 540 ლარით არის განსაზღვრული, ამიტომ მათი მხრიდან ვალდებულების შესრულება ამ თანხით უნდა განისაზღვროს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი პირველი სასარჩელო მოთხოვნით, ნაცვლად 17 112.15 ლარისა 16 866.29 ლარით განისაზღვრა (მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა). შესაბამისად, ამ ნაწილში გადასახდელმა ბაჟის ოდენობამ 505.98 ლარი შეადგინა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 514 ლარი. მოპასუხე სე---------------მა სარჩელი ცნო, მოპასუხეები რა--------------ს ფი-----–-----------ს და ის----–---------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადებულან. ამასთან, ეს პირები თავდები პირები არიან და მათი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, 15 450 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის ანაზღაურება მოპასუხეებს რა--------------ს ფი-----–-----------ს და ის----–---------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ და პასუხისმგებლობის ფარგლების მიხედვით მისი ოდენობა 463.5 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო დანარჩენი თანხა მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან ძირითადმა მსესხებელმა სე---------------მა სარჩელი ცნო სრულად.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა 2 043.63 ლარს შეადგენს და მოპასუხეს სე---------------ი წარმოადგენს, რომელმაც სარჩელი ცნო სრულად. მოსარჩელეს ამ ნაწილში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო, ამიტომ მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილ 50 ლარს და ფოსტის ხარჯს - 60 ლარს, რომელიც მოსარჩელემ გასწია, ამ ნაწილში მოპასუხეებს ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.04.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც: მოპასუხე სე---------------ს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ის სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი 5----------6, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა; მოპასუხე ის----–---------ს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ი სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი 5----------3, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა; მოპასუხე რა--------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ის სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი 5----------5 და საკადასტრო კოდით 5----------7, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591,369-ე მუხლებით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს სე---------------ს, რა--------------ს, ფი-----–-----------ს და ის----–---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 866.29 ლარის გადახდა, საიდანაც 15 000 ლარი არის ძირი თანხა, 1 566.29 ლარი არის სარგებელი, ხოლო 300 ლარი პირგასამტეხლო.
3. მოპასუხეების რა--------------ის, ფი-----–-----------ის და ის----–---------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან მიმართებით 15 450 ლარით განისაზღვროს.
4. მოპასუხეებს რა--------------ს, ფი-----–-----------ს და ის----–---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 463.5 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე სე---------------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2043.63 ლარის გადახდა, საიდანაც 1 500 ლარი არის ძირი თანხა, 543.63 ლარი არის სარგებელი.
6. მოპასუხეებს სე---------------ს, რა--------------ს, ფ-------–------------ და ის----–---------ს მოსარჩელე სს ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის (ფოსტის ხარჯი) 60 ლარის ანაზღაურება.
7. მოსარჩელე სს ,,ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 150.5 ლარი (გადამხდელი სს ,,ლი------------ი, საგადახდო დავალება №5---------, გადახდის თარიღი 18.04.2018 წელი, გადახდილი თანხა 100 ლარი (სრულად) და საგადახდო დავალება №5---------, გადახდის თარიღი 18.04.2018 წელი, გადახდილი თანიდან 514 ლარიდან 50.5 ლარი).
8. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.04.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც:
· მოპასუხე სე---------------ს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ის სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი №5----------6, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა;
· მოპასუხე ის----–---------ს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ი სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი №5----------3, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა;
· მოპასუხე რა--------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ის სოფელი უ---------–ა, საკადასტრო კოდი №5----------5 და საკადასტრო კოდით №5----------7, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე