გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002745776
საქმე N 2/1014-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავა-–- ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელეები - ალ-----რ ალ---ი, ა-–- ალ---ი, რა---ლ ალ---ი, ნუ----ა ალ---ა, კი-----ტ ალ---ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - მუ----ნ ხვ---–---ი
მოპა---ხე - სა--რ კა---მოვი
თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელეების ალ-----რ ალ---ის, ა-–- ალ---ის, რა---ლ ალ---ის, ნუ----ა ალ---ას და კი-----ტ ალ---ას კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ბო-–-----------–----–----------------–------–-----ი, სკ 80.04.72.0-0, ნაწილი 77 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპა---ხის სა--რ კა---მოვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
2. მოსარჩელეების პოზიცია:
ბოლ-----------–----–--------------–-----–-----–ი მოსარჩელეებს ოჯახის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვთ უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობით, რომლის სკ 80.04.72.0-0. მოსარჩელეების მეზობლად სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობასთან ერთად სკ 80.04.72.2-3 რეგისტრირებული აქვს მოპა---ხე სა--რ კა---მოვს. მოპა---ხემ დაიწყო მიწის ნაკვეთზე მშენებლობები, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. მან მიითვისა მხარეებს შორის არსებული თავისუფა-–- დაურეგისტრირებელი სივრცე და მოსარჩელეების მიწის ნაკვეთის ნაწილი 77 კვ.მ-ის ოდენობით, გაავლო მავთულბადე და არ აძლევს მოსარჩელეებს საკუთრებით სარგებლობის უფლებას. მოსარჩელეებს სურდათ დავის მოლაპარაკების გზით მოგვარება, თუმცა უშედეგოდ.
3. მოპა---ხის პოზიცია
3.1. მოპა---ხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპა---ხის განმარტებით, იგი ფლობს მიწის ნაკვეთს იგივე მონაცემებით, როგორი მონაცემებითაც შეიძინა. იგი არ არის გადა---ლი მოსარჩელეების მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე არსებულ მშენებლობებს აღნიშნულზე მას გააჩნია შესაბა--სი ნებართვა. მოსარჩელეებმა 2017 წელს რეგისტრაციის დაზუსტებისას არასწორად დაირეგისტრირეს ნაკვეთი, შესაბა--სად მისი მოსაზრებით სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ბოლ-----------–----–--------------–-----–-----–ი მდებარე უძრავი ქონება, სკ 80.04.72.0-0 წარმოადგენს მოსარჩელეების ალ-----რ ალ---ის, ა-–- ალ---ის, რა---ლ ალ---ის, ნუ----ა ალ---ას და კი-----ტ ალ---ას საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება (ს.ფ 4-7, სასამართლო სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.18-19)
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ.20)
3.1.2. უძრავი ქონება მდებარე - ბოლ-----------–----–--------------–-----–-----–ი, სკ 80.04.72.2-3 წარმოადგენს სა--რ კა---მოვის საკუთრებას.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-2-)
- საკადასტრო გეგმა - (ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-7; 59-61, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (სკ 80.04.72.0-0) მეზობლად ესაზღვრება მოპა---ხე სა--რ კა---მოვის საკუთრებაში არსებული (სკ 80.04.72.2-3) უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-7; 59-61)
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 24-41)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-2-, 18-19)
3.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში მდებარე სკ 80.04.72.7- და # 80.04.72.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) 80.04.72.0-0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის 77 კვ.მ ფართს, ხოლო დაურეგისტირებელი სივრცის 100 კვ.მ ფართს, კერძოდ, 80.04.72.2-3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სა--რ კა---მოვს ფაქტობრივად დაკავებული აქვს 80.04.72.0-0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 77 კვ.მ ფართი და დაურეგისტრირებელი სივრცის 100 კვ.მ ფართი. ასევე 80.04.7-.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი 1,06მ დან 1,37 მდე და მშენებარე შენობა-ნაგებობის ნაწილი 1,06მ დან 1,13მ მდე სცდება ხსენებულ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელს ხაზებს) და მოიცავს (გადაფარავს) დაურეგისტრირებელი სივრცის ნაწილს, ხოლო მცირე ზომის შენობა-ნაგებობის (საპირფარეშოს) ნაწილი1,19 მ დან 1,24 მ მდე განთავსებულია დაურეგისტრირებელ სივრცეზე, ხოლო ნაწილი 0,35მ დან 0,40 მდე მოიცავს (გადაფარავს) 80.04.72.0-0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.4-7)
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 24-41)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო უძრავი ქონებიდან (მის.: ბო-–-----------–----–----------------–------–-----ი, სკ 80.04.72.0-0) 77 კვ.მ მიწის ფართს სა--რ კა---მოვი ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სა--ვე საფუძვლის (ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპა---ხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპა---ხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება) დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვა-–-სწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, მოპა---ხე არის მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ერთის მხრივ დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მეორეს მხრივ მოპა---ხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მფლობელობის მართლზომიერება, რადგან გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოუდგინა სასამართლოს ვერანაირი მტკიცებულება, რის გამოც მესაკუთრეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს საკუთრების გამოთხოვა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში ასრებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
ადა--ანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 158-ე, 168-ე, 17--ე, 172-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვა-–-ა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადა--ანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბა--სად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვა-–-სწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 17--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ა--თ არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება, სანივთოსამართლებრივ კონტექსტში, აბსოლუტური და არა რელატიური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 17--ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპა---ხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სა--ვე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონების (მის.:ბოლნისის მუნიციპა-–-ტეტი სოფელ ტალავერი, სკ 80.04.72.0-0) დაზუსტებული ფართობია 4980.00კვ.მ, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრებად. აღნიშნული უძრავი ქონების მოსაზღვრედ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, მდებარეობს სა--რ კა---მოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ბოლნისის მუნიციაპლიტეტი, სოფელი ტალავერი, სკ 80.04.72.2-3), რომლის ფართობია 1089.00კვ.მ. საქმეში წარმოდგენილია, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში მდებარე სკ 80.04.72.7- და # 80.04.72.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) 80.04.72.0-0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის 77 კვ.მ ფართს, ხოლო დაურეგისტირებელი სივრცის 100 კვ.მ ფართს. კერძოდ, 80.04.72.2-3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სა--რ კა---მოვს ფაქტობრივად დაკავებული აქვს 80.04.72.0-0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 77 კვ.მ ფართი და დაურეგისტრირებელი სივრცის 100 კვ.მ ფართი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მხარეთა ახსნა-განმარტებითა და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთს (77კვ.მ) დაუფლებულია მოპა---ხე, რომელიც მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს გარეთაა. ამასთან, დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთით კი ვერ სარგებლობენ მოსარჩელეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვა-–-სწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპა---ხის სადავო უძრავი ქონების (77კვ.მ მიწის ნაკვეთი) მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს სადაო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით ვერ დგინდება. საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპა---ხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და არის ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან (მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთი მოპა---ხისათვის მიქირავებით, განათხოვრებით და ა.შ.).
ამდენად, მოსარჩელემ დაამტკიცა რომ: № 80.04.72.0-0 საკადასტრო ნომრით აღრიცხული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას, საიდანაც 77 კვ.მ მიწის ნაკვეთი იკოფება მოპა---ხე სა--რ კა---მოვის უკანონო მფლობელობაში, მოპა---ხის ქმედების შედეგად კი მოსარჩელეებს ხელი ეშლებათ კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპა---ხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეებისთვის ჩაბარების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანხმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე;
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვა-–-სწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვა-–-სწინებული შემთხვევებისა;
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების ხელყოფა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 120 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვა-–-სწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბა--სი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპა---ხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილი არ ყოფილა სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპა---ხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპა---ხე სა--რ კა---მოვს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპა---ხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის - იურიდიული მომსახურების 300 ლარის და ექსპერტიზის დასკვნის 460 ლარის, სულ 760 ლარის მოსარჩელეებისათვის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ალ-----რ ალ---ის, ა-–- ალ---ის, რა---ლ ალ---ის, ნუ----ა ალ---ასა და კი-----ტ ალ---ას სარჩელი მოპა---ხე სა--რ კა---მოვის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოპა---ხე სა--რ კა---მოვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სკ 80.04.72.0-0, მის.: ბო-–-----------–----–----------------–------–-----ი) ნაწილი - 77.კვ.მ
3. მოპა---ხე სა--რ კა---მოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
4 მოპა---ხე სა--რ კა---მოვს მოსარჩელეების ალ-----რ ალ---ის, ა-–- ალ---ის, რა---ლ ალ---ის, ნუ----ა ალ---ასა და კი-----ტ ალ---ას სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სასამართლოგარეშე გაწეული ხარჯის 760 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვა-–-სწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე