გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/508-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
მ–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე: ე------------–---–---–ი
მოპასუხეები: დ----------–---–---–ი, ს------------–---–---–ი, ქ------------–---–---–ი
დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე------------–---–---–ი ცნობილი იქნას მემკვიდრედ და მესაკუთრედ ძმის ა-–---------------–---–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე - მდებარე მ–-----, სოფელი ვ-------.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განცხადებით, ცხოვრობს მ–----ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვ------ში, ამავე სოფელში ცხოვრობდა მისი ძმა ა-–---------------–---–---–-, რომელიც გარდაიცვალა 2012 წლის 2 სექტემბერს. გარდაცვლილს ოჯახი არ ჰყოლია და შესაბამისად, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. მშობლები მამა - გ------------–---–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 12 იანვარს, ხოლო დედა - ე-------–---–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 26 მაისს. მოსარჩელის ძმას - ა-–---------------–---–---–ს დარჩა უძრავი ქონება - სახლი და მიწის ნაკვეთები, მდებარე მ–----ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ვ-------, რასაც დაეუფლა ძმის გარდაცვალების დღიდან, ფლობს და განაგებს დღემდე.
უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც წარუდგინა ა-–---------------–---–---–-ს გარდაცვალების მოწმობა. ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტით საარქივო ცნობის თანახმად საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთ-ერთ წევრად ჩაწერილია ალექსი დალაქიშვილი, სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელეს მოსთხოვა, რომ სამკვიდრო მოწმობა წარედგინა. მოსარჩელემ სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ვერ მიმართა ნოტარიუსს, რადგან ვერ შეძლო საბუთების დროულად მოწესრიგება, თუმცა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ძმის სამკვიდროს.
2018 წლის 23 იანვარს ე------------–---–---–მა მიმართა ნოტარიუს ლ--–--------ს და მოითხოვა 2012 წლის 2 მარტს გარდაცვლილ ა-–---------------–---–---–-ს კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება. ნოტარიუსს სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინა შემდეგი დოკუმენტები: ა-–---------------–---–---–-ს დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, მშობლების გ------------–---–---–ისა და ე-------–---–---–ის გარდაცვალების მოწმობები, თავად მოსარჩელის დაბადების მოწმობა. 2018 წლის 27 თებერვალს ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილი ძმის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.
მოსარჩელემ მომართა მ–----ის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, რომ ე------------–---–---–ი დაეუფლა ძმის, ა-–---------------–---–---–-ს კუთვნილ ქონებას. სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს მიერ დაინტერესებულ პირად ჩართული იქნა მოსარჩელის ძმა, დ----------–---–---–ი, რომელიც ასევე არის ა-–---------------–---–---–-ს მემკვიდრე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ რამოდენიმეჯერ გაუგზავნა უწყება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, გზავნილი არ ჩაბარებია, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით არის სადავო სასარჩელო წესით განსახილველი და მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველი. მოსარჩელის განმარტებით გარდაცვლილი ძმის დაკრძალვს ხარჯებიც თავად გაიღო და ფაქტობრივადაც დაეუფლა ქონებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ს------------–---–---–მა და ქ------------–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ცნეს სარჩელი და დაეთანხმნენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
2.1 მოპასუხე დ----------–---–---–ი საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა; ამასთან, წერილობითი შესაგებელი მის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 მოსარჩელე ე------------–---–---–ის ძმა - მამკვიდრებელი ა-–---------------–---–---–- გარდაიცვალა 2012 წლის 2 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---------------–---–---–-ს გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.19);
3.1.2 ა-–---------------–---–---–-ს მშობლები მამა - გ------------–---–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 12 იანვარს, ხოლო დედა - ე-------–---–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 26 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------------–---–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.23);
- ე-------–---–---–ის გარდაცვალების მოწმობა ( ს.ფ 24);
3.1.3. გ------------–---–---–სა და ე-------–---–---–ს ჰყავდათ 4 შვილი: ა-–---------------–---–---–-, ე-----------–---–---–ი, ს------------–---–---–ი და ქ------------–---–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა ს.ფ. 25;
- ა-–---------------–---–---–-ს დაბადების მოწმობა ს.ფ. 19;
- ე-----------–---–---–ის დაბადების მოწმობა ს.ფ. 20;
- ქ------------–---–---–ის დაბადების მოწმობა ს.ფ. 21;
-ს------------–---–---–ის დაბადების მოწმობა ს.ფ. 22;
3.1.4. ა-–---------------–---–---–- დაოჯახებული არ ყოფილა და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. მოსარჩელის ძმას - ა-–---------------–---–---–ს დარჩა უძრავი ქონება - სახლი და მიწის ნაკვეთები მდებარე მ–-----, სოფელ ვ------ში, რასაც დაეუფლა ეს უკანასკნელი და ძმის გარდაცვალების დღიდან ფლობს და განაგებს დღემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ე------------–---–---–ს უარი განუცხადა ა-–---------------–---–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების რეგისტრაციაზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტით საარქივო ცნობის თანახმად საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთ-ერთ წევრად ჩაწერილია ალექსი (ალექსანდრე) დალაქიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 882017334220-07 (ს.ფ 17);
- საარქივო ცნობა (ს.ფ 33)
- შემოსავლების სამსახურის ცნობა ს.ფ. 30;
3.1.6 2018 წლის 23 იანვარს ე------------–---–---–მა მიმართა მ–----ის ნოტარიუსს ლ--–--------ს 2012 წლის 2 მარტს გარდაცვლილ ა-–---------------–---–---–-ს კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების თხოვნით. 2018 წლის 27 თებერვალს ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილი ძმის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 თებერვლის ნოტარიუსის დადგენილება (ს.ფ 26);
3.1.7 2018 წელს ე------------–---–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით არის სადაო სასარჩელო წესით განსახილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 15 მაისის განჩინება საქმეზე N2/221-18 (ს.ფ 34-35)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება დაკავშირებულია სამკვიდროს გახსნის მომენტთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამდენად, მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად კი, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
დადგენილია, რომ ა-–---------------–---–---–- არ იყო დაოჯახებული, ხოლო მისი მშობლები გარდაცვლილები არიან, შესაბამისად, მამკვიდრებელს არ ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სამკვიდროზე უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მემკვიდრემ მიიღოს სამკვიდრო. სამკვიდროს მიღება აუცილებელია როგორც კანონისმიერი, ისე ანდერძისმიერი მემკვიდრეებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფლობა ნიშნავს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, ქონების გაქირავებით. სამკვიდროს მართვაში იგულისხმება ამ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდა. ამასთან, ეს მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც უშუალოდ მემკვიდრემ, ისე მისი ოჯახის წევრმა ან მისი დავალებით სხვა პირმა. სამკვიდროს დაუფლებით მემკვიდრეს წარმოეშობა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდროზე, შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიუთითებს სამკვიდროთი, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, სამკვიდრო ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას.
მოცემულ საქმეში დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ ე------------–---–---–ი ა-–---------------–---–---–-ს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას სრულად, რასაც მოპასუხეები - მეორე რიგის მემკვიდრეები სოფიო და ქ------------–---–---–ებიც ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
მოპასუხეებმა ს------------–---–---–მა და ქ------------–---–---–მა სრულად ცნეს სარჩელი, როგორც საქმის მომზადების ეტაპზე, ისე საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე. მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ - ძმის ა-–---------------–---–---–-ს კანონისმიერ მემკვიდრეებს პრეტენზია არ გააჩნიათ სამკვიდრო ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთავევაში, მოპასუხე დ----------–---–---–ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი და მთავარი სხდომის თარიღები, თუმცა არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 200.00 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთავევაში მოპასუხეებმა ს------------–---–---–მა და ქ------------–---–---–მა მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სარჩელი, შესაბამისად უნდა გათავისუფლდნენ ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე - დ----------–---–---–ს;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე------------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ე------------–---–---–ი (დაბადებული 1953 წლის 01 ივნისს, პ/ნ 31001043835) ცნობილ იქნეს ძმის - ა-–---------------–---–---–-ს (გარდაცვალების თარიღი: 2012 წლის 02 სექტემბერი, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 2012 წლის 03 სექტემბერი, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი: 40201270653) დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, მდებარე: მ–-----, სოფელი ვ-------;
3. მოპასუხე დ----------–---–---–ს დაეკისროს ეგური დალაქიშვილისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 200.00 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მ–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა