გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6004-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელეები - ხა-------------–-–---–ი, ლი---------–---–ი, თ---------ე, მ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება;
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება;
1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება;
1.5. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ ხა-------------–-–---–ის სახელზე გაცემული აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
1.6. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ ლი---------–---–ის სახელზე გაცემული აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
1.7. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ მ--------------–---–ის სახელზე გაცემული აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
1.8. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ თ---------ის სახელზე გაცემული აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის №1401 მუდმივი მოწმობით დგინდება, რომ მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიამ, 1--- წლის 28 ივლისს, ვაკის რაიონის გამგეობაში, გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მუსიკალური პედაგოგიური კადრების მომზადება. აკადემიის წესდების II თავით განსაზღვრული იყო ხელოვნების აკადემიის საქმიანობა. აღნიშნული თავის მე-3 პუნქტის თანახმად, აკადემიაში ჩარიცხვის უფლება ჰქონდათ სამუშაო სტაჟის მქონე პირებს (განურჩევლად ასაკისა) და ასევე მაღალმთიანი რაიონების წარმომადგენლებს, ხოლო მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, ვისაც ჰქონდა საშუალო სპეციალური განათლება. ამავე თავის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ 3 წლიანი სწავლების შემდეგ მსმენელებს უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფო გამოცდები და დაეცვათ დიპლომები (საკლასო კონცერტის ჩატარება ან ღია გაკვეთილების ციკლი). წესდების თანახმად, ხელოვნების აკადემიის აღმოცენების მიზეზი და მისი არსებობის მთავარი ამოცანა იყო აღზრდილიყო მაღალკვალიფიციური ხელოვნების მუშაკები, რომელთაც ექნებოდათ სრული თეორიული და აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობდა პროფესიონალიზმის ამაღლებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ასევე, მსმენელი, რომელიც ჩააბარებდა სახელმწიფო გამოცდებს და დაიცავდა დიპლომს, მიენიჭებოდა უმაღლეს-დამთავრებული ხელოვნების მაგისტრის მაღალი კვალიფიკაცია, ხოლო რომლებიც მიიღებდნენ წარჩინებულ დიპლომს, ეძლეოდათ უფლება ჩაებარებინათ ასპირანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) №1401 სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა (ს.ფ. 19).
- მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის წესდება (ს.ფ. 20-33).
3.2. ხ------ა ა---------–-ს ასული ბ-----–-–---–ი 1991 წელს შევიდა მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიაში და 1--- წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი, ფორტეპიანოს სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1--- წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პედაგოგის და კონცერტმეისტერის კვალიფიკაცია; მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წლის 6 ოქტომბერს ხა-------------–-–---–ის სახელზე გაიცა ,,აუ'' №------ დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი - 56).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 1--- წლის 6 ოქტომბრის „აუ“ №------ დიპლომი (ს.ფ. 36).
3.3. ლ---------–----ს ასული ო---–---–ი 1991 წელს შევიდა მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიაში და 1--- წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი, ფორტეპიანოს სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1--- წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პედაგოგის და კონცერტმეისტერის კვალიფიკაცია; მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წლის 6 ოქტომბერს ლი---------–---–ის სახელზე გაიცა „აუ“ №------ დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი - 41).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 1--- წლის 6 ოქტომბრის „აუ“ №------ დიპლომი (ს.ფ. 40).
3.4. მ-----ე ა-–-------ს ასული ნ------–---–ი 1991 წელს შევიდა მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიაში და 1--- წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი, ფორტეპიანოს სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1--- წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პედაგოგის და კონცერტმეისტერის კვალიფიკაცია; მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წლის 6 ოქტომბერს მ--------------–---–ის სახელზე გაიცა „აუ“ №------ დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი - 39).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 1--- წლის 6 ოქტომბრის „აუ“' №------ დიპლომი (ს.ფ. 44).
3.5. თ--- გ-------–-ს ასული მ----ე 1991 წელს შევიდა მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიაში და 1--- წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი, ფორტეპიანოს სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1--- წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პედაგოგის, კონცერტმეისტერისა და ანსამბლის კვალიფიკაცია; მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1995 წლის 3 ივლისს თ---------ის სახელზე გაიცა „აუ“ №------ დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი - 250).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 1995 წლის 3 ივლისის „აუ“ №------ დიპლომი (ს.ფ. 48).
3.6. ხა-------------–-–---–მა 2018 წლის 10 აგვისტოს აუ №------ დიპლომის ნამდვილობის დაადსტურების მოთხოვნით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განმცხადებელმა, ასევე, მოითხოვა მის მიერ მიღებული განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილებით, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, განმცხადებელს გაუმარტა, რომ მის მიერ მიღებული განათლება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საუძველზე, უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
ამავე გადაწყვეტილებით განმცახდებელს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 86-87).
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 34-35).
3.7. ლანა ო---–---–მა 2018 წლის 10 აგვისტოს აუ №------ დიპლომის ნამდვილობის დაადსტურების მოთხოვნითმიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განმცხადებელმა, ასევე, მოითხოვა მის მიერ მიღებული განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილებით, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, განმცხადებელს გაუმარტა, რომ მის მიერ მიღებული განათლება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საუძველზე, უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
ამავე გადაწყვეტილებით განმცახდებელს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 131-132).
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-39).
3.8. თ---------ემ 2018 წლის 10 აგვისტოს აუ №------ დიპლომის ნამდვილობის დაადსტურების მოთხოვნით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განმცხადებელმა, ასევე, მოითხოვა მის მიერ მიღებული განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილებით, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, განმცხადებელს გაუმარტა, რომ მის მიერ მიღებული განათლება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საუძველზე, უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
ამავე გადაწყვეტილებით განმცახდებელს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 177-178).
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-47).
3.9. მ--------------–---–მა 2018 წლის 10 აგვისტოს აუ №------ დიპლომის ნამდვილობის დაადსტურების მოთხოვნით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განმცხადებელმა, ასევე, მოითხოვა მის მიერ მიღებული განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილებით, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, განმცხადებელს გაუმარტა, რომ მის მიერ მიღებული განათლება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საუძველზე, უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
ამავე გადაწყვეტილებით განმცახდებელს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 236-237).
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 42-43).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელეთა მიერ მირებული განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 წელს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა მანამდე მოქმედი სისტემისგან განსხვავებული კლასიფიკაცია, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. მითითებული კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტით განისაზღვრა, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს. საერთო წესის თანახმად, კანონს უკუძალა არ აქვს. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან; პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის, რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი და სამართლებრივი უსაფრთხოება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული რეგულაცია, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელეთა მდგომარეობას, ვერ გავრცელდება მათ მიერ 1----1995 წლებში მირებულ განათლებაზე. ამასთან, საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 17 ივნისს განხორცილეებული ცვლილებით, 89-ე მუხლს დაემატა 102 პუნქტი, რომლის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით კანონმდებელმა პირები, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილნი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში, გარკვეულწილად მიიჩნია მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებად, რამდენადაც ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია და თავად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტშიც იქნა განმარტებული, რომ მოსარჩელეებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
6.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიშვნელოვნად მიიჩნევს, მოცემული დავის ფარგლებში, შეფასდეს მოსარჩელეთა კანონიერი ნდობის საკითხი მათ სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელეები ენდობოდნენ მათ სახელზე გაცემული დიპლომების სტაბილურობას და მათი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, მათზე გაცემული დიპლომების საფუძველზე, განახორციელეს მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №-----------------, 24 აგვისტოს №----------------- და №----------------- და 10 სექტემბრის №----------------- გადაწვეტილებები და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ ხა-------------–-–---–ის, ლი---------–---–ის, თ---------ისა და მ--------------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს ხა-------------–-–---–ის, ლი---------–---–ის, თ---------ისა და მ--------------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება, 400 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხა-------------–-–---–ის, ლი---------–---–ის, თ---------ისა და მ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წელს ხა-------------–-–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წელს ლი---------–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №----------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1--- წელს მ--------------–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1995 წელს თ---------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების აუ №------ დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;
6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ხა-------------–-–---–ის, ლი---------–---–ის, თ---------ისა და მ--------------–---–ის სასარგებლოდ 400 (ოთხასი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი