გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
N 2/4884-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ი-----–- გამსახურდია
მოსარჩელეები: გ--- ლ-----ე, გ------- კ------ე, ნ--- ნ---–--ე, ი-----–- ფ---–---–--–---–ი, ნ---- ლ-–----------–--ე, ა-----– კ-----–--ე, ე-- მ------–---–ი, ნ----- ბ-–---–---–ი, გ---- ჩ------ე, ა---------– ე------–---–ი, მ--- ბ-----–--ე.
წარმომადგენლები: ნ-----–- თ----------, მ----- ნ-------ე
მოპასუხე - შპს "ს----–-–---------------------------–-----ა"
წარმომადგენელი - ნ------- ზ-------
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა;
განაცდურის ანაზღაურება; სახელფასო დავალიანების გადახდა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის“ გადაწყვეტილება მოსარჩელეეებთან: გ--- ლ-----ესთან, გ------- კ------ესთნ, ნ--- ნ---–--ესთან, ი-----–- ფ---–---–--–---–თან, ნ---- ლ-–----------–--ესთან, ა-----– კ-----–--ესთან, ე-- მ------–---–თან, ნ----- ბ-–---–---–თან, გ---- ჩ------ესთან, ა---------– ე------–---–თან და მ--- ბ-----–--ესთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ მოსარჩელეების: გ------- კ------ის, ნ--- ნ---–--ის, ნ---- ლ-–----------–--ის, ა-----– კ-----–--ის, ე-- მ------–---–ის, ნ----- ბ-–---–---–ის, გ---- ჩ------ის, ა---------– ე------–---–ისა და მ--- ბ-----–--ის, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად, სამსახურიდან დათხოვნიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გ------- კ------ისთვის - 729 ლარის, ნანა ნ---–--ისთვის - 1229 ლარის, ნ---- ლ-–----------–--ისთვის - 1529 ლარის, ა-----– კ-----–--ისთვის - 1229 ლარის, ე-- მ------–---–ისთვის - 1529 ლარის, ნ----- ბ-–---–---–ისთვის - 1500 ლარის, გ---- ჩ------ისთვის - 1229 ლარის, ა---------– ერემეშვილისთვის - 1529 ლარისა და მ--- ბ-----–--ისთვის - 1429 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
1.4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე გ--- ლ-----ის სასარგებლოდ 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე მიუღებელი ხელფასის 9087 ლარის ოდენობით გადახდა;
1.5. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–-–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე მიუღებელი ხელფასის 12087 ლარის ოდენობით გადახდა;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეების განმარტებით, შპს ,,ქ--------–----------------ია“ დაფუძნებულ იქნა 2011 წლის 30 ივლისს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დელტას მიერ, რომლის დამფუძნებელი, თავის მხრივ, იყო სახელმწიფო. 2014 წლის 19 ნოემბერს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იქნა შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა“, რომელსაც გადაეცა შპს ,,ქ--------–----------------იის“ ყველა ფუნქცია. ამასთან, ახლად დაფუძნებულ კომპანიას გადაეცა შპს ,,ქ--------–----------------იის“ მიერ სახელმწიფოსათვის ,,საჩუქრის“ სახით დაბრუნებული ქონება, რომელიც საჭირო იყო ახლად შექმნილი ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის. მოსარჩელეები შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდნენ წლების მანძილზე შპს ,,ქ--------–----------------იაში“, ხოლო შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის“ შექმნის შემდეგ გააგრძელეს მუშაობა მოპასუხე კომპანიაში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებები დაიდო 2016 წლის 01 იანვარს და ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა მათთან შრომითი ხელშეკრულებები, ვინაიდან მათ შორის რეალურად არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელეები გ--- ლ-----ე და ი-----–- ფ---–---–-–---–ი მიუთითებენ, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება კომპანიაში მუშაობის პერიოდში და ითხოვენ აღნიშნული დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და მხარეთა შორის დადებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები. მოპასუხე აღნიშნავს, რომ შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა“ იყო დამწყები საწარმო, რომლის სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე. აღნიშნული საწარმო განიცდის სამეწარმეო არასტაბილურობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კადრების ოპტიმიზაცია, სწორედ ამ მიზეზით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე არ ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები. შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის“ სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისთვის გასული იყო მხოლოდ 25 თვე, შესაბამისად კომპანიას არ გააჩნდა ვალდებულება, გაეფორმებინა თანამშრომლებთან მომდევნო ვადიანი ან უვადო ხელშეკრულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერია. რაც შეეხება, მოსარჩელეების გ--- ლ-----ისა და ი-----–- ფ---–---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნებს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მათი მუშაობის პერიოდში მოპასუხე კომპანია არ ფუნქციონირებდა, არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად არანაირი შემოსავლები არ გააჩნდა. კომპანიის დირექტორის ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, კომპანიაში დაინიშნა რამდენიმე თანამშრომელი, რომლთათვისაც ხელფასის განსაზღვრა არ მომხდარა, რადგან ანაზღაურება გათვალისწინებული არ ყოფილა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ქ--------–----------------ია“ დაფუძნებულ იქნა 2011 წლის 30 ივლისს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დელტას მიერ. 2014 წლის 19 დეკემბერს, დაფუძნებულ იქნა შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.2. მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს ,,ქ--------–----------------იაში“ და წარმოადგენდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.3. 2016 წლის 1 იანვარს, ერთის მხრივ შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ასა“ და მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად მოსაარჩელეებს გ--- ლ-----ეს, გ------- კ------ეს, ნ--- ნ---–--ეს, ი-----–- ფ---–---–--–---–ს, ნ---- ლ-–----------–--ეს, ა-----– კ-----–--ეს, ე-- მ------–---–ს, ნ----- ბ-–---–---–ს, გ---- ჩ------ეს, ა---------– ე------–---–ს და მ--- ბ-----–--ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხესა და გ--- ლ-----ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისსა და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და გ------- კ------ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 21 მაისს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ნ--- ნ---–--ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 06 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ი-----–- ფ---–---–--–---–ს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ნ---- ლ-–----------–--ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ა-----– კ-----–--ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ე-- მ------–---–ს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და ნ----- ბ-–---–---–ს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და გ---- ჩ------ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და გ---- ა---------– ე------–---–ს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს. მოპასუხესა და მ--- ბ-----–--ეს შორის გაფორმებული იყო საერთო ჯამში სამი შრომითი ხელშეკრულება, 2015 წლის 16 თებერვალს, 2015 წლის 1 ივლისს და 2016 წლის 1 იანვარს.
ყველა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა ვადიან შრომით ხელშეკრულებას და დადებული იყო ხელშეკრულებაში განსაზღვრული კონკრეტული ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 99-155);
- მხარეთა განმარტებები;
3.1.4. 2014 წლის 19 ნოემბერს, სსიპ ,,სა---–-–-------------------------–------------ს“ თავმჯდომარის N-------- ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.5. 2014 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის“ დირექტორის N-------- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–--–---–ი დაინიშნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილედ, ხოლო მოსარჩელე გ--- ლ-----ე სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 19 ნოემბრის N------- ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.6. მოპასუხე შპს ,,სა---–-–----------------------------–------მ“ მიიღო გადწყვეტილება მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2017 წლის 1 იანვრიდან. მოპასუხემ მოსარჩლეების გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2017 წლის 16 იანვრის ელექტრონული წერილი;
- 2017 წლის 24 იანვრის წერილი;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.7. 2015 წლის 13 თებერვალს, შპს ,,ქ--------–----------------იამ“ მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ საჩუქრად გადასცა 11541.77 ლარის მოძრავი ქონება, კერძოდ კვების პროდუქტები, რითაც გაიზარდა კომპანიის კაპიტალი აღნიშნული ღირებულებით და კომპანიის კაპიტალი განისაზღვრა 932172 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2015 წლის 26 თებერვლის მოძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი;
- 2015 წლის 02 მარტის N1---- ბრძანება და ბრძანების დანართი;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.8. 2015 წლის 26 თებერვალს, შპს ,,ქ--------–----------------იამ“ მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ საჩუქრად გადასცა 11541.77 ლარის მოძრავი ქონება, კერძოდ კვების პროდუქტები, რითაც გაიზარდა კომპანიის კაპიტალი აღნიშნული ღირებულებით და კომპანიის კაპიტალი განისაზღვრა 943713.77 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2015 წლის 26 თებერვლის მოძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი;
- 2015 წლის 05 მარტის N1---- ბრძანება და ბრძანების დანართი;
- მხარეთა განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან განთავისუფლდნენ შრომითი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელეების სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეების გ--- ლ-----ისა და ი-----–- ფ---–---–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეებთან დადებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები და ისინი გათავისუფლდნენ თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულებები უნდა ჩაითვალოს უვადო შრომით ხელშეკრულებად, ვინაიდან დამსაქმებელს შრომითი კანონმდებლობით უფლება არ ჰქონდა დაედო მათთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები.
უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 19 ნოემბერს, სსიპ ,,სა---–-–-------------------------–------------ს“ თავმჯდომარის N-------- ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ა“. (იხ. უდავო ფაქტ. გარემოება 3.1.4).
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
ამავე მუხლის 14 და 15 პუნქტების თანახმად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები. ამ მუხლის 14 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანია არ წარმოადგენდა ახალ სამეწარმეო სუბიექტს და იგი იყო შპს ,,ქ--------–----------------იის“ უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე, რასაც უარყოფს მოპასუხე მხარე და აღნიშნავს, რომ შპს ,,ქ--------–----------------იას“ აქვს განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი, ჰყავს სხვა დამფუძნებელი და ხელმძღვანელობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანია დაარსდა 2014 წლის 19 ნოემბერს. უდავოდ დგინდება, შპს ,,ქ--------–----------------იამ“ მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ საჩუქრად გადასცა მოძრავი ქონება, კერძოდ კვების პროდუქტები, რის შედეგადაც მოხდა მოპასუხე კომპანიის კაპიტალის გაზრდა (იხ. 3.1.7 და 3.1.8 უდავო ფაქტ. გარემოებები).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანია, მოსარჩელეებთნ ვადიანი ხელშეკრულებების დადების დროს წარმოადგენდა ახალად დაფუძნებულ საწარმოს. იგი არ შექმნილა რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
აქტივების გადაცემად არ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული კვების პროდუქტების ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიისთვის გადაცემა, რასაც მოჰყვა კომპანიის კაპიტალის უმნიშვნელოდ გაზრდა. აქვე გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ შპს ,,ქ--------–----------------ია“ და მოპასუხე შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ა“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, აქვთ სახვადასხა საიდენტიფიკაციო კოდები და ჰყავთ სხვადასხა დირექტორები. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, იმასთნ დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანია შექმნილია შპს ,,ქ--------–----------------იიდან“ აქტივების მიღების გზით და, რომ შპს ,,ქ--------–----------------იის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ა“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია შრომის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები მოსარჩელეებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების დროს, ვინაიდან მეწარმე სუბიექტის დაარსებიდან, მოსარჩელეებთან ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადებისას, არ იყო გასული საწარმოს რეგისტრაციიდან 48 თვე. შესაბამისად მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი საფუძველი მოსარჩელეებთნ დაედო 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებები, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე შრომის კოდექსით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მოპასუხესა და თითოეულ მოსარჩელეს შორის ერთმანეთის მიმდევრობით დადებულ იქნა რამოდენიმე შრომით, ვადიანი ხელშეკრულება, რომელთა ვადა ჯამში არ აღემატებოდა 30 თვეს, შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებითაც მხარეთა შორის არსებული შრომით ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად, უვადო შრომით ურთიერთობად ვერ ჩაითვლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის გადაწყვეტილება შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს და შესაბამისად, არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
უდავოდ დგინდება, რომ 2014 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ს----–-–---------------------------–-----ის“ დირექტორის N-------- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–--–---–ი დაინიშნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილედ, ხოლო მოსარჩელე გ--- ლ-----ე სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად.
მოსარჩელეები გ--- ლ-----ე და ი-----–- ფ---–---–--–---–ი აღნიშნავენ, რომ მათ არ მიუღიათ მუშაობის პერიოდში 3 თვის ხელფასი, რაც გ--- ლ-----ის შემთხვევაში შეადგენს 9087 ლარს, ხოლო ი-----–- ფ---–---–--–---–ის შემთხვევაში 12087 ლარს.
მოპასუხე მისი განმარტებით არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეები ნამდვილად დაინიშნენ მითითებულ თანამდებობებზე 2014 წლის 19 ნოემბერს, თუმცა ვინაიდან საწარმო იყო ახლად დაარსებული, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეები არ ასრულებდნენ არანაირ სამუშაოს კომპანიისთვის და არ მომხდარა მათთვის ხელფასის დანიშვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. ვინაიდან სახეზეა ბრძანება მოსარჩელეების გ--- ლ-----ისა და ი-----–- ფ---–---–--–---–ის დანიშვნის შესახებ, ამასთან სახეზეა მათსა და შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც გ--- ლ-----ის შრომითი ანაზღაურება იმ თანამდებობაზე, რომელიც მან დაიკავა მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა არა 3025 ლარს, არამედ 3000 ლარს, ხოლო ი-----–- ფ---–---–-–---–ის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა არა 4029 ლარს, არამედ 4000 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა 3 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეს შპს ,,ს----–-–--------------------------–-----ას“ მოსარჩელე გ--- ლ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9000 ლარის, ხოლო ი-----–- ფ---–---–--–---–ის სასარგებლოდ 12000 ლარის ოდენობით ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეების გ--- ლ-----ისა და ი-----–- ფ---–---–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნები კომპენსაციის დაკსირების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს "ს----–-–--------------------------–-----ას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 630 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე გ--- ლ-----ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟიდან 170 ლარი, ხოლო მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–--–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟიდან 260 ლარი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს გ------- კ------ის, ნ--- ნ---–--ის, ნ---- ლ-–----------–--ის, ა-----– კ-----–--ის, ე-- მ------–---–ის, ნ----- ბ-–---–---–ის, გ---- ჩ------ის, ა---------– ე------–---–ისა და მ--- ბ-----–--ის სარჩელი მოპასუხე შპს "ს----–-–---------------------------–-----ის" მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ--- ლ-----ისა და ი-----–- ფ---–---–--–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს "ს----–-–---------------------------–-----ის" მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის გადახდისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე;
3. მოპასუხე შპს "ს----–-–--------------------------–-----ას" მოსარჩელე გ--- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 9000 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე შპს "ს----–-–--------------------------–-----ას" მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–--–---–ი სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 12000 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე შპს "ს----–-–--------------------------–-----ას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 630 ლარის გადახდა;
6. მოსარჩელე გ--- ლ-----ეს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 2017 წლის 15 თებერვალს მის მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება #0, ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22) სახ.ბაჟიდან 170 ლარი;
7. მოსარჩელე ი-----–- ფ---–---–--–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 2017 წლის 15 თებერვალს მის მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება #0, ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22) სახ.ბაჟიდან 260 ლარი;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია