განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
050100118002580439
დავის ტიპი
179 1 , 151
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050-00-18002580-39

საქმე N 1-224-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

12.02.20-9 წელი ქ. ო----------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

პროკურორი: პ----------–------ე

ბრალდებული: ბ-----ი ს--------–-ძე

დამცველი: დ-----------–-ძე

ღია სასამართლო სხდომაზე, არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ბ-----ი ს--------–-ძე

მამის სახელი: კ-----------ნე

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი ბ---------ი, მე-1- I-- ჩ--- N2

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ბ-----ი ს--------–-ძე, 20-8 წლის 11 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------ში, საავტომობილო გზაზე, შეიარაღებული დანით, ყაჩაღურად თავს დაესხა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ა-----ა ო--იე ო----ის, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა.

 

1.2. 20-8 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---------ში მთვრალი ბ-----ი ს--------–-ძე, რკინის ნაჭრის გამოყენებით, მ--------–-კის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--------–--ლს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა ბ-----ი ს--------–-ძემ განმარტა, რომ იცნობდა ა-----ა ო---ე ო----ის. თავად ცხოვრობს ბ---------ში, საიდანაც კილომეტრნახევარში მდებარეობს შემთხვევის ადგილი. როდესაც მიდიოდა ქალაქის მიმართულებით დაინახა ა-----ა, რომელსაც ხუმრობით უთხრა, რომ 50 ცენტი მიეცა. ა-----ას პასუხზე, რომ არ ქონდა, უთხრა, რომ მეტიც ექნებოდა. მისი ჩვენებით ა-----ას ესაუბრებოდა ინგლისურად და ქართულად. ბ-----ი ს--------–-ძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ა-----ას თანხა ინგლისურ ენაზე მოსთხოვა, რა დროსაც ხელში არაფერი ეკავა. მხოლოდ ჯიბეში ქონდა სამზარეულოს დანა და ინდიკატორი. ბ-----ი ს--------–-ძის ჩვენებით, ა-----ა თანხის მოთხოვნის დროს დაინახავდა დანას. მისივე განმარტებით, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე ხუმრობით აიღო ქვა ა-----ასთან საუბრის დროს. რაც შეეხება მ--------–--ლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, ბ-----ი ს--------–-ძემ განმარტა, რომ მ--------–-კის სახლის ეზოში შევხვდა მ--------–--ლს, სადაც მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მ--------–-კის სახლის ეზოში მიიტანა თავისი კუთვნილი ნივთები, ხოლო მ--------–--ლი თხოვდა მას დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლის ტერიტორია. მათ შორის შელაპარაკების დროს თავად ხელში ეკავა რაღაც ნივთი და დაემუქრა მ---ს.

 

მ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ბ-----ი ს--------–-ძის მეუღლე და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ა-----ა ო---ე ო----ის 20-8 წლის 11 მაისის, 1- მაისის და 24 მაისის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, 20-8 წლის 11 მაისს ა-----ა ო---ე ო----იმ დააპირა წასვლა თ---–--ში. სოფელ დ-------ში მდებარე ოფისიდან გამოვიდა 09:25 საათზე და ფეხით წავიდა ცენტრალური მაგისტრალისკენ სადაც უნდა გამოევლო თ---–--ისკენ მიმავალ ავტობუსს. გავიდა ცენტრალურ გზაზე და გაჩერდა გზის პირას სასურსათო მაღაზიის პირისპირ. მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა მისთვის უცნობი, ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც მიესალმა და უთხრა მისი სახელი. ვინაიდან არ იცნობდა აღნიშნულ მამაკაცს მიესალმა და გააგრძელა ხელჩანთაში ნივთების მოწესრიგება. უცნობმა მამაკაცმა, რომელსაც როგორც შემდეგ გაიგო ერქვა ბ-----ი, მოსთხოვა ფული. პასუხის გაცემის შემდეგ, რომ ფული არ ქონდა, უცნობმა მამაკაცმა, ორივე ხელის მოძრაობით უკანა წელის არედან ამოიღო ორი დანა, მიუახლოვდა და ორჯერ კიდევ გაუმეორა, რომ ფული მიეცა. თანხის მოთხოვნის დროს ორივე დანის პირს ერთმანეთზე უსვამდა და ცდილობდა მის დაშინებას. მისი ჩვენებით მამაკაცი მას დანის მუქარით თხოვდა თანხის გადაცემას. დანების დანახვაზე შეშინდა და რამდენიმეჯერ ქართულად დაიყვირა, რომ ეშველათ მისთვის. ყვირილის ხმაზე მათთან სწრაფად მივიდა ლ-------ა, რომელიც სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად და რომელსაც იცნობდა, რადგან ხშირად შედიოდა მაღაზიაში. ლ-------ა ჩადგა მასსა და ბ-----ის შორის და ხმამაღლა უთხრა უცნობ მამაკაცს, რომ ა-----ა მისი შვილი იყო. შემდეგ ლ-------ა მიტრიალდა მისკენ, მოკიდა ხელი და წაიყვანა მაღაზიისკენ. ლ-------ამ შეიყვანა მაღაზიაში და დაამშვიდა. მომხდარის შესახებ აცნობა მათი სამსახურის უსაფრთხოების მენეჯერს ნ-----------–ს და დაახლოებით 20 წუთში ავტობუსით წავიდა თ---–--ში. ა-----ა ო---ე ო----ის ჩვენებით, მასთან ლ-------ა რომ არ მისულიყო, იგი იძულებული გახდებოდა, რომ მიეცა ფული უცნობი მამაკაცისთვის. მისი ჩვენებით, 20-8 წლის 15 მაისს დაახლოებით 1-:30 საათზე წავიდა სამსახურიდან და იმ ადგილას, სადაც 20-8 წლის 11 მაისს ბ-----იმ მოსთხოვა თანხა ელოდა მიკროავტობუსს. მასთან კვლავ მივიდა ბ-----ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანის მაგვარი ორი საგანი, ერთ-ერთი შესაძლოა სახრახნისი და ქართულად და ინგლისურად უთხრა "ა-----ა ნუ გეშინია". წავიდა მაღაზიისკენ თუმცა ბ-----ი კვლავ მისი მიმართულებით მიდიოდა და იგივეს იმეორებდა. ბ-----ი დაიხარა, აიღო ქვა და ამ დროს მასთან მივიდა მისი დირექტორის, ქ-------------–--–ის მეუღლე, ბ-------------–---–ი, რომელმაც დაუძახა და წავიდა ბ--------ის ავტომანქანისკენ. ბ--------მა დაუძახა ბ-----ის თუ რა სურდა ა-----ასთან რა დროსაც ბ-----იმ გადააგდო ქვა. მისი ჩვენებით მას შეეძლო იმ პირის ამოცნობა, რომელმაც 20-8 წლის 11 მაისს დანის მუქარით მოთხოვა ფულადი თანხა, რადგან არაერთხელ ყავდა ნანახი და ასევე იცოდა რომ ეს პირი იყო ბ-----ი ს--------–-ძე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ-----რა გ--------–---–მა განმარტა, რომ იცნობს ბ-----ი ს--------–-ძეს. სოფელ დ-------ში აქვს მაღაზია და იცნობს ა-----ა ო---ე ო----ის, რადგან ა-----ას სამსახური მაღაზიასთან ახლოს მდებარეობდა. ა-----ა შედიოდა მაღაზიაში და შეეძლო ქართულად საუბარი. შემთხვევის დღეს დაინახა ბ-----ი და ა-----ა. ბ-----ი რადგან ნასვამი იყო დაუძახა მას. ა-----ას შეატყო, რომ შეშინებული იყო. ლ-------ა გ--------–---–მა განმარტა, რომ როდესაც მივიდა ა-----ასთან და ბ-----ისთან დაინახა, რომ ბ-----ი ს--------–-ძეს დანა ეკავა ხელში. მეორე დანა კი არ დაუნახავს. მისი განმარტებით, ა-----ამ უამბო, რომ ბ-----ი ს--------–-ძე უტრიალებდა დანას და თხოვდა ფულს, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ჟ---–--------------ემ განმარტა, რომ დ-------ში, საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვს მაღაზია. შემთხვევის დღეს დაინახა, რომ ბ-----ის ხელში დანის მსგავსი საგანი ქონდა, თუმცა თავად მაღაზიიდან არ გასულა და დაზუსტებით არ შეეძლო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი.

 

ქ-------------–--–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ქ--–---------------------------------ის" აღმასრულებელი დირექტორი. ინგლისური ენის გამო, მოითხოვეს მშვიდობის კორპუსიდან ამერიკელი მოხალისე. 20-6 წლიდან მუშაობდა ა-----ა მათთან. როდესაც ამერიკელი მოხალისე ჩამოდის საქართველოში, ხაშურის გადამზადების ცენტრში გადის მომზადებას, სწავლობენ ქართულ ენას და კულტურას. ა-----ამ თავიდან სუსტად იცოდა ქართული, თუმცა ორი წლის განმავლობაში უკვე კარგად ისწავლა ქართული ენა და სათარგმნად ანგარიშებს ქართულ ენაზე აძლევდნენ. ა-----ა მიდიოდა თ---–--ში, როდესაც დაურეკა მშვიდობის კორპუსის თ---–--ის თანამშრომელმა და უთხრა, რომ ა-----აზე განხორციელდა თავდასხმა. ტელეფო--თ ესაუბრა ა-----ას, რომელმაც დაუდასტურა, რომ ბ-----ი ს--------–-ძემ მოსთხოვა ფული და ხელში ეკავა დანა. მომხდარიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ა-----ა კვლავ იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც ბ-----ი ს--------–-ძემ ქვა ესროლა ა-----ას. მომხდარ ფაქტს შეესწრო მისი მეუღლე ბ-------------–---–ი, რომელმაც ჩასვა ა-----ა მანქანაში და წაიყვანა. ქ-------------–--–ის ჩვენებით, ა-----ა ორი წლით იყო ჩამოსული საქართველოში და 20-8 წლის აგვისტოში ბრუნდებოდა ამერიკაში. მომხდარის გამო ა-----ა მყისიერად გაიყვანეს საქართველოდან, რადგან ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო და ამჟამად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ-------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში მძღოლად. დაურეკა ა-----ამ და აცნობა, რომ ქუჩაში ყოფნის დროს მოსთხოვეს ფული. მეორე შემთხვევის დროს დაინახა ა-----ა, რომელსაც დაძაბული სახე ქონდა, ბ-----ი ს--------–-ძე კი იქვე იდგა. დაუძახა ა-----ას და როდესაც წავიდა მისკენ, ბ-----ი ს--------–-ძემ აიღო ქვა და გადააგდო.

 

მოწმე მ--------–--ლის ჩვენებით, ცხოვრობს სოფელ შემოქმედში. მ--------–-კი არის მისი შვილიშვილის ნათლია. მ--------–-კმა ყურადღების მიქცევის მიზნით ჩააბარა თავისი სახლი და კვირაში ოთხ დღეს მ--------–-კის სახლში რჩებოდა. ბ-----ი ს--------–-ძეს პირადად არ იცნობს, თუმცა გადმოცემით იცის მის შესახებ. შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, მ--------–-კის სახლში ეძინა, ხუთი წლის შვილიშვილთან ერთად. იგრძნო, სახლის კარი როგორ მოსინჯეს იყო თუ არა ღია, თუმცა შეინარჩუნა სიმშვიდე, რადგან ბავშვს არ შეშინებოდა. როდესად გაიხედა დაინახა ბ-----ი ს--------–-ძე, რომელიც ადრე ყავდა ნანახი. მ--------–--ლის განმარტებით, მოგვიანებით კვლავ დაინახა, რომ ბ-----ი ს--------–-ძეს სურდა მ--------–-კის სახლში შესვლა და დაუძახა, რომ არ ჩასულიყო სახლის ეზოში. აგრეთვე მოუხმო თავის ნათესავს, რომელიც იქ იმყოფებოდა. ბ-----ი ს--------–-ძეს ხელში ეკავა რკინის საგანი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. მისმა ნათესავმა უთხრა ბ-----ის, რომ მ---ს არ მოაკვლევინებდნენ, თუმცა ბ-----ი ს--------–-ძემ თქვა, რომ მაინც მოკლავდა. შეეშინდა ბ-----ის მუქარის, მ--------–-კის სახლში და ეზოში ვეღარ შედიოდა, რადგან ბ-----ი ს--------–-ძე იქ იმალებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს----------–---–მა განმარტა, რომ იცნობს ბ-----ი ს--------–-ძეს. შემთხვევის დღეს გაიგონა ხმაური და წავიდა მ--------–-კის სახლის მიმართულებით. როდესაც მივიდა ნახა რომ მ--------–--ლი და ბ-----ი ს--------–-ძე ჩხუბობდნენ. ბ-----ი ს--------–-ძეს ხელში ეკავა მოზრდილი რკინის საგანი და ემუქრებოდა მ--------–--ლს, რომ მოკლავდა. მოკიდა ბ-----ის ხელი და უთხრა, რომ მის გზაზე წასულიყო. იმ მომენტში ბ-----ი წავიდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ბ-----ი ს--------–-ძე კვლავ დაბრუნდა მ--------–-კის საცხოვრებელ სახლთან, რის გამოც მ--------–--ლმა გამოიძახა პოლიცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–---–მა განმარტა, რომ საღამოს ექვსის ნახევარზე დაბრუნდა სახლში, გაიგონა ჭიშკრის ხმა და დაინახა ბ-----ი ს--------–-ძე, რომელმაც უთხრა, რომ მცირე ხნით დატოვებდა თავის ნივთებს. მკაცრი ტო--თ მოსთხოვა ბ-----ის აღარ მისულიყო მასთან სახლში. მოგვიანებით გაიგონა მეზობელ მ--------–--ლის ხმა და როცა მივიდა მასთან, დაინახა, რომ მ--- თხოვდა ბ-----ი ს--------–-ძეს მ--------–-კის სახლში არ დაეტოვებინა ნივთები და წასულიყო სახლიდან. სიტყვიერი შელაპარაკება გაგრძელდა მ---ს და ბრალდებულს შორის. მათი კამათის დროს მოვიდა ს----------–---–ი, რომელიც შეეცადა ბ-----ის სახლიდან გაყვანას, რა დროსაც ბრალდებული მოკვლით დაემუქრა მ--------–--ლს. მუქარის დროს ბ-----ის ხელში ეკავა რკინის საგანი და არ ჩერდებოდა.

 

20-8 წლის 23 მაისის ამოღების ოქმით, ბ-----ი ს--------–-ძისგან, მისივე თანხმობით ამოღებულ იქნა პლასტმასის ტარიანი დანა, რომელიც მას მოთავსებული ქონდა შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში. ამოღებული ნივთი აღიწერა და დაილუქა. ამოღების ოქმი ხელმოწერილია ბ-----ი ს--------–-ძის და ამოღების ჩამტარებლის და ოქმის შემდგენის ი-----–--–---------ის მიერ. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ამოღებული დანა.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ--------–----–---ძემ, მ---------------ძემ და ი-----–--–---------ემ დაადასტურეს, რომ ბ-----ი ს--------–-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანო--ს მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც, საჭიროა გამოსაკვლევი პირის, ბ-----ი ს--------–-ძის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.

 

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ----------–--ემ და თ------------ამ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 005006218 დასკვნით, ბ-----ი ს--------–-ძეს აღენიშნება არაფსიქოზური დო--ს ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დო--ს ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას.

 

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 005006218 დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ--------------ემ და ნ--------–---–---–მა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გო--ვრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გო--ვრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გო--ვრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გო--ვრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გო--ვრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გო--ვრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გო--ვრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/0 -, § 114, ECHR 17/10/20-3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/0 -, 0-/10/20-0, პუნქტი 32).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი ს--------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ-----ი ს--------–-ძის ბრალეულობას, კერძოდ, ქ-------------–--–ის განცხადება, 20-8 წლის 23 მაისის N120341- შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, პირის ამოცნობის ოქმი, 20-8 წლის 24 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

2.3. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება, ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის მე-14 მუხლით, სასამართლოს არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქო--ათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

 

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დროს მოწმის დეპო--რებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გო--ვრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-----ა ო---ე ო----ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, რომელიც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული, თანხვედრაშია როგორც ლ-------ა გ--------–---–ის ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებებთან. ა-----ა ო---ე ო----ის ჩვენებით მასთან მივიდა ბ-----ი ს--------–-ძე, მოსთხოვა ფული, უარის მიღების შემდეგ კი ორივე ხელის მოძრაობით უკანა წელის არედან ამოიღო ორი დანა, უფრო მიუახლოვდა და ორჯერ კიდევ გაუმეორა, რომ ფული მიეცა. თანხის მოთხოვნის დროს ორივე დანის პირს ერთმანეთზე უსვამდა და ცდილობდა მის დაშინებას. ბ-----ი ს--------–-ძემ დაადასტურა ა-----ა ო---ე ო----ის ჩვენების ის ნაწილი რომელიც ეხება თანხის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მართალია ა-----ას მოსთხოვა ფული, თუმცა ხელში დანა არ ეკავა და ედო ჯიბეში. ლ-------ა გ--------–---–მა კი დაადასტურა ა-----ა ო---ე ო----ის ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეხება ბ-----ი ს--------–-ძის მიერ ხელში დანის ჭერის ფაქტს და აღნიშნა, რომ როდესაც მივიდა ა-----ასთან დაინახა, რომ ბ-----ის ხელში ეჭირა დანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დამნაშავის აგრესიული, უეცარი მოქმედება, რაც დაკავშირებულია ძალადობის გამოყენებასთან ან გამოყენების მუქარასთან, შესაბამისად, ყაჩაღობის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს. ყაჩაღობის ჩადენის დროს, დამნაშავეს შეგნებული აქვს თავისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს და სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგების დადგომა, ხოლო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, წარმოადგენს რა ყაჩაღობის დროს სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას, გამოიყენება მას შემდეგ რაც პირს გაუჩნდება სხვისი ქონების მისაკუთრების სურვილი.

 

ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციის დროს მხედველობაშია მისაღები უშუალოდ თავდასხმისას განხორციელებული ქმედების საშიშროება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. ცალკეულ შემთხვევაში თავდასხმის შედეგად შესაძლოა დაზარალებულს სხეული არც დაუზიანდეს, თუმცა ეს ყაჩაღობას არ გამორიცხავს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განაჩენი საქმე 935აპ). სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მუქარა ბ-----ი ს--------–-ძის მიერ გამოყენებული იყო იმისათვის რომ დაუყოვნებლივ დაუფლებოდა დაზარალებულის საკუთრებაში არსებულ ფულად თანხას და ამ მიზნის მიღწევას ცდილობდა თავდასხმის მომენტში.

 

ბ-----ი ს--------–-ძის მამოძრავებელი ძალა, წინამდებარე შემთხვევაში, მიმართულია ა-----ა ო---ე ო----ის ფულადი თანხის, მისაკუთრებისაკენ, რასაც ადასტურებს დაზარალებულის, მოწმე ლ-------ა გ--------–---–ის და თავად ბრალდებულის ჩვენებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო არის მიზანი, როცა ის მატერიალურ საკუთრებით წესრიგს ეწინააღმდეგება (lackner-kühl, Strafgesetzbuch Kommentar, 25, Auflage, § 242/27, Verlag C.H. Beck München 200-). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს ბ-----ი ს--------–-ძისათვის არ მიუცია ნებართვა, მის საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის დაუფლებაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი ს--------–-ძეს, დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის მოთხოვნისას, ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

სასამართლოს, მოხმობილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ა-----ა ო---ე ო----ის მიმართ ადგილი ქონდა თავდასხმას, რა დროსაც ბ-----ი ს--------–-ძემ დანის დემონსტრირებით არაერთხელ მოსთხოვა ფულადი თანხის დაუყოვნებლივ გადაცემა. ქმედების შეწყვეტის მიზეზი კი გახდა დაზარალებულის მხრიდან დასახმარებლად ყვირილით მოხმობა და ლ-------ა გ--------–---–ის მისვლა ამადა ო---ე ო----ისთან.

 

2.4. სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მ--------–--ლის, ს----------–---–ის და მ----------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--------–--ლს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

მ--------–--ლის ჩვენებით, დადგენილია, რომ ბ-----ი ს--------–-ძეს ხელში ეკავა რკინის საგანი რა დროსაც მოკვლით დაემუქა მას. ს----------–---–ის სიტყვებზე, რომ მ---ს არავინ მოაკვლევინებდა, ბ-----ი ს--------–-ძემ თქვა, რომ მაინც მოკლავდა, რის გამოც შეეშინდა ბ-----ის მუქარის. ს----------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ბ-----ი ს--------–-ძეს ხელში ეკავა რკინის მოზრდილი საგანი და არაერთხელ მოკვლით დაემუქრა მ--------–--ლს. მ----------–---–ის განმარტებით, ბრალდებული მოკვლით დაემუქრა მ--------–--ლს, მუქარის დროს კი ბ-----ი ს--------–-ძეს ხელში ეკავა რკინის საგანი და არ ჩერდებოდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ. ბ-----ი ს--------–-ძის მხრიდან რკინის საგნით ხელში, არაერთხელ მოკვლით დამუქრება მ--------–--ლის მიმართ, წარმოქმნის მუქარის განხორციელების შიშს, რის გამოც დაზარალებულმა დახმარების მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გო--ვრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბ-----ი ს--------–-ძემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანო--ს შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 1- სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----ი ს--------–-ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბ-----ი ს--------–-ძეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღო--სძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ-----ი ს--------–-ძე არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი ს--------–-ძის მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, ბ-----ი ს--------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ-----ი ს--------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ-----ი ს--------–-ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. ბ-----ი ს--------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

1.2. ბ-----ი ს--------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბ-----ი ს--------–-ძეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

1.4. მსჯავრდებულ ბ-----ი ს--------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღო--სძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-8 წლის 23 მაისის 23:35 საათიდან.

 

2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანო--ერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2.1. დანა, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

2.2. ჰამაკი, თიხის დერგი, ქოლგის დეტალი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ-----ი ს--------–-ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

3. განაჩენი კანო--ერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა