გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1139-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე
მოპასუხეები - მ------ა კუ--–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-----ი კუ--–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული:
1.1.მოპასუხე- მ------ა კუ--–-–---–ზე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 8480.42 ლარის (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე- მ------ა კუ--–-–---–ზე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის და გამარტივებული წარმოების საფასურის 150 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ,,ს----------–--------ი“-ს და სს ,,პრ---------ი“-ს შერწყმა. შესაბამისად სს ,,ს----------–--------ი“ წარმოადგენს სს ,,პრ---------ი“-ს უფლებამონაცვლეს.
2013 წლის 01 აპრილს სს ,,პრ---------ს“ და მ------ა კუ--–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №S------------------, რომლის თანახმად მ------ა კუ--–-–---–ზე გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%.
მ------ა კუ--–-–---–ს 2016 წლის 9 ივნისის მდგომარეობით სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 8480.42 ლარი (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი).
სს ,,პრ---------ი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად. მოპასუხეს გადაეცა სესხის თანხა.
მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ იგი ვალდებულებას არ ასრულებს.
2015 წლის 10 ნოემბერს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ მ------ა კუ--–-–---–ის მიმართ, აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენელმა დ----- კუ--–-–---–მა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის - 4370.87 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მის მარწმუნებელს სესხის სარგებელის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ხოლო პირგასამტეხლო არის შესუსაბამოდ მაღალი. სესხი აღებული იქნა ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, ძირი თანხის - 4370.87 ლარის ნაწილში - ცნო სარჩელი.
მტკიცებულება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები არ დავობენ, რომ სს,,პრ---------ის’’ აქტივები და პასივები გადაეცა სს,,ს----------–--------ს“.
მტკიცებულება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მხარეთა ახსნა-განმარტება (ტ.1. იხ. ს.ფ.18-19);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პრ---------ს“ და მ------ა კუ--–-–---–ს შორის გაფორმდა №S------------------ საბანკო მომსახურების ხელშეკრულება.
რომლის თანახმად გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%.
მტკიცებულება:
- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №S------------------ (ტ.1. იხ. ს.ფ.20-24);
3.2.2. დადგენილია, რომ მ------ა კუ--–-–---–ს 2016 წლის 06 ივნისის მდგომარეობით სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 8480.42 ლარი (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი).
მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ იგი ვალდებულებას არ ასრულებს.
მტკიცებულება: დავალიანების შესახებ ცნობა; (ტ.1. იხ. ს.ფ.25);
კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტ.1. იხ. ს.ფ.26-42);
შეტყობინება (ტ.1. იხ. ს.ფ.40);
3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისს ,,ს----------–--------ის’’ მიერ მ------ა კუ--–-–---–ის მიმართ, აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ. (ტ.1. იხ. ს.ფ.43-44);
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის სესხის ძირის - 4370.87 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
3.2.5. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 8480.42 ლარს (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი).
ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის 4370.87 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
-სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 4370.87 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.3. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული (სარგებელი)პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პრ---------ს“ და მ------ა კუ--–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება № S------------------.
დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს მ------ა კუ--–-–---–ზე გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%.
დადგენილია, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეს სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება სრულად უნდა ჰქონოდა დაფარული, რადგან სესხი გაცემული იყო 12 თვის ვადით.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პრ---------ს“ და მ------ა კუ--–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №S------------------.
დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს მ------ა კუ--–-–---–ზე გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 36%. დადგენილია, რომ სს ,,პრ---------ის’’ სამართალმემკვიდრეა სს ,,ს----------–--------ი’’. აღნიშნული 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პრ---------ს“ და მ------ა კუ--–-–---–ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან №S------------------ გამომდინარე, დადგენილია, რომ ყველა საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეს სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდა დაფარული.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან (ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება) გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის პროცენტის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდს და მოპასუხე- მ------ა კუ--–-–---–ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2013 წლის 01 აპრილის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან №S------------------ გამომდინარე სარგებელი (პროცენტი) – 2059.17 ლარი;
6... განსახილველ შემთხვევაში სადავოა ასევე სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
6.7.პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 01 აპრილის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით №0 S------------------ განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. კერძოდ; დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანება შეადგენს - 8480.42 ლარს (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი).
სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო 2050.38 ლარი, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 437.00 ლარით, (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი), რადგან დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვია მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ.
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე და სხვა.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ შეძლო წარმოედგინა აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები და დაემტკიცებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 270 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია 150 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 4370.87 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 131.13 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო სესხის სარგებლის -2059.17 ლარის და პირგასამტეხლოს ნაწილში. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 437.00 ლარით. ამ ნაწილში (2496.17 ლარი) მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 74.89 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო სარჩელზე (პირგასამტეხლო) უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 48.40 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარი და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 150 ლარი, ასევე მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1.აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება -ყადაღა, რომელიც სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე - მ------ა კუ--–-–---–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხე- მ------ა კუ--–-–---–ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი - 4370.87 ლარის; სარგებელის - 2059.17 ლარის და ჯარიმა - 437.00 ლარის, მთლიანობაში -6867.04 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე-მ------ა კუ--–-–---–ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 74.89 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა.
4. სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს სახ. ბაჟი - 131.13 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 3--------. საგადასახადო დავალება N002. 13.06.2016 წელი.
5. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 48.40 ლარი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება -ყადაღა დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე