გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002500043
( 2/5---2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2019 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე (მოპასუხე)- სს ,,ლი------------ი“
წარმომადგენელი - ნინ---------–---–ი
მოპასუხე - დი-------------ა
მოპასუხე (მოსარჩლე) - ლე--–--------ა
მოპასუხე - ნო-------–--ა
მოპასუხე - ვლ--------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ბანკის მიერ დაკავებული თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სს ,,ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ლი------------ის“ წარმოადმდგენელმა ნინ---------–---–მა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებს დი-------------ას, ლე--–--------ას, ნო-------–--ასა და ვლ--------------–---–ს სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ მხარეთა შორის გაფორმებული N0--------------, N0---------------1, N0---------------2 და N0---------------3 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 4285.4 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2753.39 ლარი, პროცენტია 1532.01 ლარი.
1.2. მოპასუხეებს დი-------------ას და ნო-------–--ას სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ მხარეთა შორის გაფორმებული N00------------- და N00--------------1 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 6470.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2654.08 ლარი, პროცენტია 2416.09 ლარი და ჯარიმაა 1400 ლარი. ამასთან, სოლიდარული თავდების ნო-------–--ას პასუხისმგებლობა თავდებობის N00--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს ზღვრული ოდენობის 3605 ლარის ფარგლებში.
1.3. მოპასუხეებს დი-------------ას, ლე--–--------ას, ნო-------–--ასა და ვლ--------------–---–ს სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ფოსტის ხარჯი 30 ლარის ოდენობით.
1.4. მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ წარმომადგენელმა ნინ---------–---–მა გაიხმო სარჩელი მოპასუხე დი-------------ას მიმართ N2-------------9 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების ნაწილში. /იხ. სს ,,ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა/.
2. ლე--–--------ას სასარჩელო მოთხოვნაა: სს ,,ლი------------ის“ სათაო ოფისს და სს ,,ლი------------ის“ მარტვილის ფილიალს დაეკისროთ მისი კუთვნილი პენსიიდან ჩამოჭრილი თანხის 2340 ლარის ანაზღაურება და შესაბამისად, აეკრძალოს ბანკს მისი ანგარიშიდან თანხის დაკავება. /იხ. ლე--–--------ას სასარჩელო მოთხოვნა/.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საქმეს N2/5---2017-ს, მოსარჩელე ლე--–--------ა, მოპასუხე სს ,,ლი------------ი“ (დავის საგანი - ბანკის მიერ დაკავებული თანხის დაბრუნება) გაუერთიანდა ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეს N2/5---2018, რადგან აღნიშნული საქმეების გაერთინება ხელს უწყობს დავის სწრაფად და სწორად გადაწყვეტას. /იხ. 30.10.2018წ. სხდომის ოქმი/საოქმო განჩნება/
4. მოპასუხეების პოზიცია
4.1. მოპასუხეებმა დი-------------ამ, ლე--–--------ამ, ნო-------–--ამ და ვლ--------------–---–მა სს ,,ლი-----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმებიან სესხის ძირი თანხის 2933.39 ლარის დაკისრების ნაწილში. პირგასამტეხლოს სახით კი თუნდაც 1400 ლარის დაკისრება არის აშკარად შეუსაბამო ძირითად თანხასთან მიმართებაში. საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი უნდა განისაზღვროს 50 ლარით. ასევე, უნდა დაკორექტირდეს სესხზე დარიცხული მაღალი პირგასამტეხლო. მოპასუხეები ასევე დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას N0-------------- სესხის ძირი თანხის 2654.08 ლარის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს სახით კი 1400 ლარის დაკისრებაზე განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 50 ლარით, ასევე უნდა დაკორექტირდეს პროცენტის ოდენობა და უნდა განისაზღვროს 20 ლარით. მოპასუხეები ასევე დაეთანხმნენ მესამე სასარჩელო მოთხოვნას დი-------------აზე საკრედიტო მომსახურების შესახებ N2-------------9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნას ძირი თანხის 1200 ლარისა და პროცენტის 306 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ითხოვეს პირგასამტეხლოს თანხის 20 ლარით განსაზღვრა. ლე--–--------ამ დამოუკიდებლად წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის ივ---ის თვიდან დღემდე ბანკი თვითნებურად აჭრის ანგარიშიდან მის კუთვნილ პენსიას დი-------------ას ვალის დასაფარად. საერთო ჯამში ჩამოჭრილი თანხის ოდენობამ შეადგინა 2969.96 ლარი. აქედან გამომდინარე, სს ,,ლი------------ს“ თვითნებურად საკმარისად აქვს ჩამოჭრილი თანხა მისი კუთვნილი პენსიდან, ამდენად, ბანკი უკანონოდ ითხოვს მასზე თანხის დაკისრებას. /იხ. ლე--–--------ას, დი-------------ას, ნო-------–--ას და ვლ--------------–---–ის შესაგებელი/
4.2. სს ,,ლი------------მა“ ლე--–--------ას სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, შემდეგი საფუძვლით: მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან თანხების ჩამოჭრა ხდებოდა და დღესაც ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, რომლის უფლებამოსილება ბანკს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მინიჭებული ჰქონდა. ლე--–--------ამ მოითხოვა რა პენსიის ნახევარი თანხის მიღება, ბანკმა გამოხატა მხოლოდ კეთილი ნება და სესხის სრულად დაკმაყოფილებას პენსიის სრული თანხებით არ ახდენს, ლე--–--------ას საბანკო ანგარიშიდან აჭრის მხოლოდ 90 ლარს, მაშინ როცა კრედიტიდან გამომდინარე, დარჩენილია მხოლოდ ძირისა და პროცენტის სახით დავალიანება 5000 ლარამდე ოდენობით. /იხ. სს ,,ლი------------ის“ შესაგებელი/.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. 2014 წლის 29 ოქ---------ს სს ,,ლი-----------სა“ და დი-------------ას შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, 36 თვის ვადით, წლიური 24% საპროცენტო განაკვეთით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 8400 ლარით; ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 329.56 ლარით.
5.2.2. 2014 წლის 29 ოქ---------ს, სს ,,ლი------------ს“ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებით მიმართა ლე--–--------ამ. განცხადების მიხედვით, სოლიდარული თავდები ლე--–--------ა კისრულობს ვალდებულებას სს ,,ლი------------ის“ წინაშე სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკსა და დი-------------ას შორის N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებაზე, თანახმად, ბანკსა და განმცხადებელს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებისა.
5.2.3. სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე სს ,,ლი------------სა“ და ლე--–--------ას შორის 29/-------წ. გაფორმდა N0---------------2 თავდებობის ხელშეკრულება; თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 8652 ლარს. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია თავდებობის ფარგლებში, თავდების დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ჩამოჭრას თავდების საბანკო ანგარიშებიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი და ბანკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი. თუ თავდების ანგარიშზე რიცხული თანხა სხვა ვალუტაშია, ბანკს შეუძლია თავადვე მოახდინოს ჩამოჭრილი თანხის თავდების ხარჯზე კონვერტაცია კრედიტის ვალუტაში და მიმართოს იგი საკრედიტო დავალიანების დასაფარად.
5.2.4. 2014 წლის 29 ოქ---------ს, სს ,,ლი------------ს“ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებით მიმართა ნო-------–--ამ. განცხადების მიხედვით, სოლიდარული თავდები ნო-------–--ა კისრულობს ვალდებულებას სს ,,ლი------------ის“ წინაშე დი-------------ასთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებაზე, თანახმად, ბანკსა და განმცხადებელს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებისა.
5.2.5. სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე სს ,,ლი------------სა“ და ნო-------–--ას შორის 29/-------წ. გაფორმდა N0---------------1 თავდებობის ხელშეკრულება; თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 8652 ლარს. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია თავდებობის ფარგლებში, თავდების დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ჩამოჭრას თავდების საბანკო ანგარიშებიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი და ბანკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი. თუ თავდების ანგარიშზე რიცხული თანხა სხვა ვალუტაშია, ბანკს შეუძლია თავადვე მოახდინოს ჩამოჭრილი თანხის თავდების ხარჯზე კონვერტაცია კრედიტის ვალუტაში და მიმართოს იგი საკრედიტო დავალიანების დასაფარად.
5.2.6. 2014 წლის 29 ოქ---------ს, სს ,,ლი------------ს“ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებით მიმართა ვლ--------------–---–მა. განცხადების მიხედვით, სოლიდარული თავდები ვლ--------------–---–ი კისრულობს ვალდებულებას სს ,,ლი------------ის“ წინაშე დი-------------ასთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებაზე, თანახმად, ბანკსა და განმცხადებელს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებისა.
5.2.7. სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე სს ,,ლი------------სა“ და ვლ--------------–---–ს შორის 29/-------წ. გაფორმდა N0---------------3 თავდებობის ხელშეკრულება; თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 8652 ლარს. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია თავდებობის ფარგლებში, თავდების დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ჩამოჭრას თავდების საბანკო ანგარიშებიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი და ბანკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი. თუ თავდების ანგარიშზე რიცხული თანხა სხვა ვალუტაშია, ბანკს შეუძლია თავადვე მოახდინოს ჩამოჭრილი თანხის თავდების ხარჯზე კონვერტაცია კრედიტის ვალუტაში და მიმართოს იგი საკრედიტო დავალიანების დასაფარად.
5.2.8. 2018 წლის 01 ივ---ს სს ,,ლი------------ის“ მიერ გაცემული N0---------3 დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, დი-------------ამ სს ,,ლი-----------ში“ მის სახელზე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 01.02.2017 წლიდან, რის შედეგად, მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 01 ივ---ის მდგოამრეობით შეადგენს 8602.05 ლარს, საიდანაც 2933.39 ლარი არის სესხის ძირი თანხა, სესხზე დარიცხული პროცენტია 1722.01 ლარი, ამასთან, ბანკს აქვს უფლება მოითხოვოს ჯარიმა 1394.65 ლარი, სს ,,ლი------------ი“ თანახმაა დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე სესხზე პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ჯამში 6055.40 ლარი.
5.2.9. 2015 წლის 20 მარტს, სს ,,ლი------------სა“ და დი-------------ას შორის 20.03.2015 წელს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მიკრო კრედიტი) N 00-------------, კრედიტის მთლიანი თანხა განისაზღვრა 3500 ლარით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 60.97%, ყოველთვიური შენატანის ოდენობაა 178.75 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 20.03.2018 წლამდე.
5.2.10. 2018 წლის 01 ივ---ს, სს ,,ლი-----------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ N0---------2 ცნობის მიხედვით, დი-------------ამ სს ,,ლი-----------ში“ მის სახელზე არსებული სესხის #00------------- დაფარვის გრაფიკი დაარღვია 20.06.2016 წლიდან, რის შედეგად მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 01 ივ---ის მდგომარეობით შეადგენს ჯამში 14185.86 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2654.08 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტია 2416.09 ლარი, ამასთან, აქვს უფლება მოითხოვოს სესხის გადაცილების ჯარიმა 9115.69 ლარი, სს ,,ლი------------ი“ თანახმაა შეამციროს დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე სესხზე პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ჯამში 6470.17 ლარი.
5.2.11. 2015 წლის 11 მა--ს, დი-------------ამ განაცხადი გააკეთა საკრედიტო ლიმიტის გააქტიურების შესახებ, ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 1200 ლარით, ლიმიტის მოქმედების ვადად 12 თვე.
5.2.12. 2015 წლის 20 მარტს, სს ,,ლი------------სა“ და ნო-------–--ას შორის გაფორმდა 2015 წლის 20 მარტის #00------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი - თავდებობის ხელშეკრულება #00--------------1, რომლის მიხედვით, დი-------------ას თავდებია ნო-------–--ა; თავდებობით უზრუნველყოფილია ბანაკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, გამომდინარე ბანკსა და მსესხებელს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების 3.2. მხლის მიხედვით, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 3605.00 ლარი. ამავე ხელშეკრულების 3.4. მუხლით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
5.2.13. 2015 წლის 11 მა--ს, სს ,,ლი------------სა“ და დი-------------ას შორის გაფორმდა ინსტანტა ქარდის მომსახურების შესახებ #GE53LB02------------------ საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 1200 ლარით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა შეადგენს 12 თვეს.
5.2.14. 2018 წლის 01 ივ---ს სს ,,ლი------------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ N0---------4 ცნობით, მსესხებელმა დი-------------ამ სს ,,ლი-----------ში“ მის სახელზე არსებულ სესხის #2-------------9 დაფარვის გრაფიკი დაარღვია 28.06.2016 წლიდან, რის შედეგად მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 01 ივ---ის მდგომარეობით ჯამში შეადგენს 1888.91 ლარს. სესხის ძირითადი თანხაა 1200 ლარი, რიცხული პროცენტია 306.20 ლარი, სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმაა 382.71 ლარი.
5.2.15. 30.05.2018წ., 01.06.2018წ., დი-------------ას სს ,,ლი------------ის“ მიერ არაერთგზის გაეგზავნა წერილი/გაფრთხილება ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებიდან წარმოშობილი დავალიანების შესახებ.
5.2.16. 2017 წლის 10 მა--ს ლე--–--------ამ განცხადებით მიმართა სს ,,ლი------------ს“; განცხადების მიხედვით, თავდები განმარტავს, რომ მისთვის არავის განუმარტავს მასში მოცემული პირობები. პენსიის თანხის დაკავებით დარჩა საარსებო წყაროს გარეშე, დი-------------ამ ვერ მოახერხა თანხის გადახდა, რის გამოც ბანკმა 2016 წლის 13 ივ---იდან კუთვნილი პენსიის კრედიტის დასაფარად გამოყენება დაიწყო, რითაც მას მოესპო საარსებო მინიმუმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შეწყდეს მის სახელზე არსებული სახელწმიფო პენსიის კრედიტის დასაფარად გამოყენება.
5.2.17. 2018 წლის 15 ივ---ს სს ,,ლი------------ს“ მიმართა თავდებ პირმა ლე--–--------ამ და ითხოვა მისი კუთვნილი პენსიის 50% მოხმარდეს მსესხებლის დი-------------ას სესხის დაფარვას ვალდებულების სრულ ამოწურვამდე, ასევე, ითხოვა ნება დაერთოს დარჩენილი პენსიის თანხა მოიხმაროს პირადად.
5.2.18. 2017 წლის 08 მა--ს შპს მარტვილის სამედიცინო ცენტრი მკურნალის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ლე--–--------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაა შემდეგი: ჰი-------------–-----------------------–-----------------------------------------------------–-----------------------–-------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, თავდებობის წერილები, თავდებობის ხელშეკრულებები, გადახდის გრაფიკი, გადახდის ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ, განცხადებები, გაფრთხილებები, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელები, შესაგებელი, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დი-------------ას, ლე--–--------ას, ნო-------–--ასა და ვლ--------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ლე--–--------ას სასარჩელო მოთხოვნა სს ,,ლი------------ის“ მიმართ ბანკის მიერ დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ სს ,,ლი------------სა“ და დი-------------ას შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება - პირველი, 2014 წლის 29 ოქ---------ს და მეორე, 2015 წლის 20 მარტს. 2014 წლის 29 ოქ---------ს სს ,,ლი-----------სა“ და დი-------------ას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0---------------ით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 8400 ლარით; ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 329.56 ლარით. ასევე, სს ,,ლი------------სა“ და დი-------------ას შორის 20.03.2015 წელს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მიკრო კრედიტი) N 00--------------ით, კრედიტის მთლიანი თანხა განისაზღვრა 3500 ლარით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 60.97%-ით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი 178.75 ლარით. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 29 ოქ---------ის N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით. კერძოდ, 2014 წლის 29 ოქ---------ს, თავდები პირების წერილობითი განცხადების შემდეგ, ბანკსა და ლე--–--------ას, ნო-------–--ას და ვლ--------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია თითოეულ თავდებ პირზე 8652 ლარით, ასევე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად კი, ბანკი უფლებამოსილია თავდებობის ფარგლებში, თავდების დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ჩამოჭრას თავდების საბანკო ანგარიშებიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი და ბანკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი. თუ თავდების ანგარიშზე რიცხული თანხა სხვა ვალუტაშია, ბანკს შეუძლია თავადვე მოახდინოს ჩამოჭრილი თანხის თავდების ხარჯზე კონვერტაცია კრედიტის ვალუტაში და მიმართოს იგი საკრედიტო დავალიანების დასაფარად. ასევე, სს ,,ლი------------სა“ და დი-------------ას შორის გაფორმებული 2015 წლის 20 მარტის #00------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ასევე 2015 წლის 20 მარტს ბანკსა და ნო-------–--ას შორის #00--------------1 გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით, თავდებობის ზღვრულო ოდენობა შეადგენს 3605 ლარს. ამავდროულად, ხელშეკრულების 3.5. პუნქტით დადგენილია, რომ ბანკი უფლებამოსილია თავდებობის ფარგლებში, თავდების დამატებით თანხმობის გარეშე, მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ჩამოჭრას თავდების საბანკო ანგარიშებიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება უზრუნველეყოთ კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საბანკო ანგარიშებიდან და დავალიანების შესახებ ცნობებით, ასევე მხარეთ ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება როგორც #0-------------- ასევე, # 00------------- საბანკო კრედიტის შემთხვევაშიც. კერძოდ, #00------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დი-------------ასა და ნო-------–--ას მიერ დაირღვა 2016 წლის 20 ივ---ს, მათი მხრიდან დაირღვა რა სესხის გადახდის გრაფიკი. ასევე, დი-------------ას, ლე--–--------ას, ნო-------–--ასა და ვლ--------------–---–ის მიერ 2017 წლის 01 ივ---იდან დაირღვა N0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მათი მხრიდან დაირღვა რა სესხის გადახდის გრაფიკი, აღნიშნულიდან გამომდინარე პირველ შემთხვევაში 2016 წლის 20 ივ---იდან, ხოლო მეორე ხელშეკრულების შემთხვევაში 2017 წლის 01 ივ---იდან მოპასუხეები იმყოფებიან ვადაგადაცილებაში და ერიცხებათ პროცენტი/პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ლე--–--------ამ, ნო-------–--ამ, ვლ--------------–---–მა მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა დი-------------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, #00------------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავდების ნო-------–--ას პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 3605 ლარით, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. ამდენად, თავდებ პირმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის. #0-------------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი თავდები პირები ლე--–--------ას, ნო-------–--ას, ვლ--------------–---–ის პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია თითოეულის 8652 ლარით, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. შესაბამისად, თავდებ პირმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის. რაც შეეხება მოპასუხე ლე--–--------ას სასარჩელო მოთხოვნას - ბანკის მიერ ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და იმ გარემოებაზე მითითება, რომ ბანკს თვითნებურად აქვს ჩამოჭრილი თანხები და მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების პირობები, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ბანკსა და ლე--–--------ას შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამასთან, არც სარჩელში და არც შესაგებელში, არც სასამართლო სხდომაზე ლე--–--------ას მიერ გაჟღერებული არ ყოფილა რაიმე იმდაგვარი ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც მიუთითებდა მხარეთა შორის გამოვლენილი ნების არაავტონომიურობაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. სამოქალაქო კანონი ეფუძნება ნების თავისუფლებას, ავტონომიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენით სახელმწიფოსაგან ჩაურევლად მოაწესრიგოს ურთიერთობა ერთმანეთს შორის. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის დავა. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებას; ძირითადმა მოვალემ დი-------------ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ განახორციელა რა გადახდის გრაფიკით სესხის დაფარვა. შესაბამისად, ამოქმედდა თავდებობის ხელშეკრულების 3.5. პუნქტი, რომლის მიხედვით, ბანკმა გამოიყენა რა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება, თავდებ ლელა ღაჭავას ანგარიშიდან ჩამოაჭრა თანხა. სასამართლო გაიზიარებს სს ,,ლი------------ის“ წარმომადგენელის განმარტებას, რომ ბანკის ქმედება გამომდინარეობდა მხარეთ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, არანაირ თვითნებურ ქმედებას ბანკის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რამდენადაც განსახილველ შემთხევაში დასტურდება მხარეთა შორის ხელშეკრულები სამართლებრივი ურთიერთობა, უსაფუძვლოა ლე--–--------ას მითითება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რამეთუ კანონი სპეციფიურია და არეგულირებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, ოდენობის განსაზღვრის, ადმინისტრირების, გაცემის და დაკავების საკითხებს. ამდენად, დასახელებული კანონის მოქმედების სფერო ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო დათქმაზე და ვერ შეზღუდავს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს.
რაც შეეხება მხარეთა მითითებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის შემცირებასთან მიმართებაში, სასამართლო განმარტავს, რომ სესხის პროცენტი წარმოადგენს, მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობისთვის გადასახდელ სარგებელს.
თუ რამდენად შეიძლება მხარეთა მიერ სესხის პროცენტის შემცირება, სასამართლო გამარტავს, რომ კანონი, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აწესებს პროცენტის ზღვრულ ოდენობას. პროცენტის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ დადგინდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი არაგონივრულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი გარიგების შინაარსისა და მისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, ასევე მისი შედარებებით სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ საკრედიტო, ასევე თავდებობის ხელშეკურლებებით სახეზეა ბანკის მიერ საკრედიტო დაწესებულების ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან შედარების კრედიტზე დადგენილი საშუალო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობა, შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, შეუსაბამოდ მაღალია და შესაბამისად, უნდა შემცირდეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აფასებს რა პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა, ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობა ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელე მოპასუხეებს დი-------------ასა და ნო-------–--ას ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდალურად უნდა დაეკისროთ N00------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5717.17 (ხუთი ათას შვიდას ჩვიდმეტი და 17) ლარის გადახდა, საიდანაც 2654,08 ლარი არის ძირი თანხა, 2416,09 ლარი არის პროცენტი, ხოლო 647 ლარი არის შემცირებული პირგასამტეხლო. ასევე, მოპასუხეებს დი-------------ას, ნონო ახალა--, ლე--–--------ასა და ვლ--------------–---–ს სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდალურად უნდა დაეკისროთ 3335.40 ლარის გადახდა, საიდანაც 2753.59 ლარი არის ძირი თანხა, 582.01 ლარი არის პროცენტი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხეებმა დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილი, რაც ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.
კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე დი-------------ას შესაგებელში მითითებულ მისამართზე არაერთგზის გაეგზავნა სასამართლო უწყება, თუმცა იგი მხარეს არ ჩაბარდა, რის გამოც მის მიმართ მიღებულ იქნა განჩინება გზავნილის (სხდომის თარიღის) საჯაროდ გავრცელების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა კობა იობაიას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა N0-------------- და N00------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე აღიარეს კრედიტის ძირით თანხის ნაწილში, შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვ--- აღიარებულ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს დი-------------ასა (პ/ნ 2----------) და ნო-------–--ას (პ/ნ 2----------) ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ N00------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5717.17 (ხუთი ათას შვიდას ჩვიდმეტი და 17) ლარის გადახდა, საიდანაც 2654,08 ლარი არის ძირი თანხა, 2416,09 ლარი არის პროცენტი, ხოლო 647 ლარი არის პირგასამტეხლო.
1.2. მოპასუხეებს დი-------------ას (პ/ნ 2----------), ნონო ახალა-- (პ/ნ 2----------), ლე--–--------ასა (პ/ნ 2----------) და ვლ--------------–---–ს (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 3335.40 (სამი ათას სამას ოცდათუთხმეტი ლარი და 40) ლარის გადახდა, საიდანაც 2753.59 ლარი არის ძირი თანხა, 582.01 ლარი არის პროცენტი.
1.3. ნო-------–--ას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 3605 ლარი;
2. მოპასუხეებს დი-------------ას, ნონო ახალა--, ლე--–--------ასა და ვლ--------------–---–ს სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 271,58 ლარის ოდენობით.
3. სს ,,ლი------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 13/06/2018 წელს N51-------6 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 155.42 (ას ორმოცდათხუთმეტი და 42)ლარის ოდენობით.
4. დი-------------ას განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. ლე--–--------ას სარჩელი მოსარჩლე სს ,,ლი------------ის“ მიმართ ბანკის მიერ დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
6. ლე--–--------ას, ნო-------–--ასა და ვლ--------------–---–ის განემარტოთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე