გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№221210919002857164 (2/6-19)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
20.02.2019 წელი ქ. ზუგდიდი
მესტიის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი შპს ,,სა---------–-------–-----------------ა”
მოპასუხე ტე-–--------------ე
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
ზეპირი მოსმენის გარეშე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,სა---------–-------–-----------------ა” ითხოვს მოპასუხე ტე-–--------------ისთვის ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
18.06.2018წ შპს ,,სა---------–-------–-----------------ა” - ს და ტე-–--------------ეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №T---------------
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება ME------------------ 4, გამოშვების წელი 2000, სერიული ნომერი V----------------, სახელმწიფო ნომერი Q------, რომელიც გადაეცა ტე-–--------------ეს.
ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დაირღვა და დავალიანებამ შეადგინა 10,047.96 ლარი.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი 150,72 ლარი.
შპს ,,სა---------–-------–-----------------ა” ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ტე-–--------------ის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ME------------------ 4, გამოშვების წელი 2000, სერიული ნომერი V-----------------, სახელმწიფო ნომერი Q------, დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებს, ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულებას, დავალიანების შესახებ ცნობა, სარეგისტრაციო მოწმობა, გაფრთხილების წერილი, ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შპს ,,სა---------–-------–-----------------ა”-ს განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,სა---------–-------–-----------------ა”-ს დაუბრუნდეს ტე-–--------------ის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ME------------------ 4, გამოშვების წელი 2000, სერიული ნომერი V-----------------, სახელმწიფო ნომერი Q------.
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4. ტე-–--------------ეს შპს ,,სა---------–-------–-----------------ა”-ს სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯი 150.72 ლარი.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, მესტიის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა