გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002573751
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4900-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ნინო ჭალიძე

სხდომის მდივანი – ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელე - დ----------–---ი;

წარმომადგენელი - მ--------------ა, ქ------------------ე;

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–--ა;

 

დავის საგანი - კომპენსაციის, მიუღებელი შემოსავლის და მკურნალობის ხარჯების დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა.

 

1.2. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის გადახდა.

 

1.3. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის მიზანს წარმოადგენს მიყენებული ზიანის კომპენსირება და იმ სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრება, რაც დ----------–---ს უნდა მიეღო 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და რაც მას, როგორც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონეს ეკუთვნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დ----------–---მა სხეულის დაზიანება მიიღო ხელმძღვანელის მითითების სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისას. თავად ს--–---–-----------–----–--------–---–---–-------------------------–------–-------- ს-----------------ის სამსახურეობრივი შეფასების თანახმად, დგინდება, რომ, დ----------–---ი საფრენი აპარატიდან გადმოხდა ინსტრუქციის წესების სრული დაცვით. მან დროულად მიაწოდა ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია, რომ ქარის მაჩვენებელი ნიშნული ჩამქვრალი იყო, ამასთან იგი უკვე იმყოფებოდა მიწიდან 200 მეტრზე დაბლა, რა დროსაც უკვე წესების თანახმად აღარ შეიძლებოდა მანევრის გაკეთება. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის #2-- ბრძანებით ზუსტად იყო გაწერილი იმ პირების ვინაობა, ვისაც ევალებოდა აღნიშნული კურსის მომზადება, უსაფრთხოებასა და შესრულებაზე ზედამხედველობა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ კურსს ჰყავდა რამდენიმე ზედამხედველი, რომელთა მხრიდან უნდა გაკონტროლებულიყო მეტეოროლოგიური პირობები და ხტომების უსაფრთხოება, კერძოდ კი ეს პირები გახლდნენ - ს------–---------------------–---------–- - გ--–-----–--–---–ი; კ--–----------–----------------------–------- - რ------–------–---ი; ს–---–-------------–--------------, უ--------------------------------–- - მ------------ნი;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მართალია ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიკვლია მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა დასკვნაში ნამსჯელი არ არის ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. სწავლების ჩატარების მიზნით მოწვეული იყო მ----------–---–-----ც, რომელიც ვალდებული იყო წინასწარ მოეხდინა მეტეოროლოგიური მდგომარეობის გადამოწმება, გაეზომა ქარის არსებული სიჩქარე და აღნიშნულიდან გამომდინარე გამოეკვლია იყო თუ არა ქარის სიჩქარის დასაშვებზე მეტით მომატების საფრთხე. ხ-------------–---------–- უნდა გაეკონტროლებინა მ----------–---–----- და თითოეული ნახტომის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო, ისევე როგორც აღნიშნული ევალებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც არ უნდა გაეცა გადახტომაზე რეკომენდაცია თუ უსაფრთხოდ არ მიიჩნევდა არსებულ პირობებს. კავშირგაბმულობას კი ფაქტია პრობლემა ჰქონდა, რადგან მოსარჩელე ვითარების გამწვავებისას ვეღარ ახერხებდა ხელმძღვანელებთან სათანადო წესით კომუნიკაციას, რის გამოც დადგა შემთხვევა. ი-------------------------–------- ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ ქარის სიჩქარე იყო 3-4 მ/წმ, რასაც დაემატა გუმბათის ჰორიზონტალური სიჩქარე 2-3მ/წმ, (რაც მიწაზე დაშვებისთვის არ არის რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში იბადება კითხვა - რატომ მისცეს მოსწავლეებს გადახტომის უფლება, თუ იცოდნენ, რომ ნახტომის შესრულება უსაფრთხო არ იყო სამხედროებისათვის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დ----------–---ი 2012 წლის ოქტომბრიდან მსახურობს შ-------------–----–--–- და მასთან გაფორმებული იყო მეორე ოთხ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაშიც ავამყოფობის გამო მოხდა მისი რეზერვში გადაყვანა. ამდენად, მას ამ წლების მანძილზე შეძენილი ჰქონდა სამხედროსთვის საჭირო ცოდნა-გამოცდილება, რაც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად იმაზე უთითებს, რომ მომხდარ ფაქტში გამორიცხულია მოსარჩელის ბრალეულობა. ს------–--------------------------–-------------------------–--------- - ლ-------–----ე, ი-------------------------–-------, პ----–------ დ----–-- ნ-------–------ ახსნა განმარტებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დ----------–---მა ინსტრუქციის წესების დაცვით განახორციელა გადახტომა, რის შემდგომაც უკვე სწორედ მ----------–---–-----ს, უსაფრთხოებასა და ხტომებზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო დ----------–---ს დაუზიანდა სხეული. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დ----------–---ისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მეთაურს, რომელმაც რეალურად დაარღვია უსაფრთხოების წესები და საჭირო ზომები არ მიიღო მომხდარი ფაქტის თავიდან არიდების მიზნით.

 

წარმომადგენლი ასევე მიუთითებს, რომ დ----------–---ს 2012 წლის 12 ოქტომბერს გაუფორმდა ოთხ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც ამოიწურა 2016 წლის ოქტომბერში და ამავე დროს მას გაუფორმდა მეორედ ოთხ წლიანი ხელშეკრულება, რომლის 5.1.2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია გასცეს ერთჯერადად დახმარება ამ ოთხი წლის ამოწურვის შემდეგ და რა თანხაც მოსარჩელეს ამ დრომდე არ აქვს მიღებული. ვინაიდან სადავო საკითხს წარმოადგენს 2--0 წლამდე პერიოდში მოსარჩელისთვის ხელფასის სახით მისაღები თანხების სრულად დაკისრება იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელეს ჯანმრთელობა სწორედ სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისას დაუზიანდა, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ოთხ წლიანი კონტრაქტისთვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციაც 7000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ბრძანების 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, - ავადმყოფობის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 47-ე მუხლით) გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ხოლო 47-ე მუხლის თანახმად, - ,,სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კანონის თანახმად, მას დამატებით ეკისრება 7 000 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურების ვალდებულება კონრტრაქტისა და აღნიშნული ბრძანების 58-ე მუხლის თანახმად.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზი გახდა ავადმყოფობა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ავადმყოფობა რით იყო გამოწვეული და დაკავშირებული იყო თუ არა სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებასთან. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დ----------–---ს ჯანმრთელობა დაუზიანდა სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისას, რაც გამოწვეული იყო არა თავად მოსარჩელის, არამედ მოპასუხის უფლებამოსილი პირების ბრალეული ქმედების შედეგად. ვინაიდან მოპასუხემ თავისი ინიციატივით გადაწყვიტა დ----------–---ის რეზერვში გაშვება, იგი ვალდებულია დ----------–---ს აუნაზღაუროს კუთვნილი ხელფასის სახით თანხა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. კონტრაქტის 3.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2. პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2012 წლის 12 ოქტომბრის კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 172-175);

 

3.1.2. 2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.09.2015 წლის N---- ბრძანებით პ------–----–------------- დ----------–---ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 12 ოქტომბრის N------- ხელშეკრულება - კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 18-21);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.09.2015 წლის N---- ბრძანება (იხ. ს.ფ. 50);

 

3.1.3. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის სპეციალური დანიშნულების სკოლის სპეციალური დანიშნულების კურსის პირადი შემადგენლობისთვის საპარაშუტო მომზადების სკოლაში დაგეგმილი ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსის“ პროგრამის მიხედვით საპარაშუტო სწავლების (პრაქტიკული ხტომები) ჩატარების შესახებ 2016 წლის 11 აპრილის N2-- ბრძანების თანახმად, განისაზღვრა, რომ 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს ჩატარდეს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის სპეციალური დანიშნულების სკოლის სპეციალური დანიშნულების კურსის პირადი შემადგენლობისთვის ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსის“ პროგრამის მიხედვით საპარაშუტო სწავლება (შემდგომში სწავლება) (პრაქტიკული ხტომები). სწავლება მიზნად ისახავდა პ----–------ პირველადი მომზადების, საპარაშუტო ხტომების პრაქტიკული შესრულების, ტვირთით და იარაღით საპარაშუტო ხტომების უნარჩვევების ათვისებას.

 

ხტომებში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელობით სიაში მე–17 ნომრად მითითებულია I---–------------- დ--------------------–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის N2-- ბრძანება (იხ. ს.ფ. 46-49);

 

3.1.4. სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურებრივი შეფასების თანახმად, 2016 წლის 20 აპრილს სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის ს------–--------------------------–--------------------------------------–-------------–-----–---------- დ--------------------–---ს ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსზე“ დაუზიანდა მარცხენა ფეხი. სამხედრო მოსამსახურე 2016 წლის 20 აპრილს იმყოფებოდა ბოლნისის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ტარდებოდა ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსი“. საქმესთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 20 აპრილს დაახლოებით 11:00-11:30 საათის დროის მონაკვეთში I კლასის რ-თი დ--------------------–---ი საფრენი აპარატიდან გადმოხტა ინსტრუქტაჟის წესების სრული დაცვით გუმბათი გაიშალა სტანდარტულად. მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე არ შეიმჩნეოდა აჩქარება, ამავე დროს დ-----–----- მხრიდან ხდებოდა ქარის მაჩვენებლით ხელმძღვანელობა. დაახლოებით 20-30 წამის შემდეგ მან დააფიქსირა, რომ ქარის მაჩვენებელი ნიშნული იყო ჩამქრალი და შესაბამისად არ აჩვენებდა ქარის მიმართულებას ამ დროს მიწაზე მყოფი ინსტრუქტორი მას შეძახილით აძლევდა ინსტრუქციას, რომ გუმბათი დაეტრიალებინა მარცხენა მხარეს, რაც დ------–---მა შეასრულა, მაგრამ მოუვიდა ზომაზე მეტი, რადგან ვერ გრძნობდა ქარის მიმართულებას. მიწაზე მყოფი ინსტრუქტორი კვლავ განაგრძობდა შეძახილით ინსტრუქციის მიცემას, მაგრამ როგორც თავად დ------–---ი განმარტავს უკვე ვერ ასწრებდა რეაგირებას და მოემზადა მიწაზე დასაშვებად, რამდენიმე წამში ის დაეშვა მიწაზე და დაშვების არარეკომენდირებული სიჩქარის გამო მას დაუზიანდა მარცხენა ფეხი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის ს------–--------------------------–--------------------------------------–-------------–------–---------- დ--------------------–---მა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ექსტრემალურ სიტუაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურებრივი შეფასება (ი.ხ. ს.ფ. 44);

 

3.1.5. უ-------------–------, ს------–--------------------------–-------------------------–---------------------------------- ლ-------–----ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბოლნისის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პირველად საპარაშუტო მომზადების კურსი. აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობდა ს------–--------------------------–----------–--------–---–---------------------------------- პ----–-------------–---------–----–------------- დ----------–---ი. 20 აპრილს მესამე აფრენის დროს დ------–---ი იყო დესანტირების დროს მეხუთე კაცი და მან საფრენი აპარატიდან გამოსვლა შეასრულა ინსტრუქტაჟის სრული წესების დაცვით. დ----------–---მა მიწაზე დაშვების დროს მიიღო მარცხენა ფეხის დაზიანება.

 

I---–------------- ნ----------------------–----ას (პ----–-------------–-- 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბოლნისის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ,,პ----–------ტების პირველადი მომზადების კურსი“, აღნიშნულ კურსზე იგი ასრულებდა ხტომებს. 10 აპრილს დაახლოებით 11:30 წუთზე პ------–----–------------- დ----------–---ს პარაშუტით გადმოხტომის დროს მიწაზე დაშვებისას დაუზიანდა ფეხი. როგორც მიწაზე მყოფი ინსტრუქტორების შეძახილიდან გაარკვია ვ---–----- არ დაიცვა სწორი პოზიცია რის გამოც დაუზიანდა ფეხი.

 

ი--------------------–------ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბოლნისის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ,,პ----–------ტების პირველადი მომზადების კურსი“, აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობდა ს------–--------------------------–----------–--------–---–---------------------------------- პ----–-------------–---------–----–------------- დ----------–---ი. აღნიშნულ კურსზე დაშვების მოედანზე იგი იყო დ-------------------------- და დაშვების დროს აძლევდა ინსტრუქციებს ს/მოსამსახურეებს. 20 აპრილს მესამე აფრენის დროს დ----------–---ი იყო მ-------------------. მიწაზე დაშვებმადე დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, შეძახილებით დ----------–---ს მივეცი მითითებები, რომ გუმბათი შეებრუნებინა დაშვებამდე ქარის საწინააღმდეგო მხარეს და ამით შეემცირებინა ჰორიზონტალური დაშვების სიჩქარე, როგორც ეს ინსტრუქტაჟში იყო გათვალისწინებული, რაც მან არ გაითვალისწინა და გუმბათი დააყენა ქარის მიმართულებით. გუმბათის გადაადგილების სიჩქარე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არის 2-3 მ/წამში რასაც ემატება ქარის სიჩქარე რომელიც აღნიშნულ დღეს იყო დასაშვები 3-4 მ/წამში დაქროლვით, რასაც დაემატა გუმბათის 2-3 მ/წამი სიჩქარე, რაც მიწაზე დაშვებისთვის არის არარეკომენდირებული სიჩქარე. აღნიშნულმა სიჩქარემ გამოიწვია დაშვების დროს დ------–---ის ფეხის დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ მოხდა მისი დაუყონებლივ გადაყვანა ქ. თბილისის ს------–---- კლინიკაში.

 

ი--------------------–------ის 2016 წლის 18 აგვისტოს განმარტების თანახმად, იგი შეირაღებულ ძალებში მსახურობს 2001 წლიდან. ს------–------------–--------–---------------------------–----–-----------------) იმყოფება 2010 წლიდან. სამსახურებრივად ევალება, როდესაც დაგეგმილი არის საპარაშუტო სკოლაში სწავლებები პარაშუტით ხტომაში იგი მასში მონაწილე პირად შემადგენლობებს უტარებს კონტროლს. 2016 წლის 11 აპრილის N2-- ბრძანებით 2016 წლის 19 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით დაიგეგმა პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსის ფარგლებში პარაშუტით ხტომები. აღნიშნულ ხტომებში მონაწილეობდა პ------–----–------------- დ----------–---ი, მან 2016 წლის 19 აპრილს განახორციელა პარაშუტით გადმოხტომა. მეორე ნახტომი უნდა შეესრულებინა 20 აპრილს. 2016 წლის 20 აპრილს სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ დაიწყო მომზადება ხტომებისათვის მასში მონაწილეობდა დ----------–---ი. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ჩასხდნენ საფრენ აპარატში და ავიდნენ დაახლოებით 700 მეტრზე. ამ დროს მეტეოლოგიური პირობები შეესაბამებოდა სწავლებისათვის დასაშვებ პირობებს. დ----------–---მა შეასრულა ნახტომი და დაიწყო დაშვება ძირს. პარაშუტი გაიშალა შეუფერხებლად. როდესაც პარაშუტი არის 200 მეტრზე ზემოთ სიმაღლეზე მას შეუძლია პარაშუტი მართოს ნებისმიერ მიმართულებით ხოლო როდესაც ჩამოვა 200 მეტრის სიმაღლეზე უნდა დაიწყოს მომზადება დასაშვებად და არ შეიძლება ინსტრუქტაჟს მიხედვით რაიმე მანევრის შესრულება, როდესაც ვ---–---- დაეშვა აღნიშნულ ზღვრის სიმაღლეზე მოულოდნელად ქარმა შეიცვალა ქროლის მიმართულება, რის გამოც დ----------–---მა დაკარგა ქარის მაჩვენებელი და დაიწყო სწრაფად დაშვება. ამ დროს ის აძლევდა სიტყვიერ მითითებას, მაგრამ დ----------–---ი აღნიშნულს ვერ შეასრულებდა. რის გამოც დ----------–---მა ვერ შეძლო მიწაზე ნელი დაშვება და დახტომის დროს მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, კერძოდ, მარცხენა ფეხზე ქონდა მრავლობითი მოტეხილობები, რაზედაც ჩაუტარდა ოპერაცია. დ----------–---ს გადმოხტომის მომენტში და ჰაერში ყოფნის დროს არანაირი ინსტრუქტაჟი და წესები არ დაურღვევია, აღნიშნული გამოიწვია ქარის მიმართულების შეცვლამ, რომელიც მოხდა მაშინ როდესაც დ----------–---ი იყო იმ ზღვარს ქვემოთ, რის შემდეგაც არ შეიძლებოდა რაიმე მანევრის შესრულება და ყოველივე მოხდა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად.

 

დ--------------------–---ის 2016 წლის 15 აგვისტოს განმარტების თანახმად, საქართველოს შ-------------–----–--–- მსახურობს 2012 წლიდან, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის ს------–--------------------------–----------–--------–---–---------------------------------- პ----–-------------–--- იმყოფება 2015 წლის სექტემბრის თვიდან. სასწავლო ც------ის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის N2-- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის წლის 19, 20 და 22 აპრილს პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობას იღებდა პ----–------ პირველადი მომზადების კურსის პროგრამის მიხედვით პარაშუტით პრაქტიკულ ხტომებში. ხტომები დაიწყო 19 აპრილს, აღნიშნულ დღეს შეასრულა ერთი ნახტომი, ხოლო მეორე ნახტომი 20 აპრილს უნდა შეესრულებინა. 2016 წლის წლის 20 აპრილს დაიწყო ხტომები 200 მეტრის სიმაღლიდან, რაშიც მონაწილეობდა ის. მან შეასრულა ნახტომი საფრენი აპარატიდან ინსტრუქტაჟის წესების დაცვით. გადმოხტომის შემდეგ ჩვეულებრივად გაიშალა პარაშუტი არ შექმნია რაიმე დაბრკოლება და დაიწყო დაბლა სვლა. დაშვების დროს როგორც წესი შეამოწმა ქარის მაჩვენებელი და იყო ყველაფერი ნორმის ფარგლებში. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე ჩამოსვლის შემდეგ მან კვლავ შეამოწმა ქარის მაჩვენებელი, რათა პარაშუტი მიეტრიალებინა ქარის მოძრაობის მიმართულებით რა დროსაც ქარის მაჩვენებელი აღარ ჩანდა. აღნიშნული შენიშნა ინსტრუქტორმა, რომ იყო პრობლემები და ქვემოდან შეძახილებით დაიწყო მითითებების მიცემა, მაგრამ უკვე ვეღარ ახერხებდა მითითებების შესრულებას, რადგან ნიადაგისკენ ეშვებოდა სწრაფად და დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე მთელი ინერციით დაეცა ნიადაგზე, რის გამოც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, მან ნახტომი შეასრულა ინსტრუქტაჟის სრული დაცვით და თუ რამ გამოიწვია აღნიშნული მისთვის უცნობია. ის დახტომას ნიადაგზე ვერ შეძლებდა ნელა ვინაიდან პარაშუტმა ნიადაგიდან 200 მეტრის სიმაღლიდან დაიწყო სწრაფად დაშვება, ასევე ვეღარ ახერხებდა ინსტრუქტორის სიტყვიერი მითითებების შესრულებას, ვინაიდან ნიადაგისკენ მოდიოდა ძალიან სწრაფად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ-------–----ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 51);

ნ--------–----ას 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 52);

- ი--------------------–------ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 53);

- ი--------------------–------ის 2016 წლის 18 აგვისტოს განმარტება (იხ. ს.ფ. 62-64);

- დ--------------------–---ის 2016 წლის 15 აგვისტოს განმარტება (იხ. ს.ფ. 59-61);

 

3.1.6. სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის 2016 წლის 31 აგვისტოს N M------------- წერილის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გაეგზავნა ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-ს------–---- ექსპერტის დასკვნა N------------, რომლის თანახმად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურის, დ--------------------–---ის მიღებული ტრამვა მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დიაფიზი სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის 2016 წლის 31 აგვისტოს N M------------- წერილი (ი.ხ. ს.ფ. 82);

 

3.1.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ს------–---- ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ დასკვნის თანახმად, 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი მონაწილეობას იღებდა ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსი''-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებებში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–-------------–-------–--–--------–--------–--------------------------–-----------. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გაცემული, სტაციონარული პაციენტის N---- ს------–---- ბარათიდან ირკვევა და ვ---–---- ჰოსპიტალში მოათავსეს 2016 წლის 20 აპრილს, 12:35 საათზე. უჩიოდა ტკივილს მარცხენა წვივისა და კოჭ წვივის სახსრის არეში. ლოკალურად: ავადმყოფი იმყოფება წოლით მდგომარეობაში, კოჭ-წვივის სახსარი იმობილიზირებულია „კრამერის“ არტაშნით. სახსარი დეფორმიულია, შეშუპებული, პალპაციით მტკივნეული, მოძრაობა შეზღუდული. დაენიშნა რენტგენოლოგიური კვლევა-რენტგენოგრამაზე აღინიშნებოდა მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარში და მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდირი ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. მოთავსდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ოპერაციული მკურნალობის მიზნით. 2016 წლის 20 აპრილი 18:30-20:50სთ. ოპერაციის პროტოკოლი N----სპინალური ანესთეზიით ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენა მედიალური გოჯის ოსტეოსინთეზი ჭანჭიკების გამოყენებით. 2016 წლის 22 აპრილს გაწერილი იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე, დიაგნოზი: მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე.

 

წარმოდგენილი ს------–---- საბუთის მიხედვით დ----------–---ს, 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ დასკვნა (იხ.ს.ფ. 84-85);

 

3.1.8. N---- ავამყოფობის მოწმობის თანახმად, 2017 წლის 08 ნოემბერს სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–-------------------------------------------–---–-------------–---------–-----–------------------ 2017 წლის 08 ნოემბრის N------- მიმართვის საფუძველზე შემოწმდა დ--------------------–---ი და დაუდგინდა მარცხენა მედიალური გოჯის, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი და მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობები. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის პოსტტრავმული მადეფორმირებული ართროზი. სამხედრო ტრამვა. დაავადებათა ცხრილის 65ბ 82გ მუხლების II გრაფის და დმც-ის საფუძველზე ,,გ“ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთავის. თანმხლები არ ესაჭიროება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N---- ავამყოფობის მოწმობა (იხ. ს.ფ.16);

 

3.1.9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N--------------- წერილის თანახმად, დ----------–---ს (პ/ნ 1----------) სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად (ნაკლებად მძიმე დაზიანება) 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული აქვს ერთჯერადი დახმარება 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე 2017 წლის 1 და 4 დეკემბერს მასზე გაიცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 906.25 (ცხრაას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვილია ავადმყოფობის გამო და დახმარება 2,552.08 (ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარის ოდენობით კონტრაქტზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N M-------------- წერილი (იხ.ს.ფ. 117);

 

3.1.10. საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკის 2----–-–------------------ დასკვნის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა მასალები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის საპარაშუტო სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პ----–-------------–--, I---–-------------- დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

 

სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით I---–------------- დ--------------------–---ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის 2016 წლის 14 აპრილის N2-- ბრძანების საფუძველზე, I---–------------- დ--------------------–---ი 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს მონაწილეობას იღებდა „პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი”-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–-------------–-------–--–--------–--------–--------------------------–----------- . 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა ბ---–-------------–-------–--–--------–--------–--------------------------–----------- და მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მონაწილეობდა AN-2 ტიპის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომაში. დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, დ----------–---მა დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა პარაშუტით ხტომა და მიწაზე დაშვების დროს ქარის მიმართულების მოულოდნელად შეცვლის გამო დ----------–---მა ვერ შესძლო პ----–------ მართვა და სწრაფად დაეცა ნიადაგზე, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანეზის გამო დ----------–---ი იმავე დღეს გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისში მდებარე შ.პ.ს. „მ-----–- ს------–---- ტ------–-------- ც-------------------------- კლინიკა”-ში და დაუდგინდა დიაგნოზი: „მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარში და მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის სახსარში და მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე.”, რაზედაც ჩაუტარდა შესაბამისი ს------–---- მკურნალობა და გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ს------–---- ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ სასამართლო-ს------–---- ექსპერტიზის დასკვნით დ----------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება „მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუბოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე”, მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის ს------–--------------------------–----------–--------–---–---------------------------------- პ----–-------------–--, I---–-------------- დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პარაშუტით ხტომის სწავლებაში მონაწილეობის დროს. შესაბამისად, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” (მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის საპარშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პ----–-------------–--, I---–-------------- დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანებები უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკის 2----–-–------------------ დასკვნა (იხ.ს.ფ. 110-112);

 

3.1.11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანების თანახმად, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის საბრძოლო მომზადების დარგში 2017 წლის 16 ნოემბრის N M-------------- წერილისა და N---- ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის ს---–----------------------–----–-------–--------------------------------–----------------–------------------------------–----–-----------------) კ------–----–---–----- დ----------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 22);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი; ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი ერთჯერადი დახმარების გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. მითითებული ბრძანების 472 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ----------–---ი 2012 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტი მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან), რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ----------–---თან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნევს, რომ რომ დ----------–---ი აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მის მიმართ გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის და მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელი ზემოაღნიშნული მოთხოვნების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო მიუთითებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანება – 7 000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3 000 ლარი. დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.09.2015 წლის N---- ბრძანებით პ------–----–------------- დ----------–---ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---.

 

საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 07 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით I---–------------- დ--------------------–---ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის მეთაურის 2016 წლის 14 აპრილის N2-- ბრძანების საფუძველზე, I---–------------- დ--------------------–---ი 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს მონაწილეობას იღებდა „პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსი”-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–-------------–-------–--–--------–--------–--------------------------–----------- . 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა ბ---–-------------–-------–--–--------–--------–--------------------------–----------- და მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მონაწილეობდა AN-2 ტიპის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომაში. დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, დ----------–---მა დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა პარაშუტით ხტომა და მიწაზე დაშვების დროს ქარის მიმართულების მოულოდნელად შეცვლის გამო დ----------–---მა ვერ შესძლო პ----–------ მართვა და სწრაფად დაეცა ნიადაგზე, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ც------ის ს------–--------------------------–----------–--------–---–---------------------------------- პ----–-------------–--, I---–-------------- დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პარაშუტით ხტომის სწავლებაში მონაწილეობის დროს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' ს------–---- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' ს------–---- ექსპერტიზის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ სასამართლო ს------–---- ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დ----------–---ს, 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: მარცხენა მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა დიდი წვივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის სახსარში და მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის კუზოიდური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. შესაბამისად დ----------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებად, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N--------------- წერილის თანახმად ირკვევა, რომ დ----------–---ს (პ/ნ 1----------) სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად (ნაკლებად მძიმე დაზიანება) 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული აქვს ერთჯერადი დახმარება 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე 2017 წლის 1 და 4 დეკემბერს მასზე გაიცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 906.25 (ცხრაას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვილია ავადმყოფობის გამო და დახმარება 2,552.08 (ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარის ოდენობით კონტრაქტზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ზემოაღნიშული გარემოებების საფუძველზე, დადგენილია, რომ დ----------–---ის მიმართ თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცა 3000 ლარი.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანების თანახმად, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის საბრძოლო მომზადების დარგში 2017 წლის 16 ნოემბრის N M-------------- წერილისა და N---- ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის ს---–----------------------–----–-------–--------------------------------–----------------–------------------------------–----–-----------------) კ------–----–---–----- დ----------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მართალია ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიკვლია მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა დასკვნაში ნამსჯელი არ არის ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. სწავლების ჩატარების მიზნით მოწვეული იყო მ----------–---–-----ც, რომელიც ვალდებული იყო წინასწარ მოეხდინა მეტეოროლოგიური მდგომარეობის გადამოწმება, გაეზომა ქარის არსებული სიჩქარე და აღნიშნულიდან გამომდინარე გამოეკვლია იყო თუ არა ქარის სიჩქარის დასაშვებზე მეტით მომატების საფრთხე. ხ-------------–---------–- უნდა გაეკონტროლებინა მ----------–---–----- და თითოეული ნახტომის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო, ისევე როგორც აღნიშნული ევალებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც არ უნდა გაეცა გადახტომაზე რეკომენდაცია თუ უსაფრთხოდ არ მიიჩნევდა არსებულ პირობებს. კავშირგაბმულობას კი ფაქტია პრობლემა ჰქონდა, რადგან მოსარჩელე ვითარების გამწვავებისას ვეღარ ახერხებდა ხელმძღვანელებთან სათანადო წესით კომუნიკაციას, რის გამოც დადგა შემთხვევა. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით,რომ 2016 წლის 11 აპრილის N2-- ბრძანებით განსაზღვრულმა ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს მითითებული ბრძანებით განსაზღვრული წესებით ,,პ----–------ტის პირველადი მომზადების კურსის“ ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ--------------------–---მა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა საქმის მასალებით ცალსახად დადგენილი არ არის დამდგარ შედეგში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს (უფლებამოსილ პირთა) ბრალეულობა.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში (დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიუღებელი შემოსავლი 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარი და მკურნალობის ხარჯები 20 000 (ოცი ათასი) ლარი) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, მოცემულ დავაზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3.დ----------–---ის სასარჩელო მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლის 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის და მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ჭალიძე