გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2564596-2/608-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
05 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
თავდაპირველი სარჩელით
მოსარჩელე - თე-------------ე
წარმომადგენელი - თა-------–----ვა, თე--------------------ე
მოპასუხე - ალ-------------------ე
წარმომადგენელი - ლა------–--–----ე, ინ------–----–---–ი
მესამე პირი - ს-------–---–--------------------------------------------------------–---–---------------------------------–-------
წარმომადგენელი -დი-------------ე
დავის საგანი სარჩელით განქორწინება, ალიმენტის გადახდის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
შეგებებული სარჩელით
მოსარჩელე - ალ-------------------ე
წარმომადგენელი - ლა------–--–----ე, ინ------–----–---–ი
მოპასუხე - თე-------------ე
წარმომადგენელი - თა-------–----ვა, თე--------------------ე
მესამე პირი - ს-------–---–--------------------------------------------------------–---–---------------------------------–-------
წარმომადგენელი -დი-------------ე
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1. შეწყდეს თე-------------ესა და ალ-------------------ეს შორის 0---------წ რეგისტრირებული ქორწინება;
1.2. არასრულწლოვან ლუ-----------ის (დაბადებული 0---------წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თე-------------ის საცხოვრებელი ადგილი;
1.3. არასრულწლოვან ნი-----------ის (დაბადებული 1---------წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თე-------------ის საცხოვრებელი ადგილი;
1.4. მოპასუხე ალ-------------------ეს არასრულწლოვანი შვილების 0--------- წელს დაბადებული ლუ-----------ის და 1--------- წელს დაბადებული ნი-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 ლარის გადახდა;
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1.არასრულწლოვან ლუ-----------ის (დაბადებული 0---------წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი;
1.2.2.არასრულწლოვან ნი-----------ის (დაბადებული 1---------წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი;
2. მოსარჩელე თე-------------ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე თე-------------ე და მოპასუხე ალ-------------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 0----------–-–------ მათ შეეძინათ შვილები 0--------- წ. დაბადებულ ლუ-----------ე და 1--------- წ. დაბადებული ნი-----------ე.
დაქორწინების დღიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იყო დაძაბული კონფლიქტური ურთიერთობები, მოპასუხე უმიზეზოდ ეჭვიანობდა მოსარჩელეზე და გარკვეულწილად ძალადობდა მოსარჩელეზე. მოსარჩელე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ითმენდა მოპასუხის ქმედებებს, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე არა მარტო თვითონ უპირისპირდებოდა მოსარჩელეს, არამედ დააპირისპირა მასთან მშობლები. მოსარჩელის სახლში არყოფნის დროს მოპასუხემ წაიყვანა თავის სახლში შვილები და მუქარით აუკრძალა მოსარჩელეს შვილებთან ურთიერთობა. მისი მუქარა იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ მოსარჩელე შვილების სანახავად დადიოდა მალულად. იგი დღესაც კი არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას თავის შვილებთან ურთიერთობას.
2017 წლის აგვისტოში თე-------------ემ პოლიცი-–- განცხადება დაწერა ბავშვების დაბრუნებაზე, წამოიყვანა ბავშვები თავისთან და ერთი თვე ცხოვრობდა ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში. თუმცა მოპასუხემ მუქარებითა და დაშინებებით კვლავ წაიყვანა ბავშვები.
ერთი წელია თე-------------ე და ალ-------------------ე ერთად აღარ ცხოვრობენ, ფაქტობრივად განქორწინებულები არიან. ოჯახში ბავშვების განვითარებისათვის შექმნილი არის ნორმალური გარემო. მოსარჩელის მშობლები თანახმა არიან, რომ მოსარჩელემ შვილებთან ერთად იცხოვრონ მათთან, ასევე აღმოუჩინონ მათ მორალური და მატერიალური დახმარება. მოსარჩელე თე-------------ის მშობლები ეწევიან მეურნეობას, ყავთ პირუტყვი და მათ აქვთ საშუალება უზრუნველყონ ბავშვების ნორმალური აღზრდა განვითარება.
მოსარჩელე თე-------------ე მუშაობს, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 350 ლარს, ასევე ბონუსის სახით ყოველთვიურად ერიცხება დაახლოებით 200 ლარი.
2.1. მოსარჩელე ალ-------------------ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ალ-------------------ე და თე----------------------აძე 2007 წლიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 1------------ დაბადებული ლუ-----------ე და 2----–-–----- ი--–--- დაბადებული ნი-----------ე. მხარეთა შორის კონფლიქტი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, მოპასუხის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე, დედა არანაირ ვალდებულებას არ გრძნობდა შვილების მიმართ, ფიზიკურად ძალადობდა ბავშვებზე და ხშირად ტოვებდა მათ საკვების გარეშე. ხშირად ღამე სახლშიც არ მიდიოდა. დაახლოებით ორი წლის წინ მოპასუხემ მიატოვა შვილები (მათ შორის სიცხიანი ბავშვი) და არ მოუკითხავს ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში,არასრულწლოვანი შვილები წაიყვანა მოსარჩელემ თავის სახლში და ცხოვრობდნენ მამასთან ერთად 2----–-–---------–-------, სანამ მოპასუხემ ბავშვების მიტოვების შემდეგ პირველად არ მიაკითხა მათ პოლიციის თანამშრომელთან ერთად შვილების თავისთან წაყვანის მიზნით. ამასთან, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე იყო სამუშაოზე, ზემოქმედება მოახდინა უმცროს შვილზე- ნი-----------ეზე, წაიყვანა ის ატირებული, ხოლო უფროსმა შვილმა - ლუ-----------ემ კატეგორიული უარი უთხრა დედას თან გაჰყოლოდა. ამის შემდეგ პერიოდულად ბავშვები ძირითადად ისევ მამასთან ცხოვრობდნენ და დედას მიჰყავდა ხოლმე დროებით, მოსარჩელესთან შეთანხმებით.
მოსარჩელე ვარაუდობდა რა, რომ ძმები ერთად ივლიდნენ საჯარო სკოლაში, რაც ბავშვების ინტერესებისათვის უკეთესი იქნებოდა, უმცროსი შვილი ნი-----------ე დაარეგისტრირა სოფელ ნა---–----ის საჯარო სკოლაში, მაგრამ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ის მოპასუხემ ძალით წაიყვანა თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, ს------–------------- მას შემდეგ არ უშვებს მამასთან, არ დაჰყავს სკოლაში იმ მოგონილი მიზეზით , თითქოს, ბავშვს არ სურს ამ სკოლაში სიარული. რაც თავისთავად, აბსურდია, ამასთან, ცდილობს ეს ფაქტი გადააბრალოს მოსარჩელეს, თითქოსდა, მამა თანხმობას არ აძლევს ბავშვს სწავლაზე.
თავდაპირველმა მოსარჩელემ თე-------------ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი (მშობლების სახლი ს------–------------) და ვარაუდობს ბავშვების საცხოვრებლად დატოვებას ს------–------------- თუმცა კი, თვითონ რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობს, არ აქვს მუდმივი მისამართი, ის ხან თ------–---------------–--, ხანაც - თბ--–--–ი, ამჟამად ცხოვრობს ახ--––---–ი თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ნაქირავებ ბინაში.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს თავად მოუხდა ბავშვებზე ზრუნვა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არასრულწლოვან შვილებისათვის შეექმნა ნორმალური აღზრდა-განვითარების პირობები, მოაწყო სახლი სოფელ ნა---–----–ი, მუშაობს, ბავშვებს არ აკლიათ მზრუნველობა და სითბო როგორც მამის, ასევე მისის ოჯახის წევრებისგან, დიდ ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ მისი შვილები ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან პიროვნებებად, მათ ფსიქიკაზე არ მოხდეს რაიმე მავნე ზემოქმედება უცხო პირების მხრიდან.
მოსარჩელეს არ სურს მის შვილებს ურთიერთობა ჰქონდეთ და ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ მოსარჩელის ფაქტიურ მეუღლესთან, რომელიც ნასამართლევია თავად მოპასუხე თე-------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ბრალდებით 06.02.2018 წლის ფაქტზე და ამჟამად არის პირობითი მსჯავრის ქვეშ. იმის გამო, რომ უფროს შვილს - ლუ--ს კატეგორიულად არ სურს დედასთან ერთად ცხოვრება, ის დღემდე იმყოფება მამასთან. მოსარჩელემ ბავშვებისგან იცის, რომ ნი-----------ეს დედა სცემს, ემუქრება და აიძულებს, რომ მამა დაუძახონ მათთვის უცხო მამაკაცს და რომ ძმები დარჩნენ მასთან.
2.2. მოპასუხის (ალ-------------------ე) პოზიცია სარჩელზე
2007 წლიდან ალ-------------------ე თე-------------ესთან არის მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1-–-–--------------- წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 1------------ დაბადებული ლუ-----------ე და 2----–-–----- ი--–--- დაბადებული ნი-----------ე. მათ შორის კონფლიქტი 6 წლის წინაც იყო, მაგრამ ალ-------------------ემ აპატია ცოლს ღალატი, იმიტომ რომ თე-------------ე ელოდებოდა მათ მეორე შვილს. ამის მიუხედავად თე-------------ე მაინც გულგრილი იყო მის მიმართ და საბოლოოდ მას მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა. მან 2017 წლის აპრილში მიატოვა ბავშვები, სახლიდან წავიდა და მას შემდეგ ცხოვრობს თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ნაქირავებ ბინაში.
ის არასდროს არ დამუქრებია არც ბავშვებს და არც თავის ცოლს. სინამდვილეში როდესაც მისმა ცოლმა თე-------------ემ მიატოვა ბავშვები და წავიდა ალ-------------------ემ თავისი შვილები წაიყვანა თავის მშობლებთან საცხოვრებლად ს------–-------, სადაც რემდე ცხოვრობენ ალ-------------------ესთან ერთად. მოსარჩელეს შვილები არ მოუკითხავს 2----–-–---------–-------, ის მივიდა ალ-------------------ის სახლში პოლიციის თანამშრომელთან ერთად შვილების თავისთან წაყვანის მიზნით, მან ისარგებლა იმ გარემოებით რომ ალ-------------------ე იმყოფებოდა სამსახურში, ზემოქმედება მოახდინა უმცროს შვილზე ნი-----------ეზე, წაიყვანა ის ატირებული, ხოლო უფროსმა შვილმა - ლუ-----------ემ კატეგორიული უარი უთხრა დედას გაჰყოლოდა.
ფაქტის მიუხედავად ალ-------------------ეს არასდროს არ აუკრძალავს მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის დედასთან ურთიერთობა. ერთი თვის წინ მოსარჩელემ ბავშვები წაიყვანა ახ--––---–ი ნაქირავებ ბინაში, შემდეგ გააგზავნა ს------–------------- თავის მშობლების სახლში, საიდანაც როგორც ეს სარჩელიდან ირკვევა მას უნდა რომ ეს სახლი ბავშვების საცხოვრებელი გახდეს. თავად მოსარჩელე ამჟამად თავის ფაქტიურ მეუღლესთან- ვა------------------სთან ერთად ცხოვრობს ახ--––---–ი ნაქირავებ ბინაში.
ბავშვებს სურთ მასთან ცხოვრება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ალ-------------------ე არის ქრისტიანი და არ სურს მისი შვილები ცხოვრობდნენ რელიგიური სექტის წარმომადგენლების- იეღოვას მოწმეთა (მოსარჩელის დედა) ოჯახში. ამასთან არ უნდა იცხოვრონ ბებია-პაპასთან, როდესაც ჰყავთ მამა-კანონიერი მშობელი.
ალ-------------------ის სახლში სადაც ისინი ცხოვრობენ მშობლებთან და ძმასთან ერთდა, არასრულწლოვან შვილებს შექმნილი აქვთ ნორმალური აღზრდა-განვითარების პირობები, არ აკლიათ მზრუნველობა და სითბო ოჯახის წევრებისგან. აქვთ ყოფა-ცხოვრების დამაკმაყოფილებელი პირობები, ბავშვების სამყოფი ოთახი არის მოწესრიგებული. უქმნიან მათ ყველა პირობას, რათა გაიზარდნონ ჯანსაღ და მყუდრო ოჯახურ გარემოში. ბავშვებს განსაზღვრული აქვთ კვების რეჟიმი, იკვებებიან შინაური სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, შექმნილი აქვთ გართობისა და სწავლის პირობები, უფროსი შვილი ლუ-----------ე სწავლობს ს------–------ სკოლაში, ამავე სკოლაში გაიარა რეგისტრაცია მეორე შვილმაც- ნი-----------ემ
2.2.1. მოპასუხის (თე-------------ე) პოზიცია სარჩელზე
თე-------------ემ შეგებებული სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მას შვილები არასდროს არ დაუტოვებია, მამამ თვითნებურად წაიყვანა ბავშვები. ბავშვები დაბრუნდნენ ნებაყოფლობით, შემდგომ მამამ წაიყვანა მოტყუებით.
2.3. მესამე პირის პოზიცია.
2.3.1. ს-------–---–--------------------------------------------------------–---–---------------------------------–-------ს წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვების დარჩენას დედასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თე-------------ე და ალ-------------------ეს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------------------, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 1------------ დაბადებული ლუ-----------ე და 2----–-–----- ი--–--- დაბადებული ნი-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა ( იხ. ს.ფ. 20);
-დაბადების მოწმობები ( იხ. ს.ფ.21-22).
3.1.2. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.3. არასრულწლოვანი ნი-----------ე ცხოვრობს დედასთან თე-------------ესთან, ც-------------------------------------------------- ერთად ა---––-------------- ს------–------------. ბავშვს დანიშნული აქვს დამამშვიდებელი მედიკამენტები. მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს მშვიდ გარემოს. ბავშვს ჩატარებული აქვს გეგმიური აცრები. თე-------------ე მუშაობს გ--–---- მაღაზი-–- მ---–-------------–-------- პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ (შეგებებული სარჩელით) მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
_სა-–------------ის სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2----–-–--------------------------------03 (ს.ფ. 83-84).
3.1.4. არასრულწლოვანი ლუ-----------ე ცხოვრობს მამასთან ალ-------------------ესთან, ა-------------------------– ნა---–----–ი, ორ ოთახიან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც საცხოვრებელი და ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვზე ზრუნავს მამა და ბებია მამის მხრიდან. ლუ-----------ე ჯანმრთელი ბავშვია და ვითარდება ასაკის შესაბამისად. საუბრობს გამართულად. იგი უზრუნველყოფილია საკვებით, შესაბამისი ჩასაცმელით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ (შეგებებული სარჩელით) მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
_სა-–------------ის სო–---–-----------------------------------------------------–------------–----------–-–-------------------------------84 (ს.ფ. 58-59).
3.1.5. თე-------------ე ალ-------------------ესთან დაშორების შემდეგ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვა------------------სთან, რომელიც გასამართლებულ იქნა თე-------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და ნივთის დაზიანებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 205-209).
3.1.6. ალ-------------------ე დასაქმებულია კერძო მშენებლობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფსიქოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ლუ-----------ე ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს ერთერთ კითხვაზე თუ ვისთან უნდა რომ იცხოვროს, ლუ-- პასუხობს, რომ უნდა ხანდახან დედა ნახოს და ისევ მამასთან დაბრუნდეს, ვინაიდან მამა უვლის, აცმევს და ეფერება. რაც შეეხება ნი-----------ეს, ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს უარს აცხადება მამასთან შეხვედრაზე, როდესაც კითხვა ეხებოდა მამას ტირილს იწყებდა ხმამაღლა, ბრაზდებოდა და დედას ეჩხუბებოდა რომ წაეყვანა სახლში.
3.2.2. 2----–-–---------------- ფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად, „გამოკვლევის შედეგად და ბავშვების ქცევაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ სახეზეა სოციალურ-ემოციური სირთულეები, დაბალი თვით შეფასება, დანაშაულის გრძნობა, შიში, ღელვა, უნდობლობა, რაც ტრავმული გამოცდილების ფონზეა ჩამოყალიბებული. ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ტრამვირებულია. ოჯახში არსებულმა კონფლიქტურმა გარემომ, მშობლების ურთიერთობის დაძაბვამ მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობის არქონამ, განაპირობა ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ტრამვატიზირება. თუკი მათ ექნება საშუალება დედასთან და მამასთან ურთიერთობის, სრულიად შესაძლებელია ამ ტრამვის გადალახვა და თბილი ურთიერთობების აღდგენა.
მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვები პიროვნულად და ემოციურად გაორებულ მდგომარეობაში არიან და ამ კონფლიქტის შუაში იმყოფებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს დედაც უყვართ და მამაც, სასურველია ურთიერთობის მიღება ორივე მშობლის მხრიდან.
იმისათვის, რომ ბავშვებმა გაორებული მდგომარეობიდან გამოსვლა და მშობლებისადმი ობიექტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება შეძლონ, საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვებისათვის ემოციურად სტაბილური გარემო უზრუნველყონ.
ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაძაბულობის მოსახსნელად, შფოთვის შესამცირებლად, აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ურთიერთთანამშრომლობისათვის, არცერთ მშობელმა არ უნდა გამოიყენოს, მეორე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.
ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისათვის სასურველია ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მშობელთან ურთიერთობა“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინებისა თაობაზე, არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ თე-------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნი-----------ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ასევე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ასევე ალ-------------------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლუ-----------ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე თე-------------ე და ალ-------------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------------.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თე-------------ესა და ალ-------------------ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ალ-------------------ემ სარჩელი ამ ნაწილში ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2--- წლის 01------------ დაბადებული ლუ-----------ე და 2----–-–--------------------------------–- ნი-----------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნი-----------ე ცხოვრობს დედასთან, ხოლო ლუ-----------ე მამასთან ერთად. მოპასუხე ალ-------------------ეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილურად მაღალი შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვანი ნი-----------ე უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან სარჩელის განხილვის ადგილას, რომელიც უზრუნველყოფს მას ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მისი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი არის საცხოვრებლით. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბავშვს მისი ასაკის შესაბამისად ესაჭიროება სათანადო მზრუნველობა.
ალ-------------------ე არ წარმოუდგენია მტკიცებულება სხვა ვალდებულებების შესახებ, მაგრამ ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, აღსანიშნავია რომ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 27 ივლისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
6.3. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უ--ნასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვროს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202-ე მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უ--ვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.
ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ცვლილების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო ორგანოების დასკვნით, თავად არასრულწლოვანის მოსმენით, მისი შინაგანი მიჯაჭვულობისა და ფსიქოემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დაუშვებელია შეცვლილი ადგილის საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმებისა და მასში ბავშვისათვის აუცილებელი გარემოს შექმნის გარეშე. დაუშვებელია აღნიშნული განხორციელდეს რომელიმე მშობლის მხრიდან სპონტანურად, შეუთანხმებლად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების გარეშე
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
უზენაესი სასამართლოს განმარტებით „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მისი ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება ნი-----------ის საუკეთესო ინტერესი იქნება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგისა და ბავშვის წარმომადგენლის მოსაზრებები. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის სურვილს, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბავშვის მიჯაჭვულობას დედასთან.
ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე ლუ-----------ის გამოკითხვისას, სადაც დააფიქსირა, რომ მას სურს მამასთან ცხოვრება, მამასთან ცხოვრება იქნება მისი საუკეთესო ინტერესი, მისი ასაკის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონის გათვალისწინებით, შეუძლია სრულყოფილად გამოხატოს მისი ნამდვილი ნება. აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით და ლუ-----------ის როგორც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის და მისი ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯის გადადგმა სასამართლოს მხრიდან არ იქნება გამართლებული.
მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყებისა და განქორწინების შემდეგ ნ--- და ლუ-----------ეები ცხოვრობდნენ მამასთან ალ-------------------ესთან. ბავშვები დარეგისტრირებულნი იქვნენ ნა---–----ის საჯარო სკოლაში, სადაც ლუ-----------ე დადიოდა კიდეც.
დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ორივე მშობლის საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები უზრუნველყოფს შვილების სათანადო აღზრდა-განვითარებას.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად, დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზადყოფნას, მამამ იქონიოს შეუზღუდავი კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის სოციალურ გარემოში. მოპასუხე უთითებს, რომ მოქმედებს მხოლოდ შვილის სურვილის თანახმად, მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ რაიმე ფორმით თე-------------ე გაურბოდა დედის ვალდებულებების შესრულებას ან არაჯეროვნად ასრულებდა მათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია აღდგეს ნი-----------ის ემოციური კავშირი დედასთან, ხოლო ლუ-----------ის მამასთან.
დედასთან ან მამასთან საცხოვრებლად დაბრუნება რათქმაუნდა არ გამორიცხავს დედის და მამის უფლებას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა შვილების აღზრდაში, ჰქონდეს მასთან ურთიერთობა.
მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ევროპული სასამართლო განმარტავს „ამ სახის საქმეებში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა უნდა შეფასდეს მათი განხორციელების სისწრაფით; ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან დროის გასვლამ და გარემოებების შეცვლამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს შვილებსა და იმ მშობელს შორის ურთიერთობაში, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად.“ (პავლიკი პოლონეთის წინააღმდეგ (Pawlik v. Poland), № 11638/02, 19 ივნისი, 2007 წ.).
სასამართლოს აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - თე-------------ის და შვილის - ნი-----------ის ცალ-ცალკე ცხოვრების რაიმე ობიექტური წინაპირობა და თვლის, რომ დროის გასვლით შესაძლებელია გაიზარდოს მშობელთან გაუცხოების რისკი, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის ფსიქიკისათვის გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, ფსიქოლოგის დასკვნისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თე-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, არასრულწლოვან ნი-----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თე-------------ის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ალ-------------------ის შეგებებული უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - არასრულწლოვან ლუ-----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე თე-------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან.
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თ----------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თე-------------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან თე-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად არსებობს მოპასუხე ალ-------------------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 43.2 არის გადახდის დაკისრების საფუძველი.
ასევე ვინაიდან ალ-------------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თე-------------ეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებული განჩინებით განსაზღვრული დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თე-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს თე-------------ეს (პირადი №4----------) და ალ-------------------ეს (პირადი №0----------) შორის, 2----–-–------------------ს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №0---------4;
3. არასრულწლოვან ნი-----------ის (დაბადებული 2----–-–----- ი--–---) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თე-------------ის საცხოვრებელი ადგილი;
4. დაეკისროს მოპასუხე ალ-------------------ეს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2----–-–----- ი--–--- დაბადებული ნი-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა 2018 წლის 27 ივლისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
5. დაეკისროს მოპასუხე ალ-------------------ეს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 43.2 ლარის გადახდა; (ალიმენტი)
6. დაეკისროს მოპასუხე ალ-------------------ეს (პირადი №0----------) თე-------------ეს (პირადი №4----------) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდა;
7. დაუბრუნდეს მოსარჩელე თე-------------ეს (პირადი №4----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 25.07.2018 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 ლარი;
8. ალ-------------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
9. არასრულწლოვან ლუ-----------ის (დაბადებული 2--- წლის 01------------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი;
10. დაეკისროს მოპასუხე თე-------------ეს (პირადი №4----------) ალ-------------------ეს (პირადი №0----------) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
11. გაუქმდეს სამოქალაქო საქმეზე, 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებული დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე