გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლ--–ი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ნ-----–- კ----–-–---–ი
წარმომადგენელი - გ------- ნ-------–---–ი
მოპასუხეები -თ----- ქ---------ე, ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეები ი---- ხ-------ი, ლ---ა ნ----ა (კანონიერი წარმომადგენელი ი---- ხ-------ი), ი-----–ი ნ----ა, ლ--–ი ნ----ა
წარმომადგენლები - დ----- ჩ----ე, ნ------- ზ------ა
დავის საგანი - მსესხებლად აღიარება
მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით - ი---- ხ-------ი, ლ---ა ნ----ა (კანონიერი წარმომადგენელი ი---- ხ-------ი), ი-----–ი ნ----ა, ლ--–ი ნ----ა
მოპასუხეები შეგებებული სარჩელით - თ----- ქ---------ე, ნ-----–- კ----–-–---–ი
შეგებებული სარჩელით დავის საგანი - თანხის გადახდილად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ნ-----–- კ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 3----- აშშ დოლარის ნაწილში მსესხებლად, ნ-----–- კ----–-–---–ის ნაცვლად აღიარებული იქნეს აწ/გარდაცვლ--– ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეები: ი---- ხ-------ი, ლ---ა ნ----ა, ი-----–ი ნ----ა და ლ--–ი ნ----ა;
1.1.2. 2--- წლის 17 იანვრის ნოტარიუს ე---------- ჯ--–--ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლ--–ების და დამატების შეტანის გზით მე–3 პუნქტში მოვალედ ნ-----–- კ----–-–---–თან ერთად მიეთითოს ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლე ფიზიკური პირები: 1 ი---- ხ-------ი (პ/ნ 0----------) 2. ლ---ა ნ----ა (კანონიერი წარმომადგენელი: ი---- ხ-------ი) (პ/ნ. 0----------) 3. ი-----–ი ნ----ა (პ/ნ 0----------) 4. ლ--–ი ნ----ა (პ/ნ 3----------).
1.2.შეგებებული სარჩელის მოთხოვნები:
1.2.1. 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ნ-----–- კ----–-–---–ის ნაცვლად მსესხებლად ცნობილ იქნეს ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეები: ი---- ხ-------ი; ლ---ა ნ----ა; ი-----–ი ნ----ა და ლ--–ი ნ----ა;
1.2.2. მოპასუხის თ----- ქ---------ის მიმართ ა-–---------ე ნ----ას მიერ გადახდილად ჩაითვალოს 1----- აშშ დოლარი;
1.2.3. განხორციელდეს ცვლ--–ება 2--- წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცელში და ძირითადი ვალდებულების ნაწილში 3----- აშშ დოლარი შემცირდეს 15 200 აშშ დოლარამდე;
1.2.4. განხორციელდეს ცვლ--–ება 2--- წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცელში და გაუქმდეს სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მთლიანად.
ნ-----–- კ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 17 მარტს ერთი მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა (მესაკუთრე) მეორე მხრივ, კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ეს (იპოთეკარები) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ნ-----–- კ----–-–---–ის ქონება, მდებარე პ----ის გამზირი, №--.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის ოდენობა შეადგენდა 5----- აშშ დოლარს, საიდანაც ოპოთეკარმა კ------ა ს--------ამ გასცა 2----- აშშ დოლარი, ხოლო თ----- ქ---------ემ გასცა 3----- აშშ დოლარი. სესხი გაიცა 3 თვის ვადით.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ორჯერ შევიდა ცვლ--–ება, კერძოდ, 2015 წლის 22 იანვარს, რომლის თანახმად სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 22 აპრილი. მეორე ცვლ--–ება შევიდა 2015 წლის 22 დეკემბერს, რაც განპირობებეული იყო ნ-----–- კ----–-–---–ის მიერ სესხის თანხის ნაწილი 2----- აშშ დოლარი დაფარვით, რის შესაბამისად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნაწილობრივ გაუქმდა. დარჩენილი 3----- აშშ დოლარის ნაწილიში ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის 23 მარტამდე.
მართალია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მსესხებლად მითითებულია მხოლოდ ნ-----–- კ----–-–---–ი, თუმცა რეალურად მსესხებელს 2----- აშშ დოლარის ნაწილში წარმოადგენდა ნ-----–- კ----–-–---–ი, ხოლო 3----- აშშ დოლარის ნაწილში - ა-–---------ე ნ----ა. 3----- აშშ დოლარი მოსარჩელემ ა-–---------ე ნ----ას თავადვე გადასცა ხელშეკრულების დადების დროს, რის შემდგომაც ა-–---------ე ნ----ამ აიღო ვალდებულება იპოთეკარ თ----- ქ---------ისათვის დაებრუნებინა სესხი შეთანხმებული პირობებით.
ა-–---------ე ნ----ა გარდაიცვალა 2016 წლის 07 მაისს. ნ-----–- კ----–-–---–სა და ა-–---------ე ნ----ას შორის სესხის თანხის 3----- აშშ დოლარის ნაწილში არსებობდა ზეპირსიტყიერი შეთანხმება, რომელიც დაფუძნებული იყო მათ შორის არსებულ ნდობაზე. მოსარჩელე დგას საფრთხის წინაშე, რომ ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლენი უარს იტყვიან ვალდებულების შესრულებაზე, რის შედეგად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნ-----–- კ----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, შესაძლოა გახდეს იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება.
2--- წლის 17 იანვარს ნოტარიუმა ე---------- ჯ--–--ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, (რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად კრედიტორია თ----- ქ---------ე, ხოლო მოვალე ნ-----–- კ----–-–---–ი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალეს ეკისრება ძირითადი დავალიანების სახით 3----- აშშ დოლარის გადახდა და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,12%-ის ოდენობით, 2016 წლის 23 აპრილიდან სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
2014 წლის 17 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხებს იპოთეკარ თ----- ქ---------ის მიმართ იხდიდა გარდაცვლ--–ი ა-–---------ე ნ----ა, ხოლო იპოთეკარ კ------ა ს--------ას მიმართ სესხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრებოდა ნ-----–- კ----–-–---–ს.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის ოდენობა შეადგენდა 5----- აშშ დოლარს, საიდანაც ოპოთეკარმა კ------ა ს--------ამ, გადასცა 2----- აშშ დოლარი ნ-----–- კ----–-–---–ს, ხოლო თ----- ქ---------ემ გადასცა 3----- აშშ დოლარი გარდაცვლ--– ა-–---------ე ნ----ას. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებლად მართალია მითითებული იყო მხოლოდ ნ-----–- კ----–-–---–ი, თუმცა მსესხებელს 2----- აშშ დოლარის ნაწილში წარმოადგენდა მხოლოდ ნ-----–- კ----–-–---–ი, ხოლო 3----- აშშ დოლარის ნაწილში კი ა-–---------ე ნ----ა.
ა-–---------ე ნ----ას გარდაცვალების გამო ვალდებულება თ----- ქ---------ის მიმართ ბოლომდე არ შესრულდა.
2--- წლის 17 იანვარს თ----- ქ---------ის სასარგებლოდ ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებლად მიექცა ძირითადი ვალდებულება 3----- აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ა-–---------ე ნ----ას გადახდილი აქვს 1---- აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს ძირს. სააღსრულებო ფურცლით არ არის სარგებელი მოთხოვნილი, შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარგებელი გადახდილი იყო დროულად.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საერთოდ არ უნდა დაეკისროთ ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეებს, ვინაიდან ძირითადი მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 07 მაისს და შესაბამისად, მხარეთა შორის ამ დღეს შეწყდა სესხის ხელშეკრულებაც.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეების ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეების ი---- ხ-------ის, ლ---ა ნ----ას (კანონიერი წარმომადგენელი ი---- ხ-------ი), ი-----–ი ნ----ას, ლ--–ი ნ----ასა და მოპასუხის თ----- ქ---------ის პოზიცია
მოპასუხეები ი---- ხ-------ი, ლ---ა ნ----ა (კანონიერი წარმომადგენელი ი---- ხ-------ი), ი-----–ი ნ----ა და ლ--–ი ნ----ა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით დაეთანხმნენ ნ-----–- კ----–-–---–ის სარჩელს და განმარტა, რომ 2016 წლის 07 მაისამდე ა-–---------ე ნ----ა ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას თ----- ქ---------ის მიმართ. თ----- ქ---------ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ასახული ოდენობასთან შედარებით ნაკლებია.
მოპასუხე თ----- ქ---------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია.
2.2. მოპასუხის თ----- ქ---------ის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხე თ----- ქ---------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ა-–---------ე ნ----ას გარდაცვალება არანაირ კავშირში არაა თ----- ქ---------ის მიმართ ვალდებულების შესრულებასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 17 მარტს ერთის მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა (მესაკუთრე) და მეორეს მხრივ, კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ეს (იპოთეკარები) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული სანოტარო წესით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად, სესხის ოდენობა შეადგენდა 5----- აშშ დოლარს, საიდანაც ოპოთეკარმა კ------ა ს--------ამ გასცა 2----- აშშ დოლარი, ხოლო თ----- ქ---------ემ გასცა 3----- აშშ დოლარი.
სესხი იყო სარგებლიანი და გაიცა 3 თვის ვადით.
იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ნ-----–- კ----–-–---–ის ქონება, მდებარე პ----ის გამზირი, №--, ბინა №-, ფართი 32.00 კვ.მ.
2015 წლის 22 იანვარს ერთი მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა (მესაკუთრე) მეორე მხრივ, კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ეს (იპოთეკარები) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანის (დამოწმებული სანოტარი წესით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა და სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 22 აპრილი. ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
2015 წლის 22 დეკემბერს ნ-----–- კ----–-–---–სა და კ------ა ს--------ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ შეთანხმება (სანოტარო მოქმედების რეგიტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად, ნაწილობრივ გაუქმდა 2014 წლის 17 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ნაწილობრივ გაუქმდა უფლებრივი შეზღუდვა იპოთეკის საგანაზე.
2015 წლის 22 დეკემბერს ნ-----–- კ----–-–---–სა და თ----- ქ---------ეს შორის გაფორმდა გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანის (დამოწმებული სანოტარი წესით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 23 მარტამდე. ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-25).
- 2015 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანა (ს.ფ. 28-29).
- 2015 წლის 22 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანა (ს.ფ. 32-33).
- 2015 წლის 22 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 30-31).
3.1.2. 2016 წლის 7 მაისს გარდაიცვალა ა-–---------ე ნ----ა.
2016 წლის 28 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც ა-–---------ე ნ----ას მემკვიდრეებს წარმოადგენენ ი---- ხ-------ი (მეუღლე), ლ---ა ნ----ა (შვილი), ი-----–ი ნ----ა (შვილი), ლ--–ი ნ----ა (დედა).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 34).
3.1.3. 2--- წლის 17 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე---------- ჯ--–--ე, რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად კრედიტორია თ----- ქ---------ე, მოვალე - ნ-----–- კ----–-–---–ი; ვალდებულების წარმოშობის საფუძველი 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (1--------), 2015 წლის 22 დეკემბრის შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანაის შესახებ (1--------); აღსასრულებელი ვალდებულების სახე - იძულებით აუქციონზე რეალიზაცია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისი, პ----ის გამზირი №--, №-, საკადასტრო კოდი: 0----------------------- აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - ძირითადი დავალიანება 3----- აშშ დოლარი; პირგასამტეხლო ძირითადი დავალიანების 0,12% ყოველი ვაადაგადაცილებული დღისათვის 2016 წლის 23 აპრილიდან ხელშეკრულების აღსრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშკერულებიდან გამომდინარე გამსესხებელ თ----- ქ---------ესა და ა-–---------ე ნ----ას შორის სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია და დადასტურებულია სანოტარო წესით. შესაბამისად, ნოტარიუსმა დაადგინა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირების ნების გამოვლენის ნამდვილობა და განუმარტა მხარეებს ხელშეკრულების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მხარეებმა ნათლად და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად შეესაბამება მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას (იხ.2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ს.ფ. 21-25).
ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მასზედ, რომ 2015 წლის 22 იანვარსა და 2015 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა 2014 წლის 17 მარტის ხელშეკრულებაში ცვლ--–ების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებები მხარეთა შორის, სადაც მხარედ (მსესხებელად) ისევ დაფისქირდა მხოლოდ ნ-----–- კ----–-–---–ი. ასევე 2015 წლის 22 დეკემბრის სესხის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ შეთანხმების მხარეა მსესხებელი ნ-----–- კ----–-–---–ი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა-–---------ე ნ----ას სამართლებრივ კავშირს ამ ხელშეკრულებასთან და მის, როგორც მსესხებლის ანგარიშვალდებულებას თ----- ქ---------ის მიმართ. გამსესხებელი (მოპასუხე თ----- ქ---------ე) უარყოფს ა-–---------ე ნ----ასათვის სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს.
იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელს 2014 წლის 17 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს ნ-----–- კ----–-–---–ი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მსესხებლის ნ-----–- კ----–-–---–ის მიერ თანხის მესამე პირზე გასესხების (ან სარგებლის გარეშე გადაცემის) ფაქტი, ეს ფაქტორი 2014 წლის 17 მარტის ხელშეკრულებაზე ვალდებულების წარმოშობის თვალსაზრისით გავლენას ვერ იქონიებს, რამდენადაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას განაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი.
ნ-----–- კ----–-–---–ს, მას შემდეგ რაც მან მიიღო სესხის თანხა კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არ ეკრძალებოდა და თავისთავად შეეძლო სესხის სახით მიღებული თანხა გადაეცა მესამე პირისათვის, მათ შორის ა-–---------ე ნ----ასათვის. თუმცა ეს, ერთი მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა და მეორე მხრივ, თ----- ქ---------ესა და კ------ა ს--------ას შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების პირობებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სანოტარო წესით სესხის ხელშეკრულების გაფორმების პირობებში, სადაც ნოტარიუსის მიერ დადგენილია მხარეთა ნება და ეს სანოტარო აქტი და ნოტარიუსის ქმედება შედავებული არ არის, მსესხებლად სხვა პირის დადგენა ეწინააღმდეგება ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის რეგულაციებს და რისკს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.
ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად - ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;
განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია და დადასტურებულია სანოტარო წესით და აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვარგისი და რელევანტური მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად.
3.2.2. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადგინდა 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ა-–---------ე ნ----ას მსესხებლად მონაწილეობის ფაქტი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეგებებული სარჩელის ფარგლებში დაადგინოს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მოპასუხე თ----- ქ---------ისათვის ა-–---------ე ნ----ას მიერ 1----- აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები მიუთითებენ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.
მხარეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ თანხის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. შესაბამისად, მითითებები ვალდებულების შესრულების შესახებ სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც თავდაპირველი, ასევე შეგეგებული სარჩელები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება არსებობდა ერთი მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა (მესაკუთრე) მეორე მხრივ, კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ეს (იპოთეკარები) შორის. გამსესხებელებმა მსესხებელს გადასცეს თანხა, რის შემდგომაც მათ შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-ვალდებულებები. ამასთან, არ დადასტურდა გამსესხებლის მიერ ა-–---------ე ნ----ასათვის სესხის თანხის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ თანხის მიღების ფაქტი (ისევე როგორც გამსესხებლის თ----- ქ---------ის სასარგებლოდ ა-–---------ე ნ----ას მიერ თანხის გადახდის ფაქტი).
შესაბამისად არ არსებობს მსესხებლად ნ-----–- კ----–-–---–ის ნაცვლად გარდაცვლ--– ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეების აღიარებისა და სააღსრულებო ფურცელში შესაბამისი ცვლ--–ებისა და დამატების შეტანის შესახებ ნ-----–- კ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემისა და მსესხებლის მიერ მისი მიღების შემდეგ, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია შევიდეს სხვა სასესხო ურთიერთობაში, რომელშიც იგი წარმოადგენს გამსესხებელს. ნ-----–- კ----–-–---–ის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიღებული თანხის ა-–---------ე ნ----ასათვის სესხად გადაცემის შემთხვევაშიც კი, ა-–---------ე ნ----ა ვერ ჩიათვლება ერთი მხრივ, ნ-----–- კ----–-–---–სა და მეორე მხრივ, კ------ა ს--------ასა და თ----- ქ---------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარედ და სესხის სახით თანხის მიმღებ პირად.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფარულ აუდიო ჩანაწერს, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ჩანაწერი კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა და იურიდიული ძალა არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე. პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N---- რეზოლუციაში „R---------------“ (1998) განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით. სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექმნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის N ას-1------------- განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის N ას-1------------- განჩინება). ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება, ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვა პირის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. დაუშვებელი მტკიცებულების დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის N ას-1------------- განჩინება).
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერი დაუშვებელი მტკიცებულებაა და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს იგი საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–- კ----–-–---–ის მოთხოვნა მის ნაცვლად 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3----- აშშ დოლარის ნაწილში მსესხებლად, გარდაცვლ--–ი ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეების აღიარების შესახებ და შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ა-–---------ე ნ----ას უფლებამონაცვლეების მითითების შესახებ დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
რამდენადაც 2014 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს წარმოადგენს მხოლოდ ნ-----–- კ----–-–---–ი, ამასთან, მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს თ----- ქ---------ის მიმართ ა-–---------ე ნ----ას მიერ 1----- აშშ დოლარის გადახდის ფაქტის მტკიცება, გამოირიცხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 1--- ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ნ-----–- კ----–-–---–ს და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს მოპასუხე თ----- ქ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ იუიდიული მომსახურების ხარჯის 700 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–- კ----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი---- ხ-------ის, ლ---ა ნ----ას, ი-----–ი ნ----ას, ლ--–ი ნ----ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 31 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ი---- ხ-------ს, ლ---ა ნ----ას, ი-----–ი ნ----ას, ლ--–ი ნ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 1--- ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ნ-----–- კ----–-–---–ს და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ი---- ხ-------ს, ლ---ა ნ----ას, ი-----–ი ნ----ას, ლ--–ი ნ----ას მოპასუხე თ----- ქ---------ის სასარგებლოდ დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის 700 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლ--–ი ტყემალაძე