გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35745-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი - თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელეები (შეგებებულ სარჩელში მოპასუხეები) - თა-----------–---–ი
მა--------------–------------ა
სტ--–------–--–--ა
წარმომადგენელი - რუ----------–---ი
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - ზვ-------–-----ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - ოთ---------–-–---–ი
წარმომადგენლები - ავ--------–---------ე, მა-------------ე
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი - სა-–--------–--ე
ძირითადი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება,იპოთეკის საგნის რეალიზაცია
შეგებებულ სარჩელის დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელზე)
1.1. მოსარჩელეების თა-----------–---–ის, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას სასარგებლოდ მოპასუხე ზვ-------–-----ეს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 36000 აშშ დოლარის და სარგებლის - 1060 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე თბილისი, ფ---------–------------, საკადასტრო კოდი N0---------------. ფართობით 450 კვ.მ.
მოსარჩელეებმა სარჩელში მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელეებსა და ზვ-------–-----ეს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოპასუხემ ისესხა 36000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის გათვალისწინებით, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა ზვ-------–-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ფ---------–------------, ფართობით 450 კვ.მ. იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში თავად ზვ-------–-----ის განცხადებით განხორციელდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდგმურის, ე.წ. „ოსტუპნიკის“ უფლებით ცხოვრობს ოთ---------–-–---–ი და მასსა და ზვ-------–-----ეს შორის სასამართლო დავა არსებობდა, რომლის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზვ-------–-----ესა და სო-–------------ს შორის 2011 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ფ---------–-------------ში, ფართობით 450 კვ.მ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში გაუქმდა ზვ-------–-----ის სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი და ამჟამად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელზე. შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. ბათილად იქნას ცნობილი ერთის მხრივ ზვ-------–-----ეს და მეორეს მხრივ სტ--–------–--–--ას, მა--------------–------------ას და თა-----------–---–ს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
შეგებებული სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:
1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ოთ---------–-–---–მა მოიპოვა საკუთრების უფლება თბილისში, ფ---------–-------------ში, რაც იმავე წელს დარეგისტრირდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში.
სო-–------------მა 2010 წელს მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სო-–------------ს მიეკუთვნა მიწის ნაკვეთი და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. სო-–------------მა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2011 წელს მიყიდა ზვ-------–-----ეს, თა---------------ს და გი--------–-----–---–ს. შემდგომში კი ორმა თანამესაკუთრემ ბინა სრულად ზვ-------–-----ეს მიყიდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღიარების კომისიის მიერ სო-–------------ის სასარგებლოს მიღებული 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული სო-–------------ვს და მყიდველებს - ზვ-------–------ს, თა---------------ს, გი--------–-----–---–ს შორის, ასევე თა---------------ს, გი--------–-----–---–სა და მყიდველს - ზვ-------–-----ეს შორის. კანონიერად ჩაითვალა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული ოთ---------–-–---–ის სასარგებლოდ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.
ამდენად, 2013 წლის 11 დეკემბერს ზვ-------–-----ემ იპოთეკით დატვირთა ოთ---------–-–---–ის საკუთრება. იპოთეკის ხელშეკრულება უკანონოა, რადგან მის მესაკუთრეს ნება არ გამოუვლენია ამ ხელშეკრულებაზე. უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი საბუთის ბათილად ცნობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველზე, როგორც თანმდევი შედეგი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი იპოთეკის ხელშეკრულებაც.
3. მოპასუხეეთა პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)
3.1. ზვ-------–-----ემ სრულად ცნო სარჩელი, როგორც თანხის დაკისრების, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.
3.2. სსიპ სა---–-–-------------------------–-------------მ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო მოთხოვნაზე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 11 დეკემბერს, 3 თვის ვადით, 2014 წლის 11 მარტამდე. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის ვადა 2014 წელს დადგა, საიდანაც გასული იყო 3 წლიანი ვადა.
3.3. სარჩელი არ ცნო ასევე ოთ---------–-–---–მა, განმარტა, რომ მას, როგორც უძრავი ქონების რეალურ მესაკუთრეს, იპოთეკით დატვირთვის ნება არ გამოუვლენია, ხოლო ზვ-------–-----ეს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ნივთის იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ზვ-------–-----ე გახდა მესაკუთრე სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი. ასევე გაბათილად აღიარების კომისიის მიერ გაცემული გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობა.
გარდა ამისა, მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
4.1. თა-----------–---–მა, სტ--–------–--–--ამ და მა--------------–------------ამ არ ცნეს ოთ---------–-–---–ის შეგებებული სარჩელი და განმარტეს, რომ მათთვის უცნობი იყო როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ოთ---------–---–-ს მიერ სახლის პრივატიზაციის შესახებ. ისინი წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ იპოთეკარებს, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო ბათილი.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბერის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ოთ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ოთ---------–-–---–ის შეგებებული სარჩელი, რომლის თანახმად:
· ბათილად იქნა ცნობილი ერთი მხრივ სო-–------------სა და მერე მხრივ, ზვ-------–-----ეს, თა---------------ს და გი--------–-----–---–ს შორის 2011 წლის 4 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ფ---------–------------, ფართი 450 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი N0---------------;
· ბათილად იქნა ცნობილი, ერთი მხრივ, თა---------------ს და გი--------–-----–---–ს და მერე მხრივ, ზვ-------–-----ეს შორის 2011 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ფ---------–------------, ფართი 450 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი 0---------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.09.2016 წლის გადაწყვეტილება N2ბ/6668-14;
- 17.01.2017 წლის განჩინება Nას-1026-987-2016.
5.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2016 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1992 წლის 4 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ოთ---------–-–---–ს უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, 108,2 კვ.მ. სასარგებლო ფართი და 6,4 კვ.მ. სარდაფი, მდებარე თბილისში, ფ---------–-------------ში.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა სო-–------------ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ფ---------–------------, ფართობით 450 კვ.მ. რის საფუძველზეც ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 3 დეკემბერს გაიცა N4--- საკუთრების უფლების მოწმობა.
2011 წლის 3 მაისის თარიღით მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, ფ---------–------------, დაზუსტებული ფართობით 450 კვ.მ. საკადასტრო კოდი N0---------------, რეგისტრირებულია სო-–------------ის სახელზე, სადაც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების უფლების მოწმობა N4---. ამასთან, ამ საკადასტრო ერთეულში მოექცა ოთ---------–-–---–ის მიერ პრივატიზებული საცხოვრებელი სახლი.
2011 წლის 4 მაისს, ერთის მხრივ, სო-–------------ს და მეორეს მხრივ, ზვ-------–-----ეს, გი--------–-----–---–სა და თა---------------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ფაბრიკის შესახებ N13, 450 კვ.მ. ხელშეკრულების 5.6 მუხლში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მყიდველებისთვის ცნობილი ნასყიდობის საგაზე ე.წ. „ატსტუპნიკის“ არსებობა, სადაც ოთ---------–-–---–ს გულისხმობდნენ და ამავე დროს ვალდებულებას იღებდნენ გაიღონ ხარჯები მის გასასტუმრებლად.
2011 წლის 9 სექტემბერს, გი--------–-----–---–ს, თა---------------სა და ზვ-------–-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ზვ-------–-----ე გახდა თბილისში, ფ---------–-------------ში მდებარე 450 კვ.მ. უძრავი ნივთის ერთადერთი მესაკუთრე.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, და მის საფუძველზე საკრებულოს მიერ გაცემული 2010 წლის 3 დეკემბრის N4--- საკურების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ სო-–------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 450 კვ.მ. ნაკვეთს საკადასტრო კოდით 0---------------, ფაქტობრივად ფლობდა არა სო-–------------ი, არამედ ოთ---------–-–---–ი და მისი ოჯახი.
ასევე დადგენილი იქნა, რომ ზვ-------–-----ემ, 2011 წლის 4 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე იცოდა, უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში სო-–------------ზე რეგისტრირებული ჩანაწერის უზუსტობის შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ ოთ---------–-–---–ი წარმოადგენდა არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე სუბიექტს, არამედ, მას ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვით (ორდერით) და პრივატიზაციის ხელშეკრულებით.
ამდენად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებით არაუფლებამოსილმა პირებმა (ჯერ სო-–------------მა, შემდგომში ზვ-------–-----ემ, თა---------------მა და გი--------–-----–--–მა) განკარგეს ოთ---------–-–---–ის ერთის მხრივ საკუთრებაში და მეორეს მხრივ კანონიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.09.2016 წლის გადაწყვეტილება N2ბ/6668-14;
- 08.07.2013 წლის გადაწყვეტილება N3/559-13;
5.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აღიარების კომისიის მიერ სო-–------------ის სასარგებლოდ გაცემული 08.06.2010 წლის გადაწყვეტილება და ქ. თბილისის საკრებულოს 03.12.2010 წლის N4--- საკუთრების უფლების მოწმობა) გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით და საბოლოოდ უცვლელად დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.07.2013 წლის გადაწყვეტილება N3/559-13;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.12.2013 წლის განჩინება;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.05.2014 წლის განჩინება.
5.1.4. საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ამონაწერის თანახმად, თბილისში, ფ---------–-------------ში, დაზუსტებული ფართობით 450 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 0---------------) რეგისტრირებულია ზვ-------–-----ის საკუთრების უფლება, სადაც უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს 2011 წლის 9 სექტემბრის და 4 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებები.
ხოლო ამავე უძრავ ქონებაზე 2017 წლის 23 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით გაუქმებულია მესაკუთრის რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2013 წლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2016 წლის გადაწყვეტილება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 17.12.2013 წელი 23.01.2017 წელი);
5.1.5. 2013 წლის 11 დეკემბერს ერთის მხრივ ზვ-------–-----ეს (მსესხებელს) და მეორეს მხრივ თა-----------–---–ს, სტ--–------–--–--ას და მა--------------–------------ას (გამსესხებლებს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელმა მიიღო 36000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის ზვ-------–-----ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ფ---------–------------, მიწის საკადასტრო კოდი N0---------------.
მესაკუთრის რეგისტრაციის გაუქმების შემდგომაც უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული დარჩა თა-----------–---–ის, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას სასარგებლოდ არსებული იპოთეკის ვალდებულება, ასევე სხვა, პირველი რიგის იპოთეკარების სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.12.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 17.12.2013 წელი 23.01.2017 წელი);
5.1.6. მოპასუხე ზვ-------–-----ეს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა და დავალიანება არის, სესხის ძირითადი თანხა 36000 აშშ დოლარი, ხოლო 3 თვის სარგებელი - 1060 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება;
- ზვ-------–-----ის შესაგებელი.
5.1.7. თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით სარჩელი მოსარჩელეებმა აღძრეს 2017 წლის 19 დეკემბერს. იმავე შინაარსის მოთხოვნით სასამართლოს მანამდე მიმართეს 2017 წლის 9 მარტს, რაზეც მიღებაზე უარი ეთქვათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ძირითადი სარჩელი;
- 14.03.2017 წლის განჩინება N2/6580-17.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დავის განხილვის დროისთვის სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს რომელიმე პირის საკუთრების უფლება (რეგისტრაცია გაუქმებულია), ოთ---------–-–---–ი და სსიპ ს----–-–-------------------------–------------ წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებსაც სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვთ უფლება იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის შესაგებელი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა მიჩნეული სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ მოხდა ოთ---------–-–---–ი კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის არაუფლებამოსილი პირების მიერ განკარგვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებასთან ერთად უძრავ ქონებაზე ზვ-------–-----ის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა. დღეისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი გაუქმებულია, ხოლო მოსარჩელეთა სასარგებლოდ იპოთეკა რჩება რეგისტრირებული.
5.2.2. თა-----------–---–ი, მა--------------–------------ა და სტ--–------–--–--ა კეთილსინდისიერი იპოთეკარები არიან. ოთ---------–-–---–ს არ მიუთითებია ისთ გარემოებაზე, რაც მათ იპოთეკარების არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა.
სადავო არაა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისთვის საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მსესხებელი - ზვ-------–-----ე.
შემძენის/იპოთეკარის კეთილსინდისიერების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს/იპოთეკარს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (შდრ. სუსგ №ას-394-373-2013, 20 .05.2014წ).
მოცემულ შემთხვევაში, ოთ---------–-–---–ს რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარების მიერ (რომელიც რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას ემყარებოდა) უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა, არ მიუთითებია. არც ის გარემოება დასტურდება, რომ იპოთეკარებს უნდა სცოდნოდათ, რომ უძრავი ქონება, რაზეც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, ზვ-------–-----ეს შეძენილი ჰქონდა ბათილი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და იპოთეკით დატვირთვისთვის საჭირო იყო ოთ---------–-–---–ის ნების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება.
5.3. იპოთეკის ნაწილში ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობისთვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ვადა, რაც დადგენილია სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის.
იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, არ შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია და იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულობაზე მითითება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ხანდაზმულია იპოთეკით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება. ამდენად, მოპასუხეების მიერ ხანდაზმულობის საფუძვლით გაკეთებული შედავება უნდა გადაწყდეს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ თა-----------–---–ის, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოთ---------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ძირითადი სარჩელის მოსარჩელეების მოთხოვნა სესხის თანხის- 36000 აშშ დოლარის და პროცენტის -1060 აშშ დოლარის ზვ-------–-----ისთვის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ერთის მხრივ თა-----------–---–ს, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას და მეორეს მხრივ ზვ-------–-----ეს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ზვ-------–-----ემ ისესხა 36000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. წარდგენილი შესაგებლით პირადმა მოვალემ - ზვ-------–-----ემ დაადასტურა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა და დაეთანხმა კრედიტორების მოთხოვნას. აღნიშნული გარემოება კი საკმარისი საფუძველი სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისთვის.
7.2.ძირითადი სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
7.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.
აღნიშნული მუხლით დაცულია იმ მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, როდესაც მას ანიჭებს უფლებას, რომ იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის გამორიცხოს სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოთ---------–-–---–ი და სსიპ ს----–-–-------------------------–------------ უთანაბრდებოდნენ იმ პირებს, რომლებსაც სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლება აქვთ წაუყენონ კრედიტორს შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
7.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნისა - ექვს წელს.
ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ოთ---------–-–---–მა და სსიპ სა---–-–-------------------------–-------------მ გამორიცხეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ვინაიდან იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას და არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე, მასზე ვრცელდება ძირითადი, სესხის ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება თა-----------–---–ს, სტ--–------–--–--ას, მა--------------–------------ას და მსესხებელს ზვ-------–-----ეს შორის დაიდო 2013 წლის 11 დეკემბერს, 3 თვის ვადით და თანხა ზვ-------–-----ეს უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 11 მარტის ჩათვლით. სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით კრედიტორებმა სასამართლოში აღძრეს 2017 წლის 19 დეკემბერს, სამწლიანიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხვას იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საქმის მასალებით დასტურდება რომ მოსარჩელეს სარჩელი აღძრული ქონდა ასევე 2017 წლის 9 მარტს, მაგრამ სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. რადგან მოსარჩელემ სარჩელი აღძრა განმეორებით 9 თვის შემდეგ ,2017 წლის 19 დეკემბერს, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი არ არის სახეზე.
7.3. ოთ---------–-–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის ნაწილში 2013 წლის 11 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ოთ---------–-–---–ი ხელშეკრულებას სადავოდ ხდის იპოთეკის ნაწილში მიიჩნევს, რომ ზვ-------–-----ე არ იყო უფლებამოსილი სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაეტვირთა უძრავი ქონება.
დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, უძრავი ქონებს მესაკუთრედ მითითებული იყო ზვ-------–-----ე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა ვლინდება მხოლოდ საჯარო რეესტრიდან, ახასიათებთ განსაკუთრებული თავისებურება, რაც ვლინდება მათი განკარგვის შემთხვევაში. ამდენად, მათი გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის დროს მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრი წარმოადგენს კეთილსინდისიერი სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას, დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი_საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, იცავს ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი იცავს ასევე კრედიტორის (იპოთეკარის) უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე იპოთეკარების უფლებებიც ისევეა დაცულია როგორც შემძენის და მათ ენიჭებათ უფლებამოსილება დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა ძირითადი მოვალის (ზვ-------–-----ის) მიმართ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკამარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ, რის გამოც ეს ჩანაწერი უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი.
მოცემულ შემთხვევაში ოთ---------–-–---–ის საერთოდ არ მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხეებმა იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე იცოდნენ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივრის არსებობის შესახებ ან ამ უფლების თაობაზე იპოთეკარის მიერ უზუსტო ჩანაწერის ცოდნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იპოთეკარების თა-----------–---–ის, სტ--–------–--–--ას და მა--------------–------------ას უფლებები დაცულია რეგისტრაციაუნარიანი უფლების რეგისტრაციის ფაქტით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მესაკუთრის შესახებ, თუნდაც ის არ იყოს ამ უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე მესამე პირებისათვის ის ითვლება მესაკუთრედ. აღნიშნულიდან გამომდინარე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში არ უნდა იქნას ცნობილი ბათილად.
სამოტივაციო ნაწილი
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3000 ლარს, საიდანაც ზვ-------–-----ის მიერ სარჩელის ცნობის გამო უნდა დაუბრუნდეთ 2880 ლარი, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში მოთხოვნის პროპორციული ბაჟი - 120 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით.
რაც შეეხება ოთ---------–-–---–ს, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 52-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თა-----------–---–ის, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ზვ-------–-----ეს მოსარჩელეების თა-----------–---–ის, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 36000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და სარგებლის სახით 1060 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
3. თა-----------–---–ს, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას უარი ეთქვათ 2013 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე თბილისი, ფ---------–------------, დაზუსტებული ფართობი: 450 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი N0---------------) აუქციონის წესით რეალიზაციაზე;
4. ოთ---------–-–---–ის შეგებებული სარჩელი 2013 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. თა-----------–---–ს, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას დაუბრუნდეთ სარჩელზე რუ----------–---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2850 ლარი, რაც გადახდილია სს „თიბისი ბანკის“ 2--------- წლის N0 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
6. თა-----------–---–ს, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას დაუბრუნდეთ სარჩელზე რუ----------–---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 30 ლარი, რაც გადახდილია სს ბანკი „რესპუბლიკის“ 0--------- წლის N1 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
7. თა-----------–---–ს, მა--------------–------------ას და სტ--–------–--–--ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 120 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
8. ოთ---------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელწიფო ბაჟის გადახდისგან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე