გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
120210018002477187
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2477187-2/441-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 თებერვალი, 2019 წ. ქ. ახ--––--ე

შესავალი ნაწილი

ახ--––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი: ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - ნა-------------ე

წარმომადგენლები - ეკ-------------–-ძე

მოპასუხე - ვე-----------ძე, ვლ-------------ძე, ნა---------ძე

წარმომადგენელი - იო------------–--ლი

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–---

ჯ-------ის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენლი - დი-------------ე

დავის საგანი - არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 20---–-–---------ისს და--დებული ნა---------ძის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელე ნა-------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

1.2. 20---–-–----------ტს და--დებული სა-------ძის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელე ნა-------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

2.1. მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2005 წლის 13 აპრილს, რომლის რეგისტრაციაც არ მოუხდენიათ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 20---–-–---------ისს ნა---------ძე და 20---–-–----------ტს სა-------ძე. მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს მამის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინაში მდებარე ქ. სა----------–ი, წე------–-ს ქ. N1 შესახებ. ბ 2ა ოთახი 28. მოსარჩელეს სურს, რომ მისმა შვილებმა იცხოვრონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, დედის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ, რაც მათ ნამდვილად არ აქვს მოპასუხის საცხოვრებელ სახლში და რაზეც მისი მშობლები თანახმანი არიან. ნა-------------ეს მშობლების ოჯახს ფინანსურად აქვთ საშუალება, რომ თავიანთ შვილიშვილებზე იზრუნონ და უზრუნველყონ, ასევე საზღვარგარეთიდან ფინანსურად ეხმარება ნა-------------ის და ნი-------------ძე. ნა-------------ეს ცოტა ხნის წინ ახ--––--ის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი, მოთხოვნით - არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად მიკუთვნება და მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. მოპასუხეზე სარჩელის ჩა--რების შემდგომ მოპასუხე დაუკავშირდა მოსარჩელეს და მისცა პირობა, რომ საცხოვრებლად იქირავებდა ბინას და იქ გადავიდოდნენ შვილებთან ერთად საცხოვრებლად, შვილების ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ სცადა, რომ საკითხი სასამართლოს გარეშე მოეგვარებინათ, თუმცა როდესაც მოპასუხე დარწმუნდა რომ სარჩელი გამოიტანა სასამართლოდან უარი განაცხადა ოჯახით საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაზე და ამასთანავე ამ დროის პერიოდში ბავშვებზე ცუდ ზეგავლენის გამო გაუცხოებას გრძნობს შვილებისაგან, რაც მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების ზეგავლენით ხდება. მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს ქ. ახ--––--ეში თამარაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე გაქირავებულ ბინაში და სკოლაში და---ს ყოველდღიურად შვილების სანახავად და დასაბრუნებლად, რაზეც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას „World Vision International“ სა-–---ჯ-------ის სამხარეო განვითარების ფილიალს საქართველოში.

2.2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, ბავშვების საუკეთესო ინტერესია ცხოვრობდნენ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. ბავშვები ნამდვილად იზრდებიან მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ, სრულიად უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. ბავშვები გამოხატავენ სურვილს იცხოვრონ მამასთან. ისინი შეჩვეული არიან იმ გარემოს, სკოლას. ჰყავთ სანაცნობო გარემო.

2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესი იქნება, რომ ისინი იზრდებოდნენ დედასთან.

 

2.4. არასრულწლოვნების პოზიცია

 

2.4.1.სასამართლო სხდომაზე ნა---------ძის განმარტებით ის სწავლობს ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში, მას ურჩევნია იყოს მამასთან, შეგუებულია გარემოს, ჰყავს მეგობრები, მას არ სურს დედასთან წასვლა.

 

2.4.2.სასამართლო სხდომაზე სა-------ძის განმარტებით ის სწავლობს ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში, იმ შემთხვევაში წავა დედასთან თუ მისი და და მამაც წავლენ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნა-------------ე მოპასუხე ვე-----------ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის 15 აპრილიდან, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 20---–-–---------ისს და--დებული ნა---------ძე და 20---–-–----------ტს და--დებული სა-------ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა---------ძის და სა-------ძის და--დების მოწმობები (ს.ფ 19-20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ნა-------------ე 2017 წლის 04 სექტემბერს წავიდა სახლიდან და მას შემდეგ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ნა---------ძე და სა-------ძე ცხოვრობენ მამასთან სოფელ სხ---–--–ი და და---ან ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ნა-------------ეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ნა-------------ე დროებით ცხოვრობს ქ. ახ--––--ეში თამარაშვილის ქ. N5-ში ნაქირავებ ბინაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–---ჯ-------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 31 ივლისის N1925 დასკვნის მიხედვით, მოპასუხე ვე-----------ძე ცხოვრობს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის ზემო სხ---–--–ი დედასთან ნა---------ძესთან და მამასთან ვლ-------------ძესთან, შვილებთან სა-- და ნა---------ძეებთან ერთად. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვთ თვიური შემოსავალი თვეში დაახლოებით 1200 ლარის. სახლის ზოგა--- მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

არასრულწლოვანი სა-------ძე და---ს ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში. მასწავლებლის გამარტებით ბავშვი სკოლაში და---ს მოწესრიგებული, აქტიურად არის ჩართული სასკოლო აქტივობებში. საშინაო დავალებები ყოველთვის აქვს წესრიგში.

 

არასრულწლოვანი ნა---------ძე და---ს ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში. მასწავლებლის გამარტებით ბავშვი სკოლაში და---ს მოწესრიგებული.

 

არასრულწლოვან ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს ბებია, ნა---------ძე. ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილია თბილი, მზრუნველი გარემო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 31 ივლისის N1925 დასკვნის (ს.ფ.87-88).

 

3.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა---------ის რაიონული განყოფილების 2018 წლის 16 ივლისის N4648 დასკვნის მიხედვით, ნა-------------ე ცხოვრობს ქ. სა----------–ი მამასთან ილ---------------თან დედასთან მან---------------თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 16 ივლისის N4648 დასკვნის (ს.ფ.87-88).

 

3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–---ჯ-------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის N2280 ფსიქოლოგიური დასკვნის მიხედვით, „ნა---ა ემოციურად ლაპარაკობს, როდესაც ახსენებს დედას, ამბობს, რომ „არ წავალლ მაგასთან, იმიტომ რომ მიმატოვა და წავიდა, ჩამოვიდეს და მნახოს ქალაქში“.

 

სა-- დედის მიმართ გაორებულ დამოკიდებულებაშია: „მინდა დედიკომ მიყიდოს როგორც დედა.“, „მინდა რომ აღარ მეშინოდეს დედის“, „მინდა რომ დამავიწყდეს დედის ცემა“, „მე და დედიკო ხანდახან ვთამაშობდით“, დედაჩემი ძალიან ბრაზიანია“.

 

ძლიერი ემოციური კავშირი იკვეთება მამის მიმართ. ფსიქოლოგის კითხვაზე, თუ ვისთან ისურვებს ნა---ა ცხოვრებას, ნა---ა ამბობს, რომ ,,მამასთან მინდა რომ ვიცხოვრო, დედასთან არ მინდა იმიტომ რომ მიმატოვა.’’ ამ სიტყვებს ნა---ა გაბრაზებული ამბობს. ფსიქოლოგის კითხვაზე, თუ ვისთან ისურვებს სა-- ცხოვრებას, ამბობს რომ ,,მამის სახლში მინდა, რადგან იქ ვარ სკოლას და მეგობრებს მიჩვეული.’’

 

ამ ეტაპზე გამოკვლევის პროცესში გამოიკვეთა რომ, ნა---ა აფიქსირებს თავის პოზიციას მამასთან ცხოვრების შესახებ, სხვადასხვა მეთოდიკების და ინტერვიურების საფუძველზე იკვეთება დედის მიმართ ბრაზი და უნდობლობა, ხანგრძლივი პერიოდით დედასთან ურთიერთობის არქონამ დიდი ალბათობით გამოიწვია მომატებული შფოთვითი რეაქციები და აგრესიული ქცევების გამოვლინებები.

 

ბავშვებს აქვთ გაორებული დამოკიდებულება დედის მიმართ, ნა---ა დედასთან ცხოვრებაზე უარს ამბობს, რადგან ვერ პატიობს რომ დედამ დატოვა. სა-- გამოხატავს სურვილს რომ იცხოვროს მამასთან, დედის ნახვის და დედასთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავს, ბავშვებს აქვთ და--ლი თვითშეფასება, აკლიათ თავდაჯერებულობა, მხარეებს შორის არსებული მწვავე კონფლიქტის გამო ბავშვები პიროვნულად და ემოციურად გაორებულ მდგომარეობაში არიან. იკვეთება ოჯახთან დაკავშირებული ტრამვული გამოცდილებები.

 

არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქმედების შეფასების თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვნების პოზიციაზე. მართალია, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არასრულწლოვნები გულისწყრომას გამოხატავენ დედის მიმართ და ამ ეტაპზე მათ არ გააჩნიათ მასთან ცხოვრების სურვილი, მაგრამ როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო მიუთითებს, ფსიქოლოგმა გამოიკვლია არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დამოკიდებულება საკითხთან და ფსიქოლოგის დასკვნაში არ ფიქსირდება ერთ-ერთი მშობლის მხრიდან უარყოფითი გავლენის შედეგი, რაც მიუთითებს, რომ არასრულწლოვნების მხრიდან შესაძლებელია მომავალში მოხდეს დედის მიმართ უარყოფითი ემოციის გაქარწყლება და შესაძლო ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რაც ასევე დამოკიდებული იქნება არასრულწლოვნების დედის მხრიდან, განხორციელებულ მოქმედებებზე რაც ხელს შეუწყობს შვილებსა და მშობელს შორის ურთიერთობის აღდგენას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა--რი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ იკვეთება არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობა, ასევე, არ წარმოადგენს ბავშვების სურვილს, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-12, მე-14, მე-18 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნა---ა და სა-------ძეების საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

დადგენილია, რომ 20---–-–---------ისს და--დებული ნა---------ძე და 20---–-–----------ტს და--დებული სა-------ძე არიან ნა-------------ის და ვე-----------ძის შვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის 04 სექტემბრიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ცხოვრობენ ცალკე, ასევე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები საკუთარი სურვილით ცხოვრობენ მამასთან და მამის მშობლებთან ერთად. ოჯახის შემოსავალი არის 1200 ლარის ოდენობით, რაც ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება. არასრულწლოვანი ნა---------ძე და სა-------ძე სწავლობენ ქ. ახ--––--ის N1 საჯარო სკოლაში. მამა პასუხისმგებლობით ეკიდება მათ განათლებას, ხელს უწყობს და ეხმარება მათ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის დაკვირვებით მამის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა---------ის რაიონული განყოფილების 2018 წლის 16 ივლისის N4648 დასკვნაში მითითებულია, რომ ნა-------------ე ცხოვრობს ქ. სა----------–ი მამასთან ილ---------------თან დედასთან მან---------------თან ერთად, თუმცა ამ ეტაპზე იგი დროებით ცხოვრობს ქ. ახ--––--ეში ნაქირავებ ბინაში..

 

მოსარჩელემ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს ბებია რის გამო ისინი დედის მიმართ გაუცხოებულად გრძნობენ თავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

იმ ფატის მტკიცება, რომ ნა---------ძე ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე აღნიშნულიდან გამომდინარე მისი შვილების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების საგანს, ხოლო აღნიშნული მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

შესა--მისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული გარემოება, რაც სასამართლოს გაუმყარებდა ვარაუდს, ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან ბავშვებზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე ბებიის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანის მიმართ მშობლების მხრიდან ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუღებლობაზე, რადგან მსგავსი პროვოცირებით იქმნება რისკი ბავშვების არასწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისა და გამოუსწორებელი ზიანისა. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპატიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის, ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს და ბავშვების ასაკს, რადგან ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე განისაზღვროს რომელ მშობელთან იქნება პრიორიტეტული ბავშვის დარჩენა. დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი ნა---------ძე და სა-------ძე იზრდებიან მამის გარემოცვაში, კერძოდ მამის ოჯახთან, ბებიასთან, ბაბუასთან ერთად. რაც მათივე სურვილითაა განპირობებული, ამასთან მათი ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მათ მოთხოვნილების განსაზღვრაში, მათი საცხოვრებელი ადგილის პრიორიტეტების დადგენაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბავშვები გარკვეულ გულისწყრომას განიცდიან დედის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება.

 

სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირა--- დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესა--მისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესა--მისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესა--მისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესა--მისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესა--მება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესა--მისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

შესა--მისად, მოცემულ შემთხვევაში მართალია ორივე მშობელს აქვს მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არსებითია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, მისი ნება-სურვილიდან გამომდინარე განისაზღვროს საცხოვრებელი ადგილი, საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით.

 

სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ მითითებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თავად ბავშვის სურვილსა და ნებას, რომელიც თავის მხრივ შესა--მისობაში უნდა იყოს მის ინტერესებთან. კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესა--მის კვლევას.

 

სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა---------ძის და სა-------ძის კარგი ყოფაქცევის, პასუხისმგებლობის მქონე და კარგად აღზრდილი მოსწავლეები არიან, მამა დიდ ყურადღებას აქცევს შვილების აღზრდას. ბებია ეხმარება შვილიშვილებს და ზრუნავს მის განვითარებაზე. დადგენილია, რომ ბავშვებს სურვილი აქვთ იცხოვრონ მამასთან და შესა--მისად არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მისაღებ და თბილ გარემოს წარმოადგენს ადგილი, სადაც ამჟამად არის მათი საცხოვრებელი. ნა---ა და სა-------ძეების განვითარებისათვის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობა, შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

 

შესა--მისად, საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ნა---------ძის და სა-------ძის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის ნა-------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მიმდინარე პერიოდისათვის არ მოხდეს მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

ამდენად, ნა-------------ის მოთხოვნა არასრულწლოვანი ნა---------ძის და სა-------ძის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ნა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესა--მისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ნა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩა--რებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახ--––--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვა---ს ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვა---ს გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე