გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002690211
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6683-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ი-–---------–-–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- აქტი;

 

1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-–---------–-–---–ის სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის სექტემბრის თვეში ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის რადიოკავშირების ო–----–--------------–---------------–-------------------–----------------------–-- მძღოლ-ელექტრომექანიკოსად. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის N----------- ბრძანებით იგი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 10 თებერვლიდან. 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენა. 2018 წლის 24 აგვისტოს ჩაბარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- წერილობითი პასუხი, რომლითაც სამხედრო სამსახურში გაწვევაზე ეთქვა უარი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის N----------- ბრძანებით, ი-–---------–-–---–ი დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელი) და ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს რეზერვში მისი სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის დადგენილებით. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტანის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N----------- წერილობითი უარი მისი სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით არის უკანონო.

 

ამასთან, 2018 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობა და მოსარჩელის სამხედრო სამსახურში გაწვევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ შეეძლო სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის დადგენილებით (საქმე N------) ი-–---------–-–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის დადგენილება (საქმე N------) (ს.ფ. 17-20).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის რადიოკავშირების ო–----–--------------–---------------–-------------------–----------------------–-- მ------–--ელექტრომექანიკო (საშტატო კატეგორია ,,კ------–----–---–-------–---------------), რიგითი ი-–----------------------–-–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2017 წლის 10 თებერვლიდან. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად. ბრძანების საფუძველი: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მ/შ პატაკი (M--------------, 14.02.2017წ.) და გ------ რაიონული სასამართლოს დადგენილება, საქმე N------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 15).

 

3.3. ი-–---------–-–---–მა 2018 წლის 17 აგვისტოს M---------------- განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენა მოითხოვა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- წერილობითი პასუხით, ი-–---------–-–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს M---------------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანებით, იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სამსახური ამ ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 16)

 

3.4. 2018 წლის 21 აგვისტოს ი-–---------–-–---–მა N------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენა მოითხოვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- წერილობითი პასუხით ი-–---------–-–---–ს მისი 2018 წლის 21 აგვისტოს N------ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ეცნობა, რომ ვინაიდან საკითხი ეხება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- აქტი (ს.ფ. 22).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-–---------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- აქტი, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

საქმის მასალების თანახმად, ი-–---------–-–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის რადიოკავშირების ო–----–--------------–---------------–-------------------–----------------------–-- მ------–--ელექტრომექანიკოს (საშტატო კატეგ------ ,,კ------–----–---–-------–---------------) თანამდებობაზე, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანებით, რიგითი ი-–----------------------–-–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2017 წლის 10 თებერვლიდან. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ი-–---------–-–---–ს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავოდ არ გაუხდია.

 

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს ი-–---------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენა/გაწვევა მოითხოვა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- წერილობითი პასუხით ი-–---------–-–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანებით, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპატრამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- წერილობითი პასუხით ი-–---------–-–---–ს მისი 2018 წლის 21 აგვისტოს N------ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ეცნობა, რომ ვინაიდან საკითხი ეხება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 12/12/2018 N580 დადგენილებით), რომლითაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. ხსენებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი).

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 12/12/2018 N580 დადგენილებით), რომლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტები.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკადრო საკითხების - კონკრეტულ თანამდებობაზე პირის დანიშვნის გადაწყვეტის საკითხი განეკუთვნება ფართო დისკრეციის საგანს. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე. კვალიფიკაციის დონისა და სპეციალობების გათვალისწინებით ცალკეულ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა ცალსახად განეკუთვნება სამსახურის ხელმძღვანელი პირის დისკრეციის სფეროს, როდესაც სამართლის ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი თანასწორობის პრინციპის დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი შედის კონკრეტული თანამდებობის პირის უფლებამოსილებაში, ხოლო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია/უფლებამოსილება სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირს თანამშრომლის სამსახურში მიღება/გათავისუფლების და ზოგადად საკადრო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული დავალებები მისცეს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ი-–---------–-–---–ი სამხედრო სამსახურში მიღებაზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს M---------------- და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის M---------------- აქტების ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ი-–---------–-–---–ის სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, ი-–---------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს ლ------------კში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-–---------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელე ი-–---------–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს ლ------------კში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე