გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
100210018002741484
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002741484

#2/438 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.02.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ვ-–- გ--–------ი.

წარმომადგენელი: დ----- ქ----–--ე, რ--------- გ--–------ი.

 

მოპასუხე: ი--- შ------ე.

წარმომადგენელი: ია ხ------–--ე, თეა მ------–-–---–ი.

მოპასუხე: ნ--- გ--–------ი.

წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი, ია ხ------–--ე.

მოპასუხე: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.

წარმომადგენელი: მაია კ-------.

 

დავის საგანი: საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმება, საარქივო ცნობის ნაწილობრივ გაუქმება, ჩანაწერის გაუქმება და მესაკუთრედ ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ვ-–- გ--–------მა (პ/ნ 3----------) მოპასუხეების - ნ--- გ--–------ის (პ/ნ 3----------) ი--- შ------ის (პ/ნ 3----------) და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 2--------) მიმართ საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმების, საარქივო ცნობის ნაწილობრივ გაუქმების უძრავ ქონებაზე ს/კ 3-.07.41.1-- ი--- შ------ის და ნ--- გ--–------ის სახელზე არსებული თანასაკუთრების ჩანაწერის გაუქმების , მოცემულ ქონებაზე მთლიანად ვ-–- გ--–------ის მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე

 

მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოპასუხეებთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეები ვერ შეეგუენ ერთმანეთს, ქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც დაქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხე ი--- შ------ე დაბრუნდა სოფელ მერჯევში თავის სახლში სადაც ცხოვრობს დღემდე, ხოლო მოსარჩელემ შექმნა ახალი ოჯახი. 1991 წელს მოპასუხის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი ვ-–- გ--–------ის წინააღმდეგ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით (საქმე N2/12)

 

მოსარჩელე ვ-–- გ--–------ის განმარტებით საკომლო ამონაწერის საფუძველზე, საკუთრებაში გააჩნია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში მდებარე 4100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოპასუხე ფიზიკურ პირებს ამ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვთ საჯაროო რეესტრში საჩხერის არქივის მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული 2013023605-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, რაც მოსარჩელე თვლის, რომ უკანონოა. ვინაიდან მოპასუხეები 1990 წლიდან მოსარჩელის კომლის წევრებს აღარ წარმოადგენენ, კომლის წევრობაზე მოპასუხეებმა უფლება სწორედ ზემოაღნიშნულ წლებში დაკარგეს, როდესაც საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა ადგილას: სოფელ მერჯევში. ამ დროიდან მოყოლებული მათ კომლთან შეხება არ ჰქონიათ, რაც კომლის ქონებაზე მათ უფლებას გამორიცხავს. მოსარჩელე განმარტავს, რომ დღეისათვის ვ-–- გ--–------ს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სურს გაასხვისოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მიღებული თანხით დააფინანსოს შვილის მკურნალობა, მაგრამ მოპასუხე თანამესაკუთრეები არ აძლევენ თანხმობას მიწის გაყიდვაზე. აღნიშნულის გამო ვ-–- გ--–------ი იძულებულია მომართოს სასამართლოს.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა მოსამზადებელ სხდომაზე (14:05:50) და საბოლოოდ მოსარჩელე ითხოვს: გაუქმდეს საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საკომლო წიგნში ვ-–- გ--–------ის კომლში 1991-2005 წლების არსებული ი--- შ------ის და ნ--- გ--–------ის საკომლო სარეგისტრაციო ჩანაწერი. მოსარჩელე ასევე ითხოვს, გაუქმდეს საქართველოს ეროვნული არქივის საჩხერის არქივის მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული N 2013023605-03 საარქივო ცნობა, ი--- შ------ესა და ნ--- გ--–------ის ნაწილში, შედეგად გაუქმდეს საჩხერის რაიონში სოფ. საირხეში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N3-.07.41.1--), ი--- შ------ის და ნ--- გ--–------ის თანასაკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, უძრავ ქონებაზე ს/კ 3-.07.41.1-- , მესაკუთრედ მთლიან ნივთზე ცნობილი იქნას ვ-–- გ--–------ი და საჯარო რეესტრში აღირიცხოს მის სახელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა შემოიტანეს შესაგებელი. ნ--- გ--–------ი, ი--- შ------ე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს არ ცნობენ კრძოდ, ნ--- გელბაიხანი და ი--- შ------ე მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმებიან რადგან მიაჩნიათ რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. 1993 წლიდან დადგენილ იქნა, რომ ქონება იყო იმ პირთა საკუთრება თანაბარ წილში ვინც კომლში წევრებს წარმოადგენდენ. მოპასუხეები 1990 წლიდან არიან კომლის წევრები და ჩანაწერი კომლის წევრთა გაუქმების შესახებ არ არსებობს. მოპასუხეების განმარტებით საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს რომ მოპასუხეები 1995 წელს და მას შემდეგაც რეგისტრირებული არიან ვ-–- გ--–------თან ერთად. მოსარჩელეები ასევე განმარტავენ, რომ განქორწინება საკომლო წიგნში ჩანაწერი ბათილობის საფუძველი ვერ იქნება. ამასთან მოპასუხე უსაფუძვლო და დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2013 წლის 01 ივლისს გაცემული N2013023605-3 საარქივო ცნობის ბათილობის მოთხოვნას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს რომ არ უნდა გაუქმდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საკომლო წიგნში ვ-–- გ--–------ის კომლში 1991-2005 წლებში ი--- შ------ის და ნ--- გ--–------ის სარეგისტრაციო ჩანაწერი.

მოპასუხე მიუთითებს, რომ ი--- შ------ე ქორწინებაშია მოსარჩელე ვ-–- გ--–------თან 1990 წლის 20 ივნისიდან, შვილი ნ--- გ--–------ი შეეძინათ 1990 წლის 17 ივნისს. სარჩელზე დართულია ი--- შ------ის განცხადება განქორწინების თაობაზე, თუმცა მხარეები არ განქორწინებულან. სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა რაიმე დოკუმენტი განქორწინების თაობაზე მოცემულ პერიოდში არ არსებობს. თვით მოსარჩელე ვ-–- გ--–------ს არ მიუმართავს არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არც სასამართლოსთვის მისი კომლიდან ამორიცხვის თაობაზე. 2013 წელში მიწის შოთა ლომიძეზე გასხვისებისას ი--- შ------იდან და ნ--- გ--–------იდან მიიღო თანხმობა და არ გაუხდია სადაოდ აღნიშნული გარემოება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. სასამართლომ კანონით დადგენილი წესით განახორციელა ყველა საპროცესო ღონისძიება მორიგებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონის საირხის სასოფლო საბჭოს სოფელ საირხის 1973-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ქსენია გ--–------ი და შვილიშვილი - ვ-–- გ--–------ი. კომლს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2300 კვ.მ ქსენია გ--–------ი გარდაიცვალა 1985 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქუთაისის ცენტრალური არქივის N AA2018005780-04 საარქივო ცნობა (ს.ფ.25-26).

- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ.ოქმი).

 

3.2.2. დადგენილია, რომ 1989 წლის თებერვალში ფაქტობრივად შექმნეს ოჯახი ვ-–- გ--–------მა და ი--- შ------ემ, ხოლო 1990 წლის 20 ივნისს რეგისტრირებულ იქნა ვ-–- გ--–------ისა და ი--- შ------ის ქორწინება. ი--- შ------ე რეგისტრირებულ იქნა ვ-–- გ--–------ის კომლში.

დადგენილია, რომ 1990 წლის 17 ივნისს დაიბადა ვ-–- გ--–------ის და ი--- შ------ის შვილი ნ--- გ--–------ი, რაც რეგისტრირებულ იქნა საირხის სასოფლო საბჭოში;

დადგენილია, რომ 1991 წლის ივნისის თვეში ი--- შ------ემ დატოვა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა დედასთან საცხოვრებლად.

დადგენილია, რომ ი--- შ------ე და ვ-–- გ--–------ი დღეის მდგომარეობით აღარ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში მათი განქორწინება მოხდა 2018 წლის 30 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკომლო წიგნის ჩანაწერი (ს.ფ.36-38).

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი).

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.44).

- სასარჩელო განცხადება(ს.ფ.20)

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილება N 892018538356-05 (ს.ფ 29).

- განქორწინების მოწმობა N 47182000053 (ს.ფ. 24)

 

3.2.3. 2018 წლის 10 ივლისის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით საჩხერის რაიონის საირხის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ საირხის 1986-1994 (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ-–- ბენიას ძე გ--–------ი- უფროსი. ი--- გურამის ასული შ------ე - ცოლი. ნ--- ვ-–-ს ძე გ--–------ი - შვილი. ასეთივე შემადგენლობაა 1996-2000 წლებში, 2001-2005 წლებში.

საქმეში არსებული საკომლო წიგნის ასლით დასტურდება 19995 წლამდე არსებული ჩანაწერი, სადაც იგივე შემადგენლობაა მითითებული. აქვეა დაზუსტებული , რომ ვ-–- გ--–------ი უმუშევარია, ხოლო ნ--- გ--–------ი კი დიასახლისი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი კომლიდან მოპასუხეების ამოწერის ან საკომლო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა -განმარტებები(იხ.ოქმი).

-არქივის ცნობა(ს.ფ.30-31)

-განცხადება(ს.ფ.20)

-წიგნის ჩანაწერის ასლი(ს.ფ.33)

 

3.2.4. საქართველოს ეროვნული არქივის საჩხერის არქივის მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული N 2013023605-03 საარქივო ცნობის მიხედვით საჩხერის არქივში დაცული 1995-2005 წლების საკომლო წიგნებში არსებულ ჩანაწერებში ვ-–- ბენიას ძე გ--–------ის კომლში ირიცხებიან ვ-–- ბენიას ძე გ--–------ი - კომლის უფროსი , ი--- გურამის ასული შ------ე -ცოლი( გაშორებულია 1991წელს). ნ--- ვ-–-ს ძე გ--–------ი -შვილი. სწორედ აღნიშნულ ცნობას ხდის სადაოდ მოსარჩელე.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი).

- საარქივო ცნობა(ს.ფ35)

 

3.2.5. დადგენილია, რომ 1995 წლის 2 დეკემბერს მიწის რეფორმის კომისიის მიერ ვ-–-

გ--–------ზე გაიცა მიწის ნაკვეთის N 7723 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად,მოსარჩელეს გამოეყო ყანა ხოდაბუნებში 4600 კვ.მ.

აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 500 კვადრატული მეტრი 2013 წლის 17 ივლისს გასხვისებულია ვინმე შოთა ლომიძეზე. ამ ხელშეკრულებაში გამყიდველად წარმოდგენილი არიან ვ-–- გ--–------ი, ნ--- გ--–------ი და ი--- შ------ე.

დღევანდელი მდგომარეობით საჯაროო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საჩხერის რაიონში სოფ. საირხეში რეგისტრირებულია ვ-–- გ--–------ის, ნ--- გ--–------ის და ი--- შ------ის საკუთრების უფლება 4100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N 3-.07.41.1--.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი N7723 (ს.ფ.41).

- ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.97)

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 45).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ 1993 წლის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ვ-–- გ--–------ი, ნ--- გ--–------ი და ი--- შ------ე და მათ უძრავ ქონებაზე საკუთრება არ მიუტოვებიათ, საარქივო ცნობაში მითითებული ჩანაწერი- გაშორებულია 1991წელს არ ნიშნავს საკუთრების მიტოვებას. გარდა აღნიშნულისა მოცემული კომლის ქონებაზე მოქმედებს საერთო საკუთრების რეჟიმი საკოლმეურნეო კომლის ცნების გაუქმების შემდგომ. ასევე სადაო საარქივო ცნობა ზუსტად ასახავს იმ შინაარსს, რაც საკომლო წიგნებშია ასახული.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე, 172-ე, 312-ე, 953-954-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე , 125,128 მუხლები და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია, რომ საჯაროო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩხერის რაიონში სოფ. საირხეში რეგისტრირებულია ვ-–- გ--–------ის, ნ--- გ--–------ის და ი--- შ------ის საკუთრების უფლება 4100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N 3-.07.41.1--. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს . სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N7723 გაცემული 1995 წლის 2 დეკემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

ამ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არ არის.

 

6.6. 1995 წლის 2 დეკემბერს მიწის რეფორმის კომისიის მიერ ვ-–- გ--–------ზე გაიცა მიწის ნაკვეთის N 7723 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად,მოსარჩელეს გამოეყო ყანა ხოდაბუნებში 4600 კვ.მ.აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 500 კვადრატული მეტრი 2013 წლის 17 ივლისს გასხვისებულია ვინმე შოთა ლომიძეზე. ამ ხელშეკრულებაში გამყიდველად წარმოდგენილი არიან ვ-–- გ--–------ი, ნ--- გ--–------ი და ი--- შ------ე. სარჩელის შემოტანის დროს საჯაროო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საჩხერის რაიონში სოფ. საირხეში რეგისტრირებულია ვ-–- გ--–------ის, ნ--- გ--–------ის და ი--- შ------ის საკუთრების უფლება 4100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N 3-.07.41.1--.

 

6.7. საქართველოს ეროვნული არქივის საჩხერის არქივის მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული N 2013023605-03 საარქივო ცნობის მიხედვით საჩხერის არქივში დაცული 1995-2005 წლების საკომლო წიგნებში არსებულ ჩანაწერებში ვ-–- ბენიას ძე გ--–------ის კომლში ირიცხებიან ვ-–- ბენიას ძე გ--–------ი - კომლის უფროსი , ი--- გურამის ასული შ------ე -ცოლი( გაშორებულია 1991წელს). ნ--- ვ-–-ს ძე გ--–------ი -შვილი. სწორედ აღნიშნულ ცნობას ხდის სადაოდ მოსარჩელე.

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საარქივო ცნობაში სწორადაა ასახული ის მონაცემები, რაც იმ დროისათვის არსებობდა ხსენებულ საკომლო წიგნებში. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჩანაწერი- დაშორებულია არ ნიშნავს საკუთრების მიტოვებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული დოკუმენტის გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

6.8.საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტითა და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის N199 დადგენილებით. 1993 წლის 1 იანვრიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად კომლის ყველა წევრს მათ შორის სრულწლოვანსაც და არასრულწლოვანსაც კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად ქონება რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, როლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

2018 წლის 10 ივლისის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით საჩხერის რაიონის საირხის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ საირხის 1986-1994 (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ-–- ბენიას ძე გ--–------ი- უფროსი. ი--- გურამის ასული შ------ე - ცოლი. ნ--- ვ-–-ს ძე გ--–------ი - შვილი. ასეთივე შემადგენლობაა 1996-2000 წლებში, 2001-2005 წლებში.

 

ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოპასუხეები-ი--- შ------ე და ნ--- გ--–------ი არიან კომლის წევრები 1993 წლისათვის, კომლის წევრია ასევე ვ-–- გ--–------იც შესაბამისად ისიც წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად.

 

6.9.მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ კომლის საერთო მეურნეობაში დაკარგული ჰქონდათ კომლის ქონებაზე (საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 128-ე მუხლი) საკუთრების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 125-ე მუხლი მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. „კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

სასამართლო თვლის, რომ ამ მოტივით ჩანაწერის გაუქმებისათვის შესაბამისი პირობები არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ ი--- შ------ის წასვლიდან დედასთან სოფელ მერჯევში -1991 წლის ივნისიდან 1993 წლის 1 იანვრამდე არ არის გასული ის დრო (ერთმნიშვნელოვანია, რომ 1993 წლის 1 იანვარს საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა) რომელსაც შეიძლება გამოეწვია კომლში წევრობის გაუქმების პროცედურის დაწყება ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად.. ასეთი პროცედურის დაწყების თაობაზე არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, ასევე არ არსებობს ი--- შ------ის პირადი განცხადება ხსენებული პროცედურის დაწყების თაობაზე . სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის უტყუარობის საპირისპიროს . ვ-–- გ--–------ის მოთხოვნა კომლში ნ--- გ--–------ის და ი--- შ------ის ჩანაწერის გაუქმებაზე სრულიად უსაფუძვლოა

 

6.10.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე19მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.11. ამდენად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით გადახდილია ორასი ლარი (ს.ფ.48). სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–- გ--–------ის სარჩელი ი--- შ------ის, ნ--- გ--–------ის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: ივანე ყიფიანი